OHO.GE
რაში დაგვეხმარება გვირილის არაჩვეულებრივი თვისებები
ეს არაჩვეულებრივი მცენარე ძალიან სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. მას იყენებენ, როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ასევე კოსმეტიკური საშუალებებისთვისაც. ამ მინდვრის ლამაზ ყვავილს ბევრგან შევხვდებით. მას აგროვებენ, ახმობენ, ინახავენ და იყენებენ. გვირილისგან მრავალი ეფექტური წამალი მზადდება და მას წარმატებით იყენებენ ექიმები. ასევე გამოირჩევა სასიამოვნო სუნით და მისგან ამზადებენ, სურნელოვან ზეთებს. ეს სამკურნალო ყვავილი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და მისი სასარგებლო თვისებები კაცთა საკეთილდღეოდ მრავალი წლის განმავლობაშია ცნობილი. ყვავილი შეიცავს უამრავ სასარგებლო ეთერზეთებს და ფლავონიოდებს, მას გამოიყენებენ ანთების საწინააღმდეგოდ. აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება და დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც.

გვირილა გამოიყენება, როგორც გარე ასევე შიდა მიღებისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში.

თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებებით ის გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ: გვირილის ნახარშს ღებულობენ კუჭნაწლავის ტრაქტის ანთების სამკურნალოდ. ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის მაღალი მჟავიანობის დროს. გვირილის ნახარში ამცირებს შეშუპებას მუცლის ლორწოვან გარსში, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სწრაფ მკურნალობას, ამცირებს გაზებს და ხსნის კუჭის კრუნჩხვებს. ასევე გვირილას აქვს სასარგებლო მოქმედება ნერვულ სისტემაზე, შეუძლია გაუმკლავდეს სტრესსა და უძილობას.

ძალიან კარგია ჩვილი ბავშვებისთვისაც გვირილის აბაზანის მიღება, ასევე არის მათთვის გვირილის ჩაი. კარგი ანტისტრესული და ანტი ბაქტერიული საშუალებაა.

ძალიან ბევრი დადებითი და სასარგებლო თვისება აქვს ამ მცენარეს და ბევრის დაწერაც შეიძლება მაგრამ ეხლა შემოგთავაზებთ მისი გამოყენების მეთოდებს.

გვირილა კოსმეტიკაში: გვირილა თმებისთვის - ეს არის საუკეთესო საშუალება, რომელიც აძლევს მას ჯანმრთელობას და ბრწყინვალებას, კვებავს და აძლიერებს.

თავის კანს არბილებს და ამშვიდებს. მას თმისთვის გამოიყენებენ: ნახარშის, შამპუნის,ნიღბების სახით.

გვირილის ნაყენი თმაზე გადასავლებად: მოსამზადებლად აიღეთ ორი სუფრის კოვზი გამხმარი ყვავილი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ კი ეს ნაყენი გადაივლეთ დაბანილ თმაზე და აღარ ჩამოიბანოთ.

ასევე შეგიძლიათ გვირილა ადუღოთ 5 წუთი, რაც უფრო ძლიერია ნახარში, მით მეტია თმის სიმკვეთრე.

გვირილის ნიღაბი: ნიღაბი გვირილით, თაფლით, კონიაკით და ლიმნის წვენით. ნახევარი ჭიქა გვირილის ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ ნახევარი საათით. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი და თაფლი. ერთი ჩაის კოვზი ლიმნის წვენი. დაიდეთ ერთი საათით ჩამობანილ სუფთა თმაზე. დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის პარკი და შემდეგ მოიხვიეთ პირსახოცი.ჩამოიბანეთ შამპუნის გარეშე, დიდი რაოდენობით თბილი წყლით.

გვირილა სახის კანისთვის: არ არსებობს ამ მცენარის ნიღაბზე უკეთესი საშუალება კანისთვის. ის მიდის ყველა ტიპის კანზე.

2 სუფრის კოვზი გვირილა, 4 სუფრის კოვზი რძე, ნახევარი კიტრი და ნახევარი ავოკადო.

