OHO.GE
10 ჭეშმარიტება კოლგოტების შესახებ, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
1. მუქი ფერის კოლგოტები ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს, ხოლო თეთრი პირიქით – ამოკლებს მათ.

2. აჟურული კოლგოტები უხდება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და არა ე.წ. ბალეტკებს.

3. იაფფასიან, უხარისხო კოლგოტებს აქვს მრგვალი ნაკერები, რომლებსაც ადვილად მისდის თვალი. გარდა ამისა, ნაკერები უხეშია, მსხვილი და ის თხელ კაბაში შესამჩნევია.

4. თხელი შავი კოლგოტი, უკან გრძელი ნაკერით, ძალიან ფაქიზი მოსახმარებელია – ის მხოლოდ იდეალურად სწორი ფეხების მქონე გოგონებს უხდებათ.

5. სანდლებსა და სხვა ღია ფეხსაცმელს არ უხდება კოლგოტები.

6. მსხვილპრინტიანი კოლგოტები ფეხებს ვიზუალურად მსუქანს აჩენს.

7. გლუვი, სიპრიალეს აბსოლუტურად მოკლებული კოლგოტები ძალიან სადაა და კონსერვატორული და არ უხდებათ ახალგაზრდა გოგონებს.

8. კოლგოტებში ლიკრის მაქსიმალური შემცველობა 30%-ია. თუ შეფუთვაზე აწერია მეტი, ესე იგი, ის პატენტია.

9. ხარისხიანი, საფირმო კოლგოტების განმასხვავებელი ნიშანი სასიამოვნო სუნია. საფირმო წინდის წარმოებაში იყენებენ ბრენდისთვის დამახასიათებელ არომატს, რომლის გაყალბებაც თითქმის შეუძლებელია.

10. კოლგოტების გარეცხვა რეკომენდებულია ხელით და წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს. ამ შემთხვევაში ისინი დიდხანს გაგიძლებთ.

წყარო: life.mediamall.ge
სასარგებლოა თუ არა უცხიმო რძის პროდუქტები?
უცხიმო რძე, კეფირი, მაწონი, იოგურტი, ყველი მრავალი გასახდომი დიეტის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ სინამდვილეში, ისინი არც თუ ისეთი ჯადოსნური პროდუქტებია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ მთავარ საფრთხეს ორგანიზმისთვის წარმოადგენს ე.წ. დაფარული კალორიები. ბევრი ფიქრობს, რომ თუ უცხიმო ხაჭოს, იოგურტს და ა.შ. მიირთმევს, წონა თავისით გაქრება. ასე არ არის. სინამდვილეში ცხიმი დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს. უცხიმო რძის პროდუქტის მიღებისას კი მალე გვშივდება კვლავ მივირთმევთ ამ უცხიმო იოგურტს, ხაჭოს და ა.შ. პროდუქტები 0% ცხიმით პრაქტიკულად არ ანაყრებს ორგანიზმს. დიდი რაოდენობით მირთმევისას კი მეტ კალორიას ვიღებთ, რადგან ისინი, როგორც წესი გემოს გასაუმჯობესებელ დანამატებს შეიცავენ. უცხიმო პროდუქტებით კვების დროს, ჩვენ დაახლეობით 250 ზედმეტ კკალ-ს ვიღებთ.

არსებობს მეორე საკითხიც: შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ კალციუმი ორგანიზმში შეითვისება სწორედ ცხიმისშემცველი რძის პროდუქტისგან. რძის ცხიმი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ის არ რჩება ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების სახით.

წყარო: life.mediamall.ge
რა უნდა ვიცოდეთ მკერდის კიბოზე
სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ძირითადი ფუნქცია რძის გამომუშავება და გამოყოფაა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალშობილის გამოკვება. გარდა ამისა ქალებისათვის მათ მკერდს დიდი სოციალური დატვირთვაა აქვს, მკერდის ფორმა, ზომა და მიმზიდველობა, ქალის სილამაზის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და მას, როგორც ყველაფერ ძვირფასს, მოფრთხილება სჭირდება, მითუმეტეს როდესაც მისი ჯანმრთელობა ისეთი რეალური საფრთხის წინაშე დგას, როგორიცაა სიმსივნეები.

