OHO.GE
პანკრეატიტის მკურნალობა
მკურნალობისას, გულმოდგინედ შეასრულეთ ექიმის დანიშნულება და თუ წამალი გაქვთ გამოწერილი, დაიცავით მისი მიღების სქემა. შეტევის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში საჭიროა შიმშილი. ნებადართულია მხოლოდ მინერალური წყალი, ასკილის ნახარში და სუსტი უშაქრო ჩაი.
შიმშილობის შემდეგ ერთი კვირის მანძილზე ჭამეთ მხოლოდ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული საჭმელი (გატარებული ხორცი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი), დაფქული ბურღულის (შვრიის, წიწიბურას) ფაფები, ახალმომზადებული ხაჭო, შემწვარი ვაშლი, ბურღულის სუპი, ორცხობილა.

შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ გამომშრალი ხორბლის პური, უცხიმო ნამცხვარი, ახალი ხაჭო და კეფირი, უცხიმო ყველი. რაციონში თანდათან ჩართეთ ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ჭარხალი, გოგრა), უმჯობესია, გახეხილი. ნაღების კარაქი - არა უმეტეს 30 გრამისა დღეში და მცენარეული ცხიმი - 15 გრამი დღეში. უკეთესი იქნება, თუ ცხიმს უკვე მომზადებულ კერძს დაამატებთ. იკვებეთ დღეში არანაკლებ ხუთჯერ.

მთელი მკურნალობის მანძილზე და შემდეგაც, შეტევიდან ერთი თვის განმავლობაში, მკაცრად აკრძალულია: ნებისმიერი შემწვარი კერძი, სოკოს, თევზისა და ხორცის ნახარში (ბულიონი), ცხიმიანი თევზი და ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის, ორაგული, კობრი), შებოლილი ხორცი, თევზის ხიზილალა, ნებისმიერი სოკო, მარინადი, მარილიანი, შოკოლადი, მაგარი ჩაი და ყავა, უმი, გაუხეხავი ბოსტნეული (თეთრთავა კომბოსტო, მჟაუნა, ისპანახი, სალათა, ბოლოკი, თალგამი, ბარდა, ლობიო) და ხილი (ხურმა, ანანასი, ციტრუსი, შტოში), ალკოჰოლიანი და გაზიანი სასმელები, ჭვავის პური, ერბოზელილი ფქვილოვანი და საკონდიტრო ნაწარმი.

წყარო: presa.ge
პომიდორი - ვიტამინების საბადო
მიიჩნევენ, რომ მჟაუნმჟავას უხვი შემცველობის გამო, პომიდორი ძალიან მავნებელია სახსრებისთვის, ხოლო პოდაგრის შემთხვევაში მისი ჭამა საერთოდ არ შეიძლება. თუმცა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მჟაუნმჟავა პომიდორში ათჯერ ნაკლებია, ვიდრე კარტოფილში და რვაჯერ ნაკლები, ვიდრე ჭარხალში.
ასე რომ, პომიდვრის მავნეობის ამბავი უფრო მითია, ხოლო ორგანული მჟავები, მათ შორის ლიმონისა, ვაშლისა და ღვინისა, არათუ სახსრების ანთებას არ იწვევს, არამედ, პირიქით, ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა.

რკინის უხვი შემცველობის გამო ძალიან სასარგებლოა პომიდორი სისხლნაკლებობის დროს. ერთადერთნი, ვინც მართლა არ უნდა მიირთვან პომიდორი, ის ადამიანები არიან, რომლებსაც ნაღველკენჭოვანი დაავადება აწუხებთ: ორგანულმა მჟავებმა შესაძლოა ნაღვლის ბუშტის სპაზმი გამოიწვიოს.

ტომატის წვენი ცე ვიტამინის ჰიპოალერგიულ წყაროდ მიიჩნევა. ის მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ნატრიუმითა და მაგნიუმით. ასევე უხვად შეიცავს ლიმონის, მჟაუნას, ვაშლის მჟავებს. ეს ვიტამინებით მდიდარი სასმელი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, თრგუნავს ნაწლავებში მიმდინარე დუღილისა და ლპობის პროცესებს.

