ღამე უკომპლექსოა (დასასრული)
ღამე უკომპლექსოა (დასასრული)
ფიქრები და ისევ ფიქრები.მართლაც რთული რამ ყოფილა,ვერასდროს ვიმორჩილებთ მათ,არ გვძალუძს ვაკონტროლოთ ისინი.ძნელია,მაგრამ სიმართლე,ძნელია,მაგრამ რეალობაა...
დილას ადრე მეღვიძება,ფიქრები მიბჟუის თავში.კვირა დღეა.არსად ვარ წასასვლელი გარდა ცეკვისა,რომელის საღამოს ექვსს საათზე მაქვს.
ვიღიმი,მაგრამ მალევე მახსენდება,რომ სამეცადინო მაქვს.ვდგები,შახპს ვიღებ,თავს ვიწესრიგებ და სასაუზმოდ გავდივარ,ცოტა ხანში ჩემს ოთახში შემოვდივარ და მაგიდას ვუჯდები.თაკოს ისევ ძინავს,არ მინდა გავაღვიძო და სხვა ოთახში გავდივარ.დედაჩემი ამდგარი და ლეპტოპში რაღაცას ათვალიერებს,ვესალმები და მალევე ვტოვებ.სამზარეულოს მაგიდას ვუჯდები და წიგნებს ვშლი.
ვცდილობ გონებაში დავალაგო ის,რაც გასაკეთებელი მაქვს.ორშაბათისთვის დასაწერი მაქვს ქართული და ინგლისური,უნარები არ მაქვს,ამიტომ გვერდზე ვდგებ და ინგლისურის წიგნს ვშლი.“ტოეფელიდან“ ესეს ვკითხულობ და საინტერესო ადგილებს ვსწავლობ,ვყვები და შემდეგ მეორე გვერდზე გადავდივარ,იმასაც ვკითხულობ,ვწერ ესეს და შემდეგ რვეულს ვშლი,გამოთქმებსა და სიტყვებს ვსწავლობ,გრამატიკულ ნაწილსაც ვუღრმავდები,ვაკეთებ სავარჯიშოებს და ბოლოს წიგნიდან რაღაც ტექსტს ვსწავლობ.როცა ვრჩები,ქართულის გრამატიკას ვშლი და თეორიას ვსწავლობ,დავალაბებს ვწერ და გვერდზე ვდებ,შემდეგ გრიგოლ ხანძთელიდან ვსწავლობ თავებს,ყველაფერს დაწვრილებით ვიმახსოვრებ და ბარათაშვილის ლექსებზე გადვდივარ.რაც სახელმძღვანელოშია,ვსწავლობ და,რაც არ არის,ინტერნეტში ვეძებ.
დრო მალე გადის,საათს ვუყურებ და უკვე ოთხი ხდება,ფეხზე ვდგები და ტელეფონს დავყურე.ბვვრი გამოტოვებული ზარია.რამდენიმე ბარბარესგანაა,რამდენიმეც მასწავლებლისგან და მხოლოდ ერთი თოკოსგან.ოფლი მასხამს,მის ზარს არ ველოდი,წარბებს მაღლა ვწევ და ვირინდები.
ვაღიარებ,ჩემს რაღაც ნაწილს ესიამოვნა ეს,მაგრამ რაღაც ნაწილი ისევ დათრგუნულია.არ მესმის რა ხდება ჩემს თავს.არ ვიცი დავურეკო თუ არა,ბოლოს მაინც გონებას ვუჯერებ და ბარბარესთან ვუშებ ზარს.
-რას შვრები,გოგო?-ეტყობა,რომ გაბრაზებული.
-აუ სამეცადინო მქონდა.
-ახლა სტუდიაში მიდიხარ.?
-ექვსზე.
-გამოგივლი,მაქეთკენ ვარ.
-კარგი იქნება-ვპასუხობ და ვიღიმი.
-რაღაცნაირი ხმა გაქვს.
-შენ ჰო ვერაფერს გამოგაპარებ-კისკისებს და ტელეფონს თიშავს.
რამენიმე წუთშ ბარბარა ამოდის და ინტერესით აცეცებს თვალებს.
-რაო?
-მირეკავდა.
-არ დაურეკე?
-არა,დავურეკო?-ვეკითხები ისე,თითქოს არ ვიცი რას მიპასუხებს.
-კი,აბა რა უნდა ქნა.
-არ მცალია,არ შემილია ამდენი ფიქრი,ამდენი..-მაწყვეტინებს.
-იქნებ სცადო.ნუთუ ასეთი ძნელია საკუთარ სურვილებში გარკვევა.
-ძნელია,ძალიან ძნელი..-სევდიანად ვამბობ.
***
სახლში მოსული უნარებს ვწერს და შემდეგ ლეპტოპს ვრთავ.უკვე გვიანია,მაგრამ მაინც არ მეძინება.მალე თაკოც მოდის და გვერდით მიჯდება.რაღაც სასაცილო ისტორიებს მიყვება,მაგრამ მაინც არ მეცინება.ნეტავ რა მჭირს.
ტანზე ვიხდი და ჩაუცმელი ვწვები,ჰაერი არ მყოფნის,ფანჯარას ოდნავ მაღებ და გათბობას ვრთავ.მეორე მხარს ვტრიალდები,მაგრამ მაინც არ მეძინება.მინდა გავიგო რისი ბრალია,მაგრამ არ მესმის.
ცოტა ხანში ტელეფონის ეკრანი ნათდება.ვფიქრობ,რომ ეს თოკოა.ვგრძნობ,რომ სწორედ ისაა.მონაწერს ვხსნი და ერთიანად ვკანკალებ,მთელ სხეულზე ეკლები მაყრის.იქნებ ასე არ შეიძლება,მაგრამ როგორც ვმართო საკუთარი ორგანიზმი,საკუთარი გული,საკუთარი გრძნობები.
