THE HUNGER GAMES - შიმშილის თამაშები
THE HUNGER GAMES
შიმშილის თამაშები
  • წელი: 2012
  • ქვეყანა: აშშ
  • ხანგძლივობა: 2 საათი 22 წუთი
  • ჟანრი: საოჯახო, თრილერი, სათავგადასავლო, სამეცნიერო-ფანტასტიკა,
  • რეჟისორი: გარი როსი,
  • ბიუჯეტი: 75 მილიონი
  • შემოსავალი: 658.01 მილიონი
  • IMDB: 7.2
  • აღწერა: ფილმი წარმოადგენს სიუზენ კოლინზის მსოფლიო ბესტსელერის პირველი ნაწილის ეკრანიზაციას. შიმშილისგან და ომისგან მთელს პლანეტაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაღა დარჩა და მას პანემი უწოდეს. პანემი შედგება დედაქალაქისგან, რომელსაც კაპიტოლიუმი ჰქვია და 12 რაიონისგან. ყოველ წელს თითოეული რაიონიდან ლატარიის პრინციპით ირჩევენ ორ წარმომადგენელს, რომლებიც შიმშილის თამაშებში იღებენ მონაწილეობას და მათგან ცოცხალი მხოლოდ ერთი ბრუნდება. თამაში მთელს პანემში გადაიცემა, მოქალაქეები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვალდებულნი არიან, რომ უყურონ თუ როგორ ცდილობენ მოთამაშეები თამაშიდან ერთმანეთის გამოთიშვას. 16 წლის ქეთნისის უმცროსი და აირჩიეს თამაშში მონაწილედ, თუმცა ქეთნისი მის მაგივრად გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას. მას და ქალაქიდან არჩეულ კიდევ ერთ მონაწილეს – ხაბაზის შვილს, პიტას მოუწევთ დაუპირისპირდნენ უფრო დიდ და უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც ამ დღისთვის მთელი ცხოვრება ამზადებდნენ.
ფილმის ყურება
პოპულალური ფილმები