შენ ჩემი გახდები (თავი 6)
შენ ჩემი გახდები (თავი 6)
შემოდგომა ბოლო დღეებს ითვლიდა,მალე ზამთარი შემოაღებდა კარს და ნინუცაც იმ სიცივით გათბებოდა რასაც ზამთარი არგუნებდა. ჰმ,მაინც როგორ უყვარდა ეს ცივი და სპეტაკი ზამთარი გედენიძის ქალს.
როგორც იქნა მიილია კვირა და ნანატრი შაბათ-კვირა დადგა,ნინუცას სული ეხუთებოდა უკვე. ყოველდღე ერთი და იგივე,სულ კამათი სულ დამცირება და ტკივილი, აღარ შეეეძლო. დემეტრესთან მივიდა მაგრამ ისეთი სიტყვები დახარჯა მასზე დედამისსმა გაანადგურა ნინუცა,მერე დემეტრესთან მაინც შევიდა თუმცაღა ის მკვდარვით იდო,ზედ ერთჯერაც არ შეუხედავს ქალიისთვის,ერთი ძარღვი არ ატოკებია,საშინელი დასანახი იყო ერთ დროს ლამაზი დემეტრე,ძაალიან იყო ნაცემი,ევედრა ნინუცა ერთი სიტყვა მაინც ეთქვა მისთვის დემეტრეს,მაგრამ მან არაფერი არ უთხრა და ამით კიდევ უფრო გაანადგურა ქალი.
პარასკევი როგორც იქნა მოვიდა,კაბინეტის კარი გამოიჯახუნა და ის-ის იყო ლიფტში უნდა შესულიყო და მანქანის სადგომზე ჩასულიყო,რომ ტელეფონზე ზარი,გაისმა.
-ბატონოო...რაც შეეძლო ომახიანად ჩაძახა ყურმილში ნინუცამ.
-დღემშვიდობისა,დაგავიწყდა გედენიძის ქალო,რომ დედა და ძმა გყავს? ნაწყენმა უთხრა შვილს მარიმმა,ეს ყოველივე.
-დედა,როგორ ხარ? თავი გააქნია ნინუცამ და სითბოთი გაჟღინთა სათქმელი.
-მთელი კვირაა ნინია გელოდები და ერთჯერ არ დამირეკე რას გავს შენი საქციელი,რას? ჰაა? მიპასუხე მიდი...
-დეეედი,იცი....ვიცი,რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს,მაგრამ გამიგე გთხოვ,იცი რამდენი საქმე მქონდა და ვერ ვქენი დე,რომ დამერეკა...ვიცი დამნაშავე ვარ.... ჩაიბურტყუნა და გაისუსა ნინუცა.
-ეგ გასასამართლებელი საბუთი არ არის შვილო.... ვითომ შენი ნაკაშიძის პროექტები ჩემზე მნიშვნელოვანია ნინია? მითხარი? ასე როგორ დაგაბმავა ნაკაშიძემ რომ დედა ერთჯერაც არ გაგახსენდა ამ ერთ კვირაში?!...ოდნავადაც არ შეარბილა ხმა ქალბატონმა მარიამმა.
-ოხ,დედააა,ოდნავ მაინც რომ ვერ ვიმართლებ თავს რა ცუდია იცი?! მაგრამ ამ ნაკაშიძეს რას შეუჩნდი რა გინდა მისგან?! შეეშვი რა...მაგის სახელის ხსენებაც აღარ მინდაა...ამ საუბარარ-საუბარით მიუახლოვდა ლიფტს და გამოიძახა,თან კვლავ განაგრძო საუბარი.
საღამოს მოვალ დეეე გპირდები და მოგინახულებთ....იცი მომენატრეთ,შენი სუნი მომენატრა დეეე...ისეთი ხმა ჰქონდა ნინუცას სადაც იყო იტირებდა. ლიფტში შევიდა,სადაც იყო კარი დაიხურებოდა რომ ვიღაცამ ფეხი დაუხვედრა და კარი გაიღო კვლავ. თვალები გაუფართოვდა ნინუცას და გაჟრჟოლა.
-დედა რომ მოგნატრებოდა ერთჯერ მაინც დამირეკავდი....გათამამებული გოგო ხარ გედენიძის ქალო! დამტუქსველი ხმით მაგრამ უკვე დამთბარით უთხრა მარიამმა შვილს სათქმელი.
-დეეე,საღამოს გნახავ კაი?! ნინუცა კვლავ საუბრობდა ალექსი კი ხარბ თვალებს არ აშორებდა ნინუცას სხეულს. ნინუცა ამ ყოველივეს გრძნობდა და ტანზე ბუსუსუნებს აყრიდა.