„მომენატრე სიგჟემდე.“-ხმამღლა ვკითხულობ და მეღიმება.თურმე ორ სიტყვას რამხელა ბედნიერების მოტანა შესძლებია.მახსენდება წარსული დღეები და ვთრთი.ისევ მინდა,რომ მას ვხედავდე.
მან დრო მომცა,მომცა მოფიქრების საშუალება.ეს ვიცი.დიახ,საკუთარ თავს ყოველ დილას ამას ვახსენებ,ვახსენებ და ისევ ვახსენებ.არაფერს ვპასუხობ,შემდეგ ისევ მომდის მონაწერი.
„რატომ არ მპასუხობ? ვიცი,რომ მოგენატრე.ამ კითხვაზე არ მიპასუხო“-ერთიანად ვინთები,ასე ნამდვილად არ შემიძლია.
მაინც არ ვპასუხობ,ვბრუნდები გვერდზე და თვალს ვხუჭავ.ვიცი,რომ მალე დამეძინება,ვიცი,რომ მალე აღარ მეღვიძება და ისიც ვიცი,რომ ის დამესიზმრება.ნეტავ ფიქრების მართვა შეგვეძლოს.ბევრჯერ დავფიქრებულად არა იქნებოდა,ასე რომ იყოს,მაგრამ რა მოვიფიქრე,იცით? უბრალოდ არ ვიცი,არ ვიცი...
მეორე დღეს ჩემი დღე არ არის და შესაბამისად სკოლაში წასასვლელი არ ვარ.მასწავლებელი დილას არ მყავს,შემიძლია თერთმეტ საათამდე ცოტა დავისვენო.სწარაფად ვიცვამ და დაბლა ჩავდივარ,ქუჩაში მივსეირნობ და იმედი მაქვს,რომ თოკო შემხვდება.ეს მე ვთქვი? ნუთუ იმედი მაქვს? გაგიკვირდებათ და გულის სიღმეში ისეთი სასტიკი რამ მემალება,რომ არ ვიცი.მგონი,ის ყველაზე ცბიერი რამ არის.რა არის ეს? დიახ,ყველას აინტერესესბს რა არის.მგონი,ეს ის აპერწკლებია,რომელიც დიდი ხანია კიაფობს ჩემში და თავისუფლებას არ მაძლევს...ჩემი გრძნობები,ჩემი ფიქრები თავისუფალი არც არასდროს ყოფილა...არასდროს? ეს სიტყვა არ მესმის,ნეტავ რას ნიშნავს.არ ვიცი იქნებ როდესმე გავარკვიო.
ქართულს ოთხზე ვრჩები და სახლისკენ მოვდივარ,მაინც და მაინც კარგ ხასიათზე არ ვარ.მასწავლებელმა ნაწერებზე შენიშვნა მომცა,სტილს მიხედეო.ვერ ვხვდები რას უწუნებს ჩემს სტილს.მგონი,ზედმეტი ამბიციები მაქვს.ვაჟა თვითონ არ ქმნიდან გრმატიკას-ვფიქრობ და მეღიმება,მე ხომ არც ვაჟა ვარ და არც შოთა,ჩემი მასწავლებელი ილიას გამკრიტილკებელი ხომ არ არის.ვიცი ეს,მაგრამ საკუთარი შექმნილი რაღაც-რაღაცები ძალიან მომწონს.მიყვარს,როცა რამე უჩვეულოსა და უცხოს ვწერ.არ ვიცი რატომ,მაგრამ მიყვარს.ზოგჯერ მგონია,რომ ნაწერი ჩემი შვილია,ჩემი პირმშო.განა ასეც არ არის?
***
დღეები გადის და ის არ მეხმიანება,ზოგ მომენტში იმასაც კი ვნანობ,რომ არ მივწერე.იქნებ ეწყინა,მაგრამ განა მეც ეს არ მინდოდა.არ ვიცი,არ ვიცი.
დღეს წვიმს.მალე ჩემი დაბადების დღეც იქნება.მე ხომ ამ დროს დავიბადე,წვიმიანი თვის მორიელი არ ვარ განა.არ ვიცი რამდენად ვგავარ მორიელს,მაგრამ ლიდერობა არასდდროს მჩვეოდა.
ისე მოდის 19 რიცხვი რომ ვერც კი ვხვდები.მეგობრებთან ერთად ვატარებ მთელ დღეს,ისევ ისე მიკეთებენ სიუპრიზს,ყველაფერი მახარებს,მაგრამ არც ბარბარეს სამკაულებზე მეფიქრება და არც თამთას შეფუთულ ლამაზ საჩუქარზე.
ისევ წინა დაბადების დღე მახსენდება.მაშინ ხომ დემეტრემ შესანიშნავი რამ მაჩუქა.
კლუბიდან მოსული საწოლზე ვიშოტები.საათს ვუყურებ და გული მწყდება,ორი საათიც და ჩემი დაბადების დღეც გავა.რატომ მქონდა რამის იმედი? არ ვიცი,იქნებ ეს უკანასკენლი ბოლოს კვდება.
მარტო ვარ სახლში და ლამისაა მოჩვენებების ხილვაც დავიწყო.რას გავუგებ ცხოვრებას,რას გავუგებ ოცნებას და თუნდაც იმ აჩრდილებს,რომლებიც გულში მისახლდებიან.აივანზე გავდივარ და ცას ვუყურებ.ისევ ვარსკვლავებია,ისევ და ისევ..ისევ ის დღეები მახსენდება და არ ვიცი სად წავიდე.დემეტრე? მას არ დაურეკია.იქნებ ასე სჯობს,იქნებ ვინმე გერმანელი „ნაშა“ გაიცნოს ვინ იცის.
