შემიტყუე საწოლში XIV +18
შემიტყუე საწოლში XIV +18
ნინი საწოლზე წამოჯდა და თვალები გააფართოვა, მერე ბეჭედს დახედა გამომართვა და ტუმბოზე შემოდო, დაწვა და ზურგი შემაქცია
-ეს როგორ გავიგო?- რატომ დავლიე ამდენი
-ჩვენ უკვე ვიქორწინეთ ბეჭდნის და ხელმოწერის გარეშე, ახლა მხოლოდ ხელს მოვაწერთ და ეგ იქნება, ისიც იმოტომ რომ ქონება შენ უფრო მარტივად გადმოგიფორმო
-ეგ აღარ გაიმეორო, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ
-მთვრალი კიდევ უფრო აუტანელი ხარ- ტრიალდება ჩემსკენ
-მე ვარ აუტანელი?- გადავიხარხარე ხმამაღლა- ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო ასე დაქალებივით არ ვიქნბოდით საწოლში
-თუ შეიძლება დაიძინე, ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი აგდის
-მხოლოდ ორი ღერი მოვწიე
აბაზანაში შევდივარ და კბილებს ვიხეხავ, ტანსაცმელს ვიხდი და ნინის გვერდით ვწევები
-ისე მინდოდა ჩემი მეგობრები გამეცნო შენთვის, ხვალ პატარა საქმე მაქვს და საღამოს დავპატიჟებდი, შენ შეგიძლია კატოს დაუძახო, მხოლოდ პატარა ვახშამი
-არ არის არავის გაცნობა საჭირო
-შეგიძლია ცხოვრებით ტკბობა განაგრძო?- ვღიზიანდები
-ეს აუცილებელი არ არის ნიკოლოზ- ჩემსკენ ტრიალდება ნინი- მალე ამ სისულელეს დავსარულებთ და მორჩება ყველაფერი
-მე ყველაფერი გავაკეთე შნთვის, არ გაყვედრი, მაგრამ მამაშენის დაბადების დღეზეც კი ვიყავი თამადა, რა მოხდება თუ შენ ჩემს მეგობრებს გაიცნობ
-კარგი ოღონდ დაიძინე

მეორე დილით შვიდ საათზე ვიღვიძებ, სამსახურში ცხრაზე უნდა ვიყო, ნინის ისევ ძინავს, მაცივრიდან წყალს ვიღებ და ვსვამ, კიდევ კარგი ნაბახუსევზე არ ვარ, ისე არც არასოდეს არ მქონია, საწოლთან მივდივარ ნინის ვუყურებ როგორ სძინავს და ხელით ფრთხილა ვეხები
-გაიღვიძე- ვეუბნები ჩურჩულით
ნინი კივილით ხტება ლოგინიდან და თვალებგაფართოვებული მიყურებს, წამები სჭირდება რომ გააცნობიეროს რა ხდება
-მაპატიე თუ შეგაინე- თავს დამნაშავედ ვგრძნობ- დღეს ექვსამდე დაკავებული ვარ და ვიფიქრე სუპერმარკეტში გამომყვება საყიდლებზთქო, ქალი ხარ უკეთესად იცი რა არის საჭირო და რა არა
-მე აცისე კარგი კულინარი ვარ- თამებში ხელებს იცურებს ნინი
-არაუშავს, მზა საკვებსაც ვიზიდით, მე ხორცს შევწვავ და ასე შემდეგ, თუ გეზარება შეგიძლია დაიძინო
-არა წამოვალ
-მაშინ ჩაიცვი და წავედით
-ოთახიდან გადი!
-ისევ თავიდან იწყებ?- მასთან სწრაფად მივდივარ და საბანს ვაძრობ- მშვენიერი სანახაობაა, სხეულს ხარბად ვაკვირდები და ოთახიდან გავდივარ

ჯინსებში და დიდი ზომის ნაქსოვ შავ სვიტერში გამოწყობილი ნინი საოცარი სანახავია, გრძელი შავი თმა ცხენის კუდივით აქვს შეკრული, ფეხისწვერებზე დგება და ამბობს
-მზად ვარ