დიეტოლოგები ახალგამოწურული ტომატის წვენის სმას ურჩევენ ორსულებსა და მეძუძურ დედებს, ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რეკომენდაციას აძლევენ, ტკბილი, მაღალკალორიული წვენები პომიდვრის წვენით შეცვალონ.

წყარო: presa.ge
როგორ ხდება სისხლის გაწმენდა?
გარკვეული ხნის განმავლობაში სულ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენის სმა საგრძნობლად წმენდს და აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას. გამოსწურეთ ჭარხალს წვენი და მიღებამდე 2-3 საათით მაცივარში დადგით. თავდაპირველად შეგიძლიათ ცოტაოდენი სტაფილოს წვენი შეურიოთ, შემდგომ კი ამ უკანასკნელის წილი თანდათან უნდა შეამციროთ. ჭარხლის წვენის მიღება რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 1 ჭიქის ოდენობით.
საშუალება, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სისხლის პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, გახლავთ რძიანი ჩაი. ჭიქაში ჩაასხით 2 სადილის კოვზი არაპასტერიზებული (!) რძე და შეავსეთ იგი ახალდაყენებული ჩაის მაგარი ნაყენით. 15.00 საათამდე მისი დალევა შეიძლება უშაქროდ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.

სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის გამეორება შეიძლება 2-3-ჯერ.

1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას (ბალახს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წამი, გაწურეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ

წყარო: presa.ge
იოდის დანიშნულება ორგანიზმში
რონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა სათანადო ინტენსივობით ვერ წარიმართება. ამ ჰორმონთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თერმორეგუ-ლაციურ რეაქციათა გააქტიურება, რის შედეგადაც რეგულირდება უჯრედების მიერ სითბოს გამომუშავება.

თირეოკალციტონინის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულირებაა. როცა ეს ჰორმონი სისხლში საჭირო ოდენობით მოიპოვება, ნორმალურად მიმდინარეობს გაძვალების პროცესები და კბილების ფორმირება.

ამიტომ არის, რომ თირეოკალციტონინის დონე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩონჩხის ჩამოყალიბების, ზრდისა და განვითარების პერიოდში - ამ ეტაპზე სისხლში ჰორმონის კონცენტრაცია პირდაპირ განსაზღვრავს ჩონჩხის ძვლებისა და კბილების ნორმალურ ფორმირებას. განსხვავებულ ფუნქციათა მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის

ჰორმონები ერთნაირი გეგმითა და საბრძოლო ტაქტიკით მოქმედებენ:

თითოეული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ორგანოზე ახდენს გავლენას;

ბიოლოგიურად მეტად მაღალი აქტივობა ახასიათებთ;

აქვთ შედარებით მცირე მოლეკულური ზომა, რაც უადვილებთ სისხლიდან უჯრედთა მემბრანაში გადასვლას და სამიზნე ორგანოებამდე დროულ მისვლას.

წყარო: presa.ge
გამოთვალეთ თქვენი ბიოლოგიური ასაკი
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის წლოვანება ხშირად მის ბიოლოგიურ ასაკს არ ემთხვევა. შესაძლოა, 40 წლის ქალბატონს 60 წლის ადამიანის ორგანიზმი ჰქონდეს ან პირიქით, 50 წლის მამაკაცს – 35-ისა.
თუკი გსურთ, თქვენი ბიოლოგიური ასაკი გაარკვიოთ, ჩაატარეთ რამდენიმე მარტივი ცდა და გაეცანით შედეგებს.

1. კანი

მიაჭირეთ ხელისგულის კანს მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითები 5 წამის განმავლობაში. ახლა გაუშვით და დაინიშნეთ დრო, რამდენ ხანში გასწორდება ხელისგულზე კანი?

ა) 5 წამიდან – თქვენი კანი 20 წლის არის;

ბ) 6-8 წამი – 30 წლის;

გ) 9-12 წამი – 40 წლის;

დ) 13-15 წამი – 50 წლის;

ე) 16-19 წამი – 60 წლის;

ვ) 19 წამზე მეტი – 70 წლის და მეტის.