მესმის,რომ ორივესთან ვერ ვიქნები და ეს უბრალოდ ღორობაა.ღორობა? მე ხომ არასდროს ვყოფილვარ არც ღორი და არც გაუმაძღარი გოგონა.არასდროს!
მოაჯირს ვეყრდნობი და იდაყვებს ნიკაპქვეშ ვიტავსებ.ეს რომანტიკაა? არა,ეს უბრალოს სევდაა.ნიავი უბერავს,ოდნავ ცივა კიდეც,მაგრამ ეს არ მადარდებს.ზემოთ ვარსკვლავებია,მხოლოდ მათკენ მიდის ჩემი ფიქრები.იქნებ მანათობელი ვარსკვლავები რაღაცას მალავენ.ამაზე ხშირად მიფიქრია და ახლაც ვფიქორბ.იქნებ მალავენ...
-ლამაზია არა? საინტერესოა რას გახსენებს-მესმის ნაცნობი ხმა და ადგილზევე ვხტები.ეს ვინ არის? ნუთუ თოკოა?
ვტრიალდები და სახეზე ხელებს ვიფარებ.
-რა იყო? გაგიკვირდი? არ მითხრა,რომ არ მელოდი..
-არ გელოდი-უემოციდ ვამბობ,მაგრამ გონებაში ვხარშავ მის გარეგნობას.ოცნავ შეცვლილა,უფრო მამაკაცური გამხდარა,უფრო მიმზიდველი და იქნებ უფრო სექსუალური.ამ უკანასკენლ სიტყვას ვუფრთხი,მაგრამ მაინც ვიყენებ.
-შენთვის რაღაც მაქვს.არ დამიტოგე ტორტი?
-ტორტი არა,მაგრამ რაღაც ნამცხვარი აქვს ჩემს დას და თუ გინდა მოვპარავ-ღიმილით ვეუბნები.
-შესანიშნავია ანუ ქურდიც გამხდარხარ?
-რაღაც გაგებით კი.
-რაღაც მაქვს შენთვის.შემომისვებ?
-კი,მარტო ვარ-ვეუბნები და მერე ვნანობ.ვინ იცის რა იფიქრა.
სამზარეულოში შემყავს და ნამცხვარს ვთავაზობ,მაგრამ იწუნებს და მხოლოდ ლუდიც კმაყოფილდება.
-ასწორებ-ამბობს და იცინის-არ დალევ?
-არა,უკვე საკმაოდ დავლიე.
-კარგი.იცი,რა მაქვს შენთვის?
-არა-ინტერესით ვუყურებ თვალებში.
-ძალიან მოგეწონება-წამზე ნაკლებში მიახლოვდება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს,მკოცნის,მაგრამ არა ისე,როგორც ადრე,უფრო გრძნობით და უფრო ძლიერი ვნებით.რა შეიცვალა? ისე მოძრაობს,თითქოს ამ კოცნაში მთელ არსებას აქსოვდეს.
-გეყოფა-ხელს ვკრავ,მაგრამ მაინც ვერ ვიშორებ.ეს მეც მინდა,მაგრამ არა,არ მინდა! ასეთ საჩუქარს ვერ მივიღებ,რადგან არ შემიძლია.
-თინაა...
-მომშორდი-ხელს ძლიერად ვკრავ და ისიც იწევა.
-ნუთუ არ მოგეწონა?
-წადი შენი-ლუდის ჭიქას ვიღებ და პირდაპირ სახეში ვასწამ სითხეს.
-ასე უფრო სექსუალური ხარ,ასეთი გაბრაზებული უფრო ყიდი საკუთარ თავს.ვიცი,რომ ჩემთან გინდა,ვიცი,რომ გულში უკვე შემომისვი.
-ნუ ეხები ჩემს გულს.
-ნუ ხარ ასეთი მკაცრი,ბუნებრივი არ ხარ-მშვიდად ამბობს და წელზე ხელს მხევს-რას გრძნობ,როცა შენს ახლოს ვარ?
-გაჩერდი-მხოლოდ ამას ვპასუხობ,რადგან არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ მისი ტუჩებისა და გამძაფრებული სუნთქვის ქცერას.
-თინა,ვიცი,რომ ფიქრობდი ჩემს სიტყვებზე.
-არ გაჩერდები? რა გინდა?-ვყვირი,ის კი მაჩუმებს.
-კარგი,მაშინ უბრალოდ ფილმს ვუყუროთ,საუბარი ხელს გვიშლის.
-ფილმს? ფილმს არა იმას-ცივად ვამბობ.
-მაგარი სერიალი ვიცი,მაგრად გაასწორებ.
-მაინც?
-უკანასკნელი სამეფო.
-ოჰო.
-არ შეეფერება სადღესასწაულო განწყობას-იცინის.
-ვიცი.
-მაშინ რამე სახალისოს ვუყუროთ-მიღიმის და ლეპტოპს რთავს-რამეს ავარჩევ.
ცოტა ხანში კომედია შერჩეულია და ტელევიზორის წინ ვსხედვართ,ის მიღიმის და ჩემგან მოშორებით სუნთქავს.არც ერთი არ ვდებთ ფილმში გულს,უემოციოდვუყურებ და მხოლოდ ერთმანეთის სიახლოვეზე ვფიქრობთ.ცოტა ხანში ჩემკენ იწევა და ისე ახლოსაა,რომ ლამისაა შემეხოს.მინდა გავიწიო,მაგრამ თან არ მინდა,მინდა ვაკოცო,მაგრამ თან არ შემიძლია.ისე ვარ,თითქოს რაღაც უხილავი ძალა მაკავებს.
ფილმში კოცნიან,მას ეღიმება და მე მიყურებ,მაგრამ არ ვიმჩნევ.მალე ფილმიც სრულდება და ხელს დივანს ატარებს,ჩემს თმებამდე მოდის და მტევანს დაბლა აცურებს.ცოტაც და ბეჭებზეა მისი ხელი,თავისკენ მიზიდავს და გულთან მიკრავს.
