მხოლოდ მთვარეს ვუჩურჩულებ გულში ნადებს
მხოლოდ მთვარეს ვუჩურჩულებ გულში ნადებს
გეფერები ჩაგიხუტებ სიყვარულით
ჩემი ანცი შემიყვარდა უსაშველოდ
ვიცი მასაც რომ ვუყვარვარ წმინდა გულით
ჩვენს სიყვარულს დროა რამე ვუსაშველოთ.
გეფერები, უსასრულოდ გიალერსებ
თვალებს სევდა შერჩენიათ ნისლის ფერი
უხმოდ, ნაზი შემოხედვით მიპასუხებ
ამბორსაც ვგრძნობ სიამისგან მიმდის ფერი.
შენზე ფიქრში, კვლავ უშენოდ დაღამდება
მხოლოდ მთვარეს ვუჩურჩულებ გულში ნადებს
მთვარე წლობით ნაგროვ სიბრძნეს გადამდებდა
მე კი ჩემი წმინდა გრძნობა ვუზიარე.
უსასრულოდ შემიძლია დაგელოდო,
როცა გნახავ ბავშვის გულით გავიხარებ
სულს სიამე ისე ტკბილად დამდენოდა
მონატრებას ახლოს აღარ გავიკარებ...
პოპულალური ვიდეოები