უბრალოდ სიყვარული 3
- ჩვენ გადავწყვიტეთ ბაკურიანში წავიდეთ 3 დღით და გაგვიხარდება შენც თუ წამოხვალ დღესვე მივდივართ მერე დათოს და გიორგის საქმეები აქვთ და ვეღარ მოიცლიან წასასვლელად (თიკა)
- აუ დიდი ბოდიშით, მაგრამ ძალიან მეზარება წამოსვლა მაგის ხასიათზე არ ვარ თან ისედაც ბევრი გაცდნები მაქვს უნივერსიტეტში (მე)
- ბევრი გაცდენები თუ ილიკუნას ვერ ტოვებ მარტო? (ლაშა)
- ყოველ დღე გიუმჯობესდება შენ იუმორი თუ რაშია საქმე ? ირონიულად ვკითხე დავანიშნე გავეტარებინე.
- კაი რა ანა წამოდი გავერთობით თან ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა მიდი გაემზადე და წავედით ჩვენ მზად ვართ უკვე სახლიც წინასწარ შევუკვეთეთ (დათო)
ვიფიქრე მართლა წავსულიყავი თან ილია წამეყვანა. მინდოდა ლაშაზე აღაარ მეფიქრა მითუმეტეს რაც მაკოცა უფრო მიჭირდა მისი დავიწყება. ძალა მოვიკრიბე ლაშას შევუბრუნდი და ვთქვი
- მართალია ზოგზოგიერთებს ილიას დანახვა არ სიამოვნებთ, მაგრამ ჩემთვის ის ადამიანი ბევრს ნიშნავს ამიტომ თუ ჩემთან ერთად ისიც წამოვა მეც მოვდივარ. ვთქვი და ტელეფონი მოვიმარჯვე რომ ილიასთვის დამერეკა.
- ილია რაღაც მინდა გითხრა
- გისმენ
- ჩემი მეგობრები ბაკურიანში მიდიან სამი დღით დასასვენებლად და მინდა რომ შენც წამოხვიდე
- ლაშაც იქნება ?
-კი
- მაშინ ის გეყოლება გვერდით მე რა საჭირო ვარ
- ილია მე ძალიან მინდა წამოხვიდე
-კარგი ანა მხოლოდ შენი ხათრით
- ვაიმე ძალიან გამახარე. მიდი გაემზადე და ჩემ სახლთან გელოდები ნახევარ საათში
-ეხლავე მივდივართ?
-კიი
- შენ სულ გამაგიჯებ მე. ტელეფონი გავთიშე და ლაშას შევხედე აშკარად არ ესიამოვნა "ჩემი ილიკუნას" წამოსვლა მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა მე. თიკა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო სულ ამბობდა რომ უყვარდა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასვლა თუნდაც სამი დღით. ისევ ლაშას შევხედე, რომელიც ხატიას იყო აკრული და ვთქვი
-თქვენ წადით და მე და ილიაც მოვალთ
-ისე რა ჩემი საქმეა მაგრამ შენ და ილიას რა ურთიერთობა გაქვთ ? (დათო)
თვალი ერთ წერტილს გავუშტერე და მართლა გულწრფელად გავეცი დათოს პასუხი
-იცი არასდროს არ მყოლია მეგობარი ვისაც ჩემს გრძნობებს, ტკივილს, ბედნიერებას გავუზიარებდი ვფიქრობ ილია ის ადამიანია ვისთანაც შევძლებ თამამად ვთქვა ჩემი გრძნობების შესახებ, თიკა შენ კარგად იცი რას წარმოადგენ ჩემთვის ამიტომ არ გეწყინოს არის რაღაც რაც დღემდე მარტო მე ვიცოდი, მაგრამ დღეს ილია ის ადამიანია, ვინც ამის შესახებ გაიგო. ასე რომ დათო მგონი მიხვდი ვინც არის ილია ჩემთვის.
- მეტნაკლებად. კარგი წავედით ბავშვებო და ილია და ანააც ამოვლენ რა. ყველა ერთდროულად წამოდგა და კარებისკენ წავიდნენ თიკას გზაში შევძახე ზუსტი მისამართი მოეწერა სახლის.
გამზადება დავიწყე რაც საჭირო იყო ყველაფერი ჩავალაგე და ილიას ზარს დაველოდე. მანაც არ დააყოვნა და დაბლა ჩავედი . მანქანაში ჩავჯექი ილიას შევხედე და უთხარი
- იცი ილია მე და შენი ურთიუერთობა არ მინდა რომ დამთვრდეს მინდა ის ადამიანი იყო ვისაც ყველაფერს მოვუყვები, რადგან ყოველთვის მაკლდა ისეთი მეგობარი რომელსაც გავუზიარებდი ყველაფერს, თუმცა იყო ჩემ ცხოვრებაში ადამინი, ვისაც ვენდობოდი, მაგრამ მან ყველა ჩემი ნდობა და მითი საუკეთესო მეგობრობაზე დაანგრია. იმის მერე მიჭირს გავიხსნა ადამიანებთან ბოომდე მაგრამ შენთან თავს დაცულად ვგრძნობ ვიცი რომ არ მირალატებ ისე როგორც ადრე მიღალატეს ამიტომ მინდა მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვიყოთ ვიცი გაგჭირდება იმიტომ რომ მოგწონვარ როგორც ქალი და არ დაგაძალებ ჩემთან მეგობრობას. მე შემოგთავაზე და ეხლა შენი გადასაწყვეტია რას იზამ შეგიძლია წახვიდე და უბრალოდ დამივიწყო არ მეწყინება. მონოლოგი დავამთავრე ღრმად ამოვისუნთქე და სულმოუთმენლად დაველოდე მის პასუხს
-იცი ცოტაა ადამიანი ვისაც შეუძლია ასე გულწრფელად ილაპარაკოს, ეს მომწონს მე ყველაზე მეტად შენში. შენ ისეთი ლამაზი სუფთა და კეთილშობილი ხარ. ვერ ვხდები როგორ ვერ ამჩნევს ამას ლაშა. მინდა ვიყო შენი მეგობარი რადგან ეხლა რომ წავიდე უფრო გამიმძაფრდება შენს მიმართ გრძნობები ეხლა კი მომწონხარ სანამ სიყვარულში გადამეზრდება ვეცდები მიგიღო ისე როგორც მეგობარი უფროსწორად საუკეთესო მეგობარი
- დიდი მადლობა ილია ვუთხარი და ისე ჩავეხუტე მეგონა გაიგუდებობდა
- კაი ანა გეყოფა წავიდეთ ალბათ გველოდებიან.
სიჩუმე იყო გამეფებული და თითქოს არ მომწონდა ესეთი სოწყნარე ცხოვრებაში პირველად. მიყვარს როცა ირგვლივ სიწყნარეა და მე ვფიქრობ ცხოვრებაზე უბრლოდ სიყვარულზე და უფრო მეტად მეგობრობაზე. ახლა კი ის შემთხვევა იყო როცა მინდოდა ილიასთან ერთად მელაპარაკა და ამდენიხნის დაგროვილი ემოცია მისთვის გამეზიარებინა.
- ილია და ან ძმა გყავს?
-ძმა
- კარგია.მეკიდე არავინ მყავს და ყოველთვის სიცარიელეს ვგრძნობდი მაგის გამო
-მესმის შენი ჩემი ძმა რომ არ არსებობდეს გაცილებით რთული იქნებოდა ჩემი ცხოვრება.
- კარგია ოჯახური სითბო ბუნდოვნად მახსოვს მამას და დედას ურთიერთობა. მათი ბედნიერი თვალები. როცა გვერდით გყავს მშობლები თითქოს ყოველი დილა ბედნიერია და გჯერავს რომ რამე თუ მოხდება ისინი შენს გვერდით იქნებიან. ამ სიტყვებს თითქოს გულიც ამოვალყოლე და ცრემლებმაც სწრაფად დაიწყეს ლოყების დასვლება
- ანა კარგად ხარ ? თუ გინდა მომიყევი ყველაფერი უფრო დამშვიდდები
- სხვა დროს იყოს. არ მინდოდა უფრო დავძაბულიყავი რადგან ვიცოდი იქ ლაშა იქნებოდა და არ მინდოდა ასეთი სახით დავენახე. ცრემლები მოვიწმინდე და ისევ ჩემი ჩვეული ფიქრი დავიწყე ილიას აღაფერი უკითხავს . ისე სწრაფად ჩავედით ვერც გავიგე. გარშემო ლამაზდ იდო თოვლი და აქეთ-იქით მოსიარულე წყვილები ისეთი საყვარლები იყვნენ ყურებით ვერ გაძღებოდი. სახლში შევედით იქაურობა ძალიან მომეწონა თბილი და მყუდრო სახლი იყო. ჩვენ ჩამოსვლამდე მათ ვახშამი გააემზადებინათ და სუფრაც გაეშალათ
- ვააა ვაა მოვიდნენ გვრიტები (ლაშა)
-გვრიტები არა საყვარელო(მე)
- მოდით რა ისედაც გელოდებით რამდენიხანია (ლაშა)
ილია ყველას მიესალმა მათ შორის ლაშასაც მაგრამ ლაშას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა როდესაც მიესალმა თითქოს უნა მოეკლათ. ლაშას ილია აშკარად არ მოსწონდა მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ვახშამმა კარგად ჩაიარა ბევრი ვისაუბრეთ ხანდახან თვლას ვაპარებდი ლაშასკენ და ხატიასკენ და გული მტკიოდა. ვერაფრით ვერ ვაცნობიერებდი იმას რომ ხატიას ამდენხანს ერთ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა ის ვერასდროს სძლებდა დიდი ხანი ერთ ბიჭთან რაღა ლაშასთან მოუნდა პატიოსანი გოგოს თამაში. პატიოსანზე მისი სიტყვები გამახსენდა "მაგიჟებ ლაშა" და უეცრად უსიამოვნო გრძნობამ დამიარა ტანში. სუფრა ავალაგაეთ ოთახები გავინაწილეთ და დასვენება გადავწყვიტეთ უკვე ღამე იყო და ამიტომ მეორე დღისთვის დავგეგმეთ გართობა. მე არ მინდოდა ოთახში გამოვკეტილიყავი და გარეთ გავედი ვსეირნობდი და ვფიქრობდი ყველაფერზე ჩემ ცხოვრებაზე იმაზე თუ როგორ დავკარგე პატარა ასაკში მამა შემდეგ როგორ ჩავიკეტე საკუთარ თავში თითქოს ეს ყველაფერი არ მეყოფოდა ჩემმა ყველაზე საუკეთესო მეგობარმა მიღალატა და ჩემ მაგივრად გაურიგდა ადამიანს რომელიც ჩემ საზღვარგარეთ წაყვანას აპირებდა და იქ სად მამუშავებდნენ ღმერთმა არ იცოდა. წლების შემდეგ თითქოს მინელდებოდა ტკივილი მაგრამ ხან თავს ისე გამასენებდა რომ ყველაფერს ისევ ისე განვიცდიდი როგორც მაშინ. ეხლა კი რა ხდება? როგორც ყოველთვის ეხლაც ვიტანჯები ამჯერად სიყვარული მტანჯავს. ისე გავერთე ფიქრებში ვერც მივხვდი რომ უკან ლაშა მომყვებოდა
-ანა მკაცრი ხმით დამიძახა და მეც ვერ მივხვდი ისე გავჩერდი და შემივტრიალდი
-გისმენ
- სად მიდიხარ
- ვსეირნობ არ მინდა სახლში
-გაცივდები
-როდიდან ზრუნავ ჩემზე?
- მე სულ ვზრუნავ შენ ვერ ამჩნევ უბრალოდ
- ჰაჰ მაოცებ
-ვიცი რო გაოცებ
ხმა აღარ ამომიღია ისე გავბრუნდი და ჩემი გზა გავგრძელე მაგრამ უკნიდან შეხება ვიგრძენი ლაშამ მომატრიალა და ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი ჩემს ბაგეებს დაეწაფა, როგორც სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი ისევე მალე მომშორდა ბაგედან და მითხრა
-იმედია მეორე კოცნაც წავართვი შენს ილიკუნას. გაბრუნდა და წავიდა. მინდოდა დამეძახა და მეთქვა რომ არარობა იყო მაგრამ ისე მომეწონა მისი კოცნა ვერ შევძელი დაძახება.
******************************
იმედია მოგეწონებათ. დიდი ისტორიიის დაწერას არ ვაპირებ ალბათ მალე დავამთავრებ, მაგრამ აზრიანად. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს<3 თქვენი კომენტარები კი ძალიან გამახარებს<3 მადლობა.
მიყვარხარ...
ყოველ საღამოს
დილის შუქზე მეტად გნატრულობ,
და ყოველ დილით
მზის სხივზე მეტად.
მე თუკი ხშირად
სულითა და ხორცით ვმარხულობ,
ეს იმიტომ რომ
შეგვყაროს ღმერთმა!
ყოველ ნახვისას
ჩემი გული წამით ჩერდება,
და საუბრისას მკერდიდან ხტება,
თუმც დავიღალე,
და მგონია გულიც ნებდება,
გული ნებდება,
და მგონია ეს გრძნობაც კვდება!
ყოველ საღამოს
მე უბრალოდ შენთვის ვლოცულობ,
სანთელს ავანთებ,
და იწვას კენტად...
დეკემბრის თვეში
ჩემი გულის დარდად მოსულო,
იცი?! ვერავინ შეგიყვარებს,
ამ გულზე მეტად!