-რა რომანტიკოსი ხარ-მეცინება,ამჯერად თამამად მეცინება და გვერდზე ვიხედები.
-თვალს რატომ არ მისწორებ? ვიცი,ვიცი,იმიტომ,რომ გეშინია..
-ჩუმა!-ვაჩუმებ და ვუყურებ-თაფლისფერი თვალები გაქვს.
-ვიცი,მთავარია,შენ რას ხედავ ამ თვალებში,თორემ თაფლისფერი თვალები 90 პროცენტს აქვს.
-რამეს უნდა ვხედავდე?
-ნეტავი მართლაც გულის სარკე იყოს.
-იქნებ არის კიდეც-ვეუბნები და ხელებს ვხვევ,კისერზე ვხვევ და თას მკერდზე ვადებ,არ შემიძლია მის აჩქარებულ გულისცემას უემოციოდ ვუსმინო.
-იმოქმედა-ამბობს და ეღიმება.
-საჩუქრისთვის მადლობა-ვეუბნები და კიდევ უფრო ეცინება.
-კიდევ მინდა გაჩუქრო საჩუქარი-ხელებს მკლავებზე მკიდებს და თავს მაღლა მაწევინებს-ლამაზი ტუჩები გაქვს.
ისევ მკოცნის და ამჯერად წინააღმდეგობას არ ვუწევ.ისეთი გრძნობაა ეს,რომმგონია,გავარვარებულ შანთთს მიყრიან სხეულში..მგონია,რომ ვიწვი,გრძნობებისგან ვიწვი..
-მოგეწონა?-მიყურებ და ტუჩებზე მაცქერდება.არაფერს ვპასუხობ,თავს მხარზე ვადებ და მეღიმება.
-არაფრის-მჩურჩულებს ყურში.
***
იმ დღის მერე ისევ ვუფრთხი.ვინ იცის იქნებ სერიოზული სახე შესძინოს იმ საჩუქარს.არ ვიცი,მაგრამ ვიცი,რომ ასე მოიქცევა.
მას შემდეგ პატარა-პატარა შეტყობინებებით შემოიფარგლება.ერთმანეთს მხოლოდ ბაბის დაბადების დღეზე ვხვდებით,ერთხელ ვცეკვავთ და სულ ესაა.
***
დღეს პირველი თოვლია და მიხარია.არ ვიცი რატომ მაგრამ მიხარია.გადავწყვიტეთ ბაკურიანშ ავიდეთ და ცოტა გავერთოთ.ჩვენთან ერთად თოკო და გიგაც არიან.თოკო მაფერხებს.არ მინდა,რომ ისევ მაკოცოს ან იქნებ მინდა.
პატარა ბავშვებივით ვგუნდაოთ და ესეც მიხარია.აი,თოკო მესვრის გუნდას და თოვლში მაქცევს.გარშემო,მგონი,არავინაა.
ის მიყურებს და იცინის.
-როგორ მანატრებ ხოლმე თავს.
-ამაყენებ?-ვეკითხები ირონიულად.
-არა-ჩემ გვერდით წვება და ცას უყურებს-ლამაზია არა?
-ჰო-ჩუმად ვამბობ და წელზე მის ხელს ვგრძნობ,ხელებს ხელებზე მკიდებს და ზემოდან დამყურებს.კიდევ კარგი წონასწორას ინარჩუნებს,თორემ შემეხებოდა,შემეხებოდა და ისევ დავკარგავდი გონს.
-თინა...
-ნუ ხარ პათეტიკური-აგდებით ვპასუხობ,მაგრამ თავს მაინც ვერ ვიკავებ.
-უნდა გაკოცო-ამბობს და ტუჩები ნელ-ნელა ჩემკენ მოაქვს.
-გაიყინები-ვამბობ,მაგრამ სულ სხვა რამ მინდა.ვიცი,რომ მაკოცებს და ვიცი,რომ მეც ვაკოცებ.
-მერე რა,თუ გინდა ყინულადაც მაქციე,ყინულის დედოფალო.
-ზედმეტ სახე..-ვეღარ ვასრულებ,რადგან მისი ცივი ტუჩები ედება და ლამაისაა გონება დავკარგო,კისერზე ხელებს ვხვევ და ვკოცნი,მთელი გრძნობითა და მთელი ვნებით..
ისე მივაწებეთ ტუჩები,რომ ვეღარ გავთავისუფლდებით,ალბათ,მაგრამ ბარბარე მოდის,გვიახლოვდება და იცინის.
-ოჰ,ნეტავ ანტარქტიდაზე იყოთ,ხომ შეეყინებოთ ერთმანეთს.
-არა,არა-ვიშორებ თოკოს და ფეხზე ვდგები-ეს ის არ აირს,რაც შენ გგონია.
-აბა?-წარბებს სწევს ბაბი.
***
ჰავაის კუნძულებზე ორკაციანი საგზური მოგიგე.აი,ზუსტად დღეს ავიღე და საშინლად ბედნიერი ვარ.დღეს 27 დეკემბერიამაგრამ გაკვეთილები მაინც მაქვს.ქართულზე მიმაქვს საგზურები და მასწავლებელს ვანახებ.ამაყი ვარ და ბედნიერი,ვხვდები,რომ ჩემი საქმე ეს არის.
მასწავლებელი მაქებს,მაგრამ მის თვალებში სევდასაც ვამჩნევ.ალბათ,გული წყდება,რომ თვითონ არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამე,მაგრამ წერა განა ყველას შეუძლია.იქნებ რომ არა ასეთი გაჭირვება და დაბრკოლება,არ დამეწერა,ვერ დამეწერა..იქნებ არ შემძლებოდა საკუტარი თავის ამ ამპლუაში პოვნა,იქნებ იურიდიულზე მეფიქრა, ან მათემატიკურზე ვინ იცის...
