მჯერა
მჯერა
მჯერა ღმერთის, ვინც კი ამბობს მხოლოდ სიტყვა - შეიყვარეს,
და არ მჯერა, მე იმ ღმერთის, ვინც იტყვის - მე შემიყვარეთ
მაშინაა ღირებული ფიცი, მტკიცე სიყვარულით
თუ ის ძალით კი არადა, ნებით არის წარმოთქმული.

მჯერა ბედისწერის ძალის, ვიცი ცხოვრება ერთია
დასასრული ზღაპარივით, ბედ-ნიერი ფინალია,
იყო შენთვის, ჩაკეტილი, მისთვის არ დაბადებულხარ
დაითვალე სიყვარული და არა ის, ვისაც სძულხარ.

როცა ვგრძნობ, რომ ყოველ ჯერზე, რაღაც მართმევს მე სულ შენ თავს,
იმ წამს ვხვდები კვლავ გიპოვი, და კვლავ აღმოვჩნდები შენთან
მჯერა, სიცოცხლის, სიკვდილის და ყოველი ჯადოსნობის
ერთ ვარსკვლავზე გაჩენილებს, უნარი გვაქვს ერთად ყოფნის.

მჯერა რაც კი გიწერია, უცილობლად გადაგხდება
სიყვარული თესე ყველგან, გაიარე წინ დაგხვდება,
სიკეთეა ის მაგია, რაც ბოროტს მუდამ ამარცხებს
სიყვარული ბოლოს მაინც, შენ გულის კარსაც გააღებს.

ჩემი გული ძლიერია, როცა სახლობს ის ფერია
ჩემი გული ლამაზია, როცა შური არ აცვია,
ჩემი გული ნათელია, ის გრძნობების სანთელია
ჩემი გული ფრთებსაც გაშლის და საბოლოოდ არ დამშლის.
ე.მ.


"დაითვალე სიყვარული და არა ის ვისაც სძულხარ"
ამ პრინციპით ვცხოვრობ და შესაძლოა ჩემი ცხოვრების მთავარ დევიზადაც ჩაითვალოს, უბრალოდ ჩემი ცხოვრების აღწერას, მხოლოდ ეს სიტყვები დაამშვენებს.
თქვენც სჯობს ასე მოიქცეთ. მე ნამდვილად ვერ გასწავლით, როგორ მოიქცეთ და როგორ არა, მაგრამ ათას კაცს, რომ სძულდეთ და ერთს უყვარდეთ, მთელი თქვენი ყურადღება იმ ერთისკენ მიმართეთ და დანარჩენი მსოფლიო სულ დაივიწყეთ, ცხოვრება ხანმოკლეა და ჯობს ბედნიერებაში გავლიოთ და არა ვინმესთვის ცუდის გასაკეთებლად. იმდენად ხანმოკლეა ეს ცხოვრება, რომ განვლილი წლები დაგენანებათ, როცა გადახედავთ მას. გაგახსენდებათ, რომ არ გიცხოვრიათ სიყვარულით და ბოღმასა და ბოროტის ქმნაში გაატარეთ წლები, ეს კი კარგად ნამდვილად არ დაგამახსოვრდებათ და სინანულს მოგგვრით.
შეიყვარეთ... იცით, რა ადვილია? ....
პ.ს. დიდი იმედი მაქვს ჩემს ამ ლექსს ისე გაიგებთ, როგორც დავწერე და ამ "მესიჯსაც" ყურადღებას მიაქცევთ რასაკვირველია... მიყვარხართ ყველანი.
თქვენი სიყვარულის ჯადოქარი
ერკე!!!
პოპულალური ვიდეოები