თ.ჯ
ყვითელი საღებავი...
ვინსენტ ვან გოგი ყვითელ საღებავს ჭამდა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს ფერი ბედნიერებას შეიტანდა მის სხეულში და იქიდან - სულში. ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ მხატვარი გიჟი და ჭკუასუსტი იყო - როგორ აბსურდულად ჟღერდა ის, რომ საღებავის ჭამა კორელაციაში მოდიოდა ბედნიერებასთან. სხვა თუ არაფერი, ნივთიერება ტოქსიკური იყო, რაც მის ჯანმრთელობასაც ავნებდა.
მაგრამ თუ ადამიანი ისეთი უბედური იყო, რომ დაუშვა რეალურობა ისეთი გიჟური იდეასაც კი, როგორიც არის შიდა ორგანოების ყვითელ ფრად შეღებვა, რა გასაკვირია, რომ ეს გაეკეთებინა კიდეც. განა საღებავის ჭამა ბევრად განსხვავებულია ვინმეს შეყვარების ან ნარკოტიკების მიღებისგან? ყოველთვის არის რისკი, რომ გულს იტკენ ან ზედმეტი დოზა მოგივა, თუმცა ადამიანებს მაინც ყოველდღე უყვარდებათ და ყოველდღე იკეთებენ ნარკოტიკებს, იმ მცირედი შანსის იმედით, რომ გრძნობებს ან წამლებს შეუძლიათ ცხოვრება ცოტათი მაინც უკეთესი გახადონ. ყველას აქვს თავისი ყვითელი საღებავი.

ვუყურებდი შენს ოთახში ობლად დაკიდებულ ‘მზესუმზირებს’ და ვფიქრობდი ვან გოგზე. ვარსკვლავებიანი ღამის მეოცნებე მხატვარზე, რომელსაც სიგიჟეს აბრალებდნენ.

ჩემზე არავინ იტყვის, რომ გიჟი ვარ, იმიტომ რომ სიყვარული ლეგალიზებული და სოციალურად მიღებული სიგიჟეა.

ხველებით ვებღაუჭები უკვე გაციებული ყავის ჭიქასდა სიბნელეში ხელის ცეცებით ხელსახოცს ვეძებ, მეშინია, არ გაგაღვიძო, შენ ხომ ასე მშვიდად გძინავს. დღეს მითხარი, რომ მოწევა ერთ დღეში მიატოვე და გაგიკვირდა, რატომ შემეშინდა ამის ასე ძალიან. მე კი გითხარი, რომ ადამიანი, რომელიც სიგარეტს ერთ დღეში ‘გადააგდებს’, ერთ დღეს უკანმოუხედავად მიატოვებს ნებისმიერს. დილის ოთხი საათია და იმის ნაცვლად, მეც მეძინოს, შენს მაისურში გახვეული ყავის არომატს ვისუნთქავ და იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი თბილი ხელები და ასეთი ცივი გული.

დღეს პირველად მოვედი შენს სახლში. შემოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ბიჭის სახლი იყო - ქსოვილებისა და აქსესუარების სიმწირე, არასათანადო ადგილას მიყრილი ტანსაცმლის სიჭარბე და ცარიელი ლუდის ბოთლი უზარმაზარი ‘დინამიკის’ გვერდით. ვან გოგის ‘მზესუმზირები’ ერთადერთი შტრიხი იყო, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ამ სახლის დიზაინის შექმნაში ოდესღაც მდედრობით სქესსაც მიუღია მონაწილეობა. ალბათ დედამ დაკიდა ნახიტი შენი კარადის თავზე, მცირედი ხელოვნება რომ შეეტანა ამ უაღესად მატერიალისტურ ოთახში. ვიცი, რომ ძალიან გიყვარს სახლში ბევრი დროის გატარება. ალბათ იმიტომ, რომ აქ ყველაფერი ნაცნობი და შენეულია, აქ თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობ.

მეც მიყვარს ჩემი სახლი.
მე შენ გაქციე ჩემს სახლად, მერე რა, რომ შენ არ გინდა, შემომიშვა. მე მაინც შენში დავიდე ბინა ჯიუტად.
მელანქოლიურია ეს ღამე.
მელანქოლიური ვარ მე.
მელანქოლიურია ჩვენი სიყვარული, უფრო სწორად, ჩემი სიყვარული.
მელანქოლიური იყო ჩვენი გაცნობაც.

მალე დარჩენილ იოტისოდენა ადამიანობასაც გადაგერეცხება სულიდან მე კი დავრჩები უიმედო ბრძოლაში შენს გაყინულ გულთან, რომელსაც ვერასოდეს გავალღობ.

ყოველთვის დავცინოდი გოგოებს, რომლებიც ბიჭებს ებღაუჭებოდნენ და არ მიდიოდნენ, მიუხედავად უხეში სიტყვებისა, უყურადღებობისა და სიცივსა. მე შეიძლება ყველაფერი გაპატიო, მაგრამ იმას არასოდეს გაპატიებ, მეც ასეთ გოგოდ რომ მაქციე.

დილის ოთხი საათია და კვამლისფერ ოთახს მარტო ვან გოგის „მზესუმზირები“ აფერადებს. მე შენს სუნთქვას ვუსმენ და ვხვდები, რომ შენ ჩემი ყვითელი საღებავი ხარ.

პატარა და საყვარელი
ლაბირინთის მრავალ გზაზე ერთი ვნახე რჩეული
პატარა და საყვარელი გოგო იდგა ეული,
ნამტირალევს არა გავდა გზას ეძებდა გასასვლელს
მისი მონაყოლი მე კი არა თვითონ მასაც დააბნევს,
ჩაგძირავს და ვერ გამოხვალ მგონი მანდვე დარჩები
სხვა კი ტკბება სიხარულით რომ უფსკრულში ვარდები,
მოდი ეს გზა უფლისაკენ სულ სანთლებით გავიაროთ
ტაძრები და მონასტრები ყველა ფეხით მოვიაროთ,
სიყვარულის მადიდებელს ხელი უცებ გაუწოდე
მე კი პოეტს პოეტურად პოეზია მომიწონე.
ორი სვანი (1)
-ცოდვაა
-რაეშველება?
-რაუნდა გააკეთოს?
-ჰმ, ეს რა ბედი არგუნა ღმერთმა
-არადა რა ბედნიერი იყო სულ რაღაც 7 დღის წინ
იდგა საფლავთან და მუჭაში მოქცეულ ქვიშას მშობლების კუბოების თავზე ანაწილებდა. მართლა ცოდვა იყო, დედა? არა მამა? არა ძმა? არა და? არა ბებია? არა ბაბუა? არა
ეეჰ...მართლაც რომ ეჰ
მშობლები მიწას მიაბარა 21 წლის განმავლობაში ასეთი სიმარტოვე არ უგრძვნია, კიდევ კარგი გვერდით მია რომ ყავდა დადნაფიცი, მისი სიცოცხლე და ახლა ალბათ სიცოცხლის მიზანიც ეს ადამიანი იყო.
მართლა რა უგულოა ბრბო :) თითქოს წუხდნენ ნიცაზე, შეიძლება წუხდნენ მაგრამ მხოლოდ იმწამს და თუ სასწაული ხდება შეიძლება მათ სიცოდვილს წუთამდეც მიეღწია :) არა წუხდნენ ყველა საცოდაობა სიტყვას იყენებდნენ, ისროდნენ, მაგრამ არავის წამითაც არ გაჩენია სურვილი რომ ობლად დარჩენილ გოგნას დახმარებოდა :) და სწორედ ეს ბრბო უნდა "გამოაძღო" რესტორანში მას შემდეგ რაც შენთვის უსაყვარლეს და უახლოეს ადამიანებს მიწაში ჩადებ და ბოლოჯერ შეხედავ :) სწორედ ეს "ტრადიცია" მეორდებოდა ახლაც :) 300 კაცი იყო რესტორანში, ამდენი ადამიანი სასაფლაოზე არ ყოფილა :) სირცხვილია, სირცხვილი, დაიწყო ღრეობა, თეფშზე ლობიოს არ ტოვებდა რმელიღაც ღრმუცელა და სხვა 5 ქალი გულში წყევლიდა, ვისღა ახსოვდა ეხლაახნს მიწაში ჩადებული ორი ადამიანი და მისი ობლად დარჩენილი გოგონა :) კეთილი ინებეს კუჭები გამოიძღეს და წავიდნენ, იმაზე არცერთს არ უფიქრია და არც უკითხავს გოგონასთვის საიდან მოიტანა ის 5000ლარი რომელიც მათი ღრეობისთვის იყო საჭირო :)) ოხ, ცუდად მოქმედებს ჩემს ნერვებზე ეს ბრბო :)
გავიდა ერთი დღე. ერთი კვირა, ერთი თვე, ერთი წელი, უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, ერთი წელი ქონდა დარჩენილი მაგრამ უსახსრობის გამო აკადემიური აიღო იმ იმედით რომ მუშაობას დაიწყებდა, ფულს შეაგროვებდა და დახურავდა როგორმე მეოთხე წელს. ხან ერთ კაფეში იმუშავა, ხან მეორეში, ხანაც მაღაზიაში მაგრამ ეს ფული იმდენაც მცირედი იყო რომ კომუნალურებისა და საჭმლისთვის ძლივს ყოფნიდა, შეგროვებაზე კი ლაპარაკი ზედმეტი იყო, კარზე მოადგა სასწავლო წელი და იმის მაგივრად რომ აკადემიურ დამთავრებული გოგონა უნივერსიტეტის გზას დადგომოდა, პატარა ბუტკის გზას დაადგა, იყიდა გაზეთი და ოტახში შეიყუჟა. დიდხანს არ დასცალდა სიმარტოვე, უცებ აწკრიალდა გოგონას აიფონი, ვინ ურეკავდა თუარა მია ^_^
-ნინიაა როგორ ხააარ
-ხარ მიი შენ?
-რავიი, ნიი სამსახურზე არისმის ახალი არაფერი?
-არა მიი, მარა გამოჩნდება რამე აუცილებლად
-ნიი ხოიცი ჩემი ოჯახის მდგომარეობა, ხომ იცი რომ შეგვეძლოს ჩვენ გადავიხდიდით შენი სწავლის ქირას, მაგრამ საუბედუროდ უგრანტო გოგოები ვართ და ჩემი ოჯახი ვერ წვდება ამდენს
