OHO.GE
სურდო ხელის ჩამორთმევითაც გადადის
ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა, თუმცა, აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა ღრმად არ შეაღწიოს ორგანიზმში.

C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, რაშიც ნიორი, ხახვი და ლიმონი უდავოდ დაგეხმარებათ.

ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს, მიკრობებს კი მათი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“. საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსებმა უკან დაიხიონ.

A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.

იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მასში სასურველია ლიმონის ან წითელი მოცვის წვენის დამატება.

გაციებისას ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფეხების ცხელ წყალში ჩაყოფა.

სურდო გადადის არა მხოლოდ კოცნით, არამედ ხელის ჩამორთმევითაც. არსებობს მისგან თავდაცვის წესები. კერძოდ: რინოვირუსები ბინადრობენ თვალებისა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში კი არცთუ კარგად გრძნობენ თავს. ვირუსები ხელისგულებშიც გროვდება, ამიტომ, ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება არ ვარგა. ის ნივთები კი, რომელსაც სურდოიანი ადამიანი ხელით ეხება, სპირტით ან სხვა საშუალებით უნდა გაწმინდოთ. სურდო არ ხვდება იმათ, ვინც დღეში ორ გრამ C ვიტამინს იღებს და ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს.

თუ გრძნობთ, რომ სურდო გეწყებათ, 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ.

ასევე, გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია, რადგან ეს ძალიან ეფექტურია: გაჭყლიტეთ ორი ან სამი კბილი ნიორი, წაუსვით დოლბანდზე და ხუთი წუთით ისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი, ოღონდ, ამოისუნთქეთ არა პირით, არამედ ცხვირით. ცოტა ხანში სურდოც უკან დაიხევს და არც ანგინა და ბრონქიტი დაგტანჯავთ.

წყარო: for.ge
რას გვაძლევს ცეკვა
ოდესღაც ცეკვა ეროტიკად ითვლებოდა, დღეს ტანვარჯიში გახდა.

ცეკვის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ერთადერთი აუცილებელი პირობა სურვილია.

რას გვაძლევს ცეკვა? ზღვა სიამოვნებას, თავდაჯერებას, ენერგიის მუხტს, შესანიშნავ განწყობას, სიცოცხლის სურვილს, მოძრაობის სიმსუბუქეს, ლამაზ ტანდეგობას, ამტანობას, ჭარბი წონისგან გათავისუფლებას, შესანიშნავ თვითშეგრძნებას.

მენტალური და ემოციური პრობლემები, რომლებიც წარმოშობილია სხეულში კუნთების სპაზმებით, ჩვენს თავისუფლებას ბოჭავს. ცეკვა საკუთარი სხეულით უკმაყოფილების დაძლევას ეხმარება, მოძრაობებისგან სიამოვნების მიღებას გვასწავლის, გვკარნახობს, სპონტანურობა და ცხოვრების ხალისი როგორ დავიბრუნოთ.

ლათინოამერიკული ცეცხლოვანი და დინამიკური ცეკვები (სამბა, რუმბა, სალსა) დიდი რაოდენობით კალორიებს წვავს, ცხოვრებისეულ პრობლემებს გვავიწყებს და განწყობას ამაღლებს.

ეთნიკური ცეკვებიდან (არაბული, ფლამენგო, ირლანდიური და სხვა) ყველაზე გავრცელებულია არაბული ანუ მუცლის ცეკვა - ამქვეყნად ერთ–ერთი ყველაზე ეროტიკული და მშვენიერი. მუცლის ცეკვის დახმარებით შეგიძლიათ დიეტების დაცვის გარეშე გახდეთ, მოკლედ, სხეულის ჰარმონიზაციას მიაღწიოთ. ამ ცეკვას ქალის ჯანმრთელობისთვის შეუფასებელი სარგებლობა მოაქვს.

ბოდი–ბალეტი - ყველაზე შესანიშნავი ფიტნეს პროგრამაა, რომელიც დუნდულებს, თეძოებსა და ნაკუთალს უფრო მოქნილსა და მკვრივს ხდის.

ცეკვა შესანიშნავი საშუალებაა დეპრესიისგან გასათავისუფლებლად. მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ცეკვის დროს გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები - ენდორფინები. ამის წყალობით გულის მუშაობა ნორმალური ხდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და შესაბამისად განწყობა მაღლდება.

წყარო: for.ge
ყველაფერი სიცილის შესახებ
თხუთმეტი წუთი შეუსვენებელი სიცილით 250 კალორიას დაწვავთ - მთავარია, ეს შეძლოთ და იმხიარულოთ.