სიმსივნე შეიძლება იყოს ავთვისებიანი, ან კეთილთვისებიანი. სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: კისტა, ფიბროადენომა, გალაქტოცელე, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია და გალაქტორეის გამომწვევი სიმსივნეები. თუმცა მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა ლიტერატურაში რამდენადმე განსხვავებულია. კეთილთვისებიანი სიმსივნეების რიცხვში ზოგჯერ გინეკომასტია (მამაკაცთა პათოლოგიაა) და მასტოპათიაც შეყავთ. ეს წარმონაქმნები შეიძლება მტკივნეული, შემაწუხებელი ან სრულიად შეუმჩნეველი იყოს და რაც მთავარია ისინი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან.

ძუძუს კიბო არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, იგი ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და სიხშირით მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ. მკერდის კიბოთი ავადდება დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი მსოფლიოში, მათი ასაკი 13-დან 90 წლამდეა. მკერდის კიბოთი ავადობა სულ უფრო მატულობას 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც დაკავშირებულია ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირებასთან.

ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: პაპილარული კიბო, მედულარული კიბო, ანთებადი კიბო, ინფილტრირებადი კიბო და პეჯეტის (დვრილისა და არეოლას) კიბო.

სიმსივნის განვითარებაში დიდი როლი აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას, ასევე აბორტებს, რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს, ჰორმონულ დისბალანსს, რადიაქტიულ ზემოქმედებას და ძუძუს ტრავმებს.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები კავკასიელ ქალებში საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად მთავრდება ფატალურად, არადა მისი დროული აღმოჩენის შემთხვევაში, განკურნების თითქმის 100%-იანი შანსი არსებობს.

როდის მივიტანოთ ეჭვი:

დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;

სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;

ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;

ძუძუს ფორმის შეცვლა;

ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;

კანის დანაოჭება;

სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა;

მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;

ლიმფური კვანძების გადიდება;

ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.

ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა და განგაშის ატეხვის საფუძველია, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, თუმცა გულდასმით გასინჯვის შემთხვევაში მისი აღმოჩენა მაინც შეიძლება.

ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ადვილი შესასრულებელია და ყველა ქალმა უნდა იცოდეს, არის ძუძუს თვითგასინჯვა.

თვითგასინჯვა იწყება დათვალიერებით სარკის წინ, ამ დროს ფასდება სარძევე ჯირკვლის ფორმის, ზომის, ფერისა და კონტურის ცვლილება.



პალპაცია

მეორე ეტაპი კი პალპაციაა, ანუ მდგომარეობის შეფასება შეხებით, ამ დროს ვაფასებთ კონსისტენციას, სიმკვრივეს, შეშუპებას, კვანძების ასებობას. ეჭვის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

კიბოს დიაგნოზის დასმა ხდება ექიმი მამოლოგის მიერ, გამოკვლევის მეთოდებს ექოსკოპია, მამოგრაფია და პუნქციური ბიოფსია მიეკუთვნება. მასობრივი სკრინინგი ძუძუს კიბოს გამოვლენისა და გართულებების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც საქართველოშიც ტარდება.საქართველოს ნაციონალური სკრინინგ ცენტრი.

წყარო: life.mediamall.ge
ომლეტი სულგუნით - იდეალური საუზმე - კულინარია
ეს რეცეპტი იმდენად მარტივი და გემრიელია, რომ ალბათ არც ღირს ტრადიციული სახით რეცეპტის დაწერა. აიღეთ კვერცხი და სულგუნი სასურველი რაოდენობით.

ინგრედიენტები: კარაქი, კვერცხი, სულგუნი, მარილი და პილპილი

დიდ ტაფას ან, უმჯობესია, ინდივიდუალურ ფორმებს წაუსვით კარაქი. ჩაალაგეთ დაჭრილი სულგუნი და დაასხით ათქვეფილი კვერცხი ისე, რომ ყველი დაიფაროს. მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ. ზემოდან კარაქის რამდენიმე ფანტელი დაადეთ.
შედგით 180-90 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კვერცხი არ შეიკვრება და შეიწვება. თუ კვერცხი ახალია და თქვენც გიყვართ - შეგიძლიათ ბოლომდე არც აცალოთ შეწვა და თხევადი გული დაუტოვოთ.
ომლეტის შიგნით ჩამდნარი ყველი კერძს უგემრიელესს ხდის, მიირთვით დაბრაწულ პურთან ერთად.

შესანიშნავი საუზმეა

წყარო: presa.ge
ლიმონის კრემი ტორტების მოსართავად - კულინარია
ინგრედიენტები:
ლიმონის წვენი 125 მლ.
წყალი 125 მლ.
კვერცხის გული 1
დარბილებული კარაქი 370 გ.
შაქარი 300 გ .
ფქვილი 2 ს.კ.