2. ნერვული სისტემა

სთხოვეთ ვინმეს, თქვენ წინ დაიჭიროს 50 სმ-ის ჩვეულებრივი სასკოლო სახაზავი. უნდა ეჭიროს ვერტიკალურად, ციფრი 0-ით ქვემოთ. თქვენი ხელი კი უნდა მდებარეობდეს დაახლოებით 10 სმ-ით ქვემოთ სახაზავიდან. დამხმარე უშვებს ხელს სახაზავს, თქვენ კი უნდა მოასწროთ და დაიჭიროთ ის ცერა და საჩვენებელი თითებით. დაიჭირეთ? ახლა შეხედეთ, რამდენ სანტიმეტრზე დაფიქსირდა თქვენი თითები სახაზავზე?

ა) 20 სმ-მდე – თქვენი ნერვები 20 წლისაა;

ბ) 30 სმ – 30 წლის;

გ) 35 სმ – 40 წლის;

დ) 40 სმ – 50 წლის;

ე) 45 სმ – 60 წლის;

ვ) საერთოდ ვერ მოასწარით დაჭერა – 70 წლის და მეტის.

3. გული და სისხლძარღვები

ფეხზე მდგომმა გაისინჯეთ პულსი, დაითვალეთ, რამდენჯერ დაარტყა. ახლა 20-ჯერ ჩაბუქვნის (საკმაოდ სწრაფად) შემდეგ გაისინჯეთ და კვლავ დაითვალეთ: რამდენით მოიმატა გულისცემამ?

ა) 10 დარტყმამდე – თქვენი გულ-სისხლძარღვები 20 წლისაა;

ბ) 10 -20 დარტყმით მეტი – 30 წლის;

გ) 20-30 დარტყმით მეტი – 40 წლის;

დ) 30-40 დარტყმით მეტი – 50 წლის;

ე) 40 და მეტი დარტყმით მეტი – 60 წლის.

ვ) ვერ შეძელით ბუქნის 20-ჯერ გაკეთება – 70 წლის და მეტის.

4. კუნთების ძალა

მყარ ზედაპირზე ზურგით დაწოლილმა მოაშორეთ მხრები და იდაყვები იატაკს ისე, რომ წელი იატაკზე დარჩეს. შეგიძლიათ, ხელებით და ფეხებით რაიმეს დაეყრდნოთ. რამდენჯერ შეძლებთ ამის გაკეთებას?

ა) 40-ჯერ – კუნთების ძალის მიხედვით, თქვენ 20 წლის ხართ;

ბ) 35-ჯერ – 30 წლის;

გ) 28-ჯერ – 40 წლის;

დ) 23-ჯერ – 50 წლის;

ე) 15-ჯერ – 60 წლის;

ვ) 12-ზე ნაკლები – 65 წელზე მეტის.

5. ძვლები

ფეხზე მდგომი გადაიხარეთ წინ, შეგიძლიათ მოხაროთ მუხლები. სადამდე მისწვდით ხელისგულებით?

ა) იატაკზე დააწყვეთ ხელისგულები – თქვენი ძვლები 20 წლისაა;

ბ) თითებით შეეხეთ იატაკს – 30 წლის;

გ) ხელისგულებით ფეხის ტერფებს შეეხეთ – 40 წლის;

დ) ხელისგულებით მუხლსქვემოთ მიწვდით – 50 წლის;

ე) შეეხეთ მუხლებს – 60 წლის;

ვ) მუხლებსაც ვერ მისწვდით – 70 წლის და მეტის.

6. სახსრების მდგომარეობა

გადაიტანეთ ორივე ხელი ზურგს უკან: ერთი ქვემოდან, მეორე მხარს ზემოდან. შეეცადეთ, ბეჭებთან ხელის თითები შეაერთოთ. რა გამოგივიდათ?

ა) თავისუფლად გადააჭდეთ თითები ერთმანეთზე – თქვენი სახსრები 20 წლისაა;

ბ) თითები ერთმანეთს შეეხო, თუმცა ვერ გადააჭდეთ – 30 წლის;

გ) ხელისგულები ახლოს გაქვთ, თუმცა, თითები ვერ შეაერთეთ – 40 წლის;

დ) ხელისგულები ზურგს უკან გაქვთ, მაგრამ შორს ერთმანეთისგან – 50 წლის;

ე) ძლივს გადაიტანეთ ხელები ზურგს უკან – 60 წლის;

ვ) ვერ მოახერხეთ ორივე ხელის ზურგს უკან გადატანა – 70 წლის.