სუპერმარკეტში ამაყად შევდივარ, გვერდით მშვენიერი გოგო მომყვება, კალათას მივაგორებ და დახლებზე დაწყობილ პროდუქტებს ვათვალიერებ
-ხორცით ხომ არ დავიწყოთ?- ვეკითხები მას, ის უბრალოდ მხრებს იჩეჩავს და ლურჯი თვალებით გარემოს აკვირდება
ხორცი, ბოსტნეული, კარაქი, ღვინო და ნატურალური წყვენები
-ჩემს საფირმო სალათს მოვამზადებ- ამბობს ნინი - თუ გინდა
-დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი, რაც გჭირდება აიღე- ვუღიმი მას, ამ ფორმაში ზედმეტად მომწონს

სალაროსთან მივდივართ, მოლარე ნაყიდ ნივთებს ატარებს, ნინი მოთმინებით აკვირდება მიმდინარე პროცესს
-რამე ხომ არ გვავიწყდება?- ვეკითხები მთელი სერიოზულობით
-არვიცი მე რაც მინდოდა ვიყიდე დანარჩენი შენზეა- მპასუხობს ცივად
სალაროსთან დადბულ პრეზერვატივების შეკვრას ვუყურებ და დაახლოებით შვიდი კოლოფს ვიღებ
-ერთი კვირა უნდა გვეყოს თუ დავამატო?- ვეკითხები ნინის
ის წითლდება და სახეზე ხელს იფარებს
გაოგნებულ მოლარეს ბარათს ვუწვდი და მაღაზიიდან გავდივართ
-ვერ ვხვდები რა სიამოვნებას იღებ ამ ყველაფრით?- ლამის ყვირილით მეკითხება ნინი და მანქანაში ჯდება
-რა დავაშავე ესეთი?- ვკითხე გაკვირვებულმა
-დაუკმაყოფილებელ ქალად გამომიყვანე!
-არ ხარ?- მანქანას ვქოქავ და სახლისაკენ მივდივართ
-იდიოტი ხარ რატომ არ დაიღალე?
-ნუ გეშინია ამ პრეზერტავტივებს რამეს მოვუხერხებთ
-შენთან კამათს აზრი არ აქვს