როცა ადამიანი იცინის, ამ დროს, მისი ფილტვებიდან ჰაერი 100 კილომეტრ-საათი სიჩქარით გამოიტყორცნება.

ჩვილი 3 თვის ასაკში იწყებს ხმით სიცილს. მანამდე, მას ამის გაკეთება არ შეუძლია.

სტატისტიკას თუ ვენდობით, ქალები დილის განმავლობაში ექვსჯერ უფრო ხშირად იღიმებიან, ვიდრე მამაკაცები.

როცა იჭმუხნებით და იჯღანებით, თქვენს სახეზე 47 კუნთი იჭიმება და იძაბება, როცა იცინით - მხოლოდ 17 კუნთი.

არსებობს „სიცილის ყვავილი”. თუ მის თესლს დაღეჭავთ, 30-50 წუთი იხითხითებთ. ამის შემდეგ უგრძნობლად მიეგდებით და რამდენიმე საათის განმავლობაში მკვდარივით იძინებთ.

„სიცილის ყვავილი” ახლო აღმოსავლეთში ხარობს, მაგრამ მისი ამოცნობა მხოლოდ ბოტანიკოსებს შეუძლიათ.

წყარო: for.ge
ზღვის მარილი სტრესის მოხსნის უებარი საშუალებაა
ზღვის მარილი ადამიანს ენერგიის აღდგენასა და დამშვიდებაში ეხმარება. ის დადებითად მოქმედებს კანზე. გარდა ამისა, ზღვის მარილი შესანიშნავი საშუალებაა სპაზმებისა და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ის ააქტიურებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ზღვის მარილის აბაზანები ფეხისთვის მომენტალურად მოგიხსნით გადაღლას და შეშუპებას. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37-38 გრადუსს, პროცედურის ხანგრძლივობა კი – ათ წუთს.

ზამთრის პერიოდში ზღვისმარილიანი აბაზანა მკვეთრად ააქტიურებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას. ახასიათებს, ასევე, ანტიცელულიტური ზემოქმედება.

ზღვის მარილი ხსნის ანთებით პროცესებს და აქრობს კანზე გამონაყარს უმოკლეს დროში

წყარო: for.ge
სიყვარულს მხოლოდ წყვილთა მესამედი ინარჩუნებს
შეყვარებულ წყვილთა მხოლოდ 30 პროცენტს შეუძლია, შეინარჩუნოს ურთიერთობა ხანგრძლივი დაშორებისას, ამავე დროს, ერთგულება მამაკაცებისთვის უფრო დამახასიათებელია, ვიდრე ქალებისთვის. ასეთ დასკვნამდე არგენტინელი მკვლევრები მივიდნენ, რომლებიც აწარმოებდნენ თავიანთი მოქალაქეების გამოკითხვას. მათი მიზანი იყო, გამოეკვლიათ, შეუძლია თუ არა სიყვარულს, გაუძლოს მანძილსა და დროს და არ „ჩაქრეს“.

გამოკითხულ წყვილთა ზუსტად ნახევარმა განაცხადა, რომ ისინი იძულებული არიან, გადაიტანონ განშორება. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ, შეინარჩუნონ სიყვარული „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, დადებითი პასუხი გასცა მამაკაცთა 32-მა, ქალების კი მხოლოდ 25 პროცენტმა.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტს სურს, იყოს წამსვლელი და არა დამრჩენი, თუმცა, ბევრი პარამეტრით, ის, ვინც ტოვებს მშობლიურ სახლს, უფრო მძიმედ განიცდის განშორებას. იგი ხშირად რჩება სრულ მარტოობაში, მაშინ, როდესაც ის, ვინც სახლში რჩება, ძველებურად იმყოფება მეგობრებისა და ახლობლების წრეში.

მაგრამ, როგორც გაირკვა, მიჩვეული ადგილიდან თავის საყვარელ ადამიანთან წასვლის პერსპექტივა არ აშინებს არგენტინელთა 78 პროცენტს. მათ განაცხადეს, რომ, თანახმანი არიან, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ.

