მოგესალმები სტუმარი | RSS
All - Most Recent
მთავარი » ფაილები [ მასალის დამატება ]
სულ კატალოგში მასალაა: 215
დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით

Y tu mama tambien
დასახელება: Y tu mama tambien / დედაშენიც აგრეთვე
ჟანრი: კომედია, დრამა, რომანტიული
წელი: 2001
პროდიუსერი: ალფონსო კუარონი
ენა: რუსული
როლებში: გაელ გარსია ბერნალი, ანა ლოპეს მარკადო, დიეგო ლუნა, ნატან გრინბერი, ვერონიკა ლენჯერი

მოკლე შინაარსი:
დადგა დიდი ხნის ნანატრი არდადაგები და მეგობრებს ხულიოსა და ტენოჩს როგორც იქნა დასვენების საშუალება მიეცათ. მხოლოდ მათი მეგობარი გოგონები მათ გარეშე გაემგზავრნენ კურორტზე. ერთ - ერთ საღამოს წვეულებაზე ისინი შეხვდებიან ტენოჩის შორეულ ნათესავ მომხიბვლელ ლუიზას. ისინი გოგონას ხუმრობით სთავაზობენ მათთან ერთად გაემგზავროს პლაჟზე, ლუიზა მათდა გასაკვირად დასთანხმდება მათ წინადადებას...


Wonder Boys
დასახელება: Wonder Boys / ვუნდერკინდები
ჟანრი: კომედია, დრამა
წელი: 2000
პროდიუსერი: კერტის ჰენსონი
ენა: რუსული
როლებში: ტობი მაგუაერი, რობერტ დაუნი უმ, ფრენსის მაქდორმანდი, ქეიტი ჰოლმსი, მაიქლ დუგლასი, ჯეინ ადამსი

მოკლე შინაარსი:
დაუმთავრებელი რომანი, გატაცებული მანქანა, მოკლული ძაღლი და დანგრეული ქორწინება - ეს მხოლოდ რამოდენიმე უსიამოვნებაა, რომლებიც ერთმანეთს მიყვება სასაცილო ისტორიიდან მრავალის აღმთქმელი წამოწყებებიდან, რომლების ყველა რატომღაც უკუღმად წავიდა. ერთი გი{ური უიკედდის დროს, პროფესორი გრედი ტრიპი სცდილობს ნაწილებით შეაერთოს თავივი ცხოვრება, რომელიც მოულოდნელად კონტროლიდან გამოვიდა. მის თანამგზავრები არიან: ნიჭიერი, მაგრამ უცნაური სტუდენტი, მის ექსცენტრიული გამომცემელი, გათხოვილი ქალბატონი - უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ფეხმძიმედაა მისგან და სტუდენტი-პრაქტიკანტი გოგონა.


Wolf
დასახელება: Wolf / მგელი
ჟანრი: დრამა, ტრილერი, რომანტიული, საშინელება, მისტიკა
წელი: 1994
პროდიუსერი: მაიკლ ნიკოლსი
ენა: რუსული
როლებში: კრისტოფერ პლამერი, ჯეკ ნიკოლსონი, ეილინ ატკინსი, მიშელ პფაიფერი, ჯეიმს სპეიდერი, ქეით ნელიგანი, რიჩარდ ჯენკინსი

მოკლე შინაარსი:
უილ რენდალი ორი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით - ის წარმატებული წიგნების მწარმოებელია, ღამით - ჯოჯოხეთიდან ამოსული მხეცი, რომელიც ყველაფერ ცოცხალს ანადგურებს. ასეთი ცხოვრება მას სულაც არ ტანჯავს - ის დაუსჯელი და თავისუფალია, მხეცის ინსკინკტები კი მხოლოდ ეხმარებიან მას ცხოვრებაში. ის მხოლოდ პირველი შეხედვიდანაა ჩვეულებრივი ადმიანი, ჩახედეთ თვალებში - ეს მგლის თვალებია!..


White Palace
დასახელება: White Palace / თეთრი სასახლე
ჟანრი: დრამა
წელი: 1990
პროდიუსერი: ლუის მანდოკი
ენა: რუსული
როლებში: სუზან სარანდონი, ჯეიმს სპეიდერი, ჯეისონ ალექსანდრი, კეტი ბეიტსი, სტივენ ჰილი

მოკლე შინაარსი:
27 წლის მაქს ბერონი – სარეკლამო სააგენტოს წარმატებული დირექტორია, რომელიც ახალგაზრდა ცოლის დაღუპვის შემდეგ დეპრესიაში იმყოფება. ნორა ბაიკერთან შემთხვევითი შეხვედრა კი მოულოდნელად ცვლის მის ცხოვრებას. ნორა – ემოციური, მიმზიდველი და დამოუკიდებელი ქალია. ის მაქსს თავბრუდამხვევი სიყვარულის ბურანში გაახვევს. მაგრამ ექნება კი ამ სიყვარულს მომავალი?


Danny The Dog
დასახელება: Danny The Dog / ძაღლი დენი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, ტრილერი, მელოდრამა, კრიმინალური
წელი: 2005
პროდიუსერი: ლუი ლეტერიე
ენა: რუსული
როლებში: მორგან ფრიმენი, ბობ ჰოსკინსი, ჯეტ ლი, მაიქლ ჯენი, ქერი კონდონიჯეტ ლი, მორგან ფრიმანი

მოკლე შინაარსი:
დენი ახალგაზრდაა, რომელსაც ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ მონურ მორჩიელბას და ისე ზრდიდნენ როგორც ძაღლს. მიზანი კი ერთადერთი იყო მისგან მომავალში დამდგარიყო პროფესიონალი მკვლელი, დაუმარცხებელი ჩემპიონი გლადიატორების ბრძოლაში. საგზაო შემთხვევის შემდეგ იგი თავს აღწევს მონობას და შეხვდება ბრმა პიანინოს ამწყობს, რომელიც სულ სხვა თვალით დაანახებს მას სამყაროს...