-ჩემიმიაკოო, დამშვიდდი ჩემი სიცოცხლე, ვიცი რომ ძალიან გიყვარვართ და არც არასდროს არმიფიქრია მსგავსი რამ <3 ვიცი რომ თქვენ არ ხართ ის ბრბო რომელიც საცოდავ სიტყვებს მესვრის და სინამდვილეში ფეხებზე კიდიათ ჩემი მდგომარეობა
-ძაანმიყვარხარ ნიი <3 წავედი ეხლა უკვე უნივერსიტეტთან ვარ რომგამოვალ დაგირეკავ და გავიდეთ სადმე
-კაიჩემი გოგო <3
"გვჭირდება გამოცდილი მენეჯერი კარგი ანაზღაურებით"
აუფ სადაა მენეჯერობა და კაი ცხოვრება რააა მწარედ ჩაიცინა ნინიამ
"გვჭირდება გამყიდველი"
-გამარჯობა, განცხადების თაობაზე გირეკავთ
-ვწუხვარ გოგონა ავიყვანეთ დღეს
-კარგით ნახვამდის
-ნახვამდის
"გვჭირდება ძიძა"
აუნეტა ღიირს აქ დარეკვა? :/ მოდი მაინც ვცადოთ ჩემი რამიდის
-გამარჯობა, განცხადების თაობაზე გირეკავთ
-ვუი ძალიან კარგი, ეხლა ბავშვი ბებოსთან გავიყვანეთ, ჩვენ სამსახურში მივდივართ და ნომერზე მგწერთ ჩვენს მისამართს და საღამოს ადვილაპარაკოთ, ეხლა ბოდიშს გიხდით მაგრამ თათბირი გვეყწება და უნდა წავიდე, მოგწერთ აუცილებლად უახლოეს ერთ საათში კოორდინანტებს და 7ის მერე გელოდებით <3
-კარგით ქალბატონო
-არანაირი ქალბატონო, ვუი შენი სახელი? :დ
-ნინია
-სასიამოვნოა, მარიამი, კარგი ეხლა უნდა გავთიშო საღამომდე ნინიააა
-საღამომდე მარიამ
-------------------------
ოლააარეეეე ოოოოოო ოლაარეეეე ოოოო დაიწყო ნინიამ ცეკვა სარკის წინ, და თავის ქმედებაზე თვითონვე გაეცინა ამოსძახა მეორე მემ
-ჰმ, ნინია, ნინია 21 წლის ხარ და თავში ჭკუა არ გაქვს, სარკის წინ დგეხარ, მღერიხარ, იტყლარწები და შენ მოუვლი ბაავშვს?
-ვაიმეეე დავაიდაახვიე შე რეგვენო ალტერეგლო
--------------
მდაააჰ რა ჩავიცვააააააააააააა, მგონი დროა მუქი ტანსაცმლები არჩავიცვა, და ძველი ჭრელი ნინია დავაბრუნო, რადგან ეჭვი მაქვს გარემოში ტრიალი სადაც ბავშვია არიქნება ლამაზი ჩემი მუქი ტანსაცმელი
-არა ზოგჯერ რა ჭკვიანი ხარ
შესძახა სისინა მეორე მემ...
ვაიმეეეე ეს ბოიფრენდ სტილის მაღალწელიანი დახეუილი შარვალი ნამდვილად კარგი იქნებაა, ჩემი თეთრი ბრიტელებიანი ტოპი და თეთრი ნაიკის ბოტასებიიი, აუშეიძლება კლასიკური უფრო მოეწონოთ მაგრამ არარის ჩემი სტილი ეს კლასიკაა რიააა:დდდდ
(არადა უნდა ნახოთ რა შხვართულია ჩვენი ნინია, ცალი თვალი ცისფერი და ცალი მწვანე, სახეზე ჭორფლები და მოწითალო ფერის თმებით, საოცრებაა)
-ნინიააა (მია)
-ხომიააა
-გოგოოო მოკლედ ჩალაგებას ვერ ვასწრებ მგონი
-რახდება გოგო რას ჩამკივი უბედური დედაქალივით :დდდდდდდ
-გოგოოო მეღირსა კონკურსის პასუხები ხოდა გადავედი მეროე ტურში ხოდა ეხლა მივდივარ ბაკურიანში კაკ მინიმუუმ 1 კვირა კაკ მაქსიმუმ 1 თვეეეე, ძაან მიხარია მარა თან არმინდა სენი დატოვებააა
-ვაიმეეე ჩემი პონტოგოგოოოო, გადიეხლა სახლში მეც სამსახურს ვიწყებ კაკ მინიმუმ 70% დარწმუნებული ვარ:დდდდ
-ვაიმეე ძაანმაგარიაააა გოოგო, ჩაეხუტა ნინია მიას და გავარდა სახლიდან
----------------
-გამარჯობაა, მე ნინია ვარ
-მემარიაამიი მოდი შემოდიი, აწი თავი ისე უნდა იგრძნო აქ როგორც საკუთარ სახლში
სახლში შევიდნენ სადაც სავარაუდოდ ნინიას ქმარი იჯდა და მისი მომავალი მოსავლელი პატარა, რომელიც ნიინიასავით ფერადთვალება ბიჭ იყო, ცისფერით და მწვანე თვალებით <3
-მოდი ნინია დაჯექი, ეს ჩემი ქმარია დემეტრე ეს კი ჩემი პატარა სადრო.
-სასიამოვნოა, ძაან საყვარლეი ოჯახი ხართ
-მადლობაა დიდი (მარიამი) და ნინია რამდენი წლის ხარ?
-მმ, 21ის
-ძალიანაც კარგი, სნდროს უყვარს ახალგაზრდა გოგოები და დარწმუნებული ვარ შენც ძაან მალე შეუყვარდებიი. მოკლედ მე რაღაცეებს მოგიყვები ეხლა სანდროზე და ხვალ 9ზე მოდი თუარ გეზარება ადრე ადგომა :დდდ
-მიყვარს ძილი მაგრამ პუნქტუალური ვარ ამაში არ დაგაღალატებთ :დდდ
-ესეიგი სანდროს უყვარს... მოკლედ ესეთია სანდრო
სანდრო მთელი დროის განმავლობაში უყურებდა გოგონას მაგრამ ხმა არიღებდა მგონი პატარა სანდრო შეყვარებულია :დდდდ
-კარგი ხვალამდე მარიამ, ხვალ 9ზე აქვარ: დდდ
კაინინია კარგაად <3
--------
-გამარჯობაა
-მოდი ნინიააა ჩვენ გავრბივართ, ბავშვი ბებიამ წაიყვანა წუხელ და არივიც როდის გამოიყვანს ამიტომ აქ იყავი კარგი? ტელევიორიც არის კომპიუტერიც მოკლედ ყველაფერია და ყველაფერზე ისეთი უფფლება გაქვს როგროც ჩვენ აბა წავედით თათბირზე გვაგვიანდება ჩემი ძლისიგუდა ქმირს წყალობით :დდ
-არგად აბა წადით ეხლაა
-კარგად (დემეტრე)
----------
ნინიამ ტელევიზორი ჩართო სადაც "სახლში მარტო დარჩენილი" გადიოდა, მზესუმზირა აიღო და აღტაცებით დაიწყო ფილმის ყურება
აუუ ვინ მოვიდააა ნეტა, ალბათ ბავშვი მოიყვანეეეს
-გამარჯობაა დაიწყო მორიდებით ლაპარაკი რადგან ხანშიშესულ ქალს და ბავშვს ელოდებოდოდა, წინ კი ისეთი სიმპატიური მაღალი ცისფერთვალება შავგრემანი ბიჭი (ან შეიძლება კაცი) შეეფეთა რომ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა
-ვინხარ (ნინია)
-ვინ და შენი ძიძა ვარ, რასქვია ვინ ვარ შემომიშვი
-სად შემოგიშვა, კარგადხარ? აქ არცხოვრობ და აქ რაგინდა, არავის არუთქვამს ვინმე მოვაო
-აუეს ვინააა :დდდ ხმამაღლა ატეხა სიცილი უცნობმა
-ვინვარ და ნინია ახვლედიანი ვარ ვაჯბოტონო
-ხოდა მე ალექსანდრე დადეშქელიანი ვარ და შემომიშვი გოგო რას დამაყუდე ამ ყინვაში
-და იქნებ ქურდი ხარ?
-და შენ უნდა მოგიპარო ამ სახლიდან? ირონიულად გაიღიმა აწწოდებულმა ალექსანდრემ და გააგრძელა ცინიზმის გადმოფრქვევა
-კარგად მომისმინე გოგონა, შემომიშვითქო რომ გეუბნები ესეიგი უნდა შემოგიშვა და შენ ნუ გეშინია შენნაირი გოგოები საერთოდ არმხიბლავს შეგიძია მშვიდად იო არაფერს არდაგიშავებ და ჩემი ძმის სახლიდანაც არაფერს არმოვიპარავ
დაიბნა ჩვენი ნინია მაგრამ ნინიაც არანაკლებ ცინიკოსიც იყო და დაიწყო
-ბიჭო კარგად მომისმინე, რას მეტყლარწები, მეხო მეკეტება რა შენნაირ ტლიკინა ბიჭებზე ჭკუა, როგეუბნები არშემოხვალტქო ესეიგი არ შემოხვალ და თუ დემეტრეს ძმა ხარ შვიდის მერე იქნება სახლში და მერე მობრძანდი ვეჭვობ ჩემთან საჭორაო არგაქვს და არც აქ არგესამქება არაფერი
ორივეს მოეწონა ერთმანეთი მარა რომელი სვანი აღიარებდა ამას ხოდა გააგრძელეს
გაცოფდა გაცეცხლდა შმეოვარდა სახლში და ჩვენი ნინია კუთხეში მიიმწყვიდა კისერთან ცხელი სუნთქვა შეატოვა და ტელევიზორს რო შეხედა სიცილისგან ოთხად მოიკეცა, როცა წარმოიდგინა როგორ უყურებდა ნინია "მარტო სახლში დარჩენილს"
-ჩემს რძალს ხო თავში ტვინი არააქვს, ბავშვს აბარებს ბავშვს მოსავლელად
-ალექსანდრე, მჯერა რომ დემეტრეს ძმა ხარ და ბოდიშს გიხდი უხეშობისთვის, მაგრამ მერავიცოდი შენ ვინ იყავი, და ხო არვარ ასაკით დიდი მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ ბავშვს ვერ მოვუვლი
-ოხკაიკაი ნუმეტიტინები მაინც არმომეწონები
გაშრა ადგილზე გაქვავდა სად წასულიყო არიცოდა როცა ბიჭმა ასე დაამცირა
-ოდავაირაა მეცვისაა როველაპარაკები, ოხ ნინია ნინია კიდე ვერ ისწავლე დამგონი ვერც ვერასდროს ვერ ისწავლი რომ მხოლოდ ადამიანებს უნდა ელაპრაკო დაუწყო ლაპარაკი თავის თავს ნიინიამ
და აი ალექსანდრეს მიზანშიც მოარტყა