ეს ყველაფერი დააბლენდერეთ და დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მარლის ტომარაში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, ჩადეთ წყალში და ადუღეთ 20-30 წუთი. ამ ნაყენით შეგიძლიათ გაიწმინდოთ სახე სღამოობით. ასევე შეიძლება მისი გამოყენება ყინულის სახით, კანის განახლებისა და მატონიზირებელ საშუალებად დილით.

გვირილისგან შეგიძლიათ გაიკეთოთ ორთქლის ვანები მშრალი და ცხიმიანი კანისთვის. ასევე აკნეს მოსაშორებლად. ორი ჩაის კოვზი მშრალი გვირილა ჩაყარეთ 0.5 წყალში და ადუღეთ. მიიტანეთ სახე ორთქლთან და გაჩერდით 15-20 წუთი თავზე კი პირსახოცი დაიფარეთ.

მისთვის, რომ თვალების ირგვლივ მუქი ფერი მოიცლოთ დაგჭრდებათ ორი ბანბის ტამპონი. დაასველეთ გვირილის ნაყენში და დაიდეთ თვალების ირგვლივ 1-2 წუთი. პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.

ამ მცენარეს მრავალი უნიკალური და სასარგებლო თვისება აქვს. კარგია, როგორც სამკურნალოდ, ასევე კოსმეტიკისათვის და რაც მთავარია ხელმისაწვდომია ყველასთვის.

წყარო: life.mediamall.ge
ტესტი: ციფრების მაგია - ქმარზე ახალგაზრდა თუ ცოლზე უმცროსი?
წყვილი შეიძლება იდეალურად შეეფერებოდეს ერთმანეთს ზოდიაქოს ნიშნითა და აღმოსავლური კალენდრით, მაგრამ მათ ურთიერთობაში თანხმობა არ სუფევდეს.
მაშასადამე, პრობლემა ასაკია და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, უფროსი მამაკაცია თუ ქალი. როგორია რჩეულთან თქვენი ურთიერთობა, თუ ასაკში სხვაობაა:

1 წელი - მყარი კავშირია. პირველი რომანტიკული გატაცება ხშირად ბედნიერი ქორწინებით გვირგვინდება. ოჯახში, უმეტესწილად, ცოლი ლიდერობს.

2 წელი - პარტნიორებს ერთმანეთისადმი ძლიერი ფიზიკური ლტოლვა აქვთ. ხშირად იმიტომ ქორწინდებიან, რომ ლეგალური საშუალება ჰქონდეთ, ვნების ობიექტთან იცხოვრონ. თუმცა, როცა ვნება გაივლის, აღმოჩნდება, რომ მეუღლეებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ.

3 წელი - წყვილი ხშირად ჩხუბობს და რიგდება. ოჯახი არ დაინგრევა, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთის ექსცენტრიკულ გამოხდომებს მოთმინებით აიტანს.

4 წელი - ჰარმონიული კავშირია როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. განქორწინების შემთხვევაში კი ცოლ-ქმარი მეგობრობას განაგრძობს.

5 წელი - თუ წყვილი ერთსა და იმავე საქმეს ემსახურება, უმეტესად, ოჯახშიც შეხმატკბილებულია. ერთმანეთის ცხოვრებას არ აკონტროლებენ, რაც მათი ურთიერთპატივისცემის საფუძველია.

6 წელი - შიდა ოჯახურ კონფლიქტებში ხშირად ერთვებიან მეზობლები და ნათესავები. წყვილი ხშირად სხვისი აზრის გათვალისწინებით იქცევა. ქალიცა და კაციც ჯიუტები არიან და ლიდერობისკენ ისწრაფვიან.

7 წელი - თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორებს არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ განშორების შემდეგ რაღაც მისტიკური ძალა მათ ერთმანეთისკენ უბიძგებს.

8 წელი - იღბლიანი შეთავსებაა. ასაკით უფროსი პარტნიორი ოჯახის თავი ხდება. "უმცროსი" ამას არ აპროტესტებს. ცოლ-ქმარს ხშირად სამი და მეტი შვილი ჰყავს.