მობილური ჩანთაში ჩაიდო და მხრებში გაიმართა გედენიძის ქალი,რამდენი დღეა ასე ახლოს არ ყოფილა,მასთან და არც დალაპარაკებია სამსახურის საქმეების გარდა ერთმანეთს და ის საუბრებიც 2-3 წუთს გრძელდებოდა მხოლოდ. როგორ ენატრებოდა ნაკაშიძე ნინუცას გულს მხოლოდ მან იცოდა.
სიჩუმის დარღვევა ნაკაშიძემ ითავა.
-სახლში მიდიხარ? ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-კი. ნინუცამაც იგივე ტონით უპასუხა.
ცოტა ხანს ისევ დუმდნენ,მერე კი ალექსი უკვე ბრაზმორეული მიუბრუნდა ....
-რატომ არ მელლაპარაკები?რატომ მარიდებ სულ თავს?! თვალები გაფართოვებული ჰქონდა და სუნთქვაც გახშირებოდა.
-თავს არ გარიდებ. სიმშვიდე შენარჩუნებულმა მაგრამ სუსტი ხმით უპასუხა ნინუცამ.
-შენ რა მეკაიფები გოგოოო?! მეკაიფებითქოოო?! მკლავში ხელი მოკიდა და მისკენ მისწია.
-ხელო გამიშვი. ისევ მშვიდი ტონით უპასუხა გედენიძის ქალმა.
-ჯერ პასუხი გამეცი... სუნთქვა კვლავ გახშირებული ჰქონდა ნაკაშიძეს.
-არაფერი არ მაქვს სათქმელი,მე თავს არ გარიდებ და არც გაბუტული ვარ.მშვენივრადაც გელაპარაკები,იმაზე რაც ჩვენც სამსახურს ეხება ჩვენ თანამშრომლები ვართ,მეტიც შენ ჩემი ბოსი ხარ,ასე რომ.... და ნიშნის მოგებით თვალები აუთამაშა ქალმა.
-ორ-სამ სიტყვას რომ გადმომიგდებ ძაღლივით ეგაა ხომ გელაფარაკებიო?! და თუ მართლა შენი „ბოსი“ ვარ,როგორც შენ თქვი მოვითხოვ რომ ყველანაირი დაკნინებების და მორცხვობების გარეშე დამელაპარაკო.... შენც ხომ კარგად იცი,რომ შენი სითამამე ჩემზე კარგად არავინ იცის?! და თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.
-უტაქტო ბიჭი ხარ,ნაკაშიძევ! გამოცრა კბილებში ნინუცამ.
-შენგან ვისწავლე ლამაზოოო. ეს უთხრა და ნიკაბზე ხელი მოკიდა,თითი ქალის მხურვალე ტუჩებს გადაუსვა და ტანში დაბუძგა ნაკაშიძეს,მიხვდა რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა და ტუჩებზე დააკვდა გედენიძეს.
ტავიდან უძალიანდებოდა ქალი და არც კოცნიდა,მაგრამ როცა სურვილი ერთი და სიჯიუტე მეორე და თან ამხელა სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებს მის გულში სადამდე გაუძლებდა ამ ყველაფერს?! ხელები მკლავებზე დააწყო ნაკაშიძეს,კვილები მის გაბერილ ტუჩს დაასო და მთელი არსებით შეიგრძნო მამაკაცი.
ნაკაშიძეს ნელ-ნელა უფრო და უფრო იპყრობდა ქალის დაუფლების სურვილი და მონატრების დაოკების განცდა.
რამდენიმე წუთში ლიფტი გაჩერდა,ორი სხეული ერთმანეთს მოსწყდა და თავ-ქუდ მოგლეჯილი გაიქცა ნინუცა,ავტოსადგომთან სულ სირბილთ მივიდა,მანქანაში ჩაჯდა და ის,ის იყო უნდა დაექოქა,რომ ალექსი გაჩნდა მის კართან,მინაზე ხელებს ურტყამდა და ელაპარაკებოდა.
-გაჩერდი,არ მინდოდა ასე გამომსვლოდა,გეფიცები არ მინდოოოდა! ერთი და იგივეს იმეორებდა ნაკაშიძე,მაგრამ ნინუცას თავისი ზრახვანი და აზრები ჰქონდა ის საქციელზე.
საჭეს ძლიერად ჩააფრინდა, სიჩქარის პედალს დააწვა და გააქანა მისი თეთრი ფერის „kia cerato”.
ალექსი კი გაშეშებული დარჩა შუა გზაზე.
***** **** *** ***** **** ****
-როგორ ხარ დეეე?! უთხრა ნინუცამ და გადაეხვია მონატრებულ დედას.
-შვილს რომ დაავიწყდები,როგორ უნდა ვიყოო?!