თასში შეურიეთ ლიმონის წვენი, წყალი და კვერცხის გული. გადადეთ დროებით.

ქვაბში გაადნეთ 60 გ. კარაქი, დაამატეთ ფქვილი და შუშეთ 1 წუთი, თან ურიეთ. დაამატეთ ლიმონის წვენიანი ნარევი, გამუდმებული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1 წუთი.

გადაიტანეთ თასში, დააფარეთ თავზე ცელოფანი და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაამატეთ შაქარი, დარჩენილი კარაქი და 5 წუთი თქვიფეთ მიქსერით, სანამ პრიალა, ერთგვაროვან, კრემოვან მასას არ მიიღებთ.

ეს კრემი ინახება დაახლოებით 3-4 დღე. გამოყენების წინ უმჯობესია თუ კიდევ ათქვეფთ, რათა ჰაეროვნება დაიბრუნოს.

წყარო: presa.ge
როგორ მივიყვანოთ ქალი ორგაზმამდე ?
როგორ ვასიამოვნოთ ქალი - ეს კითხვა ბევრ მამაკაცს აწუხებს და ჩემი სუბიექტური აზრია უნდა აწუხებდეს კიდეც. არსებობს ბევრი მითი, თეორია და რათქმაუნდა არ არსებობს ამის კონკრეტული "ფორმულა", თუმცა არის საკითხები/ნიუანსები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ნამდვილმა მამაკაცმა, რათა აგრძნობინოს ქალს ნამდვილი ორგაზმის სიამოვნება და წუთიერი "ექსტაზი", რომელიც ყველა ქალის ოცნებაა.
ქალების 30%-ს უჭირს ორგაზმის განცდა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ დარჩენილი 70%-დან რამდენი განიცდის სექსუალური სიამოვნების პიკს.

თუ გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი (ქალი) მიიყვანოთ სექსუალური სიამოვნების პიკამდე, წაიკითხეთ ინსტრუქცია ყურადღებით და ნუ შეასრულებთ მას როგორც გავლდებულობის მოხდის მიზნით და დაზეპირებული ლექსივით, არამედ სიყვარულით, სიამოვნებით და თქვენივე ფანტაზიით.


საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
მოქნილი ხელები
ზეთი/გელი მასაჟისთვის
სასიამოვნო გარემო და რომანტიული ატმოსფერო
ეროტიული მუსიკა
მამაკაცის სურნელი

როდესაც საკითხი უკვე სექსზეა მიმდგარი და ემზადებით პროცესის დაწყებისთვის, აქ უკვე ქალისთვის 5 გრძნობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გრძნობა სწორედ, რომ ყნოსვაა და მისი პარტნიორის სურნელით აღგზნება.
კარგია თუ სურნელისთვის გამოიყენებთ მუშკის სუნამოს, მუშკის სუნი იწვევს ქალში ისეთივე ეფექტს, როგორც მაგალითად ტესტოსტერონის სუნი, ანუ ზრდის მის ლიბიდოს (ვნებას).


პრელუდია

აუცილებელია სანამ სექსის უშუალო პროცესამდე გადახვიდოდეთ, აღაგზნოთ სუსტი სქესის პარტნიორი, სწორედ ამ პროცესს ეწოდება პრელუდია. ყველა ქალს აქვს ინდივიდუალური ეროგენული ზონა, თუმცა უმეტესობას მაინც აქვს რაღაც საერთო:

- კისერთან ვნებიანი კოცნა (კისრის მიდამოებით დაიწყეთ და ნელ-ნელა ჩამოყევით კისრის დასასრულამდე);

- ყურის ბიბილოს ნაზი მასაჟი (ტუჩებში კოცნის დროს მოეფერეთ და გაუკეთეთ ნაზი მასაჟი მის ბიბილოებს);

- თმებზე ნაზად მოფერება (ტუჩებში კოცნის დროს მოეფერეთ ნაზი შეხებით მის თმებს);

- მკერდზე მოფერება და კოცნა (ხელით მოეფერეთ მის მკერდს, შემდეგ ნაზად აკოცეთ ძუძუს თავებზე და თითებით ასტიმულირეთ);

- მუცელზე კოცნა;

დაიმახსოვრეთ: პრელუდია რაც მეტია - აღგზნებაც მეტია, ხოლო აღგზნება თუ მეტია - მიზნის განხორციელების ალბათობაც მეტია.

