უბრალოდ სიყავრული 2
თვალების გახელა მინდოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი თითქოს დიდი ლოდები მედო და ისინი საშვალებას არ მაძლევდნენ თვალები გამეხილა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და შევძელი დამენახა ირგვლივ ყველაფერი. ხალხი ირეოდა და ერთი ქალბატონის ხმა მესმოდა "თავისთვის მოდიოდა აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა და თითქოს რაღაცას გაურბოდა უცბათ გზაზე გადმოვიდა და მანქანამ ძლივს მოახერხა დამუხრუჭება შემდეგ ეს ბიჭი მოვიდა და ის დაეხმარა მერე სასწრაფოს გამოუძახა და თქვენც მოხვედით" ნუთუ მანქანა დამეჯახა ვფიქრობდი მინდოდა დამეძახა მაგრამ ძალა არ მქონდა გონზე მოვიდა შეყვირა ექიმმა და ვიღაც ბიჭი დამადგა თავზე მინდოდა მეკითხა ვინ ხართქო და გამახსენდა ისიყო რომ ვეცეკვებოდი მისი სახელიც არ ვიცოდი უცბათ გავაცნობიერე რომ ეს მომყვებოდა უკან და თითქოს შემეშინდა მერე ქალის სიტყევბი გამახსენდა დაეხმარაო და გადავწყვოტე მადლობა მეთქვა
-იცი მადლობა მინდა
-ჩუ სუსტად ხარ მადლობები მერე იყოს კარგად რომ გახდები თვალები დავხუჭე და ისევ სიბნელეში გადავეშვი რომ გამომეღვიძა უკვე კარგად ვიყავი თითქოს ის ლოდებიც ამაცალეს თვალებიდან და ჩემი ხმაც დამიბრუნეს დედაჩემი მოსულა თავთით მეჯდა და საწყალი თვალებით შემყურებდა დედა ვთქვი და ჩახუტება ვცადე ის თითქოს ნაწყენი იყო ჩემი საქციელით ესე ძალიან რომ დავთვერი წინა ღამეს მაგრამ მაინც მეხუტებოდა
-მაპატიე დედა არ მინდოდა ესე გამოსულიყო მაგრამ რა დამემართა მეც არ ვიცი
- ძალიან ვინერვიულეთ ანა
-მაპატიე
-კარგი ეხლა დაისვენე
-მიყვარხარ. ის ოთახიდან გავიდა და თიკა, ლაშა, გიო და ჩემდა სამწუხაროდ ხატია შემოვიდნენ
- როგორ ხარ ჩემო საყვარელო ძალიან ვინერვიულეთ სად წახვედი ვერც შეგამჩნიეთ (თიკა)
- ძალიან დავიღალე და სახლში წამოვედი ვიფიქრე ფეხით გამოვივლიდი ცოტას რომ გამოფხიზლებულიყავი მაგრამ ვიღაც მომდევდა უკან შემეშინდა და გადავწყვიტე გზა გადამეჭრა ტაქსი გამეჩერებინა და სახლში წავსულიყავი მაგრამ რაღაც შეჯახება ვიგრძენი მერე აღარაფერი მახსოვს მხოლოდ მაშინ რომ გამომეღვიძა და ვირაც უცხო ბიჭი მელაპრაკა რომელსაც კლუბში ვეცეკე (მე)
- პუტკუნა ნახე რა დღეში ყოფილა (ლაშა)
-შენი ნერვები არ მაქვს რა ლაშა და ნუ მეძახი მაგ პუტკუნას გამხდრებს მიხედე
-მიხედილები არიან ძვირფასო (ლაშა)
- ეტყობათ
ამ დროს ის ბიჭი შემოვიდა რომელიც უკან მომდევდა და რომელლიც დამეხმარა.
-უკაცრავად შეიძლება (უცნობი ბიჭი)
-შემოდი ვუთხარი და მორცხვად შევხედე თვალებში
-იცი მე შენი სახელიც არ ვიცი (მე)
-მე ილია მქვია ანა. უნდა მაპატიო ჩემი ბრალია რაც დაგემართა ჩვენ ისე კარგად ვცეკვავდით და ისე უცბათ რომ წახვედი ვიფიქრე ცუდად ხომ არაათქო და გამოგყევი როცა გაბრუნებას ვაპირებდი დაგინახე როგორ ეცადე გზის გადაჭრა ის მანქანაც დავინახე ძალიან შემეშინდა მეგონა აღარ გადარჩებოდი წაქცეული რო დაგინახე მაგრამ მსუბუქად დაგრტყა (ილია)
-არაუშავს დაივიწყე სასიამოვნოა შენი გაცნობა ვუთხარი და სანდროს გავხედე აშკარად ცუდი სახე ჰქონდა თითქოს რაღაც არ მოსწონდა მაგრამ ვერ ვხვდები რა თავის ხატია ხო გვერძე ყავდა რა ენაღვლებოდა
იმ ღამესვე გამომწერეს სავადმყოფოდან და მითხრეს ერთი ორი დღე მაინც იწვესო მეც შევიფერე ვიწექი და გამუდმებით ვფიქრობდი ლაშაზე არ მინდოდა მაგრამ სულ ხატიას სიტყვები "ლაშა მაგიჟებ" ჩამესმოდა ყურებში და საკუთარი თავი მეზიზღებოდა რომ ვერ ვივიწყებდი ლაშას როგორმე უნდა მომეხერხებინა ეს მაგრამ როგორ არ ვიცოდი
ორშაბათი იყო უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი ისედაც ბევრი გავაცდინე. მივედი თუ არა ლაშა და ხატია შემეჩეხა პირდაპირ ჩახუტებულები პირველივე მერხზე ისხდნენ ბავშვებს მივესალმე და ჩემი ადგილი დავიკავე
- ანა იცი ჯგუფში ახალი წყვილი გვყავს ამაყად მითხრა დათომ და შემომხედა
- მართლა? ვინები დავიბენი და პასუხის მოლოდინში ვიყავი თან მეშინოდა ამ პასუხის
- ლაშა და ხატია ერთად არიან შეგიძლია მიულოცო
- გილოცავთ გავუღიმე და თავი შევიკავე რომ არ მეტირა
ამ დროს მესიჯი მომივიდა უცხო ნომერი იყო და მწერდა " ანა როგორ ხარ? იმედია კარგად რადგან თავს დამნაშავედ ვგრძნიბ ვიცი ჩემს გამმო დაგეჯახა მანქანა და მინდა სასჯელი გამოვისყიდო" მივხვდი რო ილია იყო და გამეღიმა რადგან ის მართლაც ღირსეული ადამიანი ჩანდა
-" კარგად ვარ ილია. რითი აპირებ დანაშაულის გამოსიყიდვას ?"
- ერთ ულამაზეს ადგილას დაგპატიჯებ მითხარი სად ხარ და გამიგივლი
-მმმ რომ არ მომეწონოს ეგ ადგილი ?
-მოგეწონება
-კარგი. მისამართი მივწერე და ვუთხარი 1 საათში გამოსულიყო მაგ დროს ვამთავრებდი ლექციას ლექტორმა რა ილაპრაკა არ მახსოვს რადგან ლაშასა და ხატიას შევცქეროდი და ვფიქრობდი რა გაუკეთა ამ გოგომ ამ ბიჭს ეგეთი რომ ასე შეაყვარა თავი ამ ფიქრებში ვიყავი რომ ლექციაც დამთვარდა და წავედი უკან ლაშა გამომყვა
-ანა მოიცადე დღეს ბავშვები მივდივართ გასართობათ კლუბში არ წამოხვალ? ნუ შენ აღარ დაგალევინებთ პუტკუნ მითხრა და ირონიულად ჩაიღიმა
- ილია მელოდება ეხლა სადღაცას დამპატიჟა თუ გვიან არ მოვედი წამოვალ> ვუთხარი და გამოვბრუნდი არ შემეძლო მისი სახის ყურება
- აჰამ პუტკუნებიც მოსწონთ თურმე მომაძახა. მე არ შევიმჩნიოე თითქოს არც გამიგია რამე რომ მეთქვა უთუოდ ვიტირებდი მეკიდე არ მინდოდა ჩემი გრძნობების შესახებ ცოდნოდა მითუმეტეს ვიცოდი რომ მას არასდროის შევუყვარდებოდი. გავედი თუ არა ილია შევამჩნიე მანქანას იყო აყუდებული და მელოდებოდა
- გამარჯობა ილია
- გამარჯობა ანა წავიდეთ ?
- კი
სადღაცას მიდიოდა სად არ ვიცი მაგრამ თბილისსს აშკარად გაცდა არ მიკითხავს სად მივდიოდით უბრალოდ ვენდობოდი რატოღაც ამ ადამიანს და ვგრძნობდი რო პატიოსანი იყო არაფერს დამიშავებდა. მანქანა გააჩერა გადმოვიდა მეც მას მივყევი სანახაობით გაოგნებული ვიყავი იქ ისეთი სილამაზე იყო ადამიანს შეძლო უსასრულოდ ეფიქრა ისე რომ ხელი არავის შეეშალა
-მოგეწონა ?
-ძალიან
-გამოვისყიდე დანაშაული?
- ასეთი სილამაზის ნახვის გულისთვის ძალით შევუარდებოდი იმ მანქანას ვთქვი და გამეცინა ჩემ ნათქვამზე
-მიხარია რომ მოგეწონა
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით იქ მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი არ მახოსვდა ლაშა არც ხატია უბრალოდ ვფიქრობდი ჩემ თავზე და იმ ბუნებაზე რომელიც ჩემ გარშემო იყო
-წავიდეთ თორემ დაგვიღამდება თან შეგცივდება ანა
-კაი ვუთხხარი და წამოვედით ცოტახანი სიჩუმე იყო შემდეგ კი მე დავარღვიე სიჩუმე და ვკითხე
- კიდე წმაომიყვან ხოლმე აქ
- როცა მოგინდება ნებისმიერ დროს შენთან გავჩნდები და აქ მოგიყვან
- დიდი მადლობა ილია კარგი ადამიანი ხარ მან უბრალოდ გამიღიმა და ისევ სიჩუმემ დაისადგურა
-ილია ჩემები კლუბში არიან წამოდი წავიდეთ მათთან ნუ მე აღარ დავლევ და გავიცინე
- წავიდეთ ოღონდ შენ მართლა აღარ დალიო
-კარგი
პირდაპირ კლუბშიი წავედით არც გამოგვიცლია აზრი აღარ ქონდა მივედით თიკას ძალიან გაეხარდა ჩვენი დანახვა რასაც ლაშაზე ვერ ვიტყვი ისეთი სახე ქონდა ასე მეგონა მომკლავდა
-ლაშა თუ ჩვენი მოსვლა არ გესიამოვნა მითხარი და წავალთ
- როგორც გინდა პუტკუნ მითხრა და ჩვეული ირონია აიკრა სახეზე
- კარგი წავედით ილია ვთქვი და უკან მოუხედავად გარეთ გავვარდი არ ვიცი შიგნით რამოხდა მაგრამ 5 წუთში ილიას მაგივრად ლაშა გამოვიდა
- გავიხუმრე რას ბრაზდები (ლაშა)
- იუმორის საოცარი გრძნობა გაქვს ლაშა
-კაი მაპატიე უბრალოდ არ მომეწონა ის ილიკუნა რომ შენთან ერთად მოვიდა
-ის ჩემი მეოგბარია და ხშირად გვნახავ ერთად თუ არ გსიამოვნებს ვეცდები აგარ დაგენახოთ
- შენი დანახვა ყოველთვის მსიამოვნებს პუტკუნ
-და ამ პუტკუნას ნუ მეძახი და შენ წერწეტ ხატიას მიხედე
- რატო ერჩი ხატიას
-არავის არ ვერჩი
-ეჭვიანობ პუტკუნ
- ჰა ჰა ჰა მგონი უკვე ავღნიშნე რო სასწაული იუმორი გაქვს ხომ
- გინდა დაგიმტკიცო რომ ეჭვიანობ?
- დამიმტკიცე მაგრამ არ გეშინია რომ ცდებოდე?
-დარწმუნებული ვარ
- მაშინ დამიმტკიცე
ლაშა ნელნელა მოიწევდა ჩემსკენ ვხვდებოდი რომ ჩემი საქმე არ იყო კარგად გული გამალებით მიცემდა და გულიდან ამოვარდნას ლამობდა მაგრამ ძალღონე უნდა მომემატა და არ უნდა შეემჩნია ლაშას ჩემი აღელვება ამ ფიქრებში ვიყავი როცა ლაშა ჩემ ბაგეებთან იყო უკვე და სადაც იყო დამეწაფებოდა მეც ღრმად ჩავისუნთქე თავის გაწევა მინდოდა მაგრამ უკვე ლაშამ მაკოცა არ ვიცი რამოხდა მეგონა რომ მოვკვდი გავშეშდი ის იყო მეც უნდა ავყოლოდი როცა ის მოშორდა ჩემს ბაგეებს მე გიჟვით ვიყურებოდი და არ ვიცი რა მეთქვა
- მგონი დავამტკიცე (ლაშა)
-საქონელი ხარ ლაშა ხარაზიშვილო
- ვიცი რომ მოგეწონა
- ხმა აღარ ამოიღო და აღარასდროს გამცე ხმა წადი ჯანდაბაში იმ შენ ხატიასთან ერთად
-მერე იტყვი არ ვეჭვიანობო
-არ ვეჭვიანობ იდიოტო უბრალოდ პირველი კოცნა მომპარე მე კი ეს სხვანაირი წამომედგინა და არანაირი სურველი მქონდა შენ ყოფილიყავი პირველი ცრემლი წამომივიდა თვითნებურად და გამოვბრუნდი უკან აგარ მიმიხედავს ისე წავედი სახლში. გზაში სულ ლაშას კოცნა მახსენდებოდა გზაში კი არა იმ წუთიდან ჩემი თანამგზავრი იყო ლაშას კოცნა. სახლში მოსული ისე დაღლილი ვიყავი ემოციებისგან ეგრევე ჩამეძინდა. დილით რომ გავიღვიძე ლაშას მესიჯი დამხვდა
-" გამიხარდა რომ პირვეილი მე ვიყავი და არა ის შენი ილიკუნა"
-შენგან განსხვავებით ეს ჩემი ილიკუნა ზრდილობიანია
-ფრთხილად იყავი მეორედ კოცნაშიც არ ჩავეზიარო ილიკუნას
- ვერასდროს ვეღარ ეღირსები
აღარაფერი მოუწერავს უნივერსიტეტში არ წავედი არ მინდოდა ლაშას ნახვა გადავწყვიტე ილიასთვის მეთხოვა და იმ ლამაზ ადგილას წავეყვანე ისევ
-ილია შეძლებ ისევ იმ ადგილას წმაიყვანო?
- აბა რა სად ხარ მითხარი და გამოგივლი
- სახლში ვარ გელოდები
-კაი
ათ წუთში ჩემ სახლთნ იყო უკვე და მელოდებოდა ჩავედი თუ არა მკითხა
- გუშინ სად დაიკარგე ?
-ბოდიში ცოტა ნერვები მომიშალეს და
- ლაშამ?
-დაივიწყე რა მნიშვნელიბა აქვს
_ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანა
-წავიდეთ რა
- კაი ჩაჯექი
რაგაცნაირად ვგრძნობდი რომ ილი ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო და არ მინდოდა რომ მის გრძნობებზე მეთამაშა მაგრამ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი არც მისი დაკარგვა მინდოდა რდგან მისნაირი მეგობრები ნამდვილად მაკლდა
ამ ფიქრში გარტულმა ვერც გავიგე როგორ მოვედით. ულამაზესი მდინარე იყო და გარშემო ლამაზი ხეებით იქ ისეთი სიწყნარე და სიმშვიდე იყო ვერც კი წარმომედგინა სადმე თუ განმარტოვება ესე კარგად შეიძლებოდა
-ანა
-ჰო
-რაღაც უნდა გითხრა
- გისმენ
- ვიცი რომ ჯერ ადრეა მაგრამ მაინც ვეღარ ვძლებ იცი მე შენს მიმართ რაღაც გრძნობები მამოძრავებს შენ ისეთი საყვარელი და სუთა ადამიანი ხარ
- ილია იცი მე არ შემიძლია შენი მოწონება და შეყვარება
-რატო ლაშა გიყვარს?
-არა უბრალოდ მეეე მეე
- შენ ლაშა გიყვარს
- არ ვიცი რაღაც მემართება მაგას რომ ვუყურებ
-კაი ანა წავიდეთ საქმე მაქვს
- ილია არ მინდა რომ ჩვენი მეგობრობა ამის გამო გაფუჭდეს
- მესმის
-მაპატიე
-წავედით
წამოვედით მაგრამ მე ისევ იქ ყოფნა მინდოდა ილიასაც ვერ შევეწინააღმდეგე რომ გავჩერებულიყავით ისედაც გავანაწყენე. პადიეზტან მიმიყვანა და დამემშვიდობა ისე რომ არც კი შემოუხედავს მეც დავემშვიდობე და წამოვედი. სახლში ავედი და როცა იქ ლაშა ხატია თიკა გიორგი და დათო დამხვდნენ გამიკვირდა..............

*************************
არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის<3 კომენტარებში თუ დამიწერთ ძალიან გამახარებთ წინასწარ ბოდიში დაშვებული შეცდომებისთვის <3
ცოდვა /3
* * *
სამსახურში არ წავსულვარ. მთელი დღე სახლში, საკუთარ ოთახში გავატარე. რამდენჯერმე მომიკაკუნა ნონამ, მაგრამ პასუხი რომ არ გავეცი, იფიქრა, ღამენათევს ისევ სძინავსო და თავი დანამება... ღამენათევიც ვიყავი და დღედაბნელებულიც... დროისა და სივრცის შეგრძნება დავკარგე. იმ წამს ვწყევლიდი, როცა მარიტაში პირველად ქალი დავინახე. იმ აზრს ვწყევლიდი, როცა მარიტა და ქალი ერთმანეთს შევადარე... აქედან გაქცევა და ტირილი მინდოდა. პატარა ბავშვივით მინდოდა მეღრიალა, იქამდე მეღრიალა, სანამ ტკივილის მიზეზი არ გადამავიწყდებოდა.
თავში იმდენი აზრი მქონდა არეული, ვერ ვხვდებოდი, რაზე ვფიქრობდი. გონებაში ხან მარიტას ბანკეტი გამიელვებდა, ხან მისი კისკისი, ხან მისი პირველი ბაღში წასვლა და ორ საათში ტირილით გამოპარვა; მისი პირველი სკოლის დღე და სკოლის დამთავრება; ერთად აღნიშნული ჩაბარებული საატესტატო გამოცდები; ხან მის გაბრაზებულ სახეს ვხედავდი, ქობულეთში რომ მითხრა, შენ მე საერთოდ არ მიცნობო, ხანაც მისი ბედნიერი ხმა ჩამესმოდა – მართლა მე გავცურეო, რომ მკითხა; მომენტში საკუთარი თავისადმი ზიზღის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერზე ვფიქრობდი; ხან კი იმას წარმოვიდგენდი, როგორ უნდა შემეხედა ირმასა და ზურასთვის თვალებში, როგორ უნდა ჩავხუტებოდი დედაჩემს და, საერთოდ, რა ურთიერთობა უნდა მქონოდა ჩემს დეიდაშვილთან...
ზეც ვიფიქრე და სახლიდან წასვლაზეც. ალბათ, ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე გონებაში, რომ როგორმე ჩემი გრძნობა საშინელებაში არ გადაზრდილიყო... ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავდი, ისე მოქცევა იყო, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. არ შემეძლო. ამ დონის მსახიობიც არ ვიყავი, რომ უწინდებურად თითქმის ყოველდღე შევხვედროდი მას და მისი ბავშვური, ტიტინა ხმით დავმტკბარიყავი... მასთან მიახლოებასაც ვეღარასდროს გავბედავდი... ვერ გავბდავდი ოდესმე დავლაპარაკებოდი და თვალებში ჩამეხედა... ამხელა შეურაცხყოფასაც ვეღარ მივაყენებდი, ისედაც ხომ წავბილწე ჩემი გრძნობებით!
შუადღისკენ გავიგე, რომ ორდღიან ექსკურსიაზე წასულიყო რაჭაში კლასთან ერთად. თითქოს ცოტა მომეშვა. თითქოს მხრებზე დადებული მძიმე ლოდი ოდნავ შემიმსუბუქდა. აღარც მკერდში ვგრძნობდი გამჭოლ ტკივილებს.
უკანასკნელი ნებისყოფის ნაგლეჯები მოვაგროვე და ოთახიდან გავედი. მამა სამსახურში იყო, დედა კი, თან კარტოფილს ფცქვნიდა, თან სერიალს უყურებდა. სამზარეულოში სწრაფად შევიძურწე, რომ დედაჩემს არ დავენახე...
რას არ გავიღებდი, ახლა მისი გაკეთებული ყავა რომ გამესინჯა. ცივ–ცხელმა ოფლმა დამასხა ამის წამოდგენაზე... მერე ისე ცხადად ვიგრძენი საკუთარი თავის სიძულვილი... უუგემურესი ყავა მოვიმზადე და სწრაფად დავლიე. იმდენად უგემური იყო, რომ ისიც კი ვერ ვიგრძენი, ადუღებულ სითხეს ვსვამდი. მაინც იმოქმედა კოფეინმა. ცოტა გამოვფხიზლდი. თავი ისევ მტკიოდა, მაგრამ თვალებს თავისუფლად ვახელდი. უცებ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ სხეული მილპებოდა. ცხადად ვგრძნობდი, როგორ დაფუტფუტებდნენ ჩემს ხორცებში ჭიები, ბუზის მატლები, ტარაკნები... ხელებზე დავხედე და დავინახე, გადაყველფილი თითებიდან როგორ გამოცოდნენ თეთრი მატლები... ვერ გავიხსენე, რატომ მქონდა თითები ასე... არ მტკიოდა. საერთოდ, ვერავითარ ტკივილს ვერ ვგრძნობდი თავისა და გულის ტკივილის გარდა... გადახსნილი კანიდან სახსრები მიჩანდა. თითქოს რაღაცამ მიბიძგა და სააბაზანოში დავბრუნდი. კედელზე ისევ შემორჩენილიყო წყალში არეული სისხლის წვეთები. გაოცებული მივუახლოვდი კედელს და კაფელის ერთი ფილიდან რაღაც თხელი და გამჭვირვალე ავაძრე... ჩემი კანი იყო... ხორცაკრული, დასისხლიანებული კანი.... გული დამწყდა, რომ არ მახსოვდა აფექტის მდგომარეობაში რაც გავაკეთე... იმაზეც დამწყდა გული, რომ გადაყველფილ თითებზე ტკივილს ვერ ვგრძნობდი.