გრძნობების შენარჩუნებას, როგორც წესი, ისინი ახერხებენ, რომლებმაც შეძლეს, მოწყენილობა და მელანქოლია საყვარელ ადამიანთან შეხვედრის სასიამოვნო მოლოდინად გადაექციათ

წყარო: for.ge
რას ნიშნავს იყო სექსუალური?
ყველანაირ ქალს შეხვდებით – ლამაზს, მომხიბვლელს, ჭკვიანს, სულელს, კარგ კულინარს და ა.შ. მაგრამ ყველა კაცი შეკითხვაზე: „როგორი ქალი მოგწონს?“ პასუხობს – „სექსუალური“. შეიძლება, ასეთი ქალი სულაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ყურადღებას იპყრობს.

სექსუალურობა ქალს და მამაკაცს სხვადასხვაგვარად ესმის. ქალისთვის სექსუალურობა გარეგნულ მონაცემებს და ჩაცმის სტილს უკავშირდება. მამაკაცთა აზრით კი, ჭეშმარიტი სექსუალურობა გაუცნობიერებელი სიღრმიდან მოდის და ამიტომაც, ხშირად გაკვირვებულნი ვრჩებით „რა ნახა ამ ქალში“ კაცმა? მოკლედ, ვნახოთ როგორია მამაკაცისთვის ნამდვილი სექსუალური ქალი:

1. არ ვიქნებით ორიგინალურები, თუ ვიტყვით, რომ არაფერი აღაგზნებს მამაკაცს ისე, როგორც ამოუცნობი ქალის ფენომენი. ასეთია ძლიერი სქესის ბუნება – სიამოვნებას რთულად გამოსაცნობი ამოცანებისგან იღებს.

2. სექსუალური ქალი მშვენივრად შეიგრძნობს, თუ როგორ გაუმართლა მას ქალად რომ დაიბადა. არ აშინებს ქალური სისუსტეები, არ ანაღვლებს სილამაზის სტერეოტიპები, რომელიც ისეთივე წარმავალია, როგორც ზღვის შხეფი. იგი ქალურია და საკუთარ თავში 100%– ით დარწმუნებულია. უმეტეს შემთხვევაში, ისინი ბევრად უფრო სასურველნი არიან, ვიდრე პოდიუმზე მოსიარულე მაღალფეხება და პრტყელმკერდა ქალები.

3. სექსუალურ ქალს პირადი ღირსების შეგრძნება სისხლში აქვს. ეს თვისება გამოსჭვივის მის გამოხედვაში, თავის დაჭერის მანერაში, გაღიმებაში და ნებისმიერ მოძრაობაშიც კი. ის მამაკაცის მხრიდან ყოველთვის იმსახურებს ყურადღებას და პატივისცემას. ასეთ ქალებზე ამბობენ: „მან იცის საკუთარი თავის ფასი.“

4. ჭეშმარიტად სექსუალური ქალისთვის მიუღებელია ვულგარულობა. იგი მშვენივრად არჩევს ნამდვილ სექსუალურობას იაფფასიანი ვულგარულობისგან.

5. სექსუალური ჩაცმულობა – პარადოქსი ქალისთვის, რათა მოუნდეთ მისი გახდა. სექსუალური ქალი იდეალურად ფლობს ასეთი ჩაცმის ხელოვნებას. ეს სულაც არ ნიშნავს იყო გამომწვევი ვიწრო ჯინსებში, დიდ დეკოლტესა და გამჭვირვალე სამოსში. სექსუალური ქალის ჩაცმულობა ყოველთვის უტოვებს მამაკაცს ფანტაზიის საშუალებას, იფიქროს და გამოიცნოს ის, რასაც მისი თვალი ვერ ხედავს.

6. მსუბუქი ფლირტი მამაკაცთან - საუბრის დროს სექსუალური ქალი მოგებულია ისე, რომ კაცს ჰგონია მოგებული თავად არის. კაცს ეჭვიც არ ეპარება გამარჯვებაში, მაგრამ ნამდვილი ჯილდოს მფლობელი ქალია.

7. სექსუალური ქალი იგივეა, რაც ქალი – კატა. იგი ძალზედ მგრძნობიარეა და წარმოუდგენელ ენერგეტიკას ფლობს. მამაკაცები ამას გრძნობენ და როგორც შუქისკენ, ისე მიილტვიან ასეთი ქალებისკენ. რთულია სექსუალური ქალის ხიბლს გაუძლო.

8. სექსუალური ქალისთვის მიუღებელია სიყალბე და უაზრო წუწუნი. იგი არ აფრთხობს კაცებს მოჩვენებითი თავმდაბლობით. შინაგანი თავისუფლების მიუხედავად, იოლად მისაწვდომი არ არის. კაცი ასეთ ქალთან თავს დაჯერებულად ვერ გრძნობს. საბოლოოდ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქალს სურს.