გაახურეთ მისი ფეხები

ჰოლანდიის გრონინგენის უნივერსიტეტის მეცნიერები (Gრონინგენ Uნივერსიტყ) ამტკიცებენ, რომ რაც უფრო გახურებულია ქალის ფეხები და მისი ფეხის გულები, 30%-ით მეტს ხდის ალბათობას იმისას, რომ ქალი სექსის დროს მიაღწევს ორგაზმს. ამრიგად, თუ დაუმასაჟებთ ფეხებს და საკმარისად გაახურებთ მის ფეხის გულებს, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავთ იმისთვის, რომ პარტნიორი მიიყვანოთ დაუვიწყარი სექსის განცდებში.

ასევე არსებობს თეორია იმისა, რომ "წინდებში" სექსის დროსაც მეტია ალბათობა ორგაზმამდე მისვლის, ამიტომ სცადეთ, სცადეთ და კიდევ ერთელ სცადეთ...

ეჩურჩულეთ ყურში

ქალს როდესაც ეჩურჩულებით ყურში და გრძნობს/ისმენს თქვენს სუნთქვას, ის შინაგად უკვე იღგძნება, ხოლო თუ ამ მეთოდს ვნებიან საღამოს დაამთხვევთ, კიდევ უფრო მეტად აღიგზნება თქვენი პარტნიორი, რაზეც მისი გაფართოებული თვალის გუგები იმეტყველებს.


G-Spot (G წერტილი)

ქალის "მაგიური წერტილი", ყველა ქალს ვაგინაში ინდივიდუალურ ადგილას აქვს განთავსებული G-შპოტ, თუმცა საშუალოდ ის მდებარეობს 2.5-დან 7.6 სმ-მდე, ვაგინის ზემოთა მხარეს (ურეთრას მხარეს). მისი სტიმულირება შესაძლებელია ნაზად საჩვენებელი თითით. თუ შეძლებთ მის სტიმულირებას და შემდეგ დაკავდებით სექსით, ჯი-წერტილისთვის შერჩეული პოზით, ქალის სიამოვნებას საზღვარი არ ექნება!

წყარო: presa.ge
რის შემდეგ უჩნდებათ ქალებსა და კაცებს ინტიმური ურთიერთობების სურვილი?
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გაარკვიეს, ყველაზე მეტად რა სიტუაციები განაწყობს ქალსა და მამაკაცს ინტიმური ურთიერთობებისკენ. შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

თურმე, ქალებს სექსი ყველაზე მეტად 'უნდებათ' გახდომის შემდეგ. მეორე ადგილზეა ახალი ზეწრები, მესამეზე კი - ფულის მოგება. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ასევე განაწყობს ინტუმური ურთიერთობებისკენ დაქალებთან გატარებული მხიარული საღამო, ცხელი აბაზანა ან ახალი ვარცხნილობა.

რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ყველაზე მეტად ძმაკაცებთან გატარებული საღამოს შემდეგ არიან განწყობილი სექსისთვის. ასევე არის სიაში ახალი თეთრეული და ცხელი აბაზანა. სექსის სურვილი უჩნდებათ ასევე სპორტული გამარჯვებების, მანქანით რბოლის და სახლის დალაგების მერეც კი.

წყარო: life.mediamall.ge
6 მეთოდი, რომელიც ჩაშავებულ თვალებს შველის
თუ შავი წრეები თვალების ქვეშ განწყობას გიფუჭებთ, სახეს კი გადაღლილ იერს ანიჭებს, სცადეთ მათი მოშორება მარტივი მეთოდებით.

• დაიდეთ თვალებზე ჩაის გამოყენებული პაკეტები, მაგრამ ცივი! გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიწმინდეთ ან ჩამოიბანეთ.

• დაიდეთ თვალებზე კიტრის რგოლები. ეს ძველი და ეფექტური მეთოდია - 15-20 წუთით, დღეში ორჯერ.

• მარლაში გაახვიეთ თითო კოვზი ნატურალური ხაჭო და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით

• 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს, დაიდეტ თვალებზე ნუშის ზეთისა და თაფლის ნარევი.

• კანიანად მოხარშეთ კარტოფილი, გააგრილეთ, დაჭერით რგოლებად და დაიფინეთ თვალებზე.