-დედა,ისევ დაიწყეე?! კარგი,რა ხომ გითხარი,რომ....მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს,მე შენი ფასი არავინ არ მყავს არა დედი,შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი დაიმახსოვრე რა,ჩემო ამქვეყნიურო ღმერთო გთხოვ! ლოყები დაუკოცნა დედიკოს ნინუცამ და არც დედამ დააკლო.
-ასეთი თბილი,ბოლოს 6 წლის რომ იყავი მაშინ იყავი,ჩემი თბილი შვილი,როგორ უხეშ და ყინულივით ცივად აქცია ცხოვრებამ. როგორ გაგამწარა დეეე,როგორ დამიჩაგრა შენი თავი,როგორ... ცრემლები წამოცვივდა ქალბატონ მარიამს.
-ცხოვრება დღემდე მაჩოქებს დეე,მაგრამ ფეხზე ვდგავარ...შენ გგევარ,შენნაირი შეუპოვარი ვარ და დაუმონავი.
-შენ ჩემზე ძლიერი ხარ,შენს ასაკში არ ვიცი მე რას გავუძლებდი და რას არა,მაგრამ შენ გაუძელი,მეტიც განადგურებული ფეხზე წამოდექი და ფართო ნაბიჯებით განაგრძე გზა. ტყუილად კი არ გიძახი „უგულო ხართქოო“,შენ გული ამოგაცალა ცხოვრებამმაგრამ სამაგიეროდ ფეხზე დადგომა შეძელი.
ამ დროს ნიკოც გამოჩნდა,გახსოვდეთ ერთადერთი რაც ამდენი ტანჯვის შემდეგ გამანადგურებს და მომკავს თქვენი ჩემზე გადაბიჯება და ის იქნება რომ თქვენი დაუფიქრებლობით შემარცხვენთ დაიმახსოვრეთ ეს.
-დედა...
-არავითარი დედა,ორივემ თქვენს გულში ჩაიხედეთ და მიხვებით რასაც ვგულისხმობ.
ივახშმეს ერთად,არ ქონილი ბავშვობაც გაიხსენეს და ბოლოს მაინც მოიტანა სიტყვამ და ბატონი ბაქარი და გიორგიც გაიხსენეს.
-როგორ დამტოვა ასე,ორივემ?! ამ რკინასავით ქალს ისევ ცრემლები გადმოუცვივდა.ნინუცა აქ ვეღარაფერს იტყვოდა,მხოლოდ ერთი თქვა...
-დეეე,არ გვინდა რა,მოვრჩეთ საუბრას მათზე.... თანაც უკვე გვიანია და წავალ მე... ხმა ჩამწყდარმა თქვა ბოლო სიტყვები.
-მიდიხარ ნინი?! ნიკო წამოხტა ფეხზე.
-ხო,წავალ ჩემს პატარა სახლში,ცოდოა ისიც მარტო...
-კი,მაგრამ ერთ ღამესაც როგორ ვერ იმეტებ ჩევნთვის,არ გცხვენია დედა შენზე ჯავრით აქ კვდება და სულ შენ აკერიხარ პირზე და შენ „სახლია ცოდოო“ შენ სულ გააფრინე ხო გოოგო?!
-გეყოფა ნიკოლოზ,წავიდეს თუ წასვლა უნდა...მოსვლითაც მაშინ მოვიდეს როცა უნდა. ეგ 11 კლასის მერე ეგრეა,წავიდა და მაშნ მოდიოდა როცა თვითონ უნდოდა ხომ გახსოვს?! შეეშვი გააკეთოს ყველაფერი ისე როგორც უნდა,მაგრამ ერთი დაიმახსოვრე ნინო ეგ ფიქრები შენ კარგს არაფერს მოგიტანს.
ღრმად ამოიხვნეშა,ნინუცამ.
-რატომ არავის არ გესმით ჩემი,რატომ?!....არასდროს არ გესმოდათ ჩემი და ვერ ვხვდები,რატომ?!...
-გოგო,ვის არ ესმოდა,ვის ყველა შენს კაპრიზებზე დავდიოდით განგადიდეთ მთელმა სანათესაომ,მაგრამ იცი რა მოხდა დედას თქმის არ იყოს რაც 11 კლასი დაამთავრე და მე-12 მოსამზადებელზე იარე და გახვედი სახლიდან,კუტურულად დაგვიკდე,ჯერ ისედაც ყინულივით ცივი გული უარესად გაგეყინა,მე არ გიძახდი უგულოს მხოლოდ,მაგრამ ახლა მეც გეტყვი,რომ უგულო ხარ,შენ გული არ გაქვს ნინი,არ გაქვს! განაჩენივით გაისმა ნიკოს სიტყვები ოთახში.