***
დემეტრეზე აღარ ვფიქრობ,მგონი.,ისიც არ მეხმარება.იქნებ ეშინია,რომ მესამე იყოს.იქნებ მართალი იყო თოკო,ის მებრძოლი არ არისო.
-შენით ვამაყობ-მირეკავ თოკო.
-მადლობ.
-არ გინდა შევხვდეთ?
-დღეს 31-ია და გოგონებთან ერთად ვხვდები,შენც არ იქნები?-ვეკითხები მას.
მალევე მითიშავს და ისევ ჩემს საქმეს ვაგრძელებ.ბოლო დეკორაციები მიმაქვს ბაბისთან.სადარბაზოში როცა შევდივარ,ფეხის ხმა მესმის,ვფიქრობ,რომ თაკოა,მაგრამ ვცდები.
-ჰეი,თინაა...
-ოუ შენ ხარ?-მხრებს ვიჩეჩ.ჩემს წინ ის დგას.
-არ მელოდი?
-თოკო,ჯერ ადრეა.
-მოდი აქ-ხელს მხვევს და კიბეებზე მიმარბენინბს.
-დამსვი.
-არა-მანქანაში მსვამს და საჭესთან ჯდება.
-სად მივდივართ?
-კიდევ კარგი დაწყნარდი.
-შენთვის საჩუქარი მაქვს.
-თუ ჩემი შეცდენა გინდა,ვერ მოგართვი.
-რომ შემძლებოდა აქამდე ასჯერ დაგიმორჩილებდი.
-მაგრამ რა? რა გავაკებდა?
-გრძნობები და ის თუ ჩემზე რას იფიქრებდი.
-გაჩუმდი-განზე ვიხედები,მაგრამ არ ვკივივარ.
-მოგეწონება დამიჯერე.
მანქანა ჩერდება,ეს ის სახლია,სადაც დაბადების დღე გადაიხადა.გარშემო მეები გატიტვლებულა,მაგრამ მაინც ლამაზი ბუნება მეშლება თვალწინ.
-ეს ის სახლია...
-შევიდეთ.
ყველაფერი საახალწლოდაა მორთული.დიდი ნაძვის ხე დგას გრძელი ოთახის შუაში,დეკორაციები თვალს მიბნელებს.მეორე ოთახში გავყავრა და გაშლილ სუფრას ვხედავ,სანთლები ანთია..
-ეს ჩვენთვისაა?-ვეკითხები გაკვირვებული.
-სიუპრიზი...-მიღიმის-კიდევ გინდა წასვლა?-მეკითხება და ხელს მკიდებს.პასუხს არ ვცემ და და გარემოს ვაკვირდები.
საღამო მშვენივრად მიდის.უხერხულობას სადღაც ვმალავ და ვცდილობ ბუნებრივი ვიყო.მის ხელს მუხლზე ვიგრძნობ თუ არა,მაშინვე ეკლები მაყრის.რა სექსუალურია-მეთქი,ვფიქრობ და მეღიმება.
ბუხარი ანათებს გარემოს.უკვე დიდი ხანია,რაც შუა ღამეს გადასცდა.
-გახსოვს რა გითხარი?-მეკითხება და იღიმის.
-რა?
-წინა ახალ წელს.
-თავიდან იწყება ყველაფერიო?-მხრებს ვიჩეჩ.
-ზუსტად.
ბუხართან ვსხედვართ და სასელს ვწრუპავთ.თბილა,ძალიან თბილა..ორმაგად ვგრძნობ სითბოს,როცა მის გვერდით ვარ.
-რაო დემეტრეო?-ცდილობს წამკბინოს.
-შემეშვი.
-შეიძება გაკოცო?
-როდიდან მეკითხები?-მეცინება და ისიც უკან არ იხევს.
-არ ვიცი.
ისებ მკოცნის.როგორ მიყვარს მისი კოცნა.იქნებ,იქნებ..გაჩერება არ არის..კისერზე ვხვევ ხელებს და გაუჩერებლივ ვკოცნი..მთელი ჩემი სული მასშია.ეკლები მაკლის,მგონი,ასეთი დახორკლილი არასდროს ვყოფილვარ.მთელი არსებით ვგრძნობ,რომ ანდამატივით მიზიდავს.
ისევ მკოცნის,მთელი სხეულით ვხურვარ..ვერც კი ვგრძნობ ისე მაცლის ზედას,უფრო გაცხარებით მკოცნის და ზემოდან მექცევა...მინდა შევჩერდე,მაგრამ თან არ მინდა..გონებას ისევ ვერ ვემორჩილები.მას უკვე დიდი ხანია,რაც ვმტრობ.თმებში ხელს ვუცურებ და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ.ის ხურს,მისი ტუჩები მხურვალედ ჩამოდის ტუჩებიდნა კისერზე,კისრიდან მკერდზე.
პერანგის ღილებს ვუხსნი.არ მჯერა,რომ ეს მე ვარ..
-ცხელა..-მხოლოდ ამას ამბობს.ეს რისი კოდია? ალბათ,იმის,რომ უნდა ეს ყველაფერი გაგრძელდეს.
***
მის მკერდზე მეღვიძება.დღეს პირველი იანვარია.ახალი წელი მართლაც რაღაც ახალ იწყებს..მის გაღვიძებამდე ვდგები და მძინარეს ვუყურებ.გარეთ ისევ თოვს.მინდა გავიდე და ძლიერად შევისუნთქო სუფთა ჰაერი.
სკამზე ვჯდები და ტელეფონს ვუყურებ.ვირინდები,როცა მონაწერს ვკითხულობ.