ლიფტიდან გამოსული ადგილზე პარკებიანად ვშეშდბი, მამიდაჩემი კართან დგას და მოთმინებით მელოდება
-სად გაქვს ტელეფონი?- მეკითხება მკაცრი ტონით- მერე ნინის ახედა და თვალები დაავიწროვა- ეს ვინ არის?
-შეგეძლო გაგეფრთხილებინე რომ მოდიოდი- ვეუბნები უკმაყოფილო ტონით და კარს ვაღებ
-მამიდა შნთან რომ მოვიდეს გაფრთხილება გჭირდება, ვინ არის ეს გოგო?
-ჩემი შეყვარებული და მალე ცოლი გახდება
მამიდაჩემი სახელზე ხელს ირტყამს და ნინის გაოცებული უყურებს
-რა გჭირს?- ვეკითხები და სახლში შევდივარ, ნინი უკან მომყვბა და მამიდას გაკვირვებული და დაბნეული აკვირდენა
-ასეთ გადაწყვტილებას მარტო როგორ იღებ?- მეკითხბა თითქმის ყვირილით
-მამიდა, კარგი რა ხომ იცი რომ უკვე დიდი ვარ და შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილებეი, მითხარი რა გინდა და რატომ მოხვედი?
-იმიტომ მოვედი რომ შენთვის საჭმელი გამეკეთებინა, ვიფიქრე იქნებ ჩემი გაკეთებული ტოლმა მოენტარათქო
-ხომ იცი რომ ტოლმა არ მიყვარს!- ვატრიელებ თვალებს და პარკებს მაგიდაზე ვაწყობ- ბაბუას დაკრძალვაზე უნდა ჩამოსულიყავი
-იცი რატომაც ვერ მოვედი, მკვდარს კი არა ცოცხალს არ ვჭირდებოდი
-მაგრამ მაინც მამაშენი იყო, სამსახურში უნდა გავიქცე, დღეს ჩემი მეგობრები მოდიან და ვემზადებით
-დავრჩები და მოგეხარები- მთავაზობს ის
-ნინი მიხედავს ყველაფერს!- ვიყურებ კუთშეში მდგარ ნინის, მასთან მივდივარ და ხელს ვხვევ
-ტოლმის გაკეთება იცის?
-არა და არც არავის უყვარს ეს ტომა!- ვეუბნები გაბრაზებული
-მივეხმარები- არ ნებდება მამიდა
-არ დასჭირდება, საღამოს მე მოვალ და მივეხმარები
-შენ უნდა აკეთო საჭმელი და ამის ცოლად მოყვანას აპირებ?
-მამიდა, მე ცოლი მომყავს და არა მზარეული!
-რისთვის ვიწვალე ამდენი?- შემოირტყა მამიდამ თავში ხელები- იმის ღირსი არ ვარ რომ შენი საცოლე გამეცნო?
-შეგიძლა გაიცნო, ნინი ქვია, მშვენიერი ლამაზი გოგოა, თუ გინდა პარკების ამოლაგებაში მოეხმარე, მე უნდა გამოვიცვალო, მაგვიანდება
ოთახში შევდივარ, თეთრ პერანგს და შავ პიჯაკს ვიცვამ, სამზარეულოში ვბრუნდები და ადგილზე ვშშდები
-ეს რა არის მამიდა- მეკითხება და ხელში პრზერვატივების ორი კოლოფი უჭირავს
-ბულიონია მაცივარში შეინახე- ვპასუხობ დაბნეული
-ახალია რამე?- აკვირდება შეფუთვას
-კი ახალია
მამიდას კოლოფებს მაცივარში აწყობს
-გულბი რატომ ახატია?- მეკითხება დაბნეული
-სასარგებლოა ორგანიზმისთვის და იმიტომ, მე უკვე მივდივარ და თუ გინდა წამომყევი
-გენაცვლაოს მამიდა ჩემი საქმიანი კაცი, ნინი ბევრი მარილი არ მოაყარო არ უყვარს ჩემს ნიკოლოზს
-ვიცი- უღიმის ნინი
მამიდა ჩანთას იღებს და კართან მიდის, ნინის ვუახლოვდები და ყურში ვუჩურჩლე
-შენ მარტო შენი სალათი გააკეთე და კატოს დაურეკე, პრეზერტვატივები მაცივარში იყოს, სიცივე გავარვარებულ ვუკლანს ესიამოვნება
-მე ვიცი რომ სიცივის დროს კარგი არაფერი ემართება- მიჩურჩულა ყურში, ადგილზე ვშეშდები
-გინდა მამიდა ტაქსით გაუშვა?- ვკითხე და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე
-არაუშავს სანამ ლიფტი მოვა დარწმუნებული ვარ მოასწრებ!
-ასეთი სითამამე არ შეგრჩებათ- ვიხევ უკან და სამსახურში მივდივარ