7. სასუნთქი სისტემა

აანთეთ სანთელი. რა დაშორებით მოახერხებთ სულის ერთი შებერვით სანთლის ჩაქრობას?

ა) 1 მეტრი – თქვენი ფილტვები 20 წლისაა;

ბ) 80-90 სმ – 30 წლის;

გ) 70-80 სმ – 50 წლის;

დ) 60-70 სმ – 50 წლის;

ე) 50-60 სმ – 60 წლის;

ვ) 50 სმ-ზე ნაკლები – 70 წლის და მეტის.

8. კოორდინაცია

დაგჭირდებათ ოჯახის რომელიმე წევრის დახმარება. მოდუნდით, დახუჭეთ თვალები, დადექით ერთ ფეხზე, სხეულის სიმძიმე გადაიტანეთ მეორე ფეხზე. დამხმარე ინიშნავს საათს და ასევე, რამდენ ხანს გაჩერდებით ამ მდგომარეობაში.

ა) 30 წამი და მეტი – თქვენ 20 წლის ხართ;

ბ) 25 წამი – 30 წლის;

გ) 20 წამი – 40 წლის;

დ) 15 წამი – 50 წლის;

ე) 10 წამი და ნაკლები – 60 წლის.

ვ) საერთოდ ვერ შეძელით – 60-ზე მეტის

წყარო: lollipop.ge
საქართველოს ბაზარზე არსებული, რომელი პროდუქცია შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ ნავთობქიმიკატებს?
ნავთობი, რომელიც გამოიყენება მანქანების გასამართად, სხვადასხვა დანადგარების გასაპოხად და პლასტიკატების დასამზადებლად, საკვებ პროდუქტებშიც გვხვდება. ნავთობქიმიური ნივთიერებები საკვების გარდა ყოველდღიურ მოხმარების საგნებშიც არის: საცხებში, შამპუნებში, საპნებსა და მათ შორის ცხოველების საკვებ პროდუქტებშიც.
ასეთ ნავთობქიმიურ ნივთიერებებს მინერალურ ზეთს უწოდებენ, რომელიც მცენარეული ზეთისგან იმით განსხვავდება, რომ არაა მალფუჭბადი და არ მძაღდება მალე. სწორედ ესაა მიზეზი მათი საკვებ პროდუქტებში გამოყენებისა. მსგავსი სახის ნავთობქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ პლასტმასის ბოთლებისა და სხვადასხვა მატერიების შესაქმნელად. ასევე ის გვხვდება:

ტკბილეულში
გამომცხვარ და შეფუთულ პროდუქტებში
სასუნთქ სპრეიებში
ჩიფსებსა და კრეკერებში



მინერალური ზეთი მოუნელებელი, მომწამვლელი ნავთობია, რომელსაც ნავთობმომპოვებლები ქიმიურ კომპონენტებად შლიან. ეს თითოეული კომპონენტი კი შედგება მოლეკულებისგან, რომელთაც ჰიდრო კარბონები ეწოდებათ. სწორედ ეს ჰიდრო კარბონებია ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენელი ნაწილი, რომელიც რჩება კანის ფორებში და ახშობს მათ, იწვევს გამონაყარს და გაღიზიანებას, რადგან კანი შესაბამისად ვეღარ სუნთქავს.

ჰიდროკარბონის მსგავსად ერთ-ერთი პოპულარული ქიმიური დანამატია პროპილენის გლიკოლიც, რომელიც ასევე ნავთობისგან მიიღება. პროპილენის გლიკოლი შედის სარეცხი საშუალებების, საღებავების, შამპუნებისა და სხვა კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაში. ბოლო კვლევების თანახმად, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პროპილენის გლიკოლი აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს და სასუნთქ გზებს.

ანტისეპტიკურ და გამწმენდ საშუალებებში არსებული იზოპროპილი კლავს ბაქტერიებს კანის ზედაპირზე, მაგრამ ეს ნავთობისგან მიღბული ნივთიერება აშრობს კანს, აჩენს მასზე უმცირეს ნაპრალებს, რაც ბაქტერიის კანში მოხვედრას აადვილებს, იწვევს გაღიზიანებასა და გამონაყარს.



