ნაკვალევი მეორე ნაწილი (6 თავი)
მეექვსე თავი
ანასტასია კოვალიოვა
(სალომე)
სულ რაღაც ცხრა თვეში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მყავს პატარა ბიჭუნა. ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ (ხმათა უმრავლესობა მე და ვახო ვართ, ტატიანა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა) რადგან პატარას მამის გვარი არ აქვს, სახელი მაინც დავარქმათ მამის.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მყავს პატარა თემო, მოფერებით თემურიკო. არის მამასავით მოუსვენარი, ხმაურიანი და მტირალა. არ უყვარს ძილი და ნებისმიერ დროს ითხოვს თამაშს.
ოჯახში კიდევ ერთი წევრი მოგვემატა, ტატიანა. ეს იყო ყველაზე მოულოდნელი და სპონტანური ხელის თხოვნა, რაც კი ოდესმე მინახავს. თემურიკოს სამშობიაროდან გამოყვანის დღეს, როცა ბავშვი სახლში მივიყვანეთ, ვახომ როგორც იქნა გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პატარა ხელში აიყვანა. სასაცილო სანახავი იყო ამ დევივით ვაჟის ხელებში პატარა ჩვილი. თითქმის არც კი ჩანდა, გულში ძლიერად იკრავდა ნაჭრების ფუთას.
- ჩემი ვაჟკაცი, ჩემი სიცოცხლე... - თბილად იღიმებოდა ის - მორჩა ტატიანა, სასწრაფოდ უნდა მოვაწეროთ ხელი. ასეთი პატარა მეც მინდა. - ეს ისეთი ტონით თქვა, იფიქრებდით ისევ პატარას ეფერებოდა. როცა ქალის პასუხი ვერ გაიგონა, ნათქვამი ისევ გაიმეორა: - ხელი მოვაწეროთ. მოსაფიქრებლად დრო გჭირდება, თუ პასუხს რატომ არ მცემ? არ გინდა ვიქორწინოთ?
როგორც წესი ყოველთვის სიტყვა მოსწრებული ტატიანა ემოციებისგან ალბათ დამუნჯდა, ხმა ვერ ამოიღო. ვახო ბავშვიანად ფრთხილად წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა. აშკარად ღელავდა, თითქმის კანკალებდა, საცოდავად, ვედრებით უყურებდა ქალს, რომელიც თავს ვეღარ იკავებდა და სიხარულისგან ტიროდა. ასეთი სენტიმენტალურები თუ იქნებოდნენ არ მეგონა. პატარა თემურიკო გამოვართვი და კარების მიმართულებით წამოვედი.
- არაფერს მეტყვი? - გავიგონე ისევ ვახოს ხმა.
- მიყვარხარ. - თავი ვერ შევიკავე, ერთმენეთზე ჩახუტებულ ბედნიერ წყვილს შევხედე და ოთახიდან კმაყოფილი გამოვედი.
ასე რომ ტატიანა ვახოს მეუღლეა. მის გარეშე ჩემი არსებობა უკვე წარმოუდგენელია. თემურიკოზე გიჟდება. თითქოს პატარას ორი დედა ყავს. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ტატიანა ბავშვს ბუნებრივად ვერ კვებავს. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პატარას ანებივრებდა. თავს ევლებოდა. მის ასეთ განსაკურებულ დამოკიდებულებას ალბათ ბავშვიც გრძნობდა, ტატიანას დანახვაზე სახე ებადრებოდა და მხიარულად ხტოდა.
თუმცა ემოცია, რომელსაც თემურიკო ვახოს დანახვისას გამოხატავდა, არაფერს შეედრებოდა. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. აღარ იცოდა როგორ მიექცია მისი ყურადღება. ხან გაუცინებდა, ხან მოქაჩავდა. თუ ხელში არ აიყვანდა სახეს სასაცილოდ მოწრუპავდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა და აფერისტულად სახე მოჭყანული უმზერდა, თითქოს უსიტყვოდ ეხვეწებოდა ყურადღება მიექცია. ვახო გიჟდებოდა მის ამ მიმიკაზე და ვიდრე ბავშვის ასეთ გამომტყველებას არ იხილავდა, ისე იქცეოდა თითქოს პატარას ვერ ამჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცს გრძნობების გამოხატვა არ ეხერხებოდა, თემურიკოსთან რადიკალურად იცვლებოდა.
- ასეთი არასოდეს მინახავს! - გაოცებული აღნიშნავდა ტატიანა.
- წარმოიდგინე საკუთარი შვილებთან რა მაგარი მამა იქნება! -ოცნებებში მივდივარ მე. ქალი არაფერს მეუბნება, თუმცა ვგრძნობ, რომ მეთანხმება.
ასე მხირულად ვიყავით სამივენი ჩვენს თოჯინასთან ერთად. ადამიანი ალბათ ყველაფერს ეჩვევი, ეგუები. ბავშვის მოვლაში დრო სწრაფად გადიოდა. ისე ვიღლებოდი, რომ ფიქრის დრო აღარც მრჩებოდა. დაღლილი ვწვებოდი თუ არა მაშინვე მეძინებოდა.
ერთად - ერთი გული იმაზე მწყდებოდა, რომ თემოსგან არაფერი ისმოდა. ჩემს ამბავს არც კი კითხულობდა. მესმოდა, რომ სანახავად ვერ ჩამოვიდოდა, მაგრამ ჩემი გამოგზავნის დროს თუ მოახერხა და დაურეკა ვახოს, ხომ შეეძლო ახლაც იგივე გზა გამოეყენებინა? მის შესახებ ამბებს ძირითადად საქართველოს შესახებ გავრცელებული საინფორმაციო გადაცემებისა და სხვა და სხვა ტოკ-შოუებიდან ვიგებდი. მოვლენები აშკარად ჩვენი დაგეგმილი სცენარით ვითარდებოდა. ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, ნელ-ნელა, რიგ-რიგობით იცვლებოდნენ სხვადასხვა მაღალ ჩინოსნები.
ჩემი თბილისიდან წამოსვლიდან რამდენიმე თვეში თემო გაამართლეს და ციხიდანაც გამოუშვეს. რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. უკანონო პატიმრების უფლებებს აქტიურად იცავდა. თანდათან ეკრანის გმირად იქცა. დღე არ გავიდოდა ეკრანზე რომ არ გამოჩენილიყო. მე ამ მცირედითან კმაყოფილი ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვნახულობდი და აქვე, ჩემთან ახლოს იყო.
ოდესმე დაკვირვებიხართ როგორ თვალსა ხელს შუა იცვლებიან ადამიანები?! ადრე ამას არ ვაკვირდებოდი. ახლა კი ისე ნათლად დავინახე, რომ როცა საბოლოოდ გავიაზრე შოკი მქონდა. სულ რაღაც ერთ წელში თემოსგან ახალი პიროვნება გამოძერწეს. შეეცვალა ხმა, დიქცია, ვიზუალი, ეცვა კლასიკურად, უფრო ვიტყოდი კონსერვატიულად. გამოხედვაც კი შეეცვალა, მზერა რაღაცნაირად თვითდაჯერებული და ცივი გაუხდა.
საბოლოოდ მივიღეთ სრულიად განსხვავებული ადამიანის ტიპი, ახალი, გაბღენძილი ჩინოსანი, რომელსაც აღარაფერი ჰქონდა საერთო ჩემთვის ასე საყვარელ ადამიანთან. თმებში ოდნავ ვერცხლისფერი შეერია, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ განვლილმა ცხოვრებამ, სასტიკი გახადა და შეწყალების უნარი საბოლოოდ წაართვა.
- პოლიტიკა ბინძური თამაშია, ადამიანებს ცვლის! - მეუბნებოდა ვახო. -არამგონია გულის სიღრმეში ასე შეცვლილიყო. უბრალოდ მათი წესებით თამაშობს!
- ვითომ? შენ არ შეიცვალე? ცხოვრებამ შენზე არ იმოქმედა?
ტკივილით გაეღიმა: - შენ გინდა ყველაფერი ლამაზ ფერებში დაინახო. მეც შევიცვალე, უბრალოდ აღიარება გიჭირს. აღარც მე ვარ ის კარგი და მოსიყვარულე ბიჭი და ეს უნდა აღიარო.
თვალები ცრემლებით მევსება და ტკივილით: - შეუძლებელია, შენ ჩემი ვახო ხარ.
იქნებ მართალიც იყო? არ ვიცი. სამწუხაროდ შორიდან ცხოვრება სხვაგვარად მეჩვენებოდა. ალბათ ვახოსთან მიმართებაში გრძნობები მაბრმავებდნენ, ჩემთვის ის ჩემი ძმა იყო, მასში ყოველთვის იმ პატარა, სუსტ, ბიჭს ვხედავდი ფეხბურთს რომ ვთამაშობდით ერთად.
თვალებს ვხუჭავ და მახსენდება თბილისი, ჩვენი სახლის უკან ჩაბნელებული ეზო, სადაც ვახო, მამუკა და თემო სიგარეტს ჩუმად ეწეოდნენ. აქეთ - იქით ქურდულად აპარებდნენ თვალებს, ეშინოდათ ვინმე არ დასდგომოდათ თავზე. ფანჯრიდან გადავხედე, დაფეთებულებმა ამომხედეს სამივემ:
- მანდ რას აკეთებთ? - ეშმაკური ხმით ჩავძახე მე.
დანაშაულზე წასწრებულები უხერხულად ერთმანეთს მიაჩერდნენ.
- ვეწევით! - უწყინარი ხმით ამომძახა მამუკამ.
- რას? - ცნობისმოყვარედ ვკითხულობ მე.
- კარგად თუ ხარ? რას უნდა ვეწეოდეთ, სიგარეტს! - გაბრაზდა ვახო.
- სალომე, არ გინდა გაგასინჯოთ? - თვალებს მაცდურად წრუპავს მამუკა.
- გაგიჟდი, ბიჭო? - მუჯლუგუნი გაჰკრა თემომ. თითქოს მის გაბრაზებულ სახეს არ ვიმჩნევ მაშინვე ვეთანხმები:
- მინდა. მომაწოდეთ მეც. - ვახო თითის წვერებზე იწევა და ანთებულ სიგარეტს მაწვდის. ხარბად ვქაჩავ ნაპასს და ხველებაც მეწყება. კვამლი არ მსიამოვნებს, ისე მეტკინა ფილტვები, რომ თვალებიდან ცრემლები მცვივა.
- ამას როგორ ეწევით. რა საზიზღრობა ყოფილა!.
ბიჭები კმაყოფილნი ხარხარებენ.
- თავი როცა არ გავქს, არც უნდა გაეკარო!. - მმოძღვრავს თემო.
- მორჩა დანელიას ქალო, თუ ვინმესთან დაგცდა, რომ ვეწეოდით, იცოდე ჩვენს ხელში ხარ... - მემუქრებოდა მამუკა.
- სულელო. - გაბრაზებულმა მივაძახე და ფანჯარა მივხურე.
- ნუ გეშინია, როგორც არ უნდა შეიცვალოს შენთვის მაინც შენი თემო იქნება! - მოგონებებიდან გამოვყევარ ვახოს. იქნებ მართალია? არა და რატომღაც შორიდან სხვაგვარად ჩანს. ის ნელ-ნელა წინ მიიწევდა. არასამთავრობო ორგანოებიდან ძალოვან სამსახურში გადავიდა, თავიდან თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა, შემდეგ კი, სულ რაღაც ხუთ თვეში უშიშროების მინისტრადაც. მათაურმა ფაქტიურად ჩემთვის მოცემული პირობა პირნათლად შეასრულა.
ამ დროს ჩემი ბიჭუნა უკვე სამი წლის იყო. თემო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენას ისევ არ ჩქარობდა. მისი კავშირების პატრონს ერთხელაც არ მოვუკითხივარ. არ აინტერესებდა როგორ ვიყავი.
გული მწყდებოდა. იქნებ რა მიჭირდა? შესაბამისად არ იცოდა არც თემურიკოს არსებობა. ვახო სიტყვებით ისევ მის გამართლებას ცდილობდა, თუმცა უკვე ვამჩნევდი, რომ თემოს ხსენებაზე საკმაოდ ღიზიანდებოდა:
- ვისაც თქვენი ამბავი არ აინტერესებს, არც შენ უნდა გადარდებდეს! - მითხრა ერთხელ გაბრაზებულმა.
გული მეტკინა, რაღაც მწარედ ჩამწყდა.
- ბოდიში, ალბათ არ სცალია. გამოჩნდება, აბა როდემდე იქნება ასე დაკარგული. - სავარაუდოდ მიხვდა რომ მაწყენყინა და უცებ შეარბილა ტონი. არაფერი მითქვამს, ცრემლები მოვიწმინდე და მამიდაშვილს ჩავეხუტე.

ამ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი ჩემი ემოციებით ვახო არ გამეღიზიანებინა, მაქსიმალურად თავს ვიკავებდი და თემოს აღარ ვახსენებდი.