* * *
ძალიან დიდი შვება აღმოჩნდა ჩემთვის სამსახურში გასვლა. მართალია, იქაც ვერ ამოვიგდე მასზე ფიქრები, მაგრამ სარედაქტორი ნაწარმოებების არჩევასა და თანამშრომლებთან ურთიერთობაში იძულებული ვიყავი, რომ ცოტა ხანს მაინც შემეწყვიტა ფიქრი. ზერელე პასუხებმა და უგულისყუროდ თვალგადავლებულმა ნაწარმოებებმა ერთხანს იმის მირაჟი შემიქმნა, რომ ყველაფერი ადრინდელივით იყო. მაგრამ, საკმარისი იყო სულ ერთი წამით ყურადღება გამფანტვოდა, რომ მაშინვე მასზე ვიწყებდი ფიქრს.
სახლში დაბრუნებული მივხვდი, რომ ჩემს ოთახში შესვლა არ მინდოდა. ვიცოდი, იქ თუ შევიდოდი, მთელი 25 წლის ფიქრი დამხვდებოდა ბალიშის ქვეშ. ჩემი ცხოვრების ბოლო დღეებმა კი მთელი ოთახი აავსო ტკივილით, სინდისის ქენჯნით და სინანულით. თითქოს ცხადად ვხედავდი, ჰაერში როგორ ლივლივებდნენ ტკივილისა და დარდის ფიქრები, მოგონებები... ყველაფერი გამქრალიყო ირგვლივ. საგნებს კონტურები დაეკარგათ და უფორმო მასად ქცეულიყვნენ. ფერები და ნივთები ერთმანეთში შეზელილიყო. თითოეული ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, რამდენ დარდს იტევდა ჩემი ოთახი...
ჩემი ადრინდელი სამყარო მოკვდა. ახლა მხოლოდ ერთი სამყაროღა გამაჩნდა – სამყარო, სადაც დარჩენილი დღეები მონანიებაში უნდა გამეტარებინა.



* * *
მესამე დღე იყო, მასზე არაფერი ვიცოდი. წარმოდგენა არ მქონდა, სად იყო. წესით, გუშინ უნდა დაბრუნებულიყო, გულის ფანცქალით ველოდი მის მესიჯს, ან ზარს, მაგრამ მისგან არაფერი ისმოდა. თითქოს ჯიბრზე, ჩემებიც არ ლაპარაკობდნენ მასზე. ვგრძნობდი, რომ ნერვიულობისგან ვგიჟდებოდი. რამე ხომ არ შეემთხვა? იქნებ ავარიაში მოყვნენ? თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდებოდა. მაგრამ არ გამომდიოდა ბოლომდე ეს დამშვიდება. ერთ წამს საკუთარ თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა, მაგრამ მეორე წამს შეშფოთებული ფიქრები ცხოველივით იწყებდნენ ღრიალს ჩემში და შიში და სასოწარკვეთა მიპყრობდა.
ვერ ვბედავდი, რომ ჩემებისთვის რამე მეკითხა. ასე მეგონა, როგორც კი მას ვახსენებდი, მაშინვე მიმიხვდებოდნენ ყველაფერს. ჩემთვისვე აჯობებდა, თუკი მისგან შორს დავიჭერდი თავს.
არ გამომდიოდა. არც ეს... მარტო იმის გაფიქრება საკმარისი იყო რომ მასზე არაფერი მეცოდინებოდა, და მკერდში აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მთლიან მარცხენა მხარს და კიდურს მიშეშებდა.
როგორღაც შევძელი... შევძელი საკუთარი თავის ხელში აყვანა. შევძელი ჩემში აღრიალებული მხეცის დროებით გალიაში ჩამწყვდევა. შევძელი და არაფერი ვკითხე ჩემებს... მეგონა, ვუძლებდი... მხოლოდ იქამდე, სანამ ერთ დილას, სააბაზანოდან გამოსულს, მობილურზე შეტყობინება არ დამხვდა... უკვე მეხუთე დღე იყო, მასზე არაფერი გამეგო...
იმდენად ძლიერი ბიძგი ვიგრძენი მკერდში, როცა ეკრანზე მისი სახელი წავიკითხე, რომ საწოლზე დავეცი. გაოგნებული დავყურებდი ეკრანს – თვალებს არ ვუჯერებდი. ნერვიულობისგან ხელისგულები ოფლით დამეცვარა. ხერხემალზე ვიგრძენი ცივი ჟრუანტელი. წყალში ჩამეყარა ბოლო დღეების მოთმინება, როელიც ალბათ ნახევარი სიცოცხლის ფასად დამიჯდა.
სანამ მოვახერხებდი შეტყობინების გახსნას, კიდევ ერთი მომივიდა... ისევ მისგან... მობილურმა ჩემს ხელებში დაიბზუილა და გამივარდა. მუხლებზე დამეცა, იქიდან კი საწოლზე დავარდა.
მოვიკრიფე ნებისყოფა და გავხსენი.
"თომა, როგორ ხარ? მომენატრე!"
გამაჟრიალა ამის წაკითხვიასას. საკუთარი თავის ზიზღი მთელი ძალით დამეჯახა და მეტაფორულად შემინგრია მკერდის ძვალი.
"ისევ გძინავს? ადექი, შე ზარმაცო, სამსახურში დაგაგვიანდება!"
დამეფიცება, ყურებში ჩამესმა, როგორი ტონით იქნებოდა ეს ნათქვამი. სიმწრის ღიმილი მომადგა ტუჩებზე. თვალებზე რაღაც მწველი ჩამომეკიდა.
"მე კარგად ვარ, ჭინკა. შენ როგორ ხარ? სად დაიკარგე?"
აკანკალებული თითებით ძლივს ავკირფე ტექსტი. 15–ჯერ მაინც შემეშალა და თავიდან დავიწყე.
"რაჭაში ვარ და ძალიან, ძალიან კარგად ვარ. თვითონ სად დაიკარგე? ბანკეტის მერე აღარ გაგხსენებივარ."
გაბუტვა და მსუბუქი საყვედური ვიგრძენი მის ნათქვამში.
"მაპატიე, ჭიკნა. ვერ მოგწერდი..."
"ყველაფერი რიგზეა, თომა?"
"შენ არ ინერვიულო".
"არ გინდა, დამიერკო და მომიყვე?"
"არა!" – სწრაფად მივწერე და ტელეფონს თითები მოვუჭირე. მთელი სხეულით ვცახცახებდი. თვალთ მიბნელდებოდა ყოველი პასუხის ლოდინში.
"კარგი..."
მობილური საწოლზე მივაგდე. იმდენად გაუსაძლისი გახდა მკერდში ტკივილი, რომ ხელები ნეკნებზე შემოვიხვიე. ცოტაც და, ტკივილისგან მთელ ხმაზე ავღრიალდებოდი. თავში ჩაქუჩის ჩარტყმასავით ჩამესმა შეტყობინების ხმა. არ მინდოდა... არაფრის წაკითხვა აღარ მინდოდა... აღარ მინდოდა მარიტას არსებობა ჩემს ცხოვრებაში. მაინც წავიკითხე.
"ნეტავ შენც აქ იყო. ძალიან მომენატრე".
ჩემში დაჭრილმა მხეცმა დაიღრიალა. უცნაური გმინვა აღმომხდა პირიდან. სიკვდილი... სიკვდილი მინდოდა... თან, უბრალო სიკვდილი კი არა, საერთოდ გაქრობა... მინდოდა ყველას მეხსიერებიდან გავმქრალიყავი... მინდოდა თომა უტურაშვილი საერთოდ აღარ არსებულიყო...
"შენ რა იცი, მონატრება რა არის?" – გავიფიქრე და წამწამიდან მწველი სითხე ჩამომივარდა, შარვალზე დამეცა და მუქ ლაქად დააჯდა.
ხელები ისე მიცახცახებდა, მობილურის დაჭერა ვერ შევძელი. საწოლზე დავდე და აკანკალებული საჩვენებელი თითი ასე "ა"–სთან მივიტანე. იმდენად მიკანკალებდა ხელი, რომ მკლავი ამტკივდა. ძლიერად მოვმუშტე და სწრაფად ავკრიფე ტექსტი.
"არ ღირს ჩემი მანდ ყოფნა".
"რაღაცას მიმალავ, ვიცი. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და გნახავ. მერე ყველაფერს მომიყვები".
აღრიალებულმა კედელს გავუქანე მობილური. ხმაურით შეასკდა და ძირს ორად გატეხილი დაეცა.
როცა ვიგრძენი, რომ ოდნავ გულზე მომეშვა, ყველაფრის დამტვრევა მომინდა. დავამტვრევდი კიდეც, ოთახში შეშინებული ნონა რომ არ შემოვარდნილიყო.
– თომა, რა მოხდა? რა გაღრიალებს? – მკითხა მან.
აცახცახებული შევბრუნდი მისკენ. დედას თვალები გაუფართოვდა. საკუთარი თავის სიძულვილისგან უკვე ორთქლს ვუშვებდი ნესტოებიდან. სწრაფად გადავიცვი მაისური და ხმაამოუღებლად გავვარდი სახლიდან.


* * *
ბანცალ–ბანცალით ავუყევი კიბეს. სასმელი მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი. ტვინი გაჟღენთილი იყო ალკოჰოლისგან. წარმოდგენა არა მქონდა, სად ვიყავი და სად მივდიოდი. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ეს კიბეები უნდა ამევლო და ინსტინქტებს მივყვებოდი.
კიდევ კარგი, სახლში მივედი.
უსულო სხეულივით ჩამოვეკიდე ზარზე მიჭერილ საკუთარ ხელს. ნონამ კარი გააღო და ამოიოხრა. ძლივს შემათრია სახლში.
არ მახსოვს, როდის ჩამეძინა. თავის ტკივილიმა რომ ზღვარს მიაღწია და თვალები გავახილე, მერე მივხვდი, რომ თურმე მეძინა. ტვინში რაღაც საშინელად წუოდა, გაბმულად, გრძლად. წამოჯდომისას თავში ჩაქუჩების დარწყმა დამიწყეს. ძლივს მივაღწიე კარებამდე და გარეთ გავედი. სახლში სრული სიჩუმე იყო. მაცივრიდან ბორჯომის ბოთლის გამოღებას შევალიე მთელი ჩემი ენერგია. უსიცოცხლოდ დავეშვი სკამზე და თავი მაგიდის ცივ ზედაპირს დავადე.
ნონას ბუზღუნმა გამომაღვიძა, შენ საწოლო არა გაქვსო? გაოცებულმა შევხედე გაბრაზებულ დედას. ვერ გავიგე, რითი იყო უკმაყოფილო.
– ადექი, წყალი გადაივლე! – ჩაიღრინა ჩუმად, – სამზარეულოში ძილი აღარ გამიგია! – ჩაიდუდღუნა თავისთვის.
საათნახევრის შემდეგ ძველი თომა ვიყავი გარეგნულად. საერთოდ აღარ მეტყობოდა დილანდელი ნაბახუსევის კვალი. მთაწმინდაზე ავედი. ვეცადე წყნარი ადგილი ამომერჩია, სადაც ცოტა ხალხი იქნებოდა. ბალახებზე გადაწოლილი თავს ვაჯერებდი, რომ ტვინი გამორთული მქონდა და არაფერზე ვფიქრობდი.
შებინდებისას დავბრუნდი სახლში და მკვდარივით დამეძინა.



* * *
დილით თავი უარესად ვიგრძენი. შინაგანად ვდუღდი, ვიწვოდი. საკუთარი არაკაცობა მახრჩობდა. ვგრძნობდი, როგორ მიჭერდა უხილავი აჩრდილი ყელში ხელებს. სუნთქვა მიჭირდა, ვხროტინებდი, მომაკვდავივით ჰაერში ვიქნევდი ხელებს, გადასარჩენად რამეს რომ ჩავჭიდებოდი. მერე მივხვდი, რომ ნერვიული შეტევა მქონდა და როგორღაც დავმშვიდდი, თუმცა სინდისის ხმა ვერ ჩავახშე. მარტო ვეღარ ვუძლებდი ამდენ ფიქრს, ამდენ შიშს, მალვას, საკუთარი თავის სიძულვილს. ნიკოსთან წავედი. კარი დედამისმა გამიღო. ნიკო მისაღებ ოთახში იჯდა და ვიდეო–თამაშებს თამაშობდა.
– საქმე მაქვს შენთან, – დაძაბულმა ძლივს შევძელი სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა.
– გისმენ, – ეკრანისგან თვალმოუშორებლივ, უგულისყუროდ მკითხა.
ხმა არ ამომიღია. მის პირდაპირ ვიდექი და სახეზე ვაკვირდებოდი. მისი მიმიკებით შემეძლო გამომეცნო თამაშის რომელ ეტაპზე იყო, იგებდა თუ აგებდა. კარგა ხანს ვუყურე. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ საეჭვოდ ვდუმდი, თამაში გამორთო და დაბლიდან გაოცებულმა ამომხედა.
– რა მოხდა?
რა მოხდა? ბევრი რამ. ყველაფერი შეიცვალა. მე შევიცვალე. ადამიანები შეიცვალნენ ჩემ გარშემო. ნივთებმაც კი დაკარგეს მოხაზულობა. ტვინში შემეცვალა რაღაც. ავადმყოფური გადახრა მაქვს, მომაკვდინებელი. ჩემი ტვინი ანომალიურია. ჩემი ტვინი და ჩემი გული უზარმაზარი ხორცმეტებია ერთ მთლიან სხეულზე...
– შარში ვარ, – მოკლედ ვუპასუხე და დივანზე ჩამოვჯექი.
კუშტად გადმომხედა.
– ჰა! აღარ იტყვი, რა მოხდა? – მოთმინებადაკარგულმა მკითხა.
– მაცადე! ვცდილობ, – კბილებში გამოვცერი და მის თვალებში არეკლილ საკუთარ თავს ზიზღით შევხედე.
როგორ უნდა წარმომეთქვა ხმამაღლა ის, რასაც რამდენიმე დღის მანძილზე ვფიქრობდი? ჯერ მარტო იმით ვაყენებდი მარიტას შეურაცხყოფას, რომ მასზე, როგორც ქალზე, ისე ვფიქრობდი, ახლა კი ეს ყველაფერი ხმამაღლა უნდა მეთქვა. ზედმეტად საშინელება იყო ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი მეგობრის წინაშე ცოდვა გამემხილა.
– შეყვარებული ვარ.
ნიკომ ჩაიფრუტუნა, მოეშვა, დივანზე გადაწყვა.
– ჰმ! როდის მოასწარი? – დამცინავად მკითხა.
– ერთი კვირის წინ.
ისევ ჩაიცინა. საკმარისად მიცნობდა, რომ ჩემთვის არ დაეჯერებინა. ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვიყავი, სიყვარული ჩემთვის ყოველთვის ზედმეტი პრობლემა და გაურკვევლობა იყო, სხვა არაფერი. ახლა კი... ახლა ყველაზე მეტად ვრწმუნდებოდი, რომ მართალი ვიყავი.
– გილოცავ.
– ბავშვია.
ვიცოდი, რომ მარიტა არ უნდა გამერია ამ ამბავში. ისე უნდა მომეგვარებინა ეს პრობლემა, რომ მის ფაქიზ სახებას ჩემსა და ნიკოს მახოვრობაში ჩრდილი არ მისდგომოდა. მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო... ნიკოსთვის ყველა კარტი უნდა გამეხსნა. რჩევა მჭირდებოდა... ადამიანური, მეგობრული, ბრძნული. იმისი მიზეზი მჭირდებოდა, რომ აქედან გავქცეულიყავი.
– რამდენი წლისაა.
– 18.
ისევ ჩაიცინა. დანის გაყრასავით მხვდებოდა გულზე მისი თითოეული ჩაცინება.
– შენ რამდენის ხარ? – სპეციალურად განაგრძობდა ნერვებზე თამაშს.
– 25.
– მერე, 18 ცოტაა? თუ თავი "ლოლიტას" პერსონაჟი გგონია? – ოდნავ წინ გადმოიხარა და ღიმილით მკითხა.
მილიონჯერ მერჩვნა, იმ წყეული კაცის ადგილზე ვყოფილიყავი, ახლა მის სახელს რომ ვერ ვიხსენებდი. თვალწინ ლოლიტა წარმომიდგა, მერე მისი ადგილი მარიტამ ჩაანაცვლა. იმ წამს ვიგრძენი, როგორ მილპებოდა სული ამას რომ ვფიქრობდი, მის ანგელოზურ სახეს რომ ჩრდილს ვაყენებდი. გადატყავებული თითებიდან კი არა, პირიდან ამოცოცდნენ თეთრი, მსუქანი, ლორწოვანი, განავლის სუნით აყროლებული მატლები, ჩემი ჩამპალი სული უტყუარი მტკიცებულებები.
– მე მარიტა მიყვარს, – ჩუმად, მაგრამ გასაგებად დავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე.
დრო გაიყინა.


დარტყმის ხმამ და მარცხენა ლოყის ძლიერმა წვამ რეალობაში დამაბრუნდა. იატაკზე ვეგდე. ნიკო ჩემს ზემოდან მოქცეულიყო, ჩაწითლებული, შეშლილი თვალებით მიყურებდა და მომდევნო დარტყმისთვის ემზადებოდა.
ძლიერად მოვმუშტე ხელები, ინსტინქტურად თავი რომ არ დამეცვა და სახეზე არ ამეფარა. კიდევ ერთხელ გავიგე დარტყმის ხმა, მაგრამ ამჯერად მას ტიკივლმა წინ გაუსწრო. მისი მოქმეული მუშტი საფეთქელთან მომხვდა და რამდენიმე წამით გავითიშე.
ის ორი წამი, როცა გასისხლიანებული უგონოდ ვეგდე იატაკზე, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამები იყო. მე ვერ ვგრძნობდი ტკივილს, სირცხვილს, სინდისის ქენჯნას, სიძულვილს... მე ვერ ვგრძნობდი სიყვარულს. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი მარიტას მიმართ და მიხაროდა.
გონს რომ მოვედი და თვალები გავახილე, ნიკო უკვე გვერდით გადავარდნილიყო. ზურგით დივანს ეყრდნობოდა, ხელები უკანკალებდა და მძიმედ სუნთქავდა. ჩემი სისხლით მოსვრილი ხელით ყბა მოისრისა და მერე ხელი გამომიწოდა ადგომაში დასახმარებლად.
მივხვდი, ვინ ვიყავი მე – წყალწაღებული, უთავმოყვარეო ადამიანი, რომელსაც დახმარების ხელი გაუწოდეს და იმის მიუხედავად, რომ სიკვდილი ყველაზე მეტად უნდოდა, მაინც ფეხზე წამოდგა. არადა, არ ღირდა მისი ადგომა, სჯობდა მომკვდარიყო... იმასაც მივხვდი, აქ მოსვლისას სინამდვილეში რჩევა კი არა, ცემა მჭირდებოდა. ფიზიკური ტკივილი მჭირდებოდა, რომ როგორმე სულიერი გადაეფარა.
კარგა ხანს ვისხედით ორივე ჩუმად, ორივე მძიმედ ვსუნთქავდით. ნიკოს მარჯვენა ხელი სტკიოდა, მე კი სახის მარცხენა ნაწილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მარცხენა მხარე გამისივდა და სადაცაა თავს კისერში გადატეხდა.
ხველება ამიტყდა. სისხლი მომდიოდა ღრძილებიდან. პირში მომლაშო, ჟანგისამაგვარ გემოს ვგრძნობდი და ეს უფრო მშხამავდა.
– აქ აღარ უნდა მოხვიდე, – ბოლოს ნიკოს ჩამწყდარი ხმა გავიგონე, – გესმის? ამ კორპუსში მოსული არ დაგინახო! მისგან თავი შორს დაიჭირე! ახლოს არ გაეკარო, თორემ დედას გეფიცები, მოგკლავ!
რა უნდა მეთქვა? მართალი იყო.
– ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებ. ვხედავ, რა დღეშიც ხარ. გიცნობ და ვიცი, აქ მოსვლამდე ბევრს იფიქრებდი. ისიც ვიცი, რომ სიმართლეს მეუბნები, მაგრამ... ჩემიანი რომ არ იყო... ჩემი ძმა რომ არ იყო, არ შეგარჩენდი! მოგკლავდი და მერე მიწიდან ამოგთხრიდი, თომა! ახლა რა გიყო? რა გავაკეთო? როგორ გაბედე და ასეთი რამ როგორ დაუშვი?! ის ხომ... ის ხომ, მარიტაა, ბიჭო! ის ხომ ჩვენი პატარა მარიტაა! – თვალები აუცრემლიანდა, – ის ხომ შენი დაა, თომა! – დამუშტული ხელები ნეკნებზე შემოიხვია.
ერთი ლექსიდან გამახსნედა ერთი სტრიქონი: "ყოველ წამს ვკვდები და ვცოცხლდები, მარიამ..." ზუსტად ასე ვიყავი მეც. ჩემს ირგვილ აბსოლიტურად ყველაფერი მასთან იყო დაკავშირებული. პატარა, უმნიშვნელო ნივთებს რომ ვუყურებდი, უნებურად თვალწინ მესახებოდა, როგორ იყო დაკავშირებული ამ ნივთებთან, ბავშვობის მივიწყებული მოგონებები მიცოცხლდებოდა და შემდეგ ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო იყო, ყველაფერი, რაც მის გარშემო იყო, მნიშვნელობას იძენდა... აი, ეს მკლავდა სწორედ. ეს მანადგურებდა. მასზე ფიქრი... მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას ვფიქრობდი... მისი სახელის ხსენებასაც კი გილიოტინისკენ მივყავდი. მერე უეცრად აგიზგიზებულ კოცონში ვხვდებოდი, ცოცხლად ვიწვოდი და როცა უნდა მოვმკვდარიყავი, რაღაცა ძალით უკან ვბრუნდებოდი, ვცოცხლდებოდი, რომ ყველაფერი თავიდან გადამეტანა.
– აქედან უნდა წახვიდე, – ნიკოს ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა, – ან საზღვარგარეთ... ან მონასტერში... შენების გარდა არავინ გააფრთხილო. წადი და უკნ მანამდე არ დაბრუნდე, სანამ არ მიხვდები, რომ ის, რასაც ფიქრობ, დიდი ცოდვაა, – მძიმედ წამოდგა და ოთახიდან გავიდა.