-ხო,არ მაქვს არაააა! თქვენ იცით როდის დამიკიდეთ მამაჩემი რომ მოკვდა ჩემი მამა,მარტო ჩემი მამა. ჩემი საამაყო მამიკო. გახშირებული სუნთქვით და კანკალით ამბობდა გედენიძის ქალი ამ სიტყვებს,მაგრამ წვეთი ცრემლი არ მოდიოდა.
-ნუ შეგვჭამე შენი მამით ნუუუ! იღრიალა პატარა გედენიძემ. „ჩემი მამა და ჩემი გიო“ მხოლოდ ერთს გაიძახი. ოდესმე გიკითხავს ნიკა შენ რას გრძნობოო?გიკითხავს ნინო?! არა არასდროს არ გიკითხავს. შენ გახსოვს მაინც მამა,მე საერთოდ არ მახსოვს,არც ძმა შემარჩინა ბედმა გვერდით და სულ მარტოს მომიწია დედაზე ჩამოკიდებულმა ამ გზის გავლა. ოდესმე გაგიგიათ ჩემი პირიდან მსგავსი სიტყვები?! თვალებ გაფართოებული უსმენდა ნინუცა და თავდახრილი ქალბატონი მარიამი ნიკოს.
-არ გაგიგია,იმიტომ რომ მე ასეთი ვარ,ვითმინე მაგრამ შენი თავხედობა ზღვარს ცდება. ეს ქალი რომ არა დღეს ნული ვიქნებოდით,ამან მასწავლა მე კაცობა...იცი რა ძნელია ბიჭისთვის უმამობა და უძმოოობა?! არა...შენ შენს თავს ჩივი აბა მე მკითხე როგორ ვარ,მაგრამ მაგრად გკიდივართ. ასე რამ გაგაცივა გოგო რამ?რამ გაგამწარა ასე?! სიცოცხლე გძულს,არ გინდა შენს ასაკში ხალხი ბედნიერების წამებსაც კი ითვლის შენ კიდევ დღებს უშვებ ხელიდან უკიდეგანო ბედნიერებისას!
ამ სიტყვებმა გული მოუკლა ნიუცას,მაგრამ ხმა არ გაუღია.ცოტახნის მერე ისევ განაგრძო ნიკომ.
-და კიდევ ერთი,შენ ვინმე დებილი ხომ არ გგონია,ხმას რომ არ ვიღებ?! შენ ეგ სიყვარული დაგღუპავს,მე როდის გეუბნებოდი გიყვარსმეთი?! მაგრამ შენ მხოოდ ერთს ამბობდი. „შენ ხომ არ გაგიჟდი,ეგღა მაკლია რაა“...აი თუ არ გაკლია, ნაკაშიძის გამო იკლავ თავს და ჩვენც გვკლავ. იმ ნა***ის გამო,სულ ფეხებზე მე ნაკაშიძე და მისნაირები დედაჩემს კიდევ ერთჯერ ატკენ და ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს,გაგნადგურებ,შენს სახელს დავცემ,ხალხში და ყველას გავაგებინებ ნაგავი ნაკაშიძის გამო როგორ ექცევი ოჯახის წევრებს და ბოოლოს თუ ართლა გიყვარს ის ნა****ი იბრძოლე მაინც შენი სიყვარულისთვის,ეს მაინც გააკეთე,ეს,მხოლოდ ეს!
უნდოდა შეეხედა დედისთვის და ძმისთის მაგრამ ვერ შეძლო,ჩანთას ხელი მოკიდა და ნელი ნაბიჯით დატოვა სახლი. იცოდა ახლა სადაც უნდა წასულიყო,საჭე საყვარელი თუ ჩვეული ადგილისკენ მიმართა,იმ ადგილისკენ,რომელსაც „წმინდა ბაღს“უწოდებს ის.
ცივ და გაყინულ სახეებს გადაუსვა ძმისას და მამისას ხელი ქვაზე გედენიძის ქალმა და ქვითინი ატეხა.
-როგორი მართალი,იყო დღეს ნიკო,როგორი....მან სიმართლე თქვა მამი,სიმართლე რომელიც ასეთი მწარეა. როგორ მეტკინა მისი თითეული სიტყვა მაგრამ სიმართლეააა ყველაფერი იმისგარდა,რომ მე ისინი არ დამიკიდებია,მე მათ გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია და ხო კიდევ ნაკაშიძე. ნიკომ სწორად მითხრა იბრძოლეო,მაგრამ როგორ ვიბრძოლო,როცა მას ვძულვარ,როგორ?!...
დედასაც როგორ ვტკენ სულ ვტკენდი,მთელი ბავშვობა არ ვახარებდი ჩემი სითბოთი მხოლოდ სახელს ვტოვებდი ყველგან გარეგნულად ვიყავი კარგი შინაგანად კი საშინელი შვილი.
