OHO.GE
რუსული ვაშლის ნამცხვარი
ცხვება 24სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში გამოდის 12 ნაჭერი 1ნაჭერი=430კ/კალ. მოსამზადებლად – 30წთ; გამოსაცხობად – 45წთ.

მასალა თხელი ცომისათვის:

* 500 გ ვაშლი
* 1 ს.კ. არაყი ან ლიმონის წვენი
* 100 გ მწარე შოკოლადი
* 4 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი
* 200 გ კარაქი
* 200გ შაქარი
* 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
* 1 ჩ.კ. დარიჩინი
* 2 ჩ.კ. კაკაო
* 300 გ ფქვილი
* 2/3 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა

მასალა მინანქრისთვის:

* 150 გ შაქრის პუდრა
* 2 ს.კ. არაყი
* ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის

გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ, გაჭერით ოთხად და ამოაცალეთ გული. ვაშლის თითოეული ნაჭერი თხლად დაჭერით სიგანეზე და მოასხით არაყი ან რომი. მსხვილ სახეხზე გახეხეთ შოკოლადი. გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და თხელ ფენად მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კარაქი, შაქარი და შაქრიანი ვანილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, შეურიეთ ჯერ კვერცხის გული, დარიჩინი და კაკაო, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა. დააცერით ფქვილი, სოდა და მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ შოკოლადი და ვაშლის ნაჭრები. ჩაასხით ცომი ფორმაში და შედგით ღემელში და აცხვეთ 175˚-ზე 45 წთ. როცა გაგრილდება ამოიღეთ ფორმიდან. შაქრის პუდრა გახსენით არაყში ან 2 ს.კ. ნელთბილ წყალში და წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს.

წყარო: kulinaria.ge
ასკილის ჩაი გვირილით
მასალა:

* 1 სუფრის კოვზი ასკილის ნაყოფი
* 1 ჩაის კოვზი გვირილა
* 1 ჭიქა წყალი
* თაფლი ან შაქარი გემოვნებით

ასკილის ნაყოფს დავასხათ წყალი და 5-7 წუთით ვადუღოთ. ცალკე ადუღებულ წყალში ჩავყაროთ გვირილა, დავაფაროთ თავსახური და 10 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გავწუროთ, დავუმატოთ მანამდე გამზადებული ნაყენი და სურვილის მიხედვით თაფლი ან შაქარი დავუმატოთ.

წყარო: kulinaria.ge
ცაცხვის ჩაი
მასალა:

* ½ სუფრის კოვზი ჩაი
* 1 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილები
* 1 ჭიქა წყალი
* შაქრის ფხვნილი გემოვნებით

ცაცხვის გამხმარ ყვავილებს ადუღებული წყალი დავასხათ, ცეცხლზე დავდგათ და 10 წუთით ვადუღოთ, შემდეგ გავწუროთ და შაქრის ფხვნილი დავუმატოთ. მივირთვათ ცხელი.

წყარო: kulinaria.ge
ალუბლის ჩაი კონიაკით
მასალა:

* 1-2 ჩაის კოვზი ჩაი
* 1 ფინჯანი წყალი
* 2 ჩაის კოვზი კონიაკი
* 2-3 ცალი ალუბალი
* ლიმონის წვენი

მოვხარშოთ ჩვეულებრივი ჩაი, ჭიქის ნაპირები ლიმონით დავასველოთ და შაქრის ფხვნილში ჩავაწოთ. შემდეგ ჭიქაში ყინულის ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ალუბლები ჩავაწყოთ, მომზადებული ჩაი დავასხათ, კონიაკი დავუმატოთ და საწრუპით გემრიელად მივირთვათ.

წყარო: kulinaria.ge
ნერვული დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
ნევრასთენია

ნევრასთენია ნევროზის ერთ–ერთი სახეა, რომელიც გამოხატულია ნერვული სისტემის აშლილობით. ავადმყოფს ახასიათებს გაღიზიანებადობა, ფხიზელი ძილი, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, ავადმყოფური რეაქციები ხმაურზე, შუქზე და ა.შ.

* – 1 ჩაის კოვზ ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 20 წუთი. სვამენ თბილ ნაყენს ძილის წინ.