* * *
მეორე დღეს ხომლის ბერების მონასტერში წავედი. როგორც ნიკომ მითხრა, მხოლოდ ჩემს მშობლებს ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. მამაჩემს ხმა არ მოუღია, დედამ ცოტა ხანს კი ივიშვიშა, მაგრამ ბოლოს ისიც გაჩუმდა. ტელეფონი არ მქონდა, რომ თბილისში დამეტოვებინა. საერთოდ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ვცდლობდი, იშვიათად დამემყარებინა კონტაქტი ადამიანებითან.
ჩემი მანქანით წავედი. 5 საათი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა უკანასკნელ დასახლებულ პუნქტამდე მივაღწიე. ძლივს ჩანდა მონასტერი. მთის ძირას მამა გიორგი დამხვდა. სოფელში, მის ნათესავთან დავტოვე მანქანა. დაახლოებით ორი კილომეტრი ვიარეთ მთაში. ჩემ გამო რამხელა გზა გამოუვლია, თავი უხერხულად ვიგრძენი.
ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ეკლესიაში. სტიქაროსანიც კი ვიყავი. ეს უფრო სკოლის პერიოდში იყო. შედეგ სტუდენტი გავხდი და ფიზიკურად აღარ მქონდა დრო ეკლესიაში მევლო, თუმცა ოთხშაბათი–პარასკევის მარხვას ყოველთვის ვინახავდი. ცოტა კიდევ რომ გავიზარდე და ყველაფერს საკუთარი თვალით დავუწყე ყურება, აღნივაჩინე, რომ რწმენა შემრყეოდა. კი მწამდა, მაგრამ მწამდა ისე, უბრალოდ, თითქოს ეს ჩემი მოვალეობა იყო. ეკლესიას გვერდით რომ ჩავუვლიდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ახლა კი აქ ვიყავი, შორს ცივილიზაციისგან. აქ ვიყავი, რომ ყველაფერზე დავფიქრებულიყავი, ყველაფერი კარგად ამეწონ–დამეწონდა და მომენანიებინა.
ის 5–6 კვირა, რაც მე მონასტერში გავატარე, ჩემი ცხოვრბის სრულიად განსხვავებული, ახალი ეტაპი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ადრინდელი რწმენა დამიბრუნდა, მაგრამ ბერებთან ცხოვრება ჩემზე კარგად მოქმედებდა. ჩვენი დილა ექვს საათზე იწყებოდა, ან უფრო ადრე. დილის ლოცვებს ვკითხულობდით ერთად, შემდეგ ვსაუზმობდით და ეზოში გავდიოდით სამუშაოდ. კარტოფილის ძირებს ვუვლიდით, კომბოსტოს, ჭარხალს. აქ ისე ციოდა, ივლისის დასაწყისში ვარდები პირველად იწყებდნენ ყვავილობას. რამდენიმე მეასედზე ხორბალი და ქერი გვეთესა. ახლადღეროაყრილი სიმინდებიც გვედგა და მზესუმზირებიც. მართალია, მზესუმზირებს თავები არ ჰქონდა, მაგრამ მათაც ისე ვუვლიდით, როგორც დანარჩენ მცენარეებს. შემდეგ იყო ისევ ლოცვები, სადილი, წიგნების კითხვა და დალაგება. თავისუფალ დროს ბერები ხატებს წერდნენ, ჯვრებს აკეთებდნენ, თექაზე მუშაობდნენ. იქ კარგად ვიყავი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად მიჭირდა გაჩერება. ხანდახან ღამით მეღვიძებოდა და მეგონა, რომ თბილისში ვიყავი, მარიტასგან რამდნიმე ასეული მეტრის მოშორებით, მაგრამ შემდეგ ვიხსენებდი რეალობას და ის ასეულობით კილომეტრი სხეულში დანასავით მესობოდა. ის მანძილი მტკოდა, მე და მარიტას რომ გვაშორებდა. სახლში მინდოდა, მასთან.
არა, ეს არ იყო ცოდვა, როგორც ყველა მიმტკიცებდა. მე ის მიყვარდა სხვანაირი, გულწრფელი სივყვარულით. მიყვარდა ჩემთვის, ჩუმად, ტკივლითა და ცრემლით. ეს ყველაზე სუფთა და შეურყვნელი გრძნობა იყო დედამიწის ზურგზე. მასთან ყოფნა იმიტომ მინდოდა, რომ მისი ბედნიერებით დავმტკბარიყავი, მის ბავშვურობით აღვფრთოვანებულიყავი და არა იმიტომ, რომ საკუთარი ავხორცობა დამეკმაყოფილებინა. ყველაფერი კარგად მქონდა გააზრებული და უკვე შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ მე მას ვერასდროს დავემალებოდი. ეს გრძნობა ჩემზე ძლიერი იყო. და, დიახ! მე ვიყავი ძალიან სუსტი. ამიტომაც შევწყვიტე მასთან ჭიდილი. გადავწყვიტე, მივნდობოდი, ოღონდაც კი ამ გრძნობის სისუფთავე არ შემებღალა.


* * *
თბილისში რომ დაბრუნდი, მარიტას ეროვნული გამოცდები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მის გვერდით რომ არ ვიყავი, მაგრამ ის უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა, დისტანცია რომ არ დამეცვა.
ბოლო გამოცდა მათემატიკაში ჰქონდა. ვიცოდი, ძალიან ნერვიულობდა ამაზე. ერთად აღებულ საატესტატო გამოცდებსა და წინა სამ ეროვნულ გამოცდაზე არ ინერვიულებდა ისე, როგორც ამაზე. ვიცოდი, რომ ნერვიულობისგან ღამე არ ეძინა. ვერც მე დავიძინე იმ ღამეს. თვალს დავხუჭავდი თუ არა, უაზრო კოშმარები მესიზმრებოდა და ოფლში გაწურული ვიღვიძებდი. გამთენიისას ჩემეძინა. ვერ მოვისვენე. ვერ შევძელი თავის მოთოკვა. ისე ძლიერ მინდოდა მისი დანახვა, შორიდან დანახვა... უკვე თვეზე მეტი იყო, რაც თვალიც კი არ მომეკრა მისთვის. უკვე სუნთქვა მიჭირდა მის გარეშე. მხოლოდ ერთხელ თვალის შევლება შორიდან და კარგა ხანს მეყოფოდა მიღებული ემოციები გრძნობების მოსათოკად.
მაინც წავედი 12 საათისთვის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. სავარაუდოდ დეიდა და ძიაც იქ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ამდენ ხალხში მათი მოძებნის არც თავი და, მითუმეტეს, არც სურვილი არა მქონდა. თვალებში ვერ ვუყურებდი საკუთარ დეიდას, რომელსაც ჩემს გაზრდაში დედაჩემზე ნაკლები ამაგი არა ჰქონდა.
ისევ დავმძიმდი ფიქრებით. თუმცა, შედარება არ იყო, მონასტერში ყოფნა მართლა დამეხმარა. გუშინ ნიკოც ვნახე. უკეთ გამოიყურებიო, მითხრა. ეგ იყო და ეგ. მეტი არაფერი უთქვამს ჩემთვის. საკუთარი მეგობარიც კი აღარ მენდობოდა.
საათნახევარი ლოდინის შემდეგ კორპუსიდან გამოვიდა. გამოვიდა და გამოანათა. აგურისფერი კაბა ეცვა, თუმცა საოცრად უხდებოდა მის თეთრ კანს. ანგელოზს ჰგავდა. ქერა თმა დაუდევრად შეეკრა უკან. დარწმუნებული ვიყავი, გამოცდის დაწყებამდე შეიკრავდა, წერაში რომ არ შეშლოდა ხელი. გზის მოპირდაპირე მზარეს ვიდექი, თუმცა მაინც შევნიშნე მისი აღელვებული სახე უკვე რომ მშვიდდებოდა. ალბათ, კარგად დაწერა.
მოულოდნელად ხალხის თვალიერება შეწყვიტა და მზერა პირდაპირ მე დამასო. შევკრთი. მეგონა მომეჩვენა. ერთი გალეული ნაძვის გვერდით ვიდექი, ჩემ წინ კი ზღვა ხალხი იეროდა. როგორ მიცნო ამდენ ხალხში? როგორ შეეძლო ასე მოქცევა?!
პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. თვალებში მიყურებდა და ვატყობდი, როგორ იპყრობდა ბრაზი.
გული შემიქანდა ცხვირწინ რომ ამესვეტა. შევბარბაცდი. მისმა ნაზმა, ტკბილმა სურნელმა ნესტოები ამიწვა. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ აქ იყო, ჩემთან, ასე ახლოს... ასეთი რეალური...
გაზრდილიყო, შეცვლილიყო, დაქალებულიყო... თუმცა თვალები ისევ ისეთი ბავშვური ჰქონდა.
– როგორ გაბედე! – დაიღრინა უცებ და თვალები დააკვესა.
ნორმალურად ვერ აღვიქვი მისი ნათქვამი, ისე ვიყავი გაბრუებულ. აქ არ უნდა მოვსულიყავი. მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. დისტანცია, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ვიცავდი, მევე დავარღვიე. გაქცევა და მისი მიტოვება მომინდა.
– ჯერ იყო და, სანამ რაჭაში ვიყავი, ერთხელ არ მოგიკითხივარ! მერე მონასტერში წახვედი! მთელი ერთი თვით! არც კი დაინტერესებულხარ, გამოცდებს როგორ ვაბარებდი! ახლა კი მოდიხარ, ვითომ არაფერი მომხდარიყოს და დებილივით მიყურებ! რა გჭირს, თომა? რა გემართება? ვეღარ გცნობ!
დებილივით კი არ ვუყურებდი, თავსაც დებილად ვგრძნობდი, რადგან ვერ ვხვდებოდი, რას მსაყვედურობდა. ყურებში მხოლოდ გაასმაგებული გულისცემა მესმოდა. სუნთქვაც მიჭირდა და ფეხზე დგომაც.
– არაფრის თქმას არ აპირებ?
რა უნდა მეთქვა? როგორ უნდა დამეჭირა მასთან თავი? აღარც მახსოვდა, ადრე როგორი ურთიერთობა გვქონდა.
– კარგად დაწერე? – გსმენიათ, როგორ ლაპარაკობს რობოტი? მეც ზუსტად ასე ამოვიღე ხმა. თითქოს სიტყვები თოკშებმული საგნები იყო, რომლებსაც ძალით მგლეჯდნენ პირიდან.
– ჰო, რა ვიცი... ყველა დავწერე.
– ხომ არ გეშინია?
თავი გადაანია.
– მე შენი მჯერა, – როგორ გამიკვირდა, საკუთარ თავში სითამამე რომ აღმოვაჩინე.
არაფერი მიპასუხა. თვალები გაუბრწყინდა და ღიმილით ამომხედა.
– იქ როგორ იყავი? არ გაგიჭირდა?
– არა. პირიქით.
ისევ შემომიბღვირა. როგორ ჩანს, არ სიამოვნებდა ჩემი მოკლე პასუხები.
– ტელეფონი რატომ დაამტვრიე? დეიდან თქვა, ვიღაცას ელაპარაკებოდა, შემდეგ კი ტელეფონი დალეწაო...
კბილებით წამიჭირა ყელში რეალობამ. სისხლძარღვები დამაგლიჯა და კუნთები გამითიშა.
– დეიდა აქ არის?
– კითხვას ბანზე ნუ მიგდებ! – ისევ დააკვესა თვალები.
– აქ არის? – ისევ გავუმეორე. ვცდილობდი წარმომედგინა, რომ უცხო გოგოს ველაპარაკებოდი და ის ის არ იყო.
– ჰო, – ფარხმალი დაყარა.
– კარგი. მასთან წადი. მეჩქარება, – სწრაფად ვუპასუხე და უკან დავიხიე.
– ჩვენთან ერთად არ წამოხვალ? – ხმა დაუსევდიანდა.
– არა. კარგად იყავი და თავს გაუფრთხილდი, – ვუთხარი და ზურგი შევაქციე.
– თომა! – დამიძახა.
არა, არ უნდა დაეძახა, არ უნდა შევეჩერებინე. რაც უფრო მეტხანს ვატარებდი მის გვერდით, მით უფრო მტკიოდა საკუთარი არარაობა.
– საღამოს ჩვენთან გამოდი. გამოცდების დამთავრებას აღვნიშნავ, – რატომღაც ხმა გაებზარა.
– არა მგონია მოვახერხო.
აღარაფერი უთქვამს. ერთხანს მოწყენილმა მიყურა. მეც ვუყურებდი... მაშინ მეგონა, რომ უკანასკნელად ვხედავდი საყვარელ სახეს და ვცდილობდი ღრმად აღმებეჭდა მეხსიერებაში. ბოლოს ამოიოხრა. ალბათ ისიც იმავეს ფიქრობდა.
– ისევ უნდა წახვიდე? – კვლავ დამეწია მისი კითხვა.
– ჰო, – გააზრებულად, უტიფრად ვიცრუე.
– როდის ჩამოხვალ?
– არ ვიცი.
– და როდის მიდიხარ?
– რამდენიმე დღეში.
– ამჯერად მაინც არ წახვიდე დაუმშვიდობებლად, გთხოვ... – კვლავ გაებზარა ხმა.
– ჩათვალე, რომ ახლა დაგემშვიდობე.
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
– რა ჯანდაბა გჭირს?! – მთელ ხმაზე დამიყვირა უცებ.
მხრები ავიჩეჩე.
– დედასთან წადი, – ვუთხარი და სწრაფად გავცილდი იქაურობას. ჩემს შიგნით ყველაფერი ცოცხლად იწვოდა.


* * *
მარიტასთან საუბრისას მართლა გადავწყვიტე აქედან წასვლა. ასე რომ, მთლად ტყუილიც არ მითქვამს მისთვის. მასთან შეხვედრის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვერ დავივიწყებდი. ვერც ადრინდელ ცხოვრებას ვერ დავუბრუნ
ჩვენ (9)
***
რა უნდა ეპასუხა ანასტასიას მაშოსთვის, როცა გაოგნებული იჯდა და ვერ იჯერებდა მაშოს ნათქვამს. ვერ იჯერებდა გიგის ასეთ საქციელს, ვერ იჯერებდა იმას, რომ კაცობა არ ეყოფოდა მაშოს ორსულობას შეხვედროდა „ნორმალურად“ და არა გაქცევით. მოერიდა და შერცხვა გიგის საქციელის, როცა ატირებული მაშო დაინახა. გოგო, რომელიც მუცლით ატარებდა პატარა ნაყოფს. ნაყოფს, რომელიც ანასტასიას ძმისშვილი უნდა ყოფილიყო. მაშინვე იფიქრა, რომ გვერდზე დაუდგებოდა მაშოს და რაც არ უნდა მომხდარიყო მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. უნდოდა ეს გიგის თუ არა..

-აი, ხო იდიოტია პროსტა! ახლა, ვაფშე დავრწმუნდი..!-თათას მოთქმამ გამოიყვანა ფიქრებიდან ანასტასია.
-გიგის უნდა დაველაპარაკოთ,-თქვა და ტელეფონი აიღო.

-იო, რას შვები?
-არაფერს, შენ რას შვები? რა ხმა გაქვს?
-მოდი რა..
-რატო? გოგოების შეკრება არ გაქვთ?-გაიცინა იოანემ
-ო, კაი ახლა! მჭირდები!საჭირო ხარ რა..!-გაბრაზდა ისედაც აღელვებული ანასტასია.
-ვა, ვეღარ ძლებ ერთი დღე ჩემს გარეშე და ასე მალე მომყვები ცოლად?-სიცილით უთხრა იოანემ
-ე! მორჩი ეხლა.. ამოდი თუ ამოხვალ თუ არადა არ მჭირდები..! სხვას დავურეკავ!-დაუყვირა ანასტასიამ ტელეფონში.
-ტონს დაუწიე და კარი გააღე!- არც იოანე ჩამორჩა ტონის აწევაში. ანასტასიამ გათიშა ტელეფონი და ეზოში გავიდა. კარი გააღო თუ არა იოანე სახე წაშლილი შემოვიდა ეზოში და მიუბრუნდა:

-რა ხდება? რა ისტერიკაში ხარ?-მძიმე ტონით მიმართა ანასტასიას.
-როცა გირეკავ და გეუბნები, რომ მჭირდები აუცილებელია, უაზრო ხუმრობები დაიწყო? თან როდესაც აღელვებული ხმა მაქვს?
-შენ ელემენტარულებზეც კი ნერვიულობ ტასი და მე რავიცი, სერიოზულადაა საქმე თუ არა თან შენი ჩემი ცოლობა სახუმარო ნამდვილად არ არის..-მშვიდად უპასუხა იოანემ,როცა დაინახა რომ საყვარელი გოგოს ცოტაც და ცრემლები წასკდებოდა.
-მოკლედ.. მაშო არის ორსულად..
-როგორ? მერე აქ რა უნდა?-გაიოცა იოანემ და სახლისკენ გაიწია.
-არაფერი არ უთხრა რა.. აქ რა უნდა და შენი ანტიკვარი და ჩემი უსაქციელო დეიდაშვილი მოტყდა!- გაბრაზებულმა უპასუხა ანასტასიამ. იოანემ აღარაფერი უპასუხა და სახლში შევიდა. მისაღებში გაბრაზებული თათა და მტირალი მაშო ისხდნენ.
-კაი, ტო.. რა გატირებს? შენთვის არავის უთქვამს ტირილი არ შეიძლებაო?
-კაი, იო რა..
-რა კაი იო? ახლავე, მორჩი ტირილს და შეადგინე სწორი კვების რაციონი!
-იო,მორჩი ხუმრობას და მაიმუნობას..! გიგიმ მიაგდო მაშო ისე, როგორც უაპტრონო ძაღლებს აგდებენ!-ჩერია თათა.
-აუ, თათა! შოკი ხარ შედარებებში..!-გაეცინა იოანეს და მაშოს გახედა,-მაშო, ხო გჯერა ჩემი? ყველაფერი იქნება კარგად. ტასი, გავედი მე.. - უთხრა იოანემ ანასტასიას და სახლიდან გავიდა,- ტასი, გამოდი.-დაუძახა ეზოდან. იოანე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. დასერიოზულებული ჰქონდა სახე და ღრმა ნაფაზებს ურტყამდა სიგარეტს. ანასტასია გავიდა და გვერდზე დაუდგა.