-ეეეჰ,ნეტავ იცოდეთ როგორ მენატრებით გიოოო,ჩემო სულოო,როგორ მენატრები... ბოლო ხმაზე ბღაოდა ავაზასავით გედენიძის ქალი და ორივე საფლავიდან მიწას ბღუჯავდა.
**** **** **** **** ****
კვირა დღეს ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა გედენიძის ქალი.
-ოხ,ამ დილა უთენია დაეწვა სახლ კარი ჩემთან ვინცაა იმას ჩემთან რომ რეკავს?! ბრა გაანათა და საათს რომ დახედა უფრო გაბრაზდა. დილის 7-ის ნახევარი იყო,ძილის შებრუნება ცადა,მაგრამ ვინ აცალა?! ტელეფონი არა და არ ჩუმდებოდა.
ბოლოს ისე უპასუხა არც კი დაუხედავს ვინ იყო.
-ვინ ხარ,რომ ამ დილა უთენია ბედავ ჩემთან დარეკვას?! გაკაპასებული ხმით ჩაძახა ყურმილში ქალმა.
-დილამშვიდობისა გედენიძს ქალო...ჯანდაბა არა შენი „ბოსი“ ნაკაშიძე ვარ, ოხ როგორ სიამაყით წარმოთქვამდა სიტყვა „ბოსს“ . ოხ ღმერთო ჩემო,ნაკაშიძე როგორც სულიერად ასევე ნერვულადაც მანადგურებს უკვე.
-ჯერ დილის 7-ის ნახევარია იცი შენ? და რა გინდა დღეს ხომ კვირაა?
-1 საათში გამოგივლი,პროექტი უნდა განვიხილოთ გაემზადე და წავიდეთ სადმე...
-არსად არ ვარპირებ წასვლ...სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,რომ გამითიშა...
-უზრდელი,ნადირი,მხეცი...ამ ლანძღვა-ლანძღვაში კვლავ მოსტაცა თავი მორფეოზმა გედენიძეს.
ცოტა ხანში ბრახუნი ატყდა,თავიდან ეგონა ელანდებოდა მერე ,ისევ ისეთი ბრახუნი არა უარესი გაისმა კარზე. ნელა წამოწია თავი,ხალათი მოისხა და ფრატუნით გააბიჯა ჰოლში,“სათვალთვალოში“ არც გაუხედია ისე გააღო კარი და თვალები შუბლზე აუვიდა გაოცებით.
კარის ზღურბლზე ალექსანდრე იდგა.
-რომელი საათიაა? იცი შენ? წაბშეკრული და დამცინავი მზერით მიყურებდა ნაკაშიძე. ხალათის სალტებს დავწვდი და მაგრად გავიჭირე,რადგან ვგრძნობდი მის მწველ მზერას და ჭკუიდან გადავდიოდი.
-რომელია და დილის 7 და როგორ ბედავ აქ მოსვლას?
-ახლა ენა გააჩუმე და ყავა მომიხარშე რა დროზე,თანაც 10 საათია უკვე. 3 საათი ჩემი ვალი გაქვს ლამაზო....გვერდზე ვიტრინის კუკლასავით გამწია,დაუპატიჟებლად შეაბიჯა ჰოლში და მოკალათდა მდივანზე და თან ხელებს მიტკაცუნებდა „მიდი,მიდი-ს“ ყიჟინით.
-მეტი საქმე არ მაქვს რაა,რა მოვალე ვარ ყავა მოგიხარშოოო?! ხელი აიქნია და ვითომ არაფერიო სავარძელში მოკალათდა.
-ოხ,ნინო რატომ მიშლი დილიდანვე ნერვებს,ჰა,რატოომ? და მისკენ დაიძრა,სავარძელთან გაჩერდა ,მის წინ ჩაჯდა და ქვევიდან დაუწყო დაჟინებით მზერა.
-კიდევ მე გიშლი ბიჭო,კვირააა,მძინავს,შენ მაღვიძებ დილის 7-ის ნახევარზე,მერე მოდიხარ და აბრახუნებ კარზე და ძილს არ მაცლი.რა გინდა რაა?
-ის მინდა,რომ ეგ რქები მოიტეხო და იმპერტრიცა იყო შენი სამეფოს,რომელსაც ქმნი. იცი რა ამაზრზენია შენი ქცევები?! ასე რომ დაეცი.....
-გაჩუმდი,ნაკაშიძევ,გაჩუმდი,ჯერ მთელი ეს კვირეებია ისე მამცირებ,მშხამავ და მტკენ რომ მეტი არ შეიძლება,მაგრამ ერთს გეტყვი ვერ მოესწრები ჩემს დაჩოქებას,ვერა,იმიტომ რომ მე ნინო გედენიძე ვარ.