„გილოცავ,მრავალს დაესწარი..ახალი წელი ახლის საწყისია..“-ეს დმეტრეა..რაღაც უსაიამოვნოს ვგრძნობ.მინდა,რომ ვიტირო,მაგრამ ესეც არ გამომდის.გრძნობების დედოფაი მინდა ვიყო,მაგრამ სადაა.
-თოვლის დედოფალო..-შარვლის ამარა გამოდის გარეთ.
-შეგცივდება-ვეუბნები და თვალს ვარიდებ.
-ჩემზეც ზრუნავ?
-გიკვირს?
-შესანიშნავი ახალი წელი იყო.
-საოცარი-ვპასუხობ და ფეხზე ვდგები.მისი ტუჩები წინ მეგებება,ისევ ვგრძნობ ნამძინარევი ბაგეების შეხებას და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის.
***
დრო მალე გადის...ისევ მთავრდება არდადეგები,ისევ აღარ თოვს..ისევ მენატრება და ისევ მინდა ვნახო მომღიმარი თოკო..ისევ მნახულობს ხოლმე,მაგრამ ისევ თავს ვარიდებ.სულ მოუცლელობას ვიმიზეზებ..არ ვიცი რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას.
მართალია,იმ დღის მერე არ შევხებივართ ერთმანეთის ბაგეებს,მაგრამ ისევ თვალწინ მიდგას მისი სურნელი.აი,მგონი.ახლაც ვგრძნობ.
***
-არ მჯერა.
-ჰო,ასეა.
-რატომ არიდებ თავს? ისევ ვერ გარკვეულხარ.
-იქნებ მეშინია.
-იმ დღეს ხომ...
-ჰო,არ ვიცი-ვპასუხობ ბაბის და სევდიანად მეღიმება.
***
დრო თვალთახელშუა გარბის...ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა.ალბათ,იმიტომ,რომ ამდენი გამოცდა ჯერ არასდროს მქონია.ციებ-ცხელებით მივაპობ ცხოვრების ტალღებს.
ბოლო გამოცდიდან დაღლილი გამოვდივარ.არ ვიცი რა შევძელი,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ,რომ ყველაფერი დასრულდა.მალე სტუდენტი ვიქნები..შესანიშნავი შგერძნებაა.არ ვიცი შედეგები,მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ რრომ არ ვიცი.ვგრძნობ,რომ ზურგიდან საშინელი ლოდი მომეხსნა..საპატიმროდან გამოსულ ადამიანს ვგავარ,ღრმად ვსუნთქავ და თმას ვისწორებ..
წინ ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და ვჩერდები.მგონი,ნცნობს ვხედავ.არ ვიცი ზუსტად ვინ არის.
-თინა..-ის ჩემკენ მოდის..
-დემეტრე-ვიცანი,ძალიანაც არ შეცვლილა,მაგრამ მაინც სულ სხვაა.
-როგორ ხარ?-მეგობრულად მეხვევა და შემდეგ ლოყაზე მკოცნის.
-კარგად,ბოლო გამოცდა მქონდა.აქ რა გინდა?
-მინდოდა მენახე.
-საქმეები როგორ მიდის?-ვეკითხები და სიარულს ვაგრძელებ.
-შესანიშნავად.
-სტუდენტები ერთად გავხდებით.
-იცი,რა?
-გისმენ.
-სადმე ვივახშმოთ,რაღა მინდა გითხრა.
-ახლავე იყოს-ვეუბნები.გადადება აღარ მინდა,აღარ მინდა ზედმეტი ფიქრები.
-კარგი,აქვეა რაღაც კაფე.
-კარგი.
ვსხდებით,მე მხოლოდ ყავას ვუკვეთ,მეტი არაფრის თავი არ მაქვს.იქნებ ამან მაინც გამომაფხიზლოს.
-დაღლილი ხარ ჰო?
-ჰო-ვპასუხობ და ვუღიმი.
-არ გირეკავდი,რადგან ვფიქრობდი ამ ყველაფერზე..
-ჰო,მესმის-უემოციოდ ვპასუხობ.
-მე ვხვდები ერთ,ამ ხნის მანძილზე ვფიქრობდი და მივხვდი,რომ ჩვენ მეგობრები ვართ..როცა სხვა რამეზე ვფიქრობდი,ყველაფერი გავაფუჭე...
არ ვიცი რა ვუპასუხო და მხოლოდ ვიღიმი..მისი სიტყვები მახვედრებს,რომ მეც იმასვეს ვგრძნობდი..
მეორე დღეს გერმანიაში მიდის,ვაცილებ და მეგობრულად ვეხვევი..
-მიხარია,რომ ყველაფერი გავარკვიეთ.
გაკვირვებული ვბრუნდები სახლში.აგვისტოში ჰვაი მელოდება და მშვენივრად დავისვენებ,თუმცა მეორე ადამიანი ვინ წავიყვანო არ ვიცი..გული მკარნახობს,რომ ეს თოკოა,მაგრამ ესეც არ ვიცი.
***
ნუთუ ისევ ველოდები რაღაცას...დიახ,ისევ..ისევ შორს ვიჭერს მისგან თავს და თავი ამოუცნობ რომანში მგონია..
მოუთმენლად ველი შედეგებს,მაგრამ ჯერ ჰავაი მაქვს გადასაწყვეტი.10 აგვისტოს მივდივარ და მარტო ნამდვილად ვერ წავალ.
-წაიყვანე ის.მას აჩუქე რა-მეხვეწება თამთა.
-ჰო რა-თამარი იღიმის.
-ისე მე და ბაბი რომ წავსულიყავით არ სჯობდა,ბიჭს ვერ დავპატიჟებ.
-კარგი რა-ბაბი სიცილით სკდება.
-არა,მე ის..
-გაიგონე რა გითხრა დემეტრემ.
***
არც ერთი დაქალი არ მომყვება და მიწევს მარტო წავიდე..აეროპორტში ვდგავარ გამზადებული და ჩემს რიგს ველდები,საცაა რეგისტრაციას გავივლი.