-დაელაპარაკე გიგის..-მშვიდად უთხრა ანასტასიამ.
-მე კი დაველაპარაკები, მაგრამ.. შენც ხომ იცი არა? ახლა, იქნება შეშლილი..
-ხო, მაგრამ ძმაკაცები ხომ ხართ? დაელაპარაკე რა..
-ტასი, დაველაპარაკებითქო ხომ გითხარი ნუ მიმეორებ ერთსა და იმავეს..-მკაცრად უთხრა იოანემ.
-შენ ვაფშე რა გჭირს?
-რა მჭირს?-დაუმშვიდდა ხმა იოანეს.
-რავიცი, შეიცვალე.. ძალიან შეიცვალე..
-გეჩვენება. არ შევცვლილვარ..
-ხო, არა? ადრე არ მიყვიროდი და ესე არ მექცეოდი.. ადრე უფრო მეტი დრო გქონდა ჩემთვის, ვიდრე ახლა გაქვს.. ადრე უფრო გიყვარდი..
-ჩემი სიყვარული შენდამი უკვე 15 წელია უცვლელია და მინიმუმ, ამდენჯერვე უცვლელი იქნება.. ნუ, შეიძლება შეიცვალოს.. გაიზარდოს და გაიზარდოს.. ნუ ფიქრობ ამდენ სისულელეს.. წავედი შენს დეიდაშვილთან.. მიყვარხარ იცოდე ჩემო ანგელოზო, - უთხრა იომ და აკოცა ანასტასიას.
-დროსთან ერთად ადამიანები იცვლებიან.. ალბათ, დროებითია ეშმაკის „კეთილშობილება“..-ჩაიბურტყუნა ანასტასიამ.
-რატომ ამბობ ამას?-შემოტრიალდა იოანე და ამღვრეული თვალებით შეხედა.
-იმიტომ რომ სხვა ხარ.. სხვა ადამიანი. სხვა შემიყვარდა და ახლა, სხვა ადამიანი მყავს გვერდზე.. კარგი, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი..
-შედი სახლში და მორჩი სისულელეების ლაპარაკს,-კბილებში გამოსცრა იოანემ.
-არ მჭირდება მითითებები..-არ ჩამორჩა ანასტასიას და თვითონაც გაუკვირდა თავისი გამბედაობის. არასოდეს ასე არ დალაპარაკებია იოს. სულ ეჩხუბებოდა თათას, როცა ლევანს წაკბენდა, მწარედ ან უხეშად ეტყოდა რამეს, ან ჯიბრში ჩაუდგებოდა. ახლა, კი თვითონ მოიქცა ასე. ურეაქციოდ გასცილდა იოანეს და სახლში შევიდა.


***


-ხომ გითხარი აქ იქნება-მეთქი,-თქვა ლევანმა და მანქანიდან გადავიდა. გიგის მანქანა საბურთალოს სასაფლაოსთან იდგა. ბიჭებმა ბილიკი გაიკვლიეს და გიგის მამის დაფლავზე მივიდნენ, სადაც გიგი ქვაზე ჩამომჯდარიყო და ხელებში ჩაერგო თავი. მიუხედავად იმისა, რომ გაიგო მეგობრების ფეხის ხმა თავი არ აუწევია.

-გიგი, რა გჭირს, ტო..-დაიწყო ყოველთვის მოუთმენელმა ოთომ.
-რა მჭირს, არაფერი..-ისე უპასუხა გიგიმ არ აუწევია თავი.
-ამ დროს უხარიათ ხოლმე,-მშვიდად თქვა იოანემ.
-რა უნდა გამიხარდეს, იო? შვილი რომ მეყოლება? მე?-წამოიძახა და მამის საფლავს გახედა.
-აბა, რა გეგონა? ყველასთან ერთობოდი, ერთი ღამის ურთიერთობებით იხრჩობდი თავს და ადრე თუ გვიან რომ ასე მოხდებოდა ვერ ხვდებოდი?
-მაშო მართლა არ მიყვარდა.. უბრალოდ, კარგად ვგრძნობდი თავს..პროსტა.. არ ვიცი, ტო.. არ ვიცი რა უნდა ვქნა..
-უნდა გიხაროდეს შვილი გეყოლება!-წამოიძახა ოთომ.
-შენს სიტუაციაში, რომ ვიყო დამიჯერე არ ვიფიქრებდი ერთი წამითაც კი,-თქვა ლევანმა
-საქმეც იმაშია, რომ შენ თათა თავიდანვე გიყვარდა , ტო .. განსხვავებას რატომ ვერ ხედავ?-უთხრა გიგიმ ლევანს.
-რა მნიშვნელობა აქვს? ბავშვის არსებობა რამეს შეცვლის? ადრე თუ კარგად გრძნობდი მაშოსთან თავს ახლაც რა შეიცვლება?
-შეიძლება შეიცვალოს...
-და შეიძლება არ შეიცვალოს, გიგი..
-ვახო რომ გარდაიცვალა, მეც გარდავიცვალე.. ყველაზე მეტად, როცა მჭირდებოდა მაშინ წავიდა ამ ქვეყნიდან, მაშინ დამტოვა მე.. ჯერ არაფერი მქონდა ნასწავლი და ამაში მართლა ვადანაშაულებ, რომ თავიდანვე ისე გამზარდა არ მაკარებდა არაფერს და მხოლოდ ფუფუნებაში მაცხოვრებდა. მაგრამ თქვენც ხომ იცით რა ჯიგარი იყო? რა მაგარი ძმაკაცი იყო, ტო! არ დამავიწყდება არასოდეს დათის დაბადებამ როგორი ბედნიერება მიანიჭა და მალევე კი გამოგვეცალა ხელიდან.. მეორე ბიჭის გაზრდის მომსწრე ვერ გახდა.. ყოველთვის, როცა რაღაცა სისულელეს ვაკეთებდი და რაღაცას ვაშავებდი აქ მოვდიოდი და ველაპარაკებოდი.. ახლაც, იმიტომ ამოვედი რომ მეთქვა და ის, როგორღაც მაგრძნობინებდა რა გამეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავი და პასუხს ყოველთვის ვპოულობდი აქ,მაგრამ ისეთი გადაკეტილი მაქვს... ჩემი თავი ვერ წამრომიდგენია მამის ამპლუაში.. იმდენად დავიგრუზე თავი, რომ შეცდომას შეცდომებზე ვუშვებდი.. მეგონა, ანასტასიას თუ გავაკონტროლებდი და ავედევნებოდი ყველგან, ავარიდებდი ცხოვრების სიმწარეს, მაგრამ შევცდი.. ასე, დავაშავე ახლა მაშოსთანაც და მეშინია, რომ კიდევ დავაშავებ და ჩემი შვილის დედას ვატკენ მაგრად.. და არ მინდა ასე მოხდეს.. იმიტომ რომ ნინოს ცრემლი მე არ მინახავს! ვახო ზრუნავდა და სულიერ ბედნიერებას ანიჭებდა.. მე კიდევ ასე მოულოდნელად დამატყდა თავს და არვიცი შევძლებ თუ არა..
-ორსულობა მოულოდელია არ იცი? ზოგადად, ურთიერთობიდან რომ ორსულდებიან და წეროებს არ მოჰყავთ მართლა ბავშვები არ იცი შენ?-გახუმრება სცადა ოთომ.
-კაი, ოთარ რა..-დაუბრიალა თვალები ლევანმა.
-გასაგებია.. გიგი, შენს ადგილას მამაშენი როგორ მოიქცეოდა?-ჰკითხა იოანემ გიგის. გაჩუმდა გიგი, გაჩუმდა ყველა. არც ჩიტების ხმა ისმოდა, არც ჩამი-ჩუმი. ყველა გიგის უყურებდა, საფლავის ქვაზე დაწერილი სახელი და გვარიც კი გიგის უყურებდა და მისგან პასუხს ელოდებოდა. გიგიმ ამოისუნთქა და წამოდგა:
-ვიცი, რასაც იზამდა..


***

გოგონები ისევ მისაღებში ისხდნენ და ელოდებოდნენ რომელიმეს გამოჩენას. თათამ ბევრჯერ დაურეკა ლევანს, მაგრამ ბოლოს ლევანმა ტელეფონი გამორთო. ანასტასიამაც დაურეკა, მაგრამ იოანეც მსგავსად მოიქცა. შეშინებულები იყვნენ გოგონები. უფრო იმის ეშინოდათ და ღელავდნენ რას იზამდა გიგი, რას მოიმოქმედებდა.

-აი, პროსტა! რომ მოვიდეს და თქვას აბორტი გაიკეთეო ტვინში გავუკეთებ მე მაგას აბორტს!- თქვა გაბრაზებულმა თათამ.
-გაგიჟდი ხო შენ? როგორ იტყვის მაგას!-შეიცხადა ანასტასიამ და თვალები დაუბრიალა მეგობარს.
-ეგ ისეთი უაზროა არ გამიკვირდება დაებადოს ეგეთი ღირშესანიშნავი აზრი!
-შანსი არაა.. თუ არ უნდა შვილი მე აბორტს არ გავიკეთებ.. არ მოვკლავ ჩემს შვილს..-ხმა ძლივს ამოიღო მაშომ. ამ დროს კარი გაიღო და სიმაღლისდა მიხედვით შემოლაგდნენ ბიჭები. გიგის დანახვაზე მაშო გამოფხიზლდა და გაფითრებულმა შეხედა. გიგიმ ანიშნა გამომყევიო და გვერდზე ოთახში გაიყვანა

-ვაიმე, რაო?-იკითხა თათამ და გახედა ლევანს.
-რაო და თათა ძაან ცნობისმოყვარეაო..-გაუცინა ლევანმა და დაუჯდა გვერდზე თათას.
-მართლა? ცნობისმოყვარეობა ის იქნება ეხლა რო ამოგხუთავ შეკითხვებით ქალის სუნამოს გამო..! ვისი სუნამო გასხია?-აწიწმატდა თათა.
-აუ, კაი თათუშკა, როგორ არ გეზარება.. შენი სიყვარულის სუნამო მასხია და კაი-კაი ამბების,-უთხრა ლევანმა და კისერში ჩაურგო თავი საყვარელ ადამიანს.
-რომელიმე იტყვით ახლა რა ხდება?-ახლა კი ანასტასიამ იკითხა.
-არაფერი, გამოვა გიგი და და ნახავთ,-უპასუხა იოანემ ისე რომ არც შეუხედავს ანასტასიასთვის. ანასტასიამაც გააჯავრა იოანე და ოთოს ხელი მოჰკიდა, წამოდი სამზარეულოში ყავა გავაკეთოთო.

ოთახში შესულ მაშოს ფეხები უკანკალებდა და გული ამოვარდნას ჰქონდა. გიგიმ ხელი მოჰკიდა და მაგრად ჩაიხუტა. ცოტა მოეშვა მაშოს, მაგრამ აინტერესებდა გიგი რას ეტყოდა და ძალიან ეშინოდა გული არ გასკდომოდა გიგის სიტყვებისგან.
-მაშ, ბოდიში რა.. მაპატიე..
-რა გაპატიო?
-ჩემი წეღანდელი საქციელი. იცი, როგორი მოულონდელი იყო, რაც მითხარი? ხო, მიცნობ რა ტიპი ვარ. ბოდიში.. ვიცი სხვა რეაქციას ელოდებოდი ჩემგან.. გირჩევნოდა მეყვირა და მეღრიალა, მაგრამ არაკაცივით მოვიქეცი რა..
-ანუ?-აკანკალებული ხმით შეეკითხა მაშო გიგის.
-ანუ, ის რომ.. მიხარია, შვილი.. მიხარია, მისი არსებობა შენს მუცელში და ის, რომ შენ იქნები ჩემი შვილის დედა. ალბათ, ბედია რომ ერთადერთი გოგო ხარ რომელთანაც ასე ვიყავი და ასე კარგად ვგრძნობ დღემდე თავს..
-გიგი, მართლა?-ატირდა მაშო,-ანუ, გიხარია და არ მომაშორებინებ?
-როგორ? გაგიჟდი შენ,ტო..! რას მოგაშორებინებ! ამ ბავშვს ერთად გავზრდით და თუ ბიჭი იქნა აქედანვე იცოდე, რომ ვატარებ ფეხბურთზე და თუ გოგო იქნა მოდი, ბალეტზე ვატაროთ..-უთხრა გიგიმ და უფრო მაგრად აიკრა გულზე ატირებული გოგონა.
-გიგი, მიყვარხარ რა..-უთხრა მაშომ და ასლუკუნდა. გიგიმ არაფერი უპასუხა, უბრალოდ გაეღიმა და აკოცა.
ბანდიტი და მე ( Part VIII)
- გაბრო.. სიგარეტიი.
- ზომბს გევხარ და 3 ტუბი გამოდის შენი სხეულიდან და კიდევ გესიგარეტება?
უხეშად მიპასუხა ნანერვიულებმა გაბრომ. თვალები დანებების ნიშნად დავხუჭე და ცოტახანი ასე ვიწექი. საავადმყოფოს საწოლსა და ტატოს უნიათო ტახტს შორის დიდი განსხვავება ყოფილა. ავარიის შემდეგ 3 კვირა იყო გასული. გარე სამყაროს სრულიად მოვწყდი, არვიცოდი რა ხდებოდა ქუჩაში, რა პრობლემები იყო, ვის ვჭირდებოდი. უბანში ყველა დაძაბული იყო, ჭადრაკის ორი მთავარი ფიგურა საავადმყოფოში ვიყავით, მე- პაციენტი, გაბრო- ზედამხედველი. ქეთას და გაბროს ყურება ძალიან მოსაბეზრებელი იყო, სულ ეხუტებოდნენ , იცინოდნენ,ხელს ხვევდნენ და კოცნები, ოხ ეს უაზრო კოცნები ყოველწამს. ერეკლე არ გამოჩენილა, გაბრომ როგორც თქვა, თვითონაც სხეულის ზოგი ნაწილი დაეწვა და ბენო მკურნალობდა მას, ცალკე საავადმყოფოში.
ოთახის კარი ჩუმად შეაღო ვიღაცამ და თვალები მაშინვე დავჭყიტე, ტატო და პატარა დემეტრე რიგ-რიგობით შემოლაგდნენ ოთახში და კედელს აეტუზნენ, დასჯილი ბავშვებივით. დემეტრეს გიგანტური წიგნი ეჭირა ხელში და თვალები უბრჭყვიალებდა. ვერ მივხვდი სევდა იყო თუ სიხარული. პატარა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თან მიყურებდა, პირდაპირ თვალებში.
- გავალ მე და სიგარეტი არ მოაწევინო ტატო ნერვები არ მომიშალო.
- ტუბიკში ვერ გავუძვრენ და ნაფაზს ისე ვერ დაარტყამს.
ჩაიხითხითა საკუთარ ხუმრობაზე . როგორ მინდოდა რამე დამელეწა თავზე, ვერ ვდგებოდი, თორე ამდენს ვერ გაბედავდა. დემეტრემ გაბრო გააცილა თვალებით და შემდეგ ნელ-ნელა მოიპარებოდა საწოლისკენ.
- შენ რომ გიყვარს ის ისტორიის წიგნია, მე რომ გაჩუქე.
ამაყად თქვა ბიჭმა და დანიშნულ გვერძე გადაშალა.
- აჩუქე და მოვიდა და გამოგგლიჯა ხელიდან.
მობეზრებული სახით გავხედე თვითმარქვია ექიმს, რომელიც ჩუმად გაიძურწა ოთახიდან. დემეტრე უხერხულად შეიშმუშნა და ომახიანად დაიწყო კითხვა.
- სპარტელები მიიჩნევდნენ, რომ ნამდვილი კაცებს მხოლოდ სპარტელი ქალები ზრდიდნენ, ეს სიტყვები ისტორიაში მეფე ლეონიდასის ცოლმა წარმოთქვა, როდესაც ათენელმა ქალმა ჰკითხა მას, რატომ შეეძლო კაცების საუბარში ჩაბმა.
თვალები ისევ დავხუჭე და განაბული ვუსმენდი, სპარტის ისტორიას. ნერვიულობისგან ხანდახან ენაც კი ებმოდა დემეტრეს და ხშირად ერთ წინადადებას ბევრჯერ იმეორებდა. ბოლოს თვალები რომ აღარ გავახილე, მან წიგნი ჩუმად დახურა. არ ვიცი რამდენი ხანი მიყურებდა ასე , თითქოს მძინარეს, მაგრამ უცებ ლოყაზე ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავარდა.
- ლაწირაკი.
გამეღიმა და თვალები ისევ დავხუჭე.


ტატო და დემეტრე დავტოვე კატოსთან ოთახში და მოსაცდელში გადავინაცვლე. ქეთა ჩუმად იჯდა და ვიღაცას წერდა.
- ვინ არი?
- ჩემი მეგობარია.
თვალი მესიჯებისკენ გამეპარა და დიდად დაწერილი ნიკუშა წავიკითხე.
- რამინდაო, მეგობარმა?
- ნუხარ შენ ეჭვიანი.
- მესაკუთრე, და არა ეჭვიანი.
ხელი მყარად გადავხვიე და ჩავიხუტე, ტელეფონი უბეში დაიდო, სულ აღარ გახსენებია თავისი მეგობარი, ისე გაინაბა ჩემს ხელში. ქეთას ძმა სულ 1 კვირის წინ ოფიციალურად გავიცანი. დაბადებისდღეც მოგვიანებით მივულოცე და ჩემდა გასაკვირად, ადამიანურად იქცეოდა. იცოდა, მე ზედმეტს არავის არაფერს მოვუთმენდი. მე და ქეთას ერთმანეთი გვიყვარდა, სხვა გზა არც ჰქონდა. კატოსთვის არაფერი არ მქონდა ნათქვამი. არ ვიცოდი როგორ მიიღებდა, დრო და ადგილიც არ იყო შესაფერისი, რომ მომეყოლა ყველაფერი.
- როგორ არის?
ნაცნობი ხმა შემომესმა უკნიდან და მაშინვე ფეხზე წამოვდექი. ერეკლემ წვრილად გამომკითხა კატოს მდგომარეობა, თვითონ ხელი სულ ბინტში ჰქონდა გახვეული. როცა მასზე ლაპარაკობდა, თვალები უნათებდა, რაღაცნაირად უციმციმებდა თვალები. უშნოდ. დავიძაბე. კატოს არც ერთი ბიჭი სერიოზულად არ მოსწონებია, ახლა ამას რაღა უნდა კატოსგან?!
- შეიძლება შევიდე?
მანამ ვეტყოდი, უკვე ვიღაც არის მასთანთქო, დემეტრე გამოვარდა, წიგნით ხელში და გასასვლელისკენ გაექანა.
- მიდი...
ერეკლემ მშვიდად და ზანტად შეაღო პალატის კარები და უკან მოიკეტა.
- კატო მოწონს.
- რაა?
ქეთას სიტყვებმა თავბრუ დამახვია და ვგრძნობდი,როგორ მეჭიმებოდა ძარღვები.
- ასე გამოპრანჭული და მზრუნველი ხარ ხოლმე შენც, მე რომ მხვდები.
ქეთამ გაიკვირვა ჩემი არც ისე მშვიდი შეხედულება და თვალი თვალში გამიყარა. მე თვითონ არ ვიცი რა მაწუხებდა და რატომ. ალბათ დასავით რომ მიყვარს, უფროსი ძმის ინსტიქტები ჩამერთო. მაგრამ ადრე ასე არც ერთ ბიჭზე არ ვყოფილვარ. ერეკლეს რომ კატოს მიმართ ინტერესი გაუჩნდეს, მე ვერ დავუშლი ვერაფერს, თუ კატოც თანახმა იქნება. ჯანდაბა რატომ მინდა რომ ამ გოგოს მარტო მე ვუყვარდე?
- არა არა, უბრალოდ არ ხარ სწორი. ბიზნესპარტნიორია რა. ინტერესი აქ კატოს ჯანმრთელობისადმი.
ქეთამ თავი ყრუდ დამიქნია და ისევ ტელეფონში ჩაძვრა.
_______
კარები ისევ ვიღაცამ შემოაღო და მეც უაზროდ დამემანჭა სახე.
- დამასვენეთ ხალხი არ ხართ? ან სიგარეტი მაინც მომეცით
საწყალი ხმით დავიკნავლე და თვალები უფრო მაგრად დავხუჭე. უცებ სანთებელის გორგოლაჭის ხმაზე კინაღამ ტუბებიანა წამოვხტი და ხელთ ერეკლე შემრჩა. მომღიმარი, ისევ ისეთი სიმპათიური, როგორიც მახსოვდა, ისევ იმ სუნამოს სუნით. პირი გავაღე რამე რომ მეთქვა, მაგრამ ენა გამიშრა. ვერაფერს ვამბობდი.
- აჰა.
გამომიწოდა ღერი და მეც გამოვართვი. 3 კვირა ნიკოტინისგან ნაშიმშილებ სხეულში ერთბაშად იფეთქეს ენდორფინებმა და უაზროდ გამეღიმა.
- რა გემრიელად ეწევი..
ტუჩებზე მიყურებდა ერეკლე და ხელით თმას ისწორებდა.
- გინდა?
- სიგარეტი?
- არა რომ მაკოცო.
გაშრა, დაიბნა და გაეცინა.
- ასეთ პირდაპირობას არ ვარ მიჩვეული.
- კატოს ბიჭებში გაგაწევრიანო ანუ?
ღიმილით მივუგე, სრულიად ხუმრობით, მაგრამ მას სახე დაუსერიოზულდა. ფეხებთან ჩამომიჯდა. ცალი ხელი მყარად დამადო მუხლზე.
- მე ვიღაც ტიპებში არ შეგეშალო, შენი გასართობი არ ვარ, მე თუ გოგო მომწონს, მარტო ჩემთვის მინდა.
გულიანად გამეცინა და სიგარეტის ბოლისგან დამახველა. მე თუ ბიჭი მომწონს, ვიცი, ვინ რისთვის მომწონს, ამას თავი ჩემზე ნაკლები ბაბნიკი ხომ არ ჰგონია?
- აქედან რომ გამოგწერენ თუ გინდა წავიდეთ სადმე, დავსხდეთ, ყავა დავლიოთ.
გულში რაღაცამ გამკრა. ერთი მხრივ,ძალიან მომწონდა ერეკლე, მადლიერიც ვიყავი, რომ გადამარჩინა, მაგრამ მადლობის თქმას თავს ვერ ვაბამდი,არ ამომდიოდა ეს სიტყვები. როგორც კი კაფე ახსენა, მაშინვე გეგა გამახსენდა.ჩვენი ურთიერთობაც ასე დაიწყო. უძვირესი და უპოპულარესი კაფეები, ბარები, სმები, მეგობრები,ელიტა და „ტუსოვკა“. ჩემი ადგილი აქ არ იყო.
- სხვაგან მოხვდით, ბატონო ერეკლე.
უხეშად ვუპასუხე და ჩამწვარი სიგარეტი პირდაპირ ძირს დავაგდე. უსიტყვოდ ადგა და კარების სახელურის გარშემო ძლიერი მუშტი შეკრა.
- მემგონი შენ მოხვდი სხვაგან, არ იცი ვის ელაპარაკები...ჯერ.
ჩემი ცინიკური და ირონიული პასუხის მოსასმენად არ დაიცადა და კარები გაიკეტა. თვალები ისევ დავხუჭე და დაძინება გადავწყვიტე.
- მეორე ლაწირაკი...
*****
ღამე უეცრად გამეღვიძა, ნაცნობი ხმა გავიგე. ეს იმ მანქანის მსგავსი ხმა იყო, მე და გეგა რომელსაც ვაწყობდით საწყობში. სულ ვგეგმავდით პირველი ქართული მანქანის გამოშვებას, მაგრამ აწყობაში ისე გავერთეთ, მონსტრს ვქმნიდით, ყველა მარკის მანქანა ერთში. სულ მეკამათებოდა, რომ ძრავი კამაროსი უნდა ყოფილიყო, მე კი დოჯის მერჩივნა. საბოლოოდ დავშორდით და ის პატარა მონსტრი გეგას გარაჟში დარჩა, მიტოვებული, ნახევრად აწყობილი.
- დოჯი.
ჩემთვის ჩუმად ჩავიჩურჩულე. გულის ცემამ იმატა, ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი სხეულში და ყველანაირი ტუბი გამოვიძრე სხეულიდან. ფრთხილი ნაბიჯებით მოვუახლოვდი ფანჯარას. ჩემი ხელით მიმაგრებული ბამპერი საავადმყოფოს ჭიშკრის გარედან მიყურებდა და საშინელი ყმუილის ხმას გამოსცემდა.
- იდიოტი, მატორს რატომ აწვალებს...
უცებ მანქანის მინა მძღოლმა ჩაწია და პირდაპირ ჩემი ფანჯრისკენ გამოიხედა.
- არა?...
გეგას სახე ნათლად ჩანდა მანქანაში. სულ წამიერად გაეღმა და მაშინვე მოწყდა თვალთახედვას. უკან მოვბრუნდი, საწოლისკენ მივფოფხავდი,ნელ-ნელა ტკივილგამაყუჩებელი ტოვებდა ჩემს სხეულს და ნამდვილი ტკივილიც იგრძნობოდა. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გული მაწვალებდა.
- რატომ ვერ დავივიწყეთ ერთმანეთი?
ჩუმად ჩავიჩურჩულე და თბილ საწოლში შევბობღდი. საშინელი ტირილი ამივარდა. მედდა შემოვარდა და ნელნელა ისევ ცდილობდა ტუბებით გავეჭყიპე.
- აბა რა გეგონა გოგონა? ნაღრძობი ფეხით რომ გავლა სცადეთ?
მე გამეღიმა, ცრემლები ამაყად მოვიწმინდე და ისევ ჩემებურად, გატეხილი ღიმილით ვუპასუხე.
- უარესადაც მტკენია . ეს არაფერია, შეხორცდება მაინც...