* – 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ძირებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს. აჩერებენ 6–8 საათი. წურავენ.
მიღება: თითო სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში. ბავშვებს ჩაის კოვზით.

შავბალახა

* 1–2 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ გაციებამდე. წურავენ. იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–5–ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.

წითელი კუნელი

* 1 სუფრის კოვზ კუნელის დაჩეჩქვილ ნაყოფებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 2 საათი (ჰაერღუმელში ან თერმოსში). იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–ჯერ დღეში ჭამის წინ.

* იღებენ წითელი კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ თერმოსში 2 საათი. წურავენ. იღებენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბარამბო

* 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. წურავენ გაციებულს. იღებენ 1 დღის განმავლობაში.

კაკალი, ქიშმიში, ყველი

ტიბეტური მედიცინის რჩევით იღებენ ყოველდღიურად ერთ მიღებაზე 30 გრამ კაკალს, 20 გრამ ქიშმიშს და 20 გრამ ყველს. ეს საშუალება ხსნის დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებს გულის კუნთსა და ნერვულ სისტემას.

თაფლი

* 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება ძილის წინ მოქმედებს, როგორც საძილე საშუალება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

* – 1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. 1 დღე–ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. ბავშვებს 1/8–1/4 ჭიქას აძლევენ ერთ მიღებაზე.
გაფრთხილება: უნდა გვახსოდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტი.

* ორ სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჟოლოს ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, მიღებული ნაყენი ერთი დღის დოზაა.

ნერვიტი

* – 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჟოლოს ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააციეთ და მიიღეთ სამჯერ დღეში 100 გრამის ოდენობით.

ნევროზი

* – კაპარის დაქუცმაცებულ და გამხმარ ფესვებს ადუღებულ წყალს ასხამენ (20 გრამი ფესვები 200 გრამ წყალზე), თავზე მჭიდროდ ახურავენ და დგამენ ოთახის ტემპერატურაზე მის გაგრილებამდე. შემდეგ გადაწურავენ და მიიღებენ დღეში 3–ჯერ 50 გრამის ოდენობით.

* – კატაბალახას ფესვებს შეფარდებით 1:5, დაასხით 70%–იანი არაყი ან სპირტი. დადგით ოთახის ტემპერატურაზე ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ სითხე გაწურეთ ნარჩენებთან ერთად. მიიღეთ დღეში სამჯერ 15–20 წვეთი.

არყის ახალ ფოთლებს წვრილად აქუცმაცებენ, რეცხავენ ანადუღარი ცივი წყლით. ამ წყალს ღვრიან, შემდეგ 40–50 გრადუს ტემპერატურის ანადუღარ წყალს ასხამენ და სამნახევარი საათის განმავლობაში დგამენ, წყალს გადაასხამენ, დაქუცმაცებულ ფოთლებს წურავენ. ამის შემდეგ ნაყენს დადგამენ 6 საათის განმავლობაში, ნალექს მოაცილებენ. მოხმარებისთვის გამზადებულ ნაყენს ინტენსიური მწვანე მოყვითალო ფერი აქვს, ოდნავ მწარე გემოთი.
მიიღეთ: 50–100 გრამი, ზოგჯერ 200 მლ დღეში 2–3–ჯერ ჭამამდე.

* – ნევროზის მსუბუქი ფორმების დროს დალიეთ მაყვლის ძირების ნაყენი, თავშავას ჩაი, ჭინჭრის ნაყენი, ჭინჭრის თავების ნაყენი.

* – ხელის მუჭში ჩაიყარეთ 3–4 ცალი კაკალი და ნელ–ნელა ატრიალეთ თითების დახმარებით. ამგვარი თერაპია უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. დადგენილია, რომ ხელის მტევნების მუშაობა ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს იწვევს და ტვინის ცენტრებში გადაღლილობის განვითარებას დროებით აჩერებს, ვინაიდან თითების ბოლოებში არსებული ურიცხვი ნერვული დაბოლოებები უშუალოდ თავთან არის დაკავშირებული. ამგვარი მანიპულაციის შედეგად ხელებში აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

* – აიღეთ 10 გრამი (1–1,5 სუფრის კოვზი) კატაბალახას ფესვები და ფესურები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობით (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე–ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3–4–ჯერ დღეში.