9 წელი - შეყვარებულთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ისინი პაემნებისთვის ეგზოტიკურ ადგილებს ირჩევენ და ქორწილის უცნაურ სცენარს იგონებენ, მათი სახლი კი მუზეუმს ჰგავს.

10 წელი - ანგარებიანი ბედნიერი კავშირის ჩინებული მაგალითია. ორივესთვის მთავარია "კაპიტალი", რომელსაც თანაცხოვრებაში დებენ, მშვიდად ცხოვრობენ და მშვიდადაც შორდებიან.

11 წელი - მომავალი პარტნიორები შესაძლოა წლობით იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ მანამდე არ გამოავლინონ ურთიერთინტერესი, სანამ ბობოქარი გრძნობა არ იფეთქებს. თუმცა ასეთი წყვილი ერთმანეთის ერთგული იშვიათად არის.

12 წელი - რთული კავშირია. თითოეულს თავისი "პარალელური" ცხოვრება აქვს, რაც ერთმანეთთან ურთიერთობაში ხელს არ უშლით.

13 წელი - თავიდან შეყვარებულები რაღაცით "ჰიპებს" ჰგვანან, მაგრამ შვილების შეძენის შემდეგ დაშოშმინდებიან და სერიოზულ საქმეებსაც ჰკიდებენ ხელს.

14 წელი - პარტნიორები თვითონაც ვერ ხვდებიან, რატომ არიან ერთად და მთელი ცხოვრება უკვირთ ერთმანეთში აღმოჩენილი ახალი თვისებები.

15 წელი - ასაკით უფროსი სერიოზული საკითხების გადაჭრას უმცროსს არ ანდობს, რადგან საკმარისად მომწიფებულად არ მიაჩნია.

16 წელი - დაქორწინებისას პარტნიორები თავიანთ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებენ. ორივე მათგანის ამოცანაა, არ გაიმეოროს წარსულის შეცდომები

წყარო: life.mediamall.ge
სასის წყალი - სასარგებლო კოქტეილი გასახდომად
სასის წყლის სახელით ცნობილი ვიტამინებისა და მინერალების კოქტეილი ამერიკელმა ექიმმა სინტია სასიმ შექმნა. მისი პლუსი გახლავთ ინგრედიენტების ოპტიმალური შეხამება, რისი საშუალებითაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი უკეთ მუშაობს, აქტიურდება ცხიმის წვა და მეტაბოლიზმის პროცესი.

სასის წყლის კლასიკური რეცეპტი ასეთია: 2 ლიტრ სუფთა წყალს უნდა დაამატოთ 1 ს.კ. გახეხილი, ფაფის კონსისტენციის ჯანჯაფილი, თხლად დაჭრილი საშუალო ზომის კიტრი და 10-12 ფოთოლი პიტნა, მსუბუქად დასრესილი. სასმელი უნდა მოამზადოთ საღამოს და დადგათ მაცივარში.

არსებობს ვარიაცია ლიმონითაც: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს ემატება დაჭრილი ლიმონიც.

მიღებული კოქტეილი მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. პარალელურად, უნდა შეამციროთ საკვების კალორაჟი 1400-1500 კკალორიამდე. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, უჯრედისის შემცველ საკვებს.

სასის წყლის მიღების წესები

• ინგრედიენტები უნდა იყოს ხარისხიანი

• ნუ დატოვებთ სასმელს მზიან ადგილას ან სითბოში, ვიტამინები გაქრება, სასმელი კი შესაძლოა დამჟავდეს.

• ნუ მიიღებთ ამ სასმელის დიდ დოზას მეტი ეფექტის იმედით- ეს დიდი დატვირთვა იქნება თირკმელებისთვის და კუჭისთვის.

• 1 ჯერზე მხოლოდ 1 ჭიქა დალიეთ.

• წყლის ბოლო ულუფა დაძინებამდე 1.5-2 საათით ადრე მიიღეთ.

• დალევის წინ შეგიძლიათ გაწუროთ სასმელი.

• რაციონიდან ამოიღეთ გაზიანი სასმელი, ტკბილეული, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩაანაცვლებთ)

• საკვები მცირე ულუფებად მიიღეთ.


