საშიში (თავი4-5)
საშიში (თავი4-5)
გაბრიელი

ხუთივე მისაღებში ვიჟექით და საინტერესო ამბებს ვყვებოდით, როცა რეზიმ კითხვა დამისვა
-რა ქენი გაბო გუშინ?
-რა უნდა მექნა? ადვილი დასამორჩილებელია, ნუ პირადად ჩემთვის
-დადიან შეეშვი ამ "თამაშს"-შემომიბღვირა მათემ
-რააა მათე? შევეშვა? როცა ასე ახლოს ვარ ყველაფერთან, წყალში ჩავყარო ყველაფერი? არა მათე არც შენ და არცერთმა თქვენგანმა არ იცით ეს კონვერტი ჩემთვის რამდენს ნიშნავს, არ იცით რამდენს ვაკეთებდი ამისთვის, ის ჩემი საკუთრებაა-ვყვიროდი ბოლო ხმაზე
-იმ კონვერტს ხელში თუ ვერ ჩავიგდებ დედაჩემის ბეჭედს დავკარგავ...
არ ვიცი იქ რა წერია, არ ვიცი რა დაწერა წყეულმა ბებიაჩემმა,
იმ კონვერტს ხელში ჩავიგდებ და ბეჭედს დედაჩემის საფლავზე მივიტან!
დავიფიცე და ამას აუცილებლად ავასრულებ!!!-ბოლო ხმაზე ვიღრიალე , არავის პასუხს არ დავლოდებივარ ისე გამოვვარდი სახლიდან, საერთოდაც რა უნდა ეთქვათ? როგორც ყოველთვის ერთი და იგივე -ვიცით, ვიცით გვესმის შენი...
მაგრამ მათ არაფერი იციან, არ ესმით ჩემი, ბაიკზე დავჯექი, ჩაფხუტი დავიფარე და გაზს მთელი ძალით მოვუჭირე, კლუბისკენ წავედი თან გამწარებული ბაიკს ხელებს მაგრად ვუჭერდი.
კლუბში შესვლისას ბარისკენ გავემართე და გიოს დავუძახე რომ ჩემთან მოსულიყო
-გიო შეგიძლია რაღაც შემისრულო?
-მითხარი-ინტერესით შემომხედა
-ელენა ქალდანი, გეცნობა ეს სახელი და გვარი?
-კი როგორ არა რა დამავიწყებს მაგ ლამაზ გოგოს, აქ დადის-ჩაიცინა მაგრამ მე სულაც არ მეცინებოდა, პირიქით მინდოდა აქვე მეცემა ეს იდიოტი და მისი სიფათი ჩამომეხია, მუშტები შევკარი, სუნთქვა გამიხშირდა, გულმა ბაგა-ბუგით დაიწყო ფეთქვა, არ ვიცი ასე რატომ გავბრაზდი, ალბათ იმიტომ რომ ის მე უნდა " გამოვიყენო"
-შეგიძლია გამირკვიო რამდენად ხშირად დადის აქ და რას სვამს? ან როგორ იქცევა...
-რათქმაუნდა, მაგრამ ძმაო გაფრთხილებ სახიფათო გოგოა, არ გირჩევ მასთან თამაშს-დასერიოზულდა
-სახიფათოს მასში ვერაფერს ვხედავ-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ჩუმად ჩავიცინე,
თვალწინ გუშინდელი ღამე დამიდგა, გამახსენდა როგორი შეშინებული თვალებით მიყურებდა, გამახსენდა როგორ შემომაყარა სახეში ფული...
-ისე აქ დიდი ხანია დადის
-რააა? -სასმელი უკან დავდე და გაკვირვებული მივაჩერდი
-ჰოო დაახლოებით 2 თვეა, თითქმის ყოველ დღე აქ არის, და აი ახლაც მოვიდა-გაიცინა და გასასვლელისკენ გაიხედა, მის მზერას თვალი გავაყოლე, ჩავიცინე და გიოს მივუტრიალდი
-აქამდე რატომ არ მითხარი?...
-რავიცი არ გიკითხავს -მხრები აიჩეჩა, წამებში კი ვიგრძელი როგორ ჩამოჯდა ოდნავ მოშორებით ელენა, ყურადღება არც მიმიქცევია უბრალოდ შემომხედა მე კი დავუბღვირე და სმა განვაგრძე...