ცუდად ვარ არაფერი არ მინდა,მაგრამ მაინც ვაკეთებ იმ წყეულ პროექტებს შენ კიდევ არ მანებებ თავს,რა გინდა რაა?!
-რა გჭირს?მითხარი.
-არაფრის თქმას არ ვაპირებ,წადი და შემეშვი,თქვი უარი იმ კონტრაქტზე გამიშვი არ მინდა შენ სიახლოვეს ყოფნა,არა და რატომ მაიძულებ რატოომ?!
-არ გაგიშვებ,არასდროს არ გაგიშვებ იმიტომ რომ მე მინდა,რომ ახლოს მყავდე და მთელი ცხოვრება იძულება გელის წინ.
-გიჟი ხარ,რა მთელ ცხოვრებაზე ლაპარაკობ,რა მთელ ცხოვრებაზე გააფრინეეე? შეემეშვი წადი ნახე ვინმე და მოიყვანე ცოლად და ყავასაც მოგიდურებს და .....
-ენაას ამოგაძრობ თუ კიდევ რამეს იტყვი კაცობას ვფიცავ! იქუხა ნაკაშიძემ.
-რა ტყუილს ვამბობ?!
-ადექი ჩაიცვი და წავიდეთ.
-არსად არ მოვდივარ დამანებე თავი კვირაა და მე ვისვენებ როგორც ყველა ნორმალური და არა ნორმალური ვინაიდან ხარ შენ ნუ დაისვენებ ოკ?!
-არ წამოხვალ ესიგი?
-არა...
წელში გასწორდა ნაკაშიძე და დაავლო ხელი ნახევრად შიშველ ქალს.
-დამსვი ნაკაშიძევ,დამსვი! განწირული კიოდა ნინუცა.
-არ წამოხვალ და წაგიყვან,რა პრობლემაა,ქათმის წონის ბეჭზე გადება?!
-არც არანაირი შენნაირი ნადრისთვის...ნაგავოოო დამსვი.
-რაო,რაო რა თქვი ვინ ვარ?! და დატრიალდა მხარზე მოგდებული ქალითურთ...
-გაჩერდი რააა ალექს..
-ოოოოო.....ოოოოოოო.....ზილინა,ზილინა...
-გეყოფა ალექს,რა ბავშვობა დამსვი,მეტკინა ბიჭოოო.
-ჰოპ,ზილინა,ზილინააა...
-ააალექსსს! დამსვიიი..
-კიდევ არ წამოხვალ?მომღიმარმა და აქოშინებულმა უთხრა ალექსმა.
-დამსვი ჩავიცმევ და ქვეყნის ბოლომდე გამოგყვები...
-აი,ეგ მომწონს,რომ მემორცილები.... ჭკვიანი გოოგს იმიჯი გიხდება.
-ჯოროო!
-სიტყვები,თორემ „ზილინას“ გარდა სხვა თამაშებიც ვიცი და ცეკვებიც მეე... და ნიშნისმოგებით აათმაშა თვალები.
-ეეე,კაი,კაი...ვიცმევ...და ხმასაც აღარ ამოვიღებ გპირდები.
**** **** **** *** **** **** ****
მცხეთისკენ მივდიოდით და თან მისი მზერა არ მშორდებოდა.
-გიხდება სპორტული სტილი,დიდი ხანია ეგეთი ჩაცმული აღარ მიინახიხარ,ნუ ბავშვობის მერე....
-ძაალიან ნუ გათამამდები,შენი საქმე არაა მე რა მიხდება და რა არა...
-ჩემი საქმე,ჩემი და სხვა არავისი,ახლა კი ჩუ თავი მატკინე უკვე...
-ეეე...
-ჩუუუ... თითი ტუცებზე მომადო და გავინაბე მეც.
***** **** **** *** **** **** **** ***
მთლი კვირები ასე გრძელდებოდა,დასვენება არ ჰქონდა ნინუცას,სულ ჩხუბი კამათი დომინირებდა მათთან,გიორგი გვერდიდან არ სცილდებოდა ნინუცას რამდენადაც შეეძლო,ამაზე ალექსი აფრენდა ერთ საღამოსაც ძალიან იჩხუბეს და ალექსი ბარში წავიდა სადაც დადა და თემო ელოდნენ.
-ჰეეე,აღარ იტყვი რა მოხდა ტოო? მოთმინება დაკარგულმა უთხრა თემომ.
-ხო მართლა რამდენი უდა სვა,რომ ხმა ამოიღო ალექს?ვეღარ დადამ მოითმინა.
-ცუდად ვარ.ამოიხავლა ნაკშიძემ.
-რა მოხდა ისევ ნინუცა,ხომ?
-აბა სხვას ვის შესწევს ძალა ჩემი ჭკუიდან გამოყვანის?