ნუ მიიღებთ სასის წყალს, თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე, გაწუხებთ გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის ან თირკმელების დაავადებები.

სასის წყალს დადებითი შეფასებები ახლავს მომხმარებელთა მხრიდან. განსაკუთრებით ეფექტურია დიეტასთან ერთად. მომხმარებლები აღნიშნავენ საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხეულის ცხიმოვანი ფენის შემცირებას

წყარო: presa.ge
სასწაულმომქმედი კივი
ამ ეგზოტიკური ნაყოფის სამშობლოდ ითვლება ცენტრალური და დასავლეთ ჩინეთის მთები. თუმცა, ის მოჰყავთ სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიაშიც, სადაც მას პატარა ჩიტთან – კივისთან მსგავსების გამო უწოდეს “კივი”. ის არამარტო გემრიელია, არამედ ძალიან მდიდარია ვიტამინებით.



C ვიტამინის რაოდენობით კივი ციტრუსებსაც კი აჭარბებს. მისი საშუალო ზომის ნაყოფი უზრუნველჰყოფს ადამიანისთვის საჭირო C ვიტამინის დღიურ დოზას, რაც უდრის ერთად აღებულ ლიმონს, ფორთოხალსა და გრეიფრუტს.

კივის მირთმევა წვენის, ნაყინის სახითაც შეიძლება

წყარო: lollipop.ge
როგორ ვუმკურნალოთ კოლიტს
კოლიტს მკურნალობაში დიდ როლს თამაშობს საზამთროს ქერქი. 80-100გრ გამომშრალ საზამთროს ასხამენ 2ჭიქა მდუღარე წყალს. ნახევარ ჭიქა ნაყენს სვამენ დღეში 4-6-ჯერ. ეს უებარი სშუალებაა მსხვილი ნაწლავის მწვავე ქრონიკული ანთების დროს.

კოლიტი (შეკრულობის დროს)

1. სტაფილოს წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით დღეში 3-ჯერ;

2. ერთი ჩ/ჭ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი აადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ანადუღარი გაცივებული წყალი. მიიღეთ უზმოზე;

3. ოთხი ხუთი ძრი მრავალძარღვა 1—15 წთ ადუღეთ 2ლ წყალში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ არყის ჭიქით. შეგიძლიათ დაატკბოთ;

4. ერთ ჩ/ჭ ანადუღარ ცივ წყალს დაუმატეთ 2 ს/კ მაწონი და 1/კ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. მიირეთ უზმოზე.

5. ერთი კგ მრავალძარღვა ადუღეთ 3ლ წყალში, ვიდრე 1,5 ლიტრაზე დადუღდება. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 50გრ თითო მიღებაზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე 3 თვის შუალედებით;

6. მიიღეთ ალოეს წვენი დღეში 3-ჯერ ს/კ-ით;

7. დილა-საღამოს მიიღეთ პიტნის წვეთებდამატებული სიმინდის ზეთი;

კოლიტის წამალი

• ავიღოთ წაბლის ყვავილი 30გრ და დანაყილი ასკილის ნაყოფი 50გრ. დავასხათ ანადუღარი წყალი - 200გრ. მივიღოთ დღეში 3-ჯერ ს/კ-ით;

• ავიღოთ 1 ჭიქა შინდის კურკა და 4 ჭიქა წყალი. ვხარშოთ მანამდე, ვიდრე სითხე 1 ჭიქა არ დადგება. შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ უზმოზე ნელ-თბილი 1 ჭიქა. გავიმეოროთ 3-ჯერ;

• ერთ ჩ/კ სალბს დავასხათ 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და შევფუთოთ. 20 წთ-ის შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ მესამედი ჭიქა თითო მიღებაზე დღეში 3-ჯერ. ვსვათ მორჩენამდე.