მეშვიდე თავი
მე ისევ რესტორნების ქსელის მართვაში ვეხმარებოდი, თუმცა კი არ ვეხმარებოდი ფაქტიურად მე ვმართავდი, ვახო პერიოდულად შემოირბენდა და დაგვხედავდა ხოლმე.
ასე სტაბილურად, მშვიდად მიდიოდა ჩემი ცხოვრება, როცა ნოსტალგია მაწუხებდა, ეს კი ძირითადად გვიან, საღამოს ხდებოდა რესტორანში პატარა როილთან ვჯდებოდი და თავს ვირთობდი. უმეტესად ქართულ სიმღერებს ვუკრავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არავინ მისმენდა. ფაქტიურად საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი და გრძნობებისგან, ტკივილისგან ვიცლებოდი.
ამ დღესაც სწორედ ასეთი დეპრესიის შემოტევა მქონდა, როცა რესტორანში ერთ-ერთი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მაესტრო შემოვიდა (არ მინდა ვინმეს რეკლამად ჩამეთვალოს, და გვარს შეგნებულად არ ვახსენებ). დარბაზში შემოსული მამაკაცის დანახვაზე, დაკვრა შევწყვიტე და ჩემი მიმართულებით მომავალ სტუმარს შევხედე.
- უკაცრავად, მაგრამ რესტორანი უკვე დაკეტილია! - უხერხულად შევიშმუშნე.
- ვიცი, კარებზე აბრა შევნიშნე! - თბილად მიღიმოდა ის. - უბრალოდ თქვენი ნამღერი მოვისმინე და გულმა არ მომითმინა. იცით, ნიჭი რომ გაქვთ? იშვიათი ხმა... ჩვენ კარგი გუნდი ვიქნებოდით.
ყურებს არ ვუჯერებდი, ამ სიტყვებს დიდი მაესტრო მეუბნებოდა.
-„მე და მომღერალი? წარმოუდგენელია.“ - ვფიქრობდი მე.
- ფიზიკურობაც ხელს გიწყობთ. უმეტესობა პოპულარობასა და სცენაზე ადგილს სილამაზის წყალობით ინარჩუნებს. თქვენ კი ამხელა პრივილეგია გაქვთ იშვიათი ხმა და ამხელა ხიბლი...
ის ისევ მესაუბრებოდა, მე კი მისი სიტყვები თითქოს შორიდან ჩამესმოდა. ცნობილი მომღერლები, კლიპები, თაყვანისმცემლები, პაპარაცები, სწორედ ამ სამყაროში მეპატიჟებოდა მაესტრო. უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად დავეთანხმებოდი. არ იფიქროთ პოპულარობას ან ცნობადობას დავხარბდი, უბრალოდ ეს შანსი იყო საკუთარი ცხოვრება შემეცვალა. თან ტელევიზიით გამოვჩენილიყავი, ეს უკანასკნელი კიგანსაკუთრებით მხიბლავდა, იცით რატომ? ნაწილობრივ ალბათ პატივ-მოყვარეობას ვიკმყოფილებდი, თან მინდოდა თემოს ვენახე. ეგრძნო, რომ თავი არავის დავუხარე, ცხოვრებას ვაგრძელებდი, ჩემი წარმატებების შესახებ გაეგო და იქნებ ეამაყა კიდეც.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დამჭირდებოდა. მაგრამ ოცნების ასახდენად არც მუშაობა მეზარებოდა. ამიტომ, როგორც კი მაესტრო სიტყვებით ჩემთვის კოშკების აგებას მორჩა, ღიმილით დავეთანხმე. ალბათ, ჩემგან ასეთ სწრაფ თანხმობას არ ელოდა. მე ხომ ფინანსურ მხარეზე კითხვაც კი არ დამისვამს. პრინციპში ამ წუთებში ჰონორარი საერთოდ არ მაინტერესებდა, მე ჩემი მიზანი მქონდა და მისი ასრულებისთვის ბრძოლას ვიწყებდი.
და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. ვარჯიშები, რეპეტიციები, ისევ ვარჯიშები, ისევ რეპეტიციბი. სიმღერა ყველგან და ყოველთვის, ვმღეროდი დუშის მიღების დროს, ბავშვის დაძინებისას, სიზმარშიც კი...
ვახო და ტატიანა როგორც ყოველთვის გვერდში მედგნენ. სულ რაღაც ხუთ თვეში ჩემი პირველი კლიპიც გამოვიდა. იმიჯ-მეიკერებმა იზრუნეს ახალ იმიჯზე. ვიყავი ახალი ბარბის თოჯინა, არაჩვეულებრივი წკრიალა ხმით და მიამიტი, ფახულა თვალებით. ამ ყველაფერზე მეცინებოდა. თუმცა მათი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.
- მამაკაცები გიჟდებიან „ანგელოზის“ სახიან ქალებზე, მიამიტური, გაბუტული ტუჩებით. - ამტკიცებდნენ ისინი.
პოპულარობა იმაზე სწრაფად მოვიდა ვიდრე წარმოვიდგენდი. შედგა გრაფიკი, კონცერტებზე, კორპორატიულ საღამოებზე, შოუებზე, სხვადასხვა სახის ჭორიკანა გადაცემებში მიწვევდნენ. ეს უკვე ჩემი ცხოვრების ახალი სტილი იყო. ანასტასია კოვალიოვა საზოგადოების ინტერესს იწვევდა. ვიყავი მარტოხელა დედა. კითხვა, თუ ვინ იყო ჩემი შვილის მამა, იმაზე ხშირად ჟღერდა ვიდრე ვისურვებდი. რაოდენ მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. ვრცელდებოდა ათასნაირი ვერსიები. მყავდა სხვადასხვა საყვარლები, პირველი მათ რიგებში რათქმა უნდა მაესტრო იყო. პიარ-მენეჯერები მიმტკიცებდნენ, რომ რეკლამა მჭირდებოდა.
- ცნობადი სახები თავად იგონებენ პოპულარულ მამაკაცებთან რომანებზე ჭორებს და ავრცელებენ. მესმის რომ არ მოგწონს და არ გინდა, მაგრამ საქმისთვის ასეა საჭირო. - ამბობდნენ ისინი.
ალბათ მართალნი იყვნენ, ჩემი ნამდვილი ისტორია არავის აინტერესებდა. ან რა იყო იქ საინტერესო? ერთი ჩვეულებრივი მარტოხელა დედა ვიყავი, რომელიც საღამოების დასრულების შემდეგ სახლში გავრბოდი ჩემს მცირეწლოვან შვილთან ჩასახუტებლად. მის სურნელს შევიგრძნობდი და აფორიაქებული გულიც მიმშვიდდებოდა.
სასახლე დაბურულ ტყეში 13
დაძინებამდე ანდრიამ ელენს ოთახი აჩვენა, რომელშიც კედლიდან შედიოდა. კედელი მეორე სართულის დერეფანში მდებარეობდა და მხოლოდ ანდრიას თითის ანაბეჭდისა და შემდეგ პაროლის შეყვანით იღებოდა. ახლა უკვე ელენის თითის ანაბეჭდიც შეიყვანეს პროგრამაში და ბიჭმა პაროლიც გაუმხილა. ოთახში რაღაც მოწყობილობა იდგა. ანდრიამ არაფრის დიდებით არ გაუმხილა რა იყო ის. მხოლოდ ის ასწავლა როგორ გამოეყენებინა, მერე კი ოთახი დატოვეს და ხელჩაჭიდებულებმა ძილს მისცეს თავი.
ელენი საკუთარმა კივილმა გამოაღვიძა. რეალობაში დაბრუნებას კი პანიკური ტირილი მოჰყვა. მერე გაახსენდა, რამდენიმე ღამე რომ კოშმარების გარეშე გაატარა ანდრიას წყალობით და ბიჭის ძებნა დაიწყო. მის ნაცვლად საწოლზე ტელეფონი დახვდა წერილთან ერთად:
„ვეცდები მალე დავბრუნდე, არ ინერვიულო და თუ რამე მოხდა დამირეკე.
ნუკრს აჭამე შუადღეს. საჭმელი იქვე აქვს, მიხვდები რომ შეხვალ.
თუ მოიწყენ შეგიძლია დახატო, ახალი საღებავები დაგიტოვე ბიბლიოთეკაში.
თავს გაუფრთხილდი..
ანდრია.“
ელენმა რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი გულისფანცქალით. მერე საჩქაროდ მოწესრიგდა და ბიბლიოთეკისკენ გაიქცა. თვალები გაუბრწყინდა ახალი საღებავების ტილოებისა და ფუნჯების დანახვაზე. სადარდებელი რომ არ ჰქონოდა ანდრია, ალბათ ხტუნვასაც შეძლებდა სიხარულით. თუმცა, რომ დაფიქრდებოდა ხოლმე იმაზე, რომ ბედნიერებას გრძობდა, შიგნეულობა და სინდისი პროტესტს გამოთქვამდა.
თითქოს ელენმა მაშინ დაკარგა ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნების უფლება, როდესაც ამდენი ადამიანი წაართვეს, ამის მიზეზი კი თვით მისი არსებობა იყო, ამ ფაქტს კი ვერაფრით შეცვლიდა. ვერასდროს გააქრობდა იმ სინდისის ქენჯნის გრძნობას, რომელსაც იმ დღიდან არ დაუტოვებია ელენი, როცა პირველად გამოჩნდა მის ცხოვრებაში კაცი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
ელენს კვლავ წამოუარა ძლიერმა ტკივილმა გულზე და მოიკრუნჩხა. ჩვეულად იტაცა გულზე ხელები და სისუსტისაგან ჩაიჩოქა. არ უნდოდა, აღარ უნდოდა კიდევ დასველებოდა სახე მლაშე სითხით, რომელიც უარესად აწყვეტდა ნერვებს, მაგრამ თავსაც ვერ უმკლავდებოდა, რომ ცრემლები თვალებს მიღმა დაეტოვებინა.
ბუნდოვნად აღიქვამდა, როგორ აწოდებდა ბოროტი მაცდურ აზრებს _მარტივად დაემთავრებინა ეს ტანჯვა და ყველაფრისთვის ბოლო მოეღო. მერე ისევ წარმოიდგენდა, რომ ყველა ის, ვის გამოც ასე იტანჯებოდა, ღმერთთან იყო, თვითონ კი მათ იქაც ვერ ნახავდა. პირიქით, უფრო დაიტანჯებოდა. მერე საწინააღმდეგოს უმტკიცებდა თავს, თითქოს აღარ იარსებებდა არანაირი სახით, არც ჯოჯოხეთში, არც სამოთხეში. უბრალოდ გაქრებოდა და დაამთავრებდა. მაგრამ ელენმა კარგად იცოდა, რომ ეს ფიქრი იყო ეშმაკის ყველაზე დიდი საცდური. მასაც ეს სურდა, რომ დაეჯერებინა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არარსებობის და გადამწყვეტ შეცდომაში შეეყვანა ისედაც ნაწამები ელენი. ამ ყველაფერს ბუნდოვნად აღიქვამდა. მის გონებაში ომი გაემართათ ბოროტსა და კეთილს, ელენის დაღლილ გულს კი სამი სიტყვაღა აღმოხდა:
_ღმერთო, ნუ მიმატოვებ..
ეს თქვა და გონება დაკარგა. რომ გამოფხიზლდა, ყველაფერი გაახსენდა და სიმსუბუქე იგრძნო. მიხვდა, რომ „ის“ ეხმარებოდა და არ მიუტოვებია. არც მიატოვებდა არასდროს. რაღაცნაირი შვება იგრძნო და სიხარულის შეგრძნების კვალიც გაახსენდა, თუმცა მას ისევ მოჰყვა სინდისის ქენჯნა. ეს გრძნობები კი უკვე გაცრეცილიყო, ისეთი მძაფრად აღარ აწვებოდა ელენის სულს და გოგო მიხვდა, ვისი მფარველობის ქვეშაც იყო და შეეცადა თვითონაც შეეწყო ხელი, საკუთარი თავის გამოკეთებაში. ქვევით დაეშვა და ნუკრს მიაკითხა. ბაღში გამოუშვა და მერე უკან მობრუნდა, ცხელი შოკოლადი მოიმზადა, წიგნი აიღო და კვლავ ბაღში დაბრუნდა.
სიმშვიდე, სითბო და სილამაზე. „ალბათ ესაა სრულყოფილება“-გაიფიქრა და ნუკრს ფრთხილად გადაუსვა ხელი.
***
ანდრიამ ელენის სახლს მიაკვლია, რომელიც დალუქული დახვდა. თუმცა მისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობდა, ამიტომ ყველაფერი ნახა, რაც გამოადგებოდა. ელენის ოთახიც იცნო, რომელსაც ფანჯარასთან მყუდრო ადგილი მოეწყო კითხვისთვის. ძალიან ჰგავდა მისი ბიბლიოთეკის ფანჯრის კომფორტულ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით აეჭვიანებდა ხოლმე. ელენის სურნელის გარდა, კიდევ რამდენიმე სურნელი იყო სახლშჰი შემორჩენილი, თუმცა რთული იყო იმის გარკვევა, ეკუთვნოდა თუ არა რომელიმე მკვლელს. სასტუმრო ოთახი დამწვარი იყო. ელენს არ უთქვამს ამის შესახებ. ოჯახური ფოტოებსაც მიაკვლია. მხოლოდ ნერვებს უშლიდა ის ფაქტი, რომ უძლური იყო და დაკარგულს ვეღარ დაუბრუნებდა ელენს.
სახლის შემდეგ ყველა ის ადგილი მოინახულა, სადაც მისი გამოჩენა იყო დაფიქსირებული მის საქმეში. გარაჟებს და საწყობებს იყენებდა, თუმცა ყოველ მკვლელობაზე ცვლიდა მათ. გვამებს რაიმე კანონზომიერებით არ ტოვებდა, ალბათ სადაც მოუნდებოდა ან მოუხერხდებოდა. ანდრიამ ერთ-ერთ სახელოსნოში, სადაც ბოლოს იმყოფებოდა, რამდენიმე საეჭვო ნივთსა და ქურთუკს მიაგნო, რომელსაც ნაცნობი სურნელი ჰქონდა. ეს სურნელი ელენის სასტუმრო ოთახშიც იგრძნო.
კვლავ დაბრუნდა ელენის სახლში და სახლი გაანათა, კარი ოდნავ შეღბული დატოვა, ფარდები გადაწია და დაიწყო ლოდინი. ბინდმა ნელ-ნელა იწყო გარემოს შთანთქმა. ანდრია ფანჯარასთან იდგა ქუჩის მხარეს და ისედაც არაადამიანური შეგრძნებები, უფრო დაეძაბა.
იცოდა ელენი უკვე ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ სხვაგვარად შედეგს ვერ მიაღწევდა. ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
_ელენ?-ჩასძახა და აღელვებული ხმა რომ გაიგო, გულის არსებობა იგრძნო მკერდში.
_ანდრია, კარგად ხარ? სად ხარ? ლამისაა შევიშალო. მითხარი რომ კარგად ხარ.
_კარგად ვარ ელენ, დამშვიდდი. ხომ არ გეშინია მარტო? სახლში ხარ?
_არა, შიში არც გამხსენებია, ძალიან ვნერვიულობდი. ვეღარც წიგნს დავუდე გული, ვერც ხატვას და წინ და უკან დავდიოდი. არ ვიცოდი დამერეკა თუ არა. არ მინდოდა ხელი შემეშალა. ანდრია მალე დაბრუნდი გთხოვ. ძალინ ვნერვიულობ.-ხმა აუკანკალდა ელენს.
_კარგად ვარ ჩემო ელენ, ხომ გითხარი. არც მე მინდოდა დაგვიანება, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი. ერთი საათიც დამელოდე და დავბრუნდები კარგი? არ შეგეშინდეს და აღარ ინერვიულო. საშიში არაფერია, ყველაფერი ისე მიდის როგორც მინდოდა. ხომ გჯერა ჩემი?
_მჯერა ანდრია, მაგრამ.. -ელენს ხმა ჩაუწყდა.
_დავბრუნდები. ერთ საათში სახლში ვიქნები. საჭმელი დამახვედრე. ყავაც. ნამდვილ საჭმელზე გეუბნები.
_მეხუმრები?
_არა. ხომ გითხარი რომ.. მოკლედ, თუ ძალიან არ ხარ დაღლილი დამახვედრე, კარგი? რაც ყველაზე გემრიელი გამოგდის.
_კარგი, ახლავე დავიწყებ.
ანდრია დაემშვიდობა და საკუთარი თავით კმაყოფილს, რომ ელენს საქმე გამოუძებნა დროის გასაყვანად, ეღიმებოდა. მაგრამ ღიმილი მალე შეახმა პირზე. დაინახა როგორ უახლოვდებოდა სახლს მაღალი კაცის სილუეტი. ბნელოდა, მაგრამ ანდრიას თვალი კაცის ტანსაცმლის ბოჭკოებსაცკი კარგად ხედავდა. მარჯვენა ხელის თითები ოდნავ შეეფერა სიგარეთის ბოლს, თუმცა ეს მხოლოდ ანდრიას მხედველობისთვის იყო შესამჩნევი. კაცს მუხლს ზემოთ ქურთუკი ეცვა და თავზე ქუდი ეფარა, რომელიც სახეს სანახევროდ უფარავდა. უცბად ამოიხედა და პირდაპირ იმ ფანჯარას მიაჩერდა, სადაც ანდრია იდგა, მაგრამ მისთვის რამის დასწრება, შეუძლებელი იყო. მანამდე მიიმალა სანამ კაცი შეამჩნევდა, თვითონ კი უდრო მოხერხებული ადგილი შეარჩია.
ყელთან სამ ზოლად ჩამოსდევდა შრამი. ჩამონაკაწრებს ჰგავდა. „ალბათ რომელიმე მსხვერპლმა დაუტოვა“. -გაიფიქრა ანდრიამ და გაუკვირდა, რომ კაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ასე სუფთად გამოიყურებოდა. უფრო სხვანაირი წარმოედგინა.
კაცს რაღაც გულისამრევი მზერა ჰქონდა, მოყვითალო თვალები და როგორცკი მათში ჩაიხედა ანდრიამ, მაშინვე სულიერი სიმძიმე იგრძნო. საოცრად დამძიმდა გარშემო ატმოსფერო. კაცი გარედან ათვალიერებდა სახლს, ისე რომ არ შეჩერებულა, მიდიოდა და თან თვალს აპარებდა. ცდილობდა ბუნებრივი ყოფილიყო. როგორცკი სახლს გვერდი აუარა და გზა განაგრძო, უფრო სწრაფი ნაბიჯით, ანდრიაც მაშინვე გაეკიდა. დიდხანს იარა კაცმა, ანდრიას ლამის მოთმინება ამოეწურა, მაგრამ ბოლოს საინტერესო ჩიხს მიადგნენ. კაცმა მიიხედ-მოიხედა და გარშემო რომ ვერავინ დაინახა, სამი შესახვევიდან, ყველაზე ვიწრო ამოირჩია. შუა გზაში შეჩერდა და რაღაც ქოხმახში შევიდა. ანდრია ვერ შეყვა, თუმცა უკვე მიაღწია იმას, რაც სურდა. გაიგო სადაც ჰქონდა სამალავი, რას მალავდა, ამას უცბად გაარკვევდა. კაცი მალე გამოვიდა იქიდან, საიდანღაც ველოსიპედი გამოიყვანა და იმით გაუდგა გზას. ანდრიამ კარგად იცოდა სადაც მიდიოდა კაცი. თავისდა გასაკვირად არც ისე უჭირდა თავის მოთოკვა, რომ იქვე არ მიეკლა მიმავალი, რადგან იცოდა უფრო ტკბილი დასასრული ელოდა ყველაფერს და თან მაინც ვერ მისცემდა თავს ამის უფლებას, რადგან ჯერ არ იცოდა, ყავდა თუ არა კაცს სადმე ტყვეები.
ქოხში შეიპარა და სავარაუდოდ ახალი მსხვერპლის მასალები აღმოაჩინა. კაცი მის ცხოვრებას იკვლევდა. დაბადებიდან დღემდე, ყველა იმ ადამიანის სია ჰქონდა, ვინც გოგოს გარშემო ტრიალებდა. ქოხი ბინძური იყო. ამას ელოდა. საოცარი სიმყრალე იდგა. მაგიდაზე სისხლის კვალიც ემჩნეოდა. რომელიც მის ფეხებთან დაფენილ გაქუცულ და მტვრიან ნოხზეც გადადიოდა.
ახლა უკვე იცოდა, ვინ უნდა დაეცვა იმ ტანჯვისგან, რაც ელენს დამართა ამ მანიაკმა.
ქოხიდან პირადპირ ელენის სახლისკენ დაბრუნდა. ისეთი სწრაფად მოძრაობდა, რომ კაცს ჯერ ნახევარი გზაც არ გაევლო. გზადაგზა მიჰყვა და ელენის სახლს რომ მიადგნენ, აღმოჩნდა, რომ კაცი იმისთვის დაბრუნდა, რასაც ანდრია ფიქრობდა.
ეგონა, რომ გოგონა დაბრუნდა და მისი ტანჯვის ახალი საშუალება მიეცა. აქ კი ძალიან გაუჭირდა ანდრიას თავის შეკავება. ამიტომ თავის სურვილებს მიყვა და კაცს სახლში შეჰყვა. ის გაფაციცებით ეძებდა მსხვერპლს, მაგრამ ბოლოს ანდრია შერჩა ხელში, რომელიც ისე სწრაფად მოძრაობდა, დანახვაც ვერ შეძლო.
კაცს შეძრწუნებული გამოხედვა ჰქონდა. მერე ერთი უცბად იტაცა თავზე ხელი და გაითიშა ანდრიას დამსახურებით. ეზიზღებოდა ის ფაქტი, რომ ამ კაცს უნდა შეხებოდა ისე, რომ არ მოეკლა. მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა.
გეგმა წარმატებით შეასრულა. კაცი იქ გამოამწყვდია, სადაც დიდი ხნის წარსული აკავშირებდა და საიდანაც ის თავს ვერასდროს დააღწევდა. მერე მშვიდად დატოვა ის ადგილი და სახლში დასაბრუნებლად მოემზადა.
მშვიდად იყო, იმიტომ, რომ იცოდა ის მანიაკი ვერავის ვეღარ შეეხებოდა, მაგრამ ღელავდა, რადგან არ იცოდა როგორ მიიღებდა ამას ელენი. როგორ უნდა ეთქვა. მერე დრო გაახსენდა და აღმოაჩინა, რომ ერთი საათის ნაცვლად თითქმის სამი გავიდა.
ის იყო თავის დამონტაჟებულ საზღვარს გასცდა, რომ სიგნალი მიიღო. ანდრიას გაეცინა საკუთარ პანიკურ სიფრთხილეზე და უფრო აუჩქარა. მისაღებში შედგა და მიაყურადა. სამზარეულოდან საჭმლის სურნელი გამოდიოდა. ანდრიამ თავი დამნაშავედ იგრძნო. გულისცემას და უცნაური ტემბრის სუნთქვას მიჰყვა და ელენის ოთახში აღმოჩნდა. კარი ფრთხილად შეაღო და გული მოეწურა, იმ სურათის დანახვაზე, რომელიც ოთახში დახვდა.
ელენი მთლიანად ამოსვრილიყო საღებავებში და ერთი ფუნჯი თმაში გაეყარა, მეორე ხელში ეჭირა და როგორც ჩანს ბოლო შტრიხებს სვამდა.
კარის მოძრაობა რომ შენიშნა და ანდრია დაინახა, ლამის ზედ გადააფრინდა ტილოსა და საღებავებს და ანდრიას ისეთი ძალით მიაწყდა, ადამიანი რომ ყოფილიყო, ნამდვილად კედელს შეასკდებოდა.
მთელი ძალით მოეხვია ქალს და გულაჩუყებულს, სატირლად დაბრეცილი ტუჩები ფრთხილად დაუკოცნა.
ელენი დაფეთებული უსვამდა სახეზე ხელებს და ათავალიერებდა, რამე ხომ არ დაშავებოდა ანდრიას.
_ეს აღარ გამიკეთო, თორემ გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ.- ამოისლუკუნა ვითომ გაბრაზებულმა და ისევ მოეხვია.
ანდრია მშვიდად იღმოდა და ეფერებოდა ელენს, რომ დაემშვიდებინა.
_ხომ დარწმუნდი რომ კარგად ვარ?
_კი მაგრამ იცი მაინც რამდენი საათით დააგვიანე?
_არ მინდოდა. სამაგიეროდ თითქმის ყველაფერი მოვაგავრე.
ელენი გაჩუმდა. უნდოდა გეგო რა ხდებოდა, მაგრამ ჩაძიებაც ვერ გაებედა.
_რამდენიმე დღეში მოგიყვები. ვიცი რომ გაწუხებს და გაინტერესებს, მაგრამ დღეისათვის საკმარისია. მაჩვენებ რა დახატე?
_არა! წამოიძახა ელენმა შეშფოთებით და ბიჭს ოდნავ მოშრდა._ დამპირდი რომ არ ნახავ. გთხოვ დამპირდი. სანამ მე თვითონ არ გაჩვენებ.
_კარგი, კარგი. -მოიღუშა ანდრია. _სანამ არ მაჩვენებ არც მე მოგიყვები!
_უცბად მოძებნა გამოსავალი. წაიბურტყუნა ელენმა და ტილო კარადაში გადამალა.
_უკან მობრუნებულს კი ანდრია შერჩა ხელში, რომელიც უცნაურად შეჰყურებდა.
_რა? რა იყო?-იკითხა დაბნეულმა ელენმა.
_მომენატრე.-ხავერდოვანი, ვნებიანი ხმა ჩაესმა ელენს ყურში და ანდრიას ტუჩებმაც არ დააყოვნეს, მაშინვე მისწვდნენ ყველაზე ტკბილსა და მტკივნეულს...
აღიარე, შენ ხომ გიჟდები ჩემზე! (3)
–ჰაჰ,ესეც კიდე ჩემნაირი–ვფიქრობდი ჩემთვის.მართლა რა საშინელია მარტოობა ახლა მივხვდი,უაზროდ გამოკეტილი პალატაში მარტო თან ღამეს.არ მეგონა და რა მშიშარა ვყოფილვარ.ოდნავი განძრევაც კი მაშინებდა.თითქოს ჩავთვლიმე და ჰაჰ ვინ გაცადა დემე შემობლაგულდა
–ცოტა ჩუმად მაინც ,ძინავს აქ ადამიანს–გავიფიქრე ,მაგრამ ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
–შენ კიდევ არ გძინავს
–აუცილებლად უნდა მეძინოს?–რაღაც ძაან ნერვებმოშლილი ვიყავი და ცოტა უხეშად ვუპასუხე.
–კარგი ნუ მეჩხუბები ბოდიში
-......
-უკეთ ხარ?
-კი
-კითხვაზე პასუხი არ გაგიცია
-ხომ გითხარი უბრალოდ დავეცი მეთქი
-ეტყობა საეკეში არ ჩაგიხედავს
-???
-აჰა ჩაიხედე-მითხრა და სარკე მომაწოდა. სახე ერთიანად წითელი მქონდა.არ მინდოდა რამე მომხდაიყო ამიტომ ვთქვი
-რომ დავეცი ალბათ მაშინ დავარტყი
-ასეთი დებილი გგონივარ?-ეს ვინ ყოფილა ხომ ვერ მატყუებ-მე მგავს-ოხ ნუკა ეს ხმამაღალი ფიქრები.
-მართლა?
-რა?-ვითომ ვერ გავიგე.
-კარგი,კარგი არაფერი
–...
–გეძინება?
–არა,შენ?
–არც მე.რა გავაკეთოთ?
–რავი.წამო გარეთ გავიდეთ
–ჰა,გასეირნება მოუნდა გოგოს
–რატომაც არა.გთხოვვვ
–არა
–გევედრებიი,მე ხომ ცუდად ვარ.ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება,ყველაფერი უნდა შემისრულო–ნუკა რას ლაპარაკობ შენ თითონაც თუ იცი
–მმმ..
–ჩემი ხათრით..
–კარგი
–უჰუუუუ მადლობაააა მიყვარხარრრ–ჰაჰ ,ნუკა გელოვანო არ უფიქრდები რას ამბობ?ახლა ჭკუიდან გადავალლლ ეს რამ მათქმევინა
–ნუ ხომ მიმხვდი,მეგობრულად.
–შენ ჩემნაირი გიჟი ყოფილხარ.
–ნორმალურები მოსაწყენები არიან.
–გეთანხმები.წავედით?
–წავედით–ვუთხარი.მოვიდა ქურთუკი მომაფარა და ჩუმად გარეთ გავედით.უცებ ცივმა ქარმა შემოაღწია ჩემში , მაგრამ რაღაც მასზე ძლიერიი,თბილი ერკინებოდა და ხელს უშლიდა.
–ახლა სად წავიდეთ.
–სადაც შენ გინდა,დღეს ხომ შენი სურვილები ხდება
–მაშინ მმ.. ზევით
–სად ზევით?
–სახურავზე–ოხ ეს ჩაცინება რატომ მხვდება ასე გულზე?ან ეს ადამიანი რატომ მიჩქარებს გულს? რა ხდება? ასეთი გაურკვევლობა პირველად არის ჩემში.
ავედით. რა ლამაზია ყველაფერი ჩანს.ულამაზესი ცა,ღრუბლები,შენობები,პატარა სინათლეები.ისეთი გრძნობა მაქვს ,რომ არ ვიცი რა გავაკეთო.
-მოგწონს?
-ულამაზესია-ცოტა შევიშმუშნე სიცივე იყო.
-გცივა?
-არა
-მგონი მართლა ბოთე გგონივარ :დ
-არა არა
-კარგი ვიცი რომ გცივა, მოდი-მითხრა და მის თბილ მხრებში მიმიწვია.უცებ ისე თბილად ვიგრძენი თავი არ მინდოდა ეს წამი დამთავრებულიყო. რას ნიშნავს ჩახუტება? ახლა მივხვდი თურმე რა კარგი ყოფილა. ენით აუღწერელი,აი ისეთი ცაში რომ აგაფრენს და უმისამართოდ გადაგკარგავს რეალური ცხოვრებიდან.უგზოუკვლოდ დაიკარგები ფანტაზიაში.
-ნუკა
-ხო
-გცივა?
-არა
-მე შინაგანად გეუბნები
-....
-გყვარებია ვინმე?
-არასდროს
-აბა სულ ცივი ხარ?
-ასე ფიქრობ?
-სულაც არა
-შენ?
-კი
-როგორია?
-არ ვიცი
-როგორ თუ არ იცი?
-ნამდვილი არ ყოფილა
-შენც ცივი ხარ?
-მე არ ვიცი,შენ მითხარი
-ჩემთვის თ ბ ი ლ ი ხარ
ორი სვანი (2) დასასრული
-პატარა გოგო ძაან არმეტლიკინო და ენა არმომიჩვიო შენზე მინიმუმ 6 წლით ვარ უფროსი
-მაშინ შენც არმეტლიკინო და მომეპყარი ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს ექცევი
-დავინ გითხრა პატარა რომ შენ ჩვეულებრივი ადამიანების სიაში შედიხარ?
-ჯობს წახვიდე არმინდა პირველივე დღე კონფლიქტით დავიწყო, ხოდა თუ გინდა რომ მარიამთან და დემეტრესთან თავიდან გაგეცნო მაშინ შენთან ერთი სურვილი მექნება
-კარგი თანახმა ვარ
-შენს ადგილას დავფიქრდებოდი
-სიტყვას არ გადავდივარ ჩემოკარგო
-სვანის სისხლი გიკივის ჩემონინია, წავედი ეხლა და საღამოს გაგიცნობ
-კარგადბრძანდებოდე
--------------------------
-გამარჯობა ქალბატონო
-გამარჯობა საყვარელო, მე ლილიანა ვარ სანდროს ბებია და მარიამის დედა, ძალიან კარგი გოგოხარ, მე ეხლა უნდა გავიდე აი მოგიყვანე პატარა ვაჭამე უკვე ასერომ არ შეწუხდე
-კარგით ქალბატონო ლილიანა
-არანაირი ქალბატონო არცისეთი მოხუცი ვარ
-კარგი ლილიანა
--------------------
-სანდროოო მოდი პატარა გავისეირნოთ მე და შენ
-კალქიიი ნიინუუუცააა ნაკინი მაწამე რააა
-არა პატარა გაცივდები
-გთხოვლაა
-კარგი კარგი ვნახოოთ
--------------
-კაფეში შევიდეთ პატარაა
-თუნაკინს ალმაწევ ალმინდა
-ჩემისამი წლის ვაჯკაცი, ნაყინი რად გინდა, არ ჯობს შოკოლადი ვჭამოთ?
-კაქიკაქი
----------------
ულამაზესი იყო ნინია მუხლს ოდნავ ჩაცდენილ მოტკეცილ მწვანე მთლიან კაბაში, მუხლს ოდნავ აცდენილ ცისფერ პალტოში და შავ მაღლებში, სანდროს ღია ჯინსები, მწვანე ქურთუკი და მწვანე ბოტასები ეცვა
-----------
მყუდრო კაფეში შევიდნენ ბავში დააჯინა თვითონაც გვერდით მიუჯდა და ორი შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთა, სანდრო ტიტინებდა ტიტინებდა გაუჩერებლად და ნინიასაც ეცინებოდა მისი საუბრის მანერაზე, გვერდით გაიხედა ნინიამ უნებურად და ნეტა არგაეხედა, ტვინში აასხა როცა ალექსანდრე ნახა ვიღაც გოგოსთან ერთად რომელიც უცებ შერაცხა ქუჩის ქალად. ალექსანდრემაც შეამჩნია ნინია და სანდრო და მათკენ დაიძრა, ბავშვს ეთამაშებოდა ელაპრაკებოდა, ნინიას ყურადღებას არ აქცევდა და მოულოდნელად გამოუცხადა ნინიას
-შენ შეგიძლია დაბრუნდე სანდროს მეწავიყვან ჩემთან და ნაატაშკასთან იქნება
-მე სანდროს ნაშასთან არ დავტოვებ
წამოსცდა, გაუაზრებლად, ცისარტყელას ფერები დაედო სახეზე.
ალექსანდრეს თვალები ბუდიდან ამოუცვივდა
-საიდან მოიტანე რომ ნატაშკა ნაშაა?
-მე..ის შემთხვევით..არასწორად გაიგეთ...კარგი წავალმე სანდრო დარჩები?
-კიიი (სანდო)
საფულედან 15 ლარი ამოიღო მაგიდაზე დააგდო ჩანთას ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გამოვიდა კაფიდან, მაგრამ არ გგონოთ რომ ქეციანი ქალივით გამოვარდა, სულაც არა ისე ამაყად მიაბიჯებდა თითქოს არც არაფერი მომხდარა. სწორედ ეს ხიბლავდა ერთი დღის არა სულრაღაც 5 საათის გაცნობილ გოგოში, სახლში რომ დახვდა როოგრ უყურებდა საბავშვო კინოს, როგორი ბავშვური იყო და ამანმოხიბლა, ახლა კი ქალი მიაბიჯებდა მის წინ თან ძალიანაც ამაყად. გააგიჟა გადარია ჩვენი ალექსანდრე ნინიამ მაგრამ არც ნინია არჩამორჩა გაგიჟებასა და გადარევაში
--------------
მთელი კვირა არგამოჩენილა ალექსანდრე, ნერვები ეშლებოდა ნინიას მაგრამ რატომ არიცოდა, არა იცოდა რომ მოსწონდა თივთონ არ აღიარებდა მაგრამ ჩემს კალამს ვერ გამოაპარებს ამ ამბავს. სვანი იყო არ აღიარებდა, ალექსანდრე უარესი სვანი იყო და გოგონას თავი მოანატრა, არადა უჭირდა ერთი კვირა ამოჯახის გარეშე არასდროს არ გაუტარებია, მაგრამ ეხლა მოუწია ამ თავქარიანი გოგოს თუ ბავშვის გამო.
--------------
-ნინიაააააააააააა
-მიააა ჩამოხვედიიი?
-კიკიიიიიიიიი
იდგნენ და უხეტებოდნენ ერთმანეთს, იჭორავეს ნინიამ ყველაფერი უთხრა ალექსანდრეზე ამგრამ არუთქვამს რომმოსწონდა ამაში საკუთარ თავს არუტყდებოდა და მიას რაღატო ეტყოდა. მიაც წავიდა
------------
-ნინიააააა მშიაააა მაწამეეეეე
-კაიწამო ვჭამოოთ
-ბორში გააკეთა ბავშვისთვის და კარტოფილი და ქათამიც შეწვა ერთად მშიერი ცოლქმირს დასახვედრებლად
-სანდროო გაჩერდი მე გავაღებ შენ მაინც ვერ მიწვდები სახელურს რატო მირბიხააარ
-ნინია მტკივააააა
-მოდი ჩემთან ჩემიპატარა, არაუშავს არგეტყობა არაფერი
-ნინია მიკაქალ, აღალმტკივაა
-ჩემიპატარააა მეც ძაან წამო ეხლა კარი გავაღოთ
-ალეეეეეეეეე ლატო დამივიწკე საელთოდ არ გიკვალვარ? ტუჩები დაბუსხა სანდროს ალექსანდრეს დანახვისას და აი ნინიას რეაქცია კი ენით აღუწერელი იყო 9 დღის მერე ეღირსა სხვანის ნახვა მაგრამ რად გინდა ვერც შეეხებოდა. მთელი დღე აიგნორებდნენ ერთმანეთს და აისაღამოს მარიამმა ოფიციალურად გააცნო ალექსანდრე და ნინია ერთმანეთს, ხელიც არ ჩამოართვეს ერთმანეთს ამსვანებმა.
-------------
ესთვეც ჩვეულებრივაც გავიდა ალექსანდრე გამოჩნდებოდა, ააფორიაქებდა ნინიას და გაქრებოდა. ნინია კი დენდანრტყმულივით დადიოდა მერე მთელი დღე. უყვარდათ ერთმანეთი, უცნაურად, თითქოს არცერთს არმიუცია საბაბი ერთმანეთისთვის მაგრამ ეს ოეი ადმაიანი ერთმანეთისთვის იყო შექმნილი და რა საბაბიღა უნდოდათ. ისე რამარტივად იქნებოდა ყველაფერი გრძნობებში რომ გამომტყდარიყვნენ ხო აღარ მოუწევდათ დაბრკოლებებისს გადალახვა რომელიც შეიძლება კრახით დასრულდეს, ამას ბოლოსკენ გავიგებთ.
-----------
-ნინია მოდი შემოდი, მივდივართ ჩვენ, ბავშვი თავის მეგობართან გაგვყავს და მერე მოიყვანენ და შენ აქ იყავი კარგი? შეიძლება ჩვენს მოსვლამდე მოიყვანონ ბავშვი
-კარგი მარიამ არარის პრობლემაა
-კარგი წავედით ჩვენ ნინია აბა შენციი (დემეტრე)
მართლაც კარგი ოჯახი ძალიან დაუახლოვდა და დაუმეგობრდა კიდეც დემეტრეს და მარიამს, ჭორაობდნენ კიდეც სამსახურის მერე მარიამი და ნინია 26წლის იყო მარიამი ამიტომ კარგად უგებდნენ ერთმანეთს და უნდოდა მიას გაცნობაც და გადაწყვეტილი ქონდათ რომ კვირას ნინია მია და მარიამი წავიდოდნენ კაფეში
------------