-დაბრუნდი?- მეკითხება ნინი როდესაც სახლში შევდივარ
-კი- პიჯაკს სავარძელზე ვაგდებ
-სალათს მოვრჩი და კიდევ რაღაცეები მოვხარშე- ტრიალდება ქურიდან ჩემსკენ და თითებს ილოკავს
-დიდი სიამოვნებით ვიქნებოოდი მაგ თითების ადგილას!- ცბება- მამიდას ყოფნით ისარგებლე დღეს რაღაც უჩვეულოდ თამამი იყავი, გამონათებები გაქვს ხოლმე
-გშია?- გადააქვს თემა
-სექსის შემდეგ უფრო გემრიელად ვჭამ ხოლმე- ვწევ წარბებს მაღლა და ვუახლოვდები, ნინი თევზივით მისხლტება და თეფშს იღებს
-ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა და უნდა დააპურო თუ რა ხდება?- ვაკვირდები მის მოძრაობებს თუ როგორ მოხდენილად გადააქვს ჯამიდან თეფშზე სალათი
-კი, შეგიძლია დააგემოვნო!- ჩანგალს და თეფშს მაგიდაზე დებს- მამიდაშენის შესახებ რატომ არაფერი არ მითხარი
-არც იყო საჭირო, რაღა დაგიმალო და შენი ნახვა არ ესიამოვნა
-საერთოდ არ მაინტერესებს- აქნევს თავს და ხორცის დაჭრას იწყებს
-მაგას მე მივხედავ- ჩანგალს ვიღებ და ნინის მომზადებულ სალათს ვაგემოვნებს, ჩემს პირში დღესასწაული იწყება, დავიჯრო ასე მშია
-როგორია?- მეკითხება და ბარს ეყრდნიბა
-შენსავით გემრიელი არა, მაგრამ ძალიან კარგია, გამოვიცვლი და მეც მოგეხმარები კი საოცრად გამოიყურები, მაგრამ მინდა რამე ლამაზი კაბა ჩაიცვა, მინდა ჩემი მეგობრები შურით გასკდნენ, თუ გინდა ერთად გამოვიცვალოთ
-მხოლოდ თქვენს შემდეგ- მეუბნება და შეუმჩნევლად იღიმის
პერენგის ღილებს ვიხსნი და მის ყოველ გამოხედვას დაჟინებით ვაკვირდები
-სამზარეულოში ტანსაცმილს გამოცვლა სასურველი ნამდვილად არ არის- გაუჩერებლად აბაკუნებს ფეხებს იატაკზე
-უჯრაში მანდ წინსაფარია თუ შეიძლება მომაწოდეთ?- ვეუბნები მშვიდი ტონით
ნინი ზედა უჯრას აღებს, მაგრამ იქ არაფერია
-სულ ქვედა უჯრაშია-ისიც უყოყმანოდ იხრება და ჩემს წინ საოცარი სანახაობა იშლება, სწრაფად ვუახლოვდები და როდესაც სწორდება უკვე მის ზურგთან ვარ და ცხვირზე მისი თმებიც მეხება, ნინი შეშდება
-იქნებ მეორე წინსაფარიც იყოს- ვჩურჩულებ მის ყურთან
-მეორე საჭირო არაა-აყრის სიტყვებს
-დიდი სიამოვნებით შემოგსვამდით ამ მაგიდაზე- სვიტერში ხელს ვუცურებ, საოცრად თბილი და რბილი კანის შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის
ნინი ტრიალდება და წინსაფარს ხელში მაჩეჩებს
-სექსუალურობა ახლა ნახეთ- ვართმევ წინსაფარს და სწრაფად ვიკეთებ
-დაგეხმარები ამბობს ის და ლურჯი თვალებით დაჟინებით მიყურებს, მერე უჯრიდან წინსაფარს იღებს და სვიტერს მთელი სისწრაფით იხდის, ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ, ნინი წინსაფარს იკეთებს, ცალ წარბს ზემოთ სწევს და ჩემსკენ ზურგით დგებს
-თუ შეიძლება შემიკარით- ვუყურებ მის ვიწრო და გამოვანილ წელს, აზრზე მოსავლელად დრო მჭირდება, მერე შესაკრავს თითებით ვეხები და მოხდენილად ვკრავ, ხელს ვხვევ და კისერში ვკოცნი
-მომწონს ეს თამაში, ხო მშვიდობა გაქვთ?- ვეკითხები ჩურჩულით
-კი, ახლა კი სამქეს მივხედოთ
-რომლს საქმეს გულისხმობ?- ცხვირით მის თმებში ვეფლობი, თავბრუდამხვევი სუნია
-ხორცის დაჭრას
-მე სხვა ხორცს ნაჭერს დავანაწევრებდი- ხელს მაშვებინებს და დანას იღებს
-სტუმრები მალე მოვლენ, ჯობია საქმეს მივხედოთ- მიღიმის და ტაფას ქურაზე დებს- აბა რა გავაკეთო პირველ რიგში?
-მაცივრიდან ბულიონი გამოიღეთ- ვეუბნები ღიმილით

კარზე ზარია, ნინი ცბება დ წინსაფარს იძრობს, წამების განმავლობაში ვასწრებ მისი სხეულით ტკბობას სვიტერს იცვამს და კარის გასაღებად მიდის კატოა