9. სექსუალური ქალი არასოდეს ჩქარობს, თავიდან მოიშოროს არასასურველი თაყვანისმცემელი. რატომ? იმიტომ, რომ იცის, ასეთ თაყვანიცმცემელთა წრე სხვა მამაკაცებისთვის უფრო სასურველს ხდის.

10. სექსუალური ქალი ცხოვრების გზაზე მსუბუქი ნაბიჯით დადის. იგი გახსნილი და გულღიაა. მასთან საუბარი დიდი სიამოვნებაა, თანაც საუბრის წამყვანის როლს მამაკაცს აძლევს. არა იმიტომ რომ სულელია, პირიქით, იმიტომ, რომ ჭკვიანია. და ბოლოს, გვახსოვდეს, ღმერთმა ჯერ კაცი შექმნა, შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეუძლია მეტი და შექმნა ქალი. რაც არ უნდა ვთქვათ – მთავარი როლი მათია!

მოამზადა: სოფო ქიტიაშვილმა


წყარო: eva.ge
ვინ ვარ ურთიერთობებში? (ტესტი) - TEST
პირად ურთიერთობებში თითოელი ჩვენგანი უშვებს შეცდომას. ამ შეცდომების მიზეზი ხშირად ისაა, რომ საკუთარ თავს სათანადოდ არ ვიცნობთ. ამ ტესტს იმისთვის გვთავაზობენ, რომ განვსაზღვროთ, როგორი ქცევა გვახასიათებს. მაშ ასე, ახალი ურთიერთობა გიყალიბდებათ და გაინტერესებთ, რას უნდა მოელოდეთ ამ სიახლისგან. გულწრფელად უპასუხეთ:

1. პირველი უქმეები, რომელიც ერთად უნდა გავატაროთ. უცებ მამაკაცი ტურისტულ ლაშქრობაში წასვლას გთავაზობთ და ამით საკმაოდ გაოცებთ:
ა) საინტერესოდ ჟღერს. საერთოდაც, რა მნიშვნელობა აქვს, სად წავალთ. მთავარია, რომ ერთად ვიქნებით.
ბ) მისგან ისეთი მოგზაური გამოვა... სასაცილოა, არც ღირს ამ წინადადების სერიოზულად მიღება.
გ) შევახსენებ, რომ უქმეების გატარებას ერთად ვაპირებდით და ერთადაც უნდა დაგვეგეგმა. თან ეს მაღაქუსლიანი ფეხსაცმელი რაღაც ვერ მოიხდენს ტბას დ კლდე-ღრეს.

2. რაღაც საღამო მოაწყვეთ. განზრახ, რომ თქვენი ახალი “რჩეული” მეგობრებს გააცნოთ. მან კი “ივაჟკაცა” და ზედმეტი დალია. დალია და სულელურად იქცევა. რას მოიმოქმედებთ?
ა) ერთი გულიანად ვიცინებ. ისეთი საყვარელია, როცა მთვრალია...
ბ) ვერ გადავიტან. ბოიკოტს გამოვუცხადებ.
გ) არაფერს შევიმჩნევ. დავაცდი. რომ გამოფხიზლდება, მის მობოდიშებას დაველოდები.

3. დაქალებთან შეხვედრა დაგეგმეთ, ის კი გირეკავთ, თქვენთან სურს საღამოს გატარება. თქვენ?
ა) დაქალებს ურეკავთ და შეხვედრა სხვა დროისთვის გადაგაქვთ. ბოლოსდაბოლოს ყოველთვის მოასწრებთ მათთან შეხვედრას.
ბ) ურჩევთ, ძმაკაცებთან ლუდი დალიოს.
გ) მაინც მეგობრებთან მიდიხართ, გვაზში მას ურეკავთ და უხსნით, რომ მოუთმენლად ელით მის ნახვას.

4. უნივერსიტეტის მეგობართან შეხვედრაზე მიდის და თქვენი წაყვანა სურს. აღმოჩნდება, რომ ეს მეგობარი გოგონაა. თქვენი რეაქცია:
ა) შესანიშნავია! იქნებ დავუმეგობრდე.
ბ) საინტერესოა! შეიძლება, რამე მნიშვნელოვანიც გავიგო მის წარსულზე.
გ) სანერვიულო არაფერი მაქვს. სიყვარულით ხომ მე ვუყვარვარ?!