მითხარით ღირს თუარა გაგრძელება
არ შემიძლია,ვერ გელევი ( 7 )
მისი ხმის გაგონებაზე ლია შეკრთა და დაიძაბა,თითქოს დანაშაულზე წაისწრესო,მეც უხერხულად ვიგრძენი თავი ლიასა და კარში ინტერესით მომზირალ თათიას წინაშე.ოდნავ ჩავახველე და მხრებში გავიმართე.ლია ონკანისკენ შებრუნდა და დასარეცხ ჭურჭელს დაავლო ხელი ,თან შვილს გამოსძახა:
-მოხვედით უკვე?
თათიამ გაგვიღიმა და იქვე სკამზე მოკალათდა საბასთან ერთად.ჯერ კიდევ ვერ გავითავისე,რომ უკვე "მამა" ვარ და ჩემმგან მეტი ყურადრების გამოვლენაა საჭირო ბავშვის მიმართ.ამას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ,როცა მას ვხედავ,იმედია შევეჩვევი ახალ პასუხისმგებლობას.
-მოდი ჩემთან ვაჟკაცო-ხელები წინ გავიშვირე და ბაშვისაკენ გადავიხარე,მაგრამ დედამის მიეკრო და არ მომეკარა.
-დაიღალა,უკვე ძილის დრო აქვს,ამიტომ არ მოგეკარათ -მისი გამართლება სცადა თათიამ.
-მე დავაძინებ-გაბედულად წარმოვთქვი,თუმცა შინაგანად ჩემს სიტყვებს ვეწინააღმდეგებოდი,მითუმეტეს წინა ღამეს თუ გავიხსენებდი და ფეხზე მხნედ წამოვდექი.
-იყავით მე დავაძინებ,თან დავისვენებ,ნუ შეწუხდებით-რომ იცოდეს,რამხელა პრობლემა ამაცინა,ახლავე დავუკოცნიდი ლოყებს.
-კარგი-მაშინვე დავეთანხმე და ლიას გამზადებული საწოვარა გავუწოდე-ჰო და კიდევ,მოდი თქვენობით არ ვილაპარაკოთ,შევთანხმდით?
-რათქმაუნდა-გამიღიმა და ნარნარით დატოვა იქაურობა,მე კი მონუსხული და მისი ღიმილით დაჰიპნოზებული ისევ იმავე მდგომარეობაში გაყინული ვიდექი უაზრო ღიმილით,ლიას ხმამ გამომარკვია.
-შვილო ძალიან გთხოვ,რაც ვილაპარაკეთ არც გიორგისთან თქვა და მითუმეტს თათოსთან.
-არა ლია დეიდა-გამოვფხიზლდი-მაგაზე არც კი იდარდოთ-გავუღიმე,ტელეფონს ხელი დავავლე,სადარბაზოს კარი გამოვაღე და კიბეებს დავუყევი,თან ტელეფონში გოჩას ნომერს დავუწყე ძებნა.ახლა მხოლოდ მასთან საუბარი თუ დამაწყნარებდა.
-როგორ ხარ ძმობილო?
-კარგად თემო კარგად,თქვენ რას შვებით,როგორ მოეწყვეთ?
-რავი ნორმალულად,ჯერ ვერ შევეჩვიე მამის,როლს-მანქანის კარი გამოვარე და სავარძელზე მოვთავსდი.
-შენი ნებით გაყევი ამ შარში თავი ხომ არ დაგავიწყდა?ჯერ მეორე დრეა და უკვე წუწუნებ?
-არა ბიჭო რას ვწუწუნებ,უბრალოდ შეგუების მომენტია,მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და დავიძაბე,არ გინდა ჩამოხვიდე რამოდენიმე დღე?
-აბა არავინ უნდა დაენახოს თათოსო?
-ხოდა ნუ დაენახვები,ისე ჩამოდი ჩემთან,ჰა მიდი აიღე შვებულება,ახლა ყველაზე მეტად მჭირდება შენი რჩევები და მხარდაჭერა.
-მოხდა რამე?
-როცა გნახავ მერე ვილაპარაკოთ,ტელეფონით არა.
-კარგი საღამოს გაგაგებინებ რას ვიზამ-დავემშვიდობე და მანქანაც დავქოქე,ახლა მხოლოდ ერთი ჭიქა ვისკი მინდოდა,მხოლოდ ეგ თუ უშველიდა ჩემს აფორიაქებულ სულსა და გულს.
......
ბავშვმა მალე დაიძინა,სუფთა ჰაერმა და თბილმა საჭმელმა უცებ მოადუნა და მალევე ამოუშვა სასიამოვნო ფრუტუნი.ლოყები საყვარლად დაებერა და გამობურცული ტუჩები ნერწვით დაუსველდა.ფრთხილად დავიხარე მისკენ და კიდევ ერთხელ ღრმად შევისუნთქე მისი სასიამოვნო არომატი.ყოველ ჯერზე,როცა ამას ვაკეტებ შეგრძნება მაქვს,რომ რაღაც სასიამოვნო მოგონებებში ვარდები,მოგონებებში,რომელსაც არც ფერი აქვს და არც ხმა,მხოლოდ ეს არომატი.
ვგიჯდები ამ ბავშვის სუნზე,როცა ჩავისუნტქავ თითქოს სასიამოვნო ტალღები მივლის,როგორც შემცინვნებულს ჩაის თბილი დავლა სხეულში აი ისე.რაღაც უცნაურ წვას ვგრძნობ მუცელსა და მკერდის არეში,ალბათ ეს იმის ბრალია,რომ ქალი ვარ,პოტენციური დედა,იმედი მაქვს,მეც მალე მეყოლება ასეთი სიცოცხლე.ეს გავიფიქრე თუ არა მაშინვე დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე და წარსულზე-"ნეტა შეყვარებული არ მყავდა?აუცილებლად შევეკითხები ლიას".ამ ფიქრებსი თემოც ამომიტივტივდა,ძალიან სიმპატიურია,როგორ მაინტერესებს მისი ცოლი,ნეტა პატარა ვის უფრო ჰგავს,დედას თუ მამას?როგორ მეცოდება,ქალი ხომ ცოდვაა ქვრივობისათვის და მარტოხელა მშობლობისათვის,მაგრამ მამაკაცები მგონი უფრო საბრალონი არიან,გამოუცდელნი და დაბნეულები.აი სწორედ ასეთი სახე ჰქონდა სამზარეულოში თემოს.თავი ამტკივდა.საბას ფუმფულა ლოყებს ვეამბორე,მისი პატარა თითები ჩემს ხელის მტევნებში მოვიმწყვდიე და მეც საკმაოდ დაღლილმა თვალები მივლულე.
თვალი,რომ გავახილე უკვე მზე გადასული იყო.მკრთალი შუქი ჯერ კიდევ აღწევდა ოთახში,გვერდი ვიცვალე და იდაყვზე დაყრდნობილმა საბასკენ გადავიხარე,მას ჯერ კიდევ ეძინა,მაგრამ შევამჩნიე,რომ უცნაურად ბორგავდა და მძიმედ სუნთქავდა,გულმა რეჩხი მიყო,ფრთხილად მივადე შუბლზეგაშლილი ხელისგული,იწვოდა,სუნთქვა შემეკვრა,მაშინვე ფეხზე წამოვხტი,სასწრაფოდ ჩავიცვი და ისევ ბავშვისაკენ დავიხარე,ხელისგულები და კისერი თითებით შევუმოწმე,ბაშვვს მაღალი სიცხე ჰქონდა,ჩემი ვარაუდით 39 მაინც.ზურგთან შევუცურე ხელი,სულ სველი იყო.გონება ამერია და ავკანკალდი,საოცარმა შიშმა ამიტანა,ხელების კანკალითა და ფაციფუცით გადმოვალაგე საბას ტანსაცმლები,მერე მძინარეს გამოვუცვალე,ერთი-ორჯერ აჭიჭყინდა მაგრამ მაშინვე მკერდზე მივიხუტე და ჩაწყნარდა,ჩემს საფულეს ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი.
ყველანი მისაღებში მოკალათებლი ტელევიზორს უყურებდნენ.პირველმა ტემომ შეგვამჩნია,მაშინვე ფეხზე წამოდგა.
-რა ხდება თათია ხომ მშვიდობაა?ასე გვიან სად მიდიხარ?-თან ჩვენსკენ წამოვიდა.
-პატარას მაღალი სიცხე აქვს ,ახლავე ექიმთან უნდა წავიყვანო,სახლში არ მეგულებოდი და ვიფიქრე მე წავიყვანთქო-სახეზე ფერი შეეცვალა მაშინვე თემოს,ოდნავ დაიხარა და პატარას სახეს დააკვირდა,ხელი შუბლზე დაადო.
-იწვის-თქვა და მძიმედ ამოიოხრა,შებრუნდა და მის ნივტებს მოავლო ხელი და ფეხსაცმელებიც ჩაცმა დაიწყო-ახლავე წავიდეთ.
--მალე,მალე წავიდეთ,ცუდად არ გახდეს-მონოტორულად ვიმეორებდი .არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ სიტყვებს,რომ ვამბობდი ჩემდა უნებურად ცრემლები წამსკდა,ვეცადე თავი მომეთოკა მაგრამ, რაც მეტად ვინდომებდი ,მით უფრო ვუმატებდი ტირილს.
ჩემი შემხედვარე დედაჩემიც ატირდა,იმას რაღა ატირებდა,გავიფიქრე და აწუწუნებული ბავშვი უფრო მჭიდროდ მივიკარი სხეულზე.
-გინდა მე ავიყვანო?-მკითა თემომ და ჩემკენ დაიხარა.
-არა-კატეგორიულად ვიუარე და სხეულით ოდნავ საპირისპირო მხარეს სევბრუნდი,არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი,მაგრამ ახლა საშინლად არ მინდოდა ბავშვის ვინმესთვის დათმობა.ჩემდა გასაკვირად მამამისი არ შემეწინააღმდეგა,ნელი მოძრაობით დამიკრა ღავი ,სადარბაზოს კარი გამოაღო და ხელით მანიშნა ,რომ პირველი მე გავსულიყავი.
............
ვუყურებდი,როგორ ჰყავდა მთელი ძალითა და მონდომებით ჩაბღაუჭებული მისი პირმშო მკლავებში,როგორ ენამებოდა ცრემლებით ვარდისფრად შეფაკლული ლოყები,როგორ კოცნიდა და ეფერებოდა მის პატარას და საკუთარი თავის ცემა მომინდა,მხოლოდ ამ წამმა დამანახა,რომ დედა-შვილობა განუყოფელია და ეს არ უნდა დამემალა მისთვის.თუმცა ახლა ამის შეცვლა შეუძლებელი იყო.
უკანა სავარძელზე მოკალათდა და საბა ფრთხილად გადაიწვინა კალთაში,ბავშვი გამოფხიზლდა,მაგრამ ტიროდა და წუწუნებდა.ნაზად ეფერებოდა თმებსა და ლოყებზე,შიგადაშიგ შუბლზე და ლოყაზე კოცნიდა,თან ტიროდა.მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც მე მითქვამს რამე.მხოლოდ შიგაგაშიგ გავხედავდი მის სევდიან და მოწყენილ სახეს სარკეში.
საბა კერძო ექიმთან მივიყვვანეთ სახლში,როგორც სამეზობლოში გვირჩიეს ამ უბანში ყველაზე კარგი პედიატრი ქალბატონი ნუნუ ყოფილა.შევედით თუ არა ექიმმა აგვათვალიერა,მერე ბავშვს დახედა და გვკითხა:
-რა ხნისაა თქვენი შვილი?
-იცით ჩვენ.....
-მალე შვიდი თვის გახდება-სიტყვა გავაწყვეტინე თათიას,ალბათ ექიმისთვის იმის ახსნა სურდა ,რომ არ ვიყავით მშობლები,მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა,პირიქით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.გაკვირვებით შემომხედა.არ შევიმჩნიე.
საბას სიცხის მიზეზი ყელი აღმოჩნდა,გამოგვიწერა წამლები,მოგვცა მითითებები და დამშვიდებულები წამოვედით.აფთიაქში საჭირო წამლები ვიყიდე და შინისაკენ წავედით.
გზაშივე დავალევინეთ პატარას წამლები და ჩაეძინა.თათია დაბალ ხმაზე იავნანას უმღეროდა.ისე სასიამოვნოდ იღვერობა მისი ხმა მთელ მანქანაში,რომ გამაჟრჟოლა,საშინლად მომიარა სურვილმა,რომ ორივე დედა-შვილი მაგრად ჩამეკრა გულში და აი ასე ტკბილ ჰანგებში სამივეს ერთად ჩაგვეძინა.მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სულ სხვა რამ იყო.
-თუ გინდა დღე შენთან დაიძინოს პატარამ-ჩუმად გადმომილაპარაკა-რომ იტიროს და შენთან მოესურვოს?
-მირჩევნია შენთან იყოს,მეც მშვიდად ვიქნები და ისიც-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე საპასუხოდ.
აღარ შემწინააღმდეგებია,ალბათ დაეთანხმა ჩემს აზრს.მალე მივედით სახლში,კარამდე მივაცილე და მე ისევ უკან დავუყევი კიბეებს.
-სად მიდიხარ?-დამაწია კითხვა.
-ახლახან შევამჩნიე საბარგულში კიდევ ერთი პატარა ჩანთა დაგრჩენიათ,ჩავალ ამოვიტან,იქნებ დაგჭირდეს-აღარაფერი მიპასუხა,კარი შეაღო და გაუჩინარდა.მე კი სირბილით გავაგრძელე სვლა.
სწრაფად გავაღე საბარგული,დავავლე ხელი ჩანთას და კარიც დავხურე.ჩანთა მაღლა ავწიე და გვედულად მხარზე მოვიგდე,უცებ მომესმა ვარდნის ხმა,როგორც ჩანს ჩანთა შეკრული არ იყო.ძირს დავიხედე,დამაინტერესა რა დავარდა.ყავისფერი წიგნაკი ეგდო,ხელში შევატრიალე,ინტერესით დავაცქერდი,ყდა გადავშალე და პირველივე გვერდზე დიდი ასოებით მინაწერი ამოვიკითხე
-თათო ხალვაშის დღიური-
სუნთქვა შემეკრა,გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა,სწრაფად დავხურე და დავიძაბე.ერთ ადგილზე გავიყინე.რაღაც დრო ასე ვიდექი,მერე ისევ გადავფურცლე,თითქმის სავსე იყო.
რა გავაკეთო?-მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა გონებაში.