სამზარეულოში თეთრი მოკლე კაბით და თავზე გვირვინით კატო შემოდის
-როგორ ცხელა თქვენთან- ამბობს ჩესმ დანახვაზე და თვალებზე ხელს იფარებს
-მადლობა რომ დამპატიჟეთ ცოტა ადრე მოვედი მაგრამ...
-საოცარდ ლამაზი ხარ კატო- ვუღიმი მას და ხორცს ტაფაზე ვყრი
-მადლობა- იფერებს და თავზე გვირგვინს ისწორებს- დაგეხმაროთ?
-თითქმის უკვე მოვრჩით- ვუარობ და წინსაფარს ვიხდი
-გამორთეთ გათბობა- კივის კატო სიცილით- საღეჭი რეზინა არავის გინდათ?- ხსნის ჩანთას და იქედან დაახლოებით ათი შეკვრა ამოაქვს- თითქმის ყველა მაღაზიაში ვიყავი რაც კი ჩემს უბანში იყო, ყველამ აღნიშნა რომ საოცარ ფორმაში ვარ
გამეცინა, ოთახიდან გავდივარ და ვიცვლი, ნინის ჯერია, ბართან ვჯდები და კატოსთან ლაპარაკში დრო გამყავს
-კატო ერთი წუთი მოდი- ყვირის ოთახიდან ნინი
-მაპატიე დაგტოვებ- ამბობს და საოცარი მიხვრა-მოხვრით ოთახში შედის, მერე უკან მალევე ბრუნდება და ხმამაღლა ამბობს- ფრჩხილზე ლაქი ახალი წამსული მაქვს გამიფუჭდება- შედი!- მანიშნებს მე
წარბებს ვკრავ და ოთახში შევდივარ, ნინის უზარმაზარი შავი კაბა აცვია, ჩემსკენ ტრიალდება და სუნთქვა მეკვრის
-საოცრად გამოიყურებით- ვაფართოვებ თვალებს- რით შემიძლია დაგეხმაროთ
-არაფერი არ მჭირდება- კრთება ჩემს დანახვაზე
-მგონი კაბის შეკვრა გსურთ, მართალია მე გახსნა უფრო მესიამოოვნება მაგრამ ეს მოგვიანებით გადავდოთ, მის უკან ვდგები და ელვის შეკვრას ვიწყებ, მერე წელზე ხელს ვხვევ და ოთახიდან გამყავს
-ფერი ფერსო- კივის კატო- ნინი ხელს მაშვებინებს და მაგიდაზე თეფშებს დებს
-კატო გთხოვ მაგ სალათს ცოტა მარილი კიდევ მოაყარე- ეუბნება ნინი


სტუმრებმა ნახევარი საათით დაიგვიანეს
-მოვიდნენ?- მეკითხება კატო ზარის ხმის გაგონებისთანავე, მხრებში სწორდება და თვალებს ნაბავს
სახლში ალექსანდრე და ანა შემოდიან, გაკვირევბულები აქეთ-იქით იყურებიან და ნინის თვალებით ეძებენ
-ეს ნინია- ვამბობ ამაყად და ნინის წელზე ხელს ვხვევ
-სასაიმოვნოა- თვალი შეავლო ანამ ნინის და მაგიდისკენ წავიდა, ისიც შავ კაბაში და გაშლილ თმებში იყო, როგორც ყოველთვის მკარცრი და ირონიული გამომეტყველება ჰქონდა კატოს თითქმის არც მისალმებია.
ალექსანდრე, მწვანე თვალები კატოსკენ გააპარა, ისიც ამყად გამოემართა მისკენ და ხელი გაუშვირა
-კატო- წარმოთქვა მან ისეთი ხმით მეგონა გონებას კარგავდა
-ალექსანდრე- უღიმის ისიც და ხელზე კოცნის

-სოცარი ისტორიაა- ამბობს ანა და ღვინოს სვამს- ცოტა უცნაურიც კი
-ამაზე საუბარი არ გვინდა- ვაწყვეტინებ მას
-არა მაინტერესებს რატომ ცხოვრობთ ისევ ერთად, მართლა ხომ არ შეგიყვარდათ ერთმანეთი?
-შეიძლება ასეც არის- ვუჭრი ცივად, ისიც შრება და თითებს მაგიდაზე აბაკუნებს
-როგორ მოგეწონათ საფრანგეთი ნინი?- არ ჩერდება ანა
-ძალიან ლამაზია- დაიმორცხვა ნინიმ
-ორჯერ ვყავდი ნიკოლოზსს ამ ქვეყანაში მართლა საოცრებაა- იღიმის ის- საუბრობთ ფრანგულად?
-სამწუხაროდ არა- თავს აქნევს ნინი- მოდი შენობით ვისაუბროთ ძალიან ვიძაბები
-ჩემთვის უცნობი ადამიანი ხართ და მიჭირს ესე მალე ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა
-სადღეგრძელოს არავინ შემოგვთავაზებს?- თვალებს აფართოვებს ანა- ან მე ვიტყვი მოკლედ რომ ჩვენ გაგვიმარჯოს!- ანა ღვისნოს სვამს და ნინის ისევ დაჟინებით აშტერდება, რაც ძალიან არ მსიამოვნებს
-სალათს მარილი ხომ არ აკლია?- ეკითხება კატო ალექსანდრეს
-არა ზუსტად ისე აქვს როგორც მიყვარს
-მე მოვაყარე!- ამბობს ამაყად კატო