-მმ თითქმის მთელი დღის მარტო გატარება მომიწევს, ჯერ სანდროს ოთახში ავალ გამოვიცვლი მერე მიას გავეჭორავები და მერე ფილმებს ჩავუჯდები
მიასთან ლაპარაკს რომ მორჩა ტელევიზორი ჩართო და ტელევიზორში მინიონ 2 ჩართო პირველზე ნაყურები იყო მეორე ახალი გამოსული იყო და ეხლა იხელთა დრო და ყურება გადაწყვიტა, მაგრამ ვინ აცადა -რომელიხართ
-ალექსანდრე ვარ
ოხ ღმერთო ეხლა მინიონებს რონახავს ისევ შემჭამს, რადროს იცის ხომე მოსვლა რაა თვალები გადაატრიალა და ამ ფიქრბში 2 3 წუთი კიგასულა და ალექსანდრემ დაიწყო
-რაიყო შემომიშვი ჩამოდნი კარებთან?
-ვაღებ სახელური გაიჭედა ურცხვი და დებილური ტყუილი დააბრეხვა ნინიამ
-სახელური კიარა შენ გაიჭედე შენ გადაიხარხარა ალექსანდრემ და ოთახში შემოვიდა
-ბავშვი სად არის?
ნინა ტელევიზორთან აიფარა თითქოს შეძლებდა დაგარავდა მინიონების გამოსახულებას მაგრამ ტელევიოზრის ანხევარი ვერ დაფარა
-მეგობართანარის
-ნინია რაპატარა ხარ რას უყურებ მულტფილმებს? როგორც ჩანს უახლოეს მომავალში მომიწევს ზღაპრების სწავლა რომ ძილის წინ წაგიკითო ჩემოპატარა
-შენიპატარა ბებიაშენია და შენ რომ არ წამიკითხო სხვა წამიკითხავს ნამდვილად არმჭირდები
ნინიამ მია იგულისხმა, ალექსანდრემ ბიჭზე იფიქრა ანერვიულდა და ნინიას სუსტი სხეული კედელს ააკრა
-არავინ არ წაგიკითხავს ზღაპრებს ჩემს გარდა არც ძილის წინ და არც გაღვიძების დროს გაიგე? თუ საჭირო გახდა შენგამო ზღაპრებსაც ვისწავლი და ტომიჯერის ყურებასაც დავიწყებ და ნუტლიკინებ წვენი მომიტანე. ნინიას თვალები ცრემლებით ქონდა ავსებული რადგან ალექსანდრე გაუაზრებლად მაგრამ მწარედ უჭერდა ხელს მკლავზე
-გთხოვ გამიშვი ხელი მტკივა
-ნინია ბოდიში, ნინია არმინდოდა ძალით სად მირბიხარ გოგო ბოდიშ მომიცადე, მოდი მინიონებს ვუყუროთ ნინია ნუ კეტავ კარს ნინიააა!!
-დამანებე თავი წადი რა გთხოვ
-კარგი
----------------
ისევ დაიკარგა ალექსანდრე, მერე ისევ გამოჩნდა ისევ იჩხუბეს მერე ისევ დაიკარგა და ასე მოგვადგა კარს ახალიწელი. ნინია მარტო აპირებდა სახლში შეხვედრას მიასთან შეხვდებოდა მაგრამ მიას ოჯახი საახალწლოდ აჭარაში წავიდა დეიდაშვილებთან ნინია კი ცოცხალი თავით არგაყვა მათ მაგრამ დაპირდა რომ ჩააკითხავდა ორისამი დღით
ოთხივე მისაღებ ოთახში იჯდა, სანდროს ეძინა.
-ნინია ახალწელს სადმე მიდიხარ? (დემეტრე)
-მმ, არვიცი ალბათ სახლში შევხვდები, მიას უნდოდა რომ რაჭაში გავყოლოდი მაგრამ რატომღაც აქ დარჩენა ვამჯობინე (ნინია)
-რატომღაც გაიმეორა ალექსანდრემ ნინიას სიტყვები მისთვის შუემჩნევლად თუმცა3 წყვილ ყურს ეს სიტყვა ვერგამოაპარა უბრალოდ არავინ არშეიმჩნია. მარიამი და დემეტრე ზემდეტი ლაპარაკის გარეშეც ხვდებოდნენ რომ ამორს შორის ხუილავი ძაფი იყო გაბმული
-ნინია იქნებ ჩვენთან შეხვდე?
-არა მარიამ რასმაბობ, მარტო იქნებით პატარა ოჯახი და მე არდაგირღვევთ მყუდროებას
ამაზე სამივეს გაეცინა
-ამოჯახში ახალწელს იშლება მინიმუმ 20 კაციანი სუფრა ასერომ მაგის ნუმოგერიდება (მარიამი)
-თუუნდა ნუმოვა მითუფრო ნაკლები საჭმელი დაიხარჯება და და ერთით ნაკლები თეფშის დადება მოგიევს მარიამ მაგიდაზე ცინიკურად გაიღიმა ალექსანდრემ
არა ეს უკვე პიკი იყო, ამას არავინ არელოდა, სამივეს გაუკვრიდა ენები დადაყლაპეს, მაგრამ ნინია საშინად შეურაცხოფილი იყო ვერ მოითმინა აიღო ჩანთა და სახლში წავიდა, არც ნინიას ამგვარ საქციელს არ ელოდნენ მაგრამ დიდად არცგაკვირვებიათ ალექსანდრეს სიყვების შემდეგ
------------
მიას დაუკერა როგორ უნდოდა რომ გვერდით ყოლოდა მაგრამ რაჭაში იყო გოგო, ყველაფერი მოუყვა დაწწვრილებით მიაც არანაკლებ გაკვირვებული იყო ალექსანდრეს იცნობდა შორიდან ერთხელ ნანახიც ყავდა და მოსწონდა როოგრც მისი მომავალი სასიძო მაგრამ ეხლა ნამდვილად შეეცვალა მასზე წარმოდგენა.
-ნინია მშვენივრად ვიცი რომ ალექსანდრეს გამო ფარჩი მანდ და მაგიტო არწამოხვედი და ეხა ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს ხვალვე წამოდი
-კარგი დილითმივალ მარიამთან და ნაშუადღევს წამოვალ
-ძაანაც კარგი მასემოუხდება ვაჯბატონს სულ თვითონ რომ ქრება ახლა შენ გაქრი არცმარიამს არუთხრა სადმიდიხარ
-კაიმიაა წავედიეხლა ძილინებისა
---------------
დადეშქელიანმა ძმებმაც დასცეს ერთმანეთს მაგრამ რთულ ფაზაში არდასულა მათI კამათI დროულად დატოვა ალექსანდრემ სახლი და ვგონებ 180ით გააქროლა მისიმანქანა
-----------
-მოდინინია
-მარიამ რადგან ეხლა საახალწლოდ შვებულება გაქვთ 5 დღით დასვენება მინდა და შეიძლება რომწავიდე?
-თუქალაქში დარჩები გამიხარდება ახალწელს ჩვენთან თუ შეხვდები
-სავარაუდოდ აქვაპირებ დარჩენას კარგი ვნახოთ
სანდროს ეთამაშა დემეტრეს და მარიამს დაემშვიდობა დაწავიდა
------------
აჭარაში იყო უკვე ულამაზესი იყო აქაურობა. ერთბოდნენ მისიასაკის გოგოებიც გაიცნო და ერთად დაუვიწყარს დროს ატარებდნენ
--------
-მარიამ სადწავიდაა
-არვიცი ალექსანდრე ასე თქვა ქალაქში დავრჩებიო მაგრამ თუ ვერიპობე ქალაქში არვიცი სადუნდა წასულიყო
-აჰა ვითომ მაჭამა გოგომ და გაქრა? მევიცი სადაცააა
-ალექსანდრე მოიცადე 8საათში ახალიწელი შემოვა სადმიდიხარ შენძმას მოეხმარე საქმეებში
ვისღა ესმოდა მარიამის ხმა, ეზოდან მანქანა ისევ 180ით გაიყვანეს უფრო მეტით თუარა წავიდა ალექსანდრე მაგრამ ღმერთმა იცის სად წავიდა, ისე ატარებს მანქანას ვეჭვობ შეიძლება ზეცაშიც გაფფრინდეს (ღმერთმა დაგვიფაროს იმედია ასეარ მოხდება)
------------
-ნინიაააა
-ხომიააა
-აურაკაია დღეს ვსვამთ ბოლომდე
-აბაროოგორ მია აბაროგორ
ტანცუემვსეეეეე, ნადმვილად არუნდოდა ეხლა ალექსანდრეზე ფიქრი
--------------
უუუპს თერთმეტი საათია და გამწარებული ეძებს ალექსანდრე მიას კდიევ კაი რაიონი როიცოდა სადაც იყვნენ თორე ნადმვილად ვერმიაგნებდა... ვსო უკვე აჭარაში იმსახლის წინ დგას სადაც ნიინია მალე ახალ წელს უნდა შეხვდეს.
12ს უკლია 5 წუთი ნინიას ტელეფონი აწკრიალდა და სმს მოუვიდა უცხო ნომრისგან
-სახლიდან გამოდი, ჭიკრის წინ დადექი და მარცხნივ 25 ნაბიჯი გადმოდგი, შენინაბიჯებით გავმოზე, თუარ გამოხვალ თავზე პასუხს არვაგებ 12ზე აქუნდა იყო!
შიშისგან აკანკალდა სერიული მკვლელი ეგონა არუფიქრია რომ ალექსანდრე იყო თავი სერიალში ეგონა და ეგონარომ მისი სიცოცხლის წუთები დათვლილი იყო. 4 წთ აკლდა მიას უთხრა საპირფარეშოში გავალო დაწავიდა, ალექსანდრე უკურებდა როგორ ნერვიულობდა, ნერვიულობისგან რამდენჯერ აერია ნაბიჯები დარამდენჯერ დაიწყო თავიდან დათვლა დააი 1 წთ აკლდა 12ს როცა ალექსანდრეს წინ აისვეტა, გაუხარდა როარ კვდებოდა მაგრამ გაბრაზდა ასერომ ანერვიულა დაკიდევ უფრო გაბრაზდა რომ ჩამოაკითხა ესმოჩვენებითი გაბრაზება იყო თორე დაფრინავდა სიხარულისგან
-აქრაგინდა
-ჩემისიცოცხლე ამახალწელს აგიხდინე გილოცავ
-მეც გილოცავ
ეხუტებოდნენ ერთმანეთს არაფერს ამბობდნენ ორივემ იცოდა რომ უყვარდათ ერთმანეთი არა კიდევ უფრო მეტი იყო ეს სიყვარულზე მეტი.
მიაგამოვიდა ნინიას საძებნელად დაეს ორი არსება რომდაინახა ერთმანეთშ ჩახუტებული ზედმეტი კითხვების გარეშე გაუშვა ორივე თბილისში.გამთენიისას თბილისში იყვნენ ისეტკბილად ეძინა ნიინიას რომ არგააღვიძა და თავის ოთახში დააწვინა და მიუწვა დილით ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაეღვიძათ. ნინია გაბრაზდა და წავიდა არმოუსმინა ეგონა რომ გამოიყენა მაგრამ არაფერი უქნია ალექსანდრეს უბრალოდ მასთან ერთად დაიძინა.
-------------
არც ალექსანდრეს ზარებს პასუხობდა არც სახლში უშვებდა ბოლოს დაილაპრაკეს და ნინიამ იმდენი ქნა რომ ალექსანდრე გაამწარა და სვნას ათქმევინა რომ წავიდოდა წავიდოდა დამას ნინია ვეღარ ნახავდა.
--------------
წავიდა მართლა წავიდა მარტო ნინიასგან კიარა საქართველოდან წავიდა...
-------
მიზეზი მარტო ნინიამ იცოდა მეტი არავინ, თითქმის ყოველკვირა ადიოდა მშობლების საფლავზე მაგრამ იქ არასდროს არგაუთენებია არასდროს ყოფილა ისე ცუდად რომ ტირილისგან იქ ჩამოსძინებოდა და ალექსანდრეს წასვლის ამბავი რომ გაიგო მშობლებთან ავიდა ტირილისგან მშობლების საფლავზე გაწოლილს ჩასძინებია მთელი ღამე სასაფლაოზე გაყინულ მიწაზე გაუტარებია მაგრამ მაინც თბილად იყო. ესიყო მისი პირველი იანვარი მისი ახალი წელი, მიას ეგონარო ერთობოდა არადა რადღეში იყო საცოდავი გოგო.
-----------
არც ერთი სმს არცერრთი დათრობა დაგადარევა საერთოდ არაფერი, ისე გავიდა 7 თვე რომ არაფერი არგაუგია ალექსანდრეზე
---------------
მუშაობდა რომ სწავლის ქირა შეეგროვებინა და შეძლო კიდეც და აგვისტოს ბოლოს სწავლის ქირა შეიტანა.
-------
წარმოდგინეთ ამდროის განმავლობაში არავის არდასცდენია მასთან ალექსანდრეზე არაფერი, არც მარიამს არც დემეტრეს, და არც სანდრო არწუწუნებდა რომ ენატრებოდა ალექსანდრე
მია იყო მისი ნუგეში მუდამ გვერდით ყავდა. მარიამიც მათი კარგი მეგობარი გახდა დატრიო შეიქმნა, გაკვრით უყვებოდა მარიამსაც ალექსანდრეზე ცოტცოტას ყვეალფერს მაგრამ ბოლომდე ვერ იშლებოდა რადგან ის მარიამი იყო ალექსანდრეს ძმისცოლი
------------
სამსახურიდან წამოვიდა დანაზოგი ეყოფოდა მთელიწელი დარწმუნებული იყო, ან როგორ იმუშავებდა სწავლა დაიწყო
----------
ყოველსაღამოს მია და ნინია მარიამის სახლში იყო სანდროს ეთამაშებოდნენ. სანდროს რო დააძინებდნენ დემეტრე მარიამი ნინია და მია ჯოკერს თამაშობდნენ სურვილებზე ვიდეოებს იღებდნენ რადგან ყველაზე ცუდად ნინია თამაშობდა თითქმის სულმას უწევდა სასაცილო სურვილების შესრულება, ვიდეოებს უღებდნენ ნინიაც არწუწუნებდა რადან ვერ იფიქრებდა რომ მარიამი ამ ვიდეოებს ალექსანდრეს უგზავნიდა. ალექსანდრე ხშირად ტვირთავდა ახალ ახალ ფოტოებს ფეისბუქზე ნინიაც ქურდუვით დაძვრებოდა ალექსანდრეს სურათებში ყველა კომენტარი ზეპირად იცოდა, ნერვები ეშლებოდა ამდენი გოგო რომ უწერდა კომენტარებს ალექსანდრეს და 7მაგდენი კიდე რო ულაიქებდა ისე არასდროს არუფიქრია რომ ალექსანდრეს ვიზიტორები ექნებოდა დაყენებული მაგრამ ნინიას გამო ესეც იჩალიჩა და დააყენა.
---------------
20სექმტებერს ნინიას დაბადებისდღე იყო ეგონა რომ უბრალოდ "გილოცავ" მაინც მოუვიდოდა "ჩემისიყვარული"სგან
---------
დღე ჩვეულებრივად დაიწყო რადგან კვირა იყო სახლიდან არგასულა ეგონა რომ გოგოები ააკითხავდნენ მაგრამ არავინ არჩანდა საღამოს 6საათი ისე მოვიდა არც მარიამს და არც მიას არმიულოცავს დაბადებისდღე. გაბრაზებული იყო ეგონა რონ დაავიწყდათ, გული სწყდებოდა.
--------
6საათზე ავარდნენ მია დამარიამი ნინიასთან მიულოცეს დაგონზე ჯერკიდევ ვერმოსულ იუბილარს ახალი გრძელი ზურგზე ამოჭრილი წინ დეკოლტეთი და გვერდძე საკმაოდ ჩახსნილი კაბა მიაჩეჩეს მერე კაბაში ჩატენეს შავი მაღლები ჩააცვეს მაკიაჯი გაუკეთეს და სახლიდან გამოაგდეს
-სადმივდივართ
-გეგონა რო დაგვავიწყდა ხო? არადა მთელი დღე დავრბოდით რესოტრინის დარაღაცეების ამბავზე ხოდა ეხლა ყველა ახლოადამიანი იაქრის და შენგელოედბიან
-ვაიმეე ჩემიგოგოებიიი
------------
ყველაფერი ძალიან მაგრამ მიდიოდა. ერთობოდნენ ცეკვავდნენ 11 საათ იიყო უკვე, ალექსანდრეს ამილოცვა კი ნერვებს უშლიდა.
12ს აკლდა 5 წუთი დააივანზე გავიდა, ქალაქს გადაჰურებდა და თან ტელეფონს იყო დაშტერებული და 12ს 1 წუთი რომდააკლდა
-გილოცავ პატარა ვიცოდი რომ პირველი ვერ მოგილოცავდი რადგან მაშინ თვითმფრინავში ვიქნებოდი და გადავწყვიტე მომეთმინდა და ორიგინალურად ყველააზე ბოლოს მემომელოცა, მიყვარხარ პატარა
-ცუდად გახდა არცელოდა ამას არელოდა ყველაფერს იფიქრებდა მაგრამ არა ამას უბედნიერესი იყო და აღარც ყოყმანის დრო აღარ იყო
-მეც
--------------
5წელიგავიდა მარიამს დადემტრეს სანდრო და ნინია ყავთ და ეხლა კიდევ ელოდებიან, ალექსნდრეს და ნინიას პატარა დემეტრე ყავთ და მიას ელოდებიან ხოლო მიას და მიას ქმარს ლევანის პატარა მარიამი ყავთ და ეხლა პატარა ალექსანდრეს ელოდებიან. და ამ სმი ჭირვეული ორსულის გადამკიდე ღამის სამსაათზე ბიჭები მკდონალდსში შედიან იქაური კალორიული საჭმლის საყიდლად დამერე კარფურში უნდა გაიარონ რომ ამშუა ზამთარს მარწყვი ნაყინი და სხვა ზამთრისთვის უცნაური რაღაცეები რომ იყიდონ
---------------
იმედია მოგეწონებათ <3
კაცი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა უნდოდა (სრულად)
-ყველაფერი უნდა შეიცვალოს. - აღელვებული სიტყვები გაისმა და ნაწილი ქარს გაჰყვა. ხალხი წრეზე ერთ ადამიანს გარს ახვევია და ყურადღებით, გაოცებული სახეებით აკვირდება.
მოლაპარაკის სახელი არ ვიცი. თავს „მხსნელს“ უწოდებს, თუმცა ალბათ უფრო იმას ჰგავს, ვისაც აქეთ უნდა უშველონ და ძალიან უნდა, რომ იყოს „მხსნელი“. როცა ხალხის ჯგუფი დავინახე შორიდან, მეც მათ მხარეს წავედი და ხალხის მასას შევერიე, როგორც საღებავები ერევიან ერთმანეთს და ულამაზეს კონტრასტს ქმნიან. ადამიანები ისე დგანან თითქოს შიგნით ჩახატულია წრე და იმას არ უნდა გადასცდნენო. ქუჩურ რინგს ჰგავს აქაურობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ წრეში ერთი თეთრებში ჩაცმული ახალგაზრდა ყმაწვილი დგას და მთელ ძალისხმევას იყენებს იმისთვის, რომ მისგან ძალიან შორით მდგართაც მისწვდეთ მისი ხმა. ოცდაათი წლის თუ იქნება, შეიძლება მეტისაც, ან ნაკლების, რადგან გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება. ხშირი წვერი მისი სახის მეტ წილს მალავს, ერთი შეხედვით მღვდელს ჰგავს და მიკვირს კიდეც მასთან ვინ უნდა იჩხუბოს. გრძელი თმა კისრამდე ლამაზად ჩამოშლია. ამდენ ხალხს შორის კი ისეთი ტონით ლაპარაკობს თითქოს ჩვენზე მეტი იყოს და ჭკუას გვარიგებდეს. საიდან ამხელა ამბიცია?
-რა უნდა შეიცვალოს? - ყვირის ჩემს უკან ერთი ბერიკაცი, რომელსაც თმა გასჭაღარავებია და ხელჯოხით ინარჩუნებს წონასწორობას. კბილები საშინლად აქვს გაყვითლებული, ბევრი არც აქვს შერჩენილი და ჩლიფინებს. სიტყვებს ძლივს გამოთქვამს. თუმცა როგორც ვამჩნევ მაინც გაიგონა წრეში უცნობმა კაცმა და ვერ ვიტყვი, რომ გაუხარდა.
-რა უნდა შეიცვალოს? - გაიმეორა თეთრებში მოსილმა. - მეკითხებით კიდეც? - აშკარად გაოცებულია. კისერს ვაგრძელებ. ბიჭი იღიმის, საოცარი ღიმილი აქვს. ამას ვხედავ, მაგრამ რატომღაც არ მსიამოვნებს. - თქვენ! - ერთ სიტყვით ამთავრებს. შემდეგ ჩუმდება. ხელს იშვერს ზეცისკენ და კვლავ რაღაცის თქმა სურს. ამას ვგრძნობ. - შეხედეთ ამ ულამაზეს ცას, უსმინეთ მშვენიერ ჰანგებს ბუნებისას, დააკვირდით ცხოველების გამჭრიახობას და საქციელს, თვალი გაახილეთ ბუნების სიმწვანის დასანახად და მისი სურნელის შესაგრძნობად და მიხვდებით რაც უნდა შეიცვალოს.
-ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვინდა. გვაქვს სამუშაო, ხელფასი, გვყავს შვილები, ვარჩენთ ოჯახებს. ჩვენ მათთვის ვცხოვრობთ, რომ გავზარდოთ ბავშვები და სწორ გზაზე დავაყენოთ... რა უნდა შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში? - წამოიძახა ვიღაცამ ჩემს წინ. „მხსნელს“ სახე ეცვლება. იმაზე გაოცებული უყურებს, ვიდრე ვინც კითხვა დასვა იმას შეეტყობოდა. თავს კიდევ უფრო მაღლა ვწევ, კისერს ვიგრძელებ, მაგრამ მიჭირს მაინც რამის გარჩევა. ჩემს წინ ჩემზე მაღალი, ახმახი და დაკუნთული ტიბი დგას და ხელს მიშლის ყურებაში. გაწევას ვერ ვთხოვ, ვეგუები, რომ ვერ ვხედავ. ხელებს ჯიბეში ვიყოფ და მხოლოდ სმენით ვკმაყოფილდები. საშინლად ცივა „მხსნელს“ კი თხელი ნაჭერი აქვს მოხვეული, პირსახოცის მსგავსი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აბაზანიდან გიჟივით არის გამოვარდნილი, ან ვინმემ გამოაგდო და ახლა ქუჩაში ხალხს იტყუებს, წრეს კრავს, რომ გათბეს. ჭკვიანურია, თუმცა მაინც მის სიტყვებზე ფიქრს ვუბრუნდები. მაინც რატომ გაუკვირდა ასე მისი კითხვა? რატომ უნდა შევიცვალოთ.
-აი, სწორედ ესაა პასუხიც. თვითონვე თქვით რისთვისაც ცხოვრობთ მხოლოდ. - ყურებს იქავებს და ნერვები ეშლება ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა, რომ უწევს თუმცა ისეთი სახე აქვს თითქოს ფიქრობს, რომ სხვა გზა არც აქვს. - ადამიანი, თავისი მოდგმით ყველაზე პრიმიტიული არსებაა, - აგრძელებს ის. - რომელსაც მხოლოდ მცირედით დაკმაყოფილებაც კი არ ეჩვენება მწირად და ეჩვევა, ეგუება. ადამიანის ყოფა, რასაც ის სჩადის ავისმომასწავებელია, რადგან თქვეეეენ.... ხო, თქვენ... არ გაგაჩნიათ ღირსებები. არ გიყვართ საკუთარი თავი, არ გიყვართ სხვა, არ გსურთ დაეხმაროთ მას, ვინც კვამლით სავსე ოთახში ხვდება და როცა ის კვამლი გარეთ გამოდის, თქვენც რომ გაწუხებთ მაშინღა იწყებთ ხელების ქნევას გასანიავებლად.
-საკუთარი თავი ვის არ უყვარს? - ირონიულად იკითხა ქალმა, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს. პატარა კი სულ აქეთ-იქით წრიალებს, ვხედავ როგორ იკავებს ცრემლებს და არ უნდა აქ ამ წრეში დარჩენა, დედამისი კი წინა ხაზზე დგას, წრის მეორე მხარეს და თვალებით ჭამს ახალგაზრდა მამაკაცს. მას კი თვალები უბზინავდა, მიტრიალდა მისკენ და თავი დაუხარა.
-რეებს ბოდავ შვილო. რა კვამლი. - ამ დროს კი სადღაც სამოც წელს გადაცილებული ჭაღარა ქალის ჩლიფინი ისმის და ახლა ხალხში იმ ქალს ეძებს, ვინც ეს თქვა.
პოულობს, ხელს იშვერს და თბილი ღიმილით აკვირდება. ისეთი მზრუნველი სახით უყურებს თითქოს მისი შვილი ყოფილიყოს მართლა.
-აი, თქვენ ახლა კვამლის სუნს ვერ გრძნობთ? მე ვგრძნობ, მაწუხებს და სანამ თქვეცნ არ შეგაწუხებთ მანამდე არაფერს მოიმოქმედებთ, იმიტომ რომ გიცნობთ. ადამიანებს ვიცნობ კარგად. მახრჩობს ეს სუნი და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ვერ გრძნობთ? - ხრჩობის იმიტაციას აკეთებს. ხველება უტყდება და თავს დაბლა ხრის. ახლა მოხუცს აკვირდება, მოხუცი კი თავის გაქნევით უარობს. კაცს ხველება უფრო უტყდება. ახლა ყველა შეშინებული უყურებს, მაგრამ მაინც უკვირთ, რადგან აქ ხომ კვამლი არ არის.
ნეტავ რომელმა ღმერთმა დააჯილდოვა სისულელეების ლაპარაკის ნიჭით? ერთ წუთში იმდენი სისულელე თქვა, რას წარმოვიდგენდი აქ მოყრილ ხალხს თუ ამის მოსმენა სიამოვნებდათ. თუმცა არც მათ ეტყობათ სიამოვნების არაფერი. მაშინ რაშია საქმე? ვაკვირდები. არ მინდა ერთი სიტყვაც, რომ გამომეპაროს და თან ვცდილობ უფრო წინ წავიწიო, მაგრამ...