როგორ მოქმედებს ნავთობიქიმიური პროდუქტი თქვენს ჯანმრთელობაზე?

კანი სხეულის დამცავია ატმოსფერული და გარემო დაბინძურებისგან. ნავთობქიმიური პროდუქტის გამოყენებით კი თქვენ პირდაპირ ზემოქმედებას ახდენთ სხეულის უდიდეს ორგანოზე – კანზე. ცნობილია, რომ კოსმეტიკური საშუალებების მოხმარებისას, მათი შემადგენლობის 60% სისხლის მიმოქცევის სისტემას უერთდება.

საზიანოა ასეთი პროდუქციის გამოყენება ორსულებში. კანზე მოხვედრილი ნავთობქიმიკატები სისხლის მიმოქცევის სისტემას უერთდება და ის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჩანასახზეც. ნავთობქიმიკატების ყველაზე გავრცელებული ფორმა პარაფინი, რომელიც პროდუქციის ვადის გასახანგრძლივებლად გამოიყენება, ძალიან სახიფათოა. ცნობილია, რომ თუკი ორსულის ორგანიზმში ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით ხვდება ის მოქმედებს ჩანასახის კვერცხუჯრედის ხარისხზე. მწარმოებლების უმეტესობა კი პარაფინებს ფართოდ იყენებს, რათა ისინი მოსახმარად მინიმუმ 3 წელი ვარგისი იყოს.

კიდევ ერთი საშიში ნავთობქიმიკატია კანცეროგენი, რომელიც ორგანიზმში კიბოს გაჩენას უწყობს ხელს. კოსმეტიკურ საშუალებებში მათი არსებობა იწვევს ალერგიასა და კანის გაღიზიანებას.



რა არის კოსმეტიკის ალტერნატივა?

საბედნიეროდ კოსმეტიკურ საშუალებებში ბევრი ალტერნატივა არსებობს. არსებობს კოსმეტიკური კომპანიები, რომლებიც ორგანულად აწარმოებენ პრიდუქციას, ნავთობქიმიკატების გარეშე. იმისათვის, რომ თქვენ ჯანმრთელობას ხელი შეუწყოთ უბრალოდ საჭიროა თვალი გადაავლოთ პროდუქტის გარეკანზე დატანილ ინფორმაციას მისი შემადგენლობის შესახებ, რომელზეც ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები არ იქნება დატანილი. უპირატესობა მიანიჭეთ ეთერზეთბზე დამზადებულ პროდუქტებს. ასეთი სახის ზეთები ბუნებრივია და წარმოქმნილია ყვავილებისა და მცენარეებსგან.

საქართველოს ბაზარზე არსებული ბევრი კოსმეტიკური თუ ჰიგიენური საშუალება ასევე შიცავს ნავთობქიმიკატებს. მაგალითად “Garnier” , “Johnson’s Baby” და “AXE” შეიცავენ პარაფინებსა და იზოპროპილებს, თუმცა ისინი გაყიდვიდან ამოღებული არაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საჭიროა ფლობდეთ ინფორმაციას და გქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. რომელს მიანიჭებთ უპირატესობას თქვენი გადასაწყვეტია.







წყარო: active.ge
როგორ უნდა უმკურნალოთ საკვერცხეების ანთებას სახლის პირობებში?
ქალბატონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი ორგანოა, რომლის დაავადებამაც შესაძლოა უშვილობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვიოს. აუცილებელია მისი ხშირი დიაგნოსტიკა და პრობლემების დროული მკურნალობა. რაც შეეხება უშუალოდ ანთებას, მას იწვევს მიკრობი, რომელიც საშვილოსნოში მეზობელი ორგანოებიდან ან სისხლიდან აღწევს, თუმცა შესაძლოა ანთების გამომწვევი მიზეზი გაციება ან ფეხზე შეციებაც იყოს.

დღეს გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ, ნატურალურ მეთოდს იმისთვის, რომ საკვერცხეების ანთებითი პროცესი შეაჩეროთ.

ალოე - ალოეს ფოთოლი კარგად კარეცხეთ და გაწურეთ. დღეში 2-3 ჯერ მისი წვენი დესერტის კოვზით ჭამამდე მიირთვით.