5. რამდენიმე თვეა, სამსახური ვერ იშოვა. თქვენ:
ა) მხარში ვუდგავარ, თუ საჭიროა, ჩემს დანაზოგსაც ვუნაწილებ.
ბ) დროდადრო ვეხუმრები ამ თემაზე.
გ) ვცდილობ, აზრიანი და საქმიანი რჩევა მივცე. ვეხმარები იმის გარკვევაში, რით უნდა დაკავდეს.

6. დღესასწაულია, საჩუქრად რაღაც სამოსი მოგართვათ. ზუსტად იცით, რომ არასდროს ჩაიცვამთ. რექცია:
ა) ჩავიცვამ და ისე მოვაჩვენებ თავს, თითქოს ძალიან მომეწონა. სინამდვილეში მთავარი გრძნობაა და არა საჩუქარი.
ბ) ვიტყვი: “სულ ესაა?”
გ) მადლიერებას გულით გამოვხატავ, მოგვიანებით მორიდებით, ტაქტით მოვახვედრებ ან ავუხსნი, როგორი ტანსაცმელი მომწონს.

7. რას ელით ყველაზე მეტად ურთიერთობებისგან?
ა) დაცულობას
ბ) ბრილიანტებს
გ) ჰარმონიას

შედეგი:

თუ პასუხების უმეტესობა არის “ა”:
ურთიერთობაში ძალიან დამთმობი ხართ, ხანდახან საკუთარი ინტერესები საერთოდ გავიწყდებათ. ფრთხილად იყავით. გაგიგიათ ფრთიანი გამოთქმა “თავზე დამაჯდაო”? ჰოდა, სწორედ ეგ გემუქრებათ. სანამ დათმობაზე წასვლას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ნუთუ ეს აუცილებელია? რას მოიგებთ, ან რას წააგებთ ამ დათმობით? და როცა აუცილებლობას დაინახავთ, მაშინ დათმეთ.

თუ პასუხების უმეტესობა არის “ბ”:
ემოციური ბრძანდებით, ხანდახან ზედმეტადაც, ქალურად “ცბიერიც”.. ზოგჯერ ადამიანი ვერაფრით მიხვდება, რას მოიმოქმედებთ. მამაკაცისთვის ხშირად დახურული წიგნი ხართ. ამ წიგნის შესწავლა ძალიან საინტერესოა. მაგრამ თქვენმა ემოციამ შესაძლოა შეაშინოს კიდეც ადამიანი. ამიტომ ძალიან ეცადეთ და კრიტიკულ სიტუაციებში თავი გააკონტროლეთ.

თუ პასუხების უმეტესობა არის “გ”:
შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ქალი ბრძანდებით! მამაკაცს ისე ექცევით, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორს, ამხნევებთ, ეხმარებით. თან ინდივიდუალურობასაც არ კარგავთ. ასე განაგრძეთ

წყარო: eva.ge
სექსუალურობის პიკი
გამოკვლევების თანახმად, სექსის დროს ყველაზე დიდ სიამოვნებას ქალი 28 წლის,ხოლო მამაკაცი 33 წლის ასაკში განიცდის.

გამოკითხვამ,რომელშიც მონაწილეობა 1281-მა ადამიანმა მიიღო,შეცვალა აზრი იმის შესახებ, თითქოს ქალი სექსუალურობის პიკს 30 წლის ასაკში, კაცი კი - 18 წლის ასაკში აღწევს. გამოკვლევებმა ისიცაჩვენა, რომ ყველაზე 20 - დან 29 წლამდე ახალგაზრდები მიისწრაფვიან სექსუალური ურთიერთობებისკენ.

„როგორც წესი, ინტენსიური სექსით ურთიერთობის დასაწყისში ვკავდებით, როდესაც სურვილი ჯერ კიდევ მძაფრია, ხოლო საუკეთესო შეგრძნებებს სექსში ვაღწევთ მაშინ, როდესაც ჯერ საკუთარ და შემდეგ პარტნიორის სხეულს კარგად შევისწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ქალის სექსუალური სისტემა გაცილებით რთულია ვიდრე მამაკაცის, ისინი ბევრად ადრე ხვდებიან და აცნობიერებენ რა სურთ,“- ამბობს ექსპერტი ურთიერთობების დარგში ტრეისიკოკსი.