დღეს ძალიან ცუდ ფეხზე ავდექი. ჯერ იყო და უნივერსიტეტში კიბეზე დავეცი და ჩავგორდი. შემდეგ ლამის მანქანამ დამარტყა გზაზე გადასვლისას, მერე ის იყო ფეხი ამიცურდა ყინულზე და რამდენიმე წუთით თვალთაც დამიბნელდა, როცა გამოვფხიზლდი დაცემის ადგილი საშინლად მტკიოდა, ვვარაუდობ ტვინის შერყევასაც მივიღებდი, ახლა კი ეს ორი მთა კაცი წინ დამდგარა და ყველაფერს ფარავს. თითქოს ერთმანეთი მიიზიდეს, ერთი არ მეყოფოდა ახლა მეორე მიემატა. მხოლოდ მათ შორის პატარა ნაპრალიდან ვიყურები და რაღაცას ძლივს ვამჩნევ. ყურები კი ისე მაქვს დაძაბული არაფერი გამომეპარება.
-სისულელეა. - ყვირის მაღალი, მსუქანი კაცი და მუჯლუგუნის კვრას იწყებს. - გამატარეთ. ამის მოსმენას აღარ ვაპირებ. ვინ გკითხავს შენ როგორ მოვიქცევით? რა უფლება გაქვს რომ გვიკარნახო როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვიქცეთ? მიპასუხე? - მაგრამ პასუხს არ დალოდებია ისე გადის წრიდან.
გულივერებიც მიდიან, რა ბედნიერებაა. ახლა კისერს აღარ მოვიტეხ და ყველაფერს კარგად შევხედავ. ოდნავ წინ ვიწევი და ვამჩნევ ისევ იმ ნათელსახიან კაცს, რომელსაც სახეზე ღიმილი აქვს აკერებული. იმ თხელ სამოსში არ სცივა და ეს მაკვირვებს.
-სულელსა და ჭკვიანს შორის არსებობს ზღვარი, განსხვავება. - იწყებს ის და ღიმილი ოდნავადაც არ ეცვლება. მისი სახე ერთს ამბობს მხოლოდ: „მე ყველაფერს გავაკეთებ, მაინც დაგანახებთ როგორ უნდა მოიქცეთ ეს გინდათ თუ არა. - ადამიანთა ზიზღი, სიბოროტე, სიავე, სიძულვილი და ამპარტავნება სულელების, ხოლო სიკეთე, სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, მეგობრობა კი ჭკვიანთა ხვედრია. შეცვლაში კი ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. შეიცვალოს სისტემა, რაც ადამიანების სისუსტეზეა დამყარებული და მათ უგუნურებაზე. ვითომ დემოკრატია, რომელიც ისევ ტირანიაა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გეგონოთ დემოკრატია, მაგრამ ასე არ არის. ქამელეონს ყოველთვის შეუძლია დაიმალოს და იმ ლანდშაპდის, ან ბალახის ფერი მიიღოს, სადაც ის არის. პარტიები გვმართავენ ჩვენ, მათი ნება სურვილით, დემოკრატია ჰქვია, მაგრამ სიტყვა ტირანია ჩრდილშია მიმალული და კარგად ახერხებენ ქამელეონებივით ამის დამალვას, არგებენ ზუსტად ამ ყველაფერს და ჩვენ ისე გვაჩვენებენ, რომ ვითომ ყველაფერი ჩვენთვის კეთდება. მე, მინდა შევცვალო სამყარო, მაგრამ სამყაროს ერთი კაცი ვერ შეცვლის, ის რამდენიმე ადამიანის მიზანმიმართული შედეგია, რომელიც ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს. უნდა შეიცვალოს ხალხის სურვილები, მათი ამბიციები და გაუჩნდეთ უფრო მეტი სიყვარული მოყვასის მიმართ, მაშინ შეიცვლება სამყაროც. - მცირე ხნით ჩუმდება. ალბათ ფიქრის დროს გვაძლევს, ან თვითონ დაიღალა ამდენი საუბრისგან. რასაც ამბობს ხანდახან მგონია, რომ ამის მართლა სჯერა ან ჩვენ გვატყუებს. სამყაროს შეცვლა ადვილი ჰგონია? სულაც არა. ზოგი სერიული მკვლელია, ზოგი მოსიყვარულე მამა, ამას ვერ შეცვლი როგორც არ უნდა ეცადო. ძალიან მეოცნებე ვინმეა და სისულელეებს ლაპარაკობს... ნამდვილად!
-ერთმანეთს ხოცავთ ფულის გულისთვის, ჭამთ და ძღებით, სხვაზე კი არ ფიქრობთ. - მგონი მართალს ამბობს. - გადაცემებში მხოლოდ გასართობი შოუები გადის და სისასტიკე, გარყვნილება უკვე მოდად იქცა. გარყვნილებით ცდილობენ ადამიანთა გასულელებას და ყველას ცოცხლად კლავენ. უსპობენ აზროვნების უნას. უქრობენ ოცნებებს, მიზნებს. - მშვიდია. გაოცებული შევყურებ და მინდა მეც რაღაც ვთქვა, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ. ასპარეზს ისევ მას ვუთმობ, ან სხვას ვინც მას შეეპასუხება. - ნუთუ ვერ ატყობთ ამას? ყველაფერი გამზადებული გირჩევნიათ მიიღოთ და არ ფიქრობთ საიდან? ტელევიზია კი ადამიანს ზომბად აქცევს, ცოცხალ ზომბად, რომელსაც მხოლოდ ყურება და ჭამა ევალება, რომლის სულიერ „მეს“ სძინავს და გამოფხიზლებას არც ფიქრობს.
-ახალგაზრდავ... ახალგაზრდავ... ხო, თქვენ გეუბნებით. ახლოს მოდით. შემოდით წრეში, ნუ მორცხვობთ. არ შეგჭამთ შემოდით. - თან თითით ანიშნებს შავთმიან ბიჭს. მას ხელში მობილური უჭირავს, შავი სქელი ქურთუკი აცვია და ჯაჭვებით არის დამშვენებული. კისერზე ტატუც კი აქვს. შავად რაღაც იალქნის მსგავსი რამ ახატია.
უკან ვიღაცები ერთმანეთს ელაპარაკებიან, მაგრამ ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ის კაცია, ვინც მოახერხა და ასობით ადამიანის ყურადღება ერთიანად მიიპყრო, ოღონდ უარყოფითი კუთხით. ბიჭი წრეში ნელ-ნელა შედის, თითქოს დარწმუნებული არ არის, რომ ესე უნდა მოიქცეს და საკუთარ თავს ეკითხება სწორად ვიქცევი თუ არაო. მობილურს ოდნავ უჭერს ხელს, მარჯვენა თავისუფალი ხელით კი მუშტი შეუკრია, ფრთხილია მაინც.
„მხსნელი“ ჩუმად არის და ელოდება, როდის შევლენ მისი აკანკალებული და ნელა მოსიარულე ფეხები წრეში. აი, შევიდა კიდეც და... ღმერთო ჩემო, კაცი თეთრებში სახეში ურტყამს ხელს. გალაწუნების ხმა ზარივით წკრიალებს. წარმომიდგენია მის ყურში რა ზრიალი იქნება ახლა. ალბათ მტკივნეულია, მეც კი მეტკინა მის მაგივრად. წრეში შესულს სახეზე გაბრაზება უვლის. ვფიქრობ სიკვდილი მოსდმებია ალბათ, და დაიმსახურა კიდეც. დაე მოკვდეს!
ბიჭი მუშტს უქნევს და ცხვირში ხვდება. სახეაწითლებული და ესკიმოსივით სულ თეთრი ძირს ეცემა, ბიჭი ზედ ახტება და კიდევ აგრძელებს სახეში მუშტების მოქნევას.
-მოგკლავ შენი. - ყვირის და კიდევ ურტყამს. კიდევ... ხალხი გონზე მოსვლას ასწრებს და რამდენიმე ზორბა, მაგრამ დაბალი ტიპი მის მოცილებას ცდილობს. სანამ გამოათრევენ წრიდან მანამდე კიდევ ორჯერ ახერხებს სწრაფად მისთვის მუშტის დარტყმას.
თეთრსამოსიანი კაცი წევს, შემდეგ დგება და სისხლს მკლავით იწმენდს. თეთრ სამოსზე სისხლის კვალი ჩნდება. გაბრაზებული და გაგიჟებული მოჩხუბარი კი რიგიდან გაჰყავთ კიდევ, რომ არ მივარდეს. თეთრსამოსიანი კაცი მშვიდად დგას, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება უჭირს. მთვრალივით იქცევა, მაგრამ ისეთი სახით იყურება თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ჩალურჯებები კი რომელიც ეტყობა ამას ეწინააღმდეგება.
-აი. - ხელებს შლის, რომ არ დაეცეს. - აი, რას ვამბობ და რას ვგულისხმობ. მის გონებაში სიძულვილი ჭარბობდა სიყვარულს. სიყვარულით ყველაფრის მპყრობელია, მას შეუძლია განკურნოს სნეული, გააცოცხლოს მკვდარი, შეუხორცოს ჭრილობები გულის შიგნითაც. მას ყველაფერი შეუძლია და ეს მინდა, რომ დაინახოთ. შეიგრძნოთ.
-ყველას თვალწინ დაამცირე და დარტყი. - ბოხი ხმით გზავნის სიტყვებს კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც მასთან ახლოს დგას და ისიც ნერვიულად ხელების ქნევით საუბრობს. - გუშინ გაჩნდი ამ ქვეყანაზე? გეგონა მოგითმენდა?
-დამცირება? აქ ამას ასე ეძახით? ხალხო, თვალი გაახილეთ. როგორ გინდათ, რომ იცხოვროთ სიბრიყვესა და სიბნელეში. როგორ უნდა იყოთ დღემდე ამ ჭაობში, მუხლებამდე, რომ ჩაგიდგამთ ფეხი. - დაბლა ვიხედები და ხმაურის მიხედვით ვხვდები, რომ ყველა ჩემსავით იქცევა. - აი რას ნიშნავს განათლება! - აყოლებს შემდეგ. ჯერ შუადღის ხუთი საათია, რა დროს სიბნელეა?! იდიოტი.
-ვის სძინავს? - ყვირიან ერთხმად და მათი ყვირილი ერთი კაცის ყვირილად მეჩვენება, თუმცა ხმა სხვადასხვა ადგილიდან მოდის. არეულობა ისადგურებს ქალაქის ცენტრში. - რას ვიკლავ თავს, ვიყინები და ეგღა მაკლია ამის ლაპარაკს ვუსმინო. აქამდე უნდა წავსულიყავი, როგორც სხვები. - ჩვენი რაოდენობა ერთით იკლებს. კვლავ ორი კაცი აკლდება ჯგუფს, მაგრამ უკან რომ ვიხედები მგონი უფრო მეტი ინტერესდება იმით, თუ რა ხდება აქ და მოდიან.
-ჰმ.... - რა უნდა ამ კაცს ვერ ვხვდები. - ბრბო ხართ. თქვენ ადამიანები ხართ ერთიანი გრძნობებით, ერთიანი სურვილებით და ემოციებით, მაგრამ იმ გრძნობებში სიყვარული არ შედის. - ჩერდება, თუმცა პასუხის მოლოდინით არა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ რეაქცია აინტერესებს ხალხის და მათ თვალებში ცეცხლოვან მზერას ესვრის. ერთი მეც დავიმსახურე, მაგრამ იმის გამო, რასაც მასზე ვფიქრობდი თვალი ვერ გავუსწორე და თავი დავხარე. - სიყვარული, ადამიანის დაუოკებელი ვნებებისა და ქალის ლოგინში ჩაგორების მცდელობების ერთობლიობა როდია. სიყვარული იმართება გულით, გული კი ტვინზე ძლიერია სწორედ სიყვარულის დახმარებით. სიყვარული თავად ღმერთია. ის ყოველ ჩვენგანშია მეტ-ნაკლებად და ჩვენ ვგრძნობთ მას. თქვენ კი ეს არ გაგაჩნიათ და სწორედ ეს არის ამდენი უბედურებების მიზეზი. მშიერი ხალხი, კაცის კვლა ყოველდღიურად, ფულის გამოძალვა, ქურდობა, გაუპატიურება, ეკლესიების წაბილწვა, გინება, ერთმანეთის ცემა და უდიერად მოპყრობა საგნებისთვის, ცხოველებისთვის, ბუნებისთვის. - ხალხის ემოციების დაუოკებელი ტალღა მძლავრდება და მისკენ მიმართულს თეთრსამოსიანი კაცის ჩაყლაპვა სურს. - სიყვარულის ნაკლებობის გამო თქვენი ტვინი არასწორედ მუშაობს, გული ვერ მართავს მას და ცალკე ტვინი კი სისულელეებს სჩადის. სიკეთე გულისა და გონეის ერთად მუშაობით იმარჯვებს, ამ დროს კი ღმერთი თქვენს გულშია, მაგრამ როცა არ უშვებთ მას მაშინ გული ღვარძლით გევსებათ. ზიზღით და სიბოროტით.
-რეებს ბოდავ ბიჭო. - ღრიალებს კუნთებ დაბერილი, ოცდათხუთმეტ წლამდე კაცი, რომელსაც ბუნებრიობის არაფერი ეტყობა. ასე მგონია ვიღაცამ ხელოვნურად გამოძერწა და შემდეგ სული შთაბერა გასაცოცხლებლად.
დანის გაშლის ხმა მესმის. მზეზე ბრწყინავს და მის მფლობელს კარგად ვხედავ.წინ მიიწევს. სწრაფად ექანება და დანას იქნევს. საიდან გაჩნდა უცებ ის მოხუცი კაცი? დანა ვიღაც თეთრთმიანს ხვდება მუცელში და ძირს ეცემა. მან გადაარჩინა „მხსნელი“. ვითომდა „მხსნელი“. რა უდროო დროს იდგა იქ, ან რატომ გადაეფარა.
ყველა შეშდება. დანის დამრტყმელიც კი, თავს სწევს, დანას აძრობს და მთავარი მიზნისკენ გაშმაგებით იყურება. მის არაადამიანობას არ აქვს საზღვარი. კიდევ იწევს იმ კაცისკენ და სახეზე მხოლოდ გაღიზიანება კი არა, ალბათ მთელი მსოფლიოს ხალხების გაბრაზების ჯამი აწევს. ჰოი საოცრებავ, რომ უშიშარის როლს თამაშობს. უნებურად წინ წავიწიე, ვიფიქრე იქნებ დავეხმარო რაიმეში ან იმ კუნთებმაგარ ტიპს წავართვა დანა-მეთქი, მაგრამ ვხედავ, რომ რამდენიმეს გაუკავებია და დანაც უკვე წაურთმევიათ.
ღმერთო ჩემო, არასდროს მინახავს კაცი როგორ კვდება. ხელები მიკანკალებს, ფეხზე ძლივს ვდგები. ალბათ ამაზე საუბრობდა თეთრსამოსიანი კაციც, ამ ბოროტებაზე, მაგრამ არავინ უსმენდა, თუმცა მაინც მის მოკვლას ალბათ ყველა გმირობად ჩაუთვლიდა უდანაშაულო კაცი, რომ არ შეეწირა. ახლა კი ის უნდა დაისაჯოს, როგორც წესია. საერთოდ რატომ არ ჩანს აქ პოლიციის მანქანები? როცა საჭიროა მაშინ არ არიან ხოლმე და ჯარიმის დასაწერად კი ეგრევე მზად არიან...
-სასწრაფოში დარეკეთ. - ქალი მკივანი ხმით გაიძახის. ამ სცენამ ბევრზე ცუდად იმოქმედა. ზოგს გულიც კი წაუვიდა, სხვები კი შარის თავის ასაცილებლად გავიდნენ და თავის გზას გაუყვნენ. ხალხის რაოდენობა შეცოტავდა, ქერა თმიანი ლამაზმანი, რომელსაც ლოყასთან პატარა შავი წერტილი აქვს, სასწრაფოში რეკავს და მისამართს ეუბნება. ისეთი ლამაზია, მისი ვარდისფერი ლოყები, მისი თმა, თვალს ვერ ვწყვეტ მის ცისფერ, უძირო თვალებს და ძალიან მინდა ჩემთან საწოლში როგორმე მოხვდეს, იქ კი მე მივხედავდი.
-მკვდარია. - მოხუცთან ჩამუხლული ახალგაზრდა ბიჭის ნათქვამი მაფხიზლებს და ისევ საწყის წერტილს ვაკვირდები.
თეთრსამოსიანი კაცი ისევ არაბუნებრივად მშვიდია, როცა ყველა ღელავს და პანიკას მართავს. ის დაბლა იხრება და შეშინებულ ბიჭს განზე სწევს, ხელები სისხლით აქვს დასვრილი, მაგრამ იმ ხელებისკენ დახედვაც კი არ უნდა. ალბათ არც ესმის ქალების კივილი და კაცების ნერვიული მოთქმა. სასწრაფოც გზაში ყოფილა, მაგრამ ის ვეღარაფერს უშველიდა. ექიმებს არ შეუძლიათ მკვდრის გაცოცხლება, როგორც ყოველთვის ისინი ყველგან აგვიანებენ.
„მხსნელი „ ჭრილობაზე ხელს ადებს, მეორეს შუბლზე ჰკიდებს. ლიდერობას ჩვეული მამაკაცები მის წრიდან გამოყვანას მოითხოვენ, მაგრამ არავინ უსმენს, ყველა პანიკაშია. მეც ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი შიში სიკვდილისა, ასე მგონია ის დანა მე მომხვდა. რა საშინელებაა, ღმერთო. როგორ უშვებ ამ ყველაფერს?
ის მაინც არ ცილდება გვამს. თვალებს ხუჭავს და პირს ამოძრავებს. მისი ხელები უეცრად ნათებას იწყებენ და ეს უფრო მეტად მაგდებს შოკში. წარმოუდგენელია, როგორ... რო... როგორ აკეთებს ამას. რასაც ვხედავ სიზმრის ნაწილი მგონია, ალბათ მძინავს და ეს ყველაფერი მესიზმრება. არარეალურია. მოხუცს სინათლე ეფინება მთლიანად და მთელი სხეულით ანათებს. ყველა ისე უყურებს თითქოს ავი სული იყოს და ახლა კაცის გვამით ერთობა.
კაცი თვალებს ახელს. ამას უფრო დიდი ალიაქოთი მოჰყვება. ჩვენს უკან სასწრაფოს მანქანა ჩერდება და წრეში შესვლას ლამობს, არ უშვებენ თითქოს, თუმცა ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ვერც აზროვნებენ. ასეთ სისასტიკეს და საოცარ, ამოუხსნელ რამეს, რომ შეესწრები როგორ გინდა დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა?
-სიბნელეს თვალს, რომ შეაჩვევ სინათლეზე გასვლა აღარ გინდება. სინათლე უკვე თვალს გჭრის და გაწუხებს. - ამბობს ხმამაღლა და ფეხზე დგება. კაცსაც აყენებს, ამასობაში ფორმებში ჩაცმული ექთანი ქალებიც წრეში შემოდიან და სახეზე დაბნეულობა ემჩნევათ. ერთ-ერთი უმალ კაცთან მივიდა გასასინჯად და სწრაფად დააწვინა ისევ, მიუხედავად მოხუცის პროტესტისა, რომ კარგად იყო.
-როგორც კი გაუნათლებლობას გემოს გაუგებ განათლებისკენ გახედვა სიკვდილის ტოლფასად გეჩვენება. თუმცა მხოლოდ თავიდან. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, ფუფუნებას კი ყველაზე მეტად, საიდანაც გამოსვლა ჭირს და სწორედ სიბნელიდან სინათლეში გადასვლას ჰგავს. - ექიმების საუბრებისა და ხალხის პანიკის პარალელურად კვლავ აგრძელებს. სიმშვიდეს ინარჩუნებს მისი დაბეჟილი და დასიებული სახე. - ლაჩრები ხართ! - ოდნავ ხმას უწევს.
-ამას თავ-პირს გავუერთიანებ ახლა. - თქვა თხისწვერა ბიჭმა, რომელიც გვერდზე მიდგას. ხალხს თითქოს სულ დავიწყებია ის, რომ ახლახანს მან მკვდარი გააცოცხლა და ცემის ნაცვლად ეს სასწაულად უნდა ჩაეთვალათ.
-მოიცა. - ვაჩერებ. - დაფიქრდი რას ამბობ. მან მკვდარი გააცოცხლა. გგონია ეს შემთხვევით მოხდა? ის ღვთის რჩეულია.
-ღვთის რჩეული კი არა ვიღაცა ლენჩია. - განზე მწევს შეგნებულად და გამეტებით მაგდებს ძირს.
-ბრბო, რომელსაც ფეხის წინ წადგმა ეზარება წინამძღოლის გარეშე. მე გაგიძღვებით სინათლისაკენ და ამ სიბნელიდან გაგიყვანთ. - სად გვეპატიჟება? მის სიტყვებზე ვფიქრობ, მის ქმედებებზეც და წეღანდელ აბსურდს თავიდან ვერ ვიგდებ. შეიძლება მას ვუთხარი „ღვთის რჩეულია“-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში რატომღაც ეჭვები მღრღნის. ის ისეთი ცოცხალი იყო... არც ჭრილობა, არც ტკივილი სახეზე და ფერიც კი მოუვიდა. თითქოს გაახალგაზრდავდა კიდეც. ექიმები დასტრიალებენ, მაგრამ ამაოდ. შემდეგ განრისხებული დგება და ხალხში უჩინარდება.
-ცხოვრება... - პაუზა. და კვლავ აგრძელებს. - ერთი დიდი ილუზიაა. თავს ატყუებთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა და სამოთხეში ცხოვრობთ, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებით... დარწმუნებული ვარ, რომ ხვდებით ასე არაა. თქვენი შეცვლა კი ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა. გინდა გაიგოთ რა ხდება ზევით? - ეს კაცი გიჟია. ნამდვილად. წვერებზე ხელს იკიდებს და სახეს მისი ნათელი ღიმილი ფარავს. ჩემი დასკვნა სწორია.
ხალხი დუმს.
-გაიხსენეთ ის ბრძოლები, რომელიც გადავიტანეთ. გაიხსენეთ ჩვენი გმირები. გაანძირეთ ეგ დაჭაობებული გონება. - თავს ვერ იკავებს და ყვირის. - როგორ გინდათ ამ ქვეყანაზე იცხოვროთ, როცა არ ცხოვრობთ და მხოლოდ დადიხართ, ჭამთ, სვამთ.
-ომი დამთავრდა ვაჟკაც. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. - ხმა გარკვევით ისმის.
-ომი არ დამთავრებულა, არც დამთავრდება არასდროს, სანამ კაცობრიობა არსებობს. ახლა ის თქვენს თავებში მიმდინარეობს, ჩემს თავში მძვინვარებს ომი.
„მხსნელი“ (ყოველშემთხვევაში სხვა სახელი არ ვიცი, რითიც ის მოვიხსენიო) ხელებს თავზე იდებს და იმედგაცრუებული სახით გვიყურებს. ახლა აღარ იღიმის. სახეზე სიმშვიდე აწერია, მაგრამ ვატყობ მაინც აფორიაქებულია. ის გვიყურებს. ტრიალდება და თითოეულ ჩვენგანს გვიყურებს. თვალებით ჭამს უკლებლივ ყველას და წამით მზერას თითოეულზე აჩერებს.
-ერთ მარტივ კითხვას დავსვამ. - თქვა და მისი მზერა ჩემზე ჩერდება. განძრევას ვერ ვახერხებ, თითქოს დამაჰიპნოზა. - რა არის სიყვარული?
-ყელში ამოვიდა უკვე ყველაფერი. - ღრიალებენ და მისკენ იწევენ.
-რა არის სიყვარული? - კითხულობს თითქმის ღრიალით, რომ ხალხის დაუოკებელი ხმა გადაფაროს. თვალებით მჭამს.
-სიყვარულია, რაც ადამიანებს ერთმანეთს აყვარეს. ამის ახსნა შეუძლებელია, გიყვარს და მორჩა, როგორც მე მიყვარს ჩემი თეა. ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი, ვის გარეშეც ცხოვრებას ვერ შევძლებ. - ყველა პირს აღებს და მაჩერდება. რა ვთქვი ასეთი?
-სიყვარული მძღნერობაა, აი რა არის. - ესპანელს ჰგავს, ვინც ამას ამბობს. მეც მასთან ერთად შუაში ვექცევი და მისი მუშტი ცხვირში მხვდება. მე წონასწორობას ვკარგავ, ვეცემი. ტკივილისგან სახე მიხურს. ცხვირიდან თბილი სისხლის ნაკადს ვგრძნობ. წვეთ-წვეთად მომდის და ნაკადულივით ჩამოედინება და ასფალტზე გორდება.
ამდენი ხანი ვუსმენდი და მისგან ვერაფერი ვერ გავიგე, მის გამო კი მეც ცხვირში მომხვდა მუშტი. რას ვლაპარაკობდი საერთოდ. რატომ ვერ გავჩუმდი? რაც ვთქვი ის, თითქოს ჩემგან არ მოდიოდა, რაღაც გაუაზრებლად ვთქვი, მაგრამ თან მეგონა რომ სრულიად ბუნებრივი პასუხი იყო. ძირს ვგდივარ და ვერ ვინძრევი, ხომ ვთქვი დღეს ცუდ ფეხზე ავდექი-მეთქი.
ბრბო წინ მიიწევს.
ვიღაცის ფეხი კვლავ მხვდება ცხვირში, მე კი გონებას ვკარგავ.