• თითო ს/კ ფარსმანდუკს, პიტნასა და გვირილას დავასხათ 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და შევფუთოთ. გაცივების შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე თითო ს/კ-ით;

• ორ ს/კ დაფქვილ კრაზანას დავასხათ 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 15 წთ. შემდეგ გავწუროთ მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში (გაწურვის შემდეგ შევავსოთ ერთ ჭიქამდე);

• ათი-თერთმეტი ცალი კაკლის უღელი ვხარშოთ 1ლ წყალში, ვიდრე წყლის რაოდენობა არ განახევრდება. გაცივებული ნახარში გავწუროთ და მივიღოთ დღეში 3-4-ჯერ ს/კ-ით ჭამამდე. თუ სადმე ჩირქია, ორგანიზმს გაწმენდს.

• მიიღოთ ახალი კამის ნახარში (ნახარშს მწვანე ფერი უნდა ჰქონდეს) დღეში 3-ჯერ თითო ჩ/ჭ;

წყარო: mary.ge
ბრინჯის სალათი ბოსტნეულით
მასალა:

* ბრინჯი - ნახევარი ჭიქა;
* კვერცხი - 1 ცალი;
* ნიორი - 40გრ;
* დაკონსერვებული სიმინდის მარცვალი - ნახევარი ჭიქა;
* ნახევრად შებოლილი ძეხვი;
* სტაფილო - 40გრ;

მომზადება:

* ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში;
* ნიორი დავჭრათ წვრილად; ძეხვი და სტაფილო დავჭრათ კუბიკებად;

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ჩავახალოთ კვერცხი, მაშინვე ავურიოთ, რომ ფაფასავით გახდეს. კვერცხი რომ შეიკვრება დავუმატოთ ძეხვი და შევბრაწოთ 1 წუთის განმავლობაში. ჩავყაროთ ნიორი და სტაფილო. ვბრაწოთ კიდევ 1 წუთს განუწყვეტელი მორევით. დავუმატოთ სიმინდის მარცვალი თავის სითხესთან ერთად. მოვურიოთ და შევბრაწოთ 1-2 წუთს კიდევ.

ბოლოს ეს მასა შევურიოთ მოხარშულ ბრინჯს, გადავიტანოთ ლანაგარზე და მოვრთოთ მწვანილით.

წყარო: mary.ge
კრაბის სალათი
მომზადების ზოგადი წესი:

მასალა:

* კრაბის ჩხირები 200გრ;
* კიტრი 1-2 ცალი;
* ბრინჯი 1 ჩ/ჭ;
* მწვანე ხახვი 1 კონა;
* კვერცხი 2-3 ცალი;
* სიმინდის მარცვლები 300გრ;
* ქინძი;
* კამა;
* მაიონეზი;
* შავი წიწაკა;
* ზეითუნის ზეთი 2 ს/კ;

მომზადება:

მზარეულები ბრინჯს მარილიან და ზეითუნის ზეთიან წყალში ხარშავენ, რომ ფანტია გამოვიდეს, შემდეგ ათავსებენ ემალირებულ ჭუჭელში და ურევენ შემდეგ ინგრედიენტებს: დაჭრილი კრაბის ჩხირებს, მწვანე ხახვს, კიტრს, კვერცხს, წყალგავლებულ სიმინდის მარცვლებს, წვრილად დაკეპილ ქინძს, კამას და ბოლოს მაიონეზს.

გემოვნებისამებრ ანელებენ მარილითა და წიწაკით.

წყარო: mary.ge
ისპანახის და კარტოფილის კატლეტები (სამარხო)
3 დიდი კარტოფილი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭყლიტეთ, მიიღებთ პიურეს.

50 გრამი მწვანე მუხუდო (ან მოხარშული, ან კონსერვი) დაუმატეთ კარტოფილს და კვლავ კარგად მოურიეთ.
დაამატეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი (ან ჯანჯაფილის მშრალი ფხვნილი, მაგრამ უფრო ცოტა, ნახევარი კოვზი).

ცალკე მოთუშეთ 200 გრამი ისპანახი, ხელით გაწურეთ, დაჭერით ძალიან წვრილად და შეურეით კარტოფილს.

ასევე: 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი, და 1 მწვანე ბულგარული წიწაკა.
მარილი გემოვნებით.

შეგიძლიათ ხახვიც დაუმატოთ. ყველა ინგრადიენტი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული!