p.s.ესეც ახალი თავი ველოდები თქვენს შეფასებებს ჩემო ტკბილებო <3
ძალით გათხოვილის დაკარგული და ისევ დაბრუნებული სიყვარული(თავი მერვე)
ვტიროდიი.არა უფრო სწორად მივტიროდი,ჩემს სიყვარულს.უეცრად გავიგონე როგორ გაიღო ჩემი სახლის კარები და როგორ უთხრა მამჩემმა დედაჩემს.
-მგონი ის ტუტუცი კიდევ არ მოსულა.ჩემზე იყო საუბარი
-რა დაგემართა? ასეთი გაღიზიანებული რატომ ხარ?რას ერჩი ლიზას?ჰკითხა დედამ მამჩემს.
-რას ვერჩიი?
-ხო რას ერჩი?ასე დაუნდობლად რატომ ექცევი?რატომ ათხოვებ იმ ადამიანზე ვისაც არც კი იცნობს?მამართლებდა დედაჩემი.
-ის ჩემი შვილია და რასაც მინდა იმას ვუზამ.
ახლა უფრო დავრწმუნდი რომ,ვერ გადავრჩებოდი იმ წამებას,რაც აწი მიწევდა.არ მინდოდა მათ ეკემათათ და გადავწყვიტე ოთახიდან გავსულიყავი.
-აქ ვარ მამჩემო.მიუგე მე მამაჩემს
-ძალიან კარგი.ახლავე მოეხმარე დედაშენ და სუფრა გააწყვეთ.
წამოდი ლიზა!-მითხრა დედაჩემმა და სამზარეულოში გავიდა,მეც უკან მივყევი.
-დედა არ მინდა გათხოვება.რამე მიშველე გთხოვ.
-მე ვერაფერს ვიზამ,ადრე თუ გვიან მაინც,უნდა გათხოვდე.
-ხო მაგრამ....
-არანაირი მაგრამ,შენ გათხოვდები და მორჩა.მითხრა დედაჩემმა
ყველა გზა გადაკეტილი იყო ჩემთვის.სიცოცხლის სურვილი მქონდა დაკარგული,ისიც არ ვიცოდი ვის მივყვებოდი ცოლად,იქნებ ვინმეე ნარკომანია,ან კიდევ მოძალადე.ღმეთო რა დავუშავე მამაჩემს ასეთი?ასე რომ მიმეტებს .არც დედა მშველის რამით.
-დიახ,დიახ მანდ შემოუხვევთ და უკვე მოსული ხართ.გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა მამაჩემი ვიღაცას ტელეფონზე.
1 საათში აქ იქნებიან და ცოტა მოუჩქარეთ,მოგვაძახა მამამ მე და დედას..ყველაფრის გაკეთება უკვე დავამთავრეთ,ოთახში შევედი ტანსაცმელი გამოვიცვალე და გამოვედი.იმათმაც არ დააყოვნეს მოსვლა..დავინახე როგორ გაჩერდა ჩვენს სხლის წნ მანქანა,გული გაგლეჯაზე მქონდა.იმ წუთას შემძულდა ყველა.მთელ სამყაროს დავუსპირისპირდებოდი ისეთ ხასიათზე დავდექი.მძულდა მამა,დედა,ჩემი თავი,ის ბიჭი ვისაც ცოლად მივყვებოდი და საერთოდ ყველა ვინც ამ საქმეში იყო გარეული.მანქანიდან ყველა გადმოვიდა(დედამთილი,მამამთილი.უფროსი მული და უმცროსი მული) სასიძო კი არსად ჩანდა.
-აქეთ მობრძანდით.ეპატიჟებოდა მაამჩემი სტუმრებს.
სახლში შემოვიდნე.
-გამარჯობა ლიზა როგორ ხარ?(სადედამთილო)
მე არაფერი ვუპასუხეეე.
-შენ რა მუნჯი ხარ?გამიარა გვერდი და ისე ჩამძახა ყურში.
-ჩათვალე რომ ასეა.მივაძახე მე.
-დე რა ლამაზი გოგოა.ლევანიკოს შესაფერისია>გაიძახოდა პატარა სამულე.
-ნინიკო ენა გააჩერე და ერთ ადგლზე გაჩერდი,უთხრა დედამისმა...აქ მივხვდი რა ბედიც მელოდა, საშინელი დედამთილი მხვდებოდა ბედად.
-ლიზა ერთი წუთით აქ მოდი.დამიძახა მამამ.
-გისმენ.
-ლიზა ეს შენი სამამათილოა.შენთან რაღაცის თქმა უნდა.მე მართო დაგტოვებთ.
იმ კაცის წინ გასეშებული ვიდექი.
-ლიზა,ჩემო საყვარელო გგოგო,სახეზე გეტყობა როგორი უმანკო სულიც გაქვს,ისიც გეტყობა, როგორ არ გინდა ეს მოხდეს,დამიჯერე მე არაფერ შუაში ვარ.ეს ამბავი გუშინ გავიგე.მინდა როგორც მამა ისე მიმიღო,მე ყოველთვის დაგიცავ,ჩემი იმედი გქონდეს.
ცრემლები წამომივიდა,დიდი სიყვარრული გამიჩნდა ამ კაცის მიმართ.
-შენც მამასავით არ მატკინო გული გემუდარები.ისე ვუთხარი თითქოს ჩემი დიდი ხნის მეგობარი ყოფილიყო
-არა ლიზა,მე შენი დამცველი ვიქნები.
-ამას რატომ მეუბნები?
-რას?
-შენი დამცველი ვიქნებიო.
-ლიზა მინდა აქეედანვე იცოდე რომ,ცოტა ავი ცოლი მყავს,არ გირჩევ მასთან რამეზე შეწინააღმდეგებას,მეც ისე ძალით მომაყვანინეს ცოლი,როგორც შენ გათხოვვებენ ახლა.
-დავიტანჯები?ვუთხარი და ცრემლები უფრო ჩქარი დინებით მომდიოდა.
-ნუ ტირი.მე არ მივცემ უფლებას ვინმეს დაგტანჯოს.თუ რამე დაგჩირდება მე მითხარი კარგი?
-კარგი.
-ახლა ცრემლები მოიწმინდე და სახლში შევიდეთ.
სახლში ორივენი ერთად შევედით,ცოლმა ქმარს ისეთი თვალებით მიაშტერდა მეგონა შეჩამდა.
-სასიძო სადაა?იკითხა მამა
-მალე მოვაა.
კარზე ზარი იყო
-აი ისიც მოვიდა.-დედამთილი
-ლიზა გააღე.-მამა
კარებისკენ წავედი,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული წამივიდოდა მალე,ამდენს ვერარ ვუძლევბდი..კარები გავაღე და დავინახეე ის,კარებში გავშეშთი,ეს ის იყო სასტუმროში რომ შემხვდა.ოო ღმერთო ოღონ ეს არა.
-როგორ ხარ ცოლო?მკითხა მთელი ირონიით
-შენი ცოლი სულაც არ ვარ.
-მალე გახდები..გახსოვს რომ დაგპირდი კიდევ შევხვდებითქო?აი ჩვენი შეხვედრა,
-როგორ მძულხარ იმ დღიდან.ნეტა იცოდე
-არც მე ვარ შEნს მიმართ კეთილად განწყობილი.
-მაშინ ჩემგან რა გინდა?რატომ მექცევიასე?
-შენ მინდიხარ,შენი ჯიუტი ხასიათი უნდა მოვათვიინიეროო.აი რა მინდა.
-არ გინდა გთხოვ..უარი თქვი ჩემს ცოლად მოყვანაზე.
-გაგიჟდი?რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობ და ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებ.
-სადისტი ხარ და მეტი არაფერი.
-მასეთ ლაპარაკს მალე გადაგაჩვევ.
ლიზა შემოიყვანე სასიძო,სალაპარაკო დრო ბევრი გექნებათ.მომაძახა დედაჩემმა
ლევანი სუფრისკენ წავიდა.თავის მოსაწონად დედაჩემს თაიგული მიართვა,რათქმაუნდა მეც.არ ვიცცი ამდენი ნების ყოფა საიდან მქონდა მიკვირდა როგორ არ მოვკვდიი ამდენ ხანს.ლევანი სუფრასთან დაჯდა მეც მის გვერდით დამსვეს.მამამ ხელში ჭიქა აიტაცა და ჩვენი სადღეგრძელო შესვა.
-შესანიშნავი წყვილი ხართ.გვითხრა მამამ
-დიხ მართლაც რომ,დაემოწმა დედაჩემი
უცებ ვიგრძენი როგორ ამისვა ლევანმა ფეხსე ხელი.მე კი პირიქით პეხზე ფეხი დავადე და ვუთხხარი.
-ამას თუ კიდევ გაიმეორებ, მაგ ხელს მთლიანად მოგაწყვეტ
-ცოტა ჩუმად მაინც მითხარი,ხალხმა არ გაიგონოს.მითხრა სიცილით
-ლიზა ყურადღებით იყავი და სადღეგრძელოებს მუსმინე.მომცა შენიშვნა დედამ.ამ დროს ტეეფონი რეკავდა,ილია იყო.რა მომემოქმედა არ ვიცოდი.უცებ ფეხსე წამოვდექი სუფრასთან ბოდიში მოვიხადე და საპირფარეშოში გავედი.
-გისმენ ილია.
-რაშვები ჩემო სიყვარულო?
-სტუმრები მივიდნენ უკვე.შენ რაშვები?
-მე კაფეში ვზივარ ეულად,ძალიან მომენატე და დაგირეკე.
-მეც მომენატრე.
-ლიზა ვერ ვეგუები ამ ამბავს.უკვე მომენატრე და მერე რა იქნება?
-ხომ შევთანხმდით რასც ვიზამდით?
-კი შევთანხმდით მაგრამ..
-ნუ ართულებ გთხოვ ილია.
-კარგი.მითხარი როგორი ბიჭია?
ამის თქმაზე თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.
-ილია რატომ მექცევი ასე?ხომ იცი რომ,ის არასოდეს არ მომეწონება.მე მხოლოდ შენ მიყვარხარ
-ვიცი მაგრამ,შენ რომ მიტხარი უფრო გამიხარდა.ხალხი როგორი ყავს?მინდა ყველაფერი ვიცოდე
-ძალიან კარგი მშობლები ყავს.რათქმაუნდა მოვატყუე რადგან დედამთილი საშინელი ვინმე იყო.
-კარგია მასე თუა ცოტა მშვიდათ ვიქნები.ნეტა იცოდე როგორ მიჭირს ლიზა.
-ვიცი ილია
,რადგან მეც ზუსტად ეგრე მიჭირს.
-ლიზა.მე შეგპირდი რომ ბოლოს ჩემი ცოლი გახდები და აუცილებლად შევასრულებ.მაგრამ რაღაც უნდა გითხრა,
-კარგი მითხარი.
-მე სანამ წამოგიყვან მაგ ბიჭიდან.მანმდე შეიძლება შვილი გეყოლოთ მინდა,ერთი სურვილი შემისრულო.თუ გოგო გეყოლება სესილი დაარქვი თუ ბიჭი იქნება ცოტნე.
-მე მისგან შვილი არ მეყოლება..მე მხოლოდ შენ შვილს ვატარებ მუცლით.
-რაიცი რა მოხდება,,ამიტომ ეს ჩემი სურვილია,იქნებ შემისრულო
-თუ ასე მოხდება,აუცილებლად შეგისრულებ.
-კარგი ჩემო სილამაზე.
-კარგი ილია ახლა წავალ და შემოგეხმიანები მერე.
-მიყვარხარ ლიზა მთელი არსებით.
-მეც მიყვარხარ.
-კარგი ახლა წადი..შენი ხმა რომ არ გამეგონა მოვკვდებბოდი
-დროებით ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
საპირფარეშოდან გამოვედი და სუფრას დავუბრუნდი.
-სად იყავი?მკითხა ლევანმა
-ეგეც შენ უნდა გითხრა, სად წავალ და სად მოვალ ჩემს სახლში?
-დღეიდან სხვა სახლში იცხოვრებ და მაშინ მოგიწევს მომიყვე ყველაფერი.
-როგორ?წამოვიყვირე ხმამაღლა
-რახდება ლიზა? მკითხა მამაჩემმა
-ამ სახლიდან დღესვე მივიდვარ.
-ხო რამე პრობლემაა?
-შენ გიჟი ხოარხარ?ლევანს წესიერად არც კი ვიცცცნობ და სახლში როგორ გავყვე?უფლება მომეციით გავიცნო მაინც
-ტონს დაუწიეე ტუტუცო.და ნუ ყვვირიხარ,,საკმარისი დრო გქონდათ დღეს ერთმანეთი გაგცენოთ.შენი ბარგი უკვე ჩაალაგეს და არ ინერვიულო.
-ისე მექცევით როგორც გერს.რა დავაშავეე? ტირილი ამიტყდა
-არა გერი ნამდვილად არ ხარ.მითხრა მამჩემმა დამცინავადა
-მაში რატომ მექცევით ასე?სიცოცხლეს რატომ მიმწარებთ.
-მათთან ბედნიერი იქნები/
-დიახ დიახ,ჩიტის რძესაც არ მოგაკლებთ.დააყოლა დედამთილმა
-თქვენთვის მიჩუქნია ეგ ჩიტის რძე ქალბატონო.ვუთხარი მე
-აი შენზე და შენს კაცობაზე კი მიმიფურთხებია მამაჩემო.
აიმის თქმაზე მამაჩემი ისე განრისხდა,ჩემსკენ დასარტყმელად წამოვიდა მაგრამ,ლევანის მამამ გააჩერა,
-გამოუშვი დამარტყას,მისგან უკვე საკმარისი ტკივილი მივიღე და ამასაც ავიტან რამენაირად.
-ახლავე ოთახში შეეთრიე და სანამ არ წავლენ გარეთ არ გამოხვიდე.მითხრა მამჩემმა
-არსადაც არ წავალ 2 წლის ბავშვი აღარ ვარ,თანაც სხვა სახლში უნდა გადავიდე დღეს.
იქნებ წავიდეთ ძლივს ამოიღო ხმა ლევანმა.
---------------------------------------
აბა როგორია?იმედია თავს არ გაბეზრებთ..
შეცდომებისთვის ბოდიში.და კიდევ იმისთვის რომ პატარა თავიაა
"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (6)
არ ელოდა და საერთოდ, არც ეგონა, რომ ცოცხალი იყო. ვერ წარმოიდგენდა, რომ გიორგი, ანუ ბიჭი,რომელმაც მრავალგზის ატკინა გული, თუმც ოდესღაც ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარდა, აქ იქნებოდა, ამ დროს, როცა თავადვე განაცხადა უარი ყველაზე ძვირფასის ჩასახუტებლად.