გვირილა - გვირილის ნაყენის გამორეცხვები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ნაყენი მზადდება შემდეგი ტექნოლოგიით: 1,5 ს.კ. გვირილას მშრალ ყვავილს დაასხით 1 ჩ.ჭ მდუღარე წყალი, ჰერმეტულად დაცულ მდგომარეობაში 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურა.

ასკილი და შავი მოცხარი - აიღეთ მათი ნაყოფები თანაბარი რაოდენობით. 20 გრამს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატეთ ცოტა შაქარი და ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში 3-4 ჯერ მიიღეთ.

გოგრა - მისი ყველანაირი სახით გამოყენება ანთებითი პროცესის დროს მისაღებია, ყველაზე კარგი კი უმი გოგრის წვენის მიღებაა დღეში სამჯერ 1 ჩ.ჭ. ოდენობით.

გულყვითელა - 2 ს.კ. გულყვითელას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ 3-4 ჯერ დღეში.

გახსოვდეთ, რომ ,,ქალურ” პრობლემებთან ბრძოლის და მათი პრევენციის საუკეთესო გზა – ექიმთან ვიზიტია. 21-ე საუკუნის ქალი უნდა აცნობიერებდეს, რომ მინიმუმ 6 თვეში და მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ იტარებდეს გამოკვლევებს.

სამარხვო ბლინები
სამარხვო ბლინების მომზადება ძალიან მარტივია! მცირე დრო, რამდენიმე ინგრედიენტი და თქვენი თითების ჩასაკვნეტი საუზმეც მზად არის! გამოიყენეთ სასურველი ხილის ჯემი თუ მურაბა და მოუწყვეთ გემრიელი სიურპრიზი ოჯახის წევრებს!

რეცეპტის ინგრედიენტები:

* 1/2 ჩაის ჭიქა ფქვილი
* 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი
* 1 სუფრის კოვზი ზეთი
* სასურველი ხილის ჯემი
* ზეთი შესაწვავად

~ მომზადების წესი ~

თბილ წყალს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შეაზილეთ ფქვილი ისე, რომ თხელი არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ. ცხელ ტაფაზე მოზრდილი კოვზით დაასხით ცომი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მასზე თანაბრად გაიშალოს. ბლინი შეწვით მხოლოდ ცალი მხრიდან და გადმოიღეთ. ასე ამზადეთ ბლინები მანამ, სანამ ცომი გეყოფათ.
თითოეული ბლინის შემწვარ მხარეს სუფრის კოვზით დადეთ ჯემი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და შეწვით ყველა მხრიდან.

წყარო: kulinaria.ge
ბანანის ბლინები
ბანანის ბლინები გენიალური საუზმეა! იხილეთ ჩვენი მარტივი კულინარიული რეცეპტი და გაიგეთ, როგორ მოამზადოთ 12 ცალი ბანანის ბლინი სულ რაღაც 15 წუთში!

ინგრედიენტები:

* 2 მწიფე ბანანი
* 1 ჭიქა ფქვილი
* 1 სუფრის კოვზი შაქარი
* 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
* 1/4 ჩაის კოვზი მარილი
* 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
* 1 კვერცხი
* 1 ჭიქა რძე
* 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

პირველი ეტაპი:
გაფცქვენით ბანანები და ჩაჭყლიტეთ თასში. ახალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი და მარილი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და შეურიეთ.

მეორე ეტაპი:
დიდი ზომის თასში ჩატეხეთ კვერცხი. ჩაუმატეთ რძე, მცენარეული ზეთი და დაჭყლეტილი ბანანი. შეურიეთ ერთმანეთს და შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილის მასაც. შეურიეთ ოდნავ ხორკლებიანი თხევადი ცომის მიღებამდე.

მესამე ეტაპი:
გააცხელეთ ცხიმიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე და დაიწყეთ ცხობა. 1/4 ჭიქა თხევადი ცომისგან 1 ბანანის ბლინი გამოგივათ. აცხვეთ ბანანის ბლინი, სანამ ოქროსფერი არ გახდება ორივე მხრიდან და მიირთვით, სანამ ჯერ კიდევ ცხელია!

წყარო: kulinaria.ge