* – სვით ნაყოფების ერთ წონით ნაწილზე იღებენ ოთხ წონით ნაწილ 70%–იან სპირტს. მიღებულ ნაყენს დღეში ორჯერ, სადილობისა და ძილის წინ ერთ ნატეხ შაქარზე ან ჩაის კოვზ წყალში განზავებით 5–7 წვეთ ნაყენს იღებენ.

* – 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული სვიის გირჩები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ, შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ–მდე) მიიღეთ 1/2 ჭიქა 4 ჭიქა 3–4–ჯერ დღეში ჭამის წინ.
გაფრთხილება: არ დაგავიწყდეთ, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენების დიდი დოზებით მიღებამდე შეიძლება გამოიწვიოს პირღებინება, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილი, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის გრძნობა.

* – სვიის ნაყენის მომზადება ცივი სახითაც შეიძლება. ამისათვის 1–2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 12–14 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპებით, ძილის წინ.
აგრეთვე რეკომენდებულია სვიის გირჩებით ავსებული ბალიშების ხმარებაც.

* – დაამზადეთ შემდეგი ნარევის ჩაი: სურნელოვანი ჩიტისთვალა – 20 გრამი, მაყვლის ფოთლები – 25 გრამი, ურცი – 10 გრამი, შავბალახა – 20 გრამი, ბერულა – 15 გრამი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ნარევის 30 გრამს დაასხით 300 გრამი ადუღებული წყალი. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3–ჯერ 100 გრამის ოდენობით.

* – მაყვლის ნედლი ნაყოფებისგან დაამზადეთ ჩაი და სვით ჩაის მაგიერ.

დეპრესია

* – 1 სუფრის კოვზ გვრილისებური ასტრიის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ, გაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ ააქტიურებს და ამაგრებს ნერვულ სისტემას.

* – დეპრესიის მიზეზად ხშირად გვევლინება ორგანიზმში რძის მჟავის უკმარისობა. ყველაზე ხშირად ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ დიდი რაოდენობით ხორცს და ძალიან ცოტა რძის პროდუქტებს. მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ სამთვიან მკურნალობის კურსს პურის ბურახითა და მჟავე კომბოსტოს წვენით.

* ვარჯიში 1. გადააჯაჭვეთ ხელები, გადაიტანეთ ხელები თავს უკან, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ფეხის წვერები განზე. გააკეთეთ ამოსუნთქვა, მოღუნეთ ფეხები, შეაყოვნეთ ამ მდგომარეობაში ხუთი წამი. ახლა ნელა დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში, ჩაისუნთქეთ. გააკეთე ეს ვარჯიში დილა–საღამოს მინიმუმ 10–ჯერ.

* ვარჯიში 2. დამჯდარ მდგომარეობაში მოხვიეთ ხელები მუხლებს და რაც შეიძლება მჭიდროდ მიეკარით მათ (2 წუთი).

* ვარჯიში 3. დაწექით ზურგზე, დაიდეთ წელის ქვემოთ კაკალი ან პატარა ბურთი, რომლებიც მნიშვნელოვნად აღიზიანებენ წერტილს, რომელიც წელზე მდებარეობს. ვარჯიში რამდენიმე წუთში მხნეობას და ძალას მოგმატებთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში ძილის წინ 10 წუთით ადრე.

წყარო: janmrtelobainfo.ge
კანის დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
ეგზემა

კანის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია ეგზემა. ეგზემა კანის ზედაპირული ანთებითი პროცესია. გამოიხატება სიწითლით, ბუშტების, ქერქისა და ქერცლის წარმოქმნით. თან ახლავს წვა, ქავილი, ზოგჯერ ტკივილი. იგი ხშირად ვითარდება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლით, ქრონიკული ინფექციების (ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვ.) არსებობით ორგანიზმში.

* – კომბოსტოს ფოთოლს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და ბინტით იხვევენ. 2–3 დღის შემდეგ იხსნიან და ახალ ფოთოლს იდებენ. იმეორებენ რამდენჯერმე.

