შემიტყუე საწოლში IV +18
შემიტყუე საწოლში IV +18
მთელი სხეული მიცახცახებს და ვუყურებ ლუვრის წინ მდგარ პირამიდას არ მჯერა რო, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ძვირადღირებულ მუზეუმში, არ მჯერა რომ ვნახავ იმ მხატვრების ვისაც მთელი ცხოვრებაა ვეტრფი
-შევიდეთ?- მეკითხება კმაყოფილი ღიმილით, მიხვდა რომ ბედნიერი ვარ და სავარაუდოდ თვითონაც ბედნიერია, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ ის ხელს მიწვდის მე კი ზიზღით ვუყურებ და ირონიულად ვიცინი, ხელს ქურთუკის ჯიბეში იდებს და მხრებს იჩეჩავს
- კერძო გიდი გვეყოლება, არ ვიცი ფრანგული რამდენად კარგად გესმის, მაგრამ შემიძლია გითარგმნო თუ რამეს ვერ გაიგებ, ფრანგები გიჟდებიან ტურისტებზე ვისაც ფრანგული ესმის- მუზეუმისკენ ნელი ნაბიჯებით წავედით და უამარვ ტურისტს გვერდი ავუარეთ- ასე რომ თავაზიანობის გამოხატულებაა თუ ისტორიის თხრობისას რამდენჯერმე თავს დაუქნევ, გაუღიმებ და დაეთანხმები, იცი ფრანგულად როგორაა დიახ?
-არა
-ანუ იმ შტერი გოგოების კატეგორიაში შედიხარ ვისაც საფრანგეთში მოგზაურობა უნდა და წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება ამ ქვეყანაში.
-მე შტერი არ ვარ, ძალიან კარგად ვიცი აქ გამოფენილი ექსპონატების შესახებ ყველაფერი, შეგიძლია გიდი არ აიყვანო
-ისე მელაპარაკები თითქოს მე მიმატოვეს ქორწილის დღეს
-მოკეტე!- ვაწყვეტინებ ცივად და თავს დამცირებულად ვგრძნობ
- გიდის აყვანის შემთხვევაში იმაზე მეტს ნახავ ვიდრე ეს ჯგუფები
-მაშინ პირდაპირ მითხარი როგორაა დიახ და მოვრჩეთ
-უი!- გამოთქვა აქცენტით
-უი! უი! უი! - ვიმეორებ ბურტუნით - უი! უი! უი!
-გაჩუმდები? თავი პანაშვიდზე მგონია- მაწყევტინებს სიცილით
მუზეუმში ნიკოლოზი გადის და გამოდის, ვიღაც-ვირაცეებს ესაუბრება მერე თვალს მიკრავს და მანიშნებს წავიდეთო, თეთრ პიჯაკში გამოწყობილი ქუსლებზე შემდგარი ქალი ფრანგულად გვესალმება, მადლობას გვიხდის და გვიღიმის
-რა სექსუალურია ნახე- მითითებს ქალის უკანალზე
- 20 000 ლარიანო , სექსუალურის გადათარგმნა არც ისეთი რთულია რომ იცოდე, გაიგონებს!
ქალი ისტორიის თხრობას იწყევს სავარაუდოთ მუზეუმის შესახებ, მე იდიოტივით თავს ფუქნევ და ვუღიმი
-კარგია- მიჩურჩულა ყურში
უფრო გავაქტიურდი და ფრანგული ენა საოცრად ნაზად მხვდებოდა ყურში, გონებაში ვიხსევებდი მუზეუმის ისტორიას და წარმოვიდგენდი რომ იგივეს ყვებოდა
-თუ რამეს ვერ გაიგებ მითხარი- მიჩურჩულა ისევ ნიკამ
-ნუ ბურტყუნებ და წინ იარე- ვეუბნები უხეშად
ბოლოს ერთ ნახატთან ვჩერდებით და წარმოდგენა არ მაქსვს ვის ეკუთვნის, ქალი ემოციებით ყვება ისტორიას და მეც ვაქტურდები, ისიც მიღიმის მეც ვიკრიჭები და თავს გამალებით ვუქნევ, ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და ნახევარი საათის წინ ნასწავლი ფრანგულის გამოყენება ვცადე, დაველოდე როდის შეისვენებდა ქალი, ნახატს უფრო მივუახლოვდი დავაკვირდი და თავი ისე დავიჭირე თითქოს აღფრთოვანებული ვიყავი, ქალმა რაღაც ორი წინადადება დაამატა და
-ვაი- გავუღიმე მე
ქალმა წარბები შეკრა და კიდევ გაიმეორა წინადადება
-ვაი, ვაი- დავუქნიე თავი, მერე ნიკასკენ შევტრიალდი მინდოდა ბედნიერება მოჩნენებითად გამეზიარებინდა, მაგრამ ის უკვე ბედნიერზე მეტი იყო, ბოლო ხმაზე ხარხარებდა და მუხზე ხელს ირტყამდა
-რა ჯადაბა გჭირს?- ვკითხე ღიმილით რომ ქალს არაფერი შეემჩნია
-უი და არა ვაი- ძვლივს გავარჩიე სიტყვები
ქალს ღიმილი სახეზე შეახმა და გვანიშნა გავჩუმებულიყავით, მუზეუმის დათვალიერება განგავგრძეთ, ნიკას მიუახლოვდი მხარზე ხელი მოუჭირე, კბილი კბილს დავაჭირე და გამწარებულმა ვთქვი
- ვაუ და უი შენ!
უარსეი გავაკეთე და გიდიც ძალიან გაბრაზდა, საბოლოო ჯამში მონა ლიზამ დააგვირგვინა ეს დღე, ისეთი აღფრთოვანები ვუცქერდი ლეგენდარულ ტილოს, რომ საერთოდ ვერ შევამჩნიე როგორ შემომხვია ხელი 20 000 ლარიანმა ნაბიჭვარმა, მერე თავი თავზე მომადო გამიღიმა და მკითხა
-საოცარია არა?
-ისევე როგორც შენი 20 000 ლარი ჩემი ცოლად წაყვანისთვის
-აბა ისეთი ისტორია გაქვს აუცილებლად მოხვდები ლუვრში წლების შემდეგ- პაუზა- ვაი , ვაი, ვაი!


საღამოს ქუჩებში გავისეირნეთ, ლაპიონებით განათებული პარიზი გასაოცარი იყო, სიმშვიდე, ბარებიდან გამოსული ფრანგული მუსიკის ხმა და ყავის სუნი ტრიალებდა ჰაერში,
-შენთან რაღაც წინადადება მაქვს
-არ მაინტერესებს
-9000 ლარის განულება მინდა შემოგთავაზო სურვილების სანაცვლოთ თუ დამთანხმდები მითხარი ვაი- დაიწყო ისევ სიცილი
-დიდხან გაგრძელდება ეს ყველაფერი?
-მანამ სანამ ვაი ვაის არ გაძახებინებ!
- მგონი ჩვენ სექზე შევთანხმდით
-არა, გადავიფიქრე სიტყვა სხვა რამეზე მოგეცი, საფრანგეთში ვართ ისე მოვიქცევი როგორც მე მინდა, შენ ფრანგული სიტყვებიდან მხოლოდ ვაი იცი, ფრანგებს კი არ მოსწონთ როდეცას ინგლისურად ელაპარაკები, ასე რომ მოკლედ რომ ვთქვა დარხეული გაქვს. ჩემი ვულკანი ამოფრქვევას ლამობს და თუ ამოიფრქვა მიმიქარავს პომპეი
- რა სურვილი გაქვს?
-მოკლედ 1000 ლარიანი სურვილია თუ შემისრულებ 8000 ლარი დაგრჩება გასანულებელი
-სურვილს გააჩნია- დავიძაბე და სიარული შევწყვიტე
-ახლა ამ ხალმხრავალ ქუჩაში უნდა იყვირო...
-ვირი ვარ და ვყვირივარ?- ვაწყევტინებ და ირონილულად ვუღიმი- შენი გონება მეტს ვერ ქაჩავს?
-არა მინდა რომ იყვირო კაცი მინდა! თან ბოლო ხმაზე
-არა, არ ვიყვირებ! შენ რა დამცინი?
-წარმოიდგინე ერთი თვე სრულ სიმშვიდეში, კაცურ სიტყვას გაძლევ- მეუბნება, ცალ წარბს ზემოთ სწევს და ხელს მიშვერს- ვაი?
-სირცხვილია!- ვბურტყუნებ
-ფრანგები არიან რა უნდა გაიგონ?- მაწყევტინებს- მათ ეგონებათ რომ აქ ჩამოსვლით ბედნიერი ხარ, ხელები გაშალე გაიღიმე და იყვირე მე შენგან შორს დავდგები და 8000 ლარი მეორე სურვილი 2000 ლარიანი იქნება
-რატომ გინდა რომ ეს გავაკეთო?
-იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ შენი ცხოვრების საკუკეთესო მოგონებად დარჩება ასეთი სიგიჟე, ვაი?
-უი! - ვუჭრი მოკლედ
ნიკას ბედნიერებისაგან თვალები უბრწყინავს აქა-იქ ტურისტები დადიან, გვერდით პატარა ბარებია საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია , ძალას ვიკრებ და ლაპიონის ქვეშ ვდები ნიკა უკან იწევს, ხელებს ვშლი ვიკრიჭები და ვითვლი
-ერთი, ორი, სამი.. კაცი მინდაააა!- ვყვრი ბოლო ხმაზე!
ტურისტები ჩერდებიან, მიღიმიან და თავს მიკრავენ
-შენთვის იბრძოდა დავირთ აღმაშენებელი?- მესმის უკნიდან ქალის ხმა- შენთვის იბრძოდა მეფე თამარი რო საფანგეთში დამდაგრიყავი და ეგ გეყვირა?
ხელები ჰაერში მრჩება და ადგილზე ვშედები, ქერა პუტკუნა ქალი წინ მიდგენდა და ზიზღნარევი თვალებით თვალებში მიყურებს
-არ გრცხენია გოგო, ქართველი არ ხარ, თავს გვჭრი ხო?
ისევ ხელები ჰაერში ისევ ღიმილი სახეზე, ამას არ ველოდი
- ჩემი ცოლია- მორბის ჩვენთან ნიკოლოზი
-მერე ვერ მიხედავ რო აყვირებ უქენი რამე... გაუზდელი!
- რომ არაფრზე მთანხმდება იმიტომ ყვირის. - უღიმის ნიკოლოზი
ქალმა რაღაც ჩაიბურტყინა და გაგვეცალა
-ხელები ჩამოუშვი!- მითხრა ღიმილით, ცალ ხელს დაბლა ვწევ და მეორეს მთელი ძალით სახეში ვურტყამ სწრაფი ნაბიჯებით ქუჩაში მივივარ და ნიკაც უკან მომყვება
-ეს ქართველი ემიგრანტების საყვარელი ადგილია, წაროიდგინე რამდენიმე რესტორანი აქ ქართულია
- ეს გინდოდა?- ვტრიალდები მისკენ და თვალებიდან სიმწრის ნაპერწკლები მცვივა
-კარგი რახან ეს შეგემთხვა იყოს ზემოდგან 500 ლარი, გასანულებელი 7 500 ლარი
-არ გაბედო და დამელაპარაკო! - სწარფი ნაბიჯებით გაურკევევლი მიმართულებით სადღაც მივდივრა გვერდით სტრიპტიზ კლუბებია
-შევიდეთ?- მესმის ნიკას ხმა ზურგს უკან- შევიდეთ გთხოვ, აქ მაინც ვნახავ გახდილ ქალს
-! - ვყვირი ბოლო ხმაზე და ნეონით განათებულ ქალის ფიგურასთან ვჩერდები, დავიღალე
-გჯერა? - ქოშინებს ნიკოლოზი - აქ კაცები ქალებისთვის ფულს იხდიან საქართველოში კი 20 000 ქალები კაცებისთვის
-მეზიღები!- ვცრი კბილებიდან
-აქედან წასვლა მინდა, მთელი მოგზაურობა ჩამაშხამე ასეთი როგორ გაჩნდი?
- პატიების ნიშნად კიდევ ერთ რამე გთავაზობ, ვაი?
-ხმას ნუ იღებ!
-500 ლარს ვაჭრი და 7000 გასანულებელი , თუ შოპინგზე წამომყვები
-შენი საყავრელი არ ვარ რომ შოპინგზე ფულები დამახარჯო
-მაშინ შენ დამახარჯე შენი ოჯახი მიხდის ფულს
-მძულხარ
-წამომყევი გთხოვ ჩემი ანგარიშით 7000 მალე გაანულებ
-არა!- უჭრი მოლედ და ნეონის განათებას ვუყურებ თვალებს ვხუჭავ და ფეხს გამალებით ვაკაკუნებ ასფალტზე
-მაშინ აქ დაქტოვებ და მე სასტუმროში წავალ
-სახლში მინდა!
-ნინი, პირველად გეუბნები რომ ლაზი ხარ, მინდა უფრო ლამაზი იყო, წარმოიდგინე, ფრანგული ღვინო, მდიდრული რესტორანი და ვიოლინოზე შესრულებული ფრანგული მუსიკა ამას ბონუსად ზედმეტად სექსუალურ მამაკაცთან ერთად ყოფნა
-შენ თავს თუ გულისხმობ მაშინ არ წამოვალ
-ვიყიდოთ მაშინ შენთვის ერთი კაი ბიჭი 10 000 ევროდ თუ გინდა და 2 კაცი გეყოლება, ერთი გააქირავე დამატებითი შემსავალია, ვაი?
-რა ცანცარა ხარ?
-მოდიხარ შოპინგზე თუ გინდა გაიღვიძოს ვულკანმა?
-ვულკანის არ მეშინია
-აი მე ვფიქრობ რომ უნდა გეშინოდეს, სულ დასველდი , თუ სიგიჟეა სიგიჟე იყოს, იმ ქალზე ნუ ფიქრობ ხვალ არ შეხვდები და ვერც გიცნობს, რატომ კატოს მშობლებმა არ მიყიდეს?
-ბატონო? - რატომრაც არ მესიამოვნა
-ტაქსს ვაჩერებ იცოდე
ნიკოზლოზი ტროტუაზე დგება და ტაქსს ხელს უქნევს, მერე ჩემსკენ მოდის, მაგრამ ნეონის ქალთან ჩერდება წავიდეთ ლამაზო? - ეუბნება ფიგურას, მერე ჩემსკენ ღიმილით ტრიალდება და ამბობს- ბოდიში შემეშალა ძალიან გგავდა
-რა სასაცილოა- ვიკრიჭები
-შენსავით უნათებს ძუძუები
ტაქსში ვსხდებით და გაუკვეველი მიმართულებით მივდივართ, მძღოლს ფრანგული მუსიკა აქვს ჩართული რომელიც საოცრად უხება ამ ქუჩებს და ყველაფერს მავიწყებს, რამდენიმე წუთში სადღაც ვჩერდებით ნიკა მანქანიდან გადადის და კარს მიღებს
-მადამ, გადმობრძანდით თუ შეიძლება
მანქანიდან გადავდივარ და ჩემს წინ შანელის, დიორის, დოლჩე და გაბანას, ჰერმესის, ბარბერის და ლუი ვიტონის მაღაზიები ჩანს, გული მიჩერდება
-საიდან დავიწყოთ?
-ზარა არსად არ არის?- ვკითხე ირონიულად
-ჩემისთანა კაცს რომელსაც 20 000 ლარიანი ცოლი ჰყავს მასმარკას ვერ ვაკადრებ
-მოვრჩეთ ამ სისულელეს, მე შენი საყვარელი არ ვარ
-ვულკანიდან ლავა ამოფრქვევას ლამობს- ცრის კბილებიდან და შარვლის ელვას ხსნის
ნერწყვე ხმაურით ყვლაპავ აქეთ-იქით ვიყურებუ ხომ არავინ გვაკვირდება და თავს ვუქნევ
-ვაი?- მეკითხება ღიმილით
-ვაი შენ!- ვაწყვეტინებ კივილით- როდემდე უნდა იხუმრო ამაზე?
ხალხის გაოცებულ მზერას წავაწყდი აშკარად ზედმეტი მომივიდა
- შენ ახლა მსოფლიო ბრენდების მაღაზიებში უნდა იშოპინგო, არ შეგეფერება კივილი, მოდი ფრანგული ბრენდებიდან დავიწყოთ დიორი გაწყობს რას იტყვი?
- შენ ბარათს დავაცარიელებ! დაე იყოს ასე
-ახლა მართლა ვაი ჩემს ბარათს- გადაიხარხარა ნიკამ- ჩემს ღირსებაზეც რომ იძიო შური არ გიინდა?
-ძირში მოგაჭრი და დავისვენებ
-რა სექსუალური ხარ!
დიორის მაღაზიაში შევდივართ ნიკოლოზი კარს მიღებს და კონულტანტები ღიმილით გვესალმებიან, აშკარად არ ვგავარ აქ რამის მყიდველს და გოგონები ნიკოლოზისკენ მიდიან, ის რაღაცას ელაპარაკება და გოგონებიც ჩემკენ ღიმილით იწევენ
-თუ რამე მოგეწონება მთავარია თქვა ვაი და ეგ არის- თქვა ნიკოლოზმა ისევ ღიმილით
-ვაი შენი გაჩენის დღეს და ბარათს.
მედიდურად ვათვალიერებ შავ დახვეწილ სამოს, ჩანთებს აქსესუარებს და არჩევანს შავ მოკლე და გამოყვანილ კაბაზე ვაკეთებ
-რა რირს გადავჩურჩულე მას?
-8,900 ევრო - მპასუხობს ვითომაც აქ არაფერი
-ესეც ხუმრობის ნაწილია?- ვკითხე გაოგნებულმა
-მოგწონს თუ რამე გაიზომე და მაჩვენე
-გათბობაა ამ კაბაში ჩამონტაჟებული თუ რა ხდება?
-გათბობა თუ გინდა მე მითხარი- მიცინის ცალყბად შემდეგ კი ფრანგულ ენაზე რაღაცას ესაუბრება კონსულტანტს
-გეკითხებიან ას მოდელი არის თუ არა შენი ზომა, თუ კი მაშინ უთხარი ვაი- ხარხარებს ისევ ბოლო ხმაზე
- ვაი შენს პატრონს!- იარლიყზე ვიყურები და კონულტანტებს თავს ვუქნევ
გოგონები მიღიმაინ და გასახდელისკენ მაცილებენ
შავ კაბას ვიზომავ და სარკეში ვიყურები, შავი კაბა ტანზე მჭიდროდ მაქვს შემოკრული, ჩემს ფეხებს და სხეულის ფორმებს ხაზს უსვამს
-რა ლამაზი ხარ გოგო, გავიცნოთ ერთმანეთი- ვეუბნები ჩემ თავს- არა!- ვიბოხებ ხმას ჯერ 20 000 ლარი მომეცი
-გამოხვალ?- მესმის გასახდელის უკნიდან ნიკას ხმა
გარეთ გავდივარ ნიკას ყბა უვარდება და ხარბად მათვალიერებს
-დაიფარე პოპმეი ჩაძირვისაგან, რა სექსუალური ხარ- ვერ მალავდა ემოციებს- მგონი მამაშენმა დედაშენის თავზე მდგარ ყვავილებთან იმაიმუნა თორემ მეეჭვება ასეთი ლამაზი შვილი ყოლოდათ
- ხარ
ნიკა თავს უქნევს კონულტანტებს და ისინიც იღიმიან
-არ გაიხადო გეცვას!- მეუბნება მკაცრი ტონით
-შენ რა მართლა ყიდულობ ამ კაბას?
-კი და თუ უფლებას მომცემ საღამოს დიდი სიამოვნებით შემოგახევდი
-ბარემ ეგ რვაათასი ევრო დაგეხია
-სხვა რამესაც დავხევ და გავხევ არ ინერვიულო შენ- თვალს მიკრავს
-ფეხსაცმელს აქ აარჩევ თუ ვესტუმროდ შანელს?
-ამდენი ფული საიდან გაქვს?
- რა შენი საქმეა, მოგწონს? გყიდულობ აიღე იარლიყი მოხსენი და თმები შეიკარი
-ასეთ ფასიან საჩუქარს ვერ ავიღებ
-რა ვიცი ჩემზე არ გითქვამს უარი?
- შენს აჩუქარი ხარ?
-ბუნების საჩუქარი, მხოლოდ შენთვის, უბრალოდ ქორწილის დღეს შეფუთვიდან სხვამ ამომიყვანა
საკრედტო ბარათს თამამად უწვდის ღიმილიან გოგონას მერე აჩერებს შავ ჩანთას უახლოვდება და მე მაჩვენებს
-ეს ჩემი გემოვნებით შენგან.
-არა მაგ ჩანთას ხელში არ დავიჭერ
-მაშინ სხვა რამეს დაგაჭერინებ!- ცრის კბილებიდან
-რა ღირს? მინდა ვიცოდე
-იმდენი რომ ერთ კარგ ქმარს იყიდდი საქართველოში, მართალია ჩემნნაირს ვერა მაგრამ კაი ხარისხისას რა
-ენა გაქვს მოსაჭრელი
-ჯერ საქმეები უნდა აკეთოს ჩემმა ენამ თუ ცხრაათასს ვერ გაანულებ დააცადე- ამბობს და ტუჩებს ენის წვერით ისველებს
ალბათ გავწლითლდი
-რა გარყვნილი ხარ- ვბურტუნებ და კაბაზე ხელს ვისვამ
-შენ კიდე მაგ კაბაში სექსუალური და ვულკანის რისხვა
ბარათით თანხას იხდის, ჩანთას იარლიყს ხსნის და ხელში მაჩეჩებს
შანელის მაღაზიას ვსტუმრობთ, ახლა მხრებში ვიმართები და ფესხაცმელების შეჩევაში ნიკა მეხმარება, ბოლს გადაწყვეტილებას ის იღებს ისევ შავ ფეხსაცმელს ვიღებთ
-იმდენი იძახე დღეს ვაი და ვუი კი დაემსგავსე პანაშვიდზე მისულ ქალს, მაგრამ ამის გამრავალფეროვნება შეიძლება ამბობს და თეთრ პიჯაკს უახლოვდება არა ეს უკვე ზედმეტია
-კარგად გექნება შენი ზომა დავიმახსოვრე
-დავხევ და არ ჩავიცვამ- მართლა ზედმეტი მოსდის
-გითხარი რომ მერე მე სხვა რაღაცას გავხევ ისე რომ ვერავინ გაეროს

-ჰერმესსში რაღა გვინდა?- შევეკითხე მაღაზიიდან გამოსვლისაც
-შარფი!- ამბობს მოკლედ
-რამდენი დახარჯე?
-სამ ქმარს იყიდდი
-ღმერო რა სიგიჟეა, არ მინდა გთხოვ
-შენ ისიც არ გინდა, ესეც არ გინდა ეგრე სადაა?
მთელი სისწარფით შედის მაღაზიაში და შარფების არჩევას იწყებს, კონსულტანტები გაოცებულები მიყურებენ და ცოტა არ იყოს მესიამოვნა კიდეც
-აი ეს !-მოაქვს ჩემთან კრემისფერი შარფი რომელზეც ლურჯი ყვავილებია გამოსახული- აიწიე თმები - მეუბნება მკაცრად
თმას ზემოთ ვიწევ და ნიკა მიახლოვდება, ჰაერი იმუხტება შარფს თავზე მიკრავს და თმის რამდენიმე ღერს შარფინად აძვრენს , ჩემს ტუჩებთან ჩერდება, ჰაერს ღრმად ვსუნთქავ ის მიღიმის და ამბობს
-ესეც მეოთხე ქმრის ფული, აფსუს
მაღაზიიდან გავდივართ და თავი დედოფალი მგონია ქვაფენილზე ამაყად მივაბიჯებ და ბედნიერებისაგან გული გამალებით მიცემს
ნიკა ნაგვის ურნაში მოურიდებლად ყრის ჩემს ძველ ტანსაცმელს
-რა გააკეთე?- აღმომხდა გაოცებისაგან
-რა მოხდა რა ღირდა ისეთი? დიდი დიდი ქმარი გეყიდა რამდენიმე წუთით.
-ეს რატომ გააკეთე?
-ამას რესტორანში აგიხსნი შენი სილამაზისთვის კიდევ ათას ლარს გაჭრი, სულ 6000 დაგრჩა გასანულებელი არა? თუ კი მითხარი ვაი.
ტაქსში ვსხდებით და სადღაც მივდივართ
-პარიზში პირველად არ ხარ ხო?
-დაახლოებით ასჯერ მაინც ვარ ნამყოფი- მპასუხობს ღიმილით- მარლა ლამაზი ხარ, გემოვნება მაქვს
-მადლობა, მაგრამ რატომ სტუმრობ ასე ხშირად?
-რესტორანში ვისაუბროთ ამაზე
უზარმაზარ რესტორანთან ვჩერდებით, ვირაც კაცი ქოლგით ხელში გვხვდება
-ნუ დაემსგავსები სულელ ქალს მომეცი ამის უფლაბა- მეუბნება ჩურჩულით და წელზე ხელს მხვევს- საოცრად ვიწრო წელი გაქვს ჩემი ერთ-ერთი სისუსტეა
ლიფტით მეექვსე სართლზე ავდივართ შორიდან ვიოლინოს ხმა ისმის და დიდ ძველებურ დარბაზში შევიდვართ ოთკუთხედ მაგიდებზე ყავიფერი გადასაფარებლებია, ღვინის ჭიქები და ყვავილებში დაკარგული სათლებიც ციმციმებს
-რა ამაყი ვარ შეხედე როგორ გიყურებენ- ამბობს ნიკა- გიჟი კი ხარ, მაგრამ საოცრად ლამაზი და მიკვირს რატომ მიგატოვა იმ ნაბიჭვარმა
დარბაზში მსხდომებისკენ თვალს ვაპარებ დ ვხედავ რომ ყველა ჩვენ გვიყურებს
მაგიდასთან ვსხდებით საიდანაც ღამის პარიზის ხედი იშლება, მიმტანი წითელ ღვინოს გვისხამს თავს გვიკრავს და გადის
-ეს ღვინო ბაბუაჩემის კომპანიიდანაა- იწყებს ნიკა მშვიდი ტონით- ერთი ბოთლი 559 ევრო ღირს და წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ბოთლს ყიდის, შედარებით იაფფასიანს 100 - 200 ევროს ფარგლებში რომ არის წელიწადში 6 მილიონ ბოთლზე მეტს, ბაბუა აქ დაიბადა და გაიზარდა, ახლა 91 წლისაა, ფლობს სამ სასტუმროს ოთხ რესტორანს და კიდევ სხვა მცირე ბიზნესებითაა დაკავებული...
-ეს ფული...
-დავასრულებ, ბაბუამ სულ 100 000 ევრო მომცა და მთხოვა რომ ჩემით დამწეყო რაიმე ბიზნესი და თუ ვერაფერს მივაღწევდი ჩემზე უარს იტყოდა, შემეშინდა ბაბუას დაკარგვის და არა ფულის, დღეს ბაბუას მსგავსად ვერა, მაგრამ მეც მაქვს ჩემი შემოსავალი, მისი ბოლო ოცნებაა ქართველ გოგსთან ერთად მნახოს ის ვინც ჩემი მეორე ნახევარი იქნება, ერთხელ ფრანგი გოგონა გავაცანი და ლამის გულმა დაარტყა, იძახდა ქართველები ისედაც გადავჯიშდით და შენც ნუ შეუწყობ ამას ხელსო, მისი ოცნება იყო საქართველოში მოხვედრა და ცხოვრება, თუმცა ის რაც ქონდა აუცილებლად დაკარგავდა და სახელმწიფო ჩამოართმევდა, მას სურს ჩემს გვერდით ნახოს გოგო რომელსაც ექნება ლურჯი, მეტყველი თვალები, ის ამბობს რომ თუ ამას ნახავს აღარაფერზე ინერვიულებს, შენთვის ისედაც ბევრი ვითამაშე, ახლა მე გთხოვ ბაბუას ოცნების ასრულებაში დამეხმარო, დამეხმარე რომ ბენიერი წავიდეს ამ ქვეყნიდან, გააკეთე ეს ჩემთვის, წამომყევი ხვალ ბორდოში, მინდა უკანასკლელად შენნაირ გოგოსთან ერთად მნახოს. გთხოვ ამაზე უარი არ მითხრა!




მეოთხე თავის ნიკოლოზი გააგრძელებს
პოპულალური ვიდეოები