თოკოზე ისევ მეფიქრება,მაგრამ ვჩერდები..მაე ჩავჯდები და ორი კვირით მოვწყდები გარემოს..ეს თან მიხარია და თან არა.
რეგისტრაციას გავდივარ,როცა ჩემი სახელი მესმის.ვგრძნობ,რომ შორიდან მოდის.
-თინააა...-ისევ აგრძელებს ბოლო ასოს.
-სხვას დავუთმობ რიგს-უკან ვიხევი და ინტერესით თვალებს ვქაჩავ.
-რა გინდა აქ?-ვეკითხები წინ მდგომს,როემლიც გონებას მაკარგვინებს.
-საგზური თან აგქვს ჰო? იმედი გქონდა,რომ მოვიდოდი..
-რა?
-იმედია მაქვს,რომ აღარ ამარიდებ თავს..იმედი მაქვს,რომ...-აღარ აგრძელებს,ძიერად მიკრავს და ვნებიანად ეხება ჩემს ტუჩებს.
ვგრძნობ,რომ ყველა ჩვენ გვიყურებს,მაგრამ ვერ ვიშორებ.
-გეყო..ვიცი რა გიცი რა გითხრა დემეტრემ.შეიგნე და დამორჩილდი სურვილებს..ნუ იკარგები საკუთარ თავში.
-რა?
-ჩუმად და წავიდეთ-რეგისტრაციას გავდივართ.ისიც მოდის.ჩუმად ვარ,ხმას ვერ ვიღებ,არ მჯერა,რომ ეს ხდება.
თვითმფრინავში ვჯდებით,მაგრამ ხმას არ ვიღებთ..
-პირველად ფრენ?
-ჰო-ვუქნევ თავს.მგონი,მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ,რომ ეს პირველად ხდება.
ხელს მხვევს,იღიმის.
-შამპანურს დალევ?-მეკითხება.
-არა.
-რატომ? დაძაბულობას მოგხსნის.
-არ მინდა-თავს მხარზე ვადებ და თვალს ვხუჭავ.
***
ჰავაის ზღვა სულ სვხაა,მისი ქვიშაც სხვაა..ყველაფერი ლამაზი და აღსატაცებელია..დავდივართ და ვსეირნობთ,ხან სად ვართ და ხან სა,ხან ვცურავთ და ერთმანეთს ვეჯიბრებით..სასტუმროში მხოლოდ დასაძინებლად შევდივართ,მაგრამ ძილითაც კი არ გვძინავს,რამდენიე საათში გვეღვიძება ხოლმე.ალბათ,იმიტომ,რომ ერთმანეთი გვენატრება.
-ალბათ,გაინტერესებს შედეგები არა.
-ზუსტად ჩასლის დღეს გავიგებ-ვუღიმი,ის კი მკოცნის.
-მიხარია,რომ კოცნის ნებას მრთავს.
მეღიმება.არაფერს ვამბობ.
-სხვა რამის ნევბასაც დამრთავ,იმედია.-კედელთან მაკრობს და სუნთქვა მეკვრის..
***
მისი საწოლიდან ვდგები და თმას ვისწორებ.მგონია,რომ სამოთხეში ვარ და უნებურად ვიღიმი.
მალე მასაც ეღვიძება და ხელს მიქნევს.
-სამოხეეეეე-ფეხზე დგება და წელზე ხელს მხვევს.
-რა თქვი?
-ჩემი სამოთხე ხარ,თინა..
-დარწმუნებული ხარ?
-რა შენ ეჭვი გეპარება?-არაფერს ვპასუხობ..ისევ მის კოცნას ვგრძნობ და ისევ საწოლზე ვენარცხები..
***
-მადლობა ამ მოგზაურობისთვის..-მეუბენბა,როცა აეროპორტიდან გამოვდივართ.
-დაიდებოდა..-ტელეფონს ვკიდებ ხელს და ვამოწმებ,მაგრამ არაფერია.
-სახლში,როცა მივალთ,მაშინ იქნება..ნახავ..
***
ასპროცენტიანი გრანტი..ახლა მაინც დამიფასდა..მიხარია და თოკოს ვეხვევი.დედაჩემს უნდა დავურეკო და ვახარო..ის და თაკო ზღვაზე არიან.ვიცი,რომ ძალიან გაუხარდებათ..რატომ ვფიქრობ ზედმეტს.ხომ ვიცი,რომ მეორე აზრი უბრალოდ არ არსებობს..
ცხოვრება რიტმში დგება..უკვე სტუდენტი ვარ...დღეს პირველი დღე მაქვს უნივერსიტეტში..ადრე ვდგები და წინაწარ გამზადებულ ტანსაცმელს ვიცმევ..
მგონი,არაფერია მარადიული.მიხარია,მაგრამ არ ვიცი რა მელის წინ..
უნივერსიტეტიდან გამოსულს ზარი შემომდის,ეს გიგაა.
-თოკო ავარიაში მოხვდა-მეუბნება აკანკალებული ხმით.
-რა? ღადაობ?-ლამისაა ვიყვირო.
-დრეფტინგი რომ უყვარდა და...
-არა,არ არსებობს..
-მოდი,მძიმედაა-თიშავს.
სახეზე ფერი მეკარგება,ვკანკალებ,სიარულიც კი მიჭირს.არ ვიცი რა ვქნა.როგორ მივიდე მასთან,მაგრამ ვიცი,რომ უნდა ვიჩქარო...იქნებ რამე მოუვიდეს და..ამის გაფიქრებაც კი მიჭირს..არ მინდა,რომ რამე ცუდზე ვიფიქრო,მაგრამ რეალობა...