* – რძეში ხარშავენ კომბოსტოს ფოთოლს, ურევენ ქატოში და იდებენ დაზიანებულ ადგილზე. იმაგრებენ სახვევით.

* – კომბოსტოს ატარებენ ხორცსაკეპში და ურევენ კვერცხის ცილას. იდებენ დაზიანებულ ადგილზე საფენით.

* – კარტოფილს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ დაზიანებულ ადგილზე.

* – კარტოფილს რეცხავენ, ფცქვნიან, ხეხავენ წვრილ სახეხზე და წურავენ. წვენში ასველებენ 1 სმ სისქეზე დაკეცილ მარლას და იდებენ ეგზემიან ადგილზე. 2 საათის შემდეგ ცვლიან ახლით.

* – კარტოფილს ხეხავენ, უმატებენ თაფლს (1/2 ჭიქა ფაფაზე 1 ჩაის კოვზი თაფლი) და ურევენ. ამ ნარევს უსვამენ მარლის სქელ ფენაზე და ადებენ დაზიანებულ ადგილზე. საფენს ცვლიან ყოველ 2 საათში ერთხელ დღის განმავლობაში. ღამე იდებენ დინდგელის მალამოს, დღისით ისევ კარტოფილსა და თაფლის ნარევს.

ფსორიაზი

ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზია ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლა, დარღვევები ნივთიერებათა ცვლაში, ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციური კერები (ტონზილიტი, ჰაიმორიტი).
ამ დაავადებისადმი მიდრეკილება შეიძლება შთამომავლობითაც გადაეცეს.

დაავადება იწყება კანზე მოვარდისფერო ან მოწითალო კვანძების გაჩენით, რომლებიც იფარება მოვერცხლისფერო–თეთრი ქერცლებით. გამონაყარი თანდათან ფართოვდება, ერთიანდება და იქმნება მსხვილი კერა.

ფსორიაზით დაავადებულ ადამიანს ურჩევენ რძისა და მცენარეული საკვების მიღებას, უზღუდავენ ცხოველურ ცხიმებსა და ნახშირწყლებს. სასურველია მზის აბაზანების მიღება (მაგრამ არა – დაავადების გამწვევების პერიოდში), ზღვაში ბანაობა, საოჯახო პირობებში კი თბილი საპნის აბაზანები.

ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგს ფსორიაზთან საბრძოლველად.

შინაგანად მისაღებად

* – ნივრის ცოცხალი წვენისა და ფაფის მიღება (თაფლით) ფსორიაზის სამკურნალოდ უძველესი და ეფექტური საშუალებაა.

* – 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 10 წუთს, წურავენ. სვამენ დღის განმავლობაში 3 მიღებაზე. მკურნალობის კურსი 5–7 დღეა.

* – ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი, გამოიყენება ქაცვის ზეთი. იღებენ დღეში 2 მილილიტრს.

* – იღებენ 60 გრამ ჭინჭრის ყვავილს და ფოთოლს, ასხამენ 1 ლიტრ მდუღარეს. იღებენ დღეში 3–ჯერ 100 მილილიტრს. ეს საშუალება წმენდს სისხლს და დაავადება ქრება.

* – 10 გრამ ორკბილას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დგამენ 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში. აცივებენ 10 წუთით, წურავენ, უმატებენ მდუღარე წყალს 200 მლ–მდე შესავსებად. იღებენ 2–3 სუფრის კოვზს დღეში 3–ჯერ.

გარეგანი საშუალებები ფსორიაზის სამკურნალოდ

* – ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ მოცვის ნაყოფის ნახარშის საფენებს. დაზიანებულ ადგილზე იფენენ დილა–საღამოს.

* – ქრისტესისხლას წითელი წვენის წასმა ფსორიაზით დაზიანებულ კერებში აშორებს ქერცლებს და კურნავს დაავადებას.

* – ხარშავენ ფარსმანდუკს, ასხამენ აბაზანის თბილ წყალში და იკეთებენ აბაზანებს.

* – არყის ხის კვირტების 10–30%–იანი მალამო საუკეთესო საშუალებაა ეგზემის, ფსორიაზის სამკურნალოდ.