ყველაფერი ერთად კარგად მოზილეთ, მიიღეთ „კატლეტის“ მასა, მიეცით პატარა ბურთების ფორმა, (გნებავთ კატლეტის ფორმა), ამოავლეთ გაცრილ სიმინდის ფქვილში და შეწვით ზეთიან ღრმა ტაფაზე.

წყარო: mary.ge
სიმინდის ზეთი - უნივერსალური
სიმინდს ინდიელები ოდითგანვე ღვთის წყალობას უწოდებდნენ, ლეგენდებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ. ინკებს ის წმინდა მცენარედ მიაჩნდათ და არა მხოლოდ ხვნა-თესვის პერიოდში, არამედ ყოველდღე საგანგებო რიტუალებს მართავდნენ მის პატივსაცემად. მას შემდეგ ასეულობით წელი გავიდა და სიმინდი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მისი მარცვლებისგან ადამიანმა უამრავი პროდუქტი მიიღო: სახამებელი, სპირტი, გლუკოზა, ხელოვნური ქსოვილები, ფოტო- და კინოფირები. სიმინდის ზოგიერთი სახეობა დღესაც წარმატებით გამოიყენება საუკეთესო ქაღალდისა და პლასტმასის წარმოებაში. თუმცა ყველაზე ფასეული რამ, რასაც სიმინდისგან იღებენ, ზეთია. მას ხშირად ოქროს ადარებენ. მრავალ ქვეყანაში ოქროს უწოდებენ თავად სიმინდსაც.

სიმინდის ზეთი მართლაც “ოქროს პროდუქტია”. ის უხვად შეიცავს მეტად ღირებულ კომპონენტებს - ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს. როგორც ამბობენ, სიმინდის ზეთი კურნავს გარედან და შიგნიდან, აქტიურად ებრძვის სიბერის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს, სიჯანსაღეს უნარჩუნებს თმას, კანსა და ფრჩილებს, უნივერსალურია კულინარიაში. სიმინდის ზეთი მცენარის ღივისგან მიიღება. იყიდება მხოლოდ რაფინირებული - ბაცი ყვითელი, გამჭვირვალე, უსუნო, ნეიტრალური გემოს მქონე პროდუქტი. ამ თვისებების გამო ის ფართოდ გამოიყენება თევზის, ხორცის, ბოსტნეულის შესაწვავად, სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. სიმინდის ზეთს მოიხმარენ საკონდიტრო წარმოებაშიც. ის არ ქაფდება, არ იწვის, არ წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, რის გამოც ფასობს დიეტურ და საბავშვო კვებაში.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

სიმინდის ზეთი განსაკუთრებით მდიდარია A პროვიტამინით. ბევრია მასში B ჯგუფის, ჩ და K ვიტამინები, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ლეციტინი, ფიტოსტერინები. ყველაზე მეტი კი სიმინდის ზეთში E ვიტამინია (ზეითუნის ზეთიც კი ორჯერ ნაკლებ E ვიტამინს შეიცავს). მოიპოვება F ვიტამინიც, რომელიც უჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსის სახით არის წარმოდგენილი.

100 გრამ სიმინდის ზეთში E ვიტამინის ოდენობა 10 სადღეღამისო ნორმაზე მეტია, ამიტომ დღეში სულ ორი სადილის კოვზი საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად (რა თქმა უნდა, სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად).

ყველაზე სასარგებლოა ის ზეთი, რომელიც სიმინდის ღივისგან ცივი გამოხდით (გაწურვით) მიიღება. ასეთ ზეთში უხვადაა ლეციტინი, რომელიც შეუცვლელია თრომბოზების პროფილაქტიკისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისთვის. სიმინდის ზეთში შემავალი E ვიტამინი ააქტიურებს ალფა-ტოკოფეროლებს, რომლებიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია და რომელთა წყალობითაც ვინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და სილამაზეს.

სიმინდის ზეთი შეიცავს უჯერი ცხიმოვანი მჟავების საგანგებო კომპლექსს, რის წყალობითაც ის საუკეთესოდ არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს ორგანიზმში, ელასტიკურობას ანიჭებს სისხლძარღვებს, აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. სიმინდის ზეთი კარგია თირკმელკენჭოვანი პათოლოგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს. მის რეგულარულ გამოყენებას ტონუსში მოჰყავს ნაღვლის ბუშტი, აწესრიგებს მის გამომყოფ ფუნქციას (ამისთვის ერთი სადილის კოვზი ზეთი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე).