თვალთ მიბნელდება, მაგრამ მაშინვე ნათდება. სიბნელიდან ვიღაც ნათელში მოსილი კაცი მოაბიჯებს. ისიც თეთრებშია და ძალიან ჰგავს „მხსნელს“. ოღონდ ახლა, არც სისხლიანი ტანსაცმელი აცვია და არც გატეხილი ცხვირი აქვს, სახეც ახალივით აქვს. ნელ-ნელა სიბნელე სულ ნათდება და ახლა ვხვდები რა სიბნელესაც გულისხმობდა. სიბნელეს უმეცრებისას, მე გონება მინათდება, როგორც ის სიბნელე ნათდება და ის ხელს მადებს. მაყენებს და მეუბნება: - სიყვარულის გარეშე კაცობრიობა ბრბოა. სიყვარული ქარივითაა. ვერ ამჩნევ, მაგრამ გრძნობ... შენ გრძნობ.... მთავარი ესაა.... იგრძენი! - ხმა წყვეტილად ჩამესმის.
შუბლზე მკოცნის და ქრება.
თვალს ვახელ. თურმე სიზმარი ყოფილა მე კი ეს ცხადი მგონებია, მაგრამ ამჯერად დაბეჟილი სახე აღარ მტკივა. ხელს ვიდებ და საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. წინ იმ ხალხს ვხედავ, სწორედ ეს მაბრუნებს რეალობაში და ჩემს ბალიშს რომ ვერ ვგრძნობ ვხვდები ის თეთრსამოსიანი კაცი ნამდვილი იყო. ისინი ყვირიან და ყიჟინას სცემენ. ქუჩის მთავარ მოედანზე მანქანების მოძრაობას აფერხებენ. ვგრძნობ გულში სითბოს, თან რაღაც მეწვის. თავი მტკივა შიგნიდან.
-სიყვარული ყველგან არის. გიყვარდეს ადამიანები. - ჩამესმის თავში. არ ვიცი რა ვთქვა, რა ვიფიქრო, რა ვაკეთო. პირველ რიგში ისევ ბრბოს ტალღას ვეწევი, რომელიც აქეთ-იქით მართლა ტალღასავით ირწევა და ჩემს წინ საშინელი სურათი იშლება. ვკეცავ ფეხებს, მუხლებში ძალა მერთმევა. სახეზე ხელებს ვიფარებ, ვტირი, ვღრიალებ. თუმცა ვფიქრობ ეს არავის ესმის. ჩემი მოთქმა-გოდება არავის აინტერესებს. მათი მთავარი ობიექტი მათ წინ არის. მის დანახვაზე გული შემეკუმშა.
-ბრბოოოო! ბრბოოო! დაუნდობელი ბრბო. - ვყვირი. - თქვენ არ აზროვნებთ. მხოლოდ ინსტიქტებს და გონებას მიყვებით, რომელიც მალე უფსკრულში გადაგჩეხავთ. - ხალხისადმი მაინც ზიზღი მეპარება, თუმცა რაც მითხრა მისგან განსხვავდება. „გიყვარდეს ადამიანებიო“, მაგრამ როგორ გინდა ისინი შეიყვარო. - რამ გაგაბოროტათ, ხალხო, ასე. - მიკვირს ჩემი საუბარი, რადგან ასე არასდროს მილაპარაკია. მიზეზს ვერ ვხვდები. რა მოუვიდა ჩემს გონებას? თუმცა ახლაღა ვხვდები ყველაფერს. რა უვიცი და გონებაჩლუნგი ვიყავი, რომ არ მესმოდა არაფერი. ახლა კი თითქოს სამყარო ტრიალს წყვეტს და მზადაა ყველა გადაყაროს კოსმოსში, უჰაერობაში. დედამიწაც, ხომ დაიღალა ამდენი ბოროტებით. ვღრიალებ, ოღონდ ტირილისგან, ხმას კი მათ ვერ ვაწვდენ. ცრემლებს ვმალავ და ვიწმენდ. ვდგები, ვცდილობ კიდევ ერთხელ შევხედო, მაგრამ ისევ თვალს ვარიდებ ამ საშინელ სურატს. წამითაც ვერ ვუყურებ.
სიყვარული? სიყვარული ახსენა იმ უცნობმა, „მხსნელმა“. რა არის სიყვარული?
ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო და არც არაფრის შემეშინდება. სიყვარული ეს უმაღლესი გონია, სიყვარული ყოვლისმპყრობელი და ყოვლის შემმეცნებელია. ის აძლევს ძალას ადამიანს ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, უყვარდეს ისინიც, ვისაც არ უყვარს და სიყვარულით აკეთოს ყოველი საქმე. კაცი სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც ნეხვის ტომარა. კაცი სიყვარულის გარეშე გარშემომყოფთათვის სიძულვილს, ზიზღს, ბოროტებას თესავს. მისი საზღვრები კი უკიდეგანოა. ახლაც ბოროტების მხილველი ვხდები ჩემდა უნებურად.
არა. შემაძრწუნებელია. ეს უნდა დამთავრდეს. ყველაფერი უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად ყველაფერი. მხოლოდ ეს თუ გვიხსნის და ეს თუ გაგვივანს ჩაკეტილი და ბნელი გვირაბიდან. მათ გონებაში ვიჭვრიტები. მხსნელისადმი ზიზღით არიან განმსჭვალულნი.... პატიება კი ერთადერთია, რაც ახლა შემიძლია. მათ ზიზღითვე ვერ ვუპასუხებ, ამას ვერ ვიზამ.
კაცი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა უნდოდა - ჩამოახრჩვეს. შუქნიშანზე დაკიდებულს სახე სულ სისხლიანი, ტანსაცმელიც სისხლიანი აქვს. მას შეეძლო შველა, შეეძლო შევეცვალეთ და გამოვესწორებინეთ. ჩემ თავს ვერ ვცნობ და არ ვიცი, რამ იმოქმედა ასე, მაგრამ მთავარია იმოქმედა და ახლა სიმართლის დანახვა შევძელი. ის იყო ჩვენი მხსნელი, ნამდვილად მხსნელი და ჩვენ კი ის გავწირეთ, მოვსპეთ ერთადერთი შანსი, რაც გაგვაჩნდა.
მალე ყველაფერი შეიცვლება. მე ყველაფერს შევცვლი - შევცვლი ადამიანებს.
გონებაში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებს, რომელიც გულის კარნახით გადაეცა მას.
მესია!
_____________________
ნამდვილად არ ვიცი როგორ გაიგებთ ამ ნაწარმოებს, როგორ ჩაწვდებით, ან რას გამოიტანთ ამ მოთხრობისგან, მაგრამ აქ ვფიქრობ, რომ რაც სათქმელი მქონდა ყველაფერი ჩავდე. მთელი ჩემი სული ჩავდე, ჩემი ფიქრები და ოცნებები, რასაც განხორციელება ნამდვილად არ უწერია.
ვერაფრით შეიცვლება სამყარო და ვერ გახდება სულ სიყვარულით სავსე, თუმცა კი ძალიან მინდოდა.
მოკლედ, იმედი მაქვს წაიკითხავთ, ჩემო საყვარლებო და ტკბილებო, წაიკითხავთ და შეაფასებთ.
მეც გაფასებთ თითოეულ თქვენგანს და ძალიან მიყვარხართ.
იცით ეს ხომ?
მაინც გეუბნებით!
ხო და იმედია სწორად გაიგებთ ამ ნაწარმოებს და არ დამწამებთ ღვთის გმობას, ღმერთის შეურაცხყოფას ან რაიმე ამგვარს, კიდევ უარესს :დ
მადლობთ ყურადღებისთვის...
თქვენი ერკე.
ე.მ.
მინდა მიყვარდეს თავი 3
უცებ ჩემს წინ ლექსო და ის ბიჭი იდგნენ იმ საღამოს რომ დამელაპარაკა და გაოცებული თვალებით შევყურებდი ჯერ ლექსოს და მერე მას.ვერ ვხვდებოდა ამ ორს ერთად რა უნდოდათ და კიდევ მესამე ლევანს რა ესაქმებოდა მათთან და საიდან იცნობდნენ ესენი ერთმანეთს.თეკოც არანაკლებ ჩემზე გაოცებული შეჰყურებდა თავის საყვარელ ბიჭს და თვალებით მჭამდა ამას აქ რა უნდაო. როგორც იქნა ნია მოსწყდა ლევანის და მორცხვად დახარა თვალები დაბლა,ლევანმა თავი ააწევინა და ნაზად აკოცა თვალებზე მერე ხელი ჩაჰკიდა და თავის გვერძე მოისვა მაგიდასთან.ლექსო და ღამის ბიჭი სუფრას მოუახლოვდნენ,ლევანი ისევ ფეხზე წამოდგა და ეხლა ყველას მიმართა მოესმინათ მისთვის.მე და თეკომ ყურები დავცქვიტეთ მივხვდით რომ მათზე იყო საუბარი, სანამ ლევანი რაღაცას იტყოდა თეკოსთვის მხოლოდ იმის თქმა მოვასცარი რომ ლექსოსტან მდგომი ბიჭი იყო ის ჩემი ღამის ბიჭი და აი ლევანმაც დაიძახა.
-გაიცანით მეგობრებო ლექსო დ ბექა.ესენი ჩემი ძმები არიან.ლექსო ჩემი კურსელი და ძმაკაცია და ბექა კი ჩემი მამიდაშვილი და განუყრელი ძმა.ის ეხლა ჩამოვიდა ლონდონიდან,იქ ჩემი მისი და ლექსოს ფირმის საქმეებზე იყო,ბექა იქ ჩვენი ფირმის წარმომადგენელია და ამიტომ ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა.თან ის ფაქტიურად იქ ცხოვრობს აქ იშვითად ჩამოდის,მაგრამ ეხლა მოსწყინდა იქ ყოფნა და სამშობლოს დაუბრუნდა უძღები შვილი.-ამის თქმაზე ყველას გაეცინა,ყველამ იცოდა ლევანს ხუმრობა როგორ უყვარდა და ამიტომ არავის სწყინდა.
-ამიერიდან სამი მუშკეტერი საქმეს უბრუნდება.შენ გაგიმარჯოს ჩემო ძმაო,შენს ლამაზ სიყვარულთან ერთად სულ ასეთი ლამაზი დღეები გაგეტარებინოს და ცხოვრებით დამტკბარიყავით.-უთხრა ლექსომ და სასმისი ბოლომდე გამოცალა. ბექამაც მას მიბაძა და სასმლით სავსე ჭიქა ხელში აიღო.
-გაგიმარჯოს ლევან ძმაო,მიხარია რომ ჩემი ჩამოსვლა ასეთ ლამაზ მომენტს დაემთხვა და შენი სიყვარულის მოპოვებაში მეც მივიღე სულ მცირე მონაწილეობ და წვლილი შევიტანე თქვენს გაბედნიერებაში.მინდა ყოველივე საუკეტესო გისურვოთ და ცხოვრებით ტკბობა რაც მთავარია.იხარეთ მუდამ ჩემო გვრიტებო.-ეს თკვა და მანაც ბოლომდე გამოცალა ჭიქა.მერე სუფრას მიუსხდნენ და მაინცდამაინც ჩემი და თეკოს წინ დაჯდნენ.ალბათ ეხლა შემამჩნია რომ მეც იქ ვიყავი რადგან გაოცებული თვალებით მიყურებდა,თითქოს იქ არ მელოდა.მე მზერა ავარიდე და თეკოს შევხედე რომელიც სახეზე სულ აწითლებული იყო და აღარ იცოდა როგორ დაემალა სახე.ლექსო კი დაჟინებული მზერით უყურებდა და თვალს არ აშორებდა თეკოს.
-ან, წამოდი რა გავიდეთ სუფთა ჰაერზე ორი წუთით თორემ ცუდად ვარ უკვე.-მთხოვა მუდარანარევი ხმით თეკომ.
-წამოდი თეკ გავიდეთ.-მეც უცებ დავთანხმდი რადგან იქ გაჩერებაა და მისი გკვირვებული მზერის ყურება აღარ შემეძლო.სუფთა ჰაერზე რომ გავედით,მეც და თეკომ რამდენჯერმე ხმამაღლა ჩავისუნთქეთ და ამოვისუნთქეთ რომ გონს მოვსულიყავით.რაც იქ შიგნით ხდებოდა ორივეს არარეალური გვეგონა და თვალებს არ ვუჯერებდით.
-ანუკი იქ მართლა ლექსო იყო თუ მომეჩვენა?-ჯერ კიდევ შოკში იყო ნანახით თეკო.
-მაინც საიდან გაჩნდა ეს ლექსოდა ბექა ლევანთან რა,ადრე არასოდეს არ უხსენებია არცერთი და ეხლა ასე უცბად გამოგვეცხადნენ.-ვთქვი არანაკლებ გაოცებულმა.
-დაიცა და შენ ბექას საიდან იცნობ ან ვინაა ეგ ბიჭი საერთოდ?-უცებ მკითხა თეკომ.
-გოგო,ეგ ის ბიჭია,იმ ღამეს რომ გამომეცხადა და გამომელაპარაკა,ხომ მოგიყევი ყველაფერი.-უცებ ავუხსენი სიტუაცია დაქალს.
-უი მართლა?ე.ი რა გამოდის რომ ის ბიჭი იქ ჩემზე რომ ელაპარაკებოდა ირაკლის ლექსოა?-და ამის გაფიქრებაზე თვალები აუციმციმდა თეკოს.ის ბიჭი თუ მართლა ლექსო იყო მაშინ გამოდის რომ მასაც უყვარს თეკო,მაგრამ რატომაა ამდენხანს უმად ეს ყველაფერი თუ სიმართლეა?
-კაი რა ბექას რა ლექსოს გარდა სხვა ძმაკაცი არ ჰყავს თუ რა ხდება?-ცივი წყალი გადავასხი მის სიხარულს,მგრამ არც ეს იყო გამორიცხული რომ ბექა სხვა ძმაკაცს გამოჰყოლოდა ირაკლისთან სალაპარაკოდ.
-მოკლედ შენ ხომ ადამიანს ოცნებასაც არ დააცდი რაა.-გაბრაზდა თეკო და რესტორანში შევარდა.
-მე რეალობას ვუსწორებ თვალს და არარეალურზე არ ვოცნებობ ხომ იცი თეკ.-მივაძახე უკვე კარებში მისულს და ზურგი ვაქციე.გაზაფხულისთვის დამახასიათებელი საღამო იყო.თბილი და საოცარი სურნელით გაჯერებული. ჰაერში აყვავებული კვირტებისა და ყვავილების სურნელი ტრიალებდა.მიყვარს წელიწადის ეს დრო,რღაც საოცარ სიმსუბუქეს და სიამოვნებას ვგრძნობ სხეულში. თითქოს ყველაფრისგან ვთავისუფლდები და სადღაც უსასრულობაში მივექანები, სადაც მხოლოდ მე ვარ და მეტი არავინ.უნივერსიტეტსაც მალე დავამტავრებ.გამოცდები დამრჩა მარტო და ალბათ მერე სამსახურის ზებნასაც დავიწყებ,აბა როდემდე უნდა ვიყომშობლების კისერზე,მეც ხომ მინდა საკუთარი ფული მქონდეს.არა ისიც ჩემია მაგრამ შენი გამომუშავებული სულ სხვაა.არასოდეს ვყოფილვარ მეოცნებე,ცხოვრებას ყოველთვის თვალებში ვუყურებდი და რეალობას უფრო ადვილად აღვიქვამდი ვიდრე სხვა ჩემი ტოლა გოგოები.არასოდეს არ ვყოფილვარ ცანცარა და მოდას აყოლილი გოგო,სადაც საჭირო იყო იქ გართობაც ვიცოდი და სერიოზულობაც.ამიტომ საერთო ენას ყველასთან ადვილად ვპოულობდი.ცემს ფიქრებში ვიყავი რომ უკიდან ნაბიჯების ხმა მომესმა არ შევტრიალებულვარ,რადგან ვიფიქრე რომეელიმე ჩემი მეგობარი იქნებოდა მაგრამ როდესაც ნაცნობი სუნმოს სურნელი ვიგრძენი,მაშინ მივხვდი ვინც მიახლოვდებოდა.
-დღეს საოცრად ლამაზი ხარ.-მიჩურჩულა ყურთან ახლოს და მისმა სუნთქვამ გული შემიკუმშა,ტანზე ბუსუსებმა დამაყარეს მაგრამ არც შევიმჩნიე მისი კომპლიმენტი.ადგილიდან არ გავნძრეულვარრ.მიხვდა რომ მობრუნებას არ ვაპირებდი ამიტომ წინ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.
-რა იყო მეგობარმა მიგატოვა და აქ მარტო დაგტოვა?-მის კითხვაში ცინიზმი უფრო მეტი იყო ვიდრე კითხვა.
-არავისაც არ მივუტოვებივარ.უბრალოდ სუფათა ჰაერზე ყოფნა მსიამოვნებს.-ვუთხარი მისი თავდაჯერილობით გაბრაზებულმა.
-იქნებ რაიმე გაწყენინე და მე არ ვიცი?-მკითხა უცებ გამოცებულმა.მისგან ამ კითხვას არ ველოდი და ცოტა დამაბნია მაგარმ მაინც ვუპასუხე.
-ამას რატომ მეკითხები?
-არ ვიცი მომეცვენა რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ ისე მელაპარაკები თითქოს ერთი სული გაქვს აქვე მიმახრჩო საშუალება რომ გქონდეს.-მითხრა სრული სერიოზულობით.ეს მართლაც ასე იყო და არც დამიმალია მისთვის.
-ისე მაგაში კი გეთანხმები რომ მქონდეს საშუალება მართლა მიგახრჩობდი.-ისეთი სახით ვუთხარი ეჭვი არ შეპარვია ჩემს სიმართლეში.
-ისე და შენ ყველასთან ასეთი პირდაპირი და სიმართლის მთქმელი ხარ თი მარტო ჩემთან ხარ ასეთი?-მორიგი კითხვა დამისვა ბექამ.
-მე ყველასთან ასეთი ვარ მოგწონს ეს შენ თუ არა და არა მარტო შენთან,მე დასამალი არავისთან არაფერი არ მაქვს.-ვუთხარი ამაყად და თვალებში შევხედე,როგორ მაბნვენ და მძირავენ ეს თვალები თქვენ ხმ არ იცით,წამით შეხედვა და უკვე მასში ვარ ჩაძირული ამიტომ თვალი მაშინვე მოვარიდე, შემეშინდა ისევ არ გავთიშულიყავი რეალობიდან და უსასრულობაში არ გადავშვბულიყავი.
-სწორედ ეს თვისება მომეწონა შენში.ისეთი თბილი ხმით მითხრა ლამის დავდნი.არ ვიცი ეს ბიჭი რას მიშვებდა მაგრამ მის წინაშე უძლური ვხდებოდი და ძალიან ვიბნეოდი.ეს ყველაზე ძალაინ მაბრაზებდა მაგრამ რა მექნა თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებდი.ბიჭის წინაშე არასოდეს დავბნეულვარ, მაგრამ მასთან ყოფნისას გონება საერთოდ მეთიშებოდა და გული იწყებდა მოქმედებას.
-მადლობთ.-მხოლოდ ეს ვუთხარი და წასვლა დავაპირე,რომ უეცრად მკლავზე მისი შეხება ვიგრძენი.არ მოვუბრუნებივარ ისე ჩამჩურჩულა ყურში.
-მართალია წეღან ჩემი კომპლიმენტი არ შეიმჩნიე მაგრამ ისევ გაგიმეორებ,დღეს ძალიან ლამაზი ხარ.ეს მითხრა და რესტორანში შევიდა.მე კი ვიდექი მისი სურნელით და სიტყვებით გაბრუებული ერთ ადგილზე და განძრევას ვერ ვახერხებდი.ცოტა ხანში გონს მოვეგე და მეც შიგნით შევედი.წინ ლევანი შემომხვდა,ხელი დამავლო და სუფრისკენ წამიყვანა.
-მეგობრებო,გთხოვტ ერთი წუთით კიდევ მომისმინეთ.-ისევ სიტყვა ითხოვა ლევანმა.ყველა სმენად იქცა.აინტერესებდათ ეხლა რაღას იტყოდა ლევანი,მეც ზალიან მაინტერესებდა რადგან ხელს არ მიშვებდა და ისე ითხოვდა ყურადღბას.
-მადლობა ყურადღებისთვის ჩემო მეგობრებო.დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილები უმეტესობა იცნობთ ალბათ ჩემს ანუკის და ვინც არ იცნობთ იმათ გასაგონად მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი,ყველაზე საყვარელი და ყველაზე ლაღი ჩემს ცხოვრებაში.ნია ძვურფასო შენ არ უეჭვიანო.-გაუცინა ნიას და მისმა სიტყვებმა სახეზე ყველას ღიმილი მოჰგვარა.ნიამ ოდნავ გაიღიმა და მორცხვად დახარა თავი ძირს.
-მინდა ამ ჭიქით ჩემი დის,ჩემი მესაიდუმლის,ჩემი მეგობრის სადღეგრძელო შევსვა.რომელიც მუდამ გვერდში მიდგას რაც არ უნდა მოხდეს აარასოდეს მტოვებს მარტო,მართალია დღევანდელი დღის სიურპრიზი მას დავუმალე მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა ამითომ ვიცი ჩემი ანუკი არ გამიბრაზდება.-თვალი ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა.
-მოდით დიდხანს აღარ გავაგრზელებ საუბარს ყველამ მინდა ჩემი ანუკის სადღეგრძელო დალიოთ.-ჭიქები ყველამ მაღლა ასწიეს და ერთხმად დაიძახეს გაუმარჯოს.ამ ხნის მანძილზე ბექა თვალს არ მაშორებდა და ლევანის ნათქვამ ყველა სიტყვას ყურადღებით უსმენდა.მანაც ბოლომდე გამოცალა ჭიქა და სუფრას მიუჯდა.სასიამვნო მუსიკა ჩაირთო.ყველა საცეკვაოდ გაემართა.თეკოსთან ერთი ლევანის თანამშრომელი მოვიდა და საცეკვაოდ გაიყვანა.ეს ყველაფერი ლექსოს არ გამოჰპარვია და მტელი ცეკვის განმავლობაში თვალს არ აშორებდა მათ.თეკო უხერხულად გრძნობდა თავს.აი მუსიკა დამთავრდა მაგრამ,ისევ სხვა ჩაირთო.თეკოს დაჯდომა უნდოდა მაგრამ ბიჭმა არ მისცა ამის საშუალება.ეს ყველაფერი ლექსომ როცა დაიახა უკვე თავი ვერარ შეიკავა და მოცეკვავე წვილისკენ გაემართა.საცეკვაო ადგილი მკრთალად იყო განატებული ამიტომ მეორე მხრიდან მომავალ ადამიანს ვერ გაარცევდი,არც თეკოს მიუქცევია ყურადღება ვინ წამოვიდა მათკენ.უბრალოდ მხოლოდ იმ დროს გამოფხიზლდა როდესაც მისმა მეწყვილემ მისი ტავი სხვას გადაულოცა და ცეკვა ამჯერად სხვასთან განაგრძო.მისი შეხებისას გული აუჩქარდა და პულსის ცემა ალბათ მალე 100 მიაღწევდა,ვერ ხვდებოდა ეს რისი ბრალი იყო,სახეზე საერთოდ არ შეუხედავს მაგრამ მასთან სულიერ სიახლოვეს გრძნობდა,სხეული,გული გონება ყველაფერი მისკენ მიისწრაფოდა,ეს უჩვეული გრძნობა მხოლოდ ლექსოს მიმართ ამოძრავებდა ეხლა კი ვერაფერს მიმხვდარიყო რისი ბრალი იყო ეს ყოველივე.ბიჭმა აუღელვებლად შემოჰხვია სიფრიფანა გოგოს წელზე ხელები და მთელი სხეულით ზედ მიიკრა.ისე ნაზად ეცეკვებოდა გეგონებათ ეშინია რამე არ ატკინოსო.მისი თმის სურნელით ტკბებოდა,მისი სიახლოვით და შეხებით.გოგო ასე ახლოს ხომ არასოდეს ყოფილა მასთან.ამიტომ თითოეული წუთის დამახსოვრებას ცდილობდა.უნდოდა ეს წუტბი სამუდამოდ აღბეჭვდოდა მის მეხსიერებაში,რომ მერე კინოს კადრებივით შესძლებოდა მისი ჩვენება.თეკო ლექსოს მკლავებში თავს ძალაინ დაცულად გრძნობდა და სულაც არ აწუხებდა ის უჩვეულო შეგრძნბა რომელსაც რამდენიმე წუთის წინ იმ ახალგაზრდასთან ცეკვის დროს განიცდიდა.მუსიკა მორჩა.ლექსომ ნაზად მოკიდა გოგონას ხელს თავისი ხელი,ეამბორა და სუფრისკენ წაიყვანა, მხოლოდ მაშინ დაინახა თეკომ თუ ვინ იყო მისი პარტნიორი და სიხარულისგან ლამის მუხლები მოეკვეთა,რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გადადგა რომ არ ჩაკეცილიყო.ლექსომ გოგონა სუფრამდე მიაცილა,სკამი გამოუწია დასვა და თავის ადგილს მიაშურა.თეკო გაოცებული შესცქეროდა ბიწის ასეთ საქციელს,მას ხომ არასოდეს გამოუჩენია მისდამი ყურადღება.ყოველთვის ჩრდილში იყო,არც რაიმე მიზეზი მიუცია იმისა რომ გოგოს შეჰყვარებოდა,მაგრამ სიყვარულს მიზეზი რად სჩირდება ის ხომ უცაბედად მოდის.შემოაღებს გულის კარებს,იქ ქარისხალს დაატრიალებს და მერე ისე გაეცლება თითქოს რამდენიმე წუთის წინ იქ სულაც არ ყოფილა.ასე მოხდა გოგონას გულშიც და იმ დღის მერე ვაჟის სიყვარულს დაატარებს გულით.ანუკიც არანაკლებ გაკვირვებული სახხით შესცქეროდა წყვილს და მათი სიყვარრულით სავსე თვალების დანახვისას გული სითბოთი ევსებოდა. ხვდებოდა რომ არც ლექსო იყო თეკოს მიმართ გულგრილი და ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისი იყო.დაქალის გახარებული სახის დანახვისას და იმის მოყოლისას თუ რა შეგრძნებები ჰქონდა ლექსოსთან მიახლოვებისას და ცეკვისას გული სიხარულით აუვსოო.უხაროდა მისი სიხარული და მთელი გულით იზიარებდა.