***
საავადმყოფოში ვდგავარ და თითებს ვიმტვრევს.ასეთ რამეს ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდი.იმაზე ფიქრიც კი არ მინდა,რომ მას,შესაძლოა,რამე მოუვიდეს.ეს ჩემს გონებას უბრალოდ ვერ სწვდება.
-რა ხდება? რამეე ახალი?-აქვითინებული ვეშვები გიგას მკლავებში.
-ოპერაციას უკეთებენ.
-ღმერთო..
-გულისას..დაუზიანდა და..მედიცინაში ვერ ვერკვევი,მაგრამ ვიცი,რომ სერიოზული პროცედურაა.
-არაა.არააა.-ხმამაღლა ვტრი.ჩვენი მომენტერი მახსენდება და გული მიკვდება.ვიცი,რომ ყველაფერს გადავიტან,მაგრამ მის დაკარგვას ვერა..
რამდენიმე საათი გადის,მაგრამ არაფერი ისმის..ცოტა ხანში გოგონებიც მოდიან და ცდილობენ დმამამშვიდონ,მაგრამ არ შემიძლია..
-არ შემიძლია..
-თინა.. ჩემო პატარა..ის კარგად იქნება-მეხვევა თამთა,თამარი კი ხელს მჭდებს,ბაბი გიგას ამშვიდებს და ვართ ასე..
-იქნებ ყავა დალიო?-მეკითხება ბაბი და თვალებში მიყურებს.
-არ შემიძლია-ვპასუხობ და ცრემლებს ვიწმენდ.
დრო გადის და ექიმიც გამოდისხალათი გაუხდია და ნერვიულად მოაბიჯებს..
-არ თქვათ,რომ..-ვყვირი და სახეზე ხელებს ვიფარებ.
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მალე გამოიღვიძებს-მესმის მისი სუტყვები და ლამისაა გონი დავკარგო,ძლიერად ვეხვევი ექიმს და ათას მადლობას ვუხდი.ჩემი მეგობრვბი უკან ეხვევიან ერთმანეთს..
-დამშვიდდი-ამბობს ბაბი და სკამზე ეშვება.
-მალე,როდის გავა მალე..ანუ ვნახავთ?-ვკითხულობ,მაგრამ პასუხს არავინ მცემს.
იმ დღეს არავინ გვიშვებს საოპერაციოში.საშინლად ვნერვიულობ და ხან ვის ვეკითხები თოკოს ამბავს და ხან ვის.
ღამეს იატაკზე ვათენებ და ლეპტოპში რაღაცებს ვწერ,ეს მეხმარება,სხვა ვერაფერი მაწყნარებს,ყოველ წუთს პალატისკენ ვიხედები.ნეტავ მალე გამოჩნდეს.
მაია დილაუთენია მირეკავს და მიკითხავს.ვეუბნები,რომ კარგად ვარ.
***
-როგორ ხარ?
-არ მემჩნევა-ვპასუხობ გიგას,რომელსაც თვალები ნერვიულად ეხუჭება.
-გამოძნება გჭირდება.
-შენც-ვპასუხობ.
-შესვლა როდის იქნება შესაძლებელი?
-არ ვიცი.
ექიმი გამოდის და გვეუბნება,რომ თოკოს რაღაც პროცედურებს უტარენ და რამდენიმე საათში შეგვიშვებს.
-ოღონდაც ეს არა-წარბებს მაღლა ვსწევ.მიჭირს ამის დაჯერება,მაგრამ ვგრძნობ,რომ სხვა გამოსავალი არ არის.
-იქნებ დაისვენო.კაფეტერიაში ჩავიდეთ-ამბობს ბარბარე,რომელიც ცოტა ხნის წინ მოვიდა სახლიდან.
-არ შემიძლია.
-რამდენ ხანს უნდა იყო ასე?
-ჯერ ვნახავ და დავრწმიუნდები,რომ კარგად არის-ვეუბენბი და თავს ხელებში ვრგავ.
-კარგზე იფიქრე და ადექი-ძაყენებს გიდა და დაბლა მიმათრევს.
-სად მივდივართ?
-კაფეტერიაში მოკლედ მიჭრის.
-კარგი,გამიშვი და ჩემით წამოვალ-ვთანხმდები და ნერვიულად მივაბიჯებ.
***
კაფეტერიიდან პალატამდე გზა საშინლად გრძელი მეჩვენება.ყველა შესაძლო შემთხვევას წარმოვიდგენ და უფრო ვშინდები.
ისევ ვაცნობიერებ,რომ მის გარეშე არ შემიძლია..არ შემიძლია,რომ მის გარეშე ვიცხოვრო..მის გარეშე დღესაც ვეღარ გავძლებ..
ისევ ვაცნობიერებ,რომ მას მიჯაჭვული ვარ..ჯაჭვი ისეთი მტკიცეა,რომ მას ვერავინ დააცილებს..
პალატასთან ვდგავარ,ერთი სული მაქვს როდის დავინახავ მის ღიმილს,როდის გავუსწორებ თვალს მის თაფლისფერ მზერას და როდის გავიგონებს მისი ბაგეებიდან ამოსულ სიტყვას..წამები საუკუნედ იქცევა..
უკვე კარების წინ ვდგავარ..მინდა გავაღო,მინდა შევახო ხელი,მაგრამ მეშინია..მინდა,მაგრამ თან მეშინია,ისევე,როგორც ერთ დროს თოკოსთან ყოფნა...
***
ვფიქრობ,ვფიქრობ და მაინც შევდივარ..ვუყურებ და მეღიმება,მიყურებს და მასაც ეღიმება.
-მოდი აქ-მეუბნება და ოდნავ იწევა.ვუახლოვდები და ხელს ვჭიდებ.საწოლზე ვჯდები და თვალებში ვუყურებ.ვგრძნობ როგორ მომნატრებია მისი თაფლისფერი მზერის ცქ
პოპულალური ვიდეოები