გამოკითხვამ ასევეაჩვენა, რომმამაკაცები სქესობრივ კავშირს საშუალოდ 18 წლის ასაკში იწყებენ, ქალებიკიცოტა უფრო ადრე - 17 წლის ასაკში. მიუხედავად ამისა, მამაკაცები სექსუალურობის პიკს 18-ის ნაცვლად, 33 წლის ასაკში აღწევენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ მათ სჭირდებათ დრო, რათა გააკონტროლონ საკუთარი შეგრძნებები და გაერკვნენ ქალის რთულ სექსუალურ სისტემაში. ეს ფაქტორი ამართლებს მარტივ ჭეშმარიტებას - მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

ფიზიკურიდასექსუალური პიკი-ესერთიდაიგივე როდია,მაგრამ მაინც, ყველა ადამიანი აპოგეას აღწევს მაშინ, როდესაც ბოლომდე იხსნება, როგორც საკუთარ თავთან ასევე პარტნიორთან.

მართალია, 28 ან 33 წლის ასაკში სექსი არაჩვეულებრივია, მგარამ ინდივიდუალური გამოცდილება და შინაგანი შეგრძნებები, შესაძლოა, მკვეთრად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ასაკის ადამიანებში, ამიტომ ვინიცის-იქნებ პიკი ინტიმურ ურთიერთობებში ჯერ კიდევ წინ გაქვთ.

წყარო: eva.ge
წიწიბურას დიეტა - იკლებთ 10 კგ-მდე
დიეტა არის 1 კვირიანი.

ამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დაიკლოთ 10კგ-მდე...

მთელი დღის განმავლობაში ჭამთ მხოლოდ წიწიბურას, რომელსაც ამზადებთ შემდეგნაირად:

საღამოს წიწიბურას გარეცხავთ, დაასხავთ ადუღებულ წყალს, და დატოვებთ დილამდე.

წიწიბურას შეგიძლიათ მიირთვათ 1%-მდე ცხიმიანობის (ანუ უცხიმო) კეფირით ან მაწონით.

ამ დიეტის მერე აუცილებელია 1 თვიანი შესვენების გაკეთება, სანამ ისევ გაიმეორებთ!

წყარო: dieta.ge
მარიხუანა კურნავს ! მეცნიერთა მორიგი აღმოჩენა
სამედიცინო მარიხუანის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს კრონის დაავადების მძიმე ფორმის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას. ისრაელის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სრულ რემისიას მიაღწია პაციენტთა უმრავლესობამ. ამ სტატიას აქვეყნებს სამედიცინო ჟურნალი „Clinical Gastroenterology.“

კრონის დაავადება-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიური ანთებითი დაზიანებაა; ხასიათდება ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით, რომლებიც რთულდება პერფორაციებით, ასევე გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით, სისხლდენითა და სხვ.

ზუსტი ეტიოლოგია დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გენეტიკურ, ინფექციურ და იმუნოლოგიურ ფაქტორებს. ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, პირღებინება, ცხელება, წონის დაკლება, საერთო სისუსტე.

მკურნალობა – რეციდივების შესასუსტებლად გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები და ანტიბიოტიკები, თუმცა მძიმე გართულებების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა, რომელიც მიმართულია დაზიანებული ნაწლავის ლიკვიდაციისაკენ.

სპეციალისტებმა სამედიცინო ცენტრ “Meier”-ში ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიეძღვნა მარიხუანის ზემოქმედებას კრონის დაავადებაზე. კვლევისას მონაწილეობა მიიღო 21 პაციენტმა , რომლებსაც აღენიშნებოდათ დაავადების მძიმე ფორმა. 11მათგანს რვა კვირის განმავლობაშის მოსაწევად აძლევდნენ ორ ღერ მარიხუანას, რომელიც შეიცავდა 11,5მგ ტეტრაგიდროკანაბინოლს. დანარჩენი 10 პაციენტი იმყოფებოდა საკონტროლო ჯგუფში პლაცებოს ეფექტის ქვეშ.

ცდის შედეგად ხუთ პაციენტს რომლებიც ეწეოდნენ მარიხუანას აღენიშნათ სრული რემისია, 11პაციენტს აღნიშნული ჯგუფიდან გაუუმჯობესდათ მდგომარეობა , სამი მათგანი განთავისუფლდა სტეროიდული პრეპარატების დამოკიდებულებისაგან. რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს, მასში მხოლოდ ოთხ პაციენტს აღენიშნებოდა მდგომარეობის უმნიშვნელო გაუმჯობესება.

მკვლევარების თქმით,მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, აუცილებალია ამ მიმართულებით მოხდეს ცდის კვლავ ჩატარება პაციენტთა უფრო დიდ ჯგუფზე.

წყარო: lollipop.ge