ეს მოთხრობა გრძელდება სისის ხათრით, რა თქმა უნდა, მუზაც ვიპოვნე და იმედი მაქვს, ვინც ადრე კითხულობდა არ ჩამცხრილავთ. ღირსი კი ვიქნები. მომდევნო თავი ამდღეებში დაიდება და ბოლოს წინა თავი იქნება. :) გირჩევთ წინა თავები გადაიკითხოთ, რომ გაიხსენოთ რა ხდება:) გმადლობ <3
არ მემეტები 1
"ისე უბრალოდ, წვიმის წვეთიც კი არ ეცემა მიწას, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ამ სამყაროში." - ვაწყდები ფეისბუქზე ამ ციტატას და ფანჯრის რაფაზე მოსკუპებული ფანჯარისკენ ვატრიალებ თავს, ვიყურები ქუჩაში, სადაც მართლა წვიმს, დაკვირვევებით ვაკვირდები ზეცას და თან ვფიქრობ, იქნებ და ახლაც ისე უბრალოდ წვიმს, რომ წვიმის წვეთები არც კი ეცემა მიწას თქო. ვაკვირდები და აშკარად ვხედავ, როგორ ეცემა და ატალახიანებს კიდეც ქუჩებს. ჩემთვის ვფიქრობ ისე როგორ უნდა წვიმდეს, რომ წვეთები მიწას არც კი ეემოდეს თქო, ნეტავ ასეთი წვიმა საერთოდ თუ არებობს? შემდეგ აიპადს ისევ დავწვდი და ახლიდან გადავიკითხე, დავაკვირდი დასამულ სასვენ ნიშნებს და ჩამეცინა ჩემივე თავზე. "ისე უბრალოდ, წვიმის წვეთიც კი არ ეცემა მიწას, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ამ სამყაროში." ჩაის სმა გავაგრძელე. საშინლად მოწყენილი ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ყველაფერი მობეზრებული მქონდა. ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტელევიზორი, მუსიკა, წიგნი, ფილმი...ყველაფერი. აქედან თვითეული უზომოდ მიყვარდა, მაგრამ დაუსრულებლად და უსასრულოდ სიყვარულისთვის რომ მყვარებოდა ასე ძალიანაც არ მიყვარდა. გაყინულ ხელებს ჩაის ჭიქას ვუჭერდი და ქუჩაში წვიმიან ამინდს ვუყურებდი, გაცვენილ ფოთლემს, დაცარიელებულ უბანს. ისე მაგრად წვიმდა კაციშვილი არ ჩანდა გარეთ. უცებ გავიფიქრე : "ცხოვრება დაუსრულებლად ასეთი მოსაწყენი იქნება, თუ ჩვენი საქმეების კეთებაში ამინდი გვიშლის ხელს, თუკი ჩვენი იმ დღევანდელი გეგმები და მიზნები ამინდზეა დამოკიდებული" თქო და წმოვხტი. კარადა გამოვაღე და ყველაზე თბილი ტანსაცმელი გადმოვიღე რაც კი გამაჩნდა. ყელიანი, თათმანები, პალტო, წინდები.... თან ვფიქრობდი, ისე ყოველდღე აქეთ იქით დარბის ხალხი და მერე რა რომ დღეს წვიმს? წვიმამ უნდა გადაგიწვიტოს მიზანი, გეგმა და საშუალება თქო? თან ვრაზობდი და თან ისევ ვფიქრობდი... მე დავანგრევ ამ სტერეოტიპს... ჩავიცვი, დავიხურე და გარეთ გავვარდი. თან ვფიქრობდი ის ხალხი ყოველდღე რომ აქეთ იქით დადის საქმიანი და მოწესრიეგებული ცხოვრებითაა, მართლაც გააჩნათ მიზანი და გეგმები თქო, მე კიდევ ახლა ამ ამინდშ რომ შუა ქუჩაში გამოვვარდი რომელი გეგმის შესრულებას შევუდგე ახლა რაც არ გამაჩნია თქო. მაგრამ მიზნის მოფიქრებას რაღა უნდოდა, მთავარია მისთვის ბრძოლის დაწყება და არ მოფიქრება. გავიფიქრე და წამში თავში მოსული იდიით სახლში შევბრინდი. ფოტოაპარატს დავტაცე ხელი და ისევ უკან გამოვბრუნდი. თან რასაკვირველია ისევ ვფიქრობდი... როგორ მინდა ახლა ვინმე ისევე იჯდეს ფანჯარაში მოწყენილი, როგორც მე ვიჯექი ცოტახნის წინ და ჩემგან განსხვვებით მე რომ ვერავის ვხედავდი მან მე დამინახოს ამ თავსხმაში რომ ასე გამართული, ომახიანად და ღიილით მივაბიჯებ, სტიმული მიეცეს და ჩამოუყალიბდეს აზრი, რომ გეგმა გეგმაა და ვერაფერი ვერ უნდა გაბრკოლებდეს მისთვის. თუნდაც ჭექაქუხილი და მეორედ მოსვლა იყოს, შენ შენ საქმეს უნდა ისევ აგრძელებდე. ავტოსადგურში ქალაგგარეთ მიმავალ სამარშუტოში ჩავჯექი, მივდიოდი ადგილზე, სადაც ჩემს დაქალებთან ერთად დავდიოდი ხოლმე 9-10-11 კლასის მოსწავლე. რამდენიხანია იქ არ ვყოფილვარ...რამდენხანია საერთოდ არსად მნიშვნელოვან ადგილად არ ვყოფილვარ... რამდენიხანია უინტერესოა ჩემი ცხოვრება და ერთფეროვანი... სამარშუტოში მარტო ვიჯექი, როცა მძღოლმა დაძრა. მე საუბარი დავუწყე.
-თქვენც რა ცოდო ხართ ახლა ამხელა მანძილზე რომ მიდიხართ და მხოლოდ ერთი მგზავრი გყავთ. მხოლოდ ერთი ადამიანის გამო, ამხელა მანძილზე წასვლა...
-ეჰ რას ვიზავთ, წვიმს და ხალხი არ არის.
-არ მესმის წვიმა რა შუაშია. ისე თუ ყოველდღე გაუჩერებლად დადიან და არ ჩერდებიან, გასაკეთებელ საქმეს საქმეზე აკეთებენ რა წვიმიან ამინდში არ აქვთ საქმე? მერე რა რომ წვიმს, ცუდი ამინდია და ცივა? საქმე საქმეა. დასველდნენ მერე რა? წვიმა გაუკეთებთ საქმეს? არ მესმის საქართველოში რანაირი ხალხი ცხოვრობს. ამინდ რა მნიშვნელობა აქვს. რას ვიზავთ ახლა. ხან ეცხელება, ხან ეციება, ეს იმას არ ნიშნავს რომ ფეხი ფეხზე გადავიდოთ.
-მართალია. - დამეთანხმა მძღოლი, რომელიც ამდენხანს მისმენდა.
-აი მაგალითდ თქვენ, რატომ არ ზიხართ ახლა სახლში? თქვენთვის არ წვიმს? მაგრამ სამსახური სამსახურია. სხვებისთვისაც ასე უნდა იყოს ყოველი საქმე. ამინდს უფლებას არ უნდა აძლევდნენ საქმის კეთება შეწყვიტონ.
***
ცოტაოდენი მანძილის გავლა ფეხითაც მომიწია, რათა მდინარებდე მივსულიყავი და იმ საოცარ ადგილამდე, სადაც სეზონის ყველა დროს განსაკუთრებული სილამაზე მახსოვს. თოვლი, გვირილები, ყვითელი, წითელი, მწვანე ფოთლები... როგორ მომნატრებია ის დრო...
გზადაგზა ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებდი და მთელი მონდომებით ვცდილობდი საუკეთესო ფოტოები გამომსვლოდა, საუკეთესო კადრები შემერჩია. გონებაში უამრავი დასახული მიზანი და გეგმა მიტრიალებდა ამ ფოტოებთან დაკავშირებით. როგორციქნა მდინარეც გამოჩნდა და არა მარტო....
გაოცებული დავრჩი...
გაოცებისან პირი დავაღე და ბუჩქებს ამოვეფარე.
ფოტოაპარატი სასწრაფოდ მოვამზადე.
ასეთი კადრის გაშვება ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ შეძებოდა და ბუჩქებში შემალულმა დავიწყე ფოტოების გადაღება ტანზევით შიშველი მამაკაცითვის, რომელიც თავსხმა წვიმაში მდინარეში ბადაობდა. მეტიც...თითქოს ზაფხულის ცხელი დღე ყოფილიყო მკლავურს უსვავდა.
კადრები შესანიშნავი გამოვიდა. ფოტოაპარატი შევინახე და ახლა ისე დავუწყე ჩუმად მიშტერბულად თვალთვალი. გაოცბას ვერ ვმალავდი. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და თან ვფიქრობდი ათას რამეს. პირველად მენახა ადამიანი შიშველი, ნოემბრის ბოლოს მდინარეში ბანაობდეს, თანაც თავსხმა წვიმის დროს. რა აღარ ვიფიქრე.
აკლია ალბათ ცოტა - გავიფიქრე ჩემთვის და იქ ფოტოების გადასარებად მისული უკან გავბრუნდი. იქ რა მიმიყვანდა? ვიღაც ტანს ზევით შიშველი ბანაობს, მე კი ჩვეულებრივად წინ დავუდგე და ბუნებას ფოტოების გადაღება დავუწყო? რა სისულელეა. არ გამოვა, გავფიქრე და გავრუნდი. წამიერად ჩემში დღევანდელმა გაღვიძებულმა საპირისპირო მემ საპირისპირო აზრი მომაწოდა. გყეო ამდენს ხანს სახლში ჩაკეტილი ჯდომა, არაფრის კეთება, მოწყნილი და ერთიდაიგივე სამყარო. შენ ახალი ცხოვრება დაიწყე. სიახლეები, რისკები, შენი ყველა ნეტა, ყველაფერი შენს ხელშია.
უკან გავუყევი გზას, თან დამალვით კი არა, მდინარისკენ თამამად მიშტრებული და ხმამაღლა, გასაგონად დავუყვირე
-აუცილებლად გაცივდები!
-ამ წვიმაში აქ რას აკეთებთ? - გაოცებული სახით შემომხედა. არ ელოდა აშკარად არავის.
-მე მეუბნები მაგას? - გაოცებისგან საჩვენებელი თითი სხეულზე დავიდე, მთელი გულით გამეცინა - მე რავი არაფერს, და შენ რას აკეთებ თავსხმა წვიმაში, ნოემბრის ბოლოს გაყინულ მდინარეში ნახევრად შიშველი?
პასუხი აღარ გაუცია სასფრაოდ ამოვიდა და ნაპირისკენ წამოვიდა. მხოლოდ საცველბის ამარა მოემართებოდა. მე კი ვუყურებდი და მრცხვენოდა, თავს კი ბავშვურად ვერ გავატრიალებდი.
შარვალი ამოიცვა სველ სხეულზე და ისიც მთლიანად დასველდა. ანალოგიურად ფეხსაცმელიც, მაისურიც და ქურთუკიც. მე ისევ გაშტერებული ვუყურებდი. თმა სულ მთლად სველი.... წარმოვიდგინე ახლა როგორ სციოდა და მის მაგივრად მე გამაკანკალა, შემდეგ მეთვითონვე შემრცხვა ამის და თავი გავატრიალე. მას კი გულიანად გაეცინა.
-წამოდი ახლა - თავით მანიშნა თან
-მე საქმეები მაქვს.
-საქმეები სხვა დროისთვის იყოს, ახლა წვიმს, თავსხმაა და სველდები, გაცივდები.
-შენ არ გაცივდებოდი რომ ხტებოდი?
-მე მიღირდა.
-მეც მიღირს.
-კარგი ახლა ნუ ბავშვობ, წამოდი, მართლა გაცივდები - "ნუ ბავშვობ", ისე ცუდად ჩამესმა ყურებში, რომ საშინლად გავმწარდი.
-არა, მე მართლა საქმეები მაქვს, დიდი მადლობა, მაგრამ მართლა. - თითქოს ვეცადე მთელი გულრწიფელობით მეთქვა, რათა მისი აზრები გამეფანტა, თითქოს ვბავშვობდი და ამის გამო არ დავთანხმდი.
-ეგ შენი მართლა საქმეები სხვა, უკეთესი ამინდისთვის გადადე.
აღარ შევწინააღმდეგებივარ, რათა მართლა ბავშვურად არ გამომსვლოდა და ნაბიჯები წინ გადავდგი.
აღმართი ავიარეთ და მანქნასთანაც გაჩერდა. კარი გამიღო და მეც ჩავჯექი. გზაში მეკითხება:
-რა საქმე გქონდა ამ წვიმაში იქ?
-საბანაოდ მოვედი და შენც იქ რომ დამხვდი გამიტყდა ჩამოსვლა.
-ეგ რომ მცოდნოდა ძალით ჩამოგათრევდი - გაეცინა.
-ფოტოებს ვიღებდი.
-ვა, ძალიან მაგარია! მაჩვენე...
ის ის იყო ფოტოაპარატს უნდა დავწვდომოდი რომ გამახსენდა მისი ფოტოების არსებობა იქ, ისინი რომ ენახა არ დავუშვებდი.
-დაჯდა.
-აბა კიდევ რომ რჩებოდი იქ დამჯდარი აპარატით უნდა გადაგეღო?
ჩავიჭერი. ვფიქრობდი ახლა რაღა ვაწამო თქო და ასღა მოვიფიქრე:
-უბრალოდ დასამუშავევლებია, ჯერ მეც კი არ გადამიხედავს კარგად რა გადავიღე, რა გამოვიდა და არ მინდა სხვამ ნახოს ასეთი.
-გასაგებია...-თავი დაიქნია.
ქალაქში ჩამოვედით და მეც კარი გავაღე მანქანიდან გადმოსასვლელად. მანამდე კი დავარიგე
-სხლში რომ მიხვალ ცხელი შხაპი მიიღე და ცხლი სითხე დალიე, ყავა ან ჩაი, ან რამე. მერე თბილად ჩაწექი, აღარ იარო, თორემ სერიოზული გაციება არ აგცდება. თბილად ჩაიცვი. აბა კარგად, შენ იცი, მეორეთ იმედია აღარ მოგივა თავში ასეთ რამ. მადლობ მოყვანისთვის.
-რომ ჩავწვები თბილად რა ვაეთო? მოვიწყენ რამით თუ არ გავხალისდი. ვფიქრობ შენი ფოტოების დათვალიერება მოწყენის საშუალებას არ მომცემს, თანაც ძალიან დამაინტერესდა, მითუმეტეს წვიმაში გადაღებული კადრები. დამამატე ნიკა კომეტიანი და გამომიგზავნე რა...
მხოლოდ გავუღიმე და მანქანიდან გადმოვედი.
მტერი შემიყვარდა (თავი 13)
დილით რომ ავდექი დემეტრე გვერდზე არ მეწვა. ალბათ სამზარეულოში გავიდა. მეც ლოზინით წამოვდექი და ფაჩუჩების ფრატუნით გავედი სამზარულოში და თან თმას ვიჩეჩავდი. დემეტრე ყვას სვამდა და სოციალურ ქსელზე ძრომიალობდა. რომ დამინახა მაშინვე გადადო მობილური და ლოყაზე ნაზად მაკოცა. მეც დავსხი ჭიქაში ყავა და მის წინ მვთავსდი.
-დემეტრე რაღაც უნდა გითხრა. -ნაზად მოვსვი ყავა და დემეტრეს შევხედე.
-გისმენ სიხარულო.
-გუშინ არ მინდოდა მეთქვა ბავშვებთან მაგრამ მოდი ჯერ არ გვინდა ქორწილი.
-და რტომ? -მივხვდი როგორ ეწყინა.
-ჯერ არ მინდა ოჯახი. ზედმეტი ტვირთია. მერე სულ სახლში უნდა ვიჯდე და არ შემიძლია.
-კი მაგრამ სიხარულო, მე ხომ არაფერს გაძალებ. იმუშავე, ისწავლე. უბრალოდ...
-უბრალოდ ჯერ არგვინდა გთხოვ.
-გიყვარვარ?! -უეცრად დააბრახუნა მუშტი მაგიდაზე და წამოხტა.
-რა კითხვას მისვამ დემეტრე?! -მეც ხმას ავუწე რადგან ვერ ვიტან როცა ვინე მიყვირის.
-მომისმინე, რაღაც არ გეტყობა რომ გიყვარვარ და შენს თავშირომ დარწმუნდები მერე დამირეკე! -გიჟივით გაემართა კარებისკენ.
-შემეშვი! -მეც მივაძახე და ურეაქციოთ დავწვდი მობილურს. მარის, სალოს და რიჟას დავურეკე რომ კაფეში გავსულიყავით. ათ წუთში ყველანი შევიკიბეთ, მაგიდას მივუსხედით და შეკვეთა მივეცით.
-ვიჩხუეთ! -ვთქვი და თავი ჩავხარე.
-კი მაგრამ რატო?? -აწრუკუნდა მარი.
-აუ გოგო ოჯახის შექმნა უნდა რაა, ჯერ 21-ს ვარ და რაზე მელაპარაკება.
-აუფ... აბა გუშინ რო ჩაეხუტე და ეალერსე რა გეგონა? ემკითხავა დათანხმდი თუ არა? -ჩაიწრიპინა რიჟამ და თვალები ააბრიალა.
-აუ მე თუ მკითხავ არ უყვარს ამას რა და აწვალებს სერიოზულად! -მარიმ რიჟას გახედა და თითი ჩემსკენ გამოიშვირა.
-მართალიხარ მარი, არადა დემეტრეს აჟრიალებს ამაზე. -დაეთანხმა სალოც და ენა გამომიყო.
-გიყვარს გოგო ის ბიჭი? -მკითხა მარიმ.
-აუუუუ, მგონი არ მიყვარს რაააა. -თავში ხელები შემოვირტყი და სახე დავმანჭე.
-ხო და უთხარი! უთხარი რომ არ გიყვარს და დრო მოგცეს რაა. -თქვა სალომ.
-აუმე თქვენი არ ვიცირა და მგონი საბა მომეწონა! -რიჟას ამის თქმა და ჩვენი "რა"-ს წამოძახილი ერთი იყო.
-ასე ერთ დღეში?? -კითხა მარიმ.
-რა არა? თან გოგო ლუკა და საბა ერთმანეთს როგორ გავნან! -გაიკრიჭა რიჟა.
-ხო ბიძაშვილები არიან ეგენი. -ვთქვი და ჩვიღიმე.
-აუ როდის მოვლენ ეგენი კიდე შენთან? -მკითხა რიჟამ და სკამზე გაიმართა.
-მეორე წელს!
-ჰაააა? ღადაობ? რა მეორე წელს! -ისეთი დაიყვირა ყველამ ჩვენ დაგვიწყო ყურება.
-ჰო გოგო, ესპანეთში ცხოვრობენ და. -სცილით უთხრა მარიმ.
-მარი შენ ვის რას ეუბნები გუშინ როგრი გიყურებდათ ნიკა თუ ვიღაც, თქვენ ორს. -სიცილი აგვიტყდა.
-იყუროს რა! როცა საყურებელი ვიყავი მაშინ არ მიყურა და ეხლა გვიანია. -მარიმ თავი მაღლა აწია და თავი დაიფასა.
-ხშიად ჩემი შვილი მინდა რომ დაბადებული ყოფილიყო. -უეცრად ცრემლები წამსკდა. რატომ დავიწყე ეს თემა არ ვიცი მაგრამ რატომღაც მინდოდა რომ გაჩენილიყო ჩემი პატარა.
-აუ სოფი ნუ ტირი. -მამშვიდებდა სალო. მე თან გარეთ ვიყურებოდი.
-მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყო, მოვუვლიდი, მხოლოდ ჩემი პაწაწინა იქნებოდა.-კიდევ უფრო დავიწყე ტირილი, თან გარეთ ვიყურებოდი როცა ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. კაპიშონია ჟაკეტი ეცვა,და თავი ჩახრილი ჰქონდა. უეცრად წამოვხტი სკამიდან და გარეთ გავვარდი. რომ დამინახა რომ გამოვედი, სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ. მეც დაუყოვნებლივ გავემართე მისკენ და სანტიმეტრი გვაშორედა რომ გავჩერდით. ავხედე. გლმა სწრაფად ამიწყო ფეთქვა. ეს ვატო იყო. მისი ცისფერი თვალები სევ ანათებდა. არ შეცვლილა. ისევისეთი არის როორიც იყო.
-სოფი, ჩემი შვილი სად არის!
ამ სიტყვებმა ჩემს გონებაში ამდენიმეჯერ გაიელვა. უეცრად წმსკდა კიდევ ცრემლი და სახეზე ხელები ავიფარე.
-ის... ის აღარ არის. -სლუკუნით ვთქვი და ტირილს ვუმატე.
მეგონა ვატო გაბრაზდებოდა და წავიდოდა, მაგრამ არა. ის მოვიდაცდა ჩამეხუტა.
ჰაულის მოსიარულე ციხე-სიმაგრე (ნაწილი IV)
როდესაც სოფიმ გაიღვიძა, თავიდან ბოლომდე დღის სინათლეში მოქცეულიყო. რამდენადაც სოფის ახსოვდა, რომ ციხე-სიმაგრეში ფანჯრები არ იყო, იფიქრა, რომ ყველაფერი დაესიზმრა. კერაშიც ჩამქრალიყო ცეცხლი და მხოლოდ ვარდისფერი ნახშირიღა დარჩენილიყო, რაც კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იყო იმისა, რომ ცეცხლის დემონი მხოლოდ დაესიზმრა. მაგრამ განძრევის პირველივე ცდამ ანიშნა, რომ არაფერიც არ დასიზმრებია. ძვლებმა ხმამაღლა გაიტკაცუნეს.
- ვაი! - დაიწრიპინა სოფიმ. - როგორ მტკივა ყველაფერი! - მისი ხმა სუსტი და დამტვრეულივით იყო.
სოფიმ თითები სახეს შეახო და ნაოჭები მოისინჯა. და აქ გაირკვა, რომ გუშინდელი ღამე შოკის მდგომარეობაში გაეტარებინა. და აქ სოფი ძალიან გაბრაზდა ჭაობის ალქაჯზე, - საშინლად გაბრაზდა.
- გამომივიდა ეგეც - დადის მაღაზიებში და ხალხს აბერებს! - იყვირა სოფიმ. - უჰ, მე მას ვუჩვენებდი სეირს!
სიბრაზემ ერთი წამოწევით ააყენა და მიუხედავად ტკივილისა, ფანჯარასთან მიიყვანა. სოფის გასაოცრად, ფანჯარაში სანაპირო ქალაქი მოჩანდა. პატარ-პატარა სახლებს იქით, ზღვა მოჩანდა, რომელსაც სოფი დიდი ინტერესით ჩააშტერდა. მას ცხოვრებაში პირველად ენახა ზღვა.
- ეს სად მოვხვდი? - ჰკითხა სოფიმ იქვე მაგიდაზე წამოჭიმულ თავისქალას. - არა, არა, მეგობარო, შეგიძლია არ მიპასუხო, - საჩქაროდ დაამატა სოფიმ, როცა გაახსენდა, რომ სადღაც კი არა, ჯადოქარი ჰაულის ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა და შებრუნდა, რათა ოთახი დაეთვალიერებინა.
ეს პატარა ოთახი იყო.
დღის სინათლეზე ცალსახად ჩანდა, რომ იქაურობა საშინლად დაბინძურებული იყო. ქვის იატაკი გაქონილი და გამურული, ხოლო ჭერზე გაბმული ობობის ქსელები ყოფილიყო. თავისქალაზე მტვრის ფენა იდო.
ციხე-სიმაგრის დარჩენილი ნაწილი, როგორც ჩანს, დანარჩენი ოთხი კარის უკან იმალებოდა. სოფიმ უახლოესი კარი გააღო, რომელშიც სააბაზანო იყო. ასეთი სააბაზანოები მხოლოდ სასახლეებში თუა. მაგრამ სააბაზანო უფრო დაბინძურებული იყო, ვიდრე ოთახი. ის სხვადასხვა პატარა ბოთლები ელაგა. ერთზე ეწერა "გასაშრობი საშუალება", მეორეზე "კანი", მესამეზე "თვალები", მეოთხეზე "გაღიზიანების შემთხვევაში".
სააბაზანოდან პატარა კარი გადიოდა, რომელში შესვლის დროსაც სოფი სხვენში აღმოჩნდა, თუმცა მალევე გამოხურა კარი, რადგან შიგნიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმები ისმოდა. სოფი სხვა კარისაკენ წავიდა. მას სიარული უკვე აღარ უჭირდა და ეს სოფიმ ჯერ კიდევ გუშინ შენიშნა: ის ძლიერი მოხუცია.
მესამე კარი გაუბედურებული ეზოსაკენ გადიოდა, სადაც გაფუჭებული ველოსიპედები, რკინები და ვედროები ეყარა.
სოფიმ მეოთხე კარი გააღო. ეს ცოცხების სათავსო იყო. ბოლო კარიღა დარჩენოდა და სოფიმ აღმოაჩინა, რომ ეს ის კარი იყო, საიდანაც გუშინ შეაღწია ციხე-სიმაგრეში. მან გარეთ გაიხედა.
წამით, ის სულელივით ჩაშტერებოდა ბორცვებს. ნიავი მსუბუქად უწეწდა თმას. შემდეგ კარი მიხურა და ფანჯარასთან მივიდა, რომელიც სანაპირო ქალაქს შლიდა თვალწინ.
ეს სურათი არ ყოფილა. წინა სახლში მცხოვრებმა ქალმა გარეთ ნაგავი ჩაიტანა. ცაში თოლიები დაფრინავდნენ და ზღვაც, მზის სინათლეზე, ლამაზად ბზინავდა.
- ვერაფერი ვერ გავიგე, - გაუზიარა აზრი სოფიმ თავისქალას. შემდეგ კერას დახედა და ცეცხლს შეშა შეუკეთა, რათა აგიზგიზებულიყო.
შეშებს შორის პატარა თავი გამოჩნდა და ცოტახანში - სახეც.
- დილა მშვიდობისა, - თქვა ცეცხლის დემონმა. - არ დაგავიწყდეს, რომ ხელშეკრულება დავდეთ.
გამოდის, რომ სოფის არაფერი დასიზმრებია. ტირილი დიდად არასდროს უყვარდა, მაგრამ კარგა ხანი იჯდა ეგრე სავარძელში და ცეცხლის დემონს ჩაშტერებოდა. ზევიდან ჩამოსულ, დარცხვენილ და გაბრაზებულ მარკლს კი ყურადღებასაც კი არ აქცევდა.
- თქვენ კიდევ აქ ხართ? და რატომ?... - იკითხა მან.
- ახლა მოხუცი ქალი ვარ... - დაიწყო მან, მაგრამ ვერაფრის ახსნა ვერ შეძლო.
ყველაფერი ისე აღმოჩნდა, როგორც ჭაობის ალქაჯმა თქვა და როგორც ცეცხლის დემონი მიხვდა.
- ადრე თუ გვიან, ყველა დავბერდებით, - გაამხნევა მარკლმა. - არ გინდათ ვისაუზმოთ?
სოფი მიხვდა, რომ ის მართლაც ძლიერი მოხუცია. ბოლოს გუშინ დღისით ჭამა, ისიც მხოლოდ ყველიანი პური და ახლა მგელივით მოშიებოდა.
- კი! - წამოიძახა სოფიმ და როცა მარკლმა კედელზე ჩამოკიდული პატარა კადარა გამოაღო, სოფიმ ინტერესით შეიხედა.
- მხოლოდ ყველიანი პური გვაქვს, - მშრალად წარმოთქვა მარკლმა.
- მაგრამ იქ ხომ კვერცხით სავსე კალათაა! - გაოცდა სოფი. - იქით კიდევ ბეკონია, მგონი, არა? რაიმე ცხელიც დავლიოთ... სად გაქვს ჩაიდანი?
- არ გვაქვს, - საქმის კურსში ჩააყენა მარკლმა. - ჩვენთან მხოლოდ ჰაული ამზადებს.
- მეც შემიძლია მომზადება, - განაცხადა სოფიმ. - ის ტაფა ჩამომიღე და ნახავ!
სოფი შავი დიდი ტაფისაკენ გაიწია, მაგრამ მარკლმა მისი გაჩერება სცადა. ვერ გამიგეთ, - თავს აქნევდა მარკლი. - ყველაფერი კალციფერის გამოა. არ მოგცემთ ამის საშუალებას. მხოლოდ ჰაულს უჯერებს. სოფიმ ცეცხლის დემონს შეხედა, რომელსაც თვალები ბოროტად უელავდა.
- არ მინდა, რომ მიყენებდნენ!
- რისი თქმა გინდა, რომ ჰაულის გარეშე ჩაიდანსაც ვერ გაიღებ?! - დაიკვნესა სოფიმ. მარკლმა დარცხვენით დაუქნია თავი. - იცი რა! მაშინ გამოდის, რომ ეს შენ გიყენებენ! - აენთო სოფი. - მომეცი, ერთი!
სოფიმ მარკლს ტაფა გამოსტაცა, შიგნით ბეკონი ჩააგდო, აიტაცა კვერცხით სავსე კალათა და კერასაკენ გასწია.
- ნუ სულელობ, კალციფერ, - ბრძანა მან. - დახარე თავი.
- ვერ დამაძალებ! - ამაყად გამოსცრა ცეცხლის დემონმა.
- ამასაც ვნახავთ! - პასუხად გამოსცრა სოფიმ ისეთი სიბრაზით, რომლითაც ხშირად აშველებდა თავის დებს ჩხუბის დროს. - გაბედავ - არ დამიჯერებ და წყლით ჩაგაქრობ! ან ორივე შეშას წაგართმევ, - დაამატა მან და კერას წინ, მუხლებზე დაეშვა, ჩურჩულით: - შემიძლია ხელშეკრულება გავაუქმო და ჰაულსაც მოვუყვე მის შესახებ. გინდა?
- უჰ, შენი! - წაისისინა კალციფერმა. - მარკლ, რატომ შემოუშვი საერთოდ?! - და თავი ნელა, უნებურად დახარა.
- მადლობა, - თქვა სოფიმ და ტაფა ფრთხილად შემოსდო ცეცხლს, რათა დემონი უცბად არ აწეულიყო და ტაფა ძირს არ მოესროლა.
- ნეტავ, ყველა ბეკონი დაგეწვას, - ასძახა კალციფერმა ქვევიდან.
სოფიმ ბეკონი დაჭრა. ტაფა კარგი იყო - სწორი და ადვილად იწვებოდა. ბეკონი აშიშხინდა. კარი გაიღო, მაგრამ შიშხინის გამო სოფის არაფერი გაუგია.
- ნუ სულელობ! - შეახსენა კალციფერს. - და ჯერ არ ჩაქვრე, კვერცხიც შესაწველია.
- დილა მშვიდობისა, ბატონო ჰაულ, - მკვდარი ხმით მიესალმა მარკლი.
ამ სიტყვების გაგონებისას სოფი მიბრუნდა, - ალბათ, აუჩქარებლადაც კი. მაღალი ახალგაზრდა, ელეგანტურად გამოწყობილი ბიჭი. ქერა, ნათელი თმა უკან გადაყარა და ყინულივით ცისფერ-მომწვანო თვალები სოფის აღაპყრო.
- უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით? - დაინტერესდა ჰაული. - მგონი, სადღაც მყავხართ ნანახი.
- არ მიცნობთ, - თავდაჯერებით მოიტყუა სოფიმ.
ბოლოსდაბოლოს, პირველი, ერთადერთი და უმოკლესი შეხვედრა ჰაულთან მაშინ იყო, როდესაც ბიჭმა გოგონას ნაცრისფერი წრუწუნა უწოდა. სოფიმ მადლობა გადაუხადა ბედს, რომ მალევე ჩამოიცილა გზიდან და თავისი დის სანახავად გაეშურა. გამოდის, რომ ჯადოქარი ჰაული ბავშვია, მგონი, ოც წელსაც არ იქნებოდა გადაცილებული!
- ამბობს, რომ სოფი ჰქვია, - განავრცო მარკლმა. - ღამე მოვიდა.
- როგორ დააძალა კალციფერს თავის დახრა? - იკითხა ჰაულმა.
- ა-არა, ისე... დამაჭირა და სადღა უნდა წავსულიყავი! - საწყლად დაიკრუსუნა კალციფერმა.
- ეს ყველას კი არ გამოსდის, - შეამჩნია ჰაულმა და სოფი გვერდით გასწია. - კალციფერს არ უყვარს, როცა მასზე ვინმე სხვა ამზადებს საჭმელს, - შეატყობინა მან. - გთხოვთ, გადმომაწოდეთ ბეკონის ორი ნაჭერი და ექვსი კვერცხი. მომიყევით, აქ რას აკეთებთ?
სოფი ჰაულის მწვანე ფერის საყურეს უყურებდა და კვერცხს თითო-თითოს აწვდიდა. აქ რას ვაკეთებ? - გადაამოწმა მან კითხვა. - თქვენი ახალი დამლაგებელი ვარ.
- ნუთუ? - გაიკვირვა ჰაულმა. ერთი ხელით კვერცხს ტეხდა, ტაფაზე ახლიდა, ნაჭუჭს კი კალციფერს აჭმევდა. - და ეს ვინ გითხრათ?
- მე, - უპასუხა სოფიმ და დაამატა: - თქვენი სახლი უნდა დავალაგო, თორემ ამ ბოროტებას სხვაგვარად ვერ ჩამოგრეცხავთ.
- ჰაული არ არის ბოროტი, - გააპროტესტა მარკლმა.
- როგორ არა! - დააცხრა მას ჰაული. - თვითონაც იცი, მარკლ, თუ როგორ ბოროტად ვიქცევი ახლაც, ამ მომენტში! - და ბიჭმა სოფისაკენ გაიხედა. - თუ ასე ძალიან გინდათ დარჩენა, თეფშები და ჩანგლები იპოვეთ, და მაგიდა გაწმინდეთ.
სოფის ეგონა, რომ ჰაული წინააღმდეგი იყო, ამიტომ შესთავაზა:
- თუ გინდათ, ერთი საცდელი თვე მომეცით.
ჰაულს არაფერი უპასუხია, გარდა "მარკლ, თეფშები, გეთაყვა" და ტაფა ასწია. კალციფერმა შვებით ამოისუნთქა და თავაი ასწია.
სოფიმ ჰაულის კედელთან მისამწყვდევი კიდევ ერთი ხერხი იპოვა.
- თუ გინდათ, რომ მთელი თვე ვალაგებდე, - განაცხადა მან, - დანარჩენი ოთახებიც მანახეთ, თორემ ამ ოთახის და სააბაზანოს გარდა სხვა ვერაფერი ვიპოვე.
სოფის გასაკვირად, მარკლმა და ჰაულმა სიცილი ატეხეს.
მხოლოდ საუზმის ბოლოს მიხვდა სოფი, რაზეც იცინოდნენ. ჰაულს ვერ მიამწყვდევდი კედელთან და როგორც ჩანდა, არც კითხვებზე პასუხის გაცემა უყვარდა. სოფი მას შეეშვა და მარკლზე გადაერთო.
- აუხსენი, - ბრძანა ჰაულმა. - იქნებ, გაჩუმდეს.
- არანაირი ციხე-სიმაგრე არ არსებობს, - თქვა მარკლმა. - მხოლოდ ეს ოთახი და ზევით ორი საძინებელი.
- რა?! - გაოგნდა სოფი. ჰაულმა და მარკლმა კვლავ სიცილი დაიწყეს.
- ციხე-სიმაგრე ჰაულმა და კალციფერმა შექმნეს, - მოყოლა დაიწყო მარკლმა. - კალციფერს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჯერ კიდევ ფეხზეა. ეს კი ჰაულის ძველი სახელია, ქალაქ პორტჰავენში. მხოლოდ აქ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
- პორტჰავენი ხომ ზედ ზღვაზეა, მხოლოდ რამდენიმე მილი აშორებს! - დაიკვნესა სოფიმ. - მე ეს არ მომწონს! აბა, რაღა საჭიროა თქვენი უზარმაზარი უშნო ციხე-სიმაგრე, რომელიც ბორცვებზე დაბობღავს და მარკეტ-ჩიპინგის მოსახლეობას თავზარს სცემს?