სიმინდის ზეთში ლინოლის მჟავას რეკორდული შემცველობაა (56%). აღნიშნული მჟავა არეგულირებს სისხლის შედედებას, აძლიერებს იმუნიტეტს.

მეორე ადგილზეა ოლეინის მჟავა (49%). ზეთი მდიდარია აგრეთვე სტეარინისა და პალმიტინის მჟავებით.

არომატულ-ცხიმოვანი მჟავებიდან აღსანიშნავია ფერულის მჟავა, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის აფერხებს სიმსივნის განვითარებას, იცავს ორგანოებს სტრესის დამაზიანებელი მოქმედებისგან, აფერხებს ლიპიდების ჟანგვას, ხელს უშლის ათეროსკლეროზული პროცესების მიმდინარეობას (ამისთვის ზეთი უნდა მიირთვათ სხვა საკვებთან ერთად, 25-25 გრამი დღეში სამჯერ), სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას. იგივე თვისებები ახასიათებს ფიტოსტერინებს, რომლებიც ასევე უხვადაა სიმინდის ზეთში.

ცნობისათვის: ადამიანის ორგანიზმს, ჩვეულებრივ, ამ ნივთიერებათა ქრონიკული დეფიციტი აღენიშნება. სიმინდის ზეთი რეკომენდებულია დიეტის დროს, რადგან დადებითად მოქმედებს ნაწლავთა ფუნქციაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს მათ განვლადობას და ხელს უწობს მათი კედლის განმტკიცებას.

მედიკოსები და დიეტოლოგები გვირჩევენ, სიმინდის ზეთი მივირთვათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკოდ, გარემოს მავნე, აგრესიული, დამაზიანებელი ფაქტორებისგან ორგანიზმის დასაცავად, გუნება-განწყობილების ასამაღლებად, ძილისა და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (უძილობის დროს ზეთი 5-7 წუთის განმავლობაში ნაზად უნდა შეიზილოთ კეფის ფოსოში, ტერფებზე, ხელისგულებზე, მუხლებზე, იდაყვისა და კოჭ-წვივის სახსრების არეში).

ამ ზეთს შეუძლია გაახანგრძლივოს ახალგაზრდობა, შეამციროს ალერგიული რეაქციები და კანის აქერცვლა, დაიცვას ორგანიზმი ნერვული დაავადებებისა და შაკიკისგან (რეკომენდებულია თითო სადილის კოვზი დღეში ორჯერ).

სასარგებლოა პატარა ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, რადგან მასში არის ფოსფატიდები - უჯრედული მემბრანის ნაწილები, რომლებსაც ტვინის ფუნქციის რეგულირება შეუძლია. ხალხური მედიცინა სიმინდის ზეთით მკურნალობს დამწვრობას, ალერგიულ რინიტს, სახის, ტანისა და ტუჩების კანზე არსებულ ნახეთქებს. სიმინდის ზეთი უკუნაჩვენებია მხოლოდ გაცხიმოვნებისადმი მიდრეკილებისა და ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე 899 კკალორიას შეადგენს.

წყარო: itv.ge
კარტოფილის კატლეტი
მასალა:

* კარტოფილი - 1 კგ;
* კარაქი - 50 გრ;
* კვერცხი - 2 ცალი;
* მარილი, პილპილი - გემოვნებით;
* ფქვილი - 35 გრ;
* ზეთი - 30 მლ;

მომზადება:

კარტოფლი გავთალოთ და კარგად მოვხარშოთ. როცა მზად იქნება, გადავასხათ წყალი და დავამატოთ კარაქი და მარილი.
მოხარშული კარტოფილი კარაქით, კარგად დავჭყლიტოთ, რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა.

გაკეთებული ცომისგან გავაკეთოთ კატლეტი და შებრაწოთ ორივე მხრიდან ზეთში.









წყარო: mary.ge