* – ორკბილა (ბალახი) 15 გრამი, კოთხუჯი (ფესვები) 15 გრამი, დიდგულას ყვავილები 10 გრამი, სიმინდის ულვაში 15 გრამი, კრაზანა 15 გრამი, წითელი მოცვის ფოთლები – 10 გრამი, ქრისტესისხლა 5 გრამი, მინდვრის შვიტა 10 გრამი, კულმუხო (ფესვები) – 10 გრამი.

ყველა შემავალი კომპონენტი დაჭერით წვრილად. 1 სუფრის კოვზ ბალახეულზე აიღეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და შეფუთეთ. 2 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. მიიღეთ დილით და საღამოს 1/2 სუფრის კოვზი საჭმლის შემდეგ.

* – მიიღეთ წიწვოვანი აბაზანები ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, 20 წუთით.

წიწვოვანი ექსტრაქტი ასე დაამზადეთ – 100 გრამი ნაძვის წიწვები ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ 10 წუთი, დააყენეთ 3 საათი და მიღებული ნაყენი ჩაასხით სავსე აბაზანაში.

წითელი ქარი

წითელი ქარი – კანის მწვავე ანთებითი დაავადება. გამომწვევია სტრეპტოკოკი, რომელიც ხვდება კანში დაზიანებული ადგილიდან. დაავადება იწყება უეცრად. იწვევს ტემპერატურას, დამახასიათებელია თავის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება. დაზიანებულ კანზე ჩნდება სიწითლე, რომელიც ხელის შეხებით მტკივნეული და ცხელია.
წითელი ქარი ხშირად ჩნდება სახესა და ქვედა კიდურებზე.

* – ავადმყოფ ადგილზე იყრიან ჭვავის ფქვილს, ზემოდან აფარებენ ცისფერ ქაღალდს და იხვევენ. იცვლიან ყოველდღე. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს დილით ადრე, მზის ამოსვლამდე 1 საათით ადრე.

* – ბამბას ასველებენ ქაფურის ზეთში და იდებენ გაწითლებულ ადგილზე. შემდეგ იხვევენ. პროცედურას ატარებენ დღეში ორჯერ.

* – დინდგელის მალამოს წასმა კურნავს წითელ ქარს 3–4 დღეში.

* – კარტოფილის ფქვილს იყრიან გაწითლებულ უბანზე და ზემოდან აფენენ საფენს.

* – დაზიანებულ ადგილზე ისვამენ ღორის ქონს ყოველ 2 საათში.

* – დაზიანებულ ადგილზე იდებენ მრავალძარღვას ფოთოლს (უმჯობესია ახალდაკრეფილი).

* – ვირისტერფას ახალ ფოთლებს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და იხვევენ.

* – აიღეთ დედოფლისთითა, სამფერი ია და ორკბილა, თითოეული 10–10 გრამის ოდენობით 1 ლიტრ წყალზე. ადუღეთ 20–25 წუთის განმავლობაში. 1 ლიტრი ნახარში ერთი დღე–ღამის დოზაა.

გარეგან სახმარად კი გამოიყენეთ შემდეგი საშუალება – დედოფლისთითას ნედლ, აყვავებულ ბალახიდან გამოწურულ 250 გრამ წვენს 250 გრამ 90%–იან სპირტს ასხამენ. დგამენ 10 დღის განმავლობაში. ისვამენ დაზიანებულ ადგილზე.

* – აიღეთ 50 გრამი ნატურალური თაფლი, 50 გრამი ზეითუნის ზეთი, 20 დაფხვნილი აბი სტრეპტოციდი, ერთმანეთში აურიეთ, წამოადუღეთ, გააცივეთ და ფეხზე წაისვით დღეში სამჯერ. რამდენიმე დღეში დაავადება გაივლის.

წყარო: janmrtelobainfo.ge
მაღალი არტერიული წნევის დროს შავბალახას ნაყენი უებარი საშუალებაა
სამკურნალო მცენარე შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, მინერალურ მარილებს და ასე შემდეგ.

შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი მოქმედება თითქმის 3-4-ჯერ აღემატება აპრობირებულ კატაბალახას მოქმედებას.

ხალხურ მედიცინაში მას ასევე იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობის და შიშების დროს.