ჰაულმა მხრები აიჩეჩა.
- როგორი პირდაპირი მოხუცი ხართ! კარიერის იმ საფეხურს მივაღწიე, რომ იძულებული ვარ, როგორც ყოვლისშემძლე, ასევე ძალიან ბოროტის შთაბეჭდილება მოვახდინო ყველაზე. არ მინდა, რომ მეფემ ჩემზე კარგი რაღაცები იფიქროს. შარშან ერთი ძლიერი პერსონა ვაწყენინე, ამიტომ ორივესგან თავი შორს უნდა მეჭიროს.
როგორც სოფიმ გაიგო, ჯადოქრებს უფრო სხვანაირი საიდუმლოები აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. მალე სოფიმ შეიტყო, რომ ციხე-სიმაგრეს კიდევ სხვა უპირატესობებიც გააჩნდა. კარზე კაკუნი იყო.
კალციფერი აალდა:
- კინგსბერის კარია!
ჰაული სააბაზანოდან მობრუნდა და კარისაკენ წავიდა, მაგრამ სანამ გააღებდა, კარის გვერდით გაკეთებულ ოთხკუთხა ხის ურდულს ჩამოჰკრა ხელი და ურდული წითელ ზოლს გაუსწორა.
კართან ცისფერ შარვალ-კოსიტუმში გამოწყობილი კაცი იდგა.
- მისმა უდიდებულესობამ მიბრძანა, რომ თქვენთვის ორიათასი ფეხსაცმლის გადასახადი მომეტანა! - ჩაარაკრაკა კაცმა.
ჰაულმა საფულე ამოიღე, რაღაცა ჩადო, კარი მიხურა, ურდული მწვანეზე დააყენა და საფულე კვლავ ჯიბეში ჩაიდო. სოფიმ შეატყო, რომ მარკლი თვალს არ აცილებდა საფულეს.
შემდეგ ჰაული აუჩქარებლად წავიდა აბაზანისაკენ: "კალციფერ, ცხელი წყალი!" და ამის შემდეგ, კარგა ხანს აღარ გამოჩენილა.
სოფი ძალიან დაინტრიგდა.
- ვინ იყო ის კაცი? - ჰკითხა მარკლს. - უფრო სწორად, სად იყო?
- ეგ კარი კინგსბერში მიდის, - ახსნა მარკლმა. - იქ მეფე ცხოვრობს. ალბათ, ლორდის მსახური იყო. და სულ ტყუილად მისცა ჰაულს ფული, - აღელვებით დაამატა ბიჭმა და უკვე კალციფერს მიმართა.
- ჰაული დამრთავს ნებას აქ ვიცხოვრო? - იკითხა სოფიმ.
- თუ ნებას დაგრთავთ, აღარასდროს ეცადოთ კედელთან მიიწყვდიოთ, - ურჩია მარკლმა. - მას ეს ძალიან არ უყვარს.
მე მომინდა ..9
დილოთ გაღვიძებულმა ირაკლის სურნელი რომ იგრძნო გააჟრჟოლა, თვალები მაგრად დახუჭა და გუშინდელი ღამე გაიხსენა, თას ბედნიერად იგრძნობდ მაგრამ მოგონებები უდროოდ გამოჩნდნენ და გაახსენეს მისი და ირაკლის ერთობლივი ცხოვრების ბოლო პერიოდი, ლაზარეს დაბადება და თვალები გაახილა.. ირაკლი ღიმილნარევი მზერით დაჰყურებდა, ცოტახანს უყურა თვალებში და როცა ელენეს ფიქრებს მიხვდა დაასწრო ელეს და თვითონ დაიწყო:
- აქამდე არაფერს ვაკეთებდი რადგან მინდოდა დრო მოგეცა რომ გეპატიებინა მაგრამ მე აღარ ვაპირებ ჩემი ცოლშვილისგან შორს ყოფნას, ბევრი შემიძლია ელენე და ეს შენ კარგად იცი, ერთ დღესაც აღარ ვიქნები ლაზარეს გარეშე, ასე რომ ახლა ადგები და ბარგს ჩაალაგებ- მონოლოგი დაასრულა, ელეს მოწყვეტით აკოცა და საწოლიდან წამოდგა.
კარგად იცოდა ირაკლის შესაძლებლობები და წინააღმდეგობის გაწევა აღარ უცდია, იცოდა თვითონაც და ბავშვსაც უპრობლემოდ წაიყვანდა ამიტომ მის სიტყვებს დაემორჩილა. შხაპი მიიღო და ბარგის ჩალაგება დაიწყო..
............................................................
მშვიდად ეძინა ნიკას მკლავებშDი ახლართულს, მთლიანად ნიკას სურნელით იყო გაჟღენთილი, მყუდროება კი ტელეფონის ზარმა დაურღვია, ნიკამ პირველმა გაახილა თვალები და როცა კატოს ანთებულ ტელეფონზე გაღიმებული გეგას სახე გამოჩნდა კმაყოფილს გაეღიმა, ტელეფონს დაწვდა და უპასუხა.
- ალო..
- ვინ ხარ ?- გაკვირვება და ბრაზი ერთად გაისმა გეგას ხმაში.
- შენ თვითონ ვინ ხარ ?- ხმა გამკაცრა ნიკამ .
- იმნაძე- ბრაზმა საბოლოოდ გადაფარა გაკვირვება- სადაა კატო.
- რა შენი ტრ**ის საქმეა ?
- ნიკა რა ხდება - ნიკას აწეულ ტონზე გამოფხიზლდა კატო და როცა დაინახა რომ მისი ტელეფონი ეჭირა სწრაფად გაიაზრა ყველაფერი და საწოლზე წამოჯდა- ტელეფონი მომეცი ნიკა.
- ხმა- ისეთი ხმით უთხრა ნიკამ კატო ადგლს დაეყინა იმნაძე კი ადა და კატოს ტელეფონთან ერთად ოთახი დატოვა.
ანერვიულებული იჯდა კატო დ ნიკას შემოსვლას ელოდა როგორც კი კარი გაიღო კატო წამოხტა და ნიკას წინ აესვეტა .
- რა ხდება?- ახეადა და მზერა ტელეფონზე გადაიტანა.
- არაფერი- გაუღიმა ნიკამ.
- რა უთხარი ?
- ისეთი არაფერი.
-ნიკა გეგა ჩემი მეგობარია..
- მკ*დია ..
- ასე არ შეიძლება - გაბრაზდა კატო.
- როგორ ასე?
- რა უთხარი ? არ ვაპირებ ჩემი მეგობრების დაკარგავს მარტო იმიტომ რომ შენ არ მოგწონს..
- ეგ ბიჭი არაა მეგობარი კატო და შენ ეს კარგად იცი..
- ჩემზე უკეთესად ვერ გეცოდინება ვინა ჩემი მეგობარი და ვინ არა, გეგას თავი დაანებე..
გაბრაზებულმა გამოართვა ტელეფონი და სააბაზანოში შევიდა მერე კი სახლი დატოვა
სექსუალური მე (თავი 1)
დივანზე ვარ გადაწოლილი,თავი ხელის ჩამოსადებზე გადამიდია და გახშირებით ვსუნთქავს.ეს,ალბათ,იმის ბრალია,რომ მისი ნაკოცნი კისერთან შემრჩენია ისე,როგორც ჩიხისოდენა საჩუქარი.მეღიმება,მაგრამ მხოლოდ გულში.ეს უკანაკნელი გარეგანად არ მეტყობა.ვიღიმი და ჭერს ვუყურებ,თითქოს ზემოთ რაღა ინტიმურ ფანტასტიკურობას ველი.არ ვიცი,მაგრამ მაინც მეღიმება.
ფეხზე ვდგები და გახსნილ ხალათს ტანზე ვიტმასნავ.გაზაფხულის სურნელება შემოდის ღია ფანჯრიდან და მას ნიავიც მოჰყვება.ეს ნიავი მიყვარს.არ ვიცი,მაგრამ ადრე მიყვარდა.მე ხომ ამ თვეში დავიბადე და ამიტომ მიყვარს,ალბათ,ამიტომ არის ასეთი განსაკუთრებული ჩემი აპრილი.
ოდნავ მცივა.ალბათ,ის მაკლია,თორემ სულ გავთბებოდი და დავდნებოდი.ზემოთ ვიხედები,მაინტერესებს,თუ მაგვიანდება,იქნებ დროა,წავიდე,ჩემდა სამწუხადოდ თუ საბედნიეროდ,საათ გაჩერებული.როგორ ვერ ვიტან ამ ფაქტს,მგონია,რომ დრო ჩერდება და არსებობა წყდება.ისევ მახსენდება ის მზის დაბნელება,გუშინ რომ იყო,ისევ მეღიმება და ხალათს ვიძრობ.სარკის წინ ვდგავარ და ანარეკლს ვუღიმი,მართლაც სექსუალური ვარ.
ტელევიზორის ხმა მესმის მეორე ოთახიდან.ალბათ,დამრჩა.მას არასდროს ვუყურებ,თუმცა ზოგჯერ ვრთავ ხოლმე,უბრალოდ ვრთავ და წარმოვიდგენნ ხოლმე იმ დროს,როცა კოცნის დანახვისას თვალებზე ხელს ვიფარებდი.,ეს მართლაც საოცარი რამ იყო.რა მალე გადის დრო,განა საკვირველი არ არის.მიყვირს,ძალიან მიკვირს.
მოკლე შავ ქვედა ბოლოს ვიცვამ და ზემოთ დეკოლტიან თეთრ პერანგს,ფეხზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვირგებ,ისევ მეღიმება.დღეს ჩემი პირველი დღეა,პირველ სამსახურში.
გარეთ გავდივარ და თმაზე ხელს ვისვამ.მეშინია,რომ ნიავმა არ გამიფუჭოს ძლივს გაკეთებული ვარცხნილობა.
ის-ისაა კარები უნდა შევაღო და სამუშაო ადგილი დავიკავო,როცა ტელეფონის ვიბრაცია სიმშვიდეს მიფრთხობს.ვიცი ვინც იქნება,ვიცი,ეს ის არის.ისევ რაღაც ზედმეტად სექსუალურ რაღაცას მწერს,მეღიმება და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
„სექსუალური შენ“-ასე ბოლოვდება მოწერილი,ისევ მეღიმება,მინდა მივწერო,მაგრამ თავს ვიკავებ.არ მინდა,პირველ დღეს დავაგვიანო,ეს სამსახური ჩემთვის მნიშვნელოვანია,თანაც ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი.
ფეხაკრეფით ავდივარ კიბეებზე და ვიღიმი,ვიღიმი უმისამართოდ,მაგრამ ეს გულს ძალიან სიამოვნებს.სარკეში ვიხედები და ტუჩსაცხს ვისვამ.მიხდება,ნამდვილად მიხდება.კიდევ კარგი საკუთარ თავში გაწონასწორებული ვარ და თამამი ნაბიჯებით მივაიჯებ.უეცრად მიღიმის შუახნის მამაკაცი და მეც ვუღიმი.
-აქეთ შებრძანდით-ამბობს და მითითებს.
-გამარჯობა-ვაღებ თუ არა კარს,ახალგაზრდა მამაკაცი მხვდება.
-გამარჯობათ-ვპასუხობ.
-უფროსი უკვე ნახეთ?
-არა-გაკვირვებული სახით ვპასუხობ და არ ვიცი რა ვთქვა.
-იქით შედით ან თავად გამოგყვებით-ამბობს და ფეხზე დგება.მიხაირა მისი ყურადღება და ყელს მაღლა ვსწევ.ძალიან კარგი.
რამდენიმე წუთში მეორე კაბინეტში ვართ.ეს უფრო დიდი და უფრო წარმოსადეგია,ყველაფერი გასაოცარია,ისეთი,რომ ადამიანზე შესანინშნავ შთაბეჭდილებას დატოვებს.
-ეს არის?-კითხულობს ახოვანი შესახედაობის მამაკაცი და ფეხზე დგება.
-დიახ-მოწიწებით პასუხობს ჩემ გვერდით მდგომი,რომელიც,ალბათ თანაშემწეა.
-დაბრძანდით-მკაცრი კილოთი ამბობს.
-კარგით-დამფრთხალი ჩიტივით ვჯდები და სახიდან ღიმილი მიქრება.სჯობს ტელეფონი გავთიშო,თორემ ისევ გამაცინებს რამე,ნამდვილად გამაცინებს.
-ანუ გამოცდილება გაქვთ?
-მცირეოდენი-ვპასუხობ და თითებს ერთმანეთში ვხლართავ.
-ჰო,წავიკითხე შენს რეზიუმეში.
-ჟურნალისტია-პფეხზე მდგომი აზუსტებს და შემდეგ ოთახიდან გადის.
-ძალიან კარგი-კომპიუტერში რაღაცას ბეჭდავს და შემდეგ ჩემკენ იხედება-ანუ დაიწყებთ მუშაობას? ამისთვის მზად ხართ?
-რასაკვირველია-თავდაჯერებული გამომეტყველებით ვპასუხობ და ფეხზე ვდგები.
-ჯერ არ დამიმთავრებია?
-გისმენთ-ფეხს ფეხზე ვიდებ და მის სიტყვებს ველოდები.ერთი სული მაქვს,როდის დაამთავრებს ფილოსოფიას,ნადმვილად გადავიღალა.ალბათ,მოსაწყენი ადამიანი უნდა იყოს.
-ცხრიდან შვიდამდე,ასეა მიღებული ჩვენს რედაქციაში.
-გასაგებია-არ ვუკვირდები მის ნათქვამს.მგონი,ამას დიიდ მნიშვნელობა არც უნდა გქონდეს.სიმართლე რომ ვთქვა,ერთი სული მაქვს როდის გავალ მის კაბინეტიდან და როდის დავხედავ ტელეფონის ეკრანს.არ ვიცი ასეთი რა მჭირს,მაგრამ ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.მგონი,
-გაბრძანდით-ამბობს ისე,რომ არც კი მიყურებს,მეც ვდგები და გარეთ გავდივარ,ძლიერად ვსუნთქავ და კაბინეტისკენ მივიწევს.ეს ჩემი სამყოფელია.მგონი,დღეს არაფერს დამავალებენ,ესეც კი კარგია.ტელეფონს ვუყურებ და ისევ სასიამოვნოთ ვთრთი:
-სექსუალურო შენ,ძალიან მენატრები..როდის შევხვდეთ?“-საქმიანი კითხვა კიდევ უფრო მაფორიაქებს.შეხვედრა ნამდვილად მწყურია,თან როგორც.რეალურად დიდი ხანია არ შევხვედრირვართ.მართალია მხოლოდ ორი დღეა,მაგრამ მაინც მგონია,რომ კისერზე დატოვებული კოცნა ნე;ლ-ნელა ქრება.ისეთი შეგრძენაბა მაქვს ხოლმე,რომ ის წავა და ფასს დაკარგავს,მაშინ თუ ხშირად არ ვნახავთ ერთმანეთს.
-სექსუალურო მეც,მიყვარხარ-ვეუბნები საკუთარ თავს და ამ დროს კარი იღება.
-რაო?-ვუბნევი უცნობის ხმაზე.მგონი,ისე ხმამაღლა გაომივიდა,რომ გაიგო.ნეტავ სამსახურიდან არ დამითხოვოს.
-საკუთარ თავთან დიდი ხანია,რაც საუბრობთ?-ეს ის უფროსია,ვაიმე გული.
-უკაცრავად,მე არ მინდოდა,რომ..
-არაფერია,ისე როგორია?
-დაივიწყეთ.დღეს რას დამავალებთ?
-რაღაც სტატია არის მისახედი,მთავარ გვერდზე ნახეთ-მითითებს და ირონიულად იღიმის.
-კარგით-ვიტრუნები და ველოდები როდის გავა,შემდეგ ფეხზე ვდგები და ფანჯარასთან ივდივარ,ამ პერანგში ლამისაა სული გამძვრეს,ძალიან მცხელა.
„დღეს“-ვწერ მას და ტელეფონს მაგიდაზე ვდებ,ძალიან დავიღალე.სკამზე ვთავსდები და სტატიას ვუყურებ,რამე უნდა მოვუხერხო,თორემ ვერავინ მიშველის,ვერც ჩემი სექსუალური მე და ვერც ის,ისევ მეღიმება.
რაღაცას მივხვდი.ღიმილი,მგონი,სიყვარულის ატრიბუტია,განუყოფელი ატრიბუტიი.
***
სამსახურიდან დაღლილი გამოვდივარ.დაღლილი,მაგრამ არ დაქანცული.ენერგიულად მივაბიჯებ და ვიღიმი.დღეს მას უნდა შევხვდე.მის სახლის გზას ინსტინტურად ივუყვები.მგონი,ეს უკანასკნელი გონებაში ჩამიჯდა,იქნებ გულშიც..ეს საოცარი რამ არის.
ლიფტს ვიძახებ და ისევ ვხვდები მის სართულზე,მისი კარები შავია,შავი და ელეგანტური,როგორც ის..შესაძლოა,ასეთი მე მეჩვენება,მაგრამ არ ვიცი.ალბათ,ის არის მნიშვნელოვანი,რაც გარეგნულად ჩანს და არა ის,რაც შიგნიდან არის.დიახ,ასეა,ასე..მე მუდამ გარეგნულ მხარს ვაქცევდი ყურადღებას.მომწონდა ლამაზი სამოსი,არ მაინტერესებდა მისი ბუნებრიობა,მიყვარდა უჭიო ვაშლი და სულ არ ვფიქრობდი სასარგებლო იყო თუ არა...იქნებ ბოროტი და სექსუალური ბიჭებიც მიყვრდა,ისეთები,რომ დაცემამდე დაგალევინებდნენ და მერე თავბრუს დაგხვდევდნენ,თუმცა არასდროს დავფიქრებულვარ,რომ,შესაძლოა,ნამდვილი მამაკაცი ის არის,ვინც ფხიზელ მდგომარეობაში გასხამს თავბრუს.ვფიქრდები,მგონი,ასეთი ჯერ არ შემხვედრია.
განსხვაებული გრძნობა მეუფლება.ამ გრძნობას სახელს ვერ ვარქვევ,მგონი.უჩვეულო განცდა მიპყრობს და მინდა მალე დავინახო ის.მისი თვალები მწვანეა.ამ ფერის თვალებიანი კატა არ მიყვარს,მაგრამ მამაკაცი ძალიან მიმზიდველი და გამაოგნებელია.მისი შავი თმა და ქოჩორი ახლაც მეძახის,თითქოს მისკენ მიხმობს.
კარებზე ზარს ვრეკავ და თმას ვიშლი.ის მეუბნება,რომ ასე უფრო ვაგიჟებ.ორიოდე წუთში კარს აღებს და მასთან შევდივარ.ამდენი ომოცია აღარ მინდა,მთავარია,მას შევეხო.
გული ასმაგად მეძაბება,როცა ვხედავ,რომ აბაზანიდან ახალი გამოსულია,პირსახოცი აქვს შემოხვეული წელს ქვემოთ და ისე იღიმის,რომ თავს დაგაკარვინებს,ვცდილობწონასწორობა შევინარჩუნო.არ მინდა,რომ დავეცე,სჯობს,ძლიერი ვიყო.
-მალე რომ მოსულიყავი,ერთად შევიდოდით,მეორეჯერ მეზარება ნამდვილად-ამბობს და პირსახოცზე იკიდებს ხელს.იციხ როგორ ამიბნიოს თავგზა.
-მაპატიე-კბილებში ვცრი და თვალებს საძინებლისკენ ვაპარებ.ჩვენ ხომ იშვიათად ვსაუბრობთ,მეტიც,შესაძლოა,ითქვას,რომ არასდროს.როცა
ჩვენ შორის არსებული საუბარი მხოლოდ და მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება.იმაზე ვსაუბრობთ,რომ ერთმანეთს ვიზიდავთ და შესაბამისად ეს არის მთავარი და უმთავრესი თემა.
სიყვარულზე არასდროს ჩამოგვიგდია სიტყვა,თუმცა უკვე ორი თვე ვხვდები და ლამისაა ერთმანეთი გავაგიჟოთ.ამ დროის მანძილზე არაფერზე მქონია პრეტენზია,რადგან ვიცოდი,რომ ეს ყველაფერი მავსებდა,მაბედნიერებდა და ამქვეყნიურობას მტაცებდა.
-სამსახური დაიწყე ჰო?
-ჰო-ვუქნევ თავს და კოსტიუმს ვიხდი.
-დღეს განსაკუთრებულად დამცემი ხარ,სექსუალურო შენ
-სექსუალურო მე?-ტუჩის კიდეზე ღიმილი ამკრია.ვერ ვხედავ,მაგრამ ვიცი,რომ ასეა.
-დღეს რაღაც ახალი სუნამოს სუნი აგდის არა?
-შენთვისაა-ვიღიმი და ვუახლოვდები.წამზე ნაკლებში მისი ხელები მიპყრობს,წელზე მხვევს ხელებს და ნელ-ნელა ზემოთ მიდის,თან მისი ტუჩები მეხება და ხავერდოვნად მელამუნება კისერზე,მეც ვეხები ტუჩებით მის სახეს და ხელებს კისერზე ვხვევ.ვცდილობ კომფორტულად დავიკავო ადგილი მისი სახის ჩემს ნაწილზე.ადრე მითხრა,რომ ერთმანეთის ნახევრები ჩვენ გვეკუთვნის.მისი თქმით,მე ორი ადმაიანის ნახევარი ვარ.ისე ეს საინტერესო რამ არის,მეტად საინტერესო.
კედელს მაყრდნობს და პერანგის ღილებს თითებს ნარნარით აწყდება.ეს მსაიმოვნებს.ტუჩებით ცდილობს გამაგიჟოს და კისრიდან დაბლა სწევს და ვნებიანად აცხრება ჩემს რბილ კანს.
***
ალბათ,კარგად მოქმედებს ეს გარემო ჩემს სამსახურზე.დილის შვიდი საათია,როცა ვაცნობიერებ,რომ შესანიშნავად გავატარეთ დრო,მაგრამ ამჯერადაც დამალევინა.რამდენიმე ჭიქით გამათამამა,სამან თავის რომანტიკულ საძენბელს მიმაშურებდა.მის ოთახში ყველაფერი უჩვეულოა.მგონი,მისავით უჩვეულო და საოცარი.ჯერ კიდევ ვერ შემისწავლია,თუ რა ჰკიდია მის კედელზე,კედელზე,რომელსაცმუდამ აწყდება ჩემი თვალებუ,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ითქვამს.
მის ტუმბოზე ბუმბულს ვაწყდები,ხელში ვიღებ და ყურის ქვეშ ვუსვამ.ვიცი,რომ ასე გაეღვიძება,მისი ნახვა მინდა სანამ სამსახურში წავალ.
-შენ?-თავს ოდნავ სწევს და თმაზე ხელს ისვამს.
-ჰო,მე.
-რომელი საათია?
-შენი ნახვა მინდოდა.
-უი რას ვფიქრობდი,სურათი მინდა გადაგიღო-საიდანღაც აძვრენს ფოტოგრაფს და ჩემკენ სწევს.
-დარწმუნებული ხარ?
-რატომაც არა..-ისევ იღიმის და ცოტა ხანში სურათს უყურებს.ვატყობ,რომ კმაყოფილია,მაგრამ არ აპირებს,რომ მანახოს და,აი,ეს უკვე მაღიზიანებს.
-არ მანახებ?-ტუჩი უნებურად მეკვნიტება.
-სხვა დროს-ამბობს საყვარელ ფრაზას და ფეხზე დგება.
-ჩემ გამო?
-არ,უნდა ..-სწრაფად მიდის.
-კარგი-ვეძახი და ტანსაცმელს ვეძებ.წუხელის სად რა მიმოვფანტეთ აღარ მახსოვს-ჩემი პერანგი სად ისროლე?-ვეძახი მას და წარბებს მაღლა ვსწევ.ამ სიტყვებზე დედაჩემი მახსენდება;ის სულ მეჩხუბებოდა,რა ვიცი,სად ყრი შენს ტანსაცმელსო.
-არ ვიცი-საშხაპედან ისმის მისი ხმა..-თუ გინდა,შემოდი-თავს ჰყობს,მთელ სახეზე შხეფები აქვს.ეს მეტისმეტად სექსუალურად მიმაჩნია და თავს ვაქნევ.
-არა,არ მინდა..
-არა,შემოდი-ხელს მაჯაში მკიდებს და შემოფარებული ზეწარი მაშინვე მვარდება.
-ასე სჯობს-იღიმის და ტუჩებზე მაცხრება.
-ჩემი პერან..სიტყვას ვეღარ ვასრულებ და თამაშში ვუერთდები.
***
სასიავნოდ მივაბიჯებ,სულ არ ვფიქრობ რა ჰქვია ამ ურთიერთობას და ან რა უნდა ერქვას.სამსახურში ადრე შევდივარ და ჩემს კაბინეტში ვიკავებ ადგილს.ვუყურებ ხედს და ისევ მეღიმება,აქაურობა ძალიან მომწონს,მგონი,ძალიანზე მეტადაც კი,აქაურობა ისეთი ამაღელვებელია,რომ მინდა ალექსი მოვიყვანო.ვიცი,რომ მოეწონება.
გასაოცარია ,რომ მასზე ბევრი არაფერი ვიცი.მხოლოდ ის ვიცი,რომ ახალგაზრდაა,მხოლოდ ის ვიცი,რომ ალექსი ჰქვია..მხოლოდ რამდენიმე ფაქტი და ეს არის...მაგრამ ვამბობ,რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,ჯერჯერობით მის გვერდით თავს შეუდარებლად ვგრძნობ.არ ვიცი რა იქნება მერე,მაგრამ ჯერ,ჯერ,ყველაფერი რიგიანადა,არა,უკეთესადაც კი..
ოთახში უფროსი შემოდის და დავალებას მაძლევს,შემდეგ ფეხაკრეფით გადის და ისევ ვმშვიდდები.მგონი,ამ სამსახურმა ძალიან ამაღელვა.შუა მუშაობაში ვარ,როცა დედაჩემი მირეკევას,ის დიდი ხანია,რაც მეორე ქმართან ერთად უცხოეთში წავიდა და აქეთ საუკუნეა არ ყოფილა.ჰო,რაც შეეხება მამას,მისი ასავალ-დასავალი არ ვიცი.
-როგორ ხარ?-მიკითხვას ჩვეული ხმით.
-სამსახურის მეორე დღეა-ვეუბნები დიდი ენთუზიაზმით,აბა,რატომ უნდა ჩავკლა საკუთარ თავში ის,რაც ასე მიყვარს.ყველაფერს,რასაც ვაკეთებ,ენთუაზიამით ვუდგები და რასაც არა-რა..ენთუზიაზმის გარეშე არაფრის კეთება არ შემიძლია..ალექსთან ყოფნაშიც ვაქსოვ ამ უკანასნელს,ასე რომ არ იყოს,მისი კოცნაც კი არ გამომივიდოდა.
-გილოცავ,იზაა..-მას ძალიან უყვარს ჩემი სახელის შემოკლებ.ამბობს,რომ ასე უფრო მოსწონს და მც არ ვეწინააღმდეგები.
-რამე ხომ არ გინდა,მალე ჩამოვდივარ და?
-რა? ჩამოდიხარ?
-ჰო,ვიფიქრე,რომ შენს დაბადების დღისთვის ჩამოვიდოდი.რას იტყვი?
-ამმ გამიკვირდა-ვპასუხობ გაფართოებული თვალებით.
-რა გინდა.აბა? „აიფონის“ მეტი ვერსია აღარ გამოსულა..-დანანებით ამბობს.
-არაფერი არ არის საჭირო.შენ ხარ საჩუქარი,ალბათ-მეცინება და ამ დროს უფროსი შემოდის,ვუთიშავ და სამუშაოს ვუბრუნდები.
-იმედია,ეს ერთეული შემთხვევა იყო-გაბრაზება შეჰპარვია ხმაში.
-დედაჩემი იყო,ბოდიშით.
-თ არა.
-გრამატიკას მასწავლით?
-არა,უბრალოდ შენობით მიყვარს საუბარი.მგონი,არც ისეთი მოხუცი არ ვარ.
-როგორ გეკადრება,ახალგაზრდა ხარ-მეცინება მის ნათქვამზე,ის მართლაც ახალგაზრდაა,მხოლოდ ახლა ვუკრვიდები,რომ მის მაღალ ტანს ძლიერი სხეული ისე ამშვენებს,რომ თვალს შეგატოვებს..სახეზეც არ არის ცუდი,მგონი,იდუმალით სავსე თვალები აქვს.
-მხოლოდ 28 წლის ვარ-ამბობს და ეცინება.
-დიახ,მეც ეგ ვთქვი-მგონი,ეს კაცი საშინლად მძაბავს.
-კარგი,საქმეს დაუბრუნდი-პასუხად მხოლოდ თავ ვუქნევ და ეკრანს ვაშტერდები.ახალი სტატია,ისევ ახალი სტატია
***
-წვეულებაზე,იმედია,მოხვალ-მეუბნება ოთახის მეზობელი გოგონა და მიღიმის.
-დიახ,თანამშრომელი ხართ?-ეს ნამცვილად რიტორიკული კითხვაა.
-დიახ-მპასუხობს და იღიმის.მოსაწვევს ხელში ვკეც და ლიფტისკენ მივდივარ,შევდივარ და ღილაკს ვაჭერს,კუთხეში მდგარ უფროსს ვერ ვამჩნევს და თავისუფლად ვდგები,თანთაც ვისწორებ და კარებს ვაშტერდები,ერთი სული მაქვს,მალე გაიღოს.
-ვერ დამინახე?-გასვლისას მეკითხება და თვითონაც გადის.
-უკაცრავად.
-არ მიყვარს,როცა ბოდიშს მიხდიან,ეს მხოლოდ და მხოლოდ სიცრუედ მიმაჩნია.
მის სიტყვებზე გულში მეღიმება.კიდევ კარგი ჩვენი გზები იყრება და სულ სხვა მხარეს მივდივარ,“ტაქსის“ ვაჩერებ და ჩემი ბინის მისამართს ვეუბნები.
***
მეორე დღეს კვირაა და ალექსის სახლში მეღვიძება.ამჯერად ის მასწრებს გაღვიძებას,მაგრამ ძილს არც კი მიფრთხობს,მხოლოდ თავისით მეღვიძება.გაღვიძებულს მის დამანულ თმებსა და აწითლებულ თვალებს ვხედავ და ოდნავ ვიწევი.ვიცი,რომ ახლა ჩემს ტუჩებს შეეხება.
იწვა ოდნავ და ცხვირზე ცხვირს მიხახუნებს,შემდეგ ტუჩებით მეხება სახის თითოეულ ნაკვთზე და მერე ასადგომად ხელს მიწვდის.
-ადექი.
-შესანიშნავია.
-რა გეგმები გაქვს?
-ფიტნესზე მივდივარ,მერე კი უნდაგამოვეწყო..
-სადმე მივდივარ?
-სამსახურებრივი წვეულებაა-ვპასუხობ და საშხაპისკენ მივდივარ.
-მარტო მიდიხარ?
-ჰო,აბა?0-მხრებს ვიჩეჩ.
-მეგონა,რომ წამოვიდოდი.
-არ არის საჭირო,ალექს.
-იზაბელ-ხმას უწევს და წარბებს სწევს-დარწმუნებული ხარ?-ზაწარს ხელის ერთი მოძრაობით მაშორებს და მკერდზე მიკრავს,ხელებს მუცელზე მხვევს და თავს კისერზე მაბჯენს.
-დამაგვიანდება-უკამყოფილოდ ვამბობ.
-არ მიყვარს წუწუნა ქალები.
-მე კი..-მაწყვეტინებს მისი ღიმილი.
-აუცილებად უნდა წამოვიდე.
-ადრე მსგავსი რამეებისადმი ინტერესი არ გქონდა?
-იქნებ იცველაბ ხოლმე რამე..
-არა,არა!-ვამბობს და უკნმოუხედავად საშხაპისკენ მივდივარ.ცხხელი წყალი მეხება და ორთქლის სუნი სიამოვნებას მგვრის.იქნებ ალექსი დავპატი.არა,ნამდვილად არ ღირს..ახლა ჩემს წვეულებაზეც მოუნდა წამოსვლა,აბაზანაში მაიც მამყოფოს მარტო,შხაპის ქვეშ..იქნებ ეს არის ერთადერთი ადგილი,სადაც თავისუფალი ვარ-ისევ მღრღნის ეს აზრი,აზრი,რომელიც დიდი ხნის წინ ჩავკალი.
***
-ეს ალექსია-ვაცნობ მას თანამშომლებს.
-ალექსი?-უფროსსაც ესმის ჩემი ხმა.რატომ მეგონა,რომ აქ არ იყო.
-დიახ,ალექსი.
-მიხეილი-ხელს ართმევს და ამაყად მიყურებს.მგონი,ასეთი მზერა ჯერ არასდროს უსტყორცნია.
-სასიამოვნოა-ამბობს ალექსი,როემლსაც ეტყობა,რომ ეს ვითარება არ მოსწონს.
ნახევარ საათში ვსვამთ.საკმაოდ ბევრს სვამს და მეც მაძალებს.იქებ იმიტომ,რომ აქაც აქვს რაიმის იმედი.არ ვიცი,აქვს თუ არა,მაგრამ ვიცი,რომ ის სულ სხვაგანაა.
მივხვდი.გამართლდა!ის კუთხეში მიმწყვდევს და ტუჩებზე თითებს მისვამს,შემდეგ ხელებს მაღლა მაწევიენს და ძლიერად მკოცნის.ჩემი სახელი შეუყვარდა,ალბათ.
-სექსუალური შენ?-მეკითხება ჩვეულად.
-სექსუალური მე.
-რა?-მესმის უცნაური ხმა.ეს ჩემი უფროსია,მგონი.მაშინვე ვიშორებ ალექსს.მეშინია,რომ სამსახურიდან არ დამითხოვოს,ეს ნამდვილად არ მინდა.
ალბათ,არ არის გასაკვირი,რომ ჩენი დიალოგი გაუკვირდა,ეს მეც მიკვირდა,ადრე..ეს ადრე წარსულ დროში იყო და უკვე მას ჩაბარდა კიდეც,დიახ,ჩაბარდა ისტორიას და ახლა სულ არ მეკუთხვნის,ახლა მეც შევეჩვიე სექსუალურ მეს.
____
ახლაი ისტორია..
ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო,თბილებო და ჩასაყლაპებო.
მიყვარხართ.
ნაცრისფერი
ოთახში, სადაც, გოგონა იმყოფება სუსტი სინათლის სხივები ნივთებს არც თუ ისე მკვეთრ ფერებს აძლევს. უეცრად სინათლე ჩაქრა და სიბნელე ჩამოწვა. ნიქტოფობიამ გოგონას სხეულში გაიღვიძა და ნერვიულმა სისტემამ რეაგირება დაიწყო... მაგრამ არა!
სინათლის სხივები წარსულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ და ყველაფერი ჩაწყნარდა, თუ შეიძლება ამ ყოველივეს ჩაწყნარება ეწოდოს.
ოთახის კედლებზე ახალი სულიერის ჩრდილი გამოჩდა, რამაც გოგონას აზვირთება გამოიწვია. რამდენიმე წუთი მისი ხშირი გულისცემის გარდა არაფერი ისმოდა. გამეფებული სიჩუმე იმ სულიერმა დაარღვია.
-გეშინია?
-ვინ ხარ?
-გეშინია?
-ხომ...-თვითონაც ძლივს გაიგონა მისი ბგერები.
-რისი?
-იქნებ...
-იქნებ რამე დაგიშავო?-ლოყაზე შეხებას გრძნობს და არასასიამოვნო გრძნობა ეუფლება.
-თუნდაც.
-ცოტა ხნის წინ ‘დავნაყრდი’.
-დამამშვიდე?
-ყოველ შემთხვევაში ვეცადე.
-რითი დანაყრდი?
-წასვლის დროა. შეხვედრამე.
-წახვედი?
-.....
~~~~~~~~~~~~~
დიდი ხანი გავიდა იმ დიალოგის შემდეგ, ალბათ სამი-ოთხი თვე, მაგრამ გოგონას გულიდან სულიერი არ ამოდის. დღესაც ცდილობს იმ დღის აურა დააბრუნოს ოთახში, მაგრამ ის ჰარმონია რასაც ის სულიერი განაპირობებდა არ აძლევს საშუალებას მას, ყველაფერი შეავსოს. პესიმისტურმა განწყობამ აქაც იჩინა თავი. გოგონამ დანებების ნიშნად თავი ჩაღუნა.

-რატომ მოიწყინე?-ნაცნობი ბგერების გაგონებისას გაოცდა, ამავდროულად შიშმაც იჩინა თავი.
-შენ... არ მოხვედი.
-ხომ გეშინოდა?
-ახლაც მეშინია.
-მაშინ წავალ.
-არა! აქ იყავი.
-რატომ?
-მაინტერესებ.
-მე?
-რატომ გაგიკვირდა?
-ჩემი ეშინიათ. შენ კი... შენ აქ დარჩენას მთხოვ.
-უნდა მეშინოდეს სულიერის, რომელსაც არ ვიცნობ და ამავდროულად რომც ვიცოდე ვინ არის „უნდა მეშინოდეს“.
-გამიცნობ და უფრო შეშინდები.
-ახლა მაშინებ.
-რამდენიმე წუთის წინაც გეშინოდა.
-საუბრის თემა არ მომწონს.
-გარდაუვალი თემაა.
-იმ შემთხვევაში თუ შენზე ინფორმაციის გაგებას განვიზრახავ.
-არამგონია ახლა ის ჭია გასვენებდეს.
-გეთანხმები.
-წასვლის დროა.
-ჭია?
-„წიგნის ქურდი“- წაიკითხე და ჩემზე ზედაპირულ ინფორმაციას მოიპვებ.
-აუცილებლად...