მგონი არც ისე პატარა თავებია.რასაც ვახერხებ ვდებ ბავშვებო.ვცდილობ ყოველ ღამე დავდო და ჩემი მკითხველი თუ ვინმე არის ლოდინით არ დავღალო.მადლობა ვინც კითხულობთ <3 <3
მტერი შემიყვარდა (თავი 14)
ასე ცახუტებულები ვიყავიტ რამდენიმე ხანს. გონს რომ მოვედი ვატოს უეცრად მკერდზე ხელი ვკარი და მოვიშორე. თვალებში ვუყურებდი და არაფერს ვგრძნობდი. არც სიძულვილს არც მონატრებას, არც სიყვარულს, არც სიბრალულს. გამახსენდა როგორ "გადამიარა" სამი წლის წინ და როგორ დაუდგა ჩემს ბიოლოგიურ დედას გვერდიტ რომ მამაჩემი მოეკლათ ამ ბინძური ფულის გულისთვის. მაგრამ ვგრძნობდი და ვგრძნობ რომ ვატოს ეს არ უნდოდა გაეკეტებინა. მის თვალებში ეს არ სჩანდა. ამ ფიქრებიდან დედამიწაზე გოგოების ხმამ დამსვა. უეცრად წამოვხტი და ვითომც არაფერი არ მომხდარა ისეთი სახე მივიღე.
-სოფი?! -მარიმ დაიყვირა და ჩამეხუტა.
-კარგად ვარ მარი არაფერია. - ვთქვი და შარვალზე ხელი ჩამოვისვი რომ მტვერი მომშორებოდა.
-სოფი სალაპარაკო მაქვს შენთან! -თქვა ვატომ და მკლავზე ხელი ჩამავლო.
-სოფი! -დაიძახა მარიმ და გამოგვეკიდა.
-არაფერია მარი. დარჩით თქვენ. -ვუთხარი და ვატოს უხმოდ გავყევი.
სწრაფი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ავტო სადგომისკენ. ვატომ მუქი ნაცრისფერი, AUDI-ის კარები გამიღო და მეც ჩავჯექი. შემდეგ მანქანას შემოუარა და ჩემს გვერდით საჭეს მიუჟდა. ცოტახანი ასე ვდუმდით. შემდეგ სიჩუმე ვატომ დაარღვია.
-სოფი ბავშვს რა დაემართა? -ხმა დაბალი ხმით მკითხა ვატომ და ჩემსკენ შემობრუნდა. სიტყვა "ბავშვი"ს გაგონებაზე ცრემლები გადმომცვივდა და ხელები სახეზე ავიფარე.
-რა უნდა დამარტნოდა ვატო რა?! მუცელი მომეშალა ნერვიულობაზე როგორ ვერ ხვდები?! რა სულელურ კითხვას მისვამ ვატო?! რა გინდა ამიხსენი! -ვყვიროდი და თან ტირილს ვუმატებდი. ვატომ ხელები დამიჭირა და და დაწყნარება დამიწყო. უეცრად მისი სიახლოვე ვიგრზენი. თანდათან მისი სახე ცემსას უახლოვდებოდა. როგორც კი ჩვენი ბაგეები ერთმანეთს ნაზად შეეხო მაშინვე გავიტრუნე და თვალები დავხუჭე.
-შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე სოფი. შენ არ იცი როგორ მიყვარხარ.
-ცინიკოსი ხარ! -მაშინვე მოვიშორე და ყვირილი გავაგრძელე -მამაცემის მოკვლა გინდოდა. ცხოვრებას მინადგურებდი გესმის?!
-გაჩუმდი! -ისეთი დაიყვირა იქვე გავიყინე. -გაჩუმდი! შენ ძალიან კარგად იცი რომ არ ვიცოდი ის თუ მამაშენი იყო. ძალიან კარგად იცი რას ვგრძნობდი იქ როცა გიყურებდი ასეთ გულ ნატკენს. რა გგონია მე ამას გულით ვაკეთებდი?! მაგ ქალმა მამაჩემი მომიკლა ჩემს თვალწინ და მითხრა თუ არ გავაკეთებდი იმას რასაც ის არ მეტყოდა მეც მომკლავდა. შენ რა გგონია მე მკვლელად დავიბადე?! და არც არასდროს ვყოფილვარ მკვლელი გესმის?! შენი ნაბო*არი დედის გამო რომელმაც ყოველ მეორეს სიცოცხლე გაუმწარა, ციხეში აღმოვჩნდი! მაგრამ სიმართლე რომ გაირკვა მე გამომიშვეს. თორემ ეხლაც იქ ვიქნებოდი!-ბოლო ხმაზე ყვიროდა ვატო.
-არ არის ის ქალი დედაცემი!-მეც ტირილს არ ვწყვეტდი/
-ნუთუ ჩემი სიტყვებიდან მხოლოდ ეგ გაიგე სოფი! ეგ გაიგე მარტო?! გეკითხები!
მე კი ვტიროდი და არ ვწყვეტდი. ვატომ მანქანა დაძრა და სახლში მიმიყვანა. არაფერი არ უთქვამს ისეთი მოწყდა ადგილს. სახლში რომ შევედი გოგოები იქ დამხვდნენ. მაშინვე გამოიქცნენ და ჩამეხუტნენ. ცოტა რომ დავმშვიდდი, ყველაფერი მოვუყევი რაც ვატომ მითხრა. ისინიც განაბულები მისმენდნენ. საუბარი რომ დავამთავრე ამ თემაზე არაფერი უხსენებიათ. გოგოები რომ წავიდნენ მე წყალი გადავივლე და ლოგინში ჩავწექი. დიდხანს ვერ დავიძინე. შემდეგ ღამის სამი იქნებოდა რომ ჩამეძინა.
რომ გავიღვიძე შუადღის ორი ხდებოდა. ავდექი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი, ყავის გასაკეთებლად. უეცრად კარზე ზარის ხმა იყო. კარი გავაღე და დემეტრე იდგა და ქვემოდან მიყურებდა. საკოცნელად დაიხარა მაგრამ სახე ავარიდე და ხელით ვანიშნე შემოდითქო. ისიც სამზარეულოსი შემოვიდა და სკამზე დაჯდა.
-ყავა გინდა? -ცივად შევთავაზე.
-არა! -ცივად მიპასუხა.
-დემეტრე სალაპარაკო გვაქ!
-ვიცი სოფი ვიცი! -გამეტანხმა და თითების კაკუნი დაიწყო.
-მე დავიწყებ! -ვუთხარი და ყავა ჭიქაში ჩამოვასხი.
-გისმენ!
-მოკლედ მე შენ არ მიყვარხარ დემეტრე! ამდენი ხნის განმავლობაში უბრალოდ მომწონდი. სხვა არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა შენს მიმართ! -ისე თამამად ვთქვი ჩემი თავის გამიკვირდა.
-რა გოგო?! -გიჟივით წამოხტა და კედელწე ამაწება.
-რაც გაიგე დემეტრე. -მეც შევეპასუხე. უეცრად ჩემმა მობილურმა დარეკა. მეც დავუსხლტი ხელებიდან და მობილურს ვუპასუხე.
-გისმენთ.
-გამარჯობათ! სოფი ბრძანდებით?
-დიახ რაგნებავთ?
-ბოდიშით რომ გაწუხებთ მაგრამ, ვატო გუშინ ავარიაში მოყვა.
ამის გაგებაზე თავზარი დამეცა. პირზე ხელი ავიფარე და ცრემლები შევიკავე. გავიგე რომელ საავადმყოფოში იწვა და გიჟივით გავქანდი. დემეტრე გამომეკიდა მაგრამ სულ არ მეცალა მისთვის. შენობაში რომ შევედი ვიკითხე ვატო სად იწვა. ექთანმა მიმაცილა პალატასთან. მითხრა რომ არც თუ ისე ადვილად არის საქმე და შეიძლება უცხოეთში დასჭირდეს მკურნალობაო. ფრთხილად შევაღე კარები და ოტახში შევედი. საწოლის გვერდზე მდგარ სკამზე დავჯექი და ვატოს ხელს ხელი დავადე.
-მაპატიე, გთხოვ. გემუდარები მაპატიე. მჯერა შენი ვატო. გთხოვ ოღონდ არ მიმატოვო. მიყვარხარ ვატო! -ვთქვი და მის ხელს ვაკოცე.
აღიარე რომ  მოგარჯულე ხიმშო !(2)
სახლში დაღლილი დაბრუნდა დაიძინა , დილით ჩვეულებისამებრ მივიდა ირაკლისთან კარი მიხურა და მისაღებში შევიდა ირაკლი დივანზე იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა . სესილი ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ვერც ის გადაწყვიტა ეკითხა რამე თუ გასულიყო უბრალოდ
-შენი დახმარება მჭირდება - თითქოს რაღაც დასკვნამდე მივიდა ისე თქვა -დაჯექი
-გისმენთ
-საცოლე უნდა მიპოვო ჩემს დაბადებისდღემდე
-რაა? - გაოცებულმა გააფართოვა თვალები და ირაკლის შეხედა რომელმაც იმ წამს ამოხედა - მეღადავებით უფროსო?
-შენი აზრით?
-რანაირად... თქვენ ხო .. საცოლე როგორ გიპოვოთ ვერაფერი გავიგეე- ბოლოს თქვა და წარბებშეკრულმა შეხედა
-გავიგე რომ დედაჩემი აპირებს ჩემი უცოლობა თვითონ გადაჭრას გოგო ყავს შერჩეული რომელიც ჩამოვა ჩემს დაბადებისდღეზე და შეეცდება ჩემს შებმას . მე თუ წინასწარ დავახვედრებ საცოლეს რომელსაც გადავუხდი ყველაფერს რასაც მომთხოვს და ცოტას დავამუშავებ ისე რო ეჭვი არ შეეპაროთ ,დედაჩემს კარგახნით მოვიშორებ
-და ისე რო მოიშოროთ ის გოგო არ შეიძება?
-სესილია იმას კი მოვიშორებ მაგრამ დედაჩემის წუწუნის ნერვები აღარ მაქ დავიტანჯე მერე ვიღაცას ნახავს კდიე და მოკლედ რა არც მაგის გაბრაზება მინდა ამიტო ყველაზე კარგი ვარიანტი ეგაა
-ხო მაგრამ თქვენ რო მოგეწონოთ და ეჭვი არ შეეპაროს არავის ეგეთი გოგო სად ვიპოვო ორ დღეში და თან ვასწავლო რა გიყვართ ,ვინ ხართ საერთოდ და გავაგებიო ყველაფრეი თუ არა ცოტა რამ მაინც თქვენზე
-მე რა ვიცი სესილია? შენ რომ გავალებ ესეიგი შენ უნდა მიხვდე როდიდან მეკითხები?-უცებ აფეთქდა მაგრამ სესილიც წამოვარდა
-კარგით რა მართლა და მართლა მეც ადამიანი ვარ რამდენი რამე დაგივალებიათ ყველაფერი გამიკეთებია მაგრამ გოგო სად გიპოვოთ მაგას რო დათანხმდეს გამაგებიეთ რა
ხიმშომ ახედა ცოტახანს უყურებდა გაბრაზებულ გოგოს მერე ისე გაუბრწყინდა თვალები სესილის შეეშინდა მიხვდა ეხლა რაღაც სასწაული მოიფიქრაო . ხიმშო მასთან დადგა ისე ახლოს იყო გოგოს თვალები გაუფართოვდა ხელი რომ მოხვია გული შეეკუმშა ვერ მიხვდა რას აკეთებდა
-რა ხდებ..
-ჩშ მადროვე ერთი წუთი- მკაცრად უთხრა , პიჯაკი გახადა მერე შეათვალიერა გოგონა ისე თითქოს მანეკენს უყურედა . ისე მოხვია ხელი , სხეულზე მიიწება . ხელები მხრებიდან საჯდომამდე ჩამოასრიალა
-რას ...- სესილის თავს ქარბორბალა ტრიალებდა ისეტი შეგრძნება ქონდა თიტქოს ცეცხლი ეკიდა
-არ შეგიძია ერთი წუთი მადროვო?- თავი უკან გაწია და თვალებში გაბრაზებულმა ჩახედა თითქოს თვითონ არაფერს აკეთებდა გასაოცარს. თმა მარტივი მოძრაობით გაუშალა , ხელი პერანგის საყელოსთან გადაიტანა და ღილები მოხერხებულად ჩახსნა სანამ მკერდი არ გამოჩნდა მერე კი სესილიმ გაუტია, უკვე ცეცხლს აფრქვევდა ამდენი ხანი ირაკლისთან იმდენი რამ ისწავლა მათ შორის გაბრაზებაც მასსავით იცოდა მაგრამ უფრო იშვიათად ეხლა კი ცოტა აკლდა გაგიჟებამდე
-შეეშვით ხელების უმისამართოდ მოძრაობას და მომშორდით !
-გეყოფა ეხლა ნუ ბრაზდები - კმაყოფილმა გაიცინა და მის მკერდს თვალი მაოშორა
-ეგრე კმაყოფილი რატო იცინით? რაღაც მოიფიქრეთ ხო? რაღაც სასწაულს იტყვით ეხლა და გადამრევთ
-მიპასუხე კითხვაზე და გეტყვი
-რა კითხვაზე - მის მოხვეულ ხელებს დახედა რომელიც ისევ არ მოშორდა და მერე თვალებში ჩახედა
-ჩემს ყველა მეგობარს , ოჯახისწევრს იცნობ. ხომ მართალი ვარ
-კი ყველას
-იცი როგორი საჭმელი, სამოსი, საუბარი, ქალი, სასმელი მიყვარს
-ვიცი მაგრამ ეგ რა შუაშია
-შენ ხარ ჩემი საცოლე!- ასე ღიმილით უთხრა და ისევ შეათვალიერა
-თქვენ ამ დილით რამე გაიკეთეთ? თუ წუხელ და დღესაც დაბოლილი ხართ -სრულ შოკში იყო და რაც პირველი მოაფიქრდა ის წამოაყრანტალა მაგრამ თავადაც იცოდა რომ როშავდა რაღაცას
-სესილი ნუ გამაბრაზებ კარგ ხასიათზე ვარ
-არა რა ეს უკვე თავხედობაა ბატონო ირაკლი ან დამცინით მაგრამ არა თქვენ არ გიყვართ მსგავსი თავხედობა
-ერთი წუთით დამშვიდდი და დაფიქრდი, შენზე უკეთეს ვარიანტს ვერ ვიპოვი არც არაფრის სწავლა დაგჭირდება
-გამორიცხულია , შეუძლებელი არ ვარ თანახმა ეს უკვე მეტისმეტია ათასი სისულელე გამიკეთებია რაც დაგივალებიათ მაგრამ ეგ უკვე ყველა ზღვარს სცდება და არავითარი თანამდებობა არ მავალებს მაგის შესრულებას
-ნუ ყვირი სესილია დამშვიდდი
-როგორ დავმშვიდდე როცა ასეთ რამეს მავალებთ
-არ გავალებ გთხოვ - უკან დაიხია და სერიოზული გამომეტყველებით დაიწყო საუბარი როგორც ჩვევია - დახმარებას გთხოვ ვიცი ეხლა რომ გითხა გადაგიხდითქო გაგიჟდები და მომკლა შეიძლება უბრალოდ გეტყვი რომ რასაც მთხოვ ყველაფერს შეგისრულებ ოღონდ ეხლა გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან , მაკას და თიკუნას ხელში ნუ ჩამაგდებ ათასი საქმე მაქ მაგათთვის არ მცხელა და შენს გარდა ვერავის ვენდობი
-არ შემიძლია ბატონო ირაკლი ეს ყველა ზღვარს სცდება კარგი დაგთანხმდით მერე? გაიგებს ყველა დაწერენ და ილაპარაკებენ როგორ შეგიყვარდათ მდივანი და დარწმუნებული ვარ ათასი სიტყვით შემაქებენ , შემდეგ თქვენი ჩვეული ცხოვრება გაგრძელდება და ყველაფერს ისიც დაემატება რომ ჩემი პრინციპები მიწასთან გასწორდება
-შემომხედე და მითხარი რო გჯერა შენს სახელს ვინმეს შევაბღალიებ და ნებას მივცემ ცუდი თქვას
-მე ..
-უბრალოდ ნახე ეს გოგო როგორ გავიკარო მითხარი ხო გადამიყვანს ჭკუიდან ასე ცივად რო მოვიშორო გაგიჟდება მაკა დაემართება ინფარქტი-მობილურში ფოტო აჩვენა და დაინახა როგორ დაკარგა ფერი სესილიმ, ხელი რომ არ მოეხვია წაიქცეოდა , სავარძელში ჩასვა - სესილია რა დაგემართა სესილი- უცებ მოუტანა წყალი და თვითონ დაალევია გოგოს თვალები აემღრვრა მობილურს ხელს გამეტებით უჭერდა ერთდროულად ბრაზი და ტკივილი ჩანდა მის თვალებში - სესილი მითხარი რა გჭირს თორე გავგიჟდები ახლა
-მე .. თანახმა ვარ ვიქნები თქვენი საცოლე რამდენი ხნითაც გინდა იმდენით
-იცნობ ხო? საიდან რა იცი მასზე
-ეგ პირადულია და მაგის თქმას ნუ მთხოვთ მხოლოდ ერთი პირობაა უნდა ვიცოდე მასთან რა გაკავშირებდა და უნდა დავრწმუნდე რომ მასთან არასდროს იქნები არანაირი ურთიერთობა არ გექნება მხოლოდ მასთან
-სესილია შენ ყველაფერი იცი მგონი ამ ხუთი წლის მანძილზე თუ ვინმეს გავხედე ისიც და პირადულზე მელაპარაკები შეენ?
-არ შემიძლია ვერ გეტყვით და რაც ვიცი თქვენ არაფერი მოგიყოლიათ და არ გვიჭორავებია
- ანუ უნდა გავიგო ხო? კარგი იყოს ეგრე თანახმა ვარ . იმას რაც შეეხება ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც დაგამცირებს ისედაც არ ვაპირებდი მასთან რომანის გაბმას
-თქვენ რომანი არავისთან გქონიათ ნუ 16 წლის ასაკის შემდეგ
-აი ეგეც იცი ხომ ხედავ . კიდე არ გამოიყურები კარგად გინდა რამე წამალი მოგიტანო? ან წვენი რავიცი რამე
-არა მადლობთ . წავალ მე საუზმეს მოვამზადებ . ყველაფერი მოსაფიქრებელი გვექნება ეხლა მე კი ვიცი ბევრი რამ ტქვენზე მაგრამ თქვენც ხო უნდა იცოდეთ რამე მაინც, სტილიც უნდა შევიცვალო ესე არავინ დაიჯერებს რო თქვენ მოგწონვართ და საერთოდ როდის მოვახერხო ეგ ამდენი საქმე გვაქ დღეს
-შენ ეხლა როლს ირგებ წუწუნა ცოლის და არა საცოლის სესილი -უკან მიყვა ხიმშო და მაგიდასთან დაჯდა თან უყურებდა გოგოს ისე სწრაფად აკეთებდა ყველაფერს თვალს ვერ მიაყოლებდა წესიერად
-რა შუაშია აქ ცოლი კარგი აღარ ვიტყვი არაფერს და ვიფიქრებ ჩუმად ჩემთვის -თქვა და მართლა გაჩუმდა . რამოდენიმე წამში სწრაფი მოძრაობის დროს ვეღარ მოწომა და პომიდორის ნაცვლად თავად გადაისვა დანა თითზე სისხლი წამოუვიდა ძალიან ეტკინა და ტირილი დაიწყო . ხიმშ უცებ წამოვარდა თვითონაც ვერ გაიაზრა ისე დაავლო მაჯაშ ხელი ონკანი მოუშვა და ჭრილობაზე ცივი წყალი რომ დაესხა უფრო ატირდა
-მტკივაა - უკვე ცუდად იყო ასე რომ უყურებდა თან ღრმა ჭრილობა ჰქონდა. სწრაფად გამოიღო კარადიდან ბინტი და თითი შეუხვია სესილი ისევ ტიროდა - რა სულელი ვარ როგორ დამემართა - ტირილით ამბობდა და ცრემლებს იმშრალებდა მაგრამ მაინც მოდიოდა . ხიმშომ ხელი მოხვია და ჩაეხუტა თავზე კოცნიდა და ხელს ზურგზე უსმევდა
-გეყოფა სულ პატარა ნაკაწრია მალე აღარ გეტკინება , მალამოს წაგისმევ და მოგიშუშდება -პატარა ბავშივით ეფერებოდა მერე ცრემლები მოწმინდა მისი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და ზღვისფერ თვალებშ უყურებდა რომ გაიაზრა რას აკეთებდა უცებ მოშორდა ასეთი სითბო დიდი ხანია არავისთან გამოუმჟღავნებია აღარც კი ახსოვდა უცხოსთან ასე თუ იქცეოდა ხოლმე . მალამო აიღო წაუსვა და ისევ შეუხვია -კიდე გტკივა?
-არა
-კარგი დაჯექი მე დავდებ თეფშებზე ამათ და ვისაუზმოთ
-იყოს მე თვითონ
-დაჯექი -ისე უთხრა ინსტიქტურად დაყვა მის ნებას მაგიდასთან მოკალათდდა , ხიმშომ მაგიდა გააწყო თავადაც დაჯდა და მშვიდად ისაუზმა. ბოლოს კი წამოდგა სესილიმ უცებ მიალაგა იქაურობა და გავიდა მისაღებში
-წავედით
-დღეს ორი შეხვედრა გვაქ -დაიწყო როგორც იცის ხოლმე მაგრამ ხიმშომ გააჩერა
-გადადე ესენი დღეს ვისვენებთ საერთოდ მთელი კვირა დავისვენოთ ჯობია ეხლა შენ ჩემი საცოლე თუ იქნები ისევ ხო არ იმუშავებ ჩემს თანაშემწედ და მე რა ვქნა? -უცებ გაჩერდა და სესილის შეუბრუნდა იმდენად საყვარელი გამომეტყველება ჰქონდა სესიმ სიცილი ვერ შეიკავა და უცებ გაბრაზდა ხიმშო- რა ვთქვი სასაცილო სულ ნუ კი გადამივლი ეხლა
-ბოდიში
-ეგრე ნუ მიყურებ
-მაინც არ ჭრის თქვენზე არანაირი მზერა და რა აზრი აქ და საერთოდ სად მივდივართ
-საყიდლებზე. გარდერობი უნდა განვაახლოო არ თქვი?
-რა? თქვენ მოდიხართ?.... სად მოდიხართ
-სესილია რა გჭირს? სად დადიან ხოლმე ტანსაცმლის შესაძენად სურსათის მაღაზიაში?
-თქვენ მე მაგზავნით ტანსაცმლის საყიდლად, სუნამოსაც კი მე გყიდულობთ და ეხლა თქვენ მოდიხართ ჩემი ტანსაცმლის შესარჩევად? იცით რამდენი რამე უნდა ვიყიდო? ყველაფერი ისეთი მაქ როგორსაც თქვენ ითხოვდით
-მითუმეტეს დიდი ხანია არ ვყოფილვარ საშოპინგოდ
-დადიოდით ხოლმე?
-ათი წლის წინ მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი და შენ წარმოიდგინე არ მქონდა ამდენი ფული არც საქმე და დავდიოდი დაჟე ჩემს დასაც დავყვებოდი აბა ის ისეტ რაღაცეებს ყიდულობდა მერე ცემა მიწევდა სამი ოთხი ბიჭის - მანქანაში ჩაჯდა ამჯერად მძღოლის ადგილი დაიკავა , სესილი წინ დასკუპდა და ღვედი შეიკრა . მალე სავაჭრო ცენტრში მივიდნენ და დაიწყეს ტანსაცმლის არჩევა . დაუჯერებელი კი იყო მაგრამ მალე მხიარულადაც მოძღაობდნენ სექციებს შორის ბოლოს რამოდენიმეს მოზომვა გადაწყვიტა მაინც და გასახდელში შევიდა. ხიმშო დივანზე დასკუპდა და დელოდა ირგვლივ იხედებოდა ლაპარაკით რო გამოკუსკუსდა სესი ტანზე გამოყვანილი შარვალი ეცვა რომელიც მის გრძელ ფეხებს უკეტ გამოკვეთდდა, მაღალ ქუსლზე , მაისურიც ძალიან უხდებოდა . ასე რო დაინახა ხიმშომ გაოცება ძვლივს დამალა „აქამდე ეს როგორ ვერ შევამჩნიე ასე რამ დამაბრმავა“
-მგონი კარგია აღარც მახსოვს ასე როდის ვიცმევდი
-კაბაც ჩაიცვი ეხლა რომელიმე და წავიდეთ - არაფერი უთქვია მხოლოდ ეს და ისე დახედა მობილურს ვითომ არაფერი
მალე ფეხსაცმლის ხმა გაიგონა და დაინახა კიდეც წითელი მაღლები , თვალი ნელა ააყოლა უმაგრეს ფეხებს მიდიოდა მიდიოდა მიდიოდა და როგორც იქნა სადღაც შეედა ნაჭერსაც მერე უკვე მკერდთან გაჩერდა და იგრძნო როგორ აუდუღდა სისხლი ბოლოს სესილის სახე რო დაინახა ინანა ასე მაგრად რო იცნობდა ეს გოგო და მიხვდა ეგრევე მის ფიქრებს
-მგონი ძალიან მოკლეა- ჩავარდნილი ხმით ტქვა და ლოყები საყვარლად აუწითლდა, პირველად შეამჩნია ხიმშომ მისი ეს მხარე და გაეღიმა
-ხო მაგრამ ავიღოთ ზომა უთხარი და წავიღოთ გვიანია უკვე
-კარგი
-ისე სხვებიც მაგ სიგრძისაა?- მიუბრუნდა და უკვე ჩვეულ ფორმაში მყოფ სესის შეხედა
-არა დანარჩენები შედარებით გრძელია . მე ეხლა სალონში უნდა შევიარო თმას შევიჭრი თორე ძალიან გამეზარდა