დიდი ხანი მართლაც არ ეკარებოდა ნატროშვილს მასზე ფიქრები და უკვე მართლაც აღარ იყო მის სიცოცხლეში დარწმუნებული.
მამაკაცი მოუახლოვდა და უკითხავად ჩაიკრა გულში.
რამდენიმე წუთს ასე, გახევებულები იდგნენ. მამაკაცი ეხვეოდა ნინას, ის კი უძრავად, მომხდარის გააზრებას ვერ ახერხებდა.
- მომენატრე, - ამოიჩურჩულა გიორგიმ და მისი ხმის გაგებაზე, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, დაფეთებული მოშორდა სიმხურვალემოდებულ სხეულს.
ამრეზით ახედა ბიჭს, რომელიც არ ჰგავდა იმ გიოს, რომელიც ოდესღაც ყველასა და ყველაფერს ერჩია; რომელთან ერთადაც მზად იყო მთელ სამყაროს ჯიბრზე წასულიყო. თვალები ლამპიონების მკრთალ შუქზეც მოუჩანდა, ჩასისხლიანებული თვალები... წვერი მოეშვა და დიდხანს შეუჭრელი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა.
- მოგენატრე? - გაიმეორა ნინამ მამაკაცის ნათქვამი, ცინიზმით გაჟღენთილი კილოთი. - არა, არ მოგენატრე! - ხმას აუწია გოგონამ და როცა ბიჭის უემოციო, გაქვავებულ სახეს წააწყდა, თითქოს უკან დაიხიაო, აჭრილი ხმით ჰკითხა: - რატომ დაიკარგე?
- მეგონა დამელოდებოდი... - თავი დახარა, დარცხვენის ნიშნად.
- დაგელოდებოდი? - წამოენთო ისევ, - მე შენ გელოდი! დიახ, გელოდი, მაგრამ შემდეგ არ გამოჩნდი და დაგივიწყე.
- დამივიწყე? - ამაოდ ცდილობდა ხმის იოგების დარეგულირებას, მაგრამ მაინც მკვეთრად ჩანდა მათი თრთოლა ხმაში.
- ჰო, დაგივიწყე.
ბიჭს გაეცინა.
- მეგონა, ასე იოლად არ ივიწყებდნენ პირველსა და წრფელ სიყვარულს! - წარბები ზემოთ აზიდა და ჩამოხედა ნახევარი თავით დაბალ გოგონას, რომელიც გაოცებისგან აფახურებდა გრძელ, ბუნებრივ წამწამებს.
- ალბათ, ივიწყებენ! - მოკლედ მოუჭრა.
- ან, ალბათ, საერთოდ არ უყვართ! - იღიმოდა ბიჭი კვლავაც.
- შეიძლება, - მოკლე-მოკლე პასუხებით იფარგლებოდა ნატროშვილი.
- ნინა, მე დედა დავასაფლავე... ხუთი დაწყევლილი თვის წინ, დედა დავასაფლავე და არ გასულ ორ თვეში მამას ცივ სხეულსაც მივაყარე მიწა... - ამოთქვა მამაკაცმა და თვალები ისევ მიწისკენ ჩააჩოჩა.
გული ისევ უსიამოვნო გრძნობამ გაუწიწკნა ნინას და იგრძნო, ფეხებში ძალა ერთმეოდა. ალბათ, მალე, მიწაზე გაეთხმებოდა,რომ არა გიორგის ძლიერი მკლავები. კაკლის ქვეშ მდგომ ხის სკამთან მისვლაში დაეხმარა გოგონას, ჩამოსვა და თავად კი ანერვიულებულმა მოუკიდა სიგარეტს.
- მაპატიე... - წარმოსთქვა ძლივს ეს ერთი ბეწო სიტყვა ნინამ და მთელი მისი არსება შეინახა მასში, თითქოს საბოლოოდ ემშვიდობებოდაო პირვანდელ სახეს და ბოლომდე ვერ იმეტებდა სანაგვეზე მოსასროლადო.
- მე მაპატიე... - ღრმად შეუშვა ნიკოტინი ფილტვებში და ნინამ წამით იფიქრა: ახლა გაიგუდებაო. - უნდა გცოდნოდა შენ ეს! - დაასრულა წინადადება და სევდისგან ანთებული თვალები ქალის შერცხვენილ თვალებთან მიაჩოჩა.
ვერაფერი უთხრა ნინამ. არასდროს შეეძლო მსგავს სიტუაციებში სიტყვის ან ქმედების გამოძებნა, მხოლოდ გული ეწიწკნებოდა, ეფლითებოდა და შინაგანად იმსხვრეოდა.
წარმოიდგინა გიორგის სიტუაცია და ცრემლები ვერ შეიკავა.
ტიროდა ხმადაბლა, მაგრამ მამაკაცი მაინც გრძნობდა მის დასაფარავად გამზადებულ სევდას, რომელიც უარესად უფორიაქებდა ისეც მოსვენება დაკარგულ სულს.
- ნინა... - მიმართა რამდენიმე წუთის შემდეგ. გოგონამ ცრემლჩამდგარი თვალებით ახედა, ისევ არ დაოკებოდა სულის ქაოსი. - ცოლი მოვიყვანე.
ეგონა ყურებში აუფეთქეს ყუმბარა, ისე დაიჭექა მამაკაცის მშვიდად წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა. არ ელოდა, არ ელოდა და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ასეთი რთული, სევდა გაუორმაგდა და მალე პიკს მიაღწია. ზუსტად იცოდა, რომ ამ ღამეს სახლში ვერ მივიდოდა. უბრალოდ ვერ, რამდენად ძვირადაც არ უნდა დასჯდომოდა.
- დედაჩემის ბოლო სურვილი იყო მომეყვანა გოგო ცოლად, რომელიც ყოველთვის მედგა გვერდში... - დაამატა უმალ. - და გთხოვ, ნუ ინერვიულებ ისედაც არ არსებულ სიყვარულზე... ვიცი, რომ შენ ჩემთან ერთად თუ ჩემგარეშე, ბედნიერი იქნები! ჰოდა, ულევ ბედნიერებას გისურვებ! იმედია, ისე არ დამივიწყებ, რომ წლების შემდეგ, ქუჩაში გავლილს, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდება და სახლში მისული მოიფიქრებ, რომ ნანახი თვალები ოდესღაც შენს პირად გალაქტიკას წარმოადგენდა!
თვალები ჩახრილი ჰქონდა ნატროშვილს და ჩუმი სევდით ასველებდა მიწას. უტრიალებდა გიორგის ნათქვამი თავში და ხვდებოდა, ათენდებოდა. ვეღარ გრძნობდა მამაკაცის სევდით დამძიმებულ წინა მხარეს, ახლა მხოლოდ მის სევდას იზიარებდა ბუნება. სურვილი ჰქონდა ეღრიალა ძალიან დიდ ხმაზე, რომ ის არ იყო ბედნიერი, რომ მას უჭირდა, მაგრამ იჯდა, მთვარის შუქისგან დაჩრდილულ ადგილას და თავისთვის, ძალიან ხმადაბლა ტიროდა.
ისევ ტრიალებდნენ სიტყვები: „წლების შემდეგ, ქუჩაში გავლილს, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდება და სახლში მისული მოიფიქრებ, რომ ნანახი თვალები ოდესღაც შენს პირად გალაქტიკას წარმოადგენდა!“; „ნინა, მე დედა დავასაფლავე... ხუთი დაწყევლილი თვის წინ, დედა დავასაფლავე და არ გასულ ორ თვეში მამას ცივ სხეულსაც მივაყარე მიწა...“; „ნინა, ცოლი მოვიყვანე!“
და უბრალოდ უძლეველი იყო ეს უდიდესი სევდა.
ვეღარც იმ სიახლოვეს გრძნობდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაჰყვებოდა და რომელსაც მფარველ ანგელოზად თვლიდა.
სადღაც შორიდან ცოცხის ხმა იწყებდა ყურებში ჩაგუბებას და თავზე ბეღურები იწყებდნენ გამოღვიძებას.
სიცივისგან იკლაკნებოდა პირველ სართულზე, „უფეჩო“ სახლში მცხოვრები ბავშვი, ის კი შუა ეზოში, გაყინულ სკამზე, სიფრიფანა ქურთუკით გრძნობდა - იწვებოდა.
***
ისევ მისდევდნენ დღეები - დღეებს, კვირები - კვირებს და თვეც უნებართვოდ მიიწურა. იწყებოდა ზამთრის პირველი თვე - დეკემბერი და ახალი წლისთვის დიდი მზადებაც.
იმ დღეს მშობლები ჩამოუვიდნენ ნინას და ცოტა გამოანათა მისმა ბინდგადაკრულმა სახემ. ხან დედას უკოცნიდა ლოყებს და ხან - მამას. ხვდებოდა, აქამდე უნდა გაეკეთებინა ეს, განცდების სულ მცირედად შესამსუბუქებლად მაინც.
სავახშმოდ მთელი ოჯახი შემოსხდომოდა სოფლის ნობათით მდიდარ სუფრას. ნოდარი და ზურა ღვინის ჭიქებს ცლიდნენ და ახმაურებდნენ, ქალები ჭორაობდნენ, ანკა კი ნინას გამხიარულებას უშედეგოდ ცდილობდა.
- მე მინდა ამ ჭიქით, ჩვენი იუბილარი გოგონას სადღეგრძელო შევსვა! - ფეხზე წამოიჭრა ზურა და განგაშის ზარებმა იწყეს რეკვა ნინას გონებაში. ამდენ დეპრესიაში 3 დეკემბერიც კი გადავიწყებოდა, ანუ დღე, როცა ის მოევლინა ქვეყნიერებას და გააფერადა ნატროშვილების უფერადო ბუდე. - ეს გოგო ჩემი და მარიკას ერთადერთი იმედია! მის გარეშე არ აქვს ამ სამყაროს ფერები და დღეს მას მეცხრამეტე დაბადების დღე აქვს!
- გილოცავ, ნინაჩკა! - გადმოუჩურჩულა ანკამ.
უხერხულად შეიშმუშნა ნატროშვილების ასული.
- გაგიმარჯოს, ნინა! შენი ლამაზი ღიმილი დღეგრძელი ყოფილიყოს მუდამ! - ზურას სადღეგრძელოს ნოდარის ლამაზი სიტყვა მოჰყვა, - შენ ჩვენს ოჯახშიც შემოიტანე დაკარგული ფერები! ანკა მუდამ ოცნებობდა ლამაზ, საყვარელ, მცირედათ უმცროს დაზე და დღეს მას შენ ჰყავხარ - ის ბარბი, რომელზეც მთელი მისი ბავშვობა გვემუდარებოდა, თუმც თავის დროზე ვერ ავუსრულეთ წადილი. მაგრამ არაფერს დაგვიანებული სჯობსო, ასე რომ... - სიცილით დაასრულა, - გაგიმარჯოს, ნინა!
- გმადლობთ! - უხერხულად აიწურა გოგონა.
მერე მოჰყვა მარიკას დაუსრულებელი ქება-დიდება, მისი ბავშვობის გახსენება და ბევრი სიცილი. ხოტბას სათითაოდ ასხამდნენ და არ იცოდა, სად შემძვრალიყო, დამალულიყო.
სმისგან თითოეულს ახურებოდა ლოყები, მხოლოდ ნინა იყო აბსოლუტურ ფხიზელ მდგომარეობაში. ტელეფონზე უცხო ნომრისგან შეუვიდა ზარი და სხარტად გავიდა მოშორებით, რათა დამშვიდებული გარემოდან ეპასუხა.
- ნინა... - ეცნო ლუკას ხმა.
- გისმენ, - მოკლედ მოუჭრა.
- შეგიძლია დაბლა ჩამოხვიდე? - აღელვებოდა ხმა მამაკაცს.
- დაბლა? რა ხდება? - ანერვიულდა ისიც.
- უბრალოდ.
- უბრალოდ შეხვედრებს არ უნიშნავენ შუა ღამისას! - წამოცდა და ენაზე იკბინა უმალ.
- მართალი ხარ! ასე რომ, გელოდები.
ის იყო უნდა წამოეწყო ვერ ჩამოვალო ნატროშვილს, რომ ნაწყვეტად დაიყვირა ტელეფონმა, რაც მანიშნებელი იყო იმის, რომ მამაკაცმა გათიშა.
ნინაში უეცრად დამტყდარმა ქარიშხალმა უმალ ააღელვა ზღვა. არ იცოდა ქალმა რას იზამდა, ჩავიდოდა რიგითი ბიჭის დანიშნულ, რიგით „პაემანზე“ თუ დარჩებოდა ოჯახურ სუფრასთან...
***
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის... ვერაფრით მოვახერხე გუშინ დაწერა და დადება, ეს კი ავადმყოფობის დაწერილი თავია:დდ
მოცულობისთვისაც ბევრი ბოდიშები.
და, როგორც ყოველთვის, ახლაც სასწაულად
მიყვარხართ!
ქიმიური მუხტი [9]
დილით მზის სხივებმა გააღვიძეს ბელა. როგორ უყვარდა ასეთი დილა, აივანზე გადადგებოდა და მოფუსფუსე ქალაქს გაჰყურებდა, ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, თვითონ კი შეეძლო სახლში დარჩენილიყო მთელი დღე. მაგრამ დღეს სახლში ვერ დარჩებოდა, ლიკასთვის საჩუქარი უნდა ეყიდა, საღამოს კი მასთან სახლში ასულიყო. მოკლე სარაფანი გადაიცვა, ოთახი მოაწესრიგა და ლელას გასაღვიძებლად წავიდა, თუმცა ქალბატონს უკვე ეღვიძა და ტელეფონზეც ესაუბრებოდა თავის პრინცს. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დას და გაეკრიჭა.