~~~~~~~~~~~~~
რა თქმა უნდა, წიგნი მეორე დღეს გოგონას ბატონ-პატრონობის ქვეშ იმყოფებოდა. ხელში უჭირავს მარკუს ზუზაკის ნაწარმოები და ყდაზე დაწერილ მოკლე შინაარს კითხულობს. თვალში დიდი ყვითელი ასოები ხვდება, რომელიც მასზე (არა)სასიამოვნო შთაბეჩტილებას ტოვებს:
„არ იფიქროთ, რომ გემუქრებით, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ მოკვდებით!“
„ეს რომანი თვით სიკვდილის მოთხრობილია“
ვერ იჯერებს. არ იჯერებს, რომ ის სულიერი სიკვდილია. ნუთუ ის, ის არის?
-გაგიკვირდა?-დაუპატიჟებელი სტუმარივით არასასიამოვნო დროს იცის სტუმრობა.
-სიკვდილი? სიკვდილმა მომაკითხა? რისთვის?
-ნორმალური ადამიანი პანიკაში ჩავრდებოდა, მაგრამ... სწორედ ამიტომ ხარ ცოცხალი.
-ვერ ვიჯერებ.
-შეეჩვევი.
-შევეჩვევი?
-შეგიძლია წიგნის კითხვა დაიწყო?
-აღარ მიზიდავს!
-ჭია?
-მხოლოდ და მხოლოდ ჭიის გამო.
-კეთილი. დაიწყე!
წიგნი აიღო და კითხვა განაგრძო.
-ხმამაღლა.
-„ერთი პატარა ფაქტი-თქვენ მოკვდებით“-ერთი წინადადება , მხოლოდ ერთი წინადადება წაიკითხა და წიგნი დახურა.
-ჭიასაც დაეკარგა სურვილი წიგნის წაკითხვის.
-მე წავალ.
-კარგს იზამ.
-აღარ მოიწყინო.
-ვიღაცა მიდიოდა.
-არ მოიწყინო!
-კარგად!
-...
~~~~~~~~~~~~~
ერთი თვე გავიდა. ყველაზე დიდი ერთი თვე. განადგურებული, გაწამებული გოგონა დღეს უძვირფასესი წიგნის ბოლო დანამულ გვერდს დაჰყურებს და წაბლისფერ თვალებს მარილიანი სითხით ავსებს.
„უკანასკნელი შენიშვნა თქვენი მთხრობელისგან - მოსვენება დამიკარგეს ადამიანებმა“
-არა!-კიოდა.-შენ დამიკარგე მე მოსვენება!
-მეძახდი?
-...
-შენც ძალიან კარგად იცი, ეს ჩემი მოთხრობილი არ არის!
-მე...
-რატომ მოგენატრე?
-მე? ნუ მაცინებ!
-ნუ მატყუებ!
-ნუ მიყვირი!
-ნუ ბრძანებლობ!
-წადი!
-მე?
-დიახ, შენ!
-თეთრი!
-რა?
-კარგად.
-დამაბრმავებელი თეთრი? შავი? წითელი?
-მაკვირვებ!
-ლიანდაგები, დაბნელება და დროშა.
-მაგრამ...
-ეს წიგნი სხვა სიკვდილის მოთხრობილია!
-მე, მე მხოლოდ თეთრი მომწონს ამ ფერებიდან და ისიც ჩემი შეხედულებებით.
-მოგისმენ.
-წასვლა?
-გადაიდო. გისმენ.
- თეთრი-ლურჯი-შავი.
-თეთრი?
-სიკვდილი, რომელიც დაგეგმილია ზეციური სამყაროს მიერ.
-ლურჯი?
-სუიციდი.
-თვითმკვლელობა. ყველაზე ბნელი ფერი კი-მკვლელობა.
-სწორი ხარ! ერთის მიერ მეორის სიცოცხლის ხელყოფა.
-გოგო შემეცოდა.
-მატყუებ.
-მე ის ჩემ თავთან დავაკავშირე.
-მე ასე არ მოვიქცევი. გპირდები!
-ერთხელ მეც მომაკითხვას რომელიმე თქვენთაგანი.
-თეთრო!
-შავო!
-გისმენ.
-რამდენი წლის ხარ?
-უამრავი.
-ახალგაზრდა ჩანდი.
-ვარ კიდევაც.-უეცრად მხურვალე შეგრძნება იგრძნო, წამიერი, მაგრამ მკაფიო. თვალის დახამხამება და სულიერი იქ აღარ იყო.