To Sir with Love
დასახელება: To Sir with Love / მასწავლებელს... სიყვარულით
ჟანრი: დრამა, საშინელება, ტრილერი
წელი: 2006
პროდიუსერი: ლიმ დაი-ვუნგი
ენა: რუსული
როლებში: ოჰ მი-ჰი, სეო იონგ-ჰი, კიმ იონგ-სუ

მოკლე შინაარსი:
სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეების შეხვედრა მასწავლებელთან სისხლიან სასაკლაოდ გადაიქცა, სადაც თითქმის ყველა სტუმარი დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ მასწავლებელი, ქალბატონი პაკი და ნამ მი-ჯა, მისი მოახლე. ადგილზე მისული გამომძიებელი ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში...


Saam gwok dzi gin lung se gap
დასახელება: Saam gwok dzi gin lung se gap / დრაკონის აღორძინება
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, ისტორიული
წელი: 2008
პროდიუსერი: დენიელ ლი
ენა: რუსული
როლებში: მეგი ქიუ, ენდი ლაუ, ჟუნგუან იუ, ლანგ ტი, სამო ხუნგ კამ–ბო, ვანეს ვუ, ენდი ოუნი, ქუანქსინ პუ, ხუა იუე

მოკლე შინაარსი:
ჩჟაო ცზილუნი ჩინეთში ცნობილი გენერალი იყო. მას გენერალ ჩანშენსაც უწოდებდნენ, რაც დაუმარცხებელს ნიშნავს. ახალგაზრდობაში დანარჩენ ოთხ გენერალთან ერთად სამეფო შუს ძირითადი დასაყრდენი იყო. როდესაც ყველანი დაიღუპნენ, ის იძულებული გახდა მარტო შებრძოლებოდა მტერს - ახალგაზრდა გენერალ ქალს - ცაო ინს. ფილმს საფუძვლად უდევს ექვსასი წლის წინანდელი ეპიკური რომანი, რომელიც ყველა ჩინელმა ბავშვობიდან იცის.


The Message
დასახელება: The Message / გზავნილი
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია, სათავგადასავლო, ისტორიული
წელი: 1976
პროდიუსერი: მუსტაფა აკკადი
ენა: რუსული
როლებში: ენტონი ქუინი, მაიქლ ფორესტი, დემიენ ტომასი, ირენ პაპასი, მაიქლ ანსარა, ჯონი სეკა

მოკლე შინაარსი:
ომის დროინდელი ძველებური აღმოსავლეთი... ადამიანთა შორის მშვიდობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ძალაუფლების, ოქროს და მოსისხლო მტრებზე შურისწიების წყურვილი. და მხოლოდ მას, ალახის წინასწარმეტყველს, შეუძლია ქვეყანას სიმართლე და ღვთის სიტყვა გააგონოს ხალხს.


The Hunted
დასახელება: The Hunted / მოქანცული
ჟანრი: ტრილერი, დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი
წელი: 2003
პროდიუსერი: უილიამ ფრიდკინი
ენა: რუსული
როლებში: ბენისიო დელ ტორო, კონი ნილსენი, ჯონ ფინი, ლესლი სტეფანსონი, თომი ლი ჯონსი

მოკლე შინაარსი:
წარსულში ელიტური სპეცნაზის მომზადების სპეციალისტი ელ თი ბონემი შეუერთდება ფედერალური ბიუროს ჯგუფს, რომელიც სასტიკი მკვლელის კვალს მიყვება. მოუხელთებელი კილერი, რომელიც ვირტუოზულად ფლობს საბრძოლო დანას, - ერთერთი ყველაზე ნიჭიერი ელ თის მოსწავლე. მას არ სჭირდება სახლი - ის ტყეში არსებობს. მას არ სჭირდება ფული - მას შეუძლია ყველაფერი იშოვოს რაც აუცილებელია. მას არ სჭირდება იარაღი - მის ხელთაა ჯოხი ან ქვა და მის ხელში ის იარაღზე უფრო საშიშია. ის იდეალური მებრძოლია, და მხოლოდ მის მასწავლებელს შეუძლია ის შეაჩეროს...


The Fly
დასახელება: The Fly / ბუზი
ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, ტრილერი, საშინელება
წელი: 1986
პროდიუსერი: დევიდ კრონენბერგი
ენა: რუსული
როლებში: დევიდ კრონენბერგი, ჯინა დევისი, ჯეფ გოლდბლუმი, ლესლი კარლსონი, ჯონ გეტზი, ჯორჯ ჩუვალო, მაიკალ კოუპმენი

მოკლე შინაარსი:
ფილმში ნაჩვენებია ისტორია მეცნიერი- ბიოლოგისა, რომელიც დაინტერესბული იყო ცოცხალი არსებების ტელეპორტაციით. ერთხელ მის ლაბორატორიაში შეფრინდა ბუზი, იმის გამო რომ უცხო სხეული მოხვდა საქესპერიმენტო არეში, ხდება რთული გენეტიკური ცვლილებები, მეცნიერის გენომში ხდება ბუზის გენების ჩართვა, რის შემდეგაც ის თანდათანობით გადაიქცევა გიგანტურ ბუზად...