-არ გაბედო -უცებ გააჩერა და ისე გამოხატა ემოცია თვითონაც გაუკვირდა- იმის თქმა მინდა რომ ..- სესილის დაბნეულ სახეს რო წააწყდა უცებ დაიწყო გამოსწორება- არ უნდა მგონი შეჭრა გრძელი თმა გაქ და არ გენანება ?
-კი მაგრამ .. არ შევიჭრა?
-არა . კი ვერ ვიტან გოგოები ყოველ წამს რო იწევენ თმებს უკან და არ აჩერებენ თითებს მაგრამ შენ ეგრე არ ხარ როგორც ვხედავ და არც გამაღიზიანებს
-მივეჩვიე სულ შეკრული რო მაქ და ვეღარ ვეგუები
-მიეჩვევი - სალაროსთან იყვნენ უკვე როცა სესილიმ საკრედიტო ამოიღო - ეგ რა არი
-ბარათი
-მერე? რაში გჭირდება - თვითონ მიაწოდა ბარათი
-ხო მაგრამ მე ასე არ მინდა
-ნუ გინდა - ნაგლად გაუღიმა და დამხმარე გოგონას გამოართვა ჩანთები . სესილის მხოლოდ ერთი ეჭირა ხელში დანარჩენი ხიმშოს მიჰქონდა , მანქანაში ჩააწყო და შემდეგ კარი გაუღო სესის
-არ იყო საჭირო ეგრე არ მომწონს
-სესილია რო მეწინააღმდეგები ვბრაზდები და სანამ შევეჩვევი მინიმუმიდან რო დაიწყო არ გინდა?
-მე იმიტო დაგთანხმდით რო მინდოდა მეც ვიღებ ამით სარგებელს გარკვეულწილად და არაფერს ვითხოვ თქვენგან არ მინდა ...
-გეყოფა ძალიან გთხოვ ვიცი ძალიან კარგად ყველაფერი . ეხლა ამათ აგატანინებ და ხვალ საამოს გამოგივლი რესტორანში წავალთ პირდაპირ და იქ ვიტყვით რო ცოლობა გთხოვე დამთანხმდი და თარიღსაც მალე დავნიშნავთ ნუ ელოდნონ ისინი
-კარგი გასაგებია ესეიგი მსახიობური ნიჭის გამოვლენაც მომიხდება
-დარწმუნებული ვარ შენს შესაძლებლობებში რატომღაც
-მე არ მგონია რომ თქვენ შეასრულებთ კარგად როლს და საერთოდ იქნებ სხვა ვინმე გვეპოვა დრო გვაქ კიდე რომ მოგეწონოთ მაინც და უკეთ შეძლოთ როლის მორგება ჭკუა თუ არა გარეგნობა რომ ჰქონდეს ეფექტური - ბინის კარი გააღო და შევიდა. ხიმშოც უკან მიყვებოდა სულ რამოდენიმეჯერაა ამ ბინაში ნამყოფი და არც კი ახსოვს როგორია მაგრამ შეამჩნია ცვლილებები
-მე დარწმუნებული ვარ არჩევანში . წავედი ეხლა დაისვენე და ხვალ დაგირეკავ ალბათ რვა საათისთვის აქ ვიქნები
-ასე ადრე რატო
-გადაწყვიტეს აგარაკზე ავღნიშნოთ დედაცემის ინიციატივაა ჩვენს სახლში ვიკრიბებით არავითარი რესტორანიო ეხლახან დამირეკა შენ რო გასული იყავი
-კარგი ნუ მე მზად ვიქნები მაინც არ დამჭირდება დიდი დრო
-ხვალამდე - დაემშვიდობა და გაოგნებული გამოვიდა. კიდე ვერ იჯერებდა და სიზმარი ეგონა . სახლში მისვლის შემდეგაც სესილიზე ფიქრობდა,ყველა დეტალი აღიდგინა გონებაში და დასკვნებიც გამოიტანა. ტვინს უღრღნიდა ის ფაქტი რო თიკუნაზე არაფერი უთხრა უნდოდა ყველაფეი გაეგო მაგრამ ვერ ხვდებოდა როგორ. სიზმრებშიც კი სესილი ეწვია მოხდენილად მიაბიჯებდა მისკენ შემდეგ ხელები მოხვია და რო უნდა ეკოცნა გამოეღვიძა . სახეზე მოისვა ხელები და გამოფხიზლდა უკვე გონება ჰქონდა არეული და ცდილობდა ამოეგდო თავიდან მასზე ფიქრები , უამრავი ლამაზი ქალი ყავს მაგრამ არც ერთზე არ უფიქრია არასდროს ეხლა კი თენდება და ისევ მასზე ფიქრობს.
დილიდან აგვარებდა საქმეებს ოჯახთან ერთად იყო მოკლედ განიტვირთა საღამოს ბინაში დაბრუნდა და მომზადება დაიწყო საშინლად ეზარებოდა ბარგის ჩალაგება მაგრამ რა ექნა იცოდა სესილის მომზადება დაჭირდებოდა ამიტო ვერ გამოიძახებდა . ის აზრი რომ ისე ხშირად ვერ დაავალებდა საქმეების მოგვარებას ცუდ გუნებაზე აყენებდა . მიწერა რამოდენიმე საათით ადრე რო იქ დარჩენა მოუწევდათ და ბარგი ჩაელაგებია შემდეგ აბაზანაში შევიდა და კარგახანს არ გამოსულა . რვას აკლდა ათი წუთი როცა ბინიდან გამოვიდა, მძღოლი რამოდენიმე დღით დაითხოვა ამიტომ თავად დაჯდა საჭესთან და რვა საათზე სესილის კორპუსთან იდგა . მიწერა რო იქ იყო უკვე და ელოდა . მანქანიდან გადავიდა სიგარეტს ეწეოდა და არ ელოდა ასე მალე თუ გამოჩნდებოდა თან ასეთ ფორმაში . უყურებდა თავისკენ მიმავალ ანგელოზს რომელიც ისე იღიმოდა ჭკუას აკარგიებდა. გრძნობდა რო სერიოზულ შარში იყო მაგრამ არ ანაღვლებდა იდგა გაშეშებული და გოგოს თითოეულ ნაკვთს სწავლობდა . შავი მოკლე კაბა ეცვა მაგრამ არც უსაშველოდ მოკლე, ტანზე გამოყვანილი , მკერდთან საკმაოდ ჩახსნილი მაგრამ არა ვულგარულად , მსუბუქი მაკიაჟი , სადა სამკაულები , თმა ლამაზად ჰქონდა დახვეული და ტალღებივით ეფინებოდა მხრებზე სიარულის დროს .
-ბატონო ირაკლი არ წავიდეთ?- გოგოს ხმამ გამოაფხიზლა რომელიც უკვე მის წინ იდგა და გაკვირვებული უმზერდა
-ხო წავიდეთ - გამოფხიზლდა ისევ შეხედა- უფრო სწორედ რაღაც უნდა მოგცე სესილია - ძვლივს მოვიდა გონს და გოგონა გააჩერა
-რა?
-აი ეს მინდა რო ატარო - ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო ძალიან ლამაზი იყო შუაში ერთი დიდი ბრილიანტი ხოლო ირგვლივ პატარა თველები ჰქონდა სესილის ენახა ადრე ეს ბეჭედი და გაუკვირდა ეხლა მას რო აძლევდა თითზე მოარგო და ხელი არ გაუშვია აკვირდებოდა როგორ ბრწყინავდა და ამშვენებდა მის ხელს
-ხო მაგრამ ეს ბეჭედი ხო ბებიათქვენის დანატოვარია და იქნებ სხვა ..
-მინდა რო ეს გაიკეთო და არა სხვა - მოკლედ მოუჭრა სხვა არაფერი უთქვია იფიქრა ცუდად არ ჩამითვალოს და არ დაფრთხეს თორე უარს იტყვის წინადადებაზეო . მანქანის კარი გაუღო ისიც დაჯდა ,შემდეგ თავად დაიკავა მძღოლის ადგილი და ინსტიქტურად გაექცა თვალი სესილისკენ რომელიც ჰორიზონტს გასცქეროდა . მანქანა სწრაფად დაძრა და წავიდა . მთელი გზა ვერ იკავებდა თავს და ზოგჯერ მაინც გააპარებდა მზერას გოგონასკენ რომელიც აშკარად ნერვიულობდა თითებს აწვალებდა რომელიც შიშველ ფეხებზე ელაგა . ინსტიქტურად მოიქცია მისი ნაზი ხელები თავის ძლიერ ხელში და მის გლუვ კანს ცერი გადაუსვა
-დამშვიდდი ნუ ნერვიულობ ხო იცი ჩემებს როგორ უყვარხარ და ცუდს არაფერს იფიქრებენ პირიქით გაეხარდებათ . რაც შეეხება თიკუნას ვიცი გინდა მისი გაგიჟება და დამიჯერე გაცოფდება . მშვიდად იყავი და მომენდე - თვითონაც უკვირდა ასე თბილად როგორ ელაპარაკებოდა მას ხო არ უყვარს როცა ასე იქცევა . იგრძნო სესილის რეაქცია აშკარად აუჩქარდა გულისცემა
-მე არ ვღელავ უბრალოდ მისი ნახვა ამდენი წლის შემდეგ არ წარმომედგინა ეხლა კი მიწევს და არ ვიცი რამდენად ძლიერი ვიქნები
-ხუთი წელია მე მიძლებ მშვიდად და თიკუნა ვინაა ეგეთი - განმუხტვა სცადა და გაეღიმა კიდეც სესის . ხელი ისევ მის ხელებზე ედო ნუ ფეხზეც გამოდიოდა მაგრამ ფეხს არ შეხებია მიხვდა რო ცოტა შებოჭილი იჯდა ამის გამო და ხელი მოაშორა
-მე რაღაცეებს გეტყვი ეხლა და თუ სწორად ვამბობ დამეთანხმე კარგი?
-კარგი
-შენ ხარ 24 წლის 19 წლიდან ჩემთან მუშაობ . ოთხი წელი ამერიკაში იყავი იქ სწავლობდი შენი მშობლები ეხლაც იქ ცხოვრობენ . აქ მარტო ხარ მხოლოდ მეგობრები გყავს რომლებიც კლასელები იყვნენ მგონი შენი სანამ აქ სწავლობდი თუ ვცდები
-გვანცა და გურო კი გაბრიელი უფროსია
-ხო გაბრიელი ის ბიჭია იმ ღამით რო გეხვეოდა თუ მეორე წინ რო იჯდა და თვალებით გჭამდა- ეს არ უნდა ეთქვა წესით მაგრამ წამოსცდა
-თქვენ საიდან იცით ეგ
-სესილია მიპასუხე
-როდის მპასუხობდით ხოლმე მეც გკითხეთ რა- ბუზღუნით თქვა - გაბრიელია ჩემს გვერდით რომ იჯდა და წინ ვინც იჯდა ის გიგია
-რო დაგირეკა და შეხვედრა გთხოვა კი მაგრამ გაბრიელს თუ მოსწონხარ იმას რაღა დ.. ტ.. უნდოდა
-გაბრიელს არ მოვწონვარ მეგობრები ვართ უბრალოდ ძმასავითაა ჩემთვის და ძალიან მიყვარს
-კარგი დავიჯერებ. იმ გიგის შეხვდი?
-არა არც მეცალა და არც მქონდა სურვილი
-კარგი ესეიგი თავისუფალი ხარ და ვიღაცასთან საქმის გარჩევა არ მომიწევს. შენს მშობლებს რა ჰქვიათ?
-ქეთი და ალეკო
-დედისერთა ხარ?
-კი მე მეორე შვილი ვარ დედიკოს ჩემამდე ეყოლა ბიჭი მაგრამ ძალიან სუსტი იყო და ერთი თვის ასაკშ გარდაიცვალა მას მერე გავჩნდი მე
-ესეიგი დედიკოს განებივრებული გოგოს განსხვავებული მოდელი ხარ თან ძალიან განსხვავებული
-შეიძლება ეგრეც ითქვას
-თქვენობით ლაპარაკს თუ გააგრძელებ სესილია იქ რა დადგმებიც არ უნდა გავაკეთოთ არავინ დაიჯერებს მაინც ჩვენი სიყვარულის ამბავს . ოღონდ იკა არ დამიძახო თორე გავგიჟდები იქ. ვღიზიანდები გოგოები შეყვარებულებს რაღაც სლელურ სახელებს რო ეძახიან
-ხო ეგ ვიცი - გაეცინა სესილის- ვერც მე ვიტან ეგეთ სახელებს
-ძალიან კარგი -ხიმშო ჯობია დამიძახო შენც ასე უფრო მიჩვეული ვარ ყველა ახლობელი ეგრე მომმართავს თინეიჯერობის ასაკიდან ერთი შენ მეძახდი ბატონ ირაკლის
-მაგას ეგრე მარტივად ვერ შევეჩვევი სულ ბატონ ირაკლის გეძახდით და ეხლა ხიმშოზე როგორ გადავხტე
-კარგი როგორც შენ გინდა ბატონო მოაშორე ოღონდ . მოვედით - ჩაისუნთქა და მანქანიდან გადმოვიდა . სესილის კარი გაუღო და ისიც მის გვერდით დადგა
-დაიწყო?
-დაიწყო !
მათკენ მაკა წამოვიდა და ეგრევე მოეხვია სესილის
-ჩემი გოგო მოუყვანია როგორ მომენატრე ჩემო კარგო და საყვარელო გოგო. -ტბილად აკოცა და სესილიმაც გაიღიმა უყვარს ეს ქალი და რა გააკეთოს . - როგორი ლამაზი ხარ ჩემო გოგო ასეტ ფორმაშ პირველად გხედავ და უნდა ვაღიარო რო ძალიან კარგად გამოიყურები
-მადლობთ
-შემოდით შვილო რას ელოდები ყველანი აქ არიან უკვე ტერასაზე გავშალეთ სუფრა რამოდენიმე სტუმარიც გვყავს
მაკა წინ მიდიოდა ხიმშო ნელა მიდიოდა ასე რომ ოთახში შესვლისას ყველა მათ უყურებდათ. უცებ მოხვია წელზე ხელი სესილის და იგრძნო როგორ შეკრთა ქალი , კმაყოფილს გაეღიმა და მეგობრებს მიესალმა
-საჩუქრები ხიმშო შენს ოთახში დავაწყეთ ვიცი ეხლა ეს გადაცემის ცერემონიალები არ გხიბლავს - ერეკლემ დააყოლა სიცილით და მოეხვია ძმას . შემდეგ კი სესილი შეათვალიერა -ვაუუ ეს ანგელოზი ის გოგოა მონაზონივით გამოწყობილი რო დაგყვება უკან ხუთი წელია?
-ერეკლე რა კომენტარებს აკეთებ?- მაკრინემ დაუბრიალა თვალები და მოეხვია ორივეს- მართალია ჩემი გიჟი ქმარი ძალიან მაგრად გამოიყურები- ჩუმად უთხრა და უკვე ალისფერი დაედო სესის .
მაკა ძალიან ღელავდა ელოდა სტუმრებს ნუ სტუმრებს რა თიკუნას ელოდა . უკვე მაგიდასთან ისხდნენ სესილი ხიმშოს გვერდით იჯდა ბიჭი წინასწარ ზეიმობდა და მაკას აკვირდებოდა
-ამას გონია ეხლა ფურორს მოახდენს თიკუნას მოსვლა ეჰ ჩემო დედიკო შენ რა იცი მე რა სიურპრიზი მაქვს
-დარწმუნებული ხარ რო დღეს მოვა?
-ასი პროცენტით - ხიმშომს ჩაიცინა და აი შემოვიდა კიდეც ქალბატონი -სულ არ შეცვლილა ისევ ისეთი იაფფასიანი კა... -ცაიბურტყუნა ხიმშომ და სესილის რეაქციას დააკვირდა . გოგო ძლივს იკავებდა თავს ასკარად ცუდად იყო მაგრამ ამას ვერავინ შეამჩნევდა თავადაც უკვირდა როგორ კარგად იცნობდა მის ხასიათს. ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად წამოდგა
-ხიმშოოო როგორ მომენატრე ჩემო საყვარელო გილოცავ დაბი დუბის მრავალს დაესწარი- ეგრევე ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს და აკოცა
-მადლობ თიკუნა რა სიურპრიზია შენი აქ ხილვა
-ხო დედიკო ჩვენი თიკუნა სპეციალურად ამ დღისტვის ჩამოვიდა სიურპრიზი უნდოდა მოეწყო
-რა „სასიამოვნო“ სიურპრიზია გაგიჟება ადამიანი -ლიკუნამ ჩაილაპარაკა და დემეტრემ ჩაიცინა- რა იყო შენ ეხლა ვითომ ვერ ხვდები ამის აქ ყოფნის მიზეზს -ჩუმად უთხრა ქმარს
-ვხვდები მაგრამ აზრი რო არააქ ეგეც ვიცი და მშვიდად ვარ-დემეტრემ აკოცა ცოლს და გაიღიმა
-სესილი შენ? აქ არ გელოდი - უცებ დაეკარგა ფერი თიტქოს ეშინოდა გოგოს რამე არ ეთქვა
-როგორ ხარ თინაჩკა?- სესილიმ გაიღიმა და კარგი მეგობარივით მოეხვია გოგოს. ხიმშო გულში ხარხარებდა და ძალიან მოსწონდა სესილის ქცევა
-კარგად შენ? დიდი ხანია არ მინახიხარ ძალიან შეცვლიხარ
-ხო აღარ ვარ 15 წლის ბავშვი - ნიშნისმოგებით ტქვა თითქოს რაღაც ანიშნა და უფრო დაგრუზა გოგო
-დავსხდეთ საყვარელო - მაკამ ადგილი აჩვენა თიკუნას და ისიც დასკუპდა . რამოდენიმე წუთი კიდე მოიცადა შემდეგ როცა ყველამ ადღეგრძელა მისი სამადლობელის ჯერი დადგა
-ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო დალოცვისთვის . მიხარია რომ დღეს ჩემს გვერდით ხართ . მე პირადად დიდი ხანია მივიღე უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი ერთი ქალბატონის სახით რომელიც გვერდს მიმშვენებს და ვიმედოვნებ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდება- დაიწყო თან სესილის უყურებდა უკვირდა მაგრამ საერთოდ არ მსახიობობდა თითქოს გულიდან მოდიოდა ეს სიტყვები . გოგონას ხელი ჩაკიდა და გვერდით დაიყენა - ვიცი გიკვირთ გაოცებულები ხართ , გაბრაზდებით კიდეც აქამდე რატომ არ გვითხარიო მაგრამ მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო - სესილის ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა - ეხლა უკვე ვიცი რომ ეს ქალი ჩემია სამუდამოდ და შემიძლია ყველას გავაგებინო სესილიას ცოლობა ვთხოვე ისიც დამთანხმდა ასე რომ დედა შენი ოცნება ასრულდება მალე - გაღიმებულმა დაასრულა ჭიქა დაცალა შემდეგ კი სესილის აკოცა რომელიც თიკუნას უყურებდა რომელსაც ფერები ეცვალა სახეზე და ბოღმისგან გაგიჟდა , ამაზე გაეღიმა და ხიმშოს გახედა
-რაა? ეს როგორ კი მაგრამ - მაკა გაგიჯებული იყო- თქვენ ერთად.. გასაგიჯებელი ამბავია
-გილოცავთ რძალო შენზე უკეთეს რძალს ვერც ვინატრებდი- ერეკლე წამოფრინდა და მოეხვია მას გიჟი დუდა მიჰყვა
-შენ გაიხარე ეს ბიჭი რო მოარჯილე დედა რას მოვესწარით ამას
-გაოცებული ვარ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ეს თუ მოხდებოდა -ალექსანდრე მოეხვია
მოკლედ ყველა აჟიტირებული იყო მაკა კიდე დუმდა
-დედა რა იყო არ გაგიხარდა? ერთი კვირის წინ თავს იკლავდი და ეხლა რა გჭირს
-არა დედა როგორ არ გამიხარდა უბრალოდ გაოცებული ვარ . არ გეგონოთ რო არ მომწონს შენი გადაწყვეტილება პირიქით ძალიან მიხარია სესილი რო აირჩიე მაგრამ არც კი ვიცი
-გეყოფა მაკა მიულოცე ბავშვებს - მეუღლებ დაუბრიალა თვალები
ესეც გადააგორეს , შემდეგ ყველაფერი დაივიწყეს მართლა ისე გაერთნენ როგორც არასდროს. წყნარი მელოდია გაისმა ყველა თავის საყვარელ ქალს ეცეკვებოდა , ხიმშო წამოდგა და სესილი გაიწვია საცეკვაოდ
-ვიცი ეხლა რასაც ფიქრობ მაგრამ მეც ვცეკვავ ხოლმე - ღიმილით უთხრა და ხელი მოხვია სიფრიფანა სხეულს . ძალიან მოეწონა გოგოს სიახლოვე შოკოლადის სურნელს გრძNობდა და მიხვდა რო ეცნობოდა პირველად გააცნობიერა რო ძალიან მოსწონდა ეს სურნელი . თვალები დახუჭა და ღრმად შეიგრძნო - არაჩვეულებრივია - გაუცნობიერებლად თქვა
-ვერ გავიგე
- შენი სურნელი... შოკოლადი ...- ჩურულით უთხრა და ყელზე ცხვირი გაუსვა იგრძNო როგორ დაეხორკლა გოგოს კანი და სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახეზე . მალე ყველა გაჩერდა მხოლოდ ისინი ცეკვავდნენ ზუსტად თორმეტი საათი იყო შუქი ჩაქრა და ტორტი დაიძრა მათკენ ხო ტორტი მიდიოდა უზარმაზარი
-გილოცააავთ- ერთხმად შესძახეს და ჩააქრო კიდეც სანთლები სურვილიც ჩაიფიქრა ისე რომ ხელი არ გაუშვია სესილისთვის . შუქი ისევ აინთო - ხეიმშო თვალებში ჩასცქეროდა გოგონას და იკარგებოდა მის ზღვისფერ თვალებში რომლებიც ტალღებივით ღელავდნენ. თითქოს მის სურვილს გამოეხმაურა მეგობრების ხმა რომლებიც ტაშს უკრავდნენ და წყვილისგან კოცნას ითხოვდნენ. სესილის სუნთქვა შეეკრა ნატრობდა რომ არ შეხებოდა მაგრამ გააზრებაც ვერ მოახერხა ისე შეერწყა მის ბაგეებს ხიმშოს ღვინისფერი ტუჩები . ისე ნაზად და ამაღელვებლად კოცნიდა გოგოს სუნთქვა შეეკრა გონება დაებინდა და პირველად იგრძნო პეპლების ფრენა მუცელში რა შეგრძნება იყო . პირველი კოცნა ამაზე კარგი შეუძლებელი იქნებოდა . ხიმშო რას გრძნობდა? მათრობელა ტუჩებს ტკბილს და გამაბრუებელს რომელიც ერთდროულად ძალას ართმევდა ადუნებდა და ენერგიითაც მუხტავდა. სიძლიერის სურვილი ეკარგებოდა უნდოდა რაც შეიძლება ნაზად გამოსვლოდა კოცნა ფრთხილობდა , მიხვდა რო პირველი იყო და მისი არსება სიხარულმა მოიცვა გაუაზრებელმა მაგრამ უძლიერესმა გრძნობამ . მის ბაგეებს მოსწყდა და გაბრწყინებული თვალებით ჩააცქერდა ლურჯ თვალებს რომლებიც უფრო მუქი და ბრჭყვიალა ეჩვენა ჩაეხუტა ძალიან ნაზად და სულ დაივიწყა ის აჟიოტაჟი რაც მათ ირგვლივ იყო ესმოდა სესილის გულის ბაგაბუგი და ნეტარებას გრძNობდა პირველად ცხოვრებაში უსაზღვრო ბედნიერების გრძNობით ივსებოდა
ალბათ არც მოშორდებოდა სესილის ანასტასია რომ არ შემოვარდნილიყო
-ძამიკო გილოცააავ- ძმას მეოხვია და ბევრი აკოცა- დიიიდი ბიჭი გაიზარდე -ლოყები დაუკოცნა და მერე მოშორდა
-ჩემი ტასუნა როგორ მომენატრე
-მეეეც - ერეკლეც მოეხვია და ძას ეხლა კი სამივე ერთად იდგნენ მაკა კი ცრემლებს ვერ იკავებდა
-დედას ბარტყები როგორც იქნა ამატ ბედნიერებას მოვესწარი აწი რაღა მომკლავს
-მაკა დედიკო ხომ ხედავთ მეორე რძალი სუპერი გეყოლებათ- მაკრინე მოეხვია საყვარელ დედამთილს და ფუმფულა ლოყაზე აკოცა
-შენ გენაცვალე დედიკო შენ ხარ ჩემი პირველი რძალი და პირველი სიხარული ისევ მიხარია ვიცი სესილი კარგი გოგოა ეხლა ჩემი ტასუნა უნდა ჩამოვიყვანო რო დამიმშვიდდეს გული
-ჩამოვალთ ყველა რამოდენიმე წელში და ერთად ვიცხოვროთ
-როგორ გამიმართლა ასეთი კარგები რო მყევხართ - ყველას ჩაეხუტა მერე კი სესილის რომელიც კიდე ვერ დამშვიდებულიყო შინაგანად ღელავდა -ღმერთმა გაბედნიეროთ შვილო და ისე გაგახაროთ როგორც მე ეხლა ვარ ბედნიერი და გახარებული
-აბა ეხლა ყველა ადგი
რატომ არ სურს ქორწინება მამაკაცს, 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი
თანამედროვე მამაკაცი ინფანტილური და ჭირვეული გახდა. ზოგიერთი უპასუხისმგებლოა, ზოგი მუდმივად მიუწვდომელი ან დაკავებული.