~~~~~~~~~~~~~
-დღეს უნდა წავიყვანო.
-ვინ?
-დედაშენი.-უეცრად ყველაფერი გაიყინა. გულის ცემა შეწყდა. მხოლოდ გრძნობა მოძრაობდა და ნაცრისფრად ღებავდა ოთახს. დაპირდა, მაგრამ ამოდ. ნელ-ნელა ტყდებოდა მისი გრძნობები, გულიც, სისხლიც, სხეულიც, ნაცრისფრად იფერფლებოდა ყველაფერი, იწვოდა და მაინც არ ტკიოდა. გაბრუებული იყო. არ ელოდა და მოხდა. არამხოლოდ ერთი, არამედ ორი მოუკვდა. ადამიანი და სული,
-შენ... წადი!
-ახსნა?
-წადი!-გატყდა.
-აუცილებლად დავბრუნდები! სათქმელი ბევრი დამრჩა!
-იცი? შემძულდი!
~~~~~~~~~~~~~
-მოვედი.
-რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-მინდა შენნაირი გავხდე!
-არა!
-კი!
-რატომ?
-„სიკვდილი“ უკეთესია, ვიდრე ადამიანი!
-ნაცრისფერი!
-რა?
-შენ ახალი ფერი შექმენი.
-ნაცრისფერი?
-როდესაც ადამიანი ხდება სიკვდილი და ის არ კვდება!
-ნაცრისფერი ლიზელი.
-ლიზელი?
-დიახ, ლიზელის საპატივცემლოდ!
პოპულალური ვიდეოები