-რა ქენით?! კითხა დადამ.
-იმ დედა მო****ს აეკიდა თუ აიკიდა არ ვიცი რა.... კონტარქტი,რომ დავდე გიორგისთან ვნანობ,შურისძიებაზე უნდა მეთქვა უარი,რადგან კიდევ უარესი არ მომიბრუნდეს უკან. ყოველდღე თავლებით აშიშვლებს ნინოს,ესეც იფერებს,პირველ დღესვე დაადგა თვალი გიორგიმ,მე რომ ვუთხარი იმ ქალბატონს ეგ წყეული კაბა გაიძვრეთქოოო,წამიყრუა,არა დაა...აი შედეგიც,აეკიდა,და რა ნაგავიცაა ვინ იცის ჩვენზე უკეთ?! ესღა დარჩა გასაუბედურებელი იმ ნაგავს ჩემიანი და ეგაა...აქ ვეღარ დამასწრებს ნინუცასთან ვეღარ დამასწრებს ვერაა! ჭიქა ბარის კიდეს დააახეთქა და ნაწილებად აქცია.
-დაწყნარდი მაგის უფლებას ჩვენც არ მივცემთ ჯერ რაც ნინის გაუკეთა ვერ ვინელებ და ახლა ნინუცაც არაა,არ არსებობს,ყელს გამოვჭრი მკაცრად და მრავლის მეტყველად თქვა თემომ.
-გიორგის არ შევარჩენ არაფერს ვფიცავ,ნინის ცოდვა ღმერთმა კი არა მე უნდა მოვკითხო.
--ახლა გესმით ჩემი,ის კიდევ ვერ ხვდება რომ შეეშვას თუ შეიშვას არ ვიცი რა,აღარ შემიძლია,დავიღალე,დავიღალეე...
-მოდი ყველაფერი უთხარი ნინუცას და გაგიგებს,მერე კი გიორგის აღარ გაეკარება.
-ვერ ვეტყვი,არ შემიძლია.
-ოო,აბა რას თხოვ იმ გოოგოსაც,რომ ერიდოს გიორგის,რა იციის მის ნაგვობაზე?!
-ამ ყველაფერს ისე გავაკეთებ,რომ ის ვერაფერს გაიგებს და თქვენც არაფერი უთხრათ გაიგეეთ?! გაიგეთ მეთქი? თვალები დააკვესა ნაკაშიზემ
-გავიგეთ! ერთხმად უთხრეს ბიჭებმა.
***** **** **** *** *** **** **** **** 8**
ნინიცა ბევრ რამეზე ფიქრობდა,მისი მდგომარეობა უფროო და უფრო იძაბებოდა ალექსთან,თხოვა რამდენიმე დღე შვებულება მიეცა მისთვის.ალექსიც უმალ დათანხმდა ოღონდ გიორგისთვის გაერიდებინა და...არა და როგორ მოენატრებოდა ეს 1 კვირა,მის კაბინეტში მოფუსფუსეს,რომ ვერ შეხედავდა.
ნინუცასაც არანაკლებ,ნივთები აიღო თავი მოიწესრიგა და ალექსს ფრთხილად მიუკაკუნა.
-მივდივარ ალექს.
-კაი,ჭკუით იყავი და კარგად დაისვენე,აღარ მომწონხარ ესეთი გათიშული,რომ ხარ.
-არც მე არ მომმწონს ჩემი თავი. თქვა ნინუცამ და მისკენ გასწია.
-ხო და გამოკეთდი კაი?
-კაი...ერთი რამ დაიმახსოვრე ალექს,ცხოვრებაში ყველაფერი მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა მაინც ვიბრძვით,მაგრამ როდესაც ვამჩნევთ,რომ ეს ბრძოლა უაზრობაა,ვტოვებთ არენას და ჩვენივე ფეხით ავდივართ ეშაფოტზე,იმ ეშაფოტზე,რომელიც ბოლოს მოგვიღებს .... რა კარგი იქნებოდა იცი ყველა ადამიანმა რომ იცოდეს თავის ფასი და სწორს ხედავდეს?! ...
-ნინ...რაღაცის თქმა უნდოდა გაოგნებულ ნაკაშძეს,მაგრამ ვინ აცალა.
-გაჩუმდი და მომისმინე.ცალი ხელი დაუსვა ლოყაზე ცალი კი თმაში შეუცურა და მათით დაიწყო თამაში,სახეზე მოთამაშე ხელით კი მის ყოველ ნაფთსს სწავლობდა.