-ნიკოლოზ- იწყებს ხმამაღლა ანა- მეუხერხულება, მაგრამ იქნებ აივანზე გავიდეთ მოწევა მინდა თან რაღაცს სალაპარაკო მაქვს
-კარგი ვუქნევ თავს და ანის უკან მივყვები, ის აივნის კარს კეტავს და სიგარეტს წითელ ტუჩებში იქცევს
-ამ ცირკის სანახავად მომიყვანე აქ?- მეკითხება მკაცრი ტონით და კვამსლს სახეში მაბოლებს
-შენ ამის ნახვა გინდოდა!
-შენ გჯერა რომ დავიჯერებ რომ ამასთან თავს კარგად გრძნობ? საერთოდ არ ჯდება შენს გემოვნებაში, ვაღიარებ რომ ლურჯი თვალები აქვს და ბაბუაშენს მართლა მოეწონებოდა, მაგრამ იქნებ სანამ ამ უინტერესო გოგოს წაიყვანდი ჯერ გეცადა იქნებ მე მოვწონებოდი
-ჩვენ მაგ დროს უკვე ერთად აღარ ვიყავით!- ვუჭრი ცივად
-და ამასთან იყავი?- იცინის და სიგარეტს კბილებს მაგრად უჭერს- გემოვნება გეცვლება, შენც იცვლები, მე კი ეს არ მომწონს
-ანა, ჩვენ ერთად კარგად ვიყავით მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ კომპანიაში ვართ
-ხო მე შენთან ვმუშაობ, დიდი მადლობა, მაგრამ სულ ფეხებზე ეგ შენი ბოძებული სამსახური, რას ნიშნავს შეიძლება შემიყვარდა კიდევაც?
-ანა ეგ შენი საქმე არ არის, ალექსანდრესთან ერთად იმიტომ ხარ აქ რომ ეს შენ გინდოდა და არა მე, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ამაზე
-ჩემზე მაგარია საწოლში?- ანა მიახლოვდება და სიგარეტი ტუჩებთან მოაქვს- მოწიე
-არ მინდა- ვიხევ უკან- სირცხვილია, უნდა შევიდეთ
-ნინი ხომ არ იეჭვიანებს?- იცინის ის და სიგარეტს პირდაპირ აივნიდან აგდებს
-ხომ გითხარი რომ არ მომწონს ასე რომ აკეთებ!- ვბრაზდები და კარს ვაღებს, ანა ხელს ხელზე მადებს და კარს ხურავს
-რა ბუნების მცველიც გახდი? შენ ერთი ხარ, რომელსაც ყველაფერი გათვლილი აქვს რას გააკეთესბს მაგალითად ამ წამს, როდესაც სახლში შევალთ, წუთებში გაქვს ყველაფერი გაწერილი, საინტერესო სცენარისტი ხარ მაგრამ ყალბი, ახლა აქედან წავალ, გმადლობთ რომ სტუმრობაზე დამთანხმდი, სასიამოვნო იყო იმ გიჟის და საცოდავის გაცნობა
-ესე ნუ საუბრობ მათზე!
-მიტოვებულ ქალთა თავშესაფარი გახსენი და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე თითქმის ერთი კვირაა სამსახურშიც არ მოსულხარ!
-ეს ჩემი გადასაწყვეტია ანა და ასე ნუ მესაუბრები- ვუწევ ტონს
-ჩემი უფროსი ხარ ახლა და იმიტომ? გული მერევა უკვე ამ ყველაფერს ვეღარ ავიტან, მარაზმია საერთოდ არ უხდება ის კაბა რომელშიც დარწმუნებული ვარ შენ გადაიხადე ფული, მაინც საცოდავად დარჩება. ახლა კი წავალ და დამიმახსოვრე რაც მოხდა არ შეგრჩება, იმედია მალე გაგიცნობს
ანა კარს აღებს, სახლში შედის, ჩანთას იღებს და დამშვიდობების გარეშე სწრაფი ნაბიჯებით გადის
პოპულალური ვიდეოები