შემოდგომას გაუცვივდა ფოთლები. და ამ სულშიც არაფერი არ ხდება.. (სრულად)
შემოდგომას გაუცვივდა ფოთლები. და ამ სულშიც არაფერი არ ხდება.. (სრულად)
იმ საღამოს განსაკუთრებულად ციოდა,ზამთრის სუსხმა თავისი გააკეთა..თითქოს ცაც გოგონას მხარეს იყო, და ისიც უჩუმრად ტიროდა..
ჰო მაგრამ,მათ შორის ერთი განსხვავება იყო..გოგონას ტირილს ვერავინ ამჩნევდა..ცის ტირილს კი ყველა. ჰო საშინელი ამინდი იყო, ხალხი სწრაფი ტემპით მიიჩქაროდა სახლისაკენ,თავზე კაპიუშონწამოფარებული და მრავლისმთქმელი თვალებით.
ის გოგო, წეღან რომ ვახსენე, ელენე ერქვა..ელენე მამალაძე, განებივრებული გოგო იყო,მაგრამ არა თავში ავარდნილი.სილამაზით ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა მაგრამ არც უშნო იყო..
ჩაბელებულ ოთახში იჯდა და წერილს ელოდებოდა..ან რატომ ელოდებოდა,კაციშვილმა არ იცის. იქნებ არც მოსვლოდა?! ჰო მაგრამ,ის მაინც ჯიუტად იჯდა და ელოდებოდა..
ბევრი სწერდა, მაგრამ პასუხს არავის უბრუნებდა. ჰო,გასაკვირია არა? არც მე ვიცი,იქნებ ასეც იყო საჭირო..
ის ბიჭი რომ გაიცნო 12 წლის იყო,თუ ამას გაცნობა ჰქვია რა თქმა უნდა. რომ ჰკითხოთ რა შეგიყვარდა მასში,ან რა მოგეწონა-თქო, დარწმუნებული ვარ ვერ გიპასუხებთ,რადგან თავადაც არ იცის რა გადატრიალება მოხდა მასში.
უყვარდა,მაგრამ მთელი გულით და სულით.იმ გოგონებს არ გავდა ნასკებივით რომ იცვლიდნენ შეყვარებულებს,თანაც მცირე ასაკში.
უყვარდა მაგრამ,უანგაროდ. იცოდა რა ტკივილის გადატანა მოუწევდა, და უწევდა კიდეც ყოველ დღე.მაგრამ მაინც უყვარდა.
თქვენ ვერ მიხვდებით რას გრძნობდა იგი ყოველ დილით,როდესაც სარკეში იხედებოდა და საკუთარ თავს უსვამდა კითხვას "რაღა მაინც და მაინც ის?" სწორედ ეს არის სიყვარული.
სამწუხაროა,როდესაც ის ადამიანი გიყვარს ვისაც ფეხებზე ჰკიდიხარ.
სამწუხაროა,რომ დღესდღეობით ასე ხდება,და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.
მაგრამ ის მაინც ბრძოლობდა,ბრძოლობდა თავისი სიყვარულისთვის და არ აინტერესებდა სხვისი აზრი. მორცხვი არ იყო,მაგრამ არც დიდად გადიდგულებული ქალიშვილი გახლდათ..
მასაც ჰქონდა გრძნობები და მასაც სტკიოდა.
აი,ბიჭის კი რა მოგახსენოთ..ავარდნილი იყო, და პოპულარობის ზენიტში..
სულ ცალ ფეხზე ეკიდა ეგ გოგოც,და სხვა დანარჩენიც..
მას ხომ ყოველ კვირას ახალი შეყვარებული ჰყავდა და გოგოებს ნასკივით იცვლიდა.

როდემდე ელოდა,კაცმა არ იცის..მაგრამ ბოლოსდაბოლოს ორი სიტყვის თქმა მაინც გაიმეტა ბიჭმა.. მაგრამ ნეტავ არაფერი ეთქვა..ნეტავ ისევ ისე ყოფილიყო ყველაფერი როგორც იყო..
მისმა მოწერილმა სიტყვებმა გოგონა მთლად გაანადგურა.
თითო ოროლა ცრემლი გადმოგორდა მის თვალზე და აწითლებული ლოყები დაასველა.
ოჰ,როგორ სტკიოდა გული! ღმერთმა იცის.. როგორ უნდოდა ახლა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო.
თვალები დასიებული ჰქონდა,ცხვირი აწითლებული. ფეხშიშველი წამოდგა ლოგინიდან და სადარბაზოს კარი გამოაღო..ნელა ჩადიოდა კიბეებზე, და არ აინტერესებდა რომ გაცივდებოდა.

თავსხმა წვიმა იყო..გოგონა კი თამამად მიაბიჯებდა ქუჩაში.ყველა მას უყურებდა,მაგრამ ეს სულაც არ აინტერესებდა.
ელენე კვლავაც ნელა აგრძელებდა სიარულს და საბოლოოდ არც მან იცის როგორ,სახურავზე აღმოჩნდა.
ნეტავ გენახათ რა ლამაზი და საოცარი ხედი იშლებოდა იქიდან! ნეტავ გენახათ,როგორ იღიმოდა ელენე მის დანახვისას..
იღიმოდა..იღიმოდა..

შემოდგომის ბოლო იყო..ციოდა,მაგრამ მზის სხივი მკრთალად ანათებდა არემარეს..

***
ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს.ყველა საუბრობს მასზე,თუმცა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ მათი დანახვა.

***

ღრმად ჩაისუნთქა ელენემ და ლოცვა დაიწყო..ღმერთს ევედრებოდა რომ ბედნეირება მოეტანა მისი საყვარელი ადამიანებისთვის..
ბოლოს იქვე მიგდებული ცარცის ნამსხვრევი აიღო და წერას შეუდგა..
"მკერდიდან გული ამომაცალეთ სპირტში ჩადეთ და მიეცით..უთხარით რომ ნაზად მიყვარდა"
ნაპოლეონის სიტყვები გაიხსენა ელენემ და კვლავაც გადმოუგორდა ცრემლი თვალიდან.

ღრმად ამოისუნთქა და ფეხები მიაჩოჩა კიდესთან..
ეჰ,ერთ დროს როგორ სისულელედ ეჩვენებოდა ეს ბანალურობები..სხვებს დასცინოდა ხოლმე,სხვის გამო რა სისულელეაო..მაგრამ ახლა დრო დაუდგა ისეთი..
თვალები დახუჭა და ოცნებებით დატვირთული თამამად შეუერთდა ჰაერს!

***
შემოდგომას გაუცვივდა ფოთლები,
და ამ სულშიც არაფერი არ ხდება,
თუ ასრულდა ჩემი ყველა ოცნება,
იცოდეთ რომ ერთიანად ახდება!
***

კაციშვილმა არ იცის ბიჭისგან მოსულ შეტყობინებაში რა ეწერა..
მაგრამ რაც მთავარია,გოგონამ ოცნება აისრულა და მან იწამა სიყვარულის..
***

ჰაერმა ნელა,ფარფატით დასვა მიწაზე..
მისი თვალები ბნელმა მოიცვა.
პოპულალური ვიდეოები