როგორ მინდა იცი ისევ ბავშვი ვიყო,მაგრამ ვეღარ ვიქნბეი,როგორ მინდა იცი ისევ 18 წლის ვიყო და ისევ პირველად შეგხვდე მაგრამ არც ეს მოხდება იმიტომ რომ შეუძლებელია,დროს ვერ დავაბრუნებ უკან....თუმცარა შემიძლია სურნელი დაგიტოვო,სურნელი რომელიც სულ გაგყვება და ტაოს დაგაყრის...შენ მინდა იყო ბედნიერი,შენი ბედნიერება გახსოვდეს,რომ გამახარებს,მაგრამ ერთი რამ ვიცი რომ ჩემს სურნელს ვერასდროს მოიშორებ და ვერც იმ ტაოს რომელსაც ის გაგრძნობიებს ყოველ წამს. ალექსი უკვე გაბრუებული იყო ქალის სიტყვებით და ალერსით.
-თითქოს მემშვიდობები..
-განა კი ასე არ არის ჩემო ალექს?! ფართოდ გაუღიმა ქალმა.
-ეს სხვაგვარ დამშვიდობებას ჰგავს არა და სუ 1 კვირით მიდიხარ.
-ჰო სულ რაღაც ერთი კვირით,მაგრამ მთელი ცხოვრება გაგყვება ჩემი სურნელი...
-მართალი ხარ,მტელი ცხოვრება არ მეგულება ქალი რომელსაც შენნაირი სურნელი აქვს.
-ვერც იგულებ...
-იმიტომ,რომ ერთი ხარ...დაასწრო სიტყვის დასრულება მამაკაცმა.მერე მისკენ დაქაჩა ქალი,ქალთაში მოითავსა და დააეწაფა ლოთივით მის წითელ გაბერილ ტუჩებს. ქალიც არ ჩამორჩა ალერსში,ერთმანეთისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვდნენ ეს,ორნი. მერე ხელზე გადაინაცვლა ნაკაშიძემ,ნელა კაბის ცალი სალტო გადაუცურა მხარზე ქალს და მხრებიც დაუკოცნა მერე ყურის ბიბილოზე დაუტოვა სველი კოცნა,საბოოლოდდ კი ისევ ტუჩბს დაუბრუნდა,არ ვიცი რამდენ ხანს კოცნიდნენ ეს ორმი ერთმანეთს,მაგრამ თითქოს დრო გაჩერდა მათთვის,დრო რომელიც არ ყოფილა...
კარგა ხნის მერე ერთმანეთს მოშორდნენ და ქალმა დატოვა მამაკაცი რომელზეც ჭკუა ეკეტებოდა გახევებული.
**** **** *** **** *** 8***
მიშა,ქალბატონი მარიამი,ნიკო,კოტე ლექტორიც კი და კიდევ რამდენიმე ახლობელი ელოდნენ ნინუცას მისვლას.როგორც იქნა გაისმა ზარიც.ნელა შემოაბიჯა მისაღებში გედენიძემ.
-ალბად ყველას გაინტრესებთ რატომ შეგკრიბეთ ყველა ასე,ერთად...მინდა ყველა გაგახართ და აგიხდინოთ ის ოცნება რასაც ჩემდამი ისახავთ. გაგახარებთ მოდით ყველას ასე და გეტყვით ამაღამ მივფრინავ,აქედან მივდივარ,შორს ყველასგან და ყველაფრისგან და რაც მთავარია დედა აღარ იჯავრებ ნაკაშიძეს აქ ვტოვებ სამუდამოდ.
-კი,მაგრამ სად...ძლივს ამოთქვა სიტყვა ნიკომ.
-გერმანიაშ ნიკო,ბერლინში....
-შენ ხომ არ გიყვარს გერმანია,ცივიაო ასე არ თქვი?!
-დედას უნდა,რომ იქ წავიდე და წავალ...
-ასე მალე თუ დამთანხმდებოდი არ მეგონა ნინია.
-დავიღალე დედა ყოველდღე ერთი და იგივეთი. მივდივარ,მარტო და მინდა გითხრათ რომ სამუდამოდ,სამუდამოდ ვტოვებ საქართველოს და ნაკშიძესაც!!!.....


დავბრუნდი,იმედია ისევ წაიკითხავთ ჩემო თბილებოო,უამრავი პრობლემა დამხვდა,თაანაც წერები მქონდა უნიში და...
ბოდიში ჩემო თბილებოოო,ველოდები თქვენს კომენტარებს ყველანი იცით როგორ მჭირდებით?! სული მტკივა და ოდნავ მაინც გამახარეთ,ჩემო შოკოლადებო.
რას ელით შემდეგ თავში?გააკეთეთ პროგნოზები. არ გადამიხედავ და ბოდიში შეცდომებისთვის ისე ვდებ ამ უაზარმაზარ თავს.
ისიამოვნეთ,გკოცნით თქვენი ალექსანდრა.
პოპულალური ვიდეოები