თანამედროვე მამაკაცს სურს, გვერდით სექსუალური, წარმატებული, ძლიერი და ლამაზი ქალი ჰყავდეს, მაგრამ გვერდით ასეთი რომც ჰყავს, არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ შეინარჩუნოს იგი. მამაკაცებს აქვთ მიზეზები, რის გამოც ქორწინებას თავს არიდებენ და აი, ყველაზე გავრცელებული:

უპასუხისმგებლობა

ტიპური მიზეზია. მამაკაცს არ სურს საყვარელი ქალი დააიმედოს, არ სურს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ვერ აცნობიერებენ, რომ ოჯახი ორი ადამიანის მონდომებითა და სიყვარულით უნდა შეიქმნას. ერთად უნდა გაატარონ უქმეები, შვებულება. თანაცხოვრება ერთამანეთზე ზრუნვასა და სითბოს გულისხმობს. არ რისკავენ და როგორც ცნობილია, ვინც არ რისკავს, შამპანურსაც ვერ მიირთმევს.

ფინანსური საკითხი

დაქორწინდება, როცა მატერიალურად მოძლიერდება, რადგან მისი აზრით, ქალებს მხოლოდ მამაკაცების ფული უნდათ. ცოლი დამატებითი ხარჯია, რომელიც უნდა არჩინო და სურვილები აუსრულო. გვერდით ქალი სიყვარული კი არა, დამატებითი ხარჯია.

კარიერა

ბრიყვ მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ სამსახურში წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუ დაქორწინდებიან. არადა, როგორც ცნობილია, ბევრი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას, რომელიც თანადგომითა და დახმარებით მამაკაცს წარმატებს მიღწევაში უწყობს ხელს.

გართობით გული ვერ იჯერა

თუ მამაკაცის გვერდით ღირსეული ქალი არაა, ის არ იქნება სტაბილური, მას არ ენდომება შვილები. ქალი მამაკაცისთვის მუზაა, რომელიც სწორად მართავს მის სურვილებს, შესაძლებლობებს. მხოლოდ ღირსეული ქალის გვერდით იქნება მამაკაცი წარმატებული, გარშემო მყოფებისა და შვილებისგან დაფასებული.

იდეალური დიასახლისის ძიებაში

მამაკაცისთვის ცოლი არის უფასო მზარეული, დამლაგებელი, მრეცხავი, მომვლელი. ამასთანავე, უნდა იყოს ლამაზი, წარმატებული, სექსუალური. თუ ქალი ყველა მოთხოვნას ამაყოფილებს, მაშინ მამაკაცს არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება. არ ცდილობს, თავადაც იდეალური იყოს, ცდილობს რაღაც მიზეზი, ნაკლი მოუძებნოს ქალს, რათა მის ფონზე უფრო სრულყოფილად გამოჩნდეს. ხოლო როცა ქალი მიატოვებს, "ე.ი. მისი ღირსი არ იყო" და იწყება ახალი მსხვერპლის ძიება და შეფასება.
რა ხანგრძლივობის სიცოცხლე გელით - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
მართალია, ზოგადად გარდაცვალების თემა ერთობ უსიამოვნო რამაა, მაგრამ როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი გარდაუვალი და კანონზომიერი მოვლენაა ამ სამყაროში. ადამიანები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, სხვადასხვა სასიცოცხლო პოტენციალის მფლობელები არიან. თუმცა, მეტი კონკრეტიკისთვის, რაღა თქმა უნდა, პირადი რუკის დეტალური ანალიზია საჭირო. ამჯერად კი მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ზოგადად განვიხილოთ ის, თუ რა სასიცოცხლო ლიმიტს ფლობს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანი და ძირითადად, რა სახის საფრთხეებს იზიდავს იგი.


ვერძი
ძირითადად კარგი სასიცოცხლო პოტენციალი აქვს. გამოირჩევა მაღალი სიცოცხლისუნარიანობითა და ამტანობით. თუმცა, იზიდავს ხიფათს, უყვარს ექსტრიმი. ამიტომ ხშირად ხდება ავტოავარიებისა და კონფლიქტების მსხვერპლი.

კურო
მისი სისუსტე ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და ჭარბი წონის პრობლემაა. ზოგადად ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების მიმართ უყურადღებობას ხშირად მიჰყავს იგი სავალალო შედეგამდე.

ტყუპი
ერთი შეხედვით ენერგიული და აქტიური ჩანს. მაგრამ ძალიან სუსტი ნერვული სისტემა გააჩნია, რის გამოც მიდრეკილია ვეგეტონერვოზისკენ. თუმცა სასიკვდილო საფრთხე ძირითადად მასთან მოტეხილობების და ტრავმების ხარჯზე მოდის. იგი ხშირად ხდება ავტო-საგზაო შემთხვევების მსხვერპლი.

კირჩხიბი
კიბო კუჭით იმართება, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჯურის წყლული კირჩხიბისგან იღებს სათავეს. ამ ხალხის პრობლემა ზეემოციურობა და პესიმიზმია. სწორედ ამიტომ, ისინი ძალიან ხშირად ავადდებიან ქრონიკული, რთულად დიაგნოსტირებადი და ძნელად მოსარჩენი დაავადებებით.

ლომი
ლომის სისუსტე გულია. ეს ადამიანები საკუთარი გარეგნული თავდაჯერებულობის ნიღბის უკან, ძალზე სათუთ ბუნებასა და სუსტ ემოციურ ველს მალავენ. ლომის პირველი პრობლემა გული და გულსისხლძარღვთა სისტემაა. ისინი ყველაზე ხშირად იღუპებიან გულის იშემიური დაავადებებით ან სტენოკარდიული შეტევით.

ქალწული
ქალწულების უმთავრესი პრობლემა კუჭ-ნაწლავის სისუსტე და კანის დაავადებებია. ამიტომ ამ ადამიანებს, ყველაზე ხშირად აწუხებთ ალერგიის სხვადასხვა ფორმა, გასტრიტი, კოლიტი, ენტეროვირუსები. ძალიან ბევრი ქალწული სწორედ ამ სახის დაავადების გართულებული ფორმით იღუპება.

სასწორი
სასწორების სისუსტე თირკმელი და ნივთიერებათა ცვლის პრობლემებია. მათ უმრავლესობას ხშირად ჭარბი წონის პრობლემაც აწუხებს. სასწორები ყველაზე ხშირად გართულებული უროლოგიური პრობლემების გამო იღუპებიან.

მორიელი
მორიელების უმრავლესობას გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა, რეგენერაციის უნარი და თვითგადარჩენის ინსტიქტი გააჩნია. თუმცა, არსებობს რიგი დაავადებები, რომელიც მორიელს უტევს. პირველ რიგში ეს გახლავთ ნერვული პრობლემები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მათ შორის აივ ინფექცია – შიდსი), რომლის გამოც მორიელები ხშირად იღუპებიან კიდეც.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები ენერგიულები, მოძრავები და აქტიურები აირან. მათი დიდი ნაწილი ხშირად მისდევს სპორტს, რაც აძლიერებს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების სასიცოცხლო ლიმიტს. თუმცა, გადამეტებული ჭამა-სმის სიყვარული და ზოგადად, უკიდურესობებისკენ მიდრეკილება ხშირად არღვევს მშვილდოსნის ნივთიერებათა ცვლას.

თხის რქა
თხის რქის უმთავრესი პრობლემა ძვლოვან სისტემას უკავშირდება. ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, კბილების სისუსტე და სხვა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა მუდმივი პრობლემაა. თუმცა, საქმეს ხშირად არამხოლოდ დაავადების ალბათობა, არამედ, თხის რქისთვის დამახასიათებელი პესიმიზმიც ართულებს. რაც ხშირად ხდება სხვადასხვა სნეულების ქრონიკულ სტადიაზე გადანაცვლების მიზეზი.

მერწყული
მერწყულის უმთავრესი პრობლემა ღრმა სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ სპორტი, იშვიათად მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ნაკლებად იკვებებიან სწორად. მათი დიდი ნაწილი ხშირად ხდება ფსიქოზის და სხვადასხვა ნერვული დაავადებების მსხვერპლი.

თევზები
თევზების ძირითადი სისუსტეა ნერვული სისტემა და სითხის ბალანსის დარღვევა ორგანიზმში. ამ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ მიდრეკილება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ, რაც ხდება კიდეც საბოოლოო ჯამში მათთვის სასიკვდილო საფრთხის მიზეზი.
პოპულალური ვიდეოები