შავბალახას ნაყენს ასე მოამზადებთ: ერთ ან ორ სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს, რომელიც აფთიაქებში იყიდება, დაასხით 250 მილიგრამი წყალი. ადუღეთ, სანამ დაახლოებით, 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. დალიეთ ორი სუფრის კოვზი, დღეში რამდენჯერმე ან ნახევარი ჭიქა – დღეში ორჯერ.

ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის დასარეგულირებლად, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად. ამ შემთხვევაში, ორი ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მილილიტრი ცივი წყალი, დადგით და გააჩერეთ დაახლოებით რვა საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
ასევე, ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. დადგით ორი საათით. მიიღეთ ღვინის ჭიქით, დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.

მედიცინაში, ასევე იყენებენ ნედლი შავბალახას წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას. ამ შემთხვევაში ის უნდა მიიღოთ 30-40 წვეთი, დღეში რამდენჯერმე.

წყარო: janmrtelobainfo.ge
ხალხური მედიცინა გულის სამსახურში
სტენოკარდიისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს:

* ერთმანეთში აურიეთ 1 ლ თაფლი, 10 ც ლიმონის წვენი, 10 თავი დანაყილი ნიორი, ჩაასხით მინის ქილაში, თავზე დაახურეთ და ერთი კვირა გააჩერეთ. მიიღეთ 4 ჩ/კ ერთ ჯერზე ყოველდღე (ნელა ჩაყლაპეთ). ეს ულუფა 2 თვის სამყოფია.

* 2 ს/კ კუნელის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და 10 წუთით ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში. კუნელი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.

* 10 გ კუნელის ხმელ ყვავილს დაასხით 100 გ არაყი და გააჩერეთ 21 დღე ბნელ და გრილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 7 წვეთი თბილ წყალთან ერთად. ჩვენებები იგივეა, რაც წინა რეცეპტის დროს.

სტენოკარდიის დროს - შეურიეთ ერთმანეთს თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი, ვალერიანის ფესვი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, 3 საათი გააჩერეთ, შემდეგ დადგით ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 3-ჯერ დღეში.

გულის ფრიალის დროს – 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, 1 საათი გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

ინფარქტის შემდეგ:

* შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის წყლის სამყურას ყვავილი, ძიძოს ბალახი, კამის თესლი, პიტნის ფოთოლი, ასკილის ნაყოფი, აბზინდის ღერო. 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, 6 საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.

* შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის მარწყვის, წყალნაწყენისა და ქაფურის ფოთლები, ქრისტესისხლა და ტიგანი, ძახველის ყვავილი. ნარევი დაფქვით და 1 ს/კ კოვზს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 2 წუთი ადუღეთ, 2 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა თბილი ნახარში ჭამის შემდეგ.

* ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის კამის თესლი, ცაცხვის, კუნელის, კალენდულას ყვავილი და შვრიის ღერო. 5 გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ 50 მლ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეს ნაყენები მიიღეთ ინფარქტიდან ნახევარი წლის განმავლობაში. ნაკრები ცვალეთ 2 თვეში ერთხელ.

რა თქმა უნდა, ეს სამკურნალო საშუალებები დამატებითია იმ მკურნალობასთან ერთად, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
გახსოვდეთ! გულის დაავადებების დროს რეკომენდებული ხალხური მედიცინის რეცეპტები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. შეიძლება არასწორმა მიღებამ ან დოზის გადაჭარბებამ სავალალო შედეგი გამოიწვიოს…

წყარო: janmrtelobainfo.ge
როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი მავნე ჩვევებისგან
მოწევის დროს, ადამიანის ორგანიზმში ხდება სისხლში არსებული „შიშის ჰორმონების” დაშლა. ამიტომ ამბობენ, ადამიანს მოწევა ნაწილობრივ სტრესებისგან იცავს, ადუნებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებასო.