• დილა საღამოს, ყოველდღიურად წაისვით თვალების გარშემო ყინულის კუბები. უკეთესია, თუ გვირილის ნაყენს გაყინავთ

წყარო: presa.ge
მინი-დიზაინერი (ფოტოები)
ეს 4 წლის “მეიემია”. მის ასაკში თოჯინების ჩაცმა-გახდა ჩვეული გართობაა, მაგრამ ამ უსაყვარლესი გოგონას ფანტაზია უფრო შორს მიდის. მეიემმა საკუთარი თავი აქცია თოჯინა-მანეკენად და დედის დახმარებით ფერადი ქაღალდისგან ულამაზეს “სამოსს” ქმნის.

შთაგონების წყარო ჰოლივუდის წითელი ხალიჩა და მოდის ჩვენებებია. შედეგი შთამბეჭდავია და ამავე დროს იოლად შესაქმნელი.





მეიემის დედა, ენჯი კაიზერი ასე აღწერს პროცესს: ”გუგლის საშუალებთ შესაფერის ფოტოს ვეძებთ, რომელსაც მეიემი თავად არჩევს. მან უკვე იცის, რა რაოდენობის მასალა სჭირდება და არჩეულ კაბას თითქმის დამოუკიდებლად ქმნის. ზოგიერთი კაბის გაკეთებას 5-10 წუთს ანდომებს, ზოგიერთის – დაახლოებით 4 საათს. ვიღებთ ფოტოს და მეიემი უბრუნდება ყოველდღიურ სამოსს.”



შესაძლოა იფიქრო, რომ ეს ყველაფერი არა ბავშვის, არამედ დედის მიზანმიმართული სარეკლამო კამპანიაა, მაგრამ არ მგონია არსებობდეს რამე ხერხი, 4 წლის გოგონა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩააბა ასეთ “საქმიანობაში”. ცხადია, ბავშვი დაინტერესებულია და სიამოვნებს პროცესი. უნებურად პარალელს ვავლებთ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილ, 12 წლის ტავი გევინსონთან, რომელიც საკუთარი ბლოგის წყალობით გახდა ცნობილი და დღეს მოდის ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორად ითვლება.



პატარა, ნიჭიერი მეიემის ნამუშევრების ნახვა სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი: Instagram, Tumblr, Twitter.















































წყარო: pink.ge
აფროდიტეს სილამაზის რეცეპტები
ვარსკვლავებმა რაც უნდა ილაპარაკონ, აფროდიტეს სიმაღლეებს ვერასდროს შესწვდებიან. შესაბამისად, ყველაზე უტყუარი და შედეგიანი სწორედ აფროდიტეს რეცეპტებია, რომლის მთავარი კომპონენტი ერთი 'უბრალო' ყველასთვის ხელმისაწვდომი ორხახუშია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სილამაზე და ახალგაზრდობა მთლიანად ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობა კი, თავის მხრივ, სწორ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ჯერ კიდევ ავიცენამ გამოიკვლია და დაადასტურა, რომ ოხრახუში თირკმლების, საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალებაა.

ოხრახუშის ფოთლები და ღერო შეიცავს ეთერზეთს, ფლავონოიდებსა და ვიტამინებს. მასში განსაკუთრებით უხვადაა C ვიტამინი. იგი 5-ჯერ აღემატება ლიმონსა და ფორთოხალში არსებული C ვიტამინის რაოდენობას. გარდა ამისა, ოხრახუში მდიდარია B1, B2, K, PP ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმით, კალციუმით და ფოსფორით.

ოხრახუშს არა მარტო სამკურნალოდ, ხალხურ კოსმეტიკურ საშუალებებშიც აქტიურად გამოიყენებენ. შემორჩენილ რეცეპტებს ჯერ კიდევ აფროდიტეს ხანაში იცნობდნენ:

. პიგმენტურ ლაქებსა და გამონაყარს შეიძლება შემდეგი რეცეპტით უმკურნალოთ: 8 ჩაის კოვზ ოხრახუშის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ამ ნაყენით სახე ყოველ დილა-საღამოს ჩამოიბანეთ. კარგია, თუ მას ცოტა ლიმონის წვენსაც დაუმატებთ.

. სასარგებლოა ოხრახუშის ნიღბებიც. წვრილად დაჭრილ ოხრახუშს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა ათეთრებს კანს და მას ელასტიკურობას ანიჭებს.

. ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად 5 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და სახე ყოველ დილა-საღამოს გაიწმინდეთ.

წყარო: etanews.ge