შემიტყუე საწოლში XII +18
შემიტყუე საწოლში XII +18
გაყინულ ქვაფენილზე ხელებს გამალებით ვუსვამ და სიბნელეში თვალებს ვაცეცებ, ეს არ მომხდარა, ეს არ მომხდარა, ვიმეორებ გონებაში, გამბედაობა მოვიკირიბე და ტელეფონი ისევ ჩავრთე, ნიკოლოზთან ვრეკავ, გთხოვ მიპასუხე, გთხოვ მიპასუხე...
ნიკოლოზი ყურმილს არ იღებს, მახსენდება რომ მთვრალია, მაგრამ არცისეთი მთვრალი რომ ტელეფონის ხმა ვერ გაიგოს, კატო ნიკოლოზზე ადრე რატომ კატო არ გამახსენდა? მესამე ცდაზე კატო ყურმილს იღებს
-ბონჯორნო- მეუბნება ნამძინარევი ხმით, რატომაა ასეთი გადარეული?
-ნინი ვარ, სასტუმროს ქვემოთ პირველივე შესახვევში რომ ქუჩაა იქ ვარ გთხოვ ჩამოდი და დამეხმარე
-რას აკეთებ მანდ?- უბრუნდება ჩვეულებრივი ტონი
-ნიკოლოზი გამოჩნდა სისხლი მომდის თავიდან!
-რომელი ნიკოლოზი?
-პირველი!
-მზესუმზირებს რომ ჭამდი ის?
-რა მნიშვნელობა აქვს ვის გამო ვართ აქ?
-მოვივარ ახლავე- მეუბნება და ტელეფონს თიშავს
კედელზე ვეყრდნობი და შიშისაგან ვხახცახებ თავი უფრო მტკივა და არც ვიცი რა გავაკეთო, ლამპიონებით განათებულ მეორე ქუჩაზე თეთრებში ჩაცმულ ადამიანს ვხედავ რომელიც ბრწინავს, მოვკვდი უკვე? ვეკითხები საკუთარ თავს და ლამის გულიც წამოვიდა, ის ფეხს უჩქარებს და ჩემთან მოდის, ყვირილს ვიწყებს, კატო ტელეფონს სახეზე ინათებს და უფრო შემზარავი სანახავი ხდება
-რა მოხდა რას აკეთებ აქ?- დგება მუხლებზე და ჩემს აყენებას ცდილობს
-ხომ გითხარი!
-მეძინა რა გავაკეთო, ის ნიკოზი გამოჩნდა?
-ხო- ვიღლები პასუხებით
-უფასო?
-ხო უფასო ნიკოლოზი- ვუქნევ თავს და ჭრილობა უფრო მტკივა
-სასტუმროში დავბრუნდეთ, სისხლი მოგდის? - მეკითხება კივილით - გაგაუპატიურა?
-არა, კედელზე მიმანარცხა
-რა სიმხეცეა- ჩაიბურტყუნა და მხარზე ხელი გადამხვია
ხმის ამოუღებლად სასტუმრომდე მივედით
-სიარული შეგიძლია?- მეკითხება სასტუმროს კართან
-აქამდე როგორ მოვედი?- ვბრაზდები მის უაზრო კითხვებზე, მთელი ცხოვრება ამას რატომ ვერ შევეჩვიე, სიარულის დროს ვამჩნევ რომ თავზე ისევ გვირგვინი ადგას
-ამ კაბით და გვირგვინით გეძინა?- რატომ დამაინტერესა არ ვიცი
-ხო შეიძლება, ერთხელ მეც მეძინოს დედოფალივით
-ისე შემაშინე მეგონა მოვკვდი და ზეციდან ჩემს წასაყვანად ვიღაც მოვიდა
-ვიცი რომ არაამქვეყნიურად ლამაზი რომ ვარ- უხარია და მხრებში სწორდება
-არაამქვეყნიური რომ ხარ მაგაში დავრწმუნდი უკვე
-რატომ ჩახვედი მარტო, ვერ დამიძახე გადაირიე ასეთ დროს მოსაფერებლად რომ არ დაგიძახებდა ვერ მიხვდი?- უცებ სერიოზულდება კატო, მაგრამ მერე- რა გითხრა რაზე გელაპარაკა, შერიგება უნდოდა?
-ხო უარი ვუთხარი და კელზე მიმანარცხა!- რა დავაშავე ასეთი?- მითხრა აღარ მომძებნოთო, ძალიან შემეშინდა, დაცვას არ უთხრა რაც მოხდა
სასტუმროში შესვლისას გაოცებულები გვიყურებენ, ხმას ვეღარ ვიღებ, ორი გოგონა ჩვენსკენ სირბლით მოდის
-უთხარი რომ დავეცი- გადავჩურჩულე მას
-არ ვიცი როგორ უთხრა
-ინგლისური ეცოდინება რომელიმეს
კატო რას ელაპარაკება ვეღარ ვიგებ, თანამშრომლები დახმარებას გვთავაზობნ მაგრამ უარს ვამბობ და ნომრის კართან მივდივარ და ტირილს ვიწყებ
კატო კარს ფეხით და ისეთი ხმაურით აღებს, მგონია მთელმა სასტუმრომ გაიღვიძა
-ცოლი გიკვდება ადექი ბიჭოოო!- იკივლა ბოლო ხმაზე
ნიკოლოზი ლოგინიდან ხტება და გაოცებული სახით იყურება, რამდენიმე წამი გონზე მოსასვლელად სჭირდება და საცვლების ამარა ჩვენსკენ მორბის
სანამ ნიკოლოზი ჩვენამდე მოაღწევდა კატო სიტყვებს ერთმანეთს აყრის
-ღამეც როგორ ცხელა აქ, ასეთი კაცი გვედით გიწევდა რა მიგარბენინებდა ქვევით ამ სიბნელეში?
ნიკოლოზის დანახვაზე ისევ ტირილს ვიწყებ და პატარა ბავშვივით გული მიჩუყდება
-რა მოხდა იხრება ჩემსკენ ეს სისხლია?- მეკითხება გაოცებული
-ის ნიკოლოზი დახვდა ქვემოთ
ნიკოლოზი თვალებს აფართოვებს და მეც ტირილს ვუმატებ
-კარგად ხარ?- არ მეშვება და ლოგინზე მაჯენს
-თავი მიარტყმევინა კედელზე, უთხრა ჩემი მოძებნა შეწყვიტეთო!- ეუბნება კატო, ამის თქმას არ ვაპირებდი
-რატომ ჩახვედი ქვემოთ უჩემოდ?- იღრიალა ნიკოლოზმა
ტირილს ვუმატებ, მაგრამ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში კატო მაინც არ ჩუმდება
-ღმერთო რა მამაკაცურია- ამოიოხრა და ხელების ქნევა დაიწყო
-მიპასუხე?- იმუხლება ჩემს წინ და თვალებში მიყურებს, მეც ტირილს ვუმატებ
-კატო საავადმყოფოში დარეკე!- უბრუნდება ჩვეულებრივი ხმა
-ნომერი არ ვიცი
ნიკოლოზი საწოლში ტელეფონს ეძებს და იტალიურად საუბარს იყწებს
-არ უთხრა რაც მოხდა, გამოძიებას დაწიყებენ- ვაწყვეტინებ საუბარს
-გამოძიებას მე მივხედავ- მეუბნება გაბრაზებული
-ჩემი მამაკაცური- თავს აქნევს კატო და გვირგვინს ისწორებს
ნიკოზლოზი ტელეფონს ლოგინზე აგდებს და ჩემთან მორბის
-მაჩევე თავი- თავს ვხრი და ტორილს უმატებს, ცოტახანში ჩემი ტირილი კატომ გადაფარა
ათ წუთში სანამ ნიკოლოზი ყველაფერს არკვევს საავადმყოფიში მივყავარ ექიმებს თავზე პატარა ნაკერებს მადებენ და ჭრილობას მიმუშავებენ, ნიკოლოზი ჩემს გვერდით ზის და ხელს მიშვერს
-თუ გეტკინება ხელი მაინც მომიჭირე- უელავს თვალები და ამდენი ხნის მერე პირველად იღიმის
დილით საავადმყოფოდან სატუმროში ვბრუნდებით, საწოლში ვწვები და თავს ვატრიალებ რომ არ მეტკინოს, რამდენიმე წუთში ვითიშები და მეძინება
შუადღის ორი საათია თვალებს ვახელ და მზის შუქი საშინლად მაწუხებს, ნიკოლოზის სახე და გვირგვინიანი კატო თავზე მადგას
-კარგად ხარ?- მეკითხება მზრუნველი ტონით- არ ინერვიულო, ნიკას მალე იპოვნიან
-რა გააკეთე- ვკდები ლოგინიზე და ტკივილი უფრო მიძლერდება - მან თქვა რომ არ უნდა მოვძებნოთ
-არ მაინტერესებს რა თქვა ნიკოლოზზმა, ეს უკვე ზედმეტია, რაღაცას გაურბის და შეშინებულია შეშინებული ადამიანი არც საშიშია და არც სანდო, შესაბამისად თავს ვიზღვევთ და პირობას გაძლევ ორ დღეში ვიპოვით, მაქსიმუმ ორ დღეში
-ეს არ უნდა გაგეკეთებინა!- ძვლივს ვამბობ
-უნდა გამეკეთებინა, რა ვიცი იქნებ მთვარეულივით ღამით კიდევ მოგინდეს გასეირნება და ეგ უტვინო თავი კიდევ მიგარტყმევინონ სადმე
-კიდევ კარგი არ გაგაუპატიურა- თავს აქნევს კატო
-გაუპატიურება და მასთან სექსი რომ ნდომოდა მასთან დარჩებოდა- ტრიალდება კატოსკენ ნიკოლოზი და თავს უქნევს
მეწყინა
-გაარკვიე რამე?- ვეკითხები ნიკოლოზსს
-საქმე მგონი ბევრ ფულს ეხება, შარშია გახვეული რაღაც ბევრი მოტეხა, ზუსტად არ ვიცი მეტყვიან
-ფულიან კაცებში ბედი გაქვს- ღიმილით მიჯდება კატო გვერდით
-გეყოფა- ვაჩერებ მას- ეგ გვირგვინი მოიხსენი თორემ თავზე შეგიხორცდება
-გშია?- მეკითხება ნიკოლოზი
-არა!- ვუჭრი მოკლედ
-კარგი მაშინ ვეტყვი არ რამე ამოგიტანონ!- ამბობს და ოთახიდან გადის, კატო ოთახიან სანამ გავიდა თვალი არ მოიცილებია
-ვგიჟდები მკაცრ მამაკაცებზე!- ამოიხრა მან- შენ უნდა თვა ბედი მქონიაო, ერთი ასეთი ნიკოლოზი მეც მიშოვე
-კატო ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, დედასთან უდა დავრეკო- მინათთება გონება

-ნინი, საყვარელო აქამდე რატომ არ დამირეკე?- იკივლა დედამ და ღრმად ამოისუნთქა
-დედა რა მოხდა ვინ მეძებს?
-კარგად ხარ?- მაწყეტინებს
-კი კარგად ვარ რა მოხდა?
-ორი კაცი იყო მოსული, ნიკოლოზის მეუღლე აქ ცხოვრობსო? მე ვკითხე რომელი ნიკოლოზისთქო და გაგიჟდნენ, იმის იტალიაში რომ არისო, იტალიაში ორივეათქო და ლამის ხელით შემეხენ
-შეგიძლია უფრო გარკვევით მომიყვე?
-შენ პირველ ქმარს ეძებენ და შენ როგორც მის ცოლს!
-მე რა შუაში ვარ?
-არ ვიცი , მაგრამ შემეშინდა, იციან რომ შენი პირველი ქმარი იტალიაშია, შენც მაგიტომ წახვედი მანდ, იმ ნიკოლზსს ეძებ?
-დედა ამაზე მოგვიანებით, საშიში არაფერია- გული ლამის ამომივარდა
-დედა არ არის ეგ ნიკოლოზი ცუდი ბიჭი რატო ეძებ ძველს?
ღმერთო ამანაც დაიწყო
-დედა უნდა წავიდე, მერე დაგელაპარაკები თუ ვინმემ რამე გკითხა, უთხარი რომ არაფერი იცი ან მოუყევი რაც მოხდა
-დედა 20 000 იმიტო გადავიხადე ქვეყანას მოუყვე რა მოხდა?
-ეგ 20 000 ჩემი კარადის უჯრაშია, შესვლისთანავე მესამე უჯრა
-რა?- იკივლა
-ხომ გითხარი მერე გეტყვითქო, წავედი გკიცნი და თავს გაუფრთხილდი

-რა თქვა?- მკითხა დასრულებისთანავე კატომ
-მეძებენ როგორც მის ცოლს, მაგრამ მე რა სუაში ვერ ვერ ვხდები
-საყვარელო, ყველამ არ იცის რომ მან ქორწილის დღეს მიგატოვა, მათ ჰგონიათ ალბათ რომ მის შესახებ ნებისმიერი რამ იცი, მაგრამ სინამდვილეში მის სახელზეც კი დაფიქრდი საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ მეთანხმები?
-ხანდახან ესე რომ აზროვნებდე არ შეიძლება, ხანდახან მაინც?- ვკითხე მას
-ისედაც დაძაბულ ცხოვრებაში ესე აზროვნება სულ დამღუპველია შეირგე რა, იტალიაში ხარ ბოლოსდაბოლოს, კაცი გყავს ისეთი სუნთქვას შეგიკრავს, ფული აქვს იმდენი რა გინდა რომ ისურვო, ყველაფერი გაქვს რა არ გყოფნის?
-მინდა რომ იმ ნიკოლოზს გავშორდე და მშვიდად ვიცხოვრო მარტომ
-მარტო?- თვალეები გააფართოვა კატომ!
-ხო არ მინდა არაფერი!
-მერე ამ ბუღასავით კაცს რას უშვები?
-მიხედოს თავის ცხოვრებას და მე ჩემსას მივხედავ
-ეგ რომ გდომოდა ახლა აქ არ იქნებოდი წამოკოტრიალებული და მის დანახვაზე გული არ აგიჩუყდებოდა- მახსენებს გუშინდელ რამეს კატო და მეც ვიძაბები
-ეგ არაფერს ნიშნავს- ვიუარე- მე მხოლოდ შეთანხმებას ვასრულებ
-რა თქმა უნდა- ჩაიცინა კატომ და ოთახში ნიკოლოზიც გამოჩნდა
-თითქმის იპოვეს- ამბობს თვალებგაბრწყიბებული და მეც გული თავის არსებობას მახსენებს
-ვინმეს რომ რამე დაუშავოს?- ვეკითხები მას
-მაგის თავი რომ ჰქონოდა ჩვენ დანახვაზე არ გაიქცეოდა, შენთან მიხვდა რომ გამოუვიდოდა, შეგაშინებდა და მიიღო კიდევაც რაც უნდოდა
ოთახში მომღიმარი გოგონა შემოდის და ლანგარს მაგიდაზე ღიმილით დებს, ინგლისურად მომიკითხა და ოთახი ღიმილითვე დატოვა
-საჭმელიც მოვიდა!- გაიღიმა ნიკოლოზმა
კატო ფეხზე წამოდგა თეფშს ხელი მოჰკიდა და ჩემსკენ ღიმილით გამოემართა
ნიკოლოზს ტელეფონი ურეკავს და ოთახიდან გადის, ვღიზაიანდები და ვცდილობ გავიგო რა ხდება, თუმცა შორიდან იტალიური მესმის და მაინც ვერაფერს ვიგებ
-ჭამე- მიწვდის ჩანგალზე წაოცმულ რაღაცას კატო
-არ მინდა არ მშია- ვუქნევ უარყოფისნიშნად თავს და ვიჭყანები
-რატომ ბავშვობ ესე არ შეიძლება, თუ გინდა ნიკოლოზს თავი შეაცოდო?
-ეგ საიდან მოიტანე?- გავბრაზდი
-რავიცი ისე ვთქვი, მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი
-კატო პატარა ბავშვი მართლა არ ვარ თუ მომინდება შევჭამ, რა საჭროა ეს ყველაფერი?
-გითხარი შეჭამე მეთქი თორემ ნიკოლოზს გავაუპატიურებ
-რაც გინდა ის უქენი- პასუხის მერე ვიაზრებ რა მითხრა და არ მესიამოვნა
-არ ჭამს?- ოთახში წარბაწეული შემოდგის ნიკოლოზი
-არა!- ამბობს კატო- ბავშვით იქცევა
-კატო შეიძლება დაგვტოვო რამდენიმე წუთით დაისვენე, შეგიძლია შენც ჭამო, მზადაა ყველაფერი, ამას მე მივხედავ
-მაგასაც ეს უნდა- ამბობს კატო, ოთახიდან გადის და იმის ნიშნებაც ვერ მოვასწარი რომ ძალიან გავბრაზდი
-არ ჭამ?
-არა- ვუჭრი ცივად- გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი, სრულწლოვანი ვარ თავი ოდნავ მეტკინა, შიმშილით გული თუ წამივიდა ნახავთ, თან კარგია ცოტა შიმშილობა
-კი გეთანხმები, ცოტა გასუქდი- მიქნევს თავს
-მართლა?
-არ მოძრაობ და რა იქნება, არც ისე და არც ასე
-შენი ხუმრობების თავი არ მაქვს ისედაც ცუდად ვარ!
-ეგ იმას არ ნიშნავს რომ საჭმელ არ ჭამო
-გითხარი არ მშია, შეგიძლია კატოს გაყვე და მასთან ერთად ჭამო, ან რომელიმე ბრენდ მაღაზიაში სრული კოლექცია მოუხსნა
-მოიცა რა?- გაიოცა ნიკოლოზმა და თეფში მაგიდაზე დადო- შენ რა იეჭვიანე რაც მოხდა, დაქალზე, მერე რა რომ ვუყიდე, მან ეს დაიმსახურა, მართალია ის რომ არა ახლა თავი გატეხილი არ გექნებოდა, თუმცა სამაგიეროდ ნიკოლოზი ვიპოვნეთ თითქმის
-თითქმის- ჩავიბურტყუნე
-შენ რა ჩემში ეჭვი გეპარება?
-ეგ არ მითქვამს- ვაქნევ თავს
-კი თქვი, მაგის მანიშნებელი იყო აბა რას ნიშნავს თითქმის, შენ როგორც სექსუალურ კაცს ისე მიყურებ, დროა ჩემში სხვა რაღაცეებიც დაინახო
-გადი კატოსთან
-თქვენი სახელი?- მეკითხება სიცილით
-ნინი- ვპასუხობ ცივად ისე რომ ხუმრობის ნაწილი მაიც ვხვდები
-ნინი შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-გისმენთ, არ შეიძლება, მაგრამ მაინც მკითხავთთ
-თქვენ თავი ხომ არაფერს მიარტყით რა კატო?- მეკითხება მთელი სერიოზულობით
-შენ რა ჩემს ასეთ მდგომარეობაზეც ხუმრობ, გადი ოთახიდან და მარტო ყოფნის საშუალება მომეცი- ვხტები საწოლიდან
-ამას ხუმრობით რომ არ მიუდგე და სერიოზულად დავფიქრდე რა მოხდა, შეიძლება გავგიჟდე-სერიოზულდება და ისევ თეფშ იღებს- ახლა კი დრო ჭამო
-ხომ იცი რომ უხო კერძებს ვერ ვიტან
-ლოკოკინები ჭმე ამასაც შეჭამ, ქათმის ხრაშუნა ხორცი პარმეზანის ყველით, ნაჩოსი, ღორის ხორცის მინი ბურგერი, შემწვარი მოცარელას ჩხირები, მაიონეზი ქარის სოუსით- საწოლზე ჯდება და ჩანგალს ჩემსკენ წევს- რატომ ჩახვედი ნიკას სანახვად რის გარკვევას ცდილობდი?
-რატომ გაინტერესებ?
-მაინტერესებს ისევ შეგრჩა თუ არა რამე გრძნობა მის მიმართ
-ეს მე და ნიკას საქმეა
ჩუმდება მერე კი უდარდელი ხმით ამატებს
-ხო და იჯექი თავგატეხილი, გინდა ერთი ზღაპარი მოგიყვე?
-არ მინდა!- ვუჭრი ცივად
-რახან არ მეშვები მოვყვები, ერთ სამეფოს სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალი მართავდა, ქალი უნაკლო სილამაზის მატარებელი იყო შესაბამისად მას ბევრი მთხოველი ჰყავდა, დედოფალს არ სურდა გათხოვება და ვინმესთან საერეცელის გაზიარება, შესაბამისად რამე ისეთი უნდა მოეფიქრებინა რომ მის სასახლესთან მთხოვნელთა როგები შეწყვეტილიყო- ჩუმდება- ვიღაც გამახსენდა მაგრამ მოდი გავაგრძელებ, მოკლედ სამეფოში ყველაზე ცნობილ მჭედელს შეუკვეთა რკინის საცვალი ხომ მიხვდი რატომაც, მოკლედ დედოფალმა ჩაკეტა თავისი საცვალი და გასაღები ზღვაში გადააგდი, გავიდა ხანი დედოფალს მოუნდა ის რაც შენ გინდა ხოლმე, მაგრამ ვერაფრით ვერ გახსნა, მჭედელს კი შეუკვეთა მინი ჩაქუჩი იმიათვის რომ საცვალზე ეკაკუნებინა და სიამოვნება მიეღო, ერთ წელიწადში სასახლე ყველამ დატოვა
-იმის გამო რომ ქალმა პატიოსნება შეინარჩუნა?- ვკითხე გაოცებულმა
-არა იმის გამო რომ დედოფალი დღე და ღამე უკაკუნებდა თავის საცვალს და ხმაური ვერ აიტანეს
-შენ ზღაპრებში და ლექსებში მაგარი ხარ
-ამბობენ- ჩაიცინა და ამ ზღაპრის მოყოლა ისე დაასრულა მთელი თეფში საჭმელი შევჭამე
ნიკოლოზის ტელეფონზე ისევ ზარია, ყურმილს იღებს და იტალიურად იწყებს საუბარს, მალევე თიშავს და ჩემსკენ ტრიალდება
-იპოვეს- მეუბნება თან იღიმიდ და თან ნერვიულობს- უნდა წავიდე, თავს გაუფრთხილდი
-სად უნდა წახვიდე?- წამოვხტი ფეხზე- მეც მინდა წამოვლა
-ხომ იცი რომ ეგ რასაც ამბობ აზრსმოწყვეტილია, დროს ნუ მაკარგვინებს
ნიკოლოზი ოთახიდან გადის, ფეხზე ვხტები და კარადიდან ტანსაცმელს ვიღებ, სპორტულ ფორმაში ვეწყობი და უკან ვედევნები, სასტუმროს გასასვლელში პერსონალი თავაზიანად მიღიმის ვხედავ როგორ ჩაჯდა ნიკოლოზი მანქანაში გავიქეცი მაგრამ ვერ დავეწიე
ტაქსის გამოჩენას დაველოდე, ჩემს წინ შავი მანქანა ჩერდება, ვიღაც გადმოდის და ჩემსკენ მოიწევს რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიწევ
-ხმა არ ამოიღო ჩაჯექი!- მეუბნება მკაცრი ტონით და მანქანის კარს აღებს

სიბნელე...

ცივ ნაცრისფერკედლებიან ოთახში ვართ, ჩემს წინ ჩემი ქმარი ნიკოლოზი სკამზე შეკრული ზის, მეც იგივე მდგომარეობაში ვარ
-ეს არის შენი ცოლი?- ეკითხება ვიღაც კაცი
-კი -თავს უქნევს ის
-ლამაზი გინდა, გინდა უყურო როგორ უნდა მოექცე შენს ცოლს ან როგორ ექცევიან ნამდვილი კაცები ცოლებს?- კაცი თავს მაწევინებს და სახეზე ხელს მისვამს- ეს უნდა ნახო იმიტომ რომ შენ ნამდვილი კაცი არ ხარ
ბოლო ხმაზე ყვირილს ვიწყებ
-უთხარი რომ მე არაფერ შუაში ვარ, თუ ვალი აქვს გეფიცებით გადავიხდით
-აქ შენს გამოც ვარ- მეუბნება ზიზღით ნიკოლოზი- შენ ეს დაიმსახურე
-მოდი ცოლმა უყუროს ქმრის ტანჯვას, როგორც ჩანს ის უფრო განიცდის და ქმარმა სიკვდილის შემდეგ იმას იმაზე იფიქროს რა მოუვა თავის ცოლს
კაცი თოფს იმარჯვებს და ნიკოლოს თავში უმიზნებს, სისხლი... სიკვდილი...
მერე ჩემსკენ ტრიალდება და მიღიმის

სიბნელე
პოპულალური ვიდეოები