როცა ადამიანი მოწევას იწყებს, ორგანიზმი წუხს შეუთავსებლობის გამო და ყოველ მოწეულ ღერზე თავბრუსხვევით, გულისრევითა და სისუსტით რეაგირებს. მაგრამ, შემდეგ ორგანიზმი ცდილობს, შეეგუოს მისი პატრონის ცხოვრების ასეთ წესს. ნიკოტინთან შესაგუებლად ცვლილებები ხდება ყველა ორგანოში, ძირითადად კი სისხლძარღვებში.

თუ დიდი ხანია, მწეველი ხართ, ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისგან თავის დაღწევა დამოკიდებულია, არა თქვენს სურვილზე ან ცნობიერებაზე, არამედ თქვენს ორგანიზმზე.

თუ გსურთ, ნელ-ნელა დაანებოთ თავი მოწევას, ყოველდღე მიიღეთ სამ გრამამდე საჭმლის სოდა. დილით, უზმოზე, სოდა ჩაყარეთ ცივ წყალში, გახსენით და დალიეთ. იგივე გაიმეორეთ საღამოს საათებში. სიგარეტი ზრდის სისხლში მჟავიანობას, სოდა კი იმისთვის არის საჭირო, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა აღადგინოს.

რეკომენდებულია მწეველმა ადამიანმა, ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში 200 მილიგრამი C ვიტამინი მიიღოს. ასევე, საჭიროა B ჯგუფის ვიტამინებიც. ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ მოწევას.

ორგანიზმში ნორმალური ქიმიური ბალანსის აღსადგენად აუცილებელია სრულფასოვანი კვება. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ჩაი, ყავა, შოკოლადი. კოფეინი აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში, რაც თავის მხრივ, ზრდის სწრაფვას არა მხოლოდ ნიკოტინისადმი, არამედ ალკოჰოლისა და ტკბილეულისადმი

წყარო: for.ge
ბრინჯის სასარგებლო თვისებები
ბრინჯი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილებითა და ამინომჟავებით, რომლებიც საჭიროა ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ასევე, კალიუმით, რომელიც მთავარი ელემენტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ასევე, ის მდიდარია ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმითა და იოდით.

ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების საბადოა, რომელიც აჯანსაღებს ნერვულ სისტემას და კარგად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. ის, ასევე, არაჩვეულებრივი გამწმენდია ორგანიზმისთვის.

ნაწლავებისა და სისხლის გასაწმენდად, მთელი თვის განმავლობაში, კვირაში ერთ დღეს მხოლოდ ბრინჯი ჭამეთ: კარგად გარეცხილ ერთ ჩაის ჭიქა ბრინჯს დაასხით სამი ჩაის ჭიქა წყალი. წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და ხარშეთ ოცი წუთი. არც ცივი წყალი გადაავლოთ და ნურც მარილს დაამატებთ. განტვირთვის დღეს ბრინჯისა და წყლის მეტს ნურაფერს მიიღებთ. ასეთი წესით მომზადებული ბრინჯი კი, შეგიძლიათ, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ.

თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები გაწუხებთ, ბრინჯი ასე მოამზადეთ: დაალბეთ ორი სუფრის კოვზი ბრინჯი ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში, მეორე დღეს წყალი გამოუცვალეთ და ცალკე კიდევ ერთი ჩაის ჭიქა მოამზადეთ (ორი სადილის კოვზი ბრინჯი და ერთი ჩაის ჭიქა წყალი). მთელი კვირის განმავლობაში შვიდი ჭიქა მომზადდება. მერვე დღეს ერთი კვირის წინ მომზადებული დამბალი ბრინჯი ხარშეთ 5 წუთს და შემდეგ მიირთვით. ასევე, პარალელურად მოამზადეთ მერვე ულუფაც. ამგვარად დამბალ-მოხარშული ბრინჯი მიირთვით ყოველდღე. ჭამის შემდეგ კი, 3 საათის განმავლობაში, ნურაფერს დალევთ და ნურც შეჭამთ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა

ბრინჯის ნახარში ნამდვილი სასწაულმოქმედია. ის კარგია კუჭ-ნაწლავის მოქმედების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ასევე, ქალა-ტვინის ტრავმების დროსაც. სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად გარეცხეთ 5 სადილის კოვზი ბრინჯი, დაასხით 5 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და კარგად მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული სითხე დალიეთ დღეში 4-ჯერ

წყარო: for.ge