- გაუთიშე ახლა და მოემზადე, გვიანია, გავიდეთ საჩუქრისთვის.
- ამანაც მოგიკითხა _ გადაიკისკისა ლელამ.
- რა მოკითხვა უნდა, ყოველ დღე ვნახულობ _ ჩაიფრუტუნა და გაბრუნდა _ მალე გაემზადე _ ოთახიდან გასვლისას მიაძახა.

ყავა მოიმზადა და სავარძელში მოკალათდა. დღეს ისევ მოუწევდა ილიას ნახვა, იცოდა რომ ვერსად გაექცეოდა ამას. წინასწარ უნდა შეგუებოდა, ახლა ისევ ყოველდღიურად უნდა ენახა და დაულაგებელი, დაძაბული ურთიერთობა არ სჭირდებოდა.

ბევრი სიარულის და რჩევის შემდეგ, ლიკას კულონი უყიდეს, სადა და ნაზი, მას რომ მოუხდებოდა. საღამოს ცოტათი გაიპრანჭნენ გოგონები, მსუბუქი მაკიაჟი, ლელამ მაღლებიც ჩაიცვა და ლიკას სახლისკენ წავიდნენ. ბედნიერი შეეგება იუბილარი.

- მოვიდა უკვე?
- არა, ჯერ არა _ გაუღიმა.
- ვა ვა რა ლამაზები ხართ _ გაუცინა ლეომ.
- მადლობა ბუზღუნ _ გადაკოცნა, ლუკასაც მიესალმა და მის გვერდით მოკალათდა. ფეხდაფეხ მოჰყვა დებს ილიაც, ყველა გადაკოცნა, ბელაც და ლუკას მეორე გვერდი დაუმშვენა.
პატარა სუფრა უკვე გაშლილი იყო, პირველი სადღეგრძელოც ლიკასი შესვეს, პირველს მეორე მოჰყვა, მესამე. მერე ბელას ტელეფონი ამღერდა.
- გისმენ.. ახლა?.. აუ ლიკასთან ვარ.. დილით მიდიხარ?.. კაი მოიცადე და მოგწერ..
- რა ხდება? _ დაინტერესდა ლიკა.
- ლაშა იყო? _ მაშინვე გაუღიმა ლანამ.
- ჰო, ნახვა უნდოდა..
- ახლა არ თქვა უნდა წავიდეო _ მაშინვე წამოენთო ლიკა.
- მაცადეთ გოგო _ გაუცინა _ რომ ვერ მივდივარ და ვერ გტოვებ მაგას ვამბობ, მაგრამ ესეც ხვალ დილით მიდის ბაკურიანში და მინდოდა მენახეო.
- გოგო, რომ უთხრა და ამოვიდეს..
- ლიკა _ მაშინვე შეუბღვირა.
- რა? უთხარი და ამოვიდეს რა, ახლა აქედან არ გაგიშვებ მე.
- არ ამოვა.
- მიწერე შენ და იქნებ ამოვიდეს.
- კარგი, ვეტყვი.. _ ეუხერხულებოდა ლაშას აყვანა ილიას გამო, მაგრამ რადგან ლიკამ დაიჟინა უარი აღარ უთქვამს. ლაშაც დათანხმდა. კარებზე კაკუნი გაისმა თუ არა, ბელა წავიდა გასაღებად. დაძაბული გაჰყურებდა ილია, ლუკამ მხარი მიკრა, გაიღიმეო ანიშნა.
- გამარჯობა _ თავაზიანად მიესალმა ლაშა ყველას. _ გილოცავ დაბადების დღეს _ შოკოლადების შეკვრა გადასცა _ მცირედისთვის ბოდიში, ასე უცებ სხვა ვერაფერი მოვახერხე.
- რას ამბობ, მადლობა, დაბრძანდი. _ ბელას გვერდით დაიკავა ადგილი.
- ხომ დალევ? _ შესთავაზა ლეომ.
- ლიკას დავლოცავ, მეტს ვერ დავლევ. _ ჭიქა შეუვსეს _ ლიკუნა დაგლოცავ, გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, ბედნიერად გეცხოვროს და გულის სწორიც გეპოვოს _ თვალი ჩაუკრა და დალია.
- ასე მალე რატომ ბრუნდები უკან?
- რაღაც საქმეები გამოჩნდა და დამირეკეს სასტუმროდან.
- რას საქმიანობ? _ დაეკითხა ილია.
- უი ილო თქვენ არ იცნობთ ხომ ერთმანეთს? _ გაუიმა ლიკამ _ ეს არის ლაშა, ბაკურიანშ გავიცანით, ლაშა ეს ილიაა ჩვენი მეგობარი.
- სასიამოვნოა _ გაუღიმა ლაშამ და ხელი ჩამოართვა _ სასტუმროს მენეჯერი ვარ.
- არ იმღერებთ ბიჭებო? _ გადახედა ლანამ.
- დავუკრავ _ ჩაიღიმა ილიამ და გიტარა აიღო, ისევ ნაცნობი მელოდია, ისევ არეული ემოცია.
- აივანზე გავალ _ ჩაილაპარაკა ბელამ და გავიდა. არ შეეძლო, ვერ მოუსმენდა, კარგად ხვდებოდა მისთვის რომ იყო გამიზნული ეს შესრულება და უბრალოდ ვერ გაჩერდებოდა ოთახში, თითქოს სული ეხუთებოდა.
- ბელა კარგად ხარ? _ გვერდით მიუდგა ლაშა.
- კი, კარგად ვარ, უბრალოდ ჰაერზე მინდოდა გამოსვლა.
- ბელა, სანამ წავიდოდი მინდოდა ჩვენს ურთიერთობაზე გველაპარაკა, ამიტომ მირჩევნოდა მარტო მენახე...
- აუცილებლად დღეს უნდა ვილაპარაკოთ? _ თითქოს ხმით ეხვეწებოდა ოღონდ ახლა არაო.
- მე მინდოდა, რომ გველაპარაკა, ძალიან დიდი ხანია უკვე ასე ვართ და მინდა, რომ რაღაც სახე მივცეთ ბელა.
- არ ვიცი ლაშა, ახლა არ ვარ ამისთვის მზად.
- ორი წელია უკვე ამას ამბობ..
- ვიცი, ვიცი შეიძლება დაგღალე კიდეც, მაგრამ..ახლა სხვას ვერაფერს გეტყვი.
- კარგი, ახლა არაფერს დაგაძალებ, მაგრამ შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, აუცილებლად.
- კარგი, ვილაპარაკოთ და მადლობა, რომ გესმის ჩემი.
- ჩემი წასვლის დროა..
- ასე მალე?
- ჰო, წავალ..
- გაგაცილებ..
- კარგი _ სახლში შევიდნენ. ყველას დაემშვიდობა ლაშა.
- გავაცილებ და მოვალ _ გაუღიმა ახალგაზრდებს და ლაშას გაჰყვა.

პირველ სართულამდე ჩააცილა.
- აღარ წამოხვიდე, ადი ახლა _ გაუღიმა და ჩაიხუტა.
- ნახვამდის ლაშა.
- დროებით ბელო _ გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. პირველად მიმართა ბელოთი, არაფერი უთხრა, მაგრამ მისგან არ ესიამოვნა, სულ სხვანაირი იყო ილიას „ბელო“, უფრო ეძვირფასებოდა და ახლა საერთოდ არ მოეწონა ლაშასგან.. იქამდე გაჰყურებდა, სანამ ბინას არ გასცდა, მერე შემობრუნდა და შიშისგან შეკრთა.
- რატომ გეძახის ბელოს?
- უკაცრავად? _ გაკვირვებით ახედა ბელამ.
- ბელი მარტო ჩემთვის ხარ და ბელოს დაძახების უფლებაც მარტო მე მაქვს.
- გქონდა, ილია, გქონ-და _ დაუმარცვლა და გვერდით ჩაუარა.
- ცდები _ წასვლის საშუალება არ მისცა _ შენ მარტო ჩემი ბელი ხარ ბელო _ საოცრად თბილი ხმით გაიჟღერა ბოლო სიტყვამ.
- ილია რა გინდა? ხომ შევთანხმდით რომ თავს დამანებებდი?
- ეს შენ გინდოდა ასე, მე არ შეგთანხმებივარ ბელო _ მანძლს უფრო და უფრო ამცირებდა.
- რა გინდა? _ სუნთქვა გახშირებოდა ბელას.
- არაფერი განსაკუთრებული _ ფაქტობრივად მის საფეთქელთან ჩურჩულებდა.
- მაშინ გამიშვი..
- გაგიშვებდი, მართლა გაგიშვებდი მაგრამ _ შუბლი ბელას შუბლს მიაბჯინა, გოგონაც გაშეშებული იდგა, სრულად დაეკარგა წინააღმდეგობის უნარი _ მაგრამ არ შემიძლია _ დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და მონატრებულ ბაგეებს შეეხო. მთელი მონატრება ჩააქსოვა ამ კოცნაში, მოშორდა და გაუღიმა.
- აღარ შემეხო _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა და კიბეებზე აირბინა.
- ბელო, ბელო მოიცადე _ უკან დაედევნა და მეორე სართულზე დაიჭირა. _ რა გატირებს _ გაკვირვებული ეკითხებოდა და მზერას არ აშორებდა მის აცრემლიანებულ თვალებს.
- რატომ არ მანებებ თავს?
- იმიტომ რომ არ შემიძლია, ხომ გითხარი..
- მე არ მინდა ასე, არა!
- აბა როგორ გინდა?
- საერთოდ არ მინდა არაფერი შენგან, საერთოდ!
- ბელო _ ეცადა რაც შეიძლება მშვიდად ეთქვა.
- ნუ მეძახი ამ ბელოს! არც მე ვარ ბელი და არც შენ ურჩხული _ მოთმინებამ უღალატა ბელას.
- აბა პრინცი ვარ?
- არა, გასტონი ხარ _ მიახალა გაბრაზებულმა _ ურჩხული კეთილია, უყვარს ბელი და უფრთხილდება, უშვებს კიდეც, როცა ხედავს რომ ეს სჭირდება მის მზეთუნახავს, შენ არ ხარ ურჩხულივით კარგი არა!
- რატომ ბავშვობ? რატომ იქცევი ასე, რატომ? ვერ ხედავ როგორ გიცემს გული, როცა გიახლოვდები? ვერ ხედავ, როგორ ღელავ? ვერ გრძნობ, როგორ გიჩქარდება პულსი, როცა გკოცნი? რატომ აიგნორებ ამ ყველაფერს, რატომ წყვეტ ყოველთვის გონების კარნახით, რატომ? _ გაბრაზებული იყო ილიაც.
- გულის კარნახს როცა მივყევი, წაგებული დავრჩი. გონება უფრო საღად აზროვნებს, დამანებე თავი, გთხოვ! _ თვალები დახარა და კიბეებს აუყვა.
- არ შემიძლია _ ჩუმად მიაძახა ილიამ და უკან მიჰყვა.

ღრმად ჩაისუნთქა ბელამ და ისე შევიდა ოთახში. ისევ ლუკას მიუჯდა გვერდით. ილიაც მიჰყვა და მეორე მხარე დაიკავა. აღარც კი გაუხედავთ ერთმანეთისკენ.
- გააცილე?
- კი ლიკუნა, გავაცილე.
- გავაგრძელოთ ხომ? გელოდებოდით, არაფერი დაგვილევია _ გაუცინეს.
- გავაგრძელოთ _ ჭიქა გაუწოდა ლეოს.
- ოჰო, არ ხუმრობ ბელაჩკა შენ.
- დღეს ბოლომდე ვსვამთ _ გაუცინა.
- ასე ძალიან გეწყინა ლაშას წასვლა თუ პირიქით, აღნიშნავ? _ სიცილით მიკრა მხარი ლუკამ.
- წყენა კიდევ შეიძლება, მაგრამ გახარება არავითარ შემთხვევაში.
- კარგი, მაშინ გისმენთ შემოგვთავაზე სადღეგრძელო.
- სიყვარულს გაუმარჯოს _ ლეოს და ლელას გადახედა _ აი ისეთ სიყვარულს, თქვენ რომ გაქვთ, გულს რომ არ ტკენთ ერთმანეთს, ერთმანეთის გრძნობებს რომ უფრთხილდებით, რომ ზრუნავთ ერთმანეთზე, აი ეს არის სიყვარული და არა ის გამუდმებით რომ იტანჯება რომელიმე მხარე. _ ერთი ამოსუნთქვით გადაუშვა კონიაკი ყელში, წვა იგრძნო, ლიმონათიც მოსვა და უსიამოვნოდ გააჟრიალა.
- გაუმარჯოს, ისეთ სიყვარულს მის სიახლოვეზე გული რომ გაასმაგებით გიცემს, ისეთს, მის კოცნაზე რომ პულსი გიჩქარდება, ისეთს, რომ ვერ ელევი _ ბელას გახედა ილიამ და ჭიქა გამოცალა.
- მგონი ჩვენ ზედმეტი ვართ _ სიცილით ჩაილაპარაკა ლუკამ.

კიდევ ბევრი სადღეგრძელო იყო, სიმღერაც ბევრი იყო, სიცილიც..
- ახლა ჰაერზე თუ არ გავედი, შეიძლება მოვკვდე _ დაიწუწუნა ბელამ და ისევ აივანს შეაფარა თავი.
- არ გადავარდე _ უკან მიჰყვა ილიაც.
- არაფერი მომივა _ მოაჯირს დაეყრდნო და ეზოში გადაიხედა.
- ახლა მე უნდა გთხოვო შერიგება?
- არ მთხოვო..
- რატომ?
- აზრი არ აქვს..
- ისევ თავიდან ვიწყებთ?
- გეხვეწები რა ახლა არა, ახლა არ დამელაპარაკო.
- ხვალ გაბრაზებული იქნები და ფხიზელს სულ ვერ დაგელაპარაკები _ ჩაეღიმა.
- ახლა აზრი არ აქვს, მაინც ვერ გიპასუხებ წესიერად.
- სულაც არ მინდა რომ მიპასუხო, მთავარია მომისმინო.
- არა ხომ შეიძლება ერთხელ ისე დავლიო, რომ არ შემაწუხო? _ გაეცინა ბელას.
- როგორ გიხდება სიცილი და შენ მაინც არასდროს მიცინი..
- გერმანიაში ლექსების წერაც დაიწყე? _ ჩაიცინა.
- როგორ არ უხდება ირონია ჩემს ბელოს..
- შენს ბელოს შეიძლება არა, მე მიხდება _ მშვიდად გაუღიმა.
- შენ ეგ ამღვრეული თვაკები და აწითლებული ლოყებიც გიხდება, ტუჩები კიდევ აშკარად ჩემი მომლოდინე.
- არა ხომ ვამბობ, პოეტურმა ნიავ-ქარმა დაგიბერა ეტყობა.
- გეყოფა რა, ვილაპარაკოთ სერიოზულად.
- როგორც ჩანს არ მომასვენებ _ ამოიოხრა _ გისმენ.
- არ მინდა რომ ასე ვიყოთ ბელო, ისევ ისე ყოფნა მინდა, როგორც მაშინ, ორი წლის წინ..
- და ვითომ ეს ორი წელი არ ყოფილა? ვითომ არაფერი მომხდარა? ისე მართლაც არაფერი მომხდარა, წახვედი და გაქრი.
- ეს ორი წელი იყო ბელო, მაგრამ არ მეგონა ასე თუ დაგვაშორებდა..
- კარგად ხუმრობ, მაგრამ მე ვერ გავუგე შენს იუმორს ვერაფერი, კარგად ილია _ შებრუნდა და ოთახში შევიდა.
- მგონი ჩვენი წასვლის დროა _ სიცილით ჩაილაპარაკა ლელამ.
- აუ დარჩით რა დღეს _ თვალები გაუბრწყინდა ლიკას _ ჩემთან დაგაწვენთ ოთახში, მიდით რა, ყველანი დარჩით.
- არ ვიცი _ ყოყმანობდა ბელა.
- ლელა უთხარი რამე რა, დავეტევით ყველა, ბელაჩკა დარჩით რა _ უფახურებდა თვალებს.
- კარგი ჰო _ დივანზე ჩამოჯდა და ლუკას მიეხუტა.
- რა კარგი გოგო ხარ _ კოცნა გაუგზავნა ლიკამ და ოთახში იმ წამს შესულ ილიას გახედა. _ ილო დღეს აქ რჩებით ყველა და პრეტენზიები არ მიიღება.
- მოიცა ბიჭებიც? _ ლუკას მხარზე დაიჩურჩულა ბელამ.
- ბიჭებიც ბელაჩკა _ გაეცინა ლუკას.
- არ მომწონს _ ტუჩები გაბუსხა.
- გეძინება შენ..
- სულ ცოტა, მაგრამ გავაგრძელოთ _ თითქოს სრულიადნ ფხიზელი ყოფილიყო, ისეთი შემართების ასწია ჭიქა _ ჩვენ გაგვიმარჯოს _ განაცხადა და დალია.
- ხომ მშვიდობა გაქვთ? _ ილიას გადაუჩურჩულა ლუკამ.
- რა ვიცი, რა ვიცი, გაგვიმარჯოს _ ილიამაც მიაყოლა, მერე სხვებიც მიჰყვნენ.

ცოტა ხანში კი ყველა დასაძინებლად წავიდა. სუფრის ალაგების თავი არც ერთს არ ჰქონდა, და-ძმის მშობლებიც სოფელში იყვნენ და ამით ისარგებლეს, ხვალ ავალაგოთო განაცხადეს და მშვიდად წავიდნენ საძინებლებში. ცოტა მოუხერხებელი აღმოჩნდა ოთხი გოგოსთვის ერთი ლოგინი, მაგრამ როგორც იყო მოთავსდნენ, თან ისე ეძინებოდა დისკომფორტს ფაქტობრივად ვერც გრძნობდნენ, აღარც ლაპარაკის თავი ჰქონდათ, როგორც კი დაწვნენ, მაშინვე მიიძინეს.

არც ბიჭები მოჰყოლიან საუბარს, ლუკა ლოგინზე მოთავსდა, ლეო იმავე ოთახში გასაშლელ სავარძელზე, ილია კი დივანზე და გემრიელად დაიძინეს, თითქოს ამაზე მოხერხებულზე, ჯერ არაფერზე სძინებიათ.
___
მოკლედ მოკლედ აღარ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება .. ვიცი რომ ეს თავი პატარაა, ბოდიში, გამოსასყიდად ხვალაც დავდებ ახალ თავს (მოგთაფლეთ ჩემი ჭკუით (სიცილი))..
ველი შეფასებას და კრიტიკას..
მიყვარხართ შოკოლადებო..
როცა ქარია გარეთ (1 თავი)
დრო ზოგჯერ ნელა მიდის, შესაძლოა საათი მარადისობად მოგეჩვენოს. ზოგისთვის ეს დრო საკმარისი არ არის. ჩაკ ვესტვიკზე კი ამას ვერ იტყვი. მისთვის არ არსებობს საზღვრები, თვით დროსაც კი არ შეუძლია მისი შეჩერება. აბა ეცადეთ და შეაყოვნეთ მაინც რაიმის გაკეთებისას, უმალვე მიიღებთ საკადრისს. დრო ბრუნავს და ბრუნავს, არ ჩერდება, როგორც ბორბალი - ღერძის, ან დედამიწა - მზის გარშემო.
მისი მაღალი, გამოყვანილი სხეული დგას უსარგებლო ნივთებით სავსე ოთახში. მის შავ თმას ახლად ამოწვერილი მზის სხივები დანათოდა და სინათლის სხივებით ბზინვარებას ანიჭებდა. ხშირ და გამოყვანილ წარბებს კი ტოლს არ უდებდა ულამაზესი თვალები. ვერაფერს დაუწუნებდით მის უნაკლო სხეულს. პატივმოყვარეობის და სიამაყის მიუხედავად მაინც ყველა გიჟდებოდა მასზე. ერთი ის არის, რომ მასწავლებლები ვერ იტანენ სიზარმაცის გამო. ჩაკს ეს არ ანაღვლებს. მისთვის სხვა ბევრი რამ ამაზე მნიშვნელოვანია.
ოთახი დატოვა თუ არა პირველ სართულს მიაშურა. სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა დახვეული კიბეები და სამზარეულოში თავისზე ერთი წლით დიდ დას მიესალმა.
-დილა მშვიდობისა დაიკო.
-აჰაა. - თითქოს ვალდებულების მოხდის მიზნით ნათქვამი ერთი სიტყვა ცივად მიაგდო ჩაკს და საუზმის მადიანად ჭამა გააგრძელა. - დღეს სკოლაში არ მოვდივარ.
- რატო? - მობეზრებული ტონით ვითომდა დაინტერესებულმა ჰკითხა.
-მეძინება.
-ეხლა არ გაიღვიძე?
-და ვინ გითხრა რომ მეძინა?
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
ნერვებს აყოლილმა უმცროსმა ძმამ სახლი უმალ დატოვა და ამით ბაბი წააქეზა, რომ მსგავსი საქციელი მომავალში გაემეორებინა. ვინ იცის მერამდენედ ილაპარაკეს ასე უაზროდ. ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ასეთივე ამაღლებული გრძნობა არ აკავშირებდათ თავიანთ უფროს ძმასთან, რომელიც აგერ უკვე ორი წელი იყო, რაც კოლეჯში სწავლობდა.
სკოლის პირველი დღე. ახალი მოსწავლეები. ახალი თავსატეხები და რა თქმა უნდა, ახალი თავგადასავლები. ჩაკი პირველივე გაკვეთილიდან წამოსვლას აპირებდა, რადგან იცოდა საინტერესო არაფერი მოხდებოდა.მან წიგნები აიღო, პირველი სემესტრის ცხრილი ჩაიწერა და მართლაც, მეორე გაკვეთილის შემდეგ ის და მისი მეგობრები თავიანთ ჩვეულ ადგილას წავიდნენ. საღამომდე დიდი დრო არ იყო დარჩენილი, როდესაც ბარს მიაშურეს. ოო, იქ რამდენი გოგოები ელოდებოდნენ სულმოუთქმელად. დიდხანს რომ არ ვილაპარაკოთ ამ დღეზე, მოკლედ ვიტყვი, რომ ღამე მეგობართან გაათია და მეორე დღეს სკოლაში მესამე გავეთილზე ერთად წავიდნენ.
ყველას მზერა ჩუმ-ჩუმად მისკენ იყო მიპყრობილი. თვალს ვერავინ აშორებდა ასე მოუწესრგებელსაც კი. ჩაკს კი გულში ეღიმებოდა და საკუთარ სიდიადეზე ფიქრობდა. დაუკაკუნებლად შეხსნა საკლასო ოთახის კარი და არ გაუმართლა. დირექტორი ატარებდა გაკვეთილს.
-ჩარლზ ვესტვიკ, მერამდენედ შეიძლება დააგვიანო?
-ამ წელს პირველად, პატივცემულო.
-ზრდილობა იქონიეთ მისტერ ვესტვიკ და დაიკავეთ თქვენი ადგილი.
ჩაკი როგორც ყოველთვის მესამე რიგში მეორე მერხთან დაჯდა. ჩანთა უხალისოდ დაასვენა მერხის გვერდზე და თვითონ კომფორტულად მოკალათდა კუთვნილ სკამზე.
-ინგლისურ ლიტერატურაში ახალი მასწავლებელი გყავთ. ტრიგონომეტრიის შემდეგ შემოვა და გულთბილად მოეპყარით. ახალგაზრდა გოგონაა და თქვენ მისთვის პირველი კლასი ხართ. ასე რომ არ მანანებუნოთ აქ რომ შემოვუშვი. გასულ წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. იმედია გაუგებთ ერთმანეთს.
დირექტორის სიტყვით გამოსვლამ ჩაკი დააინტერესაო ვერ ვიტყვით, მაგრამ მსგავსი სიახლეები მას ყოველთვის უყვარდა. ნახევარ საათში მის ტომსონის აღელვებულ ხმას უსმენდა და თან ეღიმებოდა. (ბავშვებთან თბილად მოქცევას ცდილობდა და ამავდროულად არ უნდოდა ზედმეტად გაშინაურებოდა მათ.) ახალგაზრდული იერი შენარჩუნებული ჰქონდა, რადგან ჯერ მხოლოდ 23 წლის იყო.
-ახლა თითოეული თქვენგანი გამოვა დაფასთან და დაწერს თავისი საყვარელი მწერლის სახელსა და გვარს. ჩვენ სწორედ ამ ავტორების ნაწარმოებებს გავივლით პირველ სემესტრში. ეს იმიტომ, რომ ყველასთვის საინტერესო იყოს გაკვეთილი. პირველი მის გრეინჯერი იქნება.
მასწავლებლის იდეით მოხიბლული ჰანა მხიარულად მივიდა დაფასთან და დაწერა : ჩარლზ დიკენსი.
- მის ვოლდორფ, გთხოვთ.
კლერმა თავის საყვარელ მწერლად ფრანსუაზ საგანი დაასახელა. რა გასაკვირია, მას ყოველთვის ფრანსუას მსგავსად გიჟური და ახალგაზრდული ცხოვრება მოსწონდა.
- მისტერ ვესტვიკ, თქვენი ჯერია.
-ჩემი?
-დიახ. გამოდით და დაწერეთ იმ მწერლის სახელი, რომელიც დანარჩენებისგან გამორჩეული გგონიათ და მოგწონთ მისი შემოქმედება.
-მე უნდა გამოვიდე დაფასთან? - ჩაკის სიტყვებმა ლეიტონი ააღელვა. მისთვის უცხო იყო ასეთი საქციელი. წამით რაღაც განსხვავებული იგრძნო, ხოლო შემდეგ საკუთარ ამპლუას დაუბრუნდა და კვლავ მოირგო მასწავლებლის იმიჯი.
-რატომ გიკვირთ ჩარლზ?
-ის დაფასთან არასდროს გაყავთ. -ჰანა მეტიჩრულად ჩაერია მათ საუბარში და გაუცნობიერებლად ლეიტონს თვალი აუხილა. ჩაკი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, თუმცა მისი საქციელი ყველაფერს ჩრდილავდა. დანარჩენი მასწავლებლები სათანადოდ ვერ აფასებდნენ ჩაკის შესაძლებლობებს და ისიც არ ცდილობდა გამოევლინა საკუთარი ნიჭი. აქ მის ტომსონმა გადაწყვიტა, რომ მისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია და სწავლისკენ შემოებრუნებინა.
-მისტერ ვესტვიკ, მე სხვა მასწავლებლების მსგავსად არ ვიქცევი. მე ჩემი წესები მაქვს. გამოდით დაფასთან და შეასრულეთ დავალება.
ჩაკი უხალისოდ აიზლაზნა სკამიდან და ნელი ნაბიჯებით მოშორდა მერხს. ცარცს უხალისოდ და ნელა უსვამდა დაფას. ასოებს წერდა და ვერა და ვერ ამთავრებდა. ლეიტონი აუღელვებლად უყურებდა და წამითაც არ გაუფიქრია ხმის ამაღლება ასეთი დაუდევარი საქციელის გამო. მრავლისმეტყველი თვალებით გამოხედა ვესტვიკმა მასწავლებელს და ეს მზერა ლეიტონის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. იცით როგორი გამოხედვა იყო? ისეთი, რომელიც მხოლოდ ჩაკს ახასიათებს. ისე, როგორც სხვა ვერასდროს შემოგხედავს. მისი მაღლა აზიდული წარბები, მისი სახის ყოველი ნაკვთი უდიდეს გავლენას ახდენდა ტომსონზე.ჩაკს რა მიზანი ჰქონდა იმ მომენტში ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი კი ისაა, რომ ლეიტონი ამ ახალგაზრდით მოიხიბლა. გაკვეთილის ბოლოს, მის კითხვაზე ხელი მხოლოდ ვესტვიკმა აიწია. ჯერ კიდევ დიდი ხანი შტაბეჭდილების ქვეშ იყო მასწავლებელი. ასე დასრულდა მისი სკოლაში ყოფნის პირველი დღე.
„ის ხომ ბავშვია! ის ჩემი მოსწავლეა.“ - ფიქრობდა სახლში მისული და ფიქრით დაღლილი ლეიტონი. მისი აზრით ორ ადამიანს შორის ასაკობრივ სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მას ბევრი დაბრკოლების წარმოქმნა შეუძლია ურთიერთობაში. სწორედ ამიტომ ის ცდილობდა თავი დაერწმუნებინა მისი გადაწყვეტილების სისწორეში. გაინტერესებთ რაში მდგომარეობდა ეს გადაწყვეტილება? მას უნდა ეზრუნა ჩაკზე, როგორც მოსწავლეზე და მისი წინსვლისთვის უნდა შეეწყო ხელი განათლების სფეროში. რამდენად გამოუვიდოდა ასეთი რთული მიზნის ასრულება ასეთი მტკიცე ხასიათის მოზარდთან მიმართებაში ეს ჯერ კიდევ საკითხავი იყო. ლეიტონმა ცდა არ დააკლო ამ ყველაფერს.
გაკვეთილი, გაკვეთილი და კვლავ გაკვეთილი. მათ კლასის გარდა ერთმანეთი არსად არ უნახავთ. ჩაკი სკოლას კვლავ ხშირად აცდენდა და ამის გამო ლეიტონი საყვედურობდა, მაგრამ მის სიტყვებს ჩაკისთვის მნიშვნელობა არ ჰქონია. საერთოდაც არავის სიტყვებს არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. მხოლოდ დის ნათქვამს სცემდა პატივს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ერთ დღესაც უჩვეულოდ მოწყენილი ჩაკი შემოვიდა კლასში და ხმის ამოუღებლად დაჯდა სკამზე. ლეიტონს გაუკვირდა მისი ხასიათის ასეთი ცვლილება. არაფერი უთქვამს, შენიშვნა არ მიუცია. დაელოდა სანამ სკამზე დაჯდებოდა და გაკვეთილის ახსნა განაგრძო. ჩაკს ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის. ყურადღებას არავის აქცევდა. ლეიტონი კი დაძაბული ატარებდა გაკვეთილს. მის მერხს მიუახლოვდა და ხელზე ნაიარევი შენიშნა. გული შეეკუმშა შიშისგან. წარმოდგენა არ უნდოდა რისი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. გაკვეთილი რომ დამთავრდა ძალიანაც უნდოდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ ვერ გაბედა მისვლა. შეიძლება მისი გაუბედავობის ბრალიცაა ახლა ასე რომ არიან, მაგრამ მართლაც დაუდევარი საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან იმ საქმეში ჩარევა. ასე რომ, ჩაკი წავიდა და იმ დღეს სკოლაში აღარც დაბრუნებულა. ლეიტონი კი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მისი ნერვიულობა სინამდვილეში უსაფუძვლო იყო.
პოპულალური ვიდეოები