ელენა
სულ ცოტა მანძილი მაშორებდა მას, მიკვირდა რომ არაფერი მოიმოქმედა, ისიც გამიკვირდა რომ მხოლოდ შემომიბღვირა, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა, წინა ღამეს გაცოფებული მომვარდა ახლა კი ყურადღებასაც არ მაქცევს
*რა სულელი ხარ* "თავი მე-მ შემახსენა,
-ჰო სულელი ვარ, რატომ უნდა მომაქციოს ყურადღება ვიღაც თვითდაჯერებულმა გაბრიელმა მაგრამ ძალიან სიმპატურია, ღმერთო როგორ უხდება აპასრული თმა, როგორ უხდება შავი ტანსაცმელი, მისი პროფილი ისეთი ლამაზი იყოო, მმმ ....
გვერდიდან მისი ტუჩები და გრძელი წამწამები საოცრად ჩანდა, სიცილიც კი არაჩვეულებრივი ჰქონდა, ისდა ბენი ლაპარაკობდნენ როდესაც ფეხზე წამოდგა და უკანმოუხედავად გარეთ გავიდა, გაკვირვებული დავრჩი მისი ასეთი ქცევებით...
-ღმერთო რა მჭირს მე ის უნდა მძულდეს, აღარ უნდა ვფიქრო მასზე...-შევუბღვირე ჩემს თავს
წამოვდექი და საცეკვაო მოედნისკენ გავემართე, ცეკვა დავიწყე როცა შემთხვევით ვიღაცას დავეჯახე და მალევე მისი ხმაც მომესმა
-წინ არ იყურები ლაწირაკო?-საშუალო აღნაგობის ქერა გოგო, მტკიცე გამომეტყველებით წინ დამიდგა
-შეგიძლია გაიაროო...-მივუგე მობეზრებულმა
-არა შენ მე დამეჯახე და ამისთვის პასუხი უნდა აგო!-ხელი თმაში წამავლო, მის ხელს ფრჩხილები ჩავარჭე სიმწრისგან კი მან დაიყვირა, ხალხი გარშემო გაიფანტა, მუსიკაც გამოირთო, მერამდენედ ვხდებოდი უკვე ასეთ სიტუაციაში...
ხალხი მოგვაშტერდა ზოგი იცინოდა ზოგი კი "ამხნევებდა"
-შე ლაწირაკო-ხელი თმაზე უფრო მაგრად მომიჭირა და ჩემი წრეზე ტარება დაიწყო(ნუ ხო მიხვდით რა)
ერთ ერთ "ნაპირას" გაბრიელი დავინახე, ისევ არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ დაბღვერილი აშტერდებოდა ამ "სანახაობას" და გულის სიღრმეში ალბათ უხაროდა კიდეც ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვა...
ძალა მოვიკრიბე და იმ ძუკნას ფეხი მუცელში ჩავარტყი, მასთან მივედი, ხელი თმაში მჭიდროდ ჩავავლე, თავი ავაწევინე დამთელს ხმაზე დავუყვირე
-მიფრთხილდი ამის შემდეგ - თავი ავაწევინე და კიდევ ერთხელ დავუყვირე
-კარგად დამიმახსოვრე ძუკნა... -უცებ გარშემო ყვირილის ხმა გაისმა
-გააშველეთ... ვიღაც მომადგა და ჩემი უკან გაწევა სცადა, მაგრამ გავუძალიანდი
-ვერ ვაკავებ...ისევ დაიყვირა უცნობმა, ხელი გამიშვა... ის ის იყო უნდა გავწეულიყავი როცა უფრო მჭიდროდ შემომხვიეს ხელები.
ფართხალი დავიწყე, ხელები მუცელზე ისე მჭიდროს ჰქონდა შემოხვეული რომ ძლივს ვსუნთქავდი,
-გამიშვი -დავუყვირე უცნობს, მან კი ჰაერში ამწია და მხარზე გადამიკიდა, ხელებს ზურგზე ვურტყამდი, ფეხებს ვიქნევდი და ვყვიროდი...
კლუბიდან გამომიყვანა და თუ არ ვცედი ჩიხში შეუხვია,
არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ ვიცოდი რომ გამწარებულზე მასაც დიდი სიამოვნებით ვცემდი...
მოულოდნელად ერთი მარტივი მოძრაობით ძირს ჩამომსვა, მე კი სახეზე ჩამოყრილი თმა გადავიწიე და პირი გავაღე რომ მისი ლანძღვა დამეწყო როცა თვითონ მიღრიალა
-რა ჯანდაბა გჭირს?-მთელს ხმაზე დაიყვირა გაბრიელმა, ღმერთო გაბრიელი იყო შეშფოთებულმა თვალები ვჭყიტე, ახლა მივხვდი ვინ გამაშველა, ვინ მომიყვანა აქ და ვინ მიღრიალა მთელს ხმაზე... ნერვებმოშლილს უკვე აღარ მაინტერესებდა ვინ იყო ის, მაშინებდა თუ არა, გადავწყვიტე ჩემი სათქმელი ბოლომდე მეთქვა,
-რატომ გამაშველე ცხვირ-პირი უნდა დამენგრია იმ ძუკნასთვის.
მივვარდი და მკერდძე ხელების "რტყმა" (აუ რაღაცნაირად გამოვიდა ;დ) დავუწყე...
ის კი ადგილიდანაც არ იძვროდა, უცებ ხელები ჩემს ხელებს მაგრად მოუჭირა და "გამაშვებინა",
-მეეე? მე რა მჭირს? მე თუ შენ რა გჭირს გაბრიელ, გუშინ ღამით ლამის მომკალი, დღეს კი ყურადღებასაც არ მაქცევ, დაბღვერილი მიყურებ ისე იქცევი თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს...-გამწარებულმა დავიკივლე, სახეზე სულ ავხურდი, სხეულის თითოეული უჯრედი გარეთ გამოსვლას ითხოვდა... მისი თვალები უემოციოდ მაშტერდებოდნენ, არაფრის მთქმელი გამომეტყველება ჰქონდა...
-კარგად დაგიმახსოვრებია ჩემი სახელი-ეს თქვა და უკან გაბრუნდა
-მხოლოდ ეს გაიგე ჩემი სიტყვებიდან? -დავიყვირე
შეჩერდა, და უკან ნელა მოტრიალდა, სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, მე კი უკავ დავიხიე და აი აქ "გავიჭედე" კედელს ავეკარი, და თვალებს შეშინებული ვაცეცებდი, ნუთუ რამე უნდა დამიშავოს? სულ ეს კითხვა ტრიალებდა თავში...
გაბრიელი ამასობაში ჩემთან მოვიდა, მცირე მანძილი გვაშორებდა ერთმანეთს, ფეხები მიცახცახებდა, ვკანკალებდი არ ვიცოდი რას აკეთებდა, თვალებში ჩამაშტერდა და ცალი ხელი ლოყაზე მომკიდა, მინდოდა მისი ხელი მომეშორებინა მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, სუნთქვასაც კი ვიკავებდი რათა ჩვენს შორის მანძილი გამეზარდა, თვალებიდან ტუჩებზე გადავიდა და ახლა ჩემს ბაგეებს დაუწყო ცქერა, შემდეგ კი მას ველურად დააცხრა...

"ღმერთო მე ის მკოცნიდა" ტვინში სულ ეს ფრაზა მეორდებოდა,
წინააღმდეგობის გაწევა ვცადე მაგრამ მისი ბაგეები იმდენად ტკბილი და სასიამოვნო იყო რომ მალევე მოვდუნდი,კოცნაში კი მეც ავყევი... თავისი დიდი ხელები წელზე შემომხვია, ხელები მალევე გამიშვა და ისევ კედელს ამაკრა, ისიც მჭიდროდ მომაწვა ცდილობდა თავისი ენა ჩემს პირში შემოესრიალებინა, მაგრამ ამის უფლება მე არ მივეცი, ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე!!!
მან კი ერთი ხელი ბარძაყზე ამისრიალა, მეორე კი მაიკის ქვეშ შემოაცურა, მისი შეხებისას ბეწვი ამეშალა, სულ დამბურძგლა და უეცრად კვნესა აღმომხდა, მან კი ამით ისარგებლა და აი მიღწია თავისას, თავისი ენა ჩემს პირში აღმოჩნდა.. ღმერთო ეს ისეთი შეგრძნება იყო, ისეთი რომ სიტყვებით ვერც ავღწერ ეს უნდა შეიგრძნო, ის ისეთი ვნებიანი იყო მმმ..მეგონა სიზმარში ვიყავი ან მალე მიწა გაიხსნებოდა და ჩავვარდებოდი,

უკვე ნელ-ნელა მშორდებოდა, და აი ბოლოჯერ დატოვა ტკბილი კოცნა ჩემს ტუჩებზე, მომშორდა და წამებში გაუჩინარდა, გაბრუებული ვიყავი იმდენად რომ თვალებში ძლივს ვიყურებოდი, ტუჩები დასიებული და გაბრუჟებული მქონდა.
თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა რომ მან მე მაკოცა და მე ეს მომეწონა...

დიახ მე ეს მომეწონა!!!

სახში მისულსღა გამახსენდა რომ დღეს ირაკლის უნდა შევხვედროდი, ღმერთო რა არეული ვარ... ტელეფონი ავიღე სასწრაფოდ და გამოტოვებული ზარები შევამოწმე, მის ნომერსაც მივაგენი და სწრაფად დავრეკე,
-ჰეი ირაკლი ბოდიში მინდა მოგიხადო დღეისათვის,-აქეთ-იქით მოუსვენრად დავდიოდი
-ამმ ჰო არაუშავს ალბათ არ გეცალა
-ჰო მართალიხარ, თუ გინდა ხვალ აუცილებლად გნახავ-მეც არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი
-კარგი პატარავ
რაოო? პატარავო?
-ირაკლი გთხოვ ასე აღარ მომმართო
-ამ ჰო კარგი...
-ხვალამდე...-ტელეფონი საწოლზე მივაგდე და მეც მშვიდად მივესვენე, ჭერს მივაშტერდი და ვიხსენებდი დღევანდელ "ამბავს", რატომ ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას? ნუთუ ის ჩემზე მოქმედებს? რატომ გამაგიჟა მისმა შეხებამ?
რატომ გამიჩნდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა?, თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა მაგრამ პასუხის გაცემა რთული იყო... დასაფარებელი გადავწიე და საწოლში ჩავწექი, დიდი წვალების შემდეგ კი ჩამეძინა...

დილით მაღვიძარის გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა, სწრაფად ავდექი და გავემზადე, დაბლა ჩავედი და საათს დავხედე, საუზმობის დრო აღარ იყო ამიტომ პირდაპირ სკოლისკენ გავემართე.
მანქანა პარკინგზე დავტოვე მე კი სკოლისკენ წავედი, საინტერესო არაფერი მომხდარა, მაგრამ შენიშვნაც კი მომცეს რომ უყურადღებოდ ვიჯექი...
-სკოლაში გამოგივლი-ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა ტომისგან,
ჩემი სკოლა საიდანღა იცის? ღმერთო ასე სწრაფად ვითარდება მოვლენები თუ მე ჩამოვრჩი?
სკოლის ეზოში მალევე დავლანდე ირაკლი და მისკენ წავედი, მთელი სკოლი ყურადღება მე მივიქიე, ისევე როგორც ყოველთვის ... რათქმაუნდა მე ხომ სიმპატიურ ბიჭთან ერთად ვიყავი, რაც არავის უნახავს მე ხომ ყველას გავურბოდი, მაგრამ არა ირაკლის, და არ ვიცოდი რატომ...
-როგორ ხარ?
-კარგად შენ იკა?-გავუღიმე
-არამიშავს, წამოდი სადმე გავისეირნოთ,
-კარგი როგორც გინდა-ამ ჩემი მანქანა აქვეა, წამოდი

კაფეში ვიჯექით, ირაკლი ძალიან მხიარული ადამიანი იყო, ამასთან ჩემი ხასიათზე მოყვანაც შეძლო, თავის სასაცილო ამბებს მიყვებოდა, რა გადახდა ბავშვობაში,
მეც კი გულიანად ვიცინოდი,
-ახლა შენ მომიყევი, შენი ბავშვობის წლები
-ამმ არ მინდა ამაზე ლაპარაკი ძალიან გთხოვ,-საწყალი თვალებით შევხედე,-უბრალოდ რთული ბავშვობა მქოდა,
-კარგი არაუშავს, ...

მესამე პირი

ანასტასია გოგოა რომელმაც დაკარგა ძვირფასი ადამიანი, დაბადებისთანავე დაკარგა დედა... არ ჰყავს მეგობრები, არ ჰყავს შეყვარებული, იგი ძალიან ჭირვეული, ჯიუტი და ამასთან ულამაზესია,... იგი ხომ გოგოა რომელსაც ყველა "კოლეჯის ბიჭის" გული აქვს მოგებული, მასთან მეგობრობაზეც კი ოცნებობენ... მას კი არ სჭირდება მეგობრები...
წლების შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება, ჩნდება 2 ადამიანი რომელიც 1 გოგოსთვის "იბრძვის"!!! ანასტასია არჩევნის წინაშეა.!
გაბრიელი თუ ირაკლი?


გაბრიელი ბიჭია რომელმაც ასევე დაკარგა მისთვის ძვირფასი ადამიანები,
ის შეიცვალა!!!
აღარ არის თინეიჯერი უდარდელი ბიჭი, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს, მისი ცხოვრება მოწამლეს, მისი ცხოვრება გააშავეს...
ახლა მისი ყველა გოგოსა თუ ბიჭს "ეშინია"
ფიქრობენ რომ მასში ადამიანური აღარაფერია, ფიქრობენ რომ ის მკვლელია მაგრამ ნამდვილი დამნაშავე მისი ბიძაა...
მის ფერად და ლამაზ ცხოვრებას მაშინ დაესვა წერტილი როცა მშობლები დაეღუპა, მისთის აღარ არსებობს ფერადი სამყარო, მისთვის აღარ არსებობს საყვარელი ადამიანი, და ბოლოს მისთვის აღარ არსებობს სიყვარული!!!
დრო გადის და მის ცხოვრებაშიც იცვლება თითქმის ყველაფერი...

დრო თავისას შვება!!!

ყველას გიჩნდებათ კითხვა: რა წერილზეა ლაპარაკი? რა საერთო აქვთ ირაკლის და გაბრიელს?

*წარსული*
#თხრობას აგრძელებს გაბრიელი

-როდესაც 16 წლის ვიყავი ერთ დღეს დედამ მომიყვა მისი და მამას სიყვარულის "ისტორია" როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ შეუყვარდათ, როგორ დაქორწინდნენ,
აქამდეც მქონდა მოსმენილი ეს ისტორია მაგრამ ასე დაწვრილებითაც არა.
მეც დიდი ინტერესით ვუსმენდი და თან ვიღიმოდი...
გავიდა რამდენიმე დღე, კვირა, თვე და ერთ დღეს შინ დაბრუნებულმა დედა იატაკზე, სისხლში ამოსვრილი დავინახე, უგონოდ იყო, ვყვიროდი შველას ვითხოვდი მაგრამ არავინ იყო ვინც დამეხმარებოდა, ვერავინ მიშველიდა და ვერავინ მომიშუშებდა ამ იარებს, მაშინ გაშავდა ჩემთვის ყველაფერი, მაშინ დაეკარგა ყველაფერს აზრი, მინდოდა თავი მომეკლა მაგრამ არა მე დავიფიცე რომ ამის გამკეთებელზე შურს ვიძიებდი!!!

გადიოდა დღეები, თვეები სკოლაში როგორც ყოველთვის ისევ დამცინოდნენ, დამცინოდნენ იმიტომ რომ მარტო ვიყავი, იმიტომ რომ მათ წინაშე უძლური ვიყავი, "მახინჯი" აი ეს იყო ჩემი ზედმეტ სახელი ...

როდესაც 19 წლის გავხდი მივეჩვიე ხშირად დალევას და გართობას,
სულ თავში მიტრიალებდა დედის სიტყვები: ქალი სათუთია, ნაზია, მას ფრთხილად უნდა მოებყრო...
მოგრამ აზრი აღარ ჰქონდა რადგან მე გავხდი უხეში, საშიში, დაუნდობელი, არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა გოგო იყო თუ ბიჭი ვინც გზაზე გადამეღობებოდა უნდა გამენადგურებინა,
სექსი და გართობა აი ეს იყო ჩემი საქმე...

გაინტერესებთ ვინ არის ირაკლი ჩემთვის?
ჰაჰ ირაკლი ჩემთვის არაფერია, უფრო სწორედ აღარაფერი...
იმის შემდეგ რაც მამამისმა დედა მომიკლა...
ის ჩემი ბიძაშვილი იყო, მაგრამ ველაფერი შეიცვალა, ახლა მხოლოდ ზიზღს და აუტანელ სიძულვილს ვგრძნობ მის და მისი ოჯახის მიმართ...
მე მათ გავანადგურებ!!!

წერილი? რა წერილია ის რომლისთვისაც ვიბრძვი?

როდესაც ბებია ცოცხალი იყო ერთი მთლიანი ოჯახი ვიყავით,
გარკვეული დროის მერე ბებიასა და დედას შორის ჩხუბი დაიწყო
ერთხელაც ბებიამ(ბებუშკო :დ) დედას მისი ნიშნობის ბეჭედი მოჰპარა,
და საიდუმლო ადგილას გადამალა, არ ვიცი ეს რატომ გააკეთა, როდესაც ბებია გარდაიცვალა, დედამ და მე მისი ოთახი " გავჩხრიკეთ " მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ
დედასთვის ეს ბეჭედი ძალიან ძვირფასი იყო, ერთადერთი ნივთი იყო რომელიც მამასგან დარჩა, მას კი მისი დაკარგვა არ უნდოდა, მთელ ღამეებს ტირილში ატარებდა ამ ბეჭდის გამო, ერთ დღესაც კი დედამ მითხრა:
-გაბრიელ ჩემო ბიჭო დამპირდი რომ მე თუ მოვკვდები ჩემი ნიშნობის ბეჭედს იპოვი და ჩემს საფლავზე მოიტან...
-რააა დედა? რა ლაპარაკობ-შევშშფოთდი,
-გაბრიელ ძალიან გთხოვ დამპირდი-მის ლამაზ სახეზე ცრემლები ურცხვად ჩამოგორდა,
-დედა რა უნდა დაგპირდე, შენ რა თავს იკლავ?-უკვე ტვინარეულმა ვკითხე
-არა ჩემო ბიჭო უბრალოდ მინდა დამპირდე-დაიჟინა
-კარგი, გპირდები მაგრამ შენ არ მოკვდები, შენ მე გყავარ, მე კი შენ...

ბებიამ სიკვდილის წინ წერილი დატოვა მაგრამ ის დედაჩემის მკვლელმა ჯონმა მოიპარა, სავარაუდოდ ამ წერილში წერია ბეჭდის "ადგილმდებარეობა"
ჯონი ირაკლის მამაა.. დიახ ბიძაჩემი მაგრამ ის ჩემი მტერია!!!
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ის წერილი ხელში ჩავიგდრო, თუნდ ვინმეს გამოყენება დამჭირდეს, თუნდ მოკვლა ან სხვა...
ის წერილი მე მეკუთვნის, მისი დაბრუნება ჩემი ვალია...!!!
რამდენიმე დღე გავიდა იმ ამბიდან როცა გაბრიელმა მაკოცა, ამ რამდენიმე დღეში კი ის საერთოდ არ "გამოჩენილა", თითქოს ვღელავდი კიდეც მაგრამ როგორც კი მისი ბინძური საქციელები მახსენდებოდა მაშინვე მეცვლებოდა წარმოდგენა... მოუსვენრად ვიყავი თითქოსდა რაღაც მაკლდა, სკოლაშიც კი დაბნეული დავდიოდი, ამის გამო კი დირექტორთან გამისტუმრეს!!!
-ელენა-ჩემი სახელი ბოხმა ხმამ წარმოსთქვა, მცირე პაუზის შემდეგ კი განაგრძო-ამ ბოლო დროს ისედაც არ მომწონხარ, სულ დაბნეული დადიხარ? რამე ხდება პირად ცხოვრებაში? ვინმე გყაავს?
-რააა? არა რას ამბობთ -თავი გავაქნიე უარის ნიშნად,
-შენმა ნიშნებმა საგრძნობლად დაიკლო, ნება იბოძე და ეს ყველაფერი გამოასწორე!!!-ოდნავ ხმამაღლა და მტკიცედ თქვა, თავი დამნაშავედ დავხარე და თმები ჩამოვიფხატე რათა სიწითლე არ დამტყობოდა,
-შედიძლია წახვიდე-ცივად მომაძახა
სკამიდან ავდექი ჩემი წიგნები ხელში მყარად დავიჭირე და კარისკენ წავედი,
რამდენიმე წამში კი ის თვითონ გაიღო,ოთახში ის ადამიანი შემოვიდა ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი აქ,
გაბრიელი ოოო ღმერთო
ერთ ადგილს მივეყინე და თვალები გავაფართოვე, ჩემი გაკვირვებითა და დაბნეულობით კი წიგნები იატაკზე გაიშალა,
გაბრიელმა ჩაიცინა და მასწავლებლისკენ წავიდა... წიგნები სწრაფად ავკრიფე და კაბინეტიდანაც სწრაფად, უკანმოუხედავად გამოვედი, გრძელ კოლიდორს სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი, არ ვიცოდი რა მჭირდა, ძალიან დაბნეული ვიყავი, თავს ვერ ვაკონტროლებდი, ნუთუ მის გამო? ან აქ რა უნდოდა გაბრიელს? -ჩემს თავს მრავალ კითხვას ვუსვამდი მაგრამ პასუხი არც ერთზე მქონდა...
ჩანთა მხარზე გადავიკიდე და როდესაც გასასვლელისკენ წავედი შევამჩნიე კაბინეტიდან გამომავალი გაბრიელი, გადავწყვიტე ყველაფერი გამერკვია რა უნდოდა იქ და საერთოდაც ჩემგან რა უნდოდა, რატომ მაკოცა...რატომ იქცეოდა ისე თითქოს არაფერი მომხდარა. ნაბიჯს უფრო ავუჩქარე რათა მას დავწეოდი,
მალევე კი გვერდით ამოვუდექი და მასთან ერთად გავაგრძელე გზა
-რატომ იქცევი ასე?-ჩახლეჩილი ხმით მივმართე
-როგორ ასე? -ისე მკითხა რომ ზედაც არ შემოუხედავს.. სკოლის კარი გააღო და გარეთ გავიდა, მეც უკან მივყევი და ლაპარაკი განვაგრძე
-აი ასე, ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა ჩვენს შორის
-ჰიჰიჰ(ჩაცინება, აი ისე მაია ასათიანი რომ იცინის :დ :დ) რა მოხდა ანასტასია?-ისევ მისი ირონია "გამოხტა", მისი მომღიმარი სახე მე მომშტერებოდა და პასუხს ელოდა...
-არ უნდა მოვსულიყავი-ჩავიბურტყუნე და სხვა გზას დავადექი... მეგონა უკან გამომყვებოდა მაგრამ გამახსენდა; ის ხომ არ მიეკუთნება ისეთი კატეგორიის ბიჭებს როგორიც თუნდაც ირაკლია...
დაღლილმა მანქანამდე როგორღაც მივაღწიე, სანამ აქამდე მოვიდოდი კი ვფიქრობდი ჩემს სულელურ საქციელზე და ვიაზრებდი გაბრიელის კითხვას "რა მოხდა ანასტასია?"
-ღმერთო ჩემოო...-გავშეშდი და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ტვინში კიდევ ერთხელ გადავხარშე...
-ღმერთო ჩემო მან მე ანასტასია დამიძახა...-გაყუჩებული ვიდექი მანქანასთან, გული საგრძნობლად ამიჩქარდა, სისხლი გაიყინა, ხელები ამიკანკალდა ალბათ სახეზე ფერიც სულ დავკარგე, ტუჩს ნერვულად "ვიკვნეტდი", თითებს ვატკაცუნებდი და ვცდილობდი მეპოვნა პასუხი თუ საიდან იცის მან ჩემი "ნამდვილი" სახელი
როგორც იქნა მოვახერხე მანქანაში ჩაჯდომა და მისი დაძვრა,
გზაში ვერ ვისვენებდი, უკვე ინტერესი მახრჩობდა... ვერ გავიგე სახლამდე როგორ მივედი, სახლის კარის გაღებას ვცდილობდი მაგრამ გასაღები დამივარდა და დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა სახლში შევედი, ჩანთა იქვე მივაგდე და ჩემს ოთახში სწრაფად ავირბინე,
უჯრები გადმოვყარე, ყველაფერი გადავქექე, ბევრიც კი გავტეხე, ხელები მიკანკალებდა და ვგრძნობდი როგორ ტრიალებდა ყელაფერი, საწოლის გვერდძე მდგარ ტუმბოსთან მივირბინე და უჯრა გამოვხსენი, იქაც ყველაფერი გადავქექე და ბოლოს მივაგენი...
ფურცელი ხელში ავიღე (არადა სხვა რაღაც რომ გეგონათ :::დდდდ)
ტელეფონი ჯიბიდან ამოვაცურე და ნომრის აკრეფა ვცადე როდესაც ტელეფონი გამივარდა, მთლიანად ვკანკალებდი, სუნთქვაც კი მიჭირდა, როგორც იქნა ნომერი ავკრიფე და დავრეკე
--------------
ზარი გადიოდა ის კი არ იღებდა
------------------
უკვე უნდა გამეთიშა რომ ბოხი სექსუალური ხმა მომესმა
-ხომ გითხარი ერეკლე როცა სექსით ვარ დაკავებული არ შემაწუხო!!!-დაიყვირა
მოიცა რაო? სექსითო? ოოო ღმერთო.. მაგამ ეს სულ არ მაინტერესებს...
-გაბრიელ-ამოვიკნავლე
-ელენა?-ამ სახელის ხსენებაზე კიდევ უფრო ავნერვიულდი, ამიტომ სწრაფად მივაყარე
-უნდა შეგხვდე მისამართს გამოგიგზავნი, ნახევარ საათში იქ იყავი...!!!-სწრაფად გავთიშე

#ზეინი

-გამეცალე!!!-ვუთხარი ჩემს მკერდზე მოკალათებულ ქერა თმიან გოგონას
-კი მაგრ...
-არავითარი მაგრამ გადი ოთახიდან შეგიძლია წახვიდე, ფული ტუმბოზე დევს...-მკაცრი ტონით მივმართე და აბაზანაში შევედი...

მალევე გამოვედი და ტანსაცმლის ჩაცმას შევუდექი, უცებ თავში ერთმა იდეამ გამკრა და ტელეფონი სწრაფად ავიღე,
მესიჯის წერა დავიწყე: * ძვირფასო ********* მიტოვებული სახლია იქ შეგხვდები*
*რაა გაგიჟდი? იქ არ მოვალ*-პასუხი მალევე მივიღე
*როგორც სჩანს მნიშვნელოვანი საქმე გაქვს ან იქ მოხვალ ან მოგიწევს მთელი დღე კაფეში მელოდო, სადაც ნამდვილად არ მოვალ*
*ჯანდაბას კარგი*

--------------------------
უკნიდან მივეპარე და პირზე ხელი ავაფარე მეორე ხელი კი მუცელზე შემოვხვიე, ფართხალი და კივილი დაიწყო ბოლოს კი ნანგრევებში შევიყვანე და ხელი გავუშვი,
შემოტრიალდა და სილა გამარტყა!!!


გაბრიელი

ხელები გავუშვი, მოტრიალდა და სილა გამარტყა, თვალები ერთიანად წამომენთო
არ ვაპირებდი ვიღაც ჭირვეული გოგოსთვის თავი დამეხარა, მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი და ხელი მაჯაში ჩავავლე, ერთი მოძრაობით შემოვატრიალე და მისი ზურგი ჩემს გულ-მკერდს ავაკარი, ხელები მაგრად გავუკავე პასუხად კი მისი კივილი მივიღე... მეორე ხელი პირზე ავაფარე და ყურთან ჩავჩურჩულე: მშვიდად პატარავ, იცოდე ძალიან ბრაზიანი ვარ ამიტომ არც კი შეეცადო ჩემს გაბრაზებას -ხმადაბლა ამოვიჩურჩულე -უფრო,- დავამატე...

ანასტასია
ხელები შემიშვა, მეც დრო ვიხელთე და თავი გავინთავისუფლე,
-საიდან იცი ჩემი სახელი?-წამსვე ვკითხე...
-კარგი რა.. სერიოზულად? ამისთვის მთხოვე შეხვედრა?..ამ თუმცა არაა ურიგო...-თვალები გადაატრიალა და ცინიკურად ჩაიცინა...
-შენი სახელი ხომ ყველამ იცის.. შენ ხომ სკოლის განთქმული გოგო ხარ, რომელიც არავის ეკარება :)-ღრმად ამოიხვნეშა...
-არა-თავი გავაქნიე,- შენ მე ანასტასია დამიძახე!
-ჰაჰაჰ, მერე რა? შენი სახელი ხომ სწორედ ანასტასიაა?-მსახიობობა კარგად გამოსდის
-კიი...მაგრამ არაა... შენ საიდან იცი?
-მოდი ზედმეტი კითხვებისაგან თავ შეიკავე ფისო-ჩემთან ახლოს მოვიდა, სულ სანტიმეტრები გვაშორებდა ერთმანეთს, თითი ცხვირზე ჩამომისვა.
-იდიოტი ხარ
-ვიცი ბევრც უთქვამს, მადლობ.-თუჩი გაილოკა და მისი "საფირმო" ღიმილი აიკრო,
რატომღაც მისი კოცნა გამახსენდა, ამან კი სურვილი გამიჩინა კიდევ ერთხელ შევხებოდი მის ტუჩებს...
*რაგჭირს? გაგიჟდი?*
*არვიცი*-ვუპასუხე მე-ს
-არაფერს-უკან გამოვტრიალდი, უნდა გამოვსულიყავი მაგრამ შევჩერდი
, გაბრიელისკენ ნელა შევტრიალდი მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი, გაკვირვებული მიყურებდა, ახლოს მივიწიე და ყურში ჩავჩურჩულე(არადა სხვარაღაც გეგონათ...ბუჰეჰეჰეჰ რა ბოროტი ვარ)

-ფისოს დამიძახებ და ჩემი ხელით გცემ...გადაიხარხარა, მე კი სულაც არ მეცინებოდა, სულაც არ მაინტერესებდა რომ მე მისი მეშინია... დიახ მეშინია!!!
-კარგი ფისო...-გამოკვეთით სთქვა
მასთან ახლოს მივიწიე სილა გავარტყი შემდეგ კი ხელები დავუშნინე, ვურტყავდი მაგრამ ის ადგილიდანაც არ იძვროდა, მხოლოდ იცინოდა მე კი უფრო ვცოფდებოდი ალბათ ქუჩაში მოწანწალე ძაღლს ვგავდი, ვერ ვჩერდებოდი მინდოდა რამე მაინც სტკენოდა, ბოლოს ბიჭების ღირსება გამახსენდა, აი მათი სუსტი წერტილიც,
დაუფიქრებლად ფეხი ფეხებსშუა ამოვარტყი, სიმწრისგან სახე დაემანჭა, ახლა მე ვუყურებდი კმაყოფილი, გული ვიჯერე მისი გამწარებით უკან გამოვტრიალდი რომ გარეთ გავსულიყავი მაგრამ რაღაც ძალამ შემაჩერა ეს კი გაბრიელის ხელი იყო, სწრაფი მოძრაობით შემაბრუნა მისკენ და კედელს მთელი ძალით მიმაჯახა, ხელები ჩემს გარშემო შემოაწყო ერთი ხელით მუშტი შეკრა, მეგონა დამარტყამდა მაგრამ კედელს მიარტყა, ასეთი გამწარებული ჯერ არავინ მინახავს, მის სახეზე მხოლოს გაბრაზება გამოისახებოდა, თვალები ჩაშავებოდა და სახე ერთიანად წამონთებოდა, ერთი ხელი მკლავში მომკიდა იმდენად მაგრად მომიჭირა რომ წამოვიკივლე კიდეც, მეორე ხელი კედელს მოაშორა და სწრაფი მოძრაობით ჯიბიდან რაღაც ამოიღო, მალევე კი ცივი საგანი ჩემს ყელს შეეხო
-ნუ მაიძულებ ეს გავაკეთო-კბილებში გამოსცრა, -სულაც არ შემეცოდები!!!-დაიღრიალა და წამებში გაუჩინარდა...
იქვე ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე, წამების წინ დანა ისე მაგრად მიაბჯინა ჩემს ყელს რომ ეს ადგილი ახლაც მტკივა,
-მძულსსსსსს-დავიყვირე და ოდნავი შვებაც ვიგრძენი, თვალებში მიბნელდებოდა, თითქმის ვერაფერს ვხედავდი, ავდექი და ხელები კედელს მივაბჯინე, კედელ-კედელ მივედი გასასვლელამდე და როგორც იქნა მანქანაში ჩავჯექი, თავი უკან გადავწიე და ღრმად ამოვიხვნეშე, თავბრუ მეხვეოდა, არ ვიცი რატომ შეიძლება ეს შიშისაგან იყო გამოწვეული
ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ის ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომ მას შეუძლია ხელის აუკანკალებლად მომკლას, რომ მასთან საქმე არ უნდა დავიჭირო,
და მეტიც მე მან არ უნდა მომატყუოს,...!!!
"პარასკეი დილა" ოჰ როგორ მიყვარს ეს დღე, ხვალ ხომ დასვენებაა,
სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, კარადასთან დავდექი და ტანსაცმის არჩევას შევუდექი...
თითქოს დაბლიდან რაღაცის ხმა მომესმა, ფეხის წვერებზე ოთახის კართან მივირბინე და სახელური ჩამოვწიე, მალვე კი კარგად გავიგე მამაჩემისა და ვიღაც კაცის ხმა, ყურადღება აღარ მივაქციე უკან გამოვბრუნდი და ისევ კაადას მივადექი, რატომღაც გაავწყვიტე სკოლის ფორმა ჩამეცვა ოღონდ ჩემებურად...
წითელი მოკლე, გაშლილი, ნაკეცებიანი კაბა საწოლზე მივაფინე, თეთრი ფერანგიც მასთან ერთად მივდე, წითელი თქელძირიანი კეტებიც საწოლთან მივასწყვე, ტილო ავიღე და სააბაზანოში შევედი
როდესაც გამოვედი ჩავიცვი, უჯრიდან შავი მუხლებამდე "კოლგოტი" ამოვიღე და ფეხზე მოვირგე, სარკეში ჩავიხედე და ოდნავ სველი თმა ერთ მხარეს გადავიყარე, ჩანთას ხელი დავტაცე შემდეგ კი ოთახი დავტოვე.... კიბებზე როგორც კი ჩავედი კობამ დამიძახა და მეც მისაღებში შევიჭერი, გაკვირვებამ ერთიანად მომიცვა, არ მეგონა თუ აქ ირაკლი და მამამისი დამხვდებოდა,
-გგგააამაარჯობაა-წარმოვსთქვი გაოცებულმა
-ჰეიი მარისა-ფეხზე წამოდგა ირაკლი, ჩემთან ახლოს მოვიდა და გადამკოცნა
-დაჯექი-მითხრა მამამ
-არა იყოს, სკოლაში მაგვიანდება უნდა წავიდე-გავიღიმე
-გინდა? წაგიყვან-შემომთავაზა ვინ თუ არა ირაკლიმ
-აჰჰ იყოს იკა ნუ შეწუხდები ჩემს გამო.
-რა შეწუხებაა, პირიქით, წამოდი წავიდეთ-ხელი ჩამკიდა, ხელს დავხედე,
-შეხვედრამდე-დავემშვიდობე, სახლიდან გამოვედით ასე ხელ ჩაკიდებულები, მანქანასთან მივედით, კარი გამიღო მეც არ დავაყოვნე და ჩავჯექი,
-აბა როგორ ხარ?-გამიღიმა, რასაყვარელი ღიმილი აქვს, ჩემს ფიქრებზე ჩამეღიმა, მანქანა დაქოქა, წამებში კი ადგილს მოსწყდა,
-შენ როგორ ხარ? -მისი კითხვა "დავაიგნორე"
-რავიცი არამიშავს-მხრები აიჩეჩა...
ამის მერე ხმა არცერთს ამოგვიღია, ფანჯარაში ვიხედებოდი და უკვე ნაცნობ გზებს უაზროდ ვაშტერდებოდი, მალევე კი ჰორიზონტზე სკოლაც გამოჩნდა,
მადლობის ნიშნად ტომი უნდა გადამეკოცნა, ის კი ზუსთად ამ დროს შემოტრიალდა და შემთხვევით ჩვენი ტუჩები ერთმანეთ მიეკრო, ცალი თვლით დავინახე რომ მანქანის წინ ვიღაციდგა, შემდეგ კი გაუჩინარდა,
თვალები გაოგნებულმა ვჭყიტე და თავი სწრაფადვე გამოვწიე, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე მაგრამ ვერავინ დავლანდე,
-ბბბბ...ბბოოოო...ბბოოოოდდდიიიში-დარცხვენილმა წარმოვსთქვი და ალბათ ავწითლდი,
-არა ჩემი ბრალია ელენა, მე გიხდი ბოდიშს...-თავი ოდნავ დავუქნიე
-მეეე წავალ-კარი გავაღე და სწრაფად გადმოვედი, უკან არც მომიხედავს ისე შევედი სკოლაში, ტუჩემზე ხელი ნაზად მოვისვი და ჩაციღიმე
ზარი დაირეკა ყველა კლასებში შეცვივდა , მე ჩემს მერხზე დავჯექი , განსაკუთრებული არაფერი მომხდარა უბრალოდ მთელი დღე მის კოცნაზე ვფიქრობდი შემდეგ კი გაბრიელისას ვადარებდი, ეს მეც არ ვიცი რატომ
სკოლიდან როცა გამოვედი გზას ფეხით გავუყევი, ერთ-ერთი ჩიხი უნდა გამევლო, აქ კი ნაბიჯს ავუჩქარე და გარშემო ყურება დავიწყე, უკან გავიხედე როდესაც მკლავში ვიღაცამ ხელი მაგრად მომიჭირა და კედელს მიმაჯახა, თავი მოვატრიალე და გაბრიელი დავინახე რომელსაც ხ